Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.100.690

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

სახალხო დამცველი ბავშვების მიმართ სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების 5 შემთხვევას სწავლობს

სახალხო დამცველი ბავშვების მიმართ სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების 5 შემთხვევას სწავლობს. ამის შესახებ ინფორმაციას სახლახო დამცველის აპარატი ავრცელებს. მისივე ინფორმაციით, ბაღებში, სკოლებსა თუ მათ მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა მოხდეს მოხდეს უცხო პირთა გადადგილების მკაცრი კონტროლი. ხოლო, ბავშვებისთვის საფრთხის შესახებ ეჭვის არსებობის შემთხვევაში, პასუხისმგებელმა პირებმა დროულად მიაწოდონ ინფორმაცია მშობლებსა და სამართალდამცავ უწყებებს. „საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება სოციალურ ქსე

ჩრდილოეთ კორეა რუსეთისთვის შეიარაღების გადაცემას უარყოფს

ჩრდილოეთ კორეა რუსეთისთვის შეიარაღების გადაცემას უარყოფს. ფხენიანში აცხადებენ, რომ ქვეყანა არ არის ჩართული რუსეთთან იარაღით ვაჭრობის გარიგებაში და მოსკოვისთვის შეიარაღების გადაცემას არც სამომავლოდ გეგმავს. „ჩვენ მივიჩნევთ აშშ-ის ამგვარ ნაბიჯებს, როგორც მისი მტრული მცდელობის ნაწილს, შელახოს ჩრდილოეთ კორეის იმიჯი საერთაშორისო არენაზე“, – აღნიშნულია ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლების განცხადებაში. გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეროვნული უსაფრთხოების პრესსპიკერმა, ჯ

სტოლტენბერგი: აშშ-ის არჩევნებში რესპუბლიკელების წარმატება არ შეაფერხებს უკრაინის დახმარებას

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უარყო, რომ აშშ-ის შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელთა წარმატებებმა შეიძლება შეაფერხოს დასავლეთის მხრიდან უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა. 9 ნოემბერს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიშ სუნაკთან მოლაპარაკებების შემდეგ სტოლტენბერგმა ასევე პირობა დადო, რომ ალიანსი „განაგრძობს უკრაინის დახმარებას ხერსონის გარშემო“, მას შემდეგ, რაც რუსეთმა განკარგულება გასცა, რომ თავისი ჯარები გავიდნენ სამხრეთ უკრაინაში მდებარე ამ ქალაქიდან. ნატოს გენერალურმა მდივანმ

უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერის ცნობით, ვიქტორ ორბანმა უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა ჩანიშნა

პოლონეთში რუსული რაკეტების ჩავარდნის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, უნგრეთში უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა ჩაინიშნა. ინფორმაციას უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი, ზოლთან კოვაჩი მიკრობლოგ „ტვიტერზე“ ავრცელებს. „მილსადენ „მეგობრობის“ გავლით ნავთობის მიწოდების შეწყვეტასთან და პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტების ჩამოვარდანასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა თავდაცვის საბჭოს შეხვედრა მოიწვია“, – წერს ზოლთან კოვაჩი.     ავ

მსოფლიო ჩემპიონატი - არგენტინელი რეპორტიორის მტკიცებით, პირდაპირ ეთერში ჩართვისას გაძარცვეს

არგენტინული ტელეარხის Todo Noticias-ის რეპორტიორი დომენიკა მეცგერი კატარში მსოფლიო ჩემპიონატის დაწყების წინ, პირდაპირ ეთერში ჩართვისას, გაძარცვეს – ამის შესახებ Daily Mail იტყობინება. მეცგერს კატარი-ეკვადორის (0:2) მატჩის წინ, ჩართვა ჰქონდა დოჰას კორნიშის რაიონიდან. პირდაპირ ეთერში გულშემატკივრებთან ინტერვიუებს იწერდა, რა დროსაც მისი ჩანთიდან ფული და დოკუმენტები გაქრა. მიუხედავად იმისა, რომ ქურდობის მომენტი კადრებში არ მოხვდა, ჟურნალისტი დარწმუნებულია, რომ ის გადაღების დროს გაძარცვეს.

ბლინკენმა FIFA გააკრიტიკა მუქარისთვის, რომ ფეხბურთელები დაისჯებიან LGBTQ თემის მხარდამჭერი სამკლავურებისთვის

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 22 ნოემბერს გააკრიტიკა FIFA მუქარისთვის, რომ მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე მოთამაშეები ყვითელი ბარათით დაისჯებიან, თუკი ისინი ინკლუზიურობისა და მრავალფეროვნების მხარდამჭერ სამკლავურებს გამოიყენებენ. თავის კატარელ კოლეგასთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ბლინკენმა თქვა: „ყოველთვის შემაშფოთებელია,.. როცა გამოხატვის თავისუფლების რაიმე სახით შეზღუდვის მოწმენი ვხდებით.“ ორშაბათს არცერთ გუნდს არ გამოუყენებია LGBTQ თემის მხ

ურსულა ფონ დერ ლაიენი - რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინაში 20 000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე და უკრაინის არმიის 100 000-მდე სამხედრო დაიღუპა

რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინაში 20 000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე და უკრაინის არმიის 100 000-მდე სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, – ამის შესახებ განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გააკეთა. „რუსეთის შეჭრამ უკრაინაში სიკვდილი, განადგურება და აღუწერელი ტანჯვა მოიტანა. ვარაუდობენ, რომ დღემდე დაიღუპა 20 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე და 100 000-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო“, – თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა.     ავტორი - გივი ბარამიძე

გარდაიცვალა საქართველოს რადიოს წამყვანი, საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი გულიკო კაკაბაძე

76 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს რადიოს წამყვანი, საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი გულიკო კაკაბაძე. გულიკო კაკაბაძე საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში 1976 წლიდან მუშაობდა. სხვადასხვა დროს იყო რადიოს ახალგაზრდული პროგრამების მთავარი რედაქციის რედაქტორი; ლიტერატურულ-დრამატული პროგრამების მთავარი რედაქციის რედაქტორი; რადიოს დრამატული პროგრამების პროდიუსერი, ავტორი და წამყვანი. გულიკო კაკაბაძე იყო რამდენიმე რადიოპროექტის ავტორი, მათ შორის: „სასიქადულო მამულიშვილები“, „შეხვედრები თ

მიხეილ დაუშვილი - კანდიდატის სტატუსის მიღების შესაძლებლობა ჯერ კიდევ არსებობს, ქვეყანას ყველაზე ნაკლებად სჭირდება პოლარიზაცია და ყველას მიზანი უნდა იყოს 12 პუნქტის შესრულება

სტატუსის მიღების შესაძლებლობა ჯერ კიდევ არსებობს, ქვეყანას ყველაზე ნაკლებად სჭირდება პოლარიზაცია და ყველას მიზანი უნდა იყოს 12 პუნქტის შესრულება, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა ევროკომისიის ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა. დაუშვილის თქმით, ეს შესაძლებლობა ჯერ კიდევ არსებობს. „სტატუსის მიღების შესაძლებლობა ჯერ კიდევ არსებობს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა სტატუსი მივიღოთ. ამიტომ, დღეს ქვეყანას ყველაზე ნაკლებად რაც სჭირდება, არის პოლარიზაცია, და

დმიტრო კულება აცხადებს, რომ კიევი დასავლურ ავიაგამანადგურებლებს რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის არ გამოიყენებს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ კიევი არ გამოიყენებს დასავლურ ავიაგამანადგურებლებს რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის. ამის შესახებ კულებამ „სკაი ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა. დიპლომატის განმარტებით, გამანადგურებლები უკრაინას ომის დასასრულებლად და რუსეთის ძალების აღმოსავლეთის საზღვრებს მიღმა გასაძევებლად სჭირდება. „პარტნიორებისგან მიღებულ იარაღს ჩვენ ვიყენებთ, რათა დარტყმა განვახორციელოთ რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, – აღნიშნ

დეპუტატი სამხარაძე: ჩემი სახელით ვიღაცას მისწერეს და ეს ვიღაცა პანიკაში ჩავარდა, "ფეიკია"

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი მმართველი პარტიიდან დიმიტრი სამხარაძე ამბობს, რომ მისი სახელით მოქალაქის მიმართ გავრცელებული მუქარის ამსახველი ე.წ. სკრინი, "ფეიკია". ის ფეისბუკზე ბრალდებების საპასუხოდ გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნავს, რომ მათი სახელით შეიძლება "ნეკროლოგი მერაბიშვილი" დაემუქროს ვინმეს და "მუქარის აღსრულება" მათ დაჰბრალდეთ. "ეს სიტყვები ჩემს ლექსიკონში არ არის ყოველდღე კითხულობთ ჩემს პოსტებს და შეგეძლოთ უფრო ხარისხიანი "ფეიკი" შეგექმნათ ან როდის იყო "მესინჯერში" ვინმესთვის რამ

თეთრი სახლი არ ეთანხმება სი ძინპინს, რომ ჩინეთს უკრაინის ომში მიუკერძოებელი პოზიცია უჭირავს

თეთრი სახლი არ ეთანხმება ჩინეთის ლიდერის, სი ძინპინის მიერ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებას, რომ ჩინეთს უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით „მიუკერძოებელი და ობიექტური პოზიცია“ უჭირავს. „არ ვფიქრობ, რომ შესაძლებელია გონივრულად შეხედო ჩინეთს, როგორც მიუკერძოებელს,” – განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ. ცნობისათვის, გუშინ, ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა რუს კოლეგას

ვოლოდიმირ ზელენსკი - მტრის ყოველი განადგურებული პოზიცია არის სიცოცხლის გადარჩენა უკრაინაში

მტრის ყოველი განადგურებული პოზიცია არის სიცოცხლის გადარჩენა უკრაინაში, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტი პარტნიორებისგან სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას ითხოვს. პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთს სურს, შექმნას დემილიტარიზებული ბუფერული ზონები უკრაინის შიგნით მის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების გარშემო. „ისეთი დარტყმებისთვის, როგორიც დღეს კონსტანტინევკაზე მოხდა, ისევე, როგორც ჩვენ ბევრ ქალაქში… მტერმა უნდა იცოდე

ანა ბუჩუკური - „ქართულ ოცნებას“ გაუქმებული აქვს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი - იცავენ გირგვლიანის სანქცირებულ მოსამართლე მურუსიძეს, ჩინჩალაძეს, ახლა უკვე კეზერაშვილს, საინტერესოა, ვინ იქნება შემდეგი

„ქართულ ოცნებას“ გაუქმებული აქვს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი - იცავენ გირგვლიანის სანქცირებულ მოსამართლე მურუსიძეს, ჩინჩალაძეს, ახლა უკვე კეზერაშვილს, საინტერესოა, ვინ იქნება შემდეგი, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა. როგორც ბუჩუკურმა აღნიშნა, მსგავსი რამ ახასიათებდა „ნაციონალურ მოძრაობას“ მმართველობის ბოლოს. „არნახული რამ მოიფიქრა „ქართულმა ოცნებამ“, ასე იქცეოდა „ნაციონალური მოძრაობა“ თავის მმართველობის ბოლო ჟამს. ფაქტია, რომ

გიორგი გახარია - „ქოლ-ცენტრების“ თემა იდეალური მაგალითია, როგორ სიჩუმეში, ბნელ ოთახში ისხდნენ ერთად და თაღლითურად პარავდნენ ფულს ევროპელებს - რიგითი ევროპელის თვალში ახლა თაღლითების ქვეყანა ვართ

რიგითი ევროპელის თვალში, ახლა ჩვენ თაღლითების ქვეყანა ვართ, - ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ იმერეთის რეგიონის საკრებულოების და პარტიის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა. ვიდეოში, რომელიც პარტიის სოციალურ ქსელში ვრცელდება, გიორგი გახარია საუბრობს იმაზე, რატომ არ უნდა „ქართულ ოცნებას“ "ქოლ-ცენტრების" საქმეზე კომისიის შექმნა. გახარიას თქმით, ყოფილი თავდაცვის მინისტრი და ოპოზიციური პარტიის ლიდერი ევროპელ პენსიონერებს თაღლითურად ფულს პარავს, რომელსაც ოფიცია

გიორგი გახარია - რუსეთის გადაწყვეტილება ფრენების აღდგენაზე და სავიზო შეზღუდვის მოხსნაზე საქართველოს მთავრობის “კარგი ქცევის” შედეგია - ივანიშვილი ქვეყანას აგრესორის მხარეს აყენებს

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია აცხადებს, რომ რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება და ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვის მოხსნა, მთავრობის „კარგი ქცევის“ შედეგია. მისივე თქმით, პარტია „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარე და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს აგრესორის მხარეს აყენებს. „რუსეთის გადაწყვეტილება ფრენების აღდგენაზე და სავიზო შეზღუდვის მოხსნაზე არის საქართველოს მთავრობის “კარგი ქცევის” შედეგი

2 ივნისიდან გუდვილის მიმდებარე ხიდის რეაბილიტაცია იწყება, შეიზღუდება მოძრაობა

2 ივნისიდან თბილისის მერია იწყებს აღმაშენებლის ხეივანში, „გუდვილის“ მიმდებარე ხიდზე დაზიანებული მონაკვეთების რეაბილიტაციას, რის გამოც გზის სავალ ნაწილზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. მერიის ცნობით, დაგეგმილი სამუშაოების გამო აღნიშნულ მონაკვეთში ორი კვირის განმავლობაში ნაწილობრივ შეიზღუდება  გზის სავალ ნაწილზე მოძრაობა.   სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური განახორციელებს.  “აღნიშნულ ხიდზე დაზიანებები მონიტორინგის შედეგად გამო

გიორგი შარაშიძე - გამოვრიცხავთ პარტიებთან თანამშრომლობას, რათა დავასრულოთ ნაც-ქოცური ალიანსის ეპოქა (ვიდეო)

“სკეპტიკურად ვართ განწყობილი პოლიტიკურ პარტიებთან, ორგანიზაციებთან გაერთიანებაზე. კონკრეტულ ინდივიდებთან თანამშრომლობის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, თუმცა გამოვრიცხავთ პარტიებთან თანამშრომლობას, რათა დავასრულოთ ნაც-ქოცური ალიანსის ეპოქა. პარტია “საქართველოსთვის” შედეგი გაცილებით მაღალი იქნება 2024 წლის არჩევნებზე, ვიდრე ეს იყო 2021 წელს. ჩვენი მიზანია, არ დავუშვათ ამ ორი პარტიის მხრიდან მავნებლური ქმედებების გაგრძელება, ეს ნაწილობრივ შევძელით თვითმმართველობის არჩევნებზე და აუცილებლად შ

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი - სამხრეთ ოსეთში არის დაკავებული საქართველოს 5, ხოლო აფხაზეთში - 4 მოქალაქე - მოვუწოდებთ, ყველა დაკავებულის გათავისუფლებისა და მათ მიმართ კარგი მოპყრობისკენ

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის დიმიტრიოს კარაბალისის განცხადებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთში არის დაკავებული საქართველოს 5, ხოლო აფხაზეთში - 4 მოქალაქე. როგორც მან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დაარსებიდან მე-15 წლისთავთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, თვითნებური დაკავებები პრობლემური საკითხია, რომელიც ორივე ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ გრძელდება. „2023 წელს თუ გადავხედავთ, ამ დროისთვის სამხრეთ ოსეთში 26, ხოლო აფხაზეთში 7 დაკავება მო

ბექა ლილუაშვილი - „ოცნების“ დეპუტატების ნახევარზე მეტი მილიონერები არიან და მათთვის არ მგონია რაიმე მნიშვნელობა ჰქონდეს ხელფასის მატებას

ძალიან მიკვირს, რატომ შემოაქვს პაპუაშვილს ეს საკითხი დღის წესრიგში ახლა - "ოცნების" დეპუტატების ნახევარზე მეტი მილიონერები არიან და მათთვის არ მგონია რაიმე მნიშვნელობა ჰქონდეს ხელფასის მატებას, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, რითაც პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა ცვლილებების თაობაზე, რომლის თანახმად, დეპუტატებს ხელფასი გაეზრდება. ლილუაშვილი მიიჩნევს, რომ დეპუტატის ხელფასი თავის დროზე არ უნდა ყოფილიყო გამოცალკევებული

ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების 200 სატვირთო მანქანა შევიდა

ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების 200 სატვირთო მანქანა შევიდა, ზოგიერთი მათგანი ჩრდილოეთ ნაწილშიც. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის ტერიტორიებზე სამთავრობო აქტივობების კოორდინატორი ავრცელებს. განცხადების თანახმად, ისრაელის ოფიციალურმა პირებმა სატვირთო მანქანები ეგვიპტესთან ნიცანას სასაზღვრო პუნქტზე შეამოწმეს, რის შემდეგაც ისინი რაფაჰის სასაზღვრო პუნქტის გავლით ეგვიპტიდან ღაზის სექტორში შევიდნენ. ისრაელის თანხმობით, ათობით სატვირთო მანქანა და ექვსი სასწრაფო დახმარების მანქანა

ფულის გათეთრების ფაქტზე პროკურატურამ ბრალი ორ უცხოელს წარუდგინა

გენერალურმა პროკურატურამ ფულის გათეთრების ფაქტზე ბრალი წარუდგინა ვიეტნამის მოქალაქეს და მის თანამზრახველს. ამის შესახებ განცხადება პროკურატურამ დღეს, 9 დეკემბერს გაავრცელა. უწყების ცნობით, ვიეტნამის მოქალაქემ თანამზრახველთან ერთად საქართველოში გახსნილ პირად საბანკო ანგარიშებზე ეტაპობრივად განათავსეს უკანონო წარმომავლობის თანხები, შემდეგ კი თანხა ძვირადღირებულ უძრავ ქონებაში დააბანდეს. კერძოდ, 2020-2021 წლების პერიოდში, თბილისის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში იყიდეს ორი საცხოვრებელი ბინა, ბათუმში

ბექა ლილუაშვილი - როგორც ჩანს, წინასაარჩევნო კამპანია იქნება ისეთივე ბინძური და რადიკალიზებული , როგორიც იყო 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე (ვიდეო)

"როგორც ჩანს, წინასაარჩევნო კამპანია იქნება ისეთივე ბინძური და რადიკალიზებული , როგორიც იყო 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე." ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  410167700_888918402846092_3913311812839979619_n.mp4

ამერიკის ელჩი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, რობინ დანიგანი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ამერიკის საელჩო ავრცელებს. საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ელჩი თვაურების, ოძისისა და გორაკას სოფლებში ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის პატრულირებაზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელ ტიბორ კოზმასა და დამკვირვებელთა ჯგუფს შეუერთდა.

ანა ბუჩუკური: „ოცნების“ რიტორიკის მკვეთრი შეცვლა ადასტურებს, რომ ოცნება არც პროდასავლელია, არც პრორუსი, არც პროჩინელი და, სამწუხაროდ, არც პროქართული, ოცნება პროსათავისო ძალაა!

„გვსურს, გამოვეხმაუროთ „ოცნების“ „ფერისცვალებას“, რასაც ბოლო რამდენიმე დღეა განსაკუთრებით აქტიურად ვადევნებთ თვალს, მათ შორის პირადად ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელ „ფერისცვალებას“. ბოლო დღეებში „ოცნებამ“ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ის არის პროსათავისო ძალა, არანაირი პროდასავლელი, პრორუსი, პროჩინელი, და პროქართველი ის არ არის, რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველთვის გააკეთებს ყველაფერს, ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ჩვენს მოქალაქეებს შევახსენებთ, რომ 2020 წელს გიორგი გახარიას სამთავრობო პროგრამას ერქვა „
×
×
  • შექმენი...