Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.108.686

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ჩრდილოეთ კორეა რუსეთისთვის შეიარაღების გადაცემას უარყოფს

ჩრდილოეთ კორეა რუსეთისთვის შეიარაღების გადაცემას უარყოფს. ფხენიანში აცხადებენ, რომ ქვეყანა არ არის ჩართული რუსეთთან იარაღით ვაჭრობის გარიგებაში და მოსკოვისთვის შეიარაღების გადაცემას არც სამომავლოდ გეგმავს. „ჩვენ მივიჩნევთ აშშ-ის ამგვარ ნაბიჯებს, როგორც მისი მტრული მცდელობის ნაწილს, შელახოს ჩრდილოეთ კორეის იმიჯი საერთაშორისო არენაზე“, – აღნიშნულია ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლების განცხადებაში. გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეროვნული უსაფრთხოების პრესსპიკერმა, ჯ

სანქტ-პეტერბურგში სამხედრო კომისარიატმა უწყება კრეისერ "მოსკვის" ეკიპაჟის დაღუპულ წევრს გაუგზავნა

სანქტ-პეტერბურგის ფრუნზეს რაიონის სამხედრო კომისარიატმა ჯარში გაწვევის უწყება გაუგზავნა კრეისერ „მოსკვის“ დაღუპულ მეზღვაურს და თან გამოუცხადებლობისთვის სამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ გააფრთხილა. საინტერნეტო გამოცემა „ფონტანკის“ ცნობით, ყოფილი წვევამდელი კავშირზე აღარ გასულა ამა წლის აპრილიდან, მას შემდეგ, რაც სარაკეტო კრეისერი სევასტოპოლის უბეში ჩაიძირა. ფრუნზეს რაიონის სამხედრო კომისარმა, ალექსანდრ ვორონინმა, დაღუპული მეზღვაური წვევამდელთა მობილიზაციასთან დაკავშირებული აღრიცხვისთვი

ევროპარლამენტმა დაამტკიცა გადაწყვეტილება სოხუმსა და ცხინვალში გაცემული რუსული პასპორტების არაღიარების შესახებ

ევროპარლამენტმა დაამტკიცა გადაწყვეტილება, არ აღიაროს რუსეთის მიერ გაცემული პასპორტები და სხვა სამგზავრო დოკუმენტები "უკრაინისა და საქართველოს უკანონოდ ოკუპირებულ რეგიონებში". ამის შესახებ ევროპარლამენტის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება. კერძოდ, საუბარია ვიზების გაცემის აკრძალვაზე. შესაბამის წინადადებას მხარი 531-მა დეპუტატმა დაუჭირა, 7 - წინააღმდეგი იყო, კიდევ 34-მა - თავი შეიკავა.   ევროპარლამენტი აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება არ შეეხება იმ მოქალაქეებს, რომლებიც უკრაინის კონფლიქტ

ირანში პოპულარული კინომსახიობი მითრა ჰაჯარი დააპატიმრეს

ირანში დააპატიმრეს პოპულარული კინომსახიობი მითრა ჰაჯარი, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო IRNA. მეჰდი კოჰიანმა, რომლის ჯგუფი მსახიობების დაპატიმრების შემთხვევებს უწევს მეთვალყურეობას, დაადასტურა ჰაჯარის დაპატიმრება. ჯერჯერობით არ იტყობინებიან, რატომ დააპატიმრეს მსახიობი ქალი, რომელიც ამავე დროს გარემოს დამცველი აქტივისტია. გასულ თვეში ჰაჯარი ერთ-ერთი იყო იმ მსახიობთაგან, რომლებიც პროკურატურაში დაიბარეს და დაკითხეს ინტერნეტში „პროვოკაციული“ შინაარსის კომენტარების გამოქვეყნებისთვის ქვეყა

უკრაინელებმა 10 ირანული „კამიკაძე“ დრონი ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო ძალებმა ხერსონის, მიკოლაივისა და ოდესის ოლქებში მტრის 15 „კამიკაძე“ დრონიდან 10 ჩამოაგდეს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობა "სამხრეთი" ავრცელებს. „10 დეკემბრის ღამეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის სამხრეთ ნაწილს ირანული წარმოების Shahed-136/131 „კამიკაძე“ დრონებით დაარტყეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების "სამხრეთის" საჰაერო სარდლობის ქვედანაყოფებმა ხერსონის, მიკოლაივისა და ოდესის ოლქებში მტრის 10 „კამიკაძე“ დრონი ჩამოაგდეს,“ -

არსებული ინფორმაციით, გორში მამაკაცმა ცოლი და სიდედრი მოკლა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

არსებული ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხაში 65 წელს გადაცილებულმა მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჯერ ცოლი და სიდედრი მოკლა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მეზობლების თქმით, მამაკაცი პოლიციის ყოფილი თანამშრომელი ხვთისო პეტრიაშვილია, იგი მეუღლესთან ერთად სოფელ რეხაში გორიდან საცხოვრებლად რამდენიმე წლის წინ გადავიდა. ახლობლები მომხდარის ვერსიებზე ვერ საუბრობენ. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ, მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. IPN

გელათის სარეაბილიტაციო სამუშაოებს საპატრიარქო გადაიბარებს - წულუკიანი

საქართველოს კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის ინიციატივით, გელათის მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს საპატრიარქო გადაიბარებს – ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს. მინისტრის განცხადებით, იმ ლოჯისტიკურ საშუალებებს, რაც ამ პროცესისთვის იქნება საჭირო, კულტურის სამინისტრო საპატრიარქოს უსასყიდლოდ გადასცემს. მისივე თქმით, გელათის შესახებ დისკუსიის პლატფორმა და ფორმატი იქნება საქართველოს საპატრიარქოში, მათი თაოსნობით. 14 თებერვალს საქართველოს საპატრიარქომ გელათის შესახ

შეწყვიტეთ განხილვა — ჩუგოშვილი, ხულორდავა და სხვა ყოფილი დეპუტატები

თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა, ლევან გოგიჩაიშვილი და მე-9 მოწვევის პარლამენტარების ნაწილი განცხადებას ავრცელებს რუსულ კანონზე, რომლის მიზანიც ქვეყანაში მედიისა და არასამთავრობო სექტორის შეზღუდვაა. განცხადებას გთავაზობთ უცვლელად: ხელმომწერები: თედო ჯაფარიძე – საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის წევრი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე (2012-2016 წწ.); თამარ ჩუგოშვილი – IX მოწვევის პარლამენტის წევრი, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (

ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტისა და შვედეთის პრინცესა ვიქტორიას შეხვედრა გაიმართება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შვედეთის გვირგვინოსან პრინცესას უმასპინძლებს. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი ცნობით, ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტ ზურაბიშვილისა და შვედეთის პრინცესა ვიქტორიას პირისპირ შეხვედრა დღეს გაიმართება. ვიზიტი ევროკავშირის საბჭოს შვედეთის თავმჯდომარეობის პერიოდში ხორციელდება. საქართველოს პრეზიდენტთან ერთად, გვირგვინოსანი პრინცესას საქართველოში ვიზიტის მასპინძელია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

უკრაინის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ გენშტაბი კონტრშეტევას რამდენიმე მიმართულებით გეგმავს

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი აცხადებს, რომ გენშტაბი კონტრშეტევას რამდენიმე მიმართულებით გეგმავს. მისი თქმით, ყველაფერი ამინდზეა დამოკიდებული და სამხედროები შესაბამის მომენტს ელოდებიან. მინისტრი ვარაუდობს, რომ კონტრშეტევა აპრილი-მაისში დაიწყება. ამის შესახებ რეზნიკოვმა ესტონეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში ისაუბრა. ჟურნალისტმა რეზნიკოვს ჰკითხა, როდის ნახავენ „ლეოპარდის“ ტიპის გერმანულ ტანკებს ფრონტზე. „თქვენ ნახავთ მათ კონტრშეტევაში, ჩვენი გენერა

სერგეი ლავროვის განცხადებით, დასავლეთი საქართველოსა და მოლდოვაში „მეორე ფრონტის“ გახსნას ცდილობს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის თქმით, დასავლეთი საქართველოსა და მოლდოვაში „მეორე ფრონტის” გახსნას ცდილობს. ამის შესახებ მან უზბეკეთში ვიზიტის დროს ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, რუსეთი საკუთარ სამხედრო-პოლიტიკურ და დიპლომატიურ გეგმებში ითვალისწინებს დასავლეთის მცდელობებს გახსნას “მეორე ფრონტი” საქართველოსა და მოლდოვაში, ასევე პოლონეთში ბელარუსის საზღვართან მდებარე სამხედრო კონტინგენტს. „ამ ფაქტორების ერთიანობა არავის არ აძლევს მოსვენების უფლებას, ჩვენ

ნათია მეზვრიშვილი - ვისაც ღარიბაშვილის სიტყვა („სჯობს მონობაში გადიდკაცებულს …“ ) და კობახიძის აუზზე წამოკოტრიალება შემთხვევითი გგონიათ, ცდებით

ვისაც ღარიბაშვილის სიტყვა („სჯობს მონობაში გადიდკაცებულს …“ ) და კობახიძის წამოკოტრიალება შემთხვევითი გგონიათ, ცდებით, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი წერს. მისი თქმით,  ეს ყველაფერი დაგეგმილი სცენარის ნაწილია. "ოცნებამ ქვეყნის საგარეო კურსი შეცვალა. ახლა საზოგადოებას აჩვევენ, რომ თავისუფლებას და დამოუკიდებლობას ჩალის ფასი აქვს; რომ ეს ღირებულებები იმდენად უმნიშვნელოა, შეიძლება თავისუფლებაზე მონამ ილპარაკოს და 26 მაისს, და

მიხეილ დაუშვილი - რეკომენდაციების შესრულება, პირველ რიგში, „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობაა - თუ ქვეყანას ამ შესაძლებლობას დააკარგვინებენ, პასუხს აგებენ

რეკომენდაციების შესრულება, პირველ რიგში, „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობაა - თუ ამ შესაძლებლობას დააკარგვინებენ ქვეყანას, ამაზე პასუხს აგებენ,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მოლოდინი არ აქვს, რომ ევროკომისიის ზეპირი ანგარიში, რომელსაც დღეს წარადგენენ, პოზიტიური იქნება. „მოლოდინები სამწუხაროდ, პოზიტიური არ არის, რადგან ყველამ კარგად ვიცით, „ოცნებას“ მნიშვნელოვანი რეკომენდაციები არ შეუსრულებია. ამიტომ, სამწუხაროდ, იმის მოლოდინი, რომ

უკრაინის დაზვერვა - ვლადიმერ პუტინმა მოსკოვი დატოვა, მისი თვითმფრინავი რადარებიდან გაქრა

ვლადიმერ პუტინმა მოსკოვი დატოვა, მისი თვითმფრინავი რადარებიდან გაქრა.ასევე, უკრაინის სპეცსამსახურებში შემოდის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის დედაქალაქი პანიკამ მოიცვა და მისასვლელი ხიდების დანაღმვის მომზადება არის დაწყებული, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის დაზვერვის სამსახური ავრცელებს. „სამხედრო კომპანია „ვაგნერთან“ შეიარაღებული კონფლიქტის ფონზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ექსტრემულ რეჟიმში დატოვა მოსკოვი“, - ნათქვამია განცხადებაში. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანი

გიორგი შარაშიძე - სამწუხაროდ, “ოცნების” პირობებში გვიწევს ტოტალური დეზინფორმაციის ეპოქაში ცხოვრება, ჩვენი მოქალაქეების პრობლემები და მათი დღისწესრიგი არის განსხვავებული იმისგან, რასაც ვთავაზობთ (ვიდეო)

“სამწუხაროდ, “ოცნების” პირობებში გვიწევს ტოტალური დეზინფორმაციის ეპოქაში ცხოვრება, ჩვენი მოქალაქეების პრობლემები და მათი დღისწესრიგი არის განსხვავებული იმისგან, რასაც ვთავაზობთ. ევროკავშირში გაწევრიანება სხვა არაფერია თუ არა უკეთესი ჯანდაცვა, უკეთესი განათლება, ღირსეული ცხოვრების უფლება. ნებისმიერი პუნქტისა და რეფორმის განხორციელება კი არის გზა, ჩვენმა მოქალაქეებმა იცხოვრონ სამართლიან სახელმწიფოში.”  გიორგი შარაშიძე, პარტია "საქართველოს" თბილისის საკრებულოს წევრი. 

EU-ის სანქციებს დაემატოს გინტურის მკვლელობაზე პასუხისმგებლები — ევროპარლამენტარები

ევროპული საპარლამენტო ჯგუფის „მწვანეები/ევროპული თავისუფალი ალიანსის” წევრი მარკეტა გრეგოროვა ევროკავშირს მოუწოდებს, საქართველოს ოკუპაციაზეც იგივე რეაგირება ჰქონდეს, რაც უკრაინაზე. გრეგოროვა თანაავტორია ევროპარლამენტის რეზოლუციის რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების — თამაზ გინტურის მკვლელობისა და ლევან დოთიაშვილის გატაცების შესახებ. საქართველოს გამო რუსეთისთვის სანქციების დაწესების, კერძოდ, ოთხოზორია-ტატუნაშვილის ქართული სიის მსგავსი ევროკავშირის სიის მიღე

ფინეთი რუსეთთან ერთის გარდა ყველა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტს ხურავს

24 ნოემბრიდან ფინეთი  დახურავს ყველა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტს რუსეთთან, გარდა ერთისა, რომელიც ყველაზე ჩრდილოეთით მდებარეობს, — განაცხადა ფინეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერი ორპომ. ფინეთი ამ გადაწყვეტილებას თავშესაფრის მაძიებელთა ნაკადის შემცირების აუცილებლობით ხსნის. ჰელსინკიმ რამდენიმე გადასასვლელი უკვე დაკეტა და მოსკოვი მიგრანტების გაყვანაში დაადანაშაულა. ფინეთი დახურავს დარჩენილი ოთხიდან სამ სასაზღვრო გამშვები პუნქტს და დარჩება მხოლოდ „რაია-იოსეპის“ გამშვები პუნქტი. „რაია-იოსეპი მდებარ

ჩიტმა ამბავი მომიტანა, რომ თავისუფლების კუთხით შეიძლება ცოტა ვკოჭლობდეთ — პრეზიდენტი სპორტსმენებს

საქართველოს პრეზიდენტმა კამპანიის „ჩვენი ხმა ევროპას“ ფარგლებში ახალგაზრდა სპორტსმენებს უმასპინძლა. ზურაბიშვილმა თავის მიმართვაში ხაზი გაუსვა სპორტში დისციპლინისა და თავისუფლების მნიშვნელობას და ამ უკანასკნელის ნაკლებობაზე მიუთითა. „სპორტული სამყარო უკვე შესული ხართ ევროკავშირში. წარმოადგენთ გამარჯვებულ და წარმატებულ საქართველოს, რომელსაც სპორტულ სამყაროში ყველა იცნობს და უსაზღვრო რაოდენობით მედლები მოაქვს შინ“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა და ქართული საზოგადოების სახელით მადლობა გა

ანა ბუჩუკური - საქართველომ დაიმსახურა კანდიდატის სტატუსი და ეს მალე ოფიციალურადაც გაფორმდება (ვიდეო)

საქართველომ დაიმსახურა კანდიდატის სტატუსი და ეს მალე ოფიციალურადაც გაფორმდება. ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  410102982_890027726461219_8282511583682188178_n.mp4

გერმანიის ფედერალურმა საბჭომ საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნებად აღიარა

გერმანიის ფედერალურმა საბჭომ საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნებად აღიარა. გერმანიის ფედერალური საბჭოს (ბუნდესრატის) გადაწყვეტილებით, საქართველო და მოლდოვა თავშესაფრის შესახებ კანონების მხრივ წარმომავლობის უსაფრთხო ქვეყნებად ჩაითვლებიან. გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ თავშესაფრის შესახებ საქართველოსა და მოლდოვის მოქალაქეების განცხადებები უფრო სწრაფად განიხილება და, ძირითად შემთხვევებში, შესაძლოა იქნას უარყოფილი. გერმანიის მთავრობის ცნობებით, 2023 წლის პირველ ნახევარში საქართველოდა

ხერსონის ადმინისტრაციის ცნობით, რუსეთის მასშტაბური იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ათამდე გაიზარდა, დაშავებულია 62 ადამიანი

ქალაქ ხერსონზე რუსეთის მასშტაბური იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ათამდე გაიზარდა. დაშავებულია 62 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას მედია ხერსონის ოლქის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ალექსანდრ პროკუდინზე დაყრდნობით ავრცელებს. პროკუდინმა 23 დეკემბერი „თავისუფალი ხერსონისთვის რუსული ტერორის ბნელ დღედ“ შეაფასა. მანამდე უკრაინის ხელისუფლებამ გაავრცელა ცნობა, რომ რუსეთის არმიის მიერ ხერსონზე შეტევის შედეგად, დაზიანდა კრიტიკული ინფრასტრუქტურა, მათ შორის, გაზსადენი და საავადმყოფო.

გიორგი გახარია - კარგია, რომ როგორც იქნა ივანიშვილმა მოახერხა ჩრდილიდან გამოსვლა. თავის მართლება იყო სუსტი. გამოწვევა მიღებულია. ყველას გილოცავთ ახალ წელს!

“კარგია, რომ როგორც იქნა ივანიშვილმა მოახერხა ჩრდილიდან გამოსვლა. თავის მართლება იყო სუსტი. გამოწვევა მიღებულია. ყველას გილოცავთ ახალ წელს!” გიორგი გახარია, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე.     

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორი გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში საქართველოს ეწვევა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორი გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში, რიჩარდ ნეფიუ 15-18 იანვარს საქართველოსა და სომხეთს ეწვევა, - ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ორივე ქვეყანაში ის განიხილავს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმდინარე ძალისხმევასა და გამოწვევებს, ასევე, განისაზღვრება შემდგომი თანამშრომლობის სფეროები. რიჩარდ ნეფიუ საქართველოში ხელისუფლების, ანტიკორუფციული ინსტიტუტების, საგამოძიებო ორგანო

საავტორო უფლებების ასოციაციაში თანხების შესაძლო მითვისების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარის მიერ ავტორ-შემსრულებელთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

ქობულეთში შშმ ქალზე სექსუალური ხასიათის ძალადობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს

ქობულეთში შშმ ქალზე სექსუალური ხასიათის ძალადობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს. ინფორმაცია „პუბლიკას” შსს-ში დაუდასტურეს. უწყების განცხადებით, გამოძიება სსკ-ის 138-ე მუხლით დაიწყო, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს, ჩადენილს ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით. PUBLIKA
×
×
  • შექმენი...