Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.099.123

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

სალომე ზურაბიშვილი - ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის და მადლობა გადავუხადე ქართველი ხალხის სოლიდარობისა და ურყევი მხარდაჭერისთვის

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ში წერს. „ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის და მადლობა გადავუხადე ქართველი ხალხის სოლიდარობისა და ურყევი მხარდაჭერისთვის. ჩვენი ერთობლივი მომავალი ევროპაშია!“- წერს პრეზიდენტი. იპნ

მიშა დაუშვილი - დღეს, ყველაზე მნიშვნელოვანი არის, ეს უდიდესი მუხტი გადაითარგმნოს იმაში, რომ ჩვენ, ახალგაზრდებმა დავიცვათ არჩევნებზე ჩვენი ხმები და დავასრულოთ ერთკაციანი, ერთპარტიული მმართველობა ამ ქვეყანაში (ვიდეო)

დღეს, ყველაზე მნიშვნელოვანი არის, ეს უდიდესი მუხტი გადაითარგმნოს იმაში, რომ ჩვენ, ახალგაზრდებმა დავიცვათ არჩევნებზე ჩვენი ხმები და დავასრულოთ ერთკაციანი, ერთპარტიული მმართველობა ამ ქვეყანაში. მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი”საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1451840578799852/

ირაკლი კობახიძე - ჩვენ გვჯერა, რომ უკრაინელი ხალხი მალე მიაღწევს მშვიდობას და ჩვენ ერთად ვიზეიმებთ ჩვენს სრულფასოვან გაწევრებას ევროკავშირში

ჩვენ გვჯერა, რომ უკრაინელი ხალხი მალე მიაღწევს მშვიდობას და ჩვენ ერთად ვიზეიმებთ ჩვენს სრულფასოვან გაწევრებას ევროკავშირში , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უკრაინის აღდგენის კონფერენციის ფარგლებში გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო ხელმისაწვდომი რესურსების ფარგლებში გააგრძელებს მხარდაჭერის გაწევას უკრაინის აღსადგენად. „ძვირფასო კოლეგებო, ქართველ და უკრაინელ ერებს აერთიანებთ არა მხოლოდ მსგავსი გამოცდილება და მტკიცე მეგობრუ

სალომე ზურაბიშვილი - გილოცავთ უკრაინას და მოლდოვას ამ მნიშვნელოვან ეტაპს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე! - დარწმუნებული ვარ, ევროპელი ქართველი ერიც მალე შეუერთდება თქვენს რიგებს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ჩარჩოებზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების შეთანხმებას ეხმაურება. „გილოცავთ უკრაინას და მოლდოვას ამ მნიშვნელოვან ეტაპს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე! გულწრფელად ვულოცავ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და პრეზიდენტ მაია სანდუს ამ მნიშვნელოვან მიღწევას. დარწმუნებული ვარ, ევროპელი ქართველი ერიც მალე შეუერთდება თქვენს რიგებს“, - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ში.

გიორგი ჭანტურია - ხალხის რაქცია კობახიძეზე არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე სანქცია "ოცნებისთვის", იმაზე უფრო მძიმე, რაც დასავლეთს დაუწესებია

გუშინ, რაც მოხდა არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე სანქცია "ოცნებისთვის", იმაზე უფრო მძიმე, რაც დასავლეთს დაუწესებია, იმიტომ, რომ ეს არის ქართველი ხალხის მიერ დაწესებული სანქცია, რომელსაც დრო არ გააჩნია. გიორგი ჭანტურია, პარტია “გახარია საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/507388168299045

მიშა დაუშვილი -  “ოცნების” მთავარი მიზანია ძალაუფლების შენარჩუნება, ამბობენ ერთს და აკეთებენ მეორეს, ამიტომ არ არსებობს მათ მიმართ ნდობა, არც ქვეყნის შინგით და არც ქვეყნის გარეთ (ვიდეო)

“ოცნების” მთავარი მიზანია ძალაუფლების შენარჩუნება, ამბობენ ერთს და აკეთებენ მეორეს, ამიტომ არ არსებობს მათ მიმართ ნდობა, არც ქვეყნის შინგით და არც ქვეყნის გარეთ.    მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/824171973111431

ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში მასუდ ფეზეშქიანმა გაიმარჯვა

ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში მასუდ ფეზეშქიანმა გაიმარჯვა. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მასუდ ფეზეშქიანმა ხმების 53.3% მიიღო, მისმა კონკურენტმა საიდ ჯალილმა კი 44.3%. საერთაშორისო მედია ირანის ახალ პრეზიდენტს რეფორმისტად მოიხსენიებს. მისი საიდ ჯალილი კი ცნობილია თავისი მკაცრი ანტიდასავლური პოზიციით. 71 წლის მასუდ ფეზეშქიანი კარდიოქირურგი და ირანის პარლამენტის წევრია. ის აკრიტიკებს ირანის „მორალის პოლიციას“ და ირანის მსოფლიოსგან იზოლაციას. როგორც BBC წერს, მასუდ ფეზეშქ

მოტოციკლის მძღოლის დაღუპვის საქმეზე საპატრულო პოლიციის თანამშრომელს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მოტოციკლის მძღოლის დაღუპვის ფაქტზე დაკავებულ პოლიციელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. ცნობისთვის, 19 ივლისს, საპატრულო ეკიპაჟთან შეჯახების შედეგად მოტოციკლის მძღოლი დაიღუპა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის, მე-6 ნაწილითაა დაწყებული, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაცი

ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო არჩევნებში თავის კანდიდატურას ხსნის

ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში თავის კანდიდატურას ხსნის. ამის შესახებ მან პლატფორმა X-ზე განაცხადა. ბაიდენი ამბობს, რომ ამერიკელ ხალხს ამ კვირის ბოლოს უფრო დეტალურად გაესაუბრება. 81 წლის პრეზიდენტი გამოქვეყნებულ განცხადებაში წერს: "მიუხედავად იმისა, რომ ჩემი განზრახვა იყო ხელახლა მონაწილეობა, მე მჯერა, რომ ჩემი პარტიისა და ქვეყნის საუკეთესო ინტერესებშია გადგომა და ვადის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში,მხოლოდ ჩემი, როგორც პრეზიდენტის მოვალეობების შეს

აშშ-ის საელჩო - არც დეზინფორმაციას, არც სპეკულაციას არ შეუძლია უთანხმოებების მოგვარება - აშშ-ს სურს საქართველოსთან კარგი ურთიერთობა, გზაზე დაბრუნების პირველი ნაბიჯი საქართველოს მთავრობის მხრიდან უნდა იყოს, მათ წინადადებას ველით

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სენატორ ჯინ შაჰინისა და კონგრესმენ მაიკ ტერნერის ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც საელჩო განმარტავს, „არც დეზინფორმაციას, არც სპეკულაციას არ შეუძლია უთანხმოებების მოგვარება“. საელჩო განცხადებაში აღნიშნავს, რომ სენატორი შაჰინისა და კონგრესმენი ტერნერის „ბოლო ვიზიტის დროს პრეზიდენტი სააკაშვილი განხილვის თემა არ ყოფილა“. „განხილვის თემა იყო ის, რომ შეერთებულ შტატებს სურს საქართველოსთან კარგი ურთიერთობა და გზაზე დაბრუ

თეონა აქუბარდია -  ჩვენს ნამდვილ მშვიდობას, სუვერენიტეტს, რომელიც აფხაზეთის და ცხინვალის გარეშე წარმოუდგენელია, მათ შორის ევროპულ მომავალსაც, რაც ჩვენი ცივილიზაციური არჩევანია “ოცნება” უქმნის საფრთხეს

ჩვენს ნამდვილ მშვიდობას, სუვერენიტეტს, რომელიც აფხაზეთის და ცხინვალის გარეშე წარმოუდგენელია, მათ შორის ევროპულ მომავალსაც, რაც ჩვენი ცივილიზაციური არჩევანია “ოცნება” უქმნის საფრთხეს, ამიტომაც დარწმუნებული ვარ, რომ “ოცნება” ვერ გაიმარჯვებს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, რაც არ უნდა ძალა გამოიყენოს.  თეონა აქუბარდია, “გახარია საქართველოსთვის” გუნდის წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/771854074947550/

ბექა ლილუაშვილი - „ოცნება“ კორუფციას აკანონებს - ევროპული სტილის საჯარო შესყიდვების კანონი, რომელიც უნდა ამოქმედებულიყო, გადავადდა

„ოცნება“ კორუფციას აკანონებს, ევროპული სტილის საჯარო შესყიდვების კანონი, რომელიც უნდა ამოქმედებულიყო, გადავადდა - ამ კანონის გადავადებით „ ქართული ოცნება“ ასოცირებით გათვალისწინებული ნაბიჯის გადადგმას აფერხებს, - ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, ბექა ლილუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ „ ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში, რეგიონებში მიმდინარე წყალმომარაგების, გზების, სკოლების, ბაღების თუ ს

ბერდია სიჭინავა - პარტიულ და პერსონალურ საკითხებზე მაღლა უნდა დავაყენოთ შესაძლო გაერთიანების საკითხი, რადგან ეგზისტენციალური საფრთხეების წინაშე დგას ქვეყანა - დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს ხალხთან ერთად გავიმარჯვებთ

ჩვენ პარტიულ და პერსონალურ საკითხებზე ბევრად უფრო მაღლა უნდა დავაყენოთ [შესაძლო გაერთიანების] საკითხი იმიტომ, რომ ეგზისტენციალური საფრთხეების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა. დარწმუნებული ვარ, რომ 26 ოქტომბერს ქართველ ხალხთან ერთად გავიმარჯვებთ, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის წევრმა, ბერდია სიჭინავამ განაცხადა, როდესაც ისაუბრა კოალიცია „ძლიერი საქართველოსა“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ შესაძლო გაერთიანებაზე. მისი თქმით, ამ პროცესს და ამ პროცესში რაღაცა ტიპის ცენტრის ფორმი

გიორგი გახარია - პრეზიდენტს დაველაპარაკები, რაღაც უნდა შეეთანხმებინა მამუკა ხაზარაძეს გუნდთან და, როგორც ჩანს, არ გამოდის, ჩემდა სამწუხაროდ - ვნახოთ, დაველოდები

„ძლიერი საქართველოს“ ლიდერ, მამუკა ხაზარაძისა და „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიას შეხვედრის მეორე ეტაპი დასრულდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ გახარიამ მედიასთან განაცხადა, როგორც ჩანს, ხაზარაძემ გუნდთან შეთანხმება ვერ მოახერხა. “პრეზიდენტს დაველაპარაკები. მოგეხსენებათ, რაღაც უნდა შეეთანხმებინა მამუკა ხაზარაძეს თავის გუნდთან და, როგორც ჩანს, არ გამოდის ეს შეთანხმება, ჩემდა სამწუხაროდ“, - განაცხადა გახარიამ და დასძინა: „როგორც ჩანს, მამუკამ ვერ მოახერხა გუნდთან შ

კალაძე ჰერჩინსკიზე: ყველა განვითარებულ ქვეყანაში გამოაპანღურებდნენ ქვეყნიდან

თბილისის მერი და „ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, კახა კალაძე ამბობს, რომ „განვითარებული ქვეყნიდან” ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის „გააპანღურებდნენ“. კახა კალაძისთვის მიუღებელია ჰერჩინსკის განცხადება, რომლითაც საქართველოში ევროკავშირის ელჩმა „ქართული ოცნების” საარჩევნო ბანერებს, რომლებიც რუსეთის მიერ დაბომბილ უკრაინაა გამოსახული, „აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და ამაზრზენი” უწოდა. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა კახა კალაძე სიტყვა „გაპანღურებას” იყენებს ევროპელი პარტნიორების

“გახარია საქართველოსთვის” გუნდის შეხვედრა სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებთან (ფოტოები)

“გახარია საქართველოსთვის” გუნდის შეხვედრა სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებთან:  

გიორგი გახარია ადასტურებს, რომ დღეს პრეზიდენტს შეხვდა

გიორგი გახარია ადასტურებს რომ დღეს პრეზიდენტს შეხვდა.  “მე ქალბატონ სლომესთან ძალიან სასიამოვნო საუბარი მქონდა“,- თქვა გახარიამ “დღის ამბებში“. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილთან პრემიერობის კანდიდატზე არ უსაუბრია, მხოლოდ რეფორმების დღის წესრიგი განიხილეს, რომელიც პარლამენტმა არჩვენების შემდეგ უნდა განახორციელოს. ვისაუბრეთ ყევლაფერზე, რაც აქტუალურია დღევანდელ დრეს ჩვენი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით არჩევნებამდე 4 დღით ადრე, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოსთვის ყველაზე დიდ

მოლდოვის პოლიციამ პრო-რუსული პარტიის მიერ ამომრჩეველთა მოსყიდვის საქმის ფარგლებში ჩხრეკა ჩაატარა

მოლდოვის პოლიციამ პრო-რუსული პარტიის მიერ ამომრჩეველთა მოსყიდვის საქმის ფარგლებში ჩხრეკები ჩაატარა. ამის შესახებ განცხადებას მოლდოვის პოლიციის გენერალური ინსპექტორატი ავრცელებს. მათი ცნობით, მოლდოვის პოლიციამ კიშინიოვსა და რიშკანებში რუსეთიდან შემოსული ფულით "შორის" პარტიისა და წინასაარჩევნო ბლოკის "გამარჯვება" მიერ ამომრჩეველთა მოსყიდვის საქმეზე ჩხრეკები ჩაატარა. როგორც აღინიშნება, ჩხრეკების ფარგლებში კვლაც დადასტურდა, რომ ილან შორის ქსელის მონაწილეები და პრო-რუსული ძალების ჯგუფი

მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ტარდება

მოლდოვაში დღეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ტარდება, რომელიც განიხილება, როგორც არჩევანი ევროპულ­ მომავალსა და რუსეთის გავლენის დაბრუნებას შორის, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ პროევროპული პრეზიდენტი მაია სანდუ უპირისპირდება ყოფილ გენერალურ პროკურორს, ალექსანდრე სტოიანოგლოს, კაცს, რომელიც მან გაათავისუფლა მთავარი პროკურორის თანამდებობიდან. ის დასავლეთსა და რუსეთს შორის დაბალანსებული პოლიტიკის დაპირებას იძლევა და პრორუსული „სოციალისტების პარტიის“ მხარდაჭერა აქვს.

მსოფლიო ლიდერები მაია სანდუს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ

მოლდოვის პროევროპელმა ლიდერმა, მაია სანდუმ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა. მან ხმების 55.4% მიიღო, მისმა კონკურენტმა, მოლდოვის ექსპრეზიდენტის, პრორუსი იგორ დოდონის პროტეჟე ალექსანდრ სტოიანგლომ კი – 44.58%. სანდუს ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა სტანისლავ სეკრიეუმ განაცხადა, რომ მეორე ტური რუსეთის უპრეცედენტო ჩარევის ფონზე წარიმართა – პრორუსულმა ძალებმა მოახდინეს ამომრჩევლის მობილიზება. მისი თქმით, რუსეთი ცდილობდა საზღვარგარეთ არსებულ უბნებზე ხმის მიცემის პროცესის სა

ცესკოს თავმჯდომარემ 26 ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელ ოქმს ხელი მოაწერა

ცესკოს თავმჯდომარემ და მდივანმა 26 ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელ ოქმს ხელი მოაწერეს. ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა გამარჯვებულ პარტიებსა და მანდატმოპოვებულ პირებს მიულოცა და წარმატება უსურვა. „შემაჯამებელი ოქმი შემდგარია. ამით, ფაქტობრივად, საარჩევნო პერიოდი დასრულდა, ძვირფასო კოლეგებო, ჩართულო მხარეებო, რომლებიც ამ პროცესს აკვირდებოდით და სხვადასხვა სტატუსით იყავით ჩართული ამ პროცესში. აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ ამით, ფაქტობრივად, საარჩევნო პერიოდის დასრულებასთან ერთად

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო დღეს საქართველოს საკითხზე იმსჯელებს

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო, დღეს, 18 ნოემბერს, 26 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების ფონზე საქართველოში არსებულ ვითარებაზე იმსჯელებს. საგარეო საქმეთა საბჭო ბრიუსელში, 18 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 09:30 საათზე დაიწყება და მას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი უხელმძღვანელებს. საბჭოს დღის წესრიგის თანახმად, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ რუსეთის აგრესიაზე უკრაინის წინააღმდეგ - ევრ

ქურდოვანიძე: არასამთავრობოების ცხელ ხაზზე შემოვიდა ინფორმაცია 12 დაკავებულის შესახებ

ფოტო: მინდია გაბაძე/პუბლიკა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოცაციის“ თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე ავრცელებს ინფორმაციას, რომ ამ დროისათვის არასამთავრობო ორგანიზაციების ერთიან ცხელ ხაზზე შევიდა ინფორმაცია 12 დაკავებულის შესახებ. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე არ ავრცელებს ინფორმაციას რამდენი პირი დააკავეს აქციაზე. „კოალიცია ცვლილებისთვის“ ცნობით, დააკავეს კოალიციის წევრი და რუსთავის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, მანუჩარ ჩაჩანიძე, ასევე, საბ

აქციის მონაწილე ამბობს, რომ პოლიციელებმა ჯერ დაკავებისას სცემეს, შემდეგ განყოფილებაში

პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ  ანატოლი გიგაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ანატოლი გიგაური ჰყვება, რომ აქციაზეც და  განყოფილებაშიც პოლიციამ აქეთ სცემა.  თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლელა მარიდაშვილმა არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა ბრალდებულისთვის გირაოს შეფარდების თაობაზე და აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა გამოიყენა. როგორც ანატოლი გიგაურმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, 25 ნოემბერს, რესპუბლიკის მოედნიდან რუსთაველისკენ

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ოფისში სამართალდამცველები იმყოფებოდნენ

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ოფისში სამართალდამცველები შევიდნენ, თუმცა მათ შენობა მალევე დატოვეს. სამართალდამცველების პარტიის ოფისში შესვლისას „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ „ფეისბუქ“ გვერდზე პირდაპირი ეთერი ჩართო და მომხდარის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, სამართალდამცველები პარტიის ოფისში ჩხრეკის ჩასატარებლად შევიდნენ, თუმცა შენობა მას შემდეგ დატოვეს, რაც დოკუმენტების წარდგენა მოითხოვა. „პარტიის ოფისში დაახლოებით, 20-ზე მეტი ადამიანი იყო შესული. აპირებდნენ
×
×
  • შექმენი...