Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    12.116
  • comments
    0
  • views
    692.486

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ტამბოვის ოლქში დენთის ქარხანაში აფეთქებას ოთხი ადამიანი შეეწირა

რუსეთში, ტამბოვის ოლქის ქალაქ კოტოვსკში, დენთის ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას სააგენტოები ავრცელებენ საგანგებო სამსახურებზე დაყრდნობით. ბოლო მონაცემებით, დაშავებულია 12 ადამიანი. გამოცემა „ბაზაც“ ოთხ დაღუპულზე იტყობინება. მისი ინფორმაციით, აფეთქება მე-3 საამქროში მოხდა მოსკოვის დროით დაახლოებით 14:00 საათზე. აფეთქების შემდეგ შენობაში გაჩნდა ხანძარი, რომელიც, როგორც იტყობინებიან, სწრაფად ჩააქრეს. აფეთქების გამომწვევი მიზეზის შესახებ ინფორმაცია ჯ

მაღაროელებმა თბილისში, „ჯორჯიან მანგანეზის" სათავო ოფისამდე მსვლელობა მოაწყვეს

ჭიათურიდან ჩამოსული მაღაროელები მეორე დღეა, თბილისში აქციას მართავენ. მათ 20 ივნისს პარლამენტის შენობიდან „ჯორჯიან მანგანეზის" სათავო ოფისამდე მსვლელობა მოაწყვეს. გაფიცული მაღაროელები კვლავ პარლამენტთან გეგმავენ დაბრუნებას. ისინი მოქალაქეებს 18:00 საათიდან რუსთაველის გამზირზე შეკრებისკენ მოუწოდებენ. „ყველას, ვისაც მძიმე და უსამართლო შრომით პირობებზე გული შესტკივა, შემოგვიერთდით", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. მაღაროელებმა ძირითადი მოთხოვნა, რომელიც ხელფასის 40%-ით ზრდას ითვალ

გვარამია: შემდეგი გაჩერება — სტრასბურგი!

„მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია პირად „ფეისბუკ“ გვერდზე განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ დავას სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გააგრძელებს: „შემდეგი გაჩერება – სტრასბურგი! რამდენი დროც არ უნდა დამჭირდეს, რა ძალისხმევადაც არ უნდა დამიჯდეს, ჩემს სიმართლეს მაინც დავამტკიცებ. ჯერ – ჩემს სიმართლეს, შემდეგ – სხვების დანაშაულს!“ — აცხადებს ნიკა გვარამია. „მთავარი არხის“ დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სარჩელი უზენაესმა სასამართლომ დაუშ

18-მეტრიან 160 ავტობუსში მერია 89 მლნ ევროს გადაიხდის – ტენდერი „თეგეტა მოტორსმა“ მოიგო

თბილისის მერია გეგმავს, რომ ქალაქში ახალი 18-მეტრიანი 160 ავტობუსი შემოიყვანოს. ამისთვის, უწყებამ კონსოლიდირებული ტენდერი გამოაცხადა, რომელიც „თეგეტა მოტორსმა“ მოიგო. ხელშეკრულების თანახმად, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების საიტზე გამოქვეყნდა, ერთი ავტობუსის ღირებულება, ავტობუსის ფლობის ფასის ჩათვლით,  1 618 759 ლარია. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება 89 მილიონ ევროს აღემატება. ხელშეკრულების თანახმად, „თეგეტა მოტორსი“ ვალდებულია, რომ 2024 წლის 1 აპრილამდე ეტაპობრივად 50 ერთეული ავტობუსი შ

ოკეანეში დაიკარგა წყალქვეშა ნავი, რომელსაც ტურისტები ჩაძირულ „ტიტანიკთან“ მიჰყავდა

უკვე მეორე დღეა, რაც მაშველები ეძებენ ტურისტულ წყალქვეშა ნავს, რომელსაც ვიზიტორები ჩაძირულ „ტიტანიკთან“ მიჰყავდა. ნავი კომპანია „ოუშენ გეითს“ ეკუთვნის. სხვადასხვა საერთაშორისო მედიის ცნობით, ხომალდთან კონტაქტი მისი გაშვებიდან 1 საათსა და 45 წუთში გაწყდა. აშშ-ის სანაპირო პოლიციის ცნობით, წყალქვეშა ნავზე ცხოვრებისთვის აუცილებელი რესურსი, მათ შორის, ჟანგბადი არის, თუმცა  დაახლოებით 70-96 საათისთვის არის საკმარისი. BBC-ის თანახმად, არსებული ცნობით, გემზე ამჟამად 5 ადამინი იმყოფება, მ

სახელმწიფოს 20-21 ივნისს აქციაზე დაზარალებულისთვის სიცოცხლის ბოლომდე ყოველთვიური სარჩოს გადახდა დაევალა

სახელმწიფოს 2019 წლის 20-21 ივნისის აქციის დარბევსიას დაზარალებული პირისთვის სიცოცხლის ბოლომდე ყოველთვიური სარჩოს გადახდა დაეკისრა. ამის შესახებ ინფორმაციას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს. საიას ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ თითქმის 2.5-წლიანი განხილვის შემდეგ მიიღო, რომლითაც მათი სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. საიას ინფორმაციით, მოპასუხეს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისრა დაზარელებულისთვის მორალური ზიანის ანაზღაურება 30

Edison Research: 90% ემხრობა ევროკავშირში გაწევრიანებას, 85% — ნატოში

Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 90% — ევროკავშირში, 85% კი ნატოში გაწევრიანებას ემხრობა. ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მოწინააღმდეგეთა რაოდენობა, შესაბამისად, 10 და 15 პროცენტია. გამოკითხულთა 78% ამბობს, რომ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოება უკეთ იქნება უზრუნველყოფილი მჭიდრო ურთიერთობებით დასავლეთთან, 13%-ის აზრით — რუსეთთან, ხოლო 9% ფიქრობს რომ არცერთთან. 84%-ის აზრით, რუსეთის აგრესიული რეაქცია საქართველოს ევროკავშირსა დ

ევროკომისია რეფორმების კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ზეპირ ანგარიშს 22 ივნისს წარადგენს

ევროკომისია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიერ რეფორმების კუთხით მიღწეულ პროგრესთან დაკავშირებით ზეპირ ანგარიშს 22 ივნისს წარადგენს, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრესრელიზშია აღნიშნული. ევროპულ საბჭოში აცხადებენ, რომ ანგარიშის წარდგენა 22 ივნისს ევროკავშირის გენერალურ საქმეთა საბჭოზე მოხდება. ცნობილია, რომ საქართველოს მიერ წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად ევროკავშირის მიერ გაცემული 12 პრიორიტეტის შესრულებასთან დაკავშირებულ ოფიციალურ ანგარიშს ევროკომისია ოქტომბერში წარად

ლევან იოსელიანი - მოვუწოდებ სამართალდამცავებს, ლევან ბერძენიშვილზე თავდასხმის ფაქტზე მოახდინონ მყისიერი და ეფექტიანი რეაგირება - თუ სოციალურ ქსელებში არსებულ აგრესიას ცხოვრებაში გადმოვიტანთ, მივიღებთ სამოქალაქო დაპირისპირებას

ვრცელდება ინფორმაცია ლევან ბერძენიშვილზე თავდასხმის შესახებ, რაც ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. მოვუწოდებ სამართალდამცავებს, მოახდინონ მყისიერი და ეფექტიანი რეაგირება, - ამის შესახებ სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, დემოკრატია გულისხმობს იმ ადამიანების ერთობლივ მშვიდობიან თანაცხოვრებას, ვისაც განსხვავებული აზრები გააჩნიათ. „ვრცელდება ინფორმაცია ლევან ბერძენიშვილზე თავდასხმის შესახებ, რაც ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. დემოკრატია გულისხმობს იმ ად

ბექა ლილუაშვილი - ეს ხელისუფლება უკიდურესად საშიში გახდა... ტერორისტულ რუსეთს, დღეს აქვს ორჯერ უფრო მეტი გავლენა ჩვენს ეკონომიკაზე, ვიდრე 2 წლის წინ ჰქონდა

ტერორისტულ რუსეთს, დღეს აქვს ორჯერ უფრო მეტი გავლენა ჩვენს ეკონომიკაზე, ვიდრე 2 წლის წინ ჰქონდა - ორიოდ  დღის წინ გამოქვეყნდა საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს თუ რამდენად დამოკიდებული ხდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა რუსეთზე, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი ბექა ლილუაშვილი წერს. მისივე განცხადებით, ეს ხელისუფლება უკიდურესად საშიში გახდა, როგორც სახელმწიფოებრიობისთვის, ასევე ხალხის კეთილდღეობისთვისაც.    "როგორც

რუსული მედია - რუსეთში ღვინის შემომტან ქვეყნებს შორის საქართველოს პირველი ადგილი უკავია

2023 წლის გასული 5 თვის მდგომარეობით, რუსეთში წყნარი ღვინოების მიწოდების კუთხით საქართველო ლიდერობს. ამ მაჩვენებელში საქართველომ იტალიას გაუსწრო. ინფორმაციას ამის შესახებ, რუსეთის საბაჟო ორგანოებზე დაყრდნობით, რუსული გამოცემა „კომერსანტი“ ავრცელებს. რუსეთში ქართული ღვინის იმპორტი 63%-ით გაიზარდა და 24 მილიონ ლიტრს გადააჭარბა. ამავე დროს რუსეთში იტალიური ღვინის 23,4 მილიონი ლიტრი შემოიტანეს - მიწოდება 31%-ით არის გაზრდილი. გაზრდილია იმპორტი სხვა ქვეყნებიდანაც - ესპანეთი, საფრანგეთი და პ

ანა მალიარი - მტერი ადვილად არ დანებდება, ბრძოლა ძალიან მძიმე იქნება

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, რუსული ძალები უკრაინელებს მნიშვნელოვან წინააღმდეგობას უწევენ, რის გამოც, მათ მძიმე ბრძოლა ელით. „უნდა გვესმოდეს, რომ მტერი ადვილად არ დანებდება. უნდა განვეწყოთ იმისთვის, რომ ეს იქნება ძალიან მძიმე ბრძოლა. რეალურად, ეს არის ის, რაც ახლა ხდება“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ. მისივე თქმით, უკრაინელ სამხედროებს უჭირთ სამხრეთით წინსვლა მტრის წინააღმდეგობისა და ნაღმების გამო. ამავე დროს, ანა მალიარმა ხაზი გაუსვა, რო

ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, ილია ჭავჭავაძის გამზირზე თავს დაესხნენ

ილია ჭავჭავაძის გამზირზე ლევან ბერძენიშვილს თავს დაესხნენ. როგორც ბერძენიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ქუჩაში გავიდა. მისივე თქმით, თავს ახალგაზრდა მამაკაცი დაესხა, რომელმაც მიმართა სიტყვით „მოღალატე“ და კვერცხი ესროლა. „ილიას უნივერსიტეტიდან გამოვედი, ლექციიდან, მივდიოდი მანქანისკენ. ქუჩაში შემხვდა მოქალაქე, დაახლოებით, „პიქსელის“ შენობასთან. მან დაიწყო ჩემი მისამართით - „მოღალატე“, „ერეკლე“, შენი დედა და ა.შ. როგ

ნათია მეზვრიშვილი - რაც უფრო დიდი ხანი იქნება "ოცნება" ხელისუფლებაში, მით უფრო საშიში გახდება ქალაქში ცხოვრება, ადამიანებს შორის ისეთ დონეზე აღვივებენ შუღლს

რაც უფრო დიდი ხანი იქნება ოცნება ხელისუფლებაში, მით უფრო საშიში გახდება ქალაქში ცხოვრება, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი წერს. მისი განცხადებით,  ხელისუფლება ორგანიზებულ ძალადობრივ დაჯგუფებად არის გადაქცეული. "ერთადერთი მორალური უპირატესობა ჰქონდათ 2011-2012 წლების ნაცმოძრაობისგან და ისიც წაშალეს, უფრო მეტიც, გაცილებით საშიშები არიან ადამიანებს შორის ისეთ დონეზე აღვივებენ შუღლს.", - წერს

უკრაინის გენშტაბი - რუსებმა ომში, ბოლო 24 საათში, 1 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგეს

უკრაინელმა ჯარისკაცებმა, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, 1 010 რუსი ჯარისკაცის ლიკვიდაცია განახორციელეს და რუსული ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგებმა უკრაინაში 221 460-ს მიაღწია, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება. ამასთან, უწყების ცნობით, უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსების საერთო დანაკარგები მოიცავს: 3 997 ტანკს, 7 750 ჯავშანმანქანას, 3 888 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 314 საბრძოლო თვითმფრინავს და 306 ვერტმფრენს, 6 645 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 18 გემს/ნავს,

უკრაინის გენშტაბი - რუსების მიერ წუხანდელი თავდასხმის დროს გაშვებული Shahed-ის 30 დრონიდან 28 განადგურებულია

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 20 ივნისს ღამით რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის 30 დრონიდან 28 გაანადგურეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება. „ღამით, რუსმა ტერორისტებმა უკრაინაზე კიდევ ერთი მასიური სარაკეტო და საჰაერო დარტყმა განახორციელეს. წინასწარი მონაცემებით, მტრის მიერ გაშვებული Shahed-ის 30 დრონიდან 28 განადგურებულია“, - აცხადებენ გენშტაბში. ასევე, მათივე ინფორმაციით, ზაპოროჟიესა და მის შემოგარენში რუსულმა ძალებმა S-300 ტიპის 7 რაკეტა გამო

პარტიამ “საქართველოსთვის” ქალთა ორგანიზაცია დააფუძნა (ფოტოები)

პარტიამ “საქართველოსთვის” ქალთა ორგანიზაცია დააფუძნა, - ამის შესახებ პარტიის ოფიციალურ "ფეისბუქ" გვერდზე ვკითხულობთ. განცხადებას planeta.ge უცვლელად გთავაზობთ:   ქალთა გაძლიერების პლატფორმის ინიციატივითა და პარტია “საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით პარტიის ქალთა ორგანიზაცია დაფუძნდა. ქალთა ორგანიზაცია 2022 წლიდან პლატფორმის სტატუსით იყო წარმორდგენილი, რომელმაც ქვეყნის 7 რეგიონში ქალთა საჭიროებების კვლევა განახორციელა. ქალთა ორგანიზაციის შექმნ

ანა ბუჩუკური - გვყავს ხელისუფლება, რომელიც უარს აცხადებს რეკომენდაციების შესრულებაზე, აძლიერებს გირგვლიანის სანქცირებულ მოსამართლეს, იქვემდებარებს ცესკოს, სებ-ს - ეს ევროკომისიისგან დადებითი შეფასების მოლოდინს არ ქმნის

გვყავს ხელისუფლება, რომელიც უარს აცხადებს ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაციების შესრულებაზე, აძლიერებს გირგვლიანის სანქცირებულ მოსამართლეს, იქვემდებარებს ცესკოს, სებ-ს, ვენეციის კომისიის დასკვნის მიუხედავად, იღებს დეოლიგარქიზაციის პროექტს - ეს ევროკომისიისგან დადებითი შეფასების მოლოდინს არ ქმნის, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა და პარლამენტის  დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა ბრიუსელში და სტოკჰოლმში დაგეგმილი შეხვედრების კომენტირებისას განაცხადა, სადაც ევროკომისია ევროკავშირის ელჩებსა და ე

გიორგი გახარია - პარტია „საქართველოსთვის'' იქნება პარტია, რომელსაც 2024 წლის არჩევნებზე, საარჩევნო სიაში, ყველაზე მეტი ქალი ეყოლება წარმოდგენილი (ვიდეო)

პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია - დღეს ქალთა ორგანიზაცია დავაფუძნეთ. პარტია „საქართველოსთვის'' იქნება პარტია, რომელსაც 2024 წლის არჩევნებზე, საარჩევნო სიაში, ყველაზე მეტი ქალი ეყოლება წარმოდგენილი. 355378830_127148350399380_9178574582500596889_n.mp4

პარლამენტთან მაღაროელებმა კარვები გაშალეს - პროტესტის მონაწილეები ხვალ მსვლელობას გეგმავენ

ჭიათურის მაღაროში დასაქმებულებმა, პარლამენტის შენობის წინ კარვები გაშალეს, სადაც ღამის გათენებას აპირებენ. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი დარჩებიან პარლამენტის წინ იქამდე, მათი მოთხოვნები არ შესრულდება. მაღაროელების მთავარი მოთხოვნაა, სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, აქცია 20 ივნისს, 18:00 საათზე, განახლდება. ასევე, მაღაროელები და მათი მხარდამჭერები, 20 ივნისს,16:00 საათზე, პარლამენტის შენობიდან “ჯორჯიან მანგანეზის” ოფისამდე მსვლელობას გამარ

კულტურის სამინისტრო უხეშად ცდილობს თბილისის ღვინის მუზეუმის საქმიანობაში ჩარევას - ღვინის მუზეუმი

თბილისის ღვინის მუზეუმი ავრცელებს განცხადებას, რომლიდანაც ვიგებთ, რომ  თბილისის ისტორიის მუზეუმის დირექტორის, ნინო ჭიპაშვილის გადაწყვეტილებით, თბილისის ღვინის მუზეუმს  სამუშაო საათები უნდა შეუმცირდეს. „აღნიშნულის შესახებ მუზეუმის ხელმძღვანელობას სამუშაო კვირის ბოლო დღეს პირადად მუზეუმის დირექტორმა, ნინო ჭიპაშვილმა მოულოდნელად აცნობა. ჭიპაშვილმა გვითხრა, რომ მისი გადაწყვეტილებით, თბილისის ღვინის მუზეუმის სამუშაო საათები უნდა შემცირდეს 20:00-დან 18:00 საათამდე. ასევე, უნდა შემცირდეს სამუ

„მოლაპარაკება ჩიხში შევიდა“ - „მანგანეზი“ ხელფასის ზრდაზე მოთხოვნას ალოგიკურს უწოდებს

„ჩვენი ფინანსური ზარალი ამ მომენტისთვის ჭიათურაში 12 მლნ დოლარს შეადგენს და ამ ფონზე, მათი მხრიდან 10 მლნ დოლარის ხელფასის ზრდის მოთხოვნა არის ძალიან ალოგიკური“, – განაცხადა კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის” გენერალურმა დირექტორმა, ლაშა თუთბერიძემ პრესკონფერენციაზე. მისივე თქმით, კომპანიამ დასაქმებულებს ხელფასის 5%-იანი მატება შესთავაზა, თუმცა გაფიცულები ანაზღაურების 20%-ით გაზრდას მოითხოვენ. როგორც თუთბერიძემ აღნიშნა, კომპანია გამოთქვამს მზადყოფნას, შეიქმნას კომისია, რომელიც სხვა საკითხებ

ჰამბურგში დაგეგმილ მარტა არგერიჰის ფესტივალზე 27 ივნისს გიორგი გიგაშვილი მარტა არგერიჰთან ერთად დაუკრავს

ჰამბურგში დაგეგმილ მარტა არგერიჰის ფესტივალზე 27 ივნისს გიორგი გიგაშვილი მარტა არგერიჰთან ერთად დაუკრავს. კონსერვატორიის სახელით წარმატებებს ვუსურვებთ ქართველ მუსიკოსს და კონსერვატორიელს!, - ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ავრცელებს. 

TI: „ელექტროსისტემაში“ ზარდიაშვილსა და სასამართლო კლანთან დაკავშირებული 6 ადამიანია დასაქმებული

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ (TI) წერს, რომ მათ სახელმწიფო ელექტროსისტემაში სავარაუდო ნეპოტიზმისა და ფავორიტიზმის შემთხვევები გამოავლინეს. სავარაუდო ნეპოტიზმი „ქართული ოცნების“ ყოფილ დეპუტატს და სასამართლოს ე.წ. კლანთან დაახლოებულ ვანო ზარდიაშვილს უკავშირდება. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია წერს, ვანო ზარდიაშვილი სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დირექტორთა საბჭოს წევრი და დირექტორია იურიდიულ, გარემოს დაცვის, სოციალურ და ნებართვების საკით

16:00 საათზე ვიკრიბებით პარლამენტთან, მოვდივართ ჭიათურიდან – მაღაროელები

დღეს, 19 ივნისს 16:00 საათზე გაფიცული მაღაროელები პარლამენტთან აქციას გამართავენ. ამის შესახებ მაღაროელებმა ფეისბუკ გვერდზე დაწერეს. დღეს მათი გაფიცვის მე-15, ხოლო შიმშილობის მე-8 დღეა. „დღეს ოთხ საათზე გელოდებით პარლამენტის წინ. ვმართავთ მშვიდობიან პროტესტს, მოვდივართ ჭიათურიდან,“ – წერენ მაღაროელები.   ჭიათურაში მაღაროელები 2 კვირაა, რაც გაფიცულები არიან. მათი ნაწილი შიმშილობს. გუშინ, 18 ივნისს პროტესტის ნიშნად ერთმა მაღაროელმა თვალები ამოიკერა, ერთმა კი თვითდაზიანებე
×
×
  • შექმენი...