Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    901.353

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

იტალიელმა მაშველებმა ხმელთაშუა ზღვაში 50-ზე მეტი მიგრანტი გადაარჩინეს

იტალიის ხელისუფლების ინფორმაციით, მაშველებმა ხმელთაშუა ზღვაში 50-ზე მეტი მიგრანტი გადაარჩინეს, რომლებიც ტუნისიდან იტალიაში გადასვლას გასაბერი ნავით ცდილობდნენ. მაშველებმა ნავში ცხრა გარდაცვლილიც იპოვეს, რომელთა შორის ახალშობილი და ორსული ქალი იყო. მათივე ცნობით, მიგრანტების გარდაცვალების მიზეზი მკვეთრად დაბალი ტემპერატურა და ნავზე სასმელი წყლის არარსებობა გახდა. იტალიელი პოლიციელების ინფორმაციით, მიგრანტებით სავსე ნავმა ტუნისის ქალაქ სფაქსის პორტი რამდენიმე დღის წინ დატოვა და გზის

იტალიელი მომღერალი ტოტო კუტუნიო გარდაიცვალა

იტალიელი მომღერალი ტოტო კუტუნიო 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური გამოცემა ANSA მუსიკოსის მენეჯერზე დაყრდნობით ავრცელებს. მომღერალი მილანში, სან რაფაელეს ჰოსპიტალში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ამ მომენტისთვის უცნობია. მომღერლის მენეჯერის ინფორმაციით, „ჯანმრთელობის პრობლემების გამო, ბოლო თვეებში მომღერლის მდგომარეობა უარესდებოდა“. 7 ივლისს ტოტო კუტუნიოს 80 წელი შეუსრულდა.   ipn

იტალიაში ყალბი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ფლობისა და დამზადებისთვის 19 ქართველი ქალი დააკავეს

იტალიის უდინეს პროვინციაში ყალბი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ფლობისა და დამზადებისთვის 19 ქართველი ქალი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სახელმწიფო პოლიციამ, უდინეს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების შემდეგ, არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ოპერაციის ფარგლებში 12 სხვადასხვა პროვინციაში 52 ლოკაციაზე ჩხრეკა ჩაატარა. უდინეს პროვინციის შემოსავლების სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურებმა სასამართლო უწყებებ

იტალიაში ქართველი ქალი დაჭრეს

იტალიის ქალაქ ბარიში 32 წლის ქართველი ქალი ყელის არეში დაჭრეს, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, ქალი საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დანაშაულში ეჭვმიტანილ პირს სამართალდამცავები ეძებენ. მომხდარზე გამოძიება დაწყებულია. დანაშაულის მოტივი, სავარაუდოდ, ოჯახური კონფლიქტია.   იპნ

იტალიაში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

იტალიის დედაქალაქ რომში ქურდობის მცდელობის ბრალდებით, საქართველოს სამი და ლიეტუვის ერთი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ეჭვმიტანილები მაშინ დააკავეს, როდესაც ისინი საცხოვრებელ ბინაში შეღწევას ცდილობდნენ. დაკავებისას, ერთ-ერთმა მათგანმა წინააღმდეგობის გაწევა სცადა. იტალიური მედიის ინფორმაციით, დაკავებულები 33-დან 52 წლამდე ასაკის, წარსულში ნასამართლევი პირები არიან. იპნ

იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელიც მკვლელობაშია ეჭვმიტანილი

იტალიის ქალაქ პიზაში საქართველოს 32 წლის მოქალაქე დააკავეს, რომელიც 25 წლის ტუნისელის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, - ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული მკვლელობის საქმეზე ძებნილია საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე. მკვლელობა გასული კვირის პარასკევს მოხდა, მისი მოტივი, ჯერჯერობით, უცნობია. იტალიური მედიის ცნობით, საქართველოს დაკავებულ მოქალაქეს უახლოეს დღეებში დაკითხავენ. იპნ

იტალიაში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი თანამდებობას ტოვებს

იტალიაში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ირაკლი ვეკუა თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ვეკუამ სოციალურ ქსელში დაწერა. „როგორ ეწერა სენიორ პესოას? - არიდებულ ბრძოლათა ნაიარევებზე... ყველას გვაქვს ასეთი. მე - ძალიან ბევრი. რაღაც დროს ნამდვილის ჯერიც დგება და ადამიანები ერთმანეთის ძებნას ვიწყებთ, ერთმანეთს ვამხნევებთ. ახლაც ის დროა და მეც ჩემს ფიქრებს გიზიარებთ, მეგობრებს, კოლეგებს, ვინც თვლით, რომ მართალი ვარ და ვინც თვლით, რომ არ. დღეს, ამ ფიქრებით ვამბობ „უარს“ და ვემშ

იტალიაში გაიმართა მარში უკრაინაში მშვიდობისთვის

შაბათს იტალიის დედაქალაქ რომში ათიათასობით იტალიელი გამოვიდა აქციაზე უკრაინაში მშვიდობის მხარდასაჭერად. მშვიდობის გარდა, იტალიელები ითხოვდნენ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტას. ხალხს ეკავა ბანერები „არა ომს. არა იარაღის გაგზავნას“. იტალია, ნატოს ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყანა, ომის დაწყებიდანვე მხარს უჭერდა უკრაინას და ამარაგებდა მას იარაღით. ახალმა ულტრამემარჯვენე პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ განაცხადა, რომ იტალია გააგრძელებს უკრაინის შეიარაღებას. მაგრამ ყველა არ ეთანხმ

იტალიაში ბინების ძარცვის ბრალდებით საქართველოს 8 მოქალაქე დააკავეს

იტალიაში ბინების ძარცვის ბრალდებით საქართველოს რვა მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია და იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრი მატეო პიანტედოსი ავრცელებენ. პიანტედოსის თქმით, იტალიის ქალაქ სალერნოში საქართველოს რვა მოქალაქე დააკავეს, რომელთაგან უმრავლესობა ქვეყნის ტერიტორიაზე არალეგალურად იმყოფებოდა. იტალიის პოლიციამ მათგან 100 000 ევროზე მეტი ღირებულების საიუველირო ნაკეთობებისა და ძვირადღირებული საათების კონფისკაცია მოახდინა. „კმაყოფილებას და მადლიერებას ვგრძნობ დღე

იტალიაში 2.7 ტონა კოკაინი აღმოაჩინეს, რომელიც ბათუმის გავლით სომხეთში იგზავნებოდა

იტალიის პოლიციამ 800 მილიონი ევროს ღირებულების 2 700 კილოგრამი კოკაინი აღმოაჩინა, რომლის გადატანაც ბათუმის პორტის გავლით სომხეთში იგეგმებოდა. როგორც Reuters წერს, ნარკოტიკული ნივთიერება ორ სამაცივრე კონტეინერში ბანანებთან ერთად ინახებოდა და იტალიაში ეკვადორიდან ჩავიდა. გამოცემა ადგილობრივ სამართალდამცავ უწყებებზე დაყრდნობით წერს, რომ კონტეინერის საბოლოო დანიშნულება სომხეთი იყო, სადაც თითქმის 3 ტონა კოკაინის ჩატანა საქართველოს, კერძოდ კი ბათუმის პორტის გავლით იგეგმებოდა. იტალიის პოლიციი

იტალია უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემების სამ სახეობას მიაწვდის

იტალია უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემების სამ სახეობას მიაწვდის. ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. “როდესაც საუბარია ქვეყანაზე, რომლის მიმართაც აგრესია იქნა ჩადენილი, მაშინ ნებისმიერი იარაღი, რომელიც მას მიეწოდება თავდაცვისთვისაა. საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად საჰაერო თავდაცვის სისტემებზე ვკონცენტრირდებით. საფრანგეთთან ერთად ბევრს ვმუშაობდით ამაზე, რომ ჩვენი ტექნოლოგიები გაგვეერთ

ისტორიული მატჩი - საქართველოს ნაკრებმა უელსი კარდიფში დაამარცხა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ნოემბრის ტესტების მესამე მატჩი კარდიფში, უელსის წინააღმდეგ ჩაატარა და ისტორიულ მატჩში 13:12 მოიგო. ანგარიში ქართველებმა გახსნეს, ჯარიმა თედო აბჟანდაძემ გაიტანა, მაგრამ შემდეგ უელსმა უპირატესობა მოიპოვა, ორი გარდასახული ლელო გაგვიტანა და ტაიმი 12:3 მოგვიგო. მატჩის მეორე ნახევარიც მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო. თუმცა, 50-ე წუთზე მასპინძლები 10 წუთით კაცნაკლულნი დარჩნენ. ამ უპირატესობით ჩვენმა მორაგბეებმა ისარგებლეს – მე-60 წუთზე კარგი შეტევა განახორ

ისტორიულ უბნებში ავარიული შენობების ჩანაცვლების ორი ახალი პროგრამა შევიმუშავეთ - კალაძე

ისტორიულ უბნებში მდებარე ავარიული შენობა-ნაგებობის ჩანაცვლება-რეაბილიტაციის ორი ახალი პროგრამა შემუშავდა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ჩანაცვლება ვერ მოხდება. შესაბამისად, თბილისის მერიამ და საკრებულომ ერთობლივად შეიმუშავეს ახალი პროგრამები. კალაძე ამბობს, რომ პირველი პროგრამით, ისტორიულ უბნებში არსებული შენობა-ნაგებო

ისტორიაში პირველად, საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ქვეყნისთვის ისტორიული მსოფლიო თასისთვის ემზადება. ნაკრების მთავარი პარტნიორი საქართველოს ბანკია. 2023 წლის კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატი 25 აგვისტოს დაიწყება და 10 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ჩემპიონატის მასპინძელი  ერთდროულად სამი ქვეყანა- ფილიპინები, იაპონია და ინდონეზია იქნება. ჩემპიონატში მონაწილე 32 რჩეული ნაკრები  რვა 4-გუნდიან ჯგუფში გადანაწილდა, საქართველოს ნაკრები   F ჯგუფში ასპარეზობს. საქართველოს საკალათბურთო ნაკრები არსებობის ისტო

ისრაელში ქართველი ებრაელი 9 წლის გოგონა გარდაიცვალა

ისრაელში კიდევ ერთი ქართველი ებრაელი - 9 წლის გოგონა გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელში საქართველოს ელჩი ლაშა ჟვანია ადასტურებს. მისივე თქმით, გარდაცვლილი გოგონა ქართველ ებრაელთა ოჯახიდან იყო. შეგახსენებთ, რომ ისრაელზე სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო, რაზეც პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. იპნ

ისრაელში საქართველოს საელჩო ისრაელში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მოქალაქეებისთვის ინფორმაციას ავრცელებს

ისრაელში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ისრაელში საქართველოს საელჩო მოქალაქეებისთვის ინფორმაციას ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ისრაელში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საელჩოში ცხელი ხაზი მოქმედებს. „შეგახსენებთ, რომ ისრაელში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საელჩოში მოქმედებს ცხელი ხაზის ნომრები: +972 52-6919092; +972 52-7583344; +972 54-7386813; მშვიდობას ვუსურვებთ ისრაელს და ისრაელის მოსახლეობას“, - ნათქვამია ინფორმაციაში. შეგახსენებთ, ისრაელმა განაცხადა,

ისრაელში საქართველოს ელჩის თქმით, დასტურდება ორი ქართველი ებრაელის გარდაცვალება

ისრაელში საქართველოს ელჩის, ლაშა ჟვანიას განცხადებით, წუხანდელი, 8 ოქტომბრის გვიან ღამის მონაცემებით, ისრაელში 2 ქართველი ებრაელია დაღუპული, საქართველოს სხვა მოქალაქეების შესახებ კი ინფორმაცია უცნობია. ამაზე ლაშა ჟვანია ლაპარაკობს ვიდეოში, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. „ჯერ კიდევ არ არის ისრაელის ჯარის მიერ აღებული კონტროლი ყველა იმ დასახლებაზე, სადაც ტერორისტები არიან შესული, ამიტომ ინფორმაციის მოპოვება კვლავ ჭირს. გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობიდან ყველას იდ

ისრაელში საქართველოს ელჩი - მთავრობა მუშაობს „ჯორჯიან ეარვეისთან“, რომ მცირეწლოვანი ბავშვების ოჯახებისთვის ავიაბილეთზე იყოს ფიქსირებული თანხა, რათა მათ ჰქონდეთ საშუალება ბილეთი ოპტიმალურ ფასებში შეიძინონ

ისრაელში საქართველოს ელჩის, ლაშა ჟვანიას განცხადებით, საქართველოს მთავრობას კომპანია „ჯორჯიან ეარვეისთან“ აქვს მოლაპარაკებები, რომ მცირეწლოვანი ბავშვების ოჯახებისთვის ავიაბილეთების ფასი იყოს ფიქსირებული. როგორც ელჩმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, მთავრობა მუშაობს იმაზე, რომ ბავშვის ბილეთმა 200 ევროს, ხოლო მცირეწლოვანი შვილის მშობლის ბილეთმა 250 ევროს არ გადააჭარბოს. „მთავრობა მუშაობს „ჯორჯიან ეარვეისთან“, რომ მცირეწლოვანი ბავშვების ოჯახებისთვის იყოს ფიქსირებული თა

ისრაელში 500 000-მდე ადამიანი გამოვიდა სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ

ისრაელში იმართება აქციები სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ - დემონსტრაციებს უკვე შეუერთდა ნახევარი მილიონი ადამიანი (ისრაელში დაახლოებით 8 მილიონიანი მოსახლეობაა) და ეს არის ყველაზე მასშტაბური პროტესტი ისრაელის ისტორიაში. ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის მიერ შემოთავაზებული სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ მასიური პროტესტი უკვე 10 კვირაა გრძელდება. რეფორმა ითვალისწინებს იმას, რომ საპარლამენტო უმრავლესობა განსაზღვრავს რეალურად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევანს, ხოლო თავად სასამართლო

ისრაელმა უკრაინისთვის ,,რკინის გუმბათის" გადაცემის შესაძლებლობაზე მინიშნება გააკეთა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ CNN-თან ინტერვიუში უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების შესაძლებლობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ იერუსალიმი უკრაინისთვის თავისი ტაქტიკური რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემის ,,რკინის გუმბათის“  გადაცემის შესაძლებლობას არ გამორიცხავს. ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ მისი სახელმწიფო სწავლობს შეტევებისგან კიევის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების, მათ შორის ,,რკინის გუმბათის“ გადაცემის საკითხს. ,,მე ნამდვილად განვიხილავ ამას,” - უთხრა მან CNN-ის კორ

ისრაელმა მხარი დაუჭირა აშშ-ის შეთავაზებას ღაზაში ცეცხლის შეწყვეტაზე – ბლინკენი

ისრაელის მთავრობამ მხარი დაუჭირა აშშ-ის შეთავაზებას ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის და მძევლების გათავისუფლების შეთანხმებასთან დაკავშირებით, იუწყება AP. შეთანხმების მიღწევას საკმაო ხანია უშლიდა რიგი საკითხები, რომელზეც მხარეები – ისრაელი და „ჰამასი“ – ვერ თანხმდებოდნენ. შუამავლები კი კომპრომისის გამონახვას ცდილობდნენ. გამოცემის ცნობით, ისრაელის თანხმობაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, მას შემდეგ, რაც ისრაელის პრემიერთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან გამართა შეხვედრა. ბლინკენი ა

ისრაელმა თურქეთიდან დიპლომატიური წარმომადგენლები გაიწვია

ისრაელმა თურქეთიდან დიპლომატიური წარმომადგენლები გაიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ელი კოენი “ტვიტერის” პირად გვერდზე ავრცელებს. “თურქეთიდან მომავალი მძიმე განცხადებების გათვალისწინებით, მანდედან დიპლომატიური წარმომადგენლების დაბრუნების ბრძანება გავეცი, ისრაელსა და თურქეთს შორის ურთიერთობების გადაფასების მიზნით,” - წერს კოენი სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ღაზაში მიმდინარე მოვლენებში მთავარი დამნაშავე

ისრაელმა „ჰუსიტების“ მიერ მისი ტერიტორიისკენ გაშვებული ბალისტიკური რაკეტა მოიგერია

ისრაელის შორ მანძილზე მოქმედმა თავდაცვის სისტემამ, Arrow 3-მა ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰუსიტების“ მიერ იემენიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა მოიგერია, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, რაკეტა ისრაელის საჰაერო სივრცის გარეთ ჩამოაგდეს. ისრაელის სამხრეთ ქალაქ ეილათში სირენების ხმა ისმოდა. „ჰუსიტები“ აცხადებდნენ, რომ ეილათს რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა ესროლეს. აღსანიშნავია, რომ ეს ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰუსიტების“ მიერ განხორციელებული პირველი თავდასხმაა

ისრაელის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო უარს ამბობს „ჰამასის“ წევრების მკურნალობაზე

ისრაელის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ აკრძალა რადიკალური დაჯგუფება “ჰამასის“ წევრების მკურნალობა ქვეყნის სახელმწიფო საავადმყოფოებში, წერს The Jerusalem Post-ი. შესაბამისი განკარგულება გასცა ისრაელის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრმა მოშე არბელმა. „ამ რთულ დროს ჯანმრთელობის სისტემის ყურადღება მთლიანად უნდა იყოს გადატანილი დამნაშავეობრივი ომის მსხვერპლის და ისრაელის არმიის ჯარისკაცების მკურნალობასა და მომავლისთვის მზადყოფნაზე“, - თქვა არბელმა. მისი სიტყვებით, ამ საკითხის გადაჭრა უნდა დაეკისროთ

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 500-ს გადააჭარბა

ისრაელში „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 500-ს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. გარდაცვლილთა რიცხვებში ათობით ჯარისკაცი და პოლიციელია, რომლებიც ტერორისტებთან ბრძოლისას დაიღუპნენ. ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო ასევე ადასტურებს, რომ ჰოსპიტლებში დაჭრილთა რაოდენობამ 2 048 ადამიანს მიაღწია, მათგან 20 კრიტიკულ მდგომარეობაშია, ხოლო 330 სერიოზულად არის დაჭრილი. იპნ
×
×
  • შექმენი...