Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    872.968

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ვინ აჩუქა საკონსტიტუციოს მოსამართლე ევა გოცირიძეს 19 600 ევრო

ევა გოცირიძე ერთ-ერთია იმ მოსამართლეებს შორის, ვინც გადაწყვიტა, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია – მან, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, 16 ოქტომბერს მხარი დაუჭირა მმართველი პარტიის ინიციატივას საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტზე. ევა გოცირიძე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ 2017 წლის პირველ დეკემბერს აირჩია პარლამენტმა – 90 ხმით. 2021 წლის შემდეგ, თითქმის ნახევარმილიონ ლარად ღირებული კომერციული ობიექტი დაამატა მოსამართლე ევა გოცირიძემ საკუთარი უძრა

ვაზისუბანში, საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად დაშავებული სამი ადამიანი კლინიკაში გადაიყვანეს

ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ვაზისუბანში, სადაც საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა, სამი ადამიანი დაშავდა. სამივე მათგანი კლინიკაშია გადაყვანილი. დაზარალებულების ნაწილს კი, რომელთაც მძიმე ემოციური ფონი აღენიშნებოდა, ადგილზე აღმოუჩინეს დახმარება. ერთ-ერთი თვითმხილველი აცხადებს, რომ ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად კორპუსის სამი სართული დაზიანდა. “ბუნებრივი აირია აფეთქებული. ექსპერტიზის და გამოძიების შედეგად შეიძლება ითქვას, რომ ბუნებრივი აირის გაჟონვას მოჰყვა აფ

ვაზისუბანში, საცხოვრებელ სახლში აფეთქებისას დაშავებული ერთ-ერთი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია

ვაზისუბანში, საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად ერთ-ერთი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სიმონ ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკაში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, დაშავებული რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. კლინიკის პრესსამსახურის ინფორმაციით, ხეჩინაშვილის კლინიკაში ორი დაშავებულია გადაყვანილი. ცნობისთვის, ვაზისუბანში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა, რის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

მიშა დაუშვილი - როგორ ცდილობს ოცნება კანდიდატის სტატუსის მიღება საკუთარ დამსახურებად გაასაღოს (ვიდეო)

როგორ ცდილობს ოცნება კანდიდატის სტატუსის მიღება საკუთარ დამსახურებად გაასაღოს. მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.    394746123_1294566561248696_1683027166919526079_n.mp4

ანა ბუჩუკური - მნიშვნელოვანია ამ ქვეყანაში დაწესდეს პოლიტიკური კულტურა, როდესაც ოპოზიციაში იმიტომ კი არ მიდიან, რომ ხალხმა გააგდო, არამედ შენარჩუნებული ლეგიტიმაციით ოპოზიციიდანაც შეძლო ჯანსაღ პროცესებში მიიღო მონაწილეობა (ვიდეო)

“მნიშვნელოვანია ამ ქვეყანაში დაწესდეს პოლიტიკური კულტურა, როდესაც ოპოზიციაში იმიტომ კი არ მიდიან, რომ ხალხმა გააგდო, არამედ შენარჩუნებული ლეგიტიმაციით ოპოზიციიდანაც შეძლო ჯანსაღ პროცესებში მიიღო მონაწილეობა და ჯანსაღი გავლენები გქონდეს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე.” ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. 395209875_300836069413723_4772060803162556466_n.mp4

მიშა დაუშვილი - ხელისუფლებაში მოსვლაც უნდა შეგეძლოს და ოპოზიციაში წასვლაც, მაგრამ არა ისე, რომ, როცა ოპოზიციაში მოდიხარ გრამი რეიტინგი აღარ გაგაჩნდეს (ვიდეო)

“ხელისუფლებაში მოსვლაც უნდა შეგეძლოს და ოპოზიციაში წასვლაც უნდა შეგეძლოს, მაგრამ არა ისე, რომ, როცა ოპოზიციაში მოდიხარ გრამი რეიტინგი აღარ გაგაჩნია და ფაქტობრივად გაღარიბებული ხარ ამ კუთხით, არამედ ისევ რეიტინგული ხარ, ისევ მოთხოვნადი ხარ და უკვე სხვა აბსოლუტურად განსხვავებულ პოლიტიკურ ლანდშაფტს ქმნი ქვეყანაში. სულ სხვა პოლიტიკური კონკურენცია მიიღება ამ შემთხვევაში.” მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი 10000000_1004496800834745_6677027488

ბოტანიკურ ბაღში შემოდგომის ყვავილების გამოფენა გაიმართება - "ახალი დღის" სტუმრები: ეთერ გოგიტაშვილი, სოფო მეტრეველი, ნათია ჯიჯიაშვილი (ვიდეო)

"ახალი დღე", სტუმრები:     ეთერ გოგიტაშვილი - ეროვნული ბოტანიკური ბაღის, ქრიზანთემების კოლექციის კურატორი, ბიოლოგიის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი   სოფო მეტრეველი - ბოტანიკური ბაღის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი  ნათია ჯიჯიაშვილი - ბოტანიკური ბაღის ტროპიკული ორანჟერიის ლაბორანტი ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით 28 და 29 ოქტომბერს ‘’ყვავილების გამოფენა’’  გაიმართე

სექტემბერში, საარსებო შემწეობა 435 578-მა ადამიანმა მიიღო, აქედან 226 328 არასრულწლოვანია

სექტემბერში, საარსებო შემწეობა 435 578-მა ადამიანმა (122 416-მა ოჯახმა) მიიღო, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 226 328-ია. სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკის მიხედვით, საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 200 191 ადამიანს (44 298 ოჯახს), 4 წლის განმავლობაში, სოციალურად დაუცველის სტატუსი გარანტირებულად შეუნარჩუნდებათ. რაც შეეხება იმ პირთა რაოდენობას, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა საარსებო შემწეობისთვის საჭირო ზღვრულ ქულას არ აღემატება და

ემანუელ მაკრონი ისრაელის პრეზიდენტს - ადამიანები მხოლოდ იმიტომ მოკლეს, რომ ისინი ებრაელები იყვნენ - ტერორიზმის წინააღმდეგ ომში მარტო არ ხართ

ადამიანები იმის გამო მოკლეს, რომ ისინი ებრაელები იყვნენ, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ისრაელის პრეზიდენტთან შეხვედრისას განაცხადა. „ეს ადამიანები მხოლოდ იმიტომ მოკლეს, რომ ისინი ებრაელები იყვნენ და მათ მშვიდობიანად ცხოვრება სურდათ“, - განუცხადა მაკრონმა ისააკ ჰერცოგს. შეხვედრაზე მაკრონმა ისრაელის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა და პრეზიდენტ ჰერცოგის აზრი გაიზიარა, იმასთან დაკავშირებით, რომ მძევლების გათავისუფლება დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს. „მინდა, დარწმუნებულე

სერგეი ლავროვი - საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების ყველა მოქმედება ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს - ეს იმის დაჯერების შესაძლებლობას იძლევა, რომ უახლოეს მომავალში „3+3“ ფორმატი სრულფასოვნად შედგება

ყველა თანხმდება იმაზე, რომ „3+3“ ფორმატის კარი საქართველოსთვის ღიაა. ჩვენ გვესმის, თუ რატომ იკავებს თავს საქართველოს ხელისუფლება „ექვსეულში“ გაწევრიანებისგან, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა თეირანში განაცხადა. „ჩვენ ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თბილისი მომავალში ამ გადაწყვეტილების მიღების შანსს იტოვებს. ყველა შემთხვევაში, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების ყველა მოქმედება ფუნდამენტური ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს, რაც არაერთხელ დაამტკიცა. ეს იმის დაჯერ

საია მარტის აქციებზე კიდევ ერთი დაკავებულის სახელით სტრასბურგს მიმართავს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) განცხადებით, ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული მასობრივი აქციის დროს უკანონოდ დაკავებული და ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობილი გიორგი მექვაბიშვილის სახელით სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით მიმართეს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ აქციის დაშლისას გიორგი მექვაბიშვილი, სხვა პირის მიმართ სამართალდამცავი უწყების წარმომადგენელთა სავარაუდო ძალადობრივ მოპყრობას ტელეფონით იღებდა და სამართალდამცავებს მოუწოდებდა,

უკრაინული დაზვერვა: რუსეთს სამხედრო ფლოტის ნაწილი ყირიმიდან ოჩამჩირეში გადაჰყავს

უკრაინის თავდაცვის ძალების დაზვერვის მთავარი სამმართველოს სპიკერმა, ვადიმ სკიბიცკიმ ოჩამჩირის პორტში რუსეთის მიერ ჩატარებულ სამუშაოებზე ისაუბრა. სკიბიცკიმ ამბობს, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ხომალდების ნაწილი ნოვოროსიისკის პორტში გადაიყვანეს, თუმცა ეს პატარა ადგილია და ყველა გემს ვერ დაიტევს, რის გამოც კრემლმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის გამოყენება გადაწყვიტა. სკიბიცკის განცხადებით, ახლა ოკუპირებულ ოჩამჩირეში ამ მიმართულებით აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს. ოკუპირებული აფხაზ

ვაზისუბანში აფეთქების შედეგად დაშავებული ერთ-ერთი ადამიანი კლინიკაში გარდაიცვალა

ვაზისუბანში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების დროს დაშავებული ერთ-ერთი ადამიანი კლინიკაში გარდაიცვალა. აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. თბილისის მერიის ცნობით, პირველადი ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი ბუნებრივი აირის დაგროვება გახდა. მერიის ცნობით, ისნის გამგეობამ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახები დროებით სასტუმროში გადაიყვანა „ამასთან, კორპუსის მდგომარეობასა და მდგრადობას თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია შეისწავლის, რის შემდეგაც შესაბამისი ღონისძიებები

ბერდია სიჭინავა - თუ პოლიტიკურ პარტიას არ აქვს იმის რესურსი, რომ 5%-იანი ბარიერი გადალახოს, მას არ უნდა ჰქონდეს იმის პრეტენზია, რომ ქართულ პოლიტიკაში ეთქმოდეს სიტყვა (ვიდეო)

“ცვლილებები 2024 წელს არის გარდაუვალი და ამ ცვლილებებს ბუნევრივია სჭირდება ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერა, ამ მხარდაჭერას კი ყოველდღიურად ვგრძნობთ. ჩვენი პარტია, როგორც დამოუკიდებელი სუბიექტი ისე იქნება წარმოდგენილი არჩევნებზე. თუ პოლიტიკურ პარტიას არ აქვს იმის რესურსი, რომ 5%-იანი ბარიერი გადალახოს, მას არ უნდა ჰქონდეს იმის პრეტენზია, რომ ქართულ პოლიტიკაში ეთქმოდეს სიტყვა და წარმოდგენილი იყოს საკანონმდებლო ორგანოში. ყველა მოქალაქე უნდა დავარწმუნოთ ერთ რამეში, 2024 წლის საპარლამ

ბენიამინ ნეთანიაჰუ - „ჰამასის“ ბარბაროსობა ემუქრება ებრაელებს, ახლო აღმოსავლეთს, ევროპას, მსოფლიოს - „ჰამასი“ უნდა განადგურდეს

„ჰამასმა” ადამიანები დახოცა, „ჰამასმა“ თავები მოკვეთა, „ჰამასმა“ ცოცხლად დაწვა ბავშვები, „ჰამასმა“ გააუპატიურა, „ჰამასმა“ მძევლები გაიტაცა, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან შეხვედრის განაცხადა. მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოება ერთიანია ისრაელის მხარდაჭერაში. „როგორც მეორე მსოფლიო ომში, როდესაც ფრანგებმა მხარი დაუჭირეს ანტინაცისტურ წინააღმდეგობას, დღეს საერთაშორისო საზოგადოება ერთიანდება ისრაელის მხარდასაჭერად

პრეზიდენტი - ევროპამ საქართველოს მიმართ კიდევ ერთხელ აჩვენა ურყევი მხარდაჭერა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის მიერ თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით რეზოლუციის დამტკიცებას გამოეხმაურა. როგორც სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, ევროპამ საქართველოს მიმართ კიდევ ერთხელ აჩვენა ურყევი მხარდაჭერა. „ევროპა კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მიმართ ურყევ მხარდაჭერას. მადლობელი ვარ თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით ევროპარლამენტის დასკვნითი რეზოლუციისთვის, რომელიც ხაზს უსვამს საერთაშორისო საზოგადოების როლს იმ გამოწვევებთან დაპირისპირ

მიშა დაუშვილი - კანდიდატის სტატუსი არის ჩვენი მოქალაქეების დამსახურება, რომლებმაც არაერთხელ დააფიქსირეს, რომ ამ ქვეყნის უპირობო არჩევანი არის ევროკავშირი და არა რუსეთი (ვიდეო)

“კანდიდატის სტატუსი არის ჩვენი მოქალაქეების დამსახურება, რომლებმაც არაერთხელ დააფიქსირეს, რომ ამ ქვეყნის უპირობო არჩევანი არის ევროკავშირი და არა რუსეთი. ჩვენი მოქალეების დამსახურება არის იმიტომ, რომ ჩვენმა მოსახლეობამ და ქართველმა ხალხმა განსაკუთრებით ბოლო 30 წლის განმავლობაში ძალიან დიდი ფასი გადაიხადა იმისთვის, რომ ამ ქვეყანას ქონდეს ევროპული მომავალი. ჩვენი ევროპელი მეგობრები კარგად აცნობიერებენ იმას, რომ არ შეიძლება ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი დატოვონ მარტო და პირისპირ რუსეთთან.”

კახაბერ ქემოკლიძე - „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ოცნებას“ ხელისუფლებაში გადაწყვეტილების მიღების უნარი აღარ უნდა ჰქონდეთ, ეს არის ამოცანა N1 და ამ ამოცანას ჩვენ სტრატეგიული ხაზით მივუყვებით, აუცილებლად გავალთ ბოლოში (ვიდეო)

„ნაციონალურ მოძრაობას“ და „ოცნებას“ ხელისუფლებაში გადაწყვეტილების მიღების უნარი აღარ უნდა ჰქონდეთ, ეს არის ამოცანა N1 და ამ ამოცანას ჩვენ სტრატეგიული ხაზით მივუყვებით და აუცილებლად გავალთ ბოლოში. ერი დაიღალა მიშას და ბიძინას დაპირისპირებით, თავისი შეცდომებით, თავისი გაკეთებულით და გაფუჭებულით. ჩემი აზრით, ეს არის მკაფიოდ გამოკვეთილი მოცემულობა ქართულ საზოგადოებაში. ხალხს უნდა პროგრესი და არა რეგრესი, ხალხს უნდა გაერთიანება, საზოგადოებას სჭირდება წინ წასვლა.” კახაბერ ქემ

„აპირებს გააგრძელოს საკუთარი პოლიტიკური ნაბიჯებით ევროპული სტატუსის დაცვა“ – პრეზიდენტი ოპოზიციას შეხვდა

დღეს, 24 ოქტომბერს, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს შეხვდა. როგორც შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, შეხვედრის მთავარი თემა ევროინტეგრაცია იყო. მათივე განცხადებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად პრეზიდენტს საკუთარი ხედვა აქვს, რომელსაც მომავალ დღეებში თავად გააცნობს საზოგადოებას. „ფაქტია, რომ პრეზიდენტზე არავითარ გავლენას არ ახდენს „ქართული ოცნების“ მუქარები და ბრალდებები. ის აპირებს, გააგრძელოს საკუთარი პოლიტიკური ნაბ

კონტრაბანდული სიგარეტის საქმეზე აგარის პოლიციის ხელმძღვანელი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და კონტრაბანდის ბრალდებით დააკავა. როგორც რადიო „მოზაიკა“ იუწყება, საუბარია იოსებ გელაშვილზე, რომელიც აგარის პოლიციის უფროსია. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დაკავებულს დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვას ედავებიან. უწყების ცნობით, მისი საცხოვრე

არსებული ინფორმაციით, დიდ დიღომში დისტრიბუციის მანქანის მძღოლი გზის დათმობასთან დაკავშირებით წარმოშობილი კონფლიქტის ნიადაგზე დაჭრეს

დიდ დიღომში, „გუდვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ დაჭრასთან დაკავშირებით, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი დისტრიბუციის მანქანის მძღოლსა და მსუბუქი ავტომანქანის მძღოლს შორის გზის დათმობასთან დაკავშირებით წარმოიშვა. დაშავებული მამაკაცი დისტრიბუციის მანქანის მძღოლია, ის ფეხის არეში ცივი იარაღითაა დაჭრილი და კლინიკა „ვივამედშია“ გადაყვანილი. სამართალდამცავებს გამოკითხვაზე ჰყავთ გადაყვანილი დაჭრილი მამაკაცის მეწყვილეც. უცნობია, დააკავეს

ანა ბუჩუკური - ნუ დაგვღალეს! კობახიძეს თავისი მილიონი პრობლემა აქვს და მიხედოს - ხომ იძახიან, რომ 1%-იანები ვართ და თავი დაგვანებონ (ვიდეო)

"ნუ დაგვღალეს! კობახიძეს თავისი მილიონი პრობლემა აქვს და მიხედოს - ხომ იძახიან, რომ 1%-იანები ვართ და თავი დაგვანებონ." ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  395994311_1384654505755822_2720911518011420095_n.mp4

პარტია „საქართველოსთვის“ რეგიონული შეხვედრების ფარგლებში რუსთავში შეხვედრა გაიმართა

პარტია „საქართველოსთვის“ რეგიონული შეხვედრების ფარგლებში რუსთავში შეხვედრა გაიმართა პარტიის ქვემო ქართლის რეგიონის წარმომადგენლებთან, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზიასთან, რუსთავისა და ქვემო ქართლის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების საკრებულოს წევრებთან და პარტიის აქტივისტებთან., - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" ავრცელებს.    როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ქვემო ქართლის რეგიონული წარმომადგენლობის გუნდს შეხვდნენ პარტიის თავმჯდომარ

ისრაელი გაეროს გენმდივნის გადადგომას ითხოვს „ჰამასის“ თავდასხმის საფუძვლებზე საუბრის გამო

ისრაელი გაეროს ენერალური მდივნის, ანტონიო გუტიერეშის გადადგომას ითხოვს და აცხადებს, რომ ორგანიზაციის წარმომადგენლებზე ვიზებს აღარ გასცემს, იტყობინება The Times of Israel. ისრაელის პროტესტის მიზეზი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე 24 ოქტომბერს გუტიერეშის გამოსვლა გახდა, რა დროსაც მან ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ მხრიდან ისრაელზე 7 ოქტომბრის თავდასხმის საფუძვლის ახსნა დაიწყო. მისი თქმით, „ჰამასის თავდასხმა ვაკუუმში არ მომხდარა“. გუტიერეშმა ამ კონტექსტში ისრაელისა და პალესტინის კონფ

USAID საქართველოში განათლების სექტორს $14 მილიონით დააფინანსებს

USAID-ის ახალი პროექტი საქართველოში განათლების სექტორს 14 მილიონი აშშ დოლარით დააფინანსებს. პროგრამის წარდგენა დღეს ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი, USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე, ევროპისა და ევრაზიის ბიუროში, ელჩი ერინ ელიზაბეტ მაქიი. პროგრამა „განათლება მომავლისთვის“, რომელსაც USAID საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, ამერიკის შეერთებული შტატების (აშშ) არიზო
×
×
  • შექმენი...