Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.108.642

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

გახარია - ერთმა საქართველოს ხელისუფლების ამომავალმა ვარსკვლავმა ბრძანა, რომ საქართველო მაჩანჩალა არ არისო... რა თქმა უნდა საქართველო მაჩანჩალა ქვეყანა არ არის - საქართველოს ხელისუფლება ჰყავს დღეს მაჩანჩალა

"ვუსმენდი, ერთმა საქართველოს ხელისუფლების ამომავალმა ვარსკვლავმა ბრძანა, რომ საქართველო მაჩანჩალა არ არისო. რა თქმა უნდა საქართველო მაჩანჩალა ქვეყანა არ არის - საქართველოს ხელისუფლება ჰყავს დღეს მაჩანჩალა. ისეთი მაჩანჩალა ხელისუფლება ჰყავს, რომელსაც ხელს არავინ ართმევს, უკვე ვერსად  მიდიან, ვერავისთან სერიოზულად ვერ ლაპარაკობენ, ერთმანეთს ელაპარაკებიან და გასვენებებში დადიან, მალე ქორწილებშიც დაიწყებენ სიარულს. საქართველოს ჰყავს მაჩანჩალა ხელისუფლება და ეს ჩვენი პრობლემაა, მათი ასეთი უსუსრობა ყვ

ანა ბუჩუკური შალვა პაპუაშვილს - დაახლოებით ათ დღეში იწყება სწავლა. სად არის პროექტი, რომელიც უნდა დაწყებულიყო 2022 წელს და რომლითაც უნდა მომხდარიყო საჯარო სკოლებში ბავშვთა კვების უზრუნველყოფა?! (ვიდეო)

დაახლოებით ათ დღეში იწყება სწავლა. სად არის პროექტი, რომელიც უნდა დაწყებულიყო 2022 წელს და რომლითაც უნდა მომხდარიყო საჯარო სკოლებში ბავშვთა კვების უზრუნველყოფა?! ანა ბუჩუკური, პარტია "გახარია საქართველოსთვის" გუნდის წევრი, დეპუტატი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/552344054033589/

უილიამ ბერნსი - პუტინი მოძალადეა, ის დროდადრო გააგრძელებს იარაღის ჟღარუნს - არ გვაქვს უფლება, ამ იარაღის ჟღარუნმა შეგვაშინოს, გვახსოვდეს ეს

დასავლელი ლიდერები არ უნდა შეშინდნენ ბირთვული ესკალაციის შესახებ კრემლის მუქარებით, - ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორმა, უილიამ ბერნსმა განაცხადა. „პუტინი მოძალადეა. ის დროდადრო გააგრძელებს იარაღის ჟღარუნს. ჩვენ არ გვაქვს უფლება, ამ იარაღის ჟღარუნმა შეგვაშინოს. უნდა გვახსოვდეს ეს. შეერთებულმა შტატებმა უზარმაზარი მხარდაჭერა გაუწია უკრაინას და დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი განიხილავს სხვა გზებს, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია მათი მხარდაჭერა“, - აღნიშნა უილიამ ბერნს

საპარლამენტო უმრავლესობამ ე.წ. ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგოდ მომზადებული კანონპროექტი ერთხმად - 84 ხმით მიიღო

კანონი სახელწოდებით - “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა. ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული პროექტი მმართველმა უმრავლესობამ 84 - ხმით, ერთხმად მიიღო. საკანონმდებლო პაკეტი 19 კანონპროექტისგან შედგება. მათგან ძირითადია პროექტი “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“, დანარჩენი 18 კი, მისგან გამომდინარე პროექტია. საკანონმდებლო პაკეტის ავტორი და ინიციატორები არიან პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი

EU-ის წარმომადგენლობა: სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები ხურჩაში, ე.წ. ძალოვანებმა დროებით დააკავეს

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, დღეს ნაშუადღევს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები, გეგმიური პატრულირებისას ოკუპირებული აფხაზეთის ადმინისტრაციულ ე.წ. სასაზღვრო ხაზთან, ხურჩის რაიონში ე.წ. ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა დროებით დააკავეს. EU-ის წარმომადგენლობის თანახმად, ისინი უვნებლად და ჯანმრთელად გაათავისუფლეს. პუბლიკა

თეონა აქუბარდია - ჩვენი მხრიდან საკმაოდ დიდი კომპრომისი იყო გაკეთებული, იმიტომ, რომ საქართველო არის უპირატესი და არა ნებისმიერი პარტია (ვიდეო)

"ჩვენი მხრიდან საკმაოდ დიდი კომპრომისი იყო გაკეთებული, იმიტომ, რომ საქართველო არის უპირატესი და არა ნებისმიერი პარტია." თეონა აქუბარდია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/415355401198957/

სტრასბურგში მცხოვრებმა ქართველებმა, საარჩევნო უბნის გახსნის მოთხოვნით, აქცია გამართეს

სტრასბურგში მცხოვრებმა ქართველებმა, საარჩევნო უბნის გახსნის მოთხოვნით, აქცია გამართეს. ისინი შეიკრიბნენ ჟ. ჰერმანის ქუჩაზე მდებარე შენობასთან, სადაც განთავსებულია საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ევროპის საბჭოში. მათივე ინფორმაციით, ამავე შენობაში ემსახურებიან საკონსულო აღრიცხვაზე მყოფ მოქალაქეებს, რომელთა რაოდენობა რამდენიმე ასეულს შეადგენს. საქართველოს საარჩევნო კოდექსით, სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნებს ქმნის ცესკო, საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემების საფუძველზე, “არანაკლებ

დიმიტრი ცქიტიშვილი - ჩვენი პოლიტიკური ძალა არ მივცემთ საშუალებას, რომ გადარჩეს “ოცნება” მარცხისგან და ასევე არ მივცემთ საშუალებას, რომ რევანშისტულად დაბრუნდეს “ნაციონალური მოძრაობა” (ვიდეო)

"ჩვენი პოლიტიკური ძალა არ მივცემთ საშუალებას, რომ გადარჩეს “ოცნება” მარცხისგან და ასევე არ მივცემთ საშუალებას, რომ რევანშისტულად დაბრუნდეს “ნაციონალური მოძრაობა”. მთავარი არის, რომ ქვეყანა ნორმალური განვითარების პროცესში დაბრუნდეს!" დიმიტრი ცქიტიშვილო, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/402554912884612

პაველ ჰერჩინსკი - მომავალ დღეებსა და კვირებში საქართველოს საკითხს ევროპარლამენტი, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები და ლიდერები განიხილავს - ეს კარგი ნიშანი არ არის

მომავალ დღეებსა და კვირებში ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო განიხილავს საქართველოს საკითხს, საქართველოში არსებულ მდგომარეობას, - ამის შესახებს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. „ხვალ, 8 ოქტომბერს საქართველოს საკითხზე საპარლამენტო დებატები გაიმართება. სიტყვის წარმოსათქმელად მიწვეულია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი. ვფიქრობ, მისი სახელით ერთ-ერთი ევროკომისარი გააკეთებს ამას. შემდეგ კვირას კი, 14 ოქტომბერს, გაიმართება ევროკავშირის საგრეო საქმეთა მ

ევროკავშირის ოფისი - გასულ წელს, ევროკავშირმა მცირე და საშუალო საწარმოების მხარდასაჭერად, საქართველოში 44 მილიონი ევროს ინვესტიცია განახორციელა - 50 პროექტით მხარდაჭერა მიიღო 39 000-ზე მეტმა ბიზნესმა

გასულ წელს ევროკავშირმა EU4Business ინიციატივის მეშვეობით, მცირე და საშუალო საწარმოების (SMEs) ზრდისა და განვითარების მხარდასაჭერად საქართველოში 44 მილიონი ევროს ინვესტიცია განახორციელა - ინვესტიციის შედეგად შეიქმნა სამუშაო ადგილები, გაიზარდა ექსპორტი, დაინერგა ინოვაციები, რამაც ხელი შეუწყო საქართველოს ეკონომიკის მდგრადობის გაძლიერებასა და განვითარებას,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მხოლოდ გასულ წელ

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური: პირადობების ჩამორთმევაზე რეაგირება სცდება ჩვენ კომპეტენციას

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ეხმაურება სხვადასხვა წყაროთი გასაჯაროებულ ინფორმაციას, საარჩევნო პერიოდში ამომრჩევლებისთვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამორთმევაზე. უწყება ამბობს, რომ„ბათუმელების“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, დაიწყეს ამ მედიის სტატიაში ამომრჩევლების მონაცემების დამუშავების თაობაზე მითითებული ფაქტის შესწავლა. „ბათუმელებმა“ 15 ოქტომბერს ინფორმირებული პირის მიერ მიწოდებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ოცნება“ პარტიის ოფისებში

ლევან გოგიჩაიშვილი - არ მივიღებთ ისეთ პროცესში მონაწილეობას, რომელიც ამ ქვეყნის ევროპულ გზას ჩრდილს მიაყენებს (ვიდეო)

არ მივიღებთ ისეთ პროცესში მონაწილეობას, რომელიც ამ ქვეყნის ევროპულ გზას ჩრდილს მიაყენებს. არ მივიღებთ ისეთ პროცესში მონაწილეობას, რომელიც ქართულ ოცნებას მოპარულ არჩევნებს გაუთეთრებს. ეს არის ჩვენი მარტივი პოზიცია. ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1627442161200312

„ოცნების“ პარლამენტი მთავრობას 28 ნოემბერს დაამტკიცებს

„ქართული ოცნების“ პარლამენტი მთავრობის შემადგენლობას ხუთშაბათს, 28 ნოემბერს დაამტკიცებს. ამის შესახებ „ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, 28 ნოემბერს 11:00 საათზე იქნება ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომა, სადაც განიხილება მთავრობის შემადგენლობა და შემდეგ 12:00 საათზე პლენარულ სხდომაზე განიხილება და დამტკიცდება მთავრობა. მისივე თქმით, დღეს, 26 ნოემბერს მინისტრობის კანდიდატობის მოსმენები გაიმართება. კერძოდ, დღეს თავდაცვის, იუსტიციის,

ტატო ქელბაქიანი: ჩემი 17 წლის ბიჭი დააგდეს და 7-8 კაცი ურტყამდა

განახლება: 04:03-ზე ტატო ქელბაქიანმა დაწერა: „ახლა გამოუშვეს დემეტრე. ახლა კლინიკაში მიგვყავს, რომ დაზიანებები ვნახოთ“. იურისტი ტატო ქელბაქიანი აცხადებს, რომ მის 17 წლის შვილს, დემეტრე ქელბაქიანს სცემეს და დააკავეს. „აქციიდან ვბრუნდებოდით მე, ჩემი მეუღლე, ჩემი შვილი, ჩემი ძმიშვილები და უცებ გამომგლიჯეს ჩემი შვილი ხელიდან. 17 წლის ბიჭი დააგდეს და 7-8 კაცი ურტყამდა. რომ ჩავეხუტე, ჩემი შვილია-მეთქი, უფრო მაგრად ურტყეს. მე ხელი არ მომკიდეს და შვილი წაიყვანეს. გაათავისუფლეთ ჩემი შვილი, არას

გიორგი ჩაკვეტაძე - ძალიან რთული სანახავია, როდესაც ჩემს სამშობლოში ჩემს თანამემამულეებს ასე სასტიკად უსწორდებიან - საქართველოს მომავალი არის ევროპა!

ძალიან რთული სანახავია, როდესაც ჩემს სამშობლოში ჩემს თანამემამულეებს ასე სასტიკად უსწორდებიან - ქართველებო, თქვენს გვერდით ვარ, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, გიორგი ჩაკვეტაძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, საქართველოს მომავალი არის ევროპა. „ძალიან რთული სანახავია, როდესაც ჩემს სამშობლოში ჩემს თანამემამულეებს ასე სასტიკად უსწორდებიან. უნდა შეწყდეს ძალადობა! საქართველოს მომავალი არის ევროპა!ეს გზა მოითხოვს ერთიანობასა და მშვიდობისადმი ერთგულებას!

საჯარო სექტორში დასაქმებული 300-მდე ადამიანი „ოცნების" გადაწყვეტილებას ემიჯნება

საჯარო სექტორში, სხვადასხვა უწყებაში დასაქმებული 300-მდე ადამიანი ემიჯნება „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, შეაჩეროს საქართველოს ევროინტეგრაცია. ასევე, გმობს აქციის მონაწილეებზე ძალადობას. განცხადებაში ვკითხულობთ: განცხადებას ხელს აწერენ მთავრობის ადმინისტრაციის, პარლამენტის, სემეკის, იუსტიციის სამინისტროს, იუსტიციის სახლის, სერვისების განვითარების სააგენტოს, თავდაცვის, განათლების, გარემოს, ეკონომიკის, ფინანსთა, შინაგან საქმეთა სამინისტროების, კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის

დღეიდან ამოქმედდება ჩვენი გაერთიანებული საინფორმაციო ცენტრი - ოპოზიცია

სამი ოალიციისა და 1 პარტიის ლიდერებმა ერთობლივ ბრიფინგზე თქვეს, რომ დღეიდან ამოქმედდება ოპოზიციის გაერთიანებული საინფორმაციო ცენტრი, რომელიც საზოგადოებას “მუდმივად მიაწვდის განახლებებს და შეფასებებს პოლიტიკური ოპოზიციისგან, რათა ჰქონდეთ ადეკვატური ინფორმაცია ყველაფერ იმაზე, რაც ხდება”. publika

ზვიად ძიძიგური - ჩვენი უპირველესი მოთხოვნაა გაანთავისუფლონ დაკავებული ახალგაზრდები, ის ახალგაზრდები, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციის დაცვისთვის არიან დასჯილები (ვიდეო)

ჩვენი უპირველესი მოთხოვნაა გაანთავისუფლონ დაკავებული ახალგაზრდები, ის ახალგაზრდები, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციის დაცვისთვის არიან დასჯილები. ხელისუფლების ეს ესკალაციის მცდელობები, რომ უფრო მეტად გააღიზიანოს თავისი მოსახლეობა, ყველაფერთან ერთად იწვევს სისტემის შიგნიდან რღვევას. ზვიად ძიძიგური, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/597635042814780

ახლობლების ცნობით, დააკავეს აქციების მონაწილე ლაშა გოგებაშვილი

ახლობლების ცნობით, ღამით დააკავეს მოქალაქე ლაშა გოგებაშვილი. მეგობარი ამბობს, რომ მის მანქანას გზა გადაუკეტეს და როგორც მოგვიანებით გაარკვიეს, გოგებაშვილი დიღმის იზოლატორში გადაიყვანეს. ახლობელი „ტვ პირველთან“ ყვება, რომ მომხდარი შესაძლოა პარლამენტის წინ ნაძვის ხეზე დროშის დაკიდებას უკავშირდებოდეს. „ტვ პირველის“ ცნობით, გოგებაშვილთან ერთად დაკავებულია კიდევ ერთი პირი. 8 დეკემბერს გამთენიისას პარლამენტთან საახალწლო ნაძვის ხის აწყობა დაიწყეს. პროტესტის ნიშნად მოქალაქეებმა ნაძვის ხეზე ა

თითქმის 400 კომპანია ახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვს

„თავისუფალი ბიზნესების“ გაერთიანება საქართველოში სიტუაციის დეესკალაციისთვის ახალი არჩევნების დანიშვნას და აქციებზე დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვს. „არსებული კრიზისი გასცდა პარტიული პოლიტიკის საზღვრებს და გარდაუვალი სოციალური და ეკონომიკური საფრთხის წინაშე აყენებს ქვეყანას. აუცილებელია ვითარების სასწრაფო დეესკალაცია. დეესკალაციის ყველაზე პრაგმატული გზა არის ახალი არჩევნების დანიშვნა და ბოლო პროცესების დროს დაპატიმრებული ადამიანების ახალ წლამდე გათავისუფლება. ჩვენ, ქართული ბიზნესის

იზა ომაძე - ვერ შევძელი არ გამოვხმაურებოდი გიორგი გახარიაზე ვერაგულ თავდასხმას - ბატონო გიორგი, თანადგომა რაც ნიკოს, თქვენთვის სრულიად უცნობ ახალგაზრდას გამოუხატეთ სიცოცხლეშიც და იმ ქვეყნად გადასახლებულსაც, თქვენს ოჯახს დაუბრუნდეს სიკეთით

"პირად ტრაგედიაზე ბოლო დროს ნაკლებს ვსაუბრობ,მაგრამ ვერ შევძელი თავშეკავება. ყოველ წაქცეულ ახალგაზრდაში თუ ადამიანში რომელსაც უმოწყალოდ უსწორდებიან ჩემს შვილს ვხედავ. ვერ შევძელი არ გამოვხმაურებოდი პრემიერ გიორგი გახარიაზე ვერაგულ თავდასხმას. 2021 წლის 17 სექტემბერს გამთენიისას ჩამოვფრინდი საქართველოში დახვრეტილი, ანგელოზივით შვილი, ჩემი ნიკო საყინულეში გარინდული, მაგრამ ბევრ ამ საქმის დამგეგმავ, მომწყობზე მეტყველი დამხვდა, მისმა გაბრწყინებულმა სახემ რაც მითხრა და რა მადლიც მცხ

"გახარიას იქ არც ერთი ბრძანება არ გაუცია... კაუჩუკის ტყვიები შესყიდული იყო 2011 წელს, 2019 წლამდე არ გამოყენებულა, ანუ ტყვიები გახმა..." - რას ჰყვება ირაკლი შაიშმელაშვილი 20 ივნისის შესახებ

"გახარიას იქ არც ერთი ბრძანება არ გაუცია... კაუჩუკის ტყვიები შესყიდული იყო 2011 წელს, 2019 წლამდე არ გამოყენებულა, ანუ ტყვიები გახმა..." - რას ჰყვება ირაკლი შაიშმელაშვილი 20 ივნისის შესახებ.   ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის ოპე­რა­ტი­უ­ლი და­გეგ­მვის სამ­მარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი უფ­რო­სი, ირაკ­ლი შა­იშ­მე­ლაშ­ვი­ლი 2019 წლის 20 ივ­ნისს იხ­სე­ნებს და ამ­ბობს, რომ "გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას "იქ არა­ნა­ი­რი ბრძა­ნე­ბა არ გა­უ­ცია". ამის

ტატა ხვედელიანი - ყოველთვის ვიძახდით, რომ ჩვენთვის იყო წითელი ხაზი რაიმე სახით კოალიცია ან ერთობლივი მუშაობა "ნაციონალურ მოძრაობასთან"

ყოველთვის ვიძახდით, რომ ჩვენთვის იყო წითელი ხაზი რაიმე სახით კოალიცია ან ერთობლივი მუშაობა "ნაციონალურ მოძრაობასთან" ტატა ხვედელიანი, პარტია "გახარია საქარტველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1395315198571775

დიდმა ბრიტანეთმა ლევან მურუსიძეს და მიხეილ ჩინჩალაძეს ფინანსური სანქციები დაუწესა

დიდმა ბრიტანეთმა ლევან მურუსიძეს და მიხეილ ჩინჩალაძეს ფინანსური სანქციები დაუწესა გლობალური ანტიკორუფციული რეგულაციების ფარგლებში. სანქცირებულ პირებს გაეყინებათ საბანკო ანგარიშები და ყველა სახის ქონება, რაც მათ ბრიტანეთის ტერიტორიაზე აქვთ. მიხეილ ჩინჩალაძე ახლა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა, ლევან მურუსიძე კი – ამავე სასამართლოს მოსამართლე. ორივე მათგანი გავლენიანი პირია ქართულ სასამართლო სისტემაში. არასამთავრობო ორგანიზაციები უკვე მრავალი წელია, აცხადებენ, რომ ისინი ე.წ.

ივანიშვილს საქართველო და ქართველი ხალხი სჭირდება საყვლეფად - სოფო ხორგუანი

ივანიშვილს საქართველო და ქართველი ხალხი სჭირდება საყვლეფად - სოფო ხორგუანი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი, უფლებადამცველი    
×
×
  • შექმენი...