სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა და 294 დაშავდა თურქეთის სამხრეთში, ჰათაის პროვინციაში 20 თებერვალს, მომხდარი მიწისძვრის შედეგად. დღეს დილამდე დადასტურებული იყო 3 ადამიანის სიკვდილი.
თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამმართველოს ინფორმაციით, 6.4 მაგნიტუდის მიწისძვრა ადგილობრივი დროით 20:04 საათზე მოხდა და სამ წუთში მოჰყვა მეორე - 5.8 მაგნიტუდის მიწისძვრა.
ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა სირიაში, ლიბანში, იორდანიაში, ერაყში, ისრაელსა და კვიპროსზე. წინასწარი მონაცემებით, სირიაში დაიღუპა 4
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, გაზაფხულზე ომის პროპაგანდის გაძლიერება იგეგმება, რასაც გაორმაგებული ფინანსები სჭირდება.
მდინარაძე ამბობს, რომ მედია და არასამთავრობო სექტორი „აგენტების“ შესახებ კანონპროექტის მიღებას სინამდვილეში გამჭვირვალობის ვალდებულების გამო ეწინააღმდეგებიან და არა „აგენტის“ იარლიყის შიშით.
მდინარაძე დასავლეთის დაფინანსებაზე კრიტიკოსების აქცენტს პროპაგანდის ნაწილად მიიჩნევს, ამბობს რა, რომ ექსტრემისტული მოძრაობები ყველა მხრიდან ფინა
მტრის ყოველი განადგურებული პოზიცია არის სიცოცხლის გადარჩენა უკრაინაში, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტი პარტნიორებისგან სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას ითხოვს.
პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთს სურს, შექმნას დემილიტარიზებული ბუფერული ზონები უკრაინის შიგნით მის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების გარშემო.
„ისეთი დარტყმებისთვის, როგორიც დღეს კონსტანტინევკაზე მოხდა, ისევე, როგორც ჩვენ ბევრ ქალაქში… მტერმა უნდა იცოდე
ჩეჩნეთის ხელმძღვანელის რამზან კადიროვის ვაჟებმა, 17 წლის ახმადმა და 15 წლის ადამმა მიიღეს სამკერდე ნიშნები "ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში თავის გამოჩენისთვის."ამის შესახებ ეროვნული პოლიტიკის, საგარეო ურთიერთობების, პრესისა და ინფორმაციის რესპუბლიკელმა მინისტრმა, აჰმედ დუდაევმა, განაცხადა.
არ არის ცნობილი, თუ კონკრეტულად რა დამსახურებისთვის მიენიჭათ კადიროვებს სამახსოვრო ნიშანი. დუდაევმა მხოლოდ ის თქვა, რომ ისინი სამშობლოს პატრიოტები არიან და "მიჰყვებიან ბაბუის“, ჩეჩნეთის ამჟამინდელი ხელმძღ
3 წლიანი დავის შემდეგ სასამართლო გადაწყვეტილება ნაწილობრივ აღსრულდა (აღდგენის ნაწილში). როგორც იქნა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მიიღეს გადაწყვეტილება (რომელიც დიდი ხნის წინ უნდა გაეკეთებიათ და ბიუჯეტს არ მიადგებოდა ის ზარალი, რაც ჩემი უკანონო გათავისუფლებით მიაყენეს), სისრულეში მოეყვანათ სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება, რომლითაც დაუყოვნებლივ უნდა აღვდგენილიყავი ა.ა.ი.პ. დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვის ცენტრის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე, საიდანაც უკანონოდ, ყოველგ
ნუ დაგენანებათ მთაში ფულის დახარჯვა, თორემ, ასეთი მიდგომით, მალე მთაში ახალგაზრდები აღარ ეყოლება ქვეყანას, - ამის შესახებ, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, პარტია "საქართველოსთვის" წევრმა და დეპუტატმა შალვა კერესელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მთას ნამდვილად აქვს იმის რესურსი და ბუნებრივი პოტენციალი, რომ მაღალმთიან დასახლებებში ადამიანებმა ნორმალურად იცხოვრონ.
"მთას ნამდვილად აქვს იმის რესურსი და ბუნებრივი პოტენციალი, რომ თავიდან ბოლომდე ჩამოკიდებული კი არ იყოს, მხოლოდ სუბსიდიებსა და
აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლებმა მთავრობის კანცელარიასთან მეექვსე ღამე გაათენეს. ისინი კანცელარიასთან დარჩენას გეგმავენ მანამ, სანამ ხელისუფლება მათი შვილებისთვის აუცილებელ პრეპარატს არ დააფინანსებს.
“მშობლები არ დავიღლებით ამ პროტესტით. ერთმანეთს ვეცვლებით ყოველ საღამოს. 12 მშობელი ვართ. სანამ წამალს სახლში არ მივიტანთ მანამდე აქ ვიქნებით”, – უთხრა “ფორმულას” ერთ-ერთმა მშობელმა დღეს, 25 აპრილს.
უკვე რამდენიმე თვეა, რაც მშობლები აქტიური საპროტესტო აქციებით ითხოვენ აქონდროპლაზიი
მივესალმები ევროპარლამენტის მოწოდებას მიმდინარე წელს უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყებაზე რეზოლუციის მისაღებად, ამისშესახებ სოციალურ ქსელში ყოფილი პრემიერი და პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია წერს.
მისი განცხადებით, ეს არის დამსახურებული გადაწყვეტილება და ომის მიუხედავად, რეფორმების დღის წესრიგისადმი უკრაინის მთავრობის ერთგულების შედეგი.
"საქართველოს მთავრობის ვალდებულებაა, გამოიყენოს ისტორიული შანსი, ამჯერად მაინც არ გაუშვას
ეს კაცი, ირაკლი კობახიძე, რომელმაც შესანიშნავად იცის, რომ ქვეყნის უსაფრთხოების საკითხები კონსტიტუციის მის მიერ დაწერილი კომენტარებითაც კი არ არის მისი საქმე, პრეზიდენტს უწუნებს მანდატის ცოდნას (რომელიც სხვათაშორის გუშინ სწორედ რომ მის მანდატში მოქმედებდა), მაგრამ არ მიკვირს, ასეთია მისი ბუნება - რასაც ჩასძახებ, იმას ამოსძახებს, ავტომატურ რეჟიმზეა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრისვილი წერს.
მეზვრიშვილის განცხადებით, გუშინდელმა დღემ
არქეოლოგები გიორგი ბიძინაშვილი და ნიკოლოზ წიქარიძე მე-7 თვეა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან არქეოლოგიურ გათხრების დაწყებაზე ნებართვას ვერ იღებენ. ნებართვის გამცემი უწყება კულტურის სამინისტროს ექვემდებარება.
არქეოლოგების განცხადებით, ძეგლთა დაცვის სააგენტო მათ სჯით სამუზეუმო სისტემაში მინისტრ წულუკიანის პოლიტიკის კრიტიკის გამო. ნებართვის დაგვიანებით კი, მნიშვნელოვანი ზიანი ადგება ქვეყნის სამეცნიერო რეპუტაციას და ნადგურდება ძეგლები.
ნიკოლოზ წიქარიძე არქეოლოგიურ გათხრებზე ნება
საქართველოში, მშვიდობის მშენებლობის საკითხზე მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციები უკანასკნელ პერიოდში მიმდინარე დისკუსიას ეხმაურებიან იმასთან დაკავშირებით, უნდა არსებობდეს თუ არა დიალოგი თბილისსა და სოხუმს შორის, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“ჩვენ მიგვაჩნია, რომ დიალოგი აფხაზურ და ქართულ (ასევე, ოსურ და ქართულ) საზოგადოებებს შორის აუცილებელია სხვადასხვა დონეზე, სხვადასხვა აქტორების და ჯგუფების მონაწილეობით. საგნობრივი დისკუსია შესაძლოა შეეხოს მთელ რიგ საკითხებს, როგორებიცაა: გაყოფილ საზოგ
კომიტეტის ათმა დეპუტატმა საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების წესის ცვლილებაზე ახალი კანონპროექტი მოამზადეს.
პაატა კვიჟინაძის, ზაალ მიქელაძის, ირაკლი ზარქუას, გოგი მეშველიანის, ბეჟან წაქაძის, ბექა ლილუაშვილის, ირაკლი კირცხალიას, ანტონ ობოლაშვილისა და ალექსანდრე რაქვიაშვილის მიერ წარდგენილი პროექტის თანახმად, უქმდება საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების ნორმა, რომელიც მაუწყებლის დაფინანსებას მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 0.14%-ით ითვალისწინებს.
კანონის პროექტით საზოგადოებრივი მაუ
მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გირგორიადისი გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულებიდან “ინტერპრესნიუსის“ კითხვებს პასუხობს.
წერილში გრიგორიადისი აცხადებს, რომ ის „არაფერს ნანობს“. ასევე, ის საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიმართ დადებით განწყობას აფიქსირებს და როგორც აღნიშნავს, მისი ოჯახი პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართავენ.
„ჩემი ოჯახის წევრები აპირებენ, რომ მიმართონ ქალბატონ ს
საქართველომ დაიმსახურა კანდიდატის სტატუსი და ეს მალე ოფიციალურადაც გაფორმდება.
ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
410102982_890027726461219_8282511583682188178_n.mp4
"როგორც ჩანს, წინასაარჩევნო კამპანია იქნება ისეთივე ბინძური და რადიკალიზებული , როგორიც იყო 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე."
ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
410167700_888918402846092_3913311812839979619_n.mp4
გახარიას გუნდი ყველა საზეიმო ღონისძიებას შეუერთდება.
მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
410128974_2074037556316307_2239051343875845492_n.mp4
“ჩვენი გუნდის, ჩვენი გუნდის ლიდერის პოზიცია არის ის, რომ არავითარი კომპრომისი არ იქნება, ამ ორი ყველაზე მნიშვნრლოვანი ბარიერის წინაშე, რაც არის კორუფცია და რაც არის არაფორმალური მმართველობა. ეს არის ჩვენთვის ევროპა, ადამიანის უფლებების დაცვაა ევროპა, თუ კორუფცია ისევ ისე იბატონებს და იბოგინებს ამ ქვეყანაში, როგორც დღეს არის, თუ არაფორმალური მმართველობა დარჩება ისევ ისე, როგორც დღეს არის და ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი ერთი პარტიის და ერთი კაცის დაქვემდებარებაში იქნება, ბუნებრივია ვერანაირი კანდიდა
„გვსურს, გამოვეხმაუროთ „ოცნების“ „ფერისცვალებას“, რასაც ბოლო რამდენიმე დღეა განსაკუთრებით აქტიურად ვადევნებთ თვალს, მათ შორის პირადად ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელ „ფერისცვალებას“. ბოლო დღეებში „ოცნებამ“ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ის არის პროსათავისო ძალა, არანაირი პროდასავლელი, პრორუსი, პროჩინელი, და პროქართველი ის არ არის, რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველთვის გააკეთებს ყველაფერს, ძალაუფლების შესანარჩუნებლად.
ჩვენს მოქალაქეებს შევახსენებთ, რომ 2020 წელს გიორგი გახარიას სამთავრობო პროგრამას ერქვა „
უკრაინა, რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვითი ომისთვის ახალი ჯარისკაცების ძიებაში, აპირებს მომავალ წელს საზღვარგარეთ მცხოვრები უკრაინელი მამაკაცები სამხედრო სამსახურში გამოიძახოს, - ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა Bild-თან, Welt TV-სთან და Politico-თან ინტერვიუში განაცხადა.
მინისტრის განმარტებით, გერმანიასა და სხვა ქვეყნებში მცხოვრები 25-დან 60 წლამდე უკრაინელებს მოუწევთ უკრაინის შეიარაღებული ძალების გამწვევ პუნქტებში გამოცხადდნენ და მათ, ვინც თავს აარიდებს, სანქციები დაემ
სააკაშვილი არ უნდა იყოს პრივილეგირებულ მდგომარეობაში სხვა პატიმრებთან მიმართებით. ჩვენ ვხედავთ პრეზიდენტს, რომელმაც საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობა ნებით დათმო, სასამართლო სხდომიდან ატარებს საარჩევნო კამპანიას. პატიმარი რას გვიპასუხებს, ჩვენ სააკაშვილთან არ გვაქვს კითხვები, ხელისუფლებასთან გვაქვს კითხვები და ხელისუფლებამ უნდა გაქვცეს პასუხი, რატომ არის პრივილეგირებული სააკაშვილი?
დღეს უმნიშვნელოვანესი ამოცანა გვაქვს, “ნაც.მოძრაობას” და მიხეილ სააკაშვილს გვერდით უნდა მივუ
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას სჭირდება საჰაერო თავდაცვის გაძლიერება, რათა რუსეთს ჩამოართვას ცის კონტროლის უნარი და უზრუნველყოს, რომ მტერმა დაკარგოს ძალა ბრძოლის ველზე.
შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა შვედეთის ყოველწლიური ეროვნული კონფერენციის „საზოგადოება და თავდაცვა“ მონაწილეებთან ონლაინ საუბრისას გააკეთა.
კერძოდ, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინას ფრონტზე სჭირდება საჰაერო თავდაცვის სისტემები, რათა მტერს ჩამოართვას ცის კონტროლი და საჰაერო დარ
ქართველი მწერლები, მთარგმნელები და გამომცემლები აკაკი ჩიქობავას და გიორგი ხასაიას მხარდასაჭერად წერილს აქვეყნებენ:
„ბოლო პერიოდში გახშირდა სესხების გამო ოჯახების გამოსახლება უტიფარი და ბრუტალური მეთოდებით. არავინ უარყოფს, რომ აღებული კრედიტი უნდა გადაიხადო, თუმცა ისეთ დაუცველ სახელმწიფოში, როგორიც ჩვენი ქვეყანაა, სადაც ხარისხიანი ჯანდაცვა, განათლება, ცხოვრების პირობები და ა.შ. ფაქტობრივად არ არსებობს, ხშირად გვჭირდება ფინანსური რესურსების მოძიება. შექმნილი ვითარება არაკეთილსინდისიერმა გამსე
საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ქსელი, რომელიც ამ სფეროში მომუშავე 60-მდე ორგანიზაციას აერთიანებს, განცხადებას ავრცელებს და „ილო ბეროშვილის ღამის შოუს“ მოუწოდებს, შოუში გასული ვიდეოს გამო ბოდიში მოიხადოს შშმ პირთა წინაშე.
საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ქსელის ამ განცხადებას „მთავარი არხი” გამოეხმაურა, ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ ხუმრობა უკვე წაშლილია ვებ და სოციალური მედიის გვერდებიდან.
მამაკაცს, რომელმაც ყოფილი მეუღლე თოკით მოახრჩო, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით გვამი ავტომანქანის საბარგულში მოათავსა, გლდანის რაიონის ტერიტორიაზე გადაიტანა და ხევში გადააგდო, სასამართლომ 18 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
„თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყოფილი მეუღლის დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე გამ