Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.108.627

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

4 ივნისს, საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ჰელსინკის კომისიის ფარგლებში, აშშ-ის კონგრესში მოსმენა გაიმართება

4 ივნისს, საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ჰელსინკის კომისიის ფარგლებში აშშ-ის კონგრესში მოსმენა გაიმართება, - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის ჰელსინკის კომისია ავრცელებს. „რუსული სტილის „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის ამჟამინდელი მიღება მმართველი „ქართული ოცნების“ მთავრობის აშკარა ანტიდასავლურ ნაბიჯს და მის რუსეთთან, ისევე როგორც სხვა ავტორიტარულ ძალებთან, როგორიც ჩინეთია, იმავდროულ დაახლოებას ასახავს. სამი ათწლეულის განმავლობაში არსებული პროდასავლური, დემოკრატიული და ევროატლა

„ოცნება" ცესკოს სხდომაზე გადაწყვეტილების მიღების წესს ცვლის და საკონსულტაციო საბჭოს აუქმებს

„ქართულ ოცნებას” საარჩევნო კოდექსში ისევ შეაქვს ცვლილებები. კერძოდ, იცვლება ცესკოს სხდომაზე გადაწყვეტილების მიღების წესი. კერძოდ, მმართველი პარტიის ინიციატივის თანახმად, საარჩევნო კოდექსის მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 4/1 პუნქტი: თუ ცესკოს სხდომაზე კენჭისყრის შედეგად ვერ იქნა მიღებული ცესკოს ის გადაწყვეტილება, რომლის მისაღებად საჭიროა ცესკოს სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ით მხარდაჭერა, ცესკოს ამ გადაწყვეტილებას იმავე სხდომაზე კენჭი ხელახლა ეყრება. ამ შემთხვევაში

ცოტნე კობერიძე - სახლთან, ავტობუსის გაჩერებაზე დამხვდნენ ელექტრო-შოკებით, ეცადნენ ცემას, ვერ შეძლეს

სახლთან ავტობუსის გაჩერებაზე დამხვდნენ: ელექტრო შოკებით, ეცადნენ ცემას, ვერ შეძლეს, - აღნიშნულის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, თბილისის საკრებულოს დეპუტატი ცოტნე კობერიძე სოციალურ ქსელში წერს. „სახლთან, ავტობუსის გაჩერებაზე დამხვდნენ ელექტროშოკებით, ეცადნენ ცემას, ვერ შეძლეს, ბევრი კარგი ადამიანი ამომიდგა გვერდში. დიტო სამხარაძე კონკრეტულად, მე გპირდები, რომ ცუდად დაამთავრებ“, - წერს კობერიძე. ipn

ანა ბუჩუკური - ჩვენი გუნდის სტრატეგიაა, რომ „ნაცებმა“ და „ქოცებმა“ ამ არჩევნებზე ჯამში 50%-ზე მეტი არ აიღონ - „ლელოს“ წარმატებები, ვუსურვებ, ბარიერი ისე გადალახონ, რომ არ „განაცდნენ“

ახალი ჩვენს პოზიციასა და გიორგი გახარიას განცხადებაში არაფერი არ იყო - „ლელოს“ წარმატებები! ვუსურვებ, რომ ბარიერი ისე გადალახონ, რომ არ „განაცდნენ“, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა მედიასთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, მათი სტრატეგიაა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლის არჩევნებზე ჯამში 50%-ზე მეტი არ აიღონ. ბუჩუკურის განმარტებით, ამისთვის მათი გუნდის გაძლიერების გარდა მნიშვნელოვანია, რომ სხვა ისეთი პარტიებიც გაძლ

„ჯივიპი“ - სოფელ წიწამურთან წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის აღდგენითი სამუშაოები 6 დღეში დასრულდება

სოფელ წიწამურთან წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის აღდგენითი სამუშაოები 6 დღეში დასრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უაოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს. კომპანიის ინფორმაციით, სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად მეწყრული მიწის ფერდის მოხსნის სამუშაოები 17 ივნისიდან 24 საათიან უწყეტ რეჟიმში აქტიურად მიმდინარეობს. „მეწყრულ ფერდობზე უკვე მეშვიდე ტერასა ეწყობა. დატერასების სამუშაოების პარალელურად ადგილზე მილის საძიებო სამ

დღეიდან ევროკავშირი უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრების შესახებ მოლაპარაკებებს იწყებს

დღეს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრების შესახებ მოლაპარაკებები გახსნა. ინფორმაციას უკვე გამოეხმაურა ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, რომელმაც ორივე ქვეყანას ეს წინსვლა მიულოცა და აღნიშნა, რომ გზა იქნება შესაძლებლობებით სავსე. ამ დღეს ისტორიული უწოდა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ და დაწერა, რომ ეს გადაწყვეტილება აძლიერებს სრულიად ევროკავშირს. 7 ივნისს ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა, ევროკავშირმა დაიწყოს გაწევრების მოლაპარაკებები მანამ, სანა

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონი ჩამოაგდეს

რუსულმა ძალებმა უკრაინის ტერიტორიას წუხელ „ისკანდერ-მ“ ტიპის 2 ბალისტიკური რაკეტითა და Shahed-131/136 ტიპის 13 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს, უკრაინელებმა ყველა დრონი ჩამოაგდეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, რუსებმა დრონები რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქის ტერიტორიიდან გაუშვეს. უკრაინელებმა, საბრძოლო მოქმედებების შედეგად, კიროვოგრადის, ხარკოვის, სუმისა და პოლტავას ოლქებში 13-ვე დრონი ჩამოაგდეს.

მედია: ოჩამჩირის პორტში რუსეთის სამხედრო გემი გაჩერდა

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირის პორტში რუსეთის სამხედრო გემი Project 22870 გაჩერდა. სატელიტური ფოტოებიდან ჩანს, რომ სამხედრო ხომალდი 28 ივნისს ნოვოროსიისკის პორტში იყო გაჩერებული, 5 ივლისს კი ოჩამჩირის პორტში შენიშნეს. მიუხედავად იმისა, რომ ხომალდი კლასიფიცირებულია როგორც სამაშველო ნავი, მისი გამოყენება სამხედრო მიზნებისთვისაც არის შესაძლებელი და მას სარაკეტო სისტემების გადაზიდვისთვისაც იყენებენ. გამოცემა Naval News წერს, რომ ნოვოროსიისკის პორტში,

გიორგი გახარია - “ქართული ოცნება“ აგრძელებს მოქალაქეების მოტყუებას, რომ თითქოს ევროკავშირი ივანიშვილის პირობებით მიგვიღებს

ივანიშვილის "ოცნება", რომელსაც პოზიტიური დღის წესრიგის შექმნა აღარ შეუძლია, წარმოსახვით მტერს დასდევს გლობალური ომის პარტიის სახით და საკუთარ მოქალაქეებს ომით აშინებს, - ამის შესახებ „საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, “ქართული ოცნება“ პარალელურად „აგრძელებს მოქალაქეების მოტყუებას, რომ თითქოს ევროკავშირი ივანიშვილის პირობებით მიგვიღებს“. “გლობალური ომის პარტიის ძიებაში კი საქართველოს ევროინტეგრაცია შეჩერებულია და აშშ საქართველოსთან სტრატეგიული პარ

პრეზიდენტი - 29 აპრილს ბიძინა ივანიშვილმა საომარი სიტყვით მოგვმართა - მცხეთიდან საარჩევნო კამპანიისას, გამარჯვების შემთხვევაში ხალხს დაჰპირდნენ შურისძიებას, შევიწროებას, პოლიტიკური ოპონენტების აკრძალვას

29 აპრილს ბიძინა ივანიშვილმა საომარი სიტყვით მოგვმართა, საკუთარ ხალხს, ახალგაზრდობასა და ქვეყნის პატრიოტებს ომი გამოუცხადა ქვეყნის შიგნით, გარეთ კი ჩვენს ერთგულ პარტნიორებს, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მან ყველას ცალ- ცალკე და ყველას ერთად მოღალატეობა დააბრალა. „მაშინ დავდექით უპირობოდ ჩვენი მომავლის გზასაყარზე და სასიცოცხლო არჩევანის წინაშე. ან იქნება ევროპული დემოკრატიული, თავისუფალი და ღირსეული მომავალი, ან დაბრუნდება წარსულში ჩაძი

რუსეთის ცნობით, უკრაინამ დრონებით იერიში მიიტანა ელექტროსადგურებზე მოსკოვთან ახლოს

რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინამ დროებით იერიში მიიტანა ელექტროსადგურებზე, რომლებიც მოსკოვიდან 2 საათის სავალზეა განთავსებული. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ Telegram-ზე გავრცელებული განცხადებით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდეს 158 უკრაინული თვითმფრინავი რუსეთის 15 რეგიონში, მათ შორის ცხრა – რუსეთის დედაქალაქსა და მის რეგიონში. რუსეთის ოფიციალური პირების თქმით, კონაკოვოს ელექტროსადგური და მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა თავდასხმის კონკრეტული სამიზნეები იყვნენ.

ზაზა თავაძე - "ოცნება" არის ძალაუფლების დაკარგვის შიშში, რადგან მათი მხარდაჭერა ისტორიულ მინიმუმზეა (ვიდეო)

"ოცნება" არის ძალაუფლების დაკარგვის შიშში, რადგან მათი მხარდაჭერა ისტორიულ მინიმუმზეა.  ზაზა თავაძე, პარტია "გახარია - საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1045174107247404/

მიშა დაუშვილი - თუ არა კორუფცია, თუ არა ნეპოტიზმი, ამხელა ეკონომიკური ზრდა, ეკონომიკური დოვლათი სად ქრება, რამდენიმე ათეული ოჯახის ჯიბეში?

თუ არა კორუფცია, თუ არა ნეპოტიზმი, ამხელა ეკონომიკური ზრდა, ეკონომიკური დოვლათი სად ქრება,  რამდენიმე ათეული ოჯახის ჯიბეში? რატომ არ ნაწილდება ჩვენს მოქალაქეებზე?  მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/27492999603620688/

14-19 სექტემბერს დღის საათებში გურჯაანი-ჭაბუკიანი-აფენი-კაბალის გზაზე მოძრაობა შეიზღუდება

14-19 სექტემბერს დღის საათებში გურჯაანი-ჭაბუკიანი-აფენი-კაბალის გზაზე მოძრაობა შეიზღუდება. ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი იუწყება. შეზღუდვის მიზეზი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებია. შეზღუდვის პერიოდში გზაზე აიკრძალება ყველანაირი ტრანსპორტის მოძრაობა. „შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გურჯაანი-ჭაბუკიანი-აფენი-კაბალის საავტომობილო გზის კმ1-კმ5 მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, აღნიშნული საავტომობილო გზის კმ1-კმ3 მონაკვეთზე, 2024 წლის 14 სე

გიორგი გახარია - ივანიშვილს ძალიან უნდა გლობალური ომის პარტიის კორიდორებში გაისეირნოს, იქნებ ვინმე დაელაპარაკოს - ვერ უხსნიან რომ ეს პარტია არ არსებობს, მართლა სჯერა

"იმაზე რაც ქვეყანაში ბოლო 3 წელია ხდება, პერსონალური პასუხისმგებლობა ეკისრება ერთ ადამიანს, ბიძინა ივანიშვილს. მათ ხალხი უკვე პირდაპირ არქმევს სახელებს, ზოგი მოღალატე ხდება, ზოგი კომიკური გმირი. ერთხელ ვთქვი და არ მეგონა ასე მალე თუ ახდებოდა, ადამიანს მოღალატეს არქმევს - ხალხი, ისტორია და ხალხური ფოლკლორი. ეს ამერიკაში ვიზიტები, ომზე ყვირილიც ისტერიული შანტაჟია, რომ ვინმე დაელაპარაკოთ. ივანიშვილს ძალიან უნდა გლობალური ომის პარტიის კორიდორებში გაისეირნოს, იქნებ ვინმე დაელაპარაკოს - ვერ უხსნიან რო

გახარია - თუ ხელისუფლებაში დარჩა "ოცნება", საქართველოსთვის ევროპული გაერთიანების კარი იქნება დაკეტილი, რაც პირდაპირ და ღიად გვითხრეს, ამიტომ ნუ გავაკეთებთ დარჩენილ 2-3 კვირაში იმას, რომ "ოცნებას" გავამარჯვებინოთ, რომელიც უკვე დამარცხებულია

"თუ ხელისუფლებაში დარჩა "ოცნება", საქართველოსთვის ევროპული გაერთიანების კარი იქნება დაკეტილი, რაც პირდაპირ და ღიად გვითხრეს, ამიტომ ნუ გავაკეთებთ დარჩენილ 2-3 კვირაში იმას, რომ "ოცნებას" გავამარჯვებინოთ, რომელიც უკვე დამარცხებულია ისედაც. ეს არის ჩემთვის მთავარია ამოცანა. თან ისე დავამრცხოთ, რომ "ნაცები" ვერ დაბრუნდნენ უკან.  ქარტიასაც ამ მიზეზით მოვაწერეთ ხელი." გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე. "გახარიას კვირა"    

„ჩემი ხმა": აშკარა გახდა, რომ შემუშავებული იყო არჩევნების გაყალბების კომპლექსური სქემა

ქართული სამოქალაქო ორგანიზაციების კოალიციური სადამკვირვებლო მისია – „ჩემი ხმა“ 26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებს მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა საარჩევნო ოლქში აკვირდებოდა და შემაჯამებელ შეფასებას აქვეყნებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, არჩევნების დღე მძიმე და არსებითი დარღვევების ფონზე მიმდინარეობდა და „აშკარა გახდა, რომ შემუშავებული იყო არჩევნების გაყალბების კომპლექსური სქემა. მათივე ცნობით, დღის განმავლობაში სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებზე ხორციელდ

„მრავალეროვანი საქართველო“ არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს

საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“, რომელიც 2024 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებს აკვირდებოდა, არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. ორგანიზაციის ცნობით, 21 საარჩევნო ოლქიდან, სადაც „მრავალეროვანი საქართველო“ არჩევნების დღეზე დაკვირვებას ახორციელებდა, განსაკუთრებული ელექტორალური მოწყვლადობით გამოირჩა მარნეულის საარჩევნო ოლქი, რომელშიც სხვადასხვა სიმძიმისა და ხასიათის საარჩევნო დარღვევები დაფიქსირდა. მათივე განმარტებით, მ

ცესკომ ხმების დათვლის პროცესი დაასრულა | შედეგები

ცესკოს ვებგვერდზე კენჭისყრის წინასწარი შედეგების გამოქვეყნება დასრულდა. 3111 უბნიდან დათვლილია 3110 უბანი. მარნეულის 69-ე უბანი ბიულეტენების ჩაყრის კადრების გავრცელების შემდეგ გაუქმდა. ცესკოს მონაცემები ასეთია: „ქართული ოცნება“ – 53.92% (1 118 836 ხმა); „კოალიცია ცვლილებისთვის“ – გვარამია, მელია, „გირჩი“, „დროა“ – 11.03% (229 006 ხმა); „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ – 10.16% (210 895 ხმა); „ძლიერი საქართველო ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ – 8.81% (182 891

„არავის აქვს ევროპული ოცნების მოპარვის უფლება, სოლიდარობა ქართველ ხალხს“ – ლატვიის პრეზიდენტი

ლატვიის პრეზიდენტ ედგარს რინკევიჩი ეხმაურება საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს. „ქართველ ხალხს აქვს ევროპული ოცნება, არავის აქვს უფლება ეს ოცნება მანიპულაციით და დაშინებით მოიპაროს. სრული სოლიდარობა ქართველ ხალხსა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს“, – წერს იგი. 26 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეთა ხმების 99%-ზე მეტი უკვე დათვლილია. ცესკო-ს ბოლო მონაცემებით, მმართველ პარტიას 54%-ზე მეტი აქვს. “ოცნების” გარდა, 5%-იანი ბარიერი გადალახა კიდევ ოთხმა პარტიამ/კოალიციამ: “ერ

კალანდარიშვილის თქმით, აპარატების აუდიტის ნაწილი ამერიკიდან დისტანციურად განხორციელდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილს არ ესმის, საარჩევნო ელექტრონული სისტემების შესაბამისობის აუდიტში დამკვირვებლების ჩართულობა როგორ უნდა განხორციელებულიყო, როცა აუდიტის გარკვეულ ფაზაში სამუშაოები ამერიკიდან, დისტანციურად ჩატარდა. ასე გამოეხმაურა კალანდარიშვილი რადიო „სივრცის“ ეთერში ეუთო/ოდირის საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის შეფასებას აუდიტის შესახებ. „ხორციელდება ტირაჟირება ეუთო/ოდირის დასკვნაში გაკეთებული შეფასებისა იმაზე, რომ თითქოს ა

ზვიად ძიძიგური - ჩვენი გუნდი თამაშობს ძალიან მნიშვნელოვან როლს, არჩევნების გაყალბების მტკიცებულებების მოგროვებაში (ვიდეო)

ჩვენი გუნდი თამაშობს ძალიან მნიშვნელოვან როლს, არჩევნების გაყალბების მტკიცებულებების მოგროვებაში. ზვიად ძიძიგური, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/805565774930558

აქციაზე დაშავდა „ახალის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ის კლინიკაშია გადაყვანილი

„კოალიცია ცვლილებებისთვის” ცნობით, პარტია „ახალის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ნიკა კვიტატიანი პოლიციელების ძალადობის შედეგად დაშავდა ამ წუთებში ის კლინიკაშია გადაყვანილი. ამასთან, მათივე განცხადებით, დააკავეს კოალიციის წევრი და რუსთავის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, მანუჩარ ჩაჩანიძე, ასევე, საბა ცხვიტარიძე. მელიქიშვილის გამზირზე ცოტა ხნის წინ პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა, ამ ეტაპზე, უცნობია. „პუბლიკა” ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ამოწმებს.

ვიკა ფილფანი - ჩვენს ამომრჩეველს ჩვენი პოლიტიკური სიტყვის ფასი გააზრებული აქვს, მათ არ სჭირდებათ ჩვენი მხრიდან რაიმე პოლიტიკური მანიპულაცია - მათ პირველივე დღიდან მოისმინეს, რომ ჩვენ არ ვაძლევთ ლეგიტიმაციას მოპარულ არჩევნებს

პოლიტიკური სიტყვის ფასის დამკვირდება პოლიტიკურ დღის წესრიგში არის ძალიან მნიშვნელოვანი.      ჩვენს ამომრჩეველს ჩვენი პოლიტიკური სიტყვის ფასი გააზრებული აქვს, მათ არ სჭირდებათ ჩვენი მხრიდან რაიმე პოლიტიკური მანიპულაცია. მათ პირველივე დღიდან მოისმინეს, რომ ჩვენ არ ვაძლევთ ლეგიტიმაციას მოპარულ არჩევნებს.   ვიკა ფილფანი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/2010789396091439

ვიკა ფილფანი - ჩვენთვის დღის წესრიგში დგას სახელმწიფო ინტერესი, ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია რომ ჩვენ მართლები ვიყოთ ჩვენს ამომრჩეველთან (ვიდეო)

ჩვენთვის დღის წესრიგში დგას სახელმწიფო ინტერესი, ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია რომ ჩვენ მართლები ვიყოთ ჩვენს ამომრჩეველთან.      ვიკა ფილფანი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1475850226578001
×
×
  • შექმენი...