ხელისუფლება თავად პროვოცირებს სამოქალაქო დაპირისპირებას და ჩვენ, ფაქტობრივად, ქაოსის საზღვარზე ვდგავართ, ფაქტია, რომ ივანიშვილს მძევლად ჰყავს აყვანილი სამართალდამცავი სისტემა და სამართალდამცავი სისტემაზე უკანონო დავალებებით - დღეს სამართალდამცავი სისტემა და პოლიცია არა მოქალაქესა და სახელმწიფოს, არამედ, ერთი არანორმალური ადამიანის ახირებებს ასრულებს,- ამის შესახებ „გახარია - საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, საერთაშორისო პარტნიორებმა სანქცირების პროცე
ადვოკატი ვასილ ჟიჟიაშვილი „პუბლიკას“ ეუბნება, რომ ლაშა გოგებაშვილი და მასთან ერთად მყოფი კიდევ ერთი პირი, გ.წ. დაახლოებით 01:30 საათზე ქაშვეთის ეკლესიის ქვედა ქუჩაზე დააკავეს. უფლებადამცველმა დაკავებულები დიღმის იზოლატორში მოინახულა.
მისი თქმით, სპეცრაზმელები ორივე დაკავებულს ფიზიკურად გაუსწორდნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. დაკავებულებს სახეზე ემჩნევათ ცემის კვალი.
ადვოკატი ვარაუდობს, რომ დაკავებულებს 173-ე და 166-ე მუხლებით გათვალისწინებულ დარღვევას ედავებიან, რაც სამართალდა
პარტია „გახარია საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 20 ივნისის საქმეზე დაიბარეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" პარტიაში განუცხადეს.
მათივე თქმით, საგამოძიებო კომისიაზე დაბარების შესახებ უწყისი გახარიას მშობლებს ჩაბარდა.
„როგორც იცით, გიორგი გახარია საქართველოში არ იმყოფება. გიდასტურებთ, რომ მის ოჯახის წევრებს (მშობლებს) მიუტანეს უწყისი და რა თქმა უნდა, მათაც ჩაიბარეს. უწყისში მითითებულია, რომ 20 ივნისის საქმეზე იბარებენ“, - აცხადებე
კიევის დროით 15:00 საათზე უკრაინის დედაქალაქში ძლიერი აფეთქებების ხმა გაისმა. კიევის თავზე რამდენიმე რუსული რაკეტა ჩამოაგდეს. ცნობა დედაქალაქის მერმა ვიტალი კლიჩკომ გაავრცელა. მან მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემა მუშაობას განაგრძობს.
საჰაერო მართვის ცენტრის ცნობით, უკრაინის თავდაცვის სისტემამ გაანადგურა მტრის 12 სამიზნე, მათ შორის ორი ფრთოსანი რაკეტა და რვა უპილოტო საფრენი აპარატი. იუწყებიან, რომ დამატებით ორი ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდო ს
აშშ-მა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების გამო დაწყებული საპროტესტო აქციის მონაწილეების დარბევისთვის.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებით, შეზღუდვები შეეხო ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის მაღალჩინოსნებს, ასევე ირანის სასჯელაღარსულების წარმომადგენლებსა და ინტერნეტში ცენზურასთან დაკავშირებულ პირებსა და ორგანიზაციებს.
„შავ სიაში“ მოხვდა ევინის ციხის ხელმძღვანელიც, სადაც სახაზინო დეპარტამენტის განცხადებით, ძირითადად პოლიტპატიმრები იმყო
აშშ მზადაა, უკრაინას ხერსონის გათავისუფლებისთვის საჭირო დახმარება მიაწოდოს. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა კიევში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ხერსონის გათავისუფლების ოპერაცია მისი დელეგაციის ფარგლებში განხილვის ერთ-ერთ თემას წარმოადგენდა და ვიზიტის მიღმაც განიხილება.
“საშუალება მქონდა უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელებისგან ამ ძალისხმევების დაგეგმვის შესახებ მომესმინა, და, რა თქმა უნდა, ამერიკელი სამხედროები მჭიდრო
პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერს მალგოჟატა გოშევსკას არც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან და არც ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორთან ნიკა გვარამიასთან შეხვედრის უფლება არ მისცეს. მალგოჟატა გოშევსკას თქმით, მას ამ გადაწყვეტილების დასაბუთებისას უთხრეს, რომ ის არ არის პატიმრობაში მყოფების ოჯახის წევრი და არც ქართველი დეპუტატია.
„მოგესალმებით ამ განსაკუთრებულ ადგილას, სადაც პატიმრობაში იმყოფება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ჩემი მეგობარი, მიხეილ სააკაშვილი. როგორც მოგეხსენებათ, კიდ
ნატოს მომავალი სამიტი, აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და მისი ნატოელი მოკავშირეების ლიდერთა მონაწილეობით ლიეტუვაში გაიმართება. განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 9 ნოემბერს, იმ ფონზე, როცა რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომი ზრდის უსაფრთხოების თაობაზე შეშფოთებას ევროპასა და ჩრდილოატლანტიკურ რეგიონში.
"ცივი ომის შემდეგ, უსაფრთხოების თვალსაზრისით, ვართ ყველაზე რთულ და წინასწარ განუსაზღვრელ ვითარებაში", - თქვა სტოლტენბერგმა და განაცხადა, რომ 30 წევრი ქვეყნის წარმომადგენ
რუსთავში აზოტის ქარხნის ტერიტორიაზე ხარაჩო ჩამოიშალა და რამდენიმე მუშა მოიყოლა. შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ერთი ადამიანია გარდაცვლილი და ორი დაშავებული.
სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ორივე დაშავებული მუშა რუსთავის ცენტრალურ საავდამყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე მუშაობენ სამართალდამცავები.
თბილისის საკრებულოს სხდომაზე გიორგი შარაშიძემ დეპუტატებს ფრაქცია „თბილისი საქართველოსთვის“
ინიციატივა გააცნო, რაც მიზნად ისახავს თვითმმართველობის პროცესში მოქალაქეთა აქტიურ ჩართულობას და „სახალხო ბიუჯეტირების“ პროცესში მონაწილეობას.
"მინდა გაგაცნოთ ფრაქცია „თბილისი საქართველოსთვის“ ინიციატივა, რაც მიზნად ისახავს თვითმმართველობის პროცესში მოქალაქეთა აქტიურ ჩართულობასა და მონაწილეობას „სახალხო ბიუჯეტირების“ ფორმით.
დღეს, როცა საქართველოს აქვს ისტორიული შანსი, კანდ
გუშინ გაირკვა, რომ არჩევნებთან დაკავშირებით ნაცმოძრაობას და ლელოს არაერთი კულუარული შეხვედრა ჰქონდა “ოცნებასთან”, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრი და დეპუტატი ანა ბუჩუკური სოციალურ ქსელში წერს.
"ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებაზე შექმნილ სამუშაო ჯგუფებში მუშაობა არ შეიძლება და ხელისუფლებასთან ფარული მოლაპარაკებები მისაღებია? თუ არ გამოხვალთ და არ ახსნით საჯაროდ, რატომ ფარულად და რატომ კულუარულად, ნუ გაგიკვირდებათ, რომ ხელისუფლებასთან ვაჭრობა დაერქმე
უკრაინის საჰაერო ძალებმა ხერსონის, მიკოლაივისა და ოდესის ოლქებში მტრის 15 „კამიკაძე“ დრონიდან 10 ჩამოაგდეს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობა "სამხრეთი" ავრცელებს.
„10 დეკემბრის ღამეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის სამხრეთ ნაწილს ირანული წარმოების Shahed-136/131 „კამიკაძე“ დრონებით დაარტყეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების "სამხრეთის" საჰაერო სარდლობის ქვედანაყოფებმა ხერსონის, მიკოლაივისა და ოდესის ოლქებში მტრის 10 „კამიკაძე“ დრონი ჩამოაგდეს,“ -
აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებმა 26 დეკემბერს, მთავრობის კანცელარიასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე სახელმწიფოსგან კიდევ ერთხელ მოითხოვეს, მათი შვილებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, პრეპარატ Voxzogo-ს დაფინანსება. დაპირების მიუხედავად, ამ ეტაპზე ჯანდაცვის სამინისტრო მათ უარს ეუბნება: უწყების თქმით, სახელმწიფოს მიერ, ეს მედიკამენტი, ჯერ არც ერთ ქვეყანაში ფინანსდება და მას, უფასოდ, მხოლოდ კვლევებში ჩართული პაციენტები იღებენ. უწყება ამტკიცებს, რომ ჯერ არც ამ პრეპარატის კვლევა და
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პარიზში ვიზიტით მყოფი უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საპატიო ლეგიონის ორდენით დააჯილდოვა.
ამის შესახებ ინფორმაცია მაკრონმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გაავრცელა.
„პატივისცემა უკრაინას და მის ხალხს. პატივისცემა თქვენ, ძვირფასო ვოლოდიმირ, თქვენი სიმამაცისა და ერთგულებისთვის“, – წერს მაკრონი.
საპატიო ლეგიონის ორდენი საფრანგეთის უმაღლესი ჯილდოა, რომელსაც რესპუბლიკის პრეზიდენტი სამხედრო ან სამოქალაქო დამსახურებებისთვის გასცემს.
რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე ვიღაც რაღაცას როცა იტყვის, დააკონკრეტოს, რა პირობებში უნდა ჩატარდეს და რომელი საარჩევნო სისტემით. კობა ნაყოფიას მიმართ სწორედ ეს კითხვა მექნებოდა, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.
ბუჩუკური გამოეხმაურა 10 მარტს ჟურნალისტ მარკ ფეიგინთან კობა ნაყოფიას ინტერვიუს, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ამბობს: „ ხელისუფლებას მოუწევს ბოლომდე უკან დახევა და საქართველოში აუცილებლად მოხდება ხელისუფლების ცვლილება. უნდა ჩატარდეს ვ
საქართველოს პარლამენტის დეპუტატი მმართველი პარტიიდან დიმიტრი სამხარაძე ამბობს, რომ მისი სახელით მოქალაქის მიმართ გავრცელებული მუქარის ამსახველი ე.წ. სკრინი, "ფეიკია". ის ფეისბუკზე ბრალდებების საპასუხოდ გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნავს, რომ მათი სახელით შეიძლება "ნეკროლოგი მერაბიშვილი" დაემუქროს ვინმეს და "მუქარის აღსრულება" მათ დაჰბრალდეთ.
"ეს სიტყვები ჩემს ლექსიკონში არ არის ყოველდღე კითხულობთ ჩემს პოსტებს და შეგეძლოთ უფრო ხარისხიანი "ფეიკი" შეგექმნათ ან როდის იყო "მესინჯერში" ვინმესთვის რამ
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში ქალაქები კრამატორსკი და სლავიანსკი დაბომბეს. გასული დღის განმავლობაში რუსმა სამხედროებმა იერიში მიიტანეს სუმის რეგიონის 10 დასახლებულ პუნქტზე, ასევე ხარკოვის ოლქში 15-ზე მეტ დასახლებულ პუნქტზე.
რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ორი სარაკეტო და 23 საჰაერო დარტყმა განახორციელა.
უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამეში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 600-ზე მეტი რუსი სამხედრო მოკლეს, ასევე ააფეთქეს ათობით ტექნიკა, მათ შორის საარტილერიო სი
ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები სოლიდარობას უცხადებენ ყველა ქალს, ვინც სექსუალური შევიწროების თუ სხვა ტიპის უფლებადარღვევის მსხვერპლი გახდა.
ამის შესახებ განცხადებას ხელს ანა ნაცვლიშვილი, თეონა აქუბარდია, ხატია დეკანოიძე, ანა ბუჩუკური, ხათუნა სამნიძე, ანი წითლიძე, სალომე სამადაშვილი, თამარ კორძაია აწერენ.
დეპუტატები საგამოძიებო უწყებებისგან მოითხოვენ, შეისწავლონ და სამართლებრივი შეფასება მისცენ თათია სამხარაძის მიმართ განხორციელებულ დევნას.
„სასტიკად ვგმობთ მიმდინარე დღეებში ძალადობრ
რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ რეაბილიტაციის პარალელურად სამკურნალო პროცესი შენარჩუნდეს. თუ ახალი კლინიკის აშენებაზეა საუბარი, ტერიტორია იძლევა ამის შესაძლებლობას - ჯანდაცვის სამინისტროს არგუმენტს ვერ ვიგებთ“,- ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს კრიტიკული მედიცინის და ინტენსიური თერაპიის განყოფილების ხელმძღვანელმა, გიორგი დუნდუამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, რესპუბლიკური საავადმყოფოს დახურვა მოსახლეობისთვის დიდი საფრთხეა.
„ჯანდაცვის სამინ
2 ივნისიდან თბილისის მერია იწყებს აღმაშენებლის ხეივანში, „გუდვილის“ მიმდებარე ხიდზე დაზიანებული მონაკვეთების რეაბილიტაციას, რის გამოც გზის სავალ ნაწილზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.
მერიის ცნობით, დაგეგმილი სამუშაოების გამო აღნიშნულ მონაკვეთში ორი კვირის განმავლობაში ნაწილობრივ შეიზღუდება გზის სავალ ნაწილზე მოძრაობა.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური განახორციელებს.
“აღნიშნულ ხიდზე დაზიანებები მონიტორინგის შედეგად გამო
"ოცნებასთან და ნაცმოძრაობასთან კოალიციას გამოვრიცხავთ, როგორც არჩევნებამდე, ისე არჩევნების შემდეგ. ეს ორი პარტია აფერხებს ქვეყანას. ამიტომ პარტიები, რომლებსაც უნდათ ოცნების და ნაცმოძრაობის „დასრულება“ და მოჯადოებული წრის გარღვევა, უნდა გაძლიერდნენ ისე, რომ პარლამენტში დამოუკიდებლად მოხვდნენ და მათი კოალიცია გამორიცხონ. მათი კოალიცია სავსებით მოსალოდნელია, თუ მაგალითებს გადავხედავთ."
პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი
355644740_1574582646404134_255264454
თბილისის მერიის ინფორმაციით, ტექნიკური ხარვეზის გამო თბილისის ბაღებისა და სკოლების პედაგოგთა ნაწილმა დღეს კუთვნილი სამგზავრო ბარათებით ვერ ისარგებლა.
უწყების ცნობით, ხარვეზი დღის ბოლომდე აღმოიფხვრება.
„დღეს, 2 სექტემბერს, თბილისის მუნიციპალიტეტის სერვისების სისტემაში დაფიქსირდა ტექნიკური ხარვეზი, რის გამოც თბილისის ბაღებისა და სკოლების პედაგოგთა ნაწილმა კუთვნილი სამგზავრო ბარათებით ვერ ისარგებლა.
პრობლემაზე მუშაობა მყისიერად დაიწყო. ხარვეზი დღის ბოლოს სრულად იქნება აღმოფხვრილი და
საპარლამენტო უმრავლესობის არასერიოზული და ცინიკური განცხადებები საზოგადოების უპატივცემულობაა, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
„როგორც 2022 წლის 22 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, ის გამოიყენებს ვეტოს უფლებას, ყველა იმ კანონთან მიმართებით, რომელიც ეწინააღმდეგება ქვეყნის დემოკრატიულ მშენებლობას და ევროკავშირის რეკომენდაციების სულისკვეთებას.
შესაბამისად, პრეზიდენტი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონს, რომელიც ზღუდავს შეკრ
ძალიან მიკვირს, რატომ შემოაქვს პაპუაშვილს ეს საკითხი დღის წესრიგში ახლა - "ოცნების" დეპუტატების ნახევარზე მეტი მილიონერები არიან და მათთვის არ მგონია რაიმე მნიშვნელობა ჰქონდეს ხელფასის მატებას, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, რითაც პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა ცვლილებების თაობაზე, რომლის თანახმად, დეპუტატებს ხელფასი გაეზრდება.
ლილუაშვილი მიიჩნევს, რომ დეპუტატის ხელფასი თავის დროზე არ უნდა ყოფილიყო გამოცალკევებული
პარლამენტის ბიუროს, 20 ნოემბრის სხდომაზე, მთავრობის ინიციატივა წარედგინება, რომლის მიხედვით, ახალგაზრდობის მიმართულება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ბრუნდება.
"მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, 2024 წლიდან იქნება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
პროექტის თანახმად, ახალგაზრდობის მიმართულებით კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტ