Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    872.964

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

„შინაარსისგან გამოფიტული" - საკონსტიტუციოს 3 მოსამართლე გადაწყვეტილებას აფასებს

საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. დასკვნას ერთვის სამი მოსამართლის – გიორგი კვერენჩხილაძეს, ირინე იმერლიშვილს და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი. „საქართველოს პრეზიდენტმა 2023 წლის 31 აგვისტოს, 1-ელ და 6 სექტემბერს საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების დროს, საგარეო ურთიერთობათა სფეროში წარმომადგენლობითი უფლებამოსილება განახორციელა საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, რითაც დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის, 1-ელ პუნქტის, „ა“

ლილუაშვილს, ბურჭულაძეს და დარჩიაშვილს მიმდინარე კვირაში პარლამენტში მოუსმენენ

მიმდინარე კვირაში პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის ანგარიშს მოუსმენენ. ამის შესახებ უმრავლესობის სხდომის შემდეგ, „ქართული ოცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი ინფორმაციით, ამავე კვირაში დეპუტატები მოისმენენ სახალხო დამცველის ანგარიშსაც. ასევე, დეპუტატების წინაშე „მინისტრის საათის” ფორმატში წარდგება თავდაცვის მინისტრი – ჯუანშერ ბურჭულაძე, ინტერპელაციის ფარგლებში კი საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს მოუსმ

გეგუთის მე-2 სკოლის მოსწავლე ფანჯრიდან გადმოვარდა და დაზიანებები მიიღო

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ გეგუთში მეორე საჯარო სკოლის მოსწავლე ფანჯრიდან გადახტა. მან ვარდნის შედეგად მიიღო დაზიანებები, ის კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც სკოლის დირექტორი „მთავარ არხს” ეუბნება, მოსწავლემ გაკვეთილის დასრულების შემდეგ სახლში წასვლა ფანჯრიდან გადახტომით გადაწყვიტა. მომხდარის შემდეგ სკოლაში გამოიძახეს პოლიცია, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს. publika

წარსულში გაუპატიურების მსხვერპლი 14 წლის ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს

ხაშურში გარდაცვლილი იპოვეს 14 წლის ბავშვი, რომელიც წარსულში გაუპატიურების მსხვერპლი იყო. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ეს სტანდარტულია მუხლია, რითიც შსს გამოძიებას იწყებს, როდესაც ადამიანს გარდაცვლილს პოულობენ. გარდაცვლილია გოგონა, რომლის გაუპატიურების ბრალდებით 2 წლის წინ ბაბუა დააკავეს. 2022 წლის 12 სექტემბერს შვილიშვილის გაუპატიურებაში ბრალდებულ 60 წლის ბაბუას ხაშურის რაიონულმა სასამართლომ 16 წლ

პრეზიდენტი ბიძინა ივანიშვილზე - ის ოლიგარქია, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა - ის მათ რიგებშია, ვინც ვერ წარმოიდგენს, რომ რუსეთი დამარცხდება, ამიტომაც ცდილობს წინასწარ მოერგოს რუსეთის გამარჯვებას

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია. როგორც ზურაბიშვილმა, le monde-სთან ინტერვიუში განაცხადა, ივანიშვილი მათ რიგებშია, „ვინც ვერ წარმოიდგენს, რომ რუსეთი დამარცხდება“. „ის ოლიგარქია, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა. ასე რომ, მენტალიტეტზე გავლენას ახდენს ის, რაც მან წარსულში გამოცადა. დღეს მსოფლიო ორად იყოფა. ის მათ რიგებშია, ვინც ვერ წარმოიდგენს, რომ რუსეთი დამარცხდება, ამიტომაც ცდილობს წინასწარ მოერგოს რუსეთის გამარჯვებას, რომელიც შესაძ

სალომე ზურაბიშვილი - მუქარა მუდმივად არის - შესაძლოა, სხვა რამ იპოვონ, მაგრამ მოგზაურობას არ შევწყვეტ

მუქარა მუდმივად არის - შესაძლოა, სხვა რამ იპოვონ, მაგრამ კითხვაც არ უნდა იმას, რომ მე არ შევწყვეტ მოგზაურობას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Le Monde-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, შეუძლია თუ არა თავისუფლად მოგზაურობა მას შემდეგ, რაც მისი იმპიჩმენტის მცდელობა მარცხით დასრულდა. ზურაბიშვილის თქმით, აღნიშნული საქმე დღეს დახურულია. „მე საკონსტიტუციო სასამართლოში შევეწინააღმდეგე ამ ბრალდებას, მიუხედავად იმისა, რომ თავად ის სხვა ინსტ

მიხეილ დაუშვილის განცხადებით, პარტია „საქართველოსთვის“ იმპიჩმენტის განხილვის პროცესზე დარბაზში ყოფნა-არ ყოფნის თაობაზე პრეზიდენტის მოწოდებას გაითვალისწინებს

პარტია “საქართველოსთვის” დეპუტატის მიხეილ დაუშვილის განცხადებით, იმპიჩმენტის განხილვის პროცესზე დარბაზში ყოფნა-არ ყოფნის თაობაზე პრეზიდენტის მოწოდებას გაითვალისწინებენ. ამასთან, როგორც დაუშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მიაჩნდათ და მიაჩნიათ, რომ იმპიჩმენტის კენჭისყრისას წითელ ღილაკზე ხელის დაჭერით პოზიციის გამოხატვა სწორია. “მიგვაჩნდა და მიგვაჩნია, რომ სწორი ნაბიჯი იქნებოდა დარბაზში შესვლა და წითელ ღილაკზე თითის დაჭერით პოზიციის გამოხატვა. რაც შეეხება გუშინდელ თხოვნას თუ მოწოდებას, ამას

ირაკლი კობახიძე - „კოჭლი იხვი“ ამერიკული ტერმინოლოგიაა, პრეზიდენტის უფლებამოსილების ბოლო წელს „კოჭლ იხვს“ უწოდებენ, ეს უზრდელობა არაა - პრეზიდენტი უზრდელობს დეპუტატების მიმართ, 70 წლის ქალია და უზრდელობს

სალომე ზურაბიშვილმა იცის, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ მხარს არ დაუჭერს მის იმპიჩმენტს, მაგრამ ინდივიდუალური დეპუტატების მიმართ ნდობა არ აქვს და ამის გამო მოუწოდა კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, რომ სხდომათა დარბაზში არ შემოვიდნენ, მეორე მხრივ კი არის ე.წ. კარწინკის ინტერესი, რომ საწყალი სალომე ზურაბიშვილი მარტო იჯდეს სხდომათა დარბაზში და ოპოზიცია არ უმაგრებდეს ზურგს - პრეზიდენტი უზრდელობს პარლამენტის წევრების მიმართ,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ბექა ლილუაშვილი - სად გაქრა ღარიბაშვილის ეკონომიკური სასწაული? ღარიბი ქვეყნის მდიდარი პრემიერ-მინისტრის თვითქებაი საკვირველი სად წავიდა? ჩიტმა წაიღო? (ვიდეო)

“სად გაქრა ღარიბაშვილის ეკონომიკური სასწაული? ღარიბი ქვეყნის მდიდარი პრემიერ-მინისტრის თვითქებაი საკვირველი სად წავიდა? ჩიტმა წაიღო? იცით რატომ ვკითხულობ ამას? იმიტომ, რომ ბოლო პერიოდში აღტაცებული ლაქლაქით, რომ საუბრობთ და ქვეყანაში გასაოცარ ეკონომიკურ ზრდაზე, ჩაიფუშა ეგ ნარატივი! აგერ საერთაშორისო სავალუტო ფონფის შეფასება ვნახეთ, რომლის მიხედვითაც სომხეთის მაჩვენებლები ქვეყნის, რომელმაც ომი გამოიარა, უსწრებს საქართვრლოს ეკონომიკურ მაჩვენებლებს.”  ბექა ლილუაშვილი, საპარ

შალვა კერესელიძე - ოკუპანტი რუსეთის გადაწყვეტილება, ოკუპირებულ ოჩამჩირეში სამხედრო ფლოტის განთავსების შესახებ, საქართველოსთვის გახლავთ მაღალი საფრთხის შემცველი გადაწყვეტილება (ვიდეო)

“ოკუპანტი რუსეთის გადაწყვეტილება, ოკუპირებულ ოჩამჩირეში სამხედრო ფლოტის განთავსების შესახებ, საქართველოსთვის ეს გახლავთ მაღალი საფრთხის შემცველი გადაწყვეტილება. იმდენი ილაპარაკეთ და იტრაბახეთ ომი გინდათ და მეორე ფრონტის თემებზე, რომ თქვენი ვითომდა პრაგმატული პოლიტიკით მეორე ფრონტის გახსნის საკითხი მართლა რისკისქვეშ დააყენეთ. რეალურად კი, ოჩამჩირეში სამხედრო ხომალდების განთავსება ნიშნავს საქართველოს ტერიტორიაზე მეორე ფრონტის გახსნას და ხელისუფლების არაპრაგმატულ პოლიტიკას. ქვეყნის ბედ-იღბ

მიშა დაუშვილი - ნიშანდობლივია, რომ “ნაცები” უკვე “იმედის” ეთერიდან გვესაუბრებიან (ვიდეო)

ნიშანდობლივია, რომ “ნაცები” უკვე “იმედის” ეთერიდან გვესაუბრებიან.  ეს ის “ნაცებია”, რომლებმაც სასამართლო სისტემა გაუძლიერეს “ოცნებას”. მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  393383265_161497143641831_8447871072087648282_n.mp4

ბერდია სიჭინავა - ნახევარი საათის წინ, “ოცნებამ” პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2 არამოსამართლე წევრი აირჩია! “ოცნებას” არ ჰქონდათ საკმარისი ხმები, საინტერესოა, რომელი გაიყიდა ამჯერად

"ნახევარი საათის წინ, “ოცნებამ” პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2 არამოსამართლე წევრი აირჩია! “ოცნებას” არ ჰქონდათ საკმარისი ხმები, საინტერესოა, რომელი გაიყიდა ამჯერად. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არჩეული ერთ-ერთი წევრი საკონსტიტიციო სასამართლოს მოსამართლის ხვიჩა კიკილაშვილის შვილია, რომელმაც გუშინ საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევა დაუდგინა!" ბერდია სიჭინავა, პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი.  Facebook: https://www.facebook.com/ber

ბექა ლილუაშვილი - ჩვენ პატივს ვცემთ პრეზიდენტის ინსტიტუტს და ვითვალისწინებთ რა პრეზიდენტის თხოვნას, ჩვენი გუნდი ხვალ სესიაზე არ შევა - კენჭისყრის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს (ვიდეო)

„ოცნებამ“ თვითონაც დაადასტურა, რომ მათ ყველანაირი მცდელობა ექნებათ იმისა, რომ იმპიჩმენტის პროცესი გაიყვანონ ბოლოში, აქედან გამომდინარე ჩვენ მიგვაჩნია და ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ სწორი სახელმწიფოებრივი პოზიცია არის დარბაზში შესვლა და წითელ ღილაკზე ხელის დაჭერა, როდესაც საქმე ეხება იმპიჩმენტის საკითხს, მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ პატივს ვცემთ პრეზიდენტის ინსტიტუტს და ვითვალისწინებთ რა პრეზიდენტის თხოვნას, ჩვენი გუნდი ხვალ სესიაზე არ შევა და კენჭისყრის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს."

ოლაფ შოლცი ისრაელში ჩავიდა

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ისრაელში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ისრაელში შოლცი პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან, პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგთან და სხვა ოფიციალურ პირებთან შეხვედრების გამართვას გეგმავს. აეროპორტში შოლცს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ელი კოენი დახვდა, რომელიც მიესალმა “ამ მნიშვნელოვან ვიზიტს, რომელიც ადასტურებს, რომ გერმანია ისრაელის სახელმწიფოსთან გვერდში დგას და მისი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის მის ძალისხმევ

ვიოლა ფონ კრამონი - პრეზიდენტი ზურაბიშვილი აახლოებს ქვეყანას ევროკავშირთან, ამ ძალისხმევისთვის ისჯება ოლიგარქისა და მისი ჩინოვნიკების მიერ - ჩვენ არ შეგვიძლია და არ დავტოვებთ საქართველოს 80%-ზე მეტს მარტო ჩრდილოვანი რეჟიმის პირისპირ

არ შეგვიძლია პროევროპელი ქართველების 80% მარტოდ მივატოვოთ მიტაცებულ რეჟიმთან ბრძოლაში, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. “საქართველოს კონსტიტუციის პატივისცემის მიუხედავად, პრეზიდენტი ზურაბიშვილი პრორუსული მთავრობის მიერ განხორციელებული იმპიჩმენტის პროცედურის წინაშე დგას. არ შეგვიძლია პროევროპელი ქართველების 80% მარტოდ მივატოვოთ მიტაცებულ რეჟიმთან ბრძოლაში. საქართველოს მომავალი ევროკავშირში რჩება”, - წერს ფონ კრამონი. მისივე თქმით, საქ

არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტმა ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ყოფილ გენერალურ პროკურორს, აშშ-ის მიერ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაციას „იმედინიუსი“ ავრცელებს. ჯერჯერობით ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას. შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 14 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ-ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისი

თელ-ავივის აეროპორტზე საჰაერო თავდასხმის გამო ოლაფ შოლცი თავშესაფარში გადაიყვანეს

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცოს თვითმფრინავის აფრენამდე რამდენიმე წუთით ადრე, თელ-ავივის ბენ-გურიონის აეროპორტი საჰაერო თავდასხმის სამიზნე გახდა. გერმანული გამოცემა “დოიჩე ველეს” ინფორმაციით, თავდასხმის დაწყებისას შოლცი უკვე თვითმფრინავის ბორტზე იყო, თუმცა მალევე გადაიყვანეს ახლომდებარე შენობის თავშესაფარში. შემთხვევის ადგილიდან კადრებს გერმანელი ჟურნალისტი ავრცელებს.   “დოიჩე ველეს” ინფორმაციით, გერმანული დელეგაცია თავდასხმისგან ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემამ, ე.წ. “

ნეთანიაჰუ: ღაზაში, საავადმყოფოს ბარბაროსი ტერორისტები დაესხნენ თავს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ღაზის საავადმყოფოზე თავდასხმაში “ჰამასს” ადანაშაულებს. “მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს: ღაზაში საავადმყოფოს ბარბაროსი ტერორისტები დაესხნენ თავს და არა ისრაელის თავდაცვის ძალები. ისინი, ვინც სასტიკად მოკლა ჩვენი შვილები, კლავენ საკუთარ შვილებსაც”, – წერს ნეთანიაჰუ.   ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელის თავდაცვის ძალების ოპერატიული ინფორმაციით, რაკეტა, რომელიც საავადმყოფოს მოხვდა, ღაზიდან ისროლეს. რამდენიმე საათის წინ ღაზაში, საავადმ

ქვეყნისთვის გადამწყვეტ მიმენტში ერთიანობა უნდა სჭარბობდეს – საფრანგეთის საგარეო იმპიჩმენტზე

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გამოეხმაურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შესაძლო იმპიჩმენტის საკითხს. უწყების განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ქვეყნის მომავლისთვის ასეთ გადამწყვეტ მომენტში საქართველოს მთავრობისგან მეტ პასუხისმგებლობასა და რეფორმების მზაობას ელიან. “ქვეყნის მომავლისთვის გადამწყვეტ მომენტში ევროპული ღირებულებების ირგვლივ ერთიანობა უნდა სჭარბობდეს. საფრანგეთი ელის, რომ საქართველოს მთავრობა გამოიჩენს პასუხისმგებლობას და ძალისხმევას მიმართავს დემოკრატიისა და კანონის უზენაეს

პრეზიდენტმა ე.წ. კარვების კანონს ვეტო დაადო

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო “შეკრებისა და მანიფესტაციებს შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც მკაცრდებოდა აქციებზე დროებითი კონსტრუქციების მოწყობის წესი. “საქართველოს პრეზიდენტმა, პარლამენტში იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებამდე, ხელი მოაწერა ოთარ ფარცხალაძისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეუწყვეტის ბრძანებულებას და ვეტო დაადო “შეკრებებისა და მენიფესტაციების შესახებ” კანონში შეტანილ ცვლილებებს, როგორც კიდევ ერთ ანტიევროპულ კანონს”, – ვკითხულობთ პრეზიდენტის ადმი

პარლამენტი დღეიდან პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესს იწყებს

პარლამენტი დღეიდან პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესს იწყებს. როგორც გუშინდელ პლენარულ სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, საკითხზე მუშაობა 12:00 საათიდან დაიწყება. "კომუნიკაცია მქონდა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, ქალბატონმა პრეზიდენტმა დაადასტურა მისი მონაწილეობა, ასე რომ, ჩვენ, 12:00 საათზე დავიწყებთ საკითხის განხილვას იმპიჩმენტთან დაკავშირებით", - განაცხადა პაპუაშვილმა. საქართველოს პრეზიდენტის - სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენებ

ჯო ბაიდენი ისრაელში გაემგზავრა, იორდანიაში მისი ვიზიტი აღარ შედგება

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ისრაელში გაემგზავრა, ის იორდანიაში აღარ ჩავა, რადგან ქვეყნის ხელისუფლებამ მეფე აბდულა II-სთან, ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ-ფატაჰ ელ-სისისთან და პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასთან მისი შეხვედრა გააუქმა. იორდანიამ სამიტის გაუქმების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პალესტინის ლიდერმა, მაჰმუდ აბასმა ღაზას სექტორში საავადმყოფოს აფეთქების შემდეგ, პროტესტის ნიშნად, შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ ჯო ბაიდენი იორდანიის დედაქ

პარლამენტის სასახლეში 18 ოქტომბერს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს და ვიზიტორებს შესვლა ეზღუდებათ

საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს. 18 ოქტომბერს, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვის დღეს, საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. „მიმდინარე წლის 18 ოქტომბერს „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, საქართველოს

გიგა ფარულავა - რატომ არის ოჩამჩირეში რუსული ფლოტის განთავსება საგანგაშო?! (ვიდეო)

რატომ არის ოჩამჩირეში რუსული ფლოტის განთავსება საგანგაშო?!… გიგა ფარულავა, ზუგდიდი - პოლიტიკური გაერთიანება "საქართველოსთვის" 393487088_349354310800126_7589740491328903681_n.mp4

პრეზიდენტის ადმინისტრაცია - ვაპროტესტებთ, რომ პარლამენტი საიმპიჩმენტო სხდომას წარმართავს როგორც ჩვეულებრივ, რიგით სამუშაო ფორმატს - პარლამენტმა უარი განაცხადა, მოეწვია დიპლომატიური კორპუსი და პრეზიდენტის წარმომადგენლები

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია აპროტესტებს იმ ფაქტს, რომ პარლამენტი პრეზიდენტის საიმპიჩმენტო სხდომას რიგით ფორმატში წარმართავს და მოთხოვნის მიუხედავად პარლამენტმა უარი განაცხადა, მიეწვია საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენლები. „პრეზიდენტის ადმინისტრაცია აპროტესტებს იმ ფაქტს, რომ პარლამენტი პრეზიდენტის საიმპიჩმენტო სხდომას და ასეთ მნიშვნელოვან პროცესს განიხილავს და წარმართავს როგორც „ჩვეულებრივ, რიგით სამუშაო ფორმატს“
×
×
  • შექმენი...