ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების 200 სატვირთო მანქანა შევიდა, ზოგიერთი მათგანი ჩრდილოეთ ნაწილშიც.
ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის ტერიტორიებზე სამთავრობო აქტივობების კოორდინატორი ავრცელებს.
განცხადების თანახმად, ისრაელის ოფიციალურმა პირებმა სატვირთო მანქანები ეგვიპტესთან ნიცანას სასაზღვრო პუნქტზე შეამოწმეს, რის შემდეგაც ისინი რაფაჰის სასაზღვრო პუნქტის გავლით ეგვიპტიდან ღაზის სექტორში შევიდნენ.
ისრაელის თანხმობით, ათობით სატვირთო მანქანა და ექვსი სასწრაფო დახმარების მანქანა
დღეს ნათელია, რომ უკრაინა გააძლიერებს ევროკავშირს უახლოეს მომავალში, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა.
„ეს ჩვენს გეოპოლიტიკურ ინტერესებშია“, - დასძინა ბერბოკმა
ბერბოკის განცხადებით, ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა, ასევე, უნდა ეხებოდეს მოლდოვის რესპუბლიკას, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს.
„ევროპაში ე.წ. რუხი ზონები აღარ უნდა იყოს“, - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა და დასძინა:
„ჩვენ გვჭირდება არა
2024 წლის პირველი ივლისიდან საქართველოს მოქალაქის პირადობის ის არაელექტრონული მოწმობები გაუქმდება, რომლებიც გაცემულია 2011 წლის 28 ივლისამდე.
შესაბამისი ცვლილებების ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.
ცვლილებებით, აღნიშნული პირადობის მოწმობების მფლობელ პირებზე სანაცვლოდ გაცემულ პირადობის ახალ მოწმობებზე შესაბამისი პირის იგივე საიდენტიფიკაციო მონაცემები დაიტანება.
კანონპროექტის ინიციატორი „ქართული ოცნების“ წევრები არიან. მათი განმარტებით, პროექტის მიზანია, საქართვ
“მოსახლეობას ერთი მხრივ “ოცნება” ეუბნება, რომ შენ პრობლემა არ გაქვს და თვალებს ხუჭავს, მეორე მხრივ ოპოზიცია ეუბნება, რომ პოპულიზმით გადაარჩენს და პენსიას გაუზრდის 1000 ლარამდე. სწორედ ამიტომ აჩვენა კვლევებმა, რომ ამდენ ადამიანს აქვს გადაუწყვეტელი პოზიცია და “ოცნებისა” და “ნაცების” რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა.”
ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე.
10000000_672652208271408_3544156512137833248_n.mp4
თბილისის საკრებულოს სხდომაზე, სადაც 2024 წლის ბიუჯეტს განიხილავენ, სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
უფრო კონკრეტულად, შელაპარაკება მოჰყვა საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ირაკლი ნადირაძის გამოსვლას, რა დროსაც მან თბილისში არსებულ საცობებზე ისაუბრა და დედაქალაქის მერს ჰკითხა, როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა.
მას გამოსვლა საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ ორჯერ შეაწყვეტინა და მიუთითა, რომ შეფასების გაკეთების ნაცვლად, მხოლოდ კითხვა დასვას, რის შემდ
მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, უკრაინას კი – წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყება მიულოცა.
ევროპული საბჭოს 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საქართველოს ენიჭება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. საბჭოსვე გადაწყვეტილებით, დაიწყება მოლაპარაკებები უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში მათი გაწევრების შესახებ. ამ ორ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი 2022 წელს მიენიჭა.
პუბლიკა
საია-მ იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და სსიპ იუსტიციის უმაღლესი სკოლის წინააღმდეგ საჯარო ინფორმაციის გაუცემლობის გამო თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელები წარადგინა.
საია-ს ინფორმაციით, საქმეში არსებული გარემოებების მიხედვით, საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით საია-მ იუსტიციის უმაღლეს სკოლას ჯერ კიდევ 2023 წლის 11 ივლისს, ხოლო იუსტიციის უმაღლეს საბჭოს - 2023 წლის 9 აგვისტოს მიმართა.
როგორც საია-ში აღნიშნავენ, იმის მიუხედავად, რომ გამოთხოვილი ინფორმაცია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი
“ოცნება” ან გამოიყენებს კანდიდატის სტატუსის სახით მიღებულ შანსს ან გადალახავს წითელ ხაზებს და სათანადო პასუხს მიიღებს 2024 წლის არჩევნებზე."
ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
412357468_1011256123298846_2969142872773157483_n.mp4
აფხაზეთში მიმდინარე პროცესები არის ანექსიის კიდევ ერთი გამოვლინება. რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკის შესაკავებლად ხელისუფლებამ მთავარი, რაც უნდა გააკეთოს, არის ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო ურთიერთობა. მათი მხარდაჭერის გარეშე, ძალიან რთული იქნება რუსეთის საოკუპაციო მიზნებისთის ხელის შეშლა.
მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
GPrjvBitDpk2ec0DALQcV5rYhUgwbmdjAAAF (1).mp4
3 იანვარს ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლიას“ წარმომადგენელმა, თორნიკე ბარათაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ნიკორწმინდის ფოტოსურათები და დაწერა, რომ ტაძრის ფასადის ქვის მდგომარეობა სასწრაფოდ საყურადღებოა. კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ 4 იანვარს უარყო აღნიშნული ინფორმაცია.
თორნიკე ბარათაშვილი წერს, რომ ტაძრის სახურავი ნალექის გადატანას ვერ უზრუნველყოფს და შედეგად, ქვა ზიანდება.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში კი აღნიშნულია, რომ ტაძარს არ აქვს სტრუქტ
"ადამიანი, თუ ფიქრობს, რომ ამ მინიონებს ამოეფარება უკან, რომელთა სიტყვასაც ფასი არ აქვს და ირაკლი კობახიძისგან შეიკერავს აბჯარს, ესე არ გამოვა. ამის უფლებას არ მივცემთ. რატომ გამოვიდა ივანიშვილი? იმიტომ, რომ ამ მინიონებს არ აქვთ რესურსი ეს ადამიანი სამალავში ამყოფონ.
ივანიშვილი არის საკუთარ თავთან დამარცხებული ადამიანი. 2012 წლის იდეალებთან დამარცხებული ადამიანი. ივანიშვილს, პირველ რიგში, ხალხთან აქვს სალაპარაკო, მაგრამ სათქმელი რომ არაფერი აქვს, ამიტომ ჰყავს გამოყრილი ეს მინიონები
ამ წუთის მონაცემებით, უკვე 4 კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმებულია - ესენია: კომპანია “ენკო”, “პარმა”, “ჯეო გრუპი” და “ბლექ სი გრუპი”, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანმა წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელ ოთხ კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული კომპანიები უკვე ჩაერთნენ სარეაბილიტაციო სამუშაოებში და აქტიურად მიმდინარეობს.
„გუშინ გითხარით, რომ მიმდინარეობდა ბაზრის კვლევის ეტაპი, ეს დოკუმენტაცია გადა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე შეკრებილ მსოფლიო ლიდერებს სიტყვით მიმართა და მოუწოდა, გააძლიერონ უკრაინის ეკონომიკა, სანაცვლოდ კი უკრაინა დასავლეთის უსაფრთხოებას გააძლიერებს.
მისივე თქმით, „თუ ვინმე ფიქრობს, რომ ეს მხოლოდ უკრაინას ეხება, ძალიან ცდება”.
უკრაინის პრეზიდენტმა ომის გაყინვის საფრთხეზე ილაპარაკა და განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინი „მტაცებელია, რომელიც არ კმაყოფილდება გაყინული საკვებით”. მისი თქმით, 2014 წელს, როცა რუსეთმა ყირიმის ა
“ივანიშვილი ვერ ნახავდა უკეთეს განსახიერებას იმისა, თუ რა დარჩა 2012 წლის “ოცნებიდან” ვიდრე კობახიძეა. ეს არის პრაქტიკულად პოლიტიკური ძალა, რომელიც ტყუილებშია ჩაკარგული. დღესაც კობახიძისგან მსგავს ტყუილებში ჩაკარგულ განცხადებებს მოვისმენთ.”
ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/835541698377463/
საკვები და სასმელი პროდუქტების იმპორტში რუსეთი პირველ ადგილზეა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, გასულ წელს საქართველოში ჯამში 1,629 მლრდ აშშ დოლარის პროდუქცია (საკვები/სასმელი) შემოვიდა, საიდანაც 26,2% რუსეთზე მოდის, შესაბამისად, იმპორტიორ ქვეყნებს შორის ლიდერია. შარშან რუსეთიდან საქართველომ 427,451 მლნ აშშ დოლარის საკვები და სასმელი შეიძინა.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ რუსეთი პირველ ადგილს 2012 წლიდან არ თმობს, მანამდე პირველ ადგილს უკრაინა იკავებდა. სტატისტიკის მიხედვით, თუ 20
“გიორგი გახარიას კორუფციასთან ბრძოლა, კორუფციასთან დამოკიდებულება რითი იზომება იცით? მისი და მისი გუნდის წევრების ქონებრივი დეკლარაციებით.”
კახა ქემოკლიძე, პარტია “საქართველოსთვის” პოლიტიკური მდივანი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/952146202919104/
ილია თოფურია UFC-ის ქვემსუბუქი წონის ახალი ჩემპიონია. ქამრისთვის ბრძოლაში 27 წლის ქართველმა მებრძოლმა ავსტრალიელი ალექსანდერ ვოლკანოვსკი დაამარცხა.
საჩემპიონო ბრძოლის პირველი რაუნდი დაძაბული და თანაბარი გამოვიდა, ორივე მებრძოლი თავის შანსს ელოდებოდა და არ რისკავდა. მეორე რაუნდში თოფურიამ ტემპს მოუმატა და რაუნდის შუაში ვოლკანოვსკის ნოკაუტით მოუგო.
ილია თოფურიასთვის ეს MMA-ში ზედიზედ მე-15 გამარჯვება იყო, მას ჯერ კარიერაში არ წაუგია. რაც შეეხება ვოლკანოვსკის, ავსტრალიელს ქვემსუბუქ
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტები გამოავლინა. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, დაკავებულია 20 წლის მამაკაცი, ხოლო ამხილეს ახალგაზრდა ქალი, რომელიც ყოფილ მულს ყალბი პროფილით მამაკაცის სახელით გაეცნო, ნდობა მოიპოვა და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა ნათესავებთან გაავრცელა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, პირა
საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების ჩანაფიქრი მიმართულია ამ საკითხის კიდევ უფრო მეტ პროპაგანდაზე - პროცესში ჩავერთვებით, რათა პროპაგანდა არ გახდეს “ქართული ოცნების” პოლიტიკური იარაღი, - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “საქართველოსთვის” თავმჯდომარე ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ოჯახურ ღირებულებათა შესახებ “ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებას გამოეხმაურა.
როგორც ლილუაშვილმა აღნიშნა, არავის მისცემენ საშუალებას, რომ ბავშვები პოლ
საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი (2015-2018 წწ) მიხეილ ჯანელიძე „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის და საჯარო სექტორის საყურადღებოდ აქვეყნებს ვრცელ ხედვას მიმდინარე პოლიტიკური პროცესის შესახებ.
„ნეტგაზეთი“ უცვლელად გთავაზობთ ჯანელიძის პოსტს.
„ყოველგვარი პოლიტიკური თუ სხვა ინტერესის გარეშე (კერძო სექტორში წარმატებით ვსაქმიანობ ქვეყნის გარეთ უკვე რამდენიმე წელია), გარდა ერთისა, ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისა და ევროპული მომავლისა, მინდა ცოტა ვრცლად დავწერო ჩემი, ერთი მოქალაქის, ხედვა მიმდინარე პო
რუსეთის დუმამ „საარჩევნო უფლებების ძირითადი გარანტიების შესახებ“ კანონში ცვლილებები შეიტანა, რომელიც „უცხოელ აგენტებს“ არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობას უკრძალავს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი ავრცელებს.
რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმამ პლენარულ სხდომაზე კანონში „საარჩევნო უფლებების ძირითადი გარანტიების შესახებ“ ცვლილებები მეორე და მესამე მოსმენით დაამტკიცა. კანონის მიხედვით, უცხოელი აგენტის სტატუსის მქონე პირებს კანდიდატად დარეგისტრირება არჩ
უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
უკრაინაში მებრძოლი ქვედანაყოფის „შავი არწივის“ ცნობით, დაღუპულები არიან მათი მებრძოლები დავით გოგაძე და ბესო ლომიძე.
ქვედანაყოფის ცნობით, ქართველი მებრძოლები ავდეევკის მიმართულებაზე საბძოლო მოქმედებების შედეგად დაიღუპნენ.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეშჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 წლის თებერვლიდან დღემდე, 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
netgazeti
სკანდინავიურ-ბალტიისპირეთის ქვეყნები საქართველოში მიმდინარე მოვლენებს საერთო განცხადებით ეხმაურებიან.
„ჩვენ, ნორდიკული და ბალტიის ქვეყნები მხარს ვუჭერთ საქართველოს დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას მისი დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან.
გასული წლის დეკემბერში ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებით, ევროკავშირმა აჩვენა, რომ ის მხარს უჭერს ქართველი ხალხის მისწრაფებებს.
საქართველოს მიენიჭა მკაფიო გზა გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად და შემდგომ, ევროკავშირში გას
დავით ქაცარავა, რომელიც პოლიციამ აქციაზე დააკავა, სასტიკად არის ნაცემი. მას სახეზე ეტყობა მძიმე დაზიანებები.
„გადაიყვანეს ინგოროყვას კლინიკაში, დაკავებულია. არის სასტიკად ნაცემი თავის არეში, ყბა აქვს გატეხილი, ყვრიმალის ძველი აქვს მოტეხილი, თვალი ჩასიებული. სახე და თავი აქვს დეფორმირებული ფაქტობრივად, ძალიან მიზანმიმართულად ძალიან ბევრმა ადამიანმა ურტყა თავში განსაკუთრებულად,“ — ამბობს ნეტგაზეთთან სოფო ხაჭაპურიძე, დავით ქაცარავას ცოლი.
ქაცარავას დაკავება პირდაპირ ეთერში გადასცა არაერთმ
აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელმძღვანელმა სამანტა პაუერმა გამოაქვეყნა განცხადება, სადაც დაგმო პარლამენტის მიერ 14 მაისს მესამე მოსმენით რუსული კანონის მიღება და აღნიშნა, რომ კანონი საფრთხეს უქმნის მრავალწლიან პარტნიორობას აშშ-სა და საქართველოს შორის, რომელიც ადრეულ 90-იანებში დაიწყო.
“მკაცრად ვგმობთ საქართველოს პარლამენტში კენჭისყრას “უცხოური გავლენის” კანონპროექტის სასარგებლოდ, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს ცოცხალ სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიას. საბ