Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.587
  • comments
    0
  • views
    768.089

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

შს მინისტრის მოადგილე ლავროვის ოჯახის წევრების შემოსვლაზე - ადამიანის იდენტიფიცირება და საზღვრის კვეთის დადასტურება არის პერსონალური მონაცემები, რომლის გაცემის უფლება გვაქვს მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში - კანონს ხომ ვერ დავარღვევთ?

ადამიანის იდენტიფიცირება და საზღვრის კვეთის დადასტურება არის პერსონალური მონაცემები, რომლის გაცემის უფლება გვაქვს მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში. კანონს ხომ ვერ დავარღვევთ? - ამის შესახებ ჟურნალისტებთან შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციონერი დეპუტატის, ხატია დეკანოიძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ შს სამინისტრო მას სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებულ ინფორმაციას არ აწვდის. დარახველიძე აცხადებს, რომ

შს მინისტრის მოადგილე - პოლიციის მაქსიმალური რაოდენობა იყო მობილიზებული, თუმცა 100%-იანი უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია - სიტუაციის სტაბილიზაციისთვის საპოლიციო ღონისძიებები მიმდინარეობს

დღეს პოლიციის მაქსიმალური რაოდენობა იყო მობილიზებული, თუმცა ყველა აქციაზე შეუძლებელია, 100%-იანი უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი, განსაკუთრებით როდესაც გაშლილ ტერიტორიაზეა საუბარი - ამ რისკებზე ვსაუბრობდით, მაგრამ კონტრაქციის მონაწილეების ძალიან დიდი რაოდენობა მოვიდა და ყველაფერი გავაკეთეთ, რომ თითოეული ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა დაცული ყოფილიყო, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ ჟურნალისტებს ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე განუცხადა, სადაც „პრაიდ

შს მინისტრი ე.წ. ქოლ-ცენტრებზე - ჩვენ თუ ვმფარველობთ და ჩვენი თუ არის, რატომ ვკეტავთ მაშინ, გიჟები ვართ? - ეს ტყუილია, ჩვენ ნამდვილად ვააშკარავებთ

ჩვენ თუ ვმფარველობთ [„ქოლ-ცენტრებს“] და ჩვენი თუა, რატომ ვკეტავთ მაშინ, გიჟები ვართ? ეს, რა თქმა უნდა, ტყუილია. ჩვენ ვააშკარავებთ ნამდვილად, - ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტების შეკითხვას, რომლის მიხედვითაც ოპოზიცია ხელისუფლებას „ქოლ ცენტრების“ მფარველობაში ადანაშაულებს. როგორც გომელაურმა აღნიშნა, ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე რამდენიმე უწყება ერთად მუშაობს. „დაველოდოთ გამოძიებას. დეტალებში არ ჩავალ. ალბათ, ფინანსური პოლიცია გაკეთებს ამაზე განცხადებას,

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი არ გამორიცხავს, რომ კლინიკების მიმართ, რომლებმაც კოვიდის პერიოდში დასაქმებულებს სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხები არ ჩაურიცხეს, გამოძიება დაიწყოს

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე არ გამორიცხავს, რომ კლინიკების მიმართ, რომლებმაც კოვიდის პერიოდში დასაქმებულებს სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხები არ ჩაურიცხეს, გამოძიება დაიწყოს. როგორც ფერაძემ პარლამენტში, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, ამ ეტაპზე კლინიკების მიმართ პრევენციული მექანიზმები ამოქმედდა და ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო, თუმცა, თუ საბოლოო ჯამში კლინიკები დასაქმებულებს თანხებს არ ჩაურიცხავ

შრომითი ბინადრობის ნებართვა საქართველოში რუსეთის 4 964 მოქალაქემ მოითხოვა, 1 530 უკვე დაკმაყოფილდა

შრომითი ბინადრობის ნებართვა საქართველოში 4 964 რუსეთის მოქალაქემ მოითხოვა, 1 530 უკვე დაკმაყოფილდა. ასეთია იუსტიციის სამინისტროს მიერ პარლამენტის წევრის თინა ბოკუჩავას სადეპუტატო კითხვის პასუხად გაგზავნილ ინფორმაციაში. უწყების ცნობით, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 11 ნოემბრამდე პერიოდში საქართველოში ბინადრობის ნებართვა რუსეთის ჯამში, 15 506 მოქალაქემ მოითხოვა. აქედან, 4 964 პირმა ითხოვა შრომითი ბინადრობის ნებართვა, საიდანაც 1 530 დაკმაყოფილდა, 2 881 - პირის თხოვნა არ დაკმაყ

შპს „ლიდერს“ ცხენისა და ვირის ხორცის განმეორებით გამოვლენის გამო წარმოება შეუჩერდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურმა შპს „ლიდერს“ (გლდანის ა/მიკრორაიონი, 48-ე კორპუსის მიმდებარედ) ხორცპროდუქტებში განმეორებით აღმოჩენილი ცხენისა და ვირის ხორცის გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერა და დააჯარიმა. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ამ კომპანიის მიერ წარმოებულ ხორცის ფარშში ვირისა და ცხენის ხორცის კვალის არსებობის შესახებ ინფორმაცია პირველად 16 ნოემბერს გაავრცელა, განმეორებითი კვლევების ჩატარების და მისი შედეგების შესახებ კი - დღეს, 21 ნოემბერს. სააგენტოს მიერ გ

შპს „ლიდერის“ პროდუქტებში ცხენისა და ვირის ხორცი გამოვლინდა - სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, სახეობრივი კვლევის შედეგად ხორცპროდუქტებში ცხენისა და ვირის ხორცი გამოვლინდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურმა შპს „ლიდერის“ (გლდანი ა/მიკრორაიონი, 48-ე კორპუსის მიმდებარედ) შემოწმებისას, სახეობრივი კვლევისთვის ნიმუშები აიღო და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოიკვლია. ასევე, სააგენტოს ინსპექტორებმა გადამოწმებისას ლაბორატორიული კვლევისთვის ნიმუშები განმეორებით აიღეს. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აღნიშნული ფაქტი მოკვლევის მიზნით 

შპს „ელემსის“ ადვოკატი აცხადებს, რომ კომპანიის პროექტის მიხედვით, ვაკის პარკის შადრევნის ე.წ. ჩაძირული ტუმბოები გარეთ უნდა ყოფილიყო განთავსებული

კომპანია „ელემსის“ ადვოკატი ზაზა ნაჭყებია აცხადებს, რომ კომპანიის მიერ წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ვაკის პარკის შადრევნის ე.წ. ჩაძირული ტუმბოები გარეთ უნდა ყოფილიყო განთავსებული. მისივე თქმით, თავის დროზე, როდესაც აღნიშნული შადრევანი მოეწყო, ჩაძირული ტუმბოებისთვის ადგილი გამოყოფილი იყო შადრევნის წრიული სიბრტყის გარეთ, დაახლოებით ერთნახევარი მეტრის დაშორებით. „პროექტის მიხედვით, შპს „ელემსის“ უნდა განეხორციელებინა აღნიშნული შადრევნის რეაბილიტაცია ისე, რომ არ მომხდარიყო მისი ვიზუალურ

შოტლანდიის პოლიციამ ფინანსური თაღლითობის ბრალდებით, ქვეყნის ყოფილი პირველი მინისტრის, ნიკოლა სტერჯენის მეუღლე დააკავა

შოტლანდიის პოლიციამ ფინანსური თაღლითობის ბრალდებით, შოტლანდიის ყოფილი პირველი მინისტრის ნიკოლა სტერჯენის მეუღლე პიტერ მურელი ეჭვმიტანილის სტატუსით დააკავა. „ბრალდებული დაკავებულია და მას დეტექტივები კითხავენ“, – განაცხადეს შოტლანდიის პოლიციაში. „ბიბისის“ ინფორმაციით, შოტლანდიის პოლიცია იძიებს, თუ სად გაქრა დამოუკიდებლობის მხარდამჭერი შოტლანდიის ნაციონალური პარტიის მიერ 2017 წელს შეგროვებული 600 000 ფუნტზე მეტი. პეტერ მურელი, რომელიც შოტლანდიის ნაციონალურ პარტიას ორი ათწლე

შოტლანდიელმა სტუმრებმა „ციცინათელების ქვეყანას“ ფულადი დონაცია გადასცეს

საქართველოში სტუმრად მყოფი შოტლანდიის საფეხბურთო ნაკრების გულშემატკივართა საქველმოქმედო ორგანიზაცია „ტარტან არმი სანშაინ აპილის“ წარმომადგენლები ჰოსპის „ციცინათელების ქვეყანას“ ესტუმრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს. „შოტლანდიელმა სტუმრებმა „ციცინათელების ქვეყანას“ ფულადი დონაცია გადასცეს. შოტლანდიელმა გულშემატკივრებმა „ტარტან არმი სანშაინ აპილ“ 20 წლის წინ დააარსეს და საქველმოქმედო აქტივობას ყველა იმ ქვეყანაში მართავენ, სადაც მათი გუნდი გა

შონ პენი კიევში ჩავიდა და თავისი "ოსკარი" დატოვა უკრაინის არმიის გამარჯვებამდე

ამერიკელი მსახიობი და კინორეჟისორი შონ პენი 8 ნოემბერს მესამედ ესტუმრა უკრაინას, რათა უკრაინელებისთვის მხარდაჭერა გამოეხატა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაწერა ფეისბუკში, პენის გვარი დღეს გაჩნდა კიევში გახსნილ სიმამაცის ხეივანში, სხვა უცხოელ პოლიტიკოსებთან და ცნობილ ადამიანებთან ერთად, „რომლებიც სულ თავიდან იყვნენ უკრაინის გვერდით“. ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ შონ პენმა კიევში ჩამოიტანა აშშ-ის კინოაკადემიისგან მიღებული ჯილდო -

შონ პენი ზელენსკიზე: ის, თითქოს, ამ მომენტისთვის დაიბადა

ამერიკელმა მსახიობმა და რეჟისორმა შონ პენმა ბერლინის 73-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე მისი დოკუმენტური ფილმის, სუპერძალის პრემიერის შემდეგ Associated Press-სთან ინტერვიუში ფილმის გადაღების პროცესსა და მასში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მონაწილეობაზე ისაუბრა. პენის თქმით, ზელენსკიმ მასზე დიდი გავლენა პირველივე ინტერვიუსთანავე მოახდინა, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე რამდენიმე საათით ადრე ჩაიწერა. ,,თითქოს საკუთარ თავს იაზრებდა, აცნობიერებდა, რომ სწორედ ამ მომენტისთვის დაი

შონ ო’ მალი - პირობა ვერ შევასრულე, ბოდიშს ვიხდი

ამერიკელმა მებრძოლმა შონ ო’ მალიმ სოციალურ ქსელში გულშემატკივრებს მარცხის გამო ბოდიში მოუხადა. "პირობა ვერ შევასრულე, ბოდიშს ვიხდი. მიყვარხართ", - დაწერა ო'მალიმ „ტვიტერზე“. ცნობისთვის, UFC-ის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი შონ ო’მალი დაამარცხა და სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა.   იპნ

შოლცი პუტინს: "შეაჩერეთ ეს ომი!"

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი რუსეთს მოუწოდებს, გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან და გაათავისუფლოს გზა მოლაპარაკებებისთვის. „შეაჩერეთ ეს ომი, გაიყვანეთ თქვენი ჯარები და გაასუფთავეთ გზა სამშვიდობო მოლაპარაკებისთვის, რომელიც შეუძლებელია უკარნახოს რუსეთმა უკრაინას“, - თქვა შოლცმა გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ეროვნულ კონფერენციაზე, - არც ერთი ქვეყანა არ არის მეზობლის უკანა ეზო. არავის აქვს უფლება მიითვისოს სხვისი ტერიტორია“. ოლაფ შოლცმა ეს განცხადება ბადენ-ვიურტემბერგში გამართულ სოციალ-

შოიგუს განცხადება "ბინძურ ბომბზე" რუსეთის საინფორმაციო კამპანიის და დაშინების პოლიტიკის გაგრძელებაა - ISW

ალიანსის თავდაცვის ოთხ მინისტრთან (აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, თურქეთი) გუშინდელი სატელეფონო საუბრით, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, სავარაუდოდ, ცდილობს შეანელოს ან შეაჩეროს დასავლეთის სამხედრო დახმარება უკრაინისთვის და შეასუსტოს ნატოს კავშირი, წერს ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი(ISW). ISW შოიგუს განცხადებებს აფასებს, როგორც რუსეთის ადრინდელი დაშინების პოლიტიკისა და საინფორმაციო კამპანიის გაგრძელებას უკრაინის ბრძოლის ველზე მოსკოვის სამხედრო წარუმატებლობის ფონზე. "თ

შოიგუმ მინსკში ხელი მოაწერა დოკუმენტებს ბირთვული იარაღის განლაგების შესახებ

მინსკში გამართულ შეხვედრაზე ბელარუსისა და რუსეთის თავდაცვის მინისტრებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტებს ბელარუსის ტერიტორიაზე რუსეთის არასტრატეგიული ბირთვული იარაღის განთავსების პროცედურის შესახებ. ბელარუსის სახელმწიფო სააგენტო „ბელტას“ ცნობით, ვიქტორ ხრენინმა და სერგეი შოიგუმ ასევე განიხილეს "სამხედრო-პოლიტიკური სიტუაცია და თავდაცვის უწყებებს შორის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის საკითხები." შოიგუმ ბელარუსს რუსეთის "ერთგული მოკავშირე და საიმედო პარტნიორი" უწოდა და აღნიშნა, რომ ორივე ქვეყა

შოთა, რომელმაც მარტის აქციების სიმბოლოდ ქცეული ევროკავშირის დროშა იპოვა

მარტის აქციების მთავარ სიმბოლოდ ქცეული ევროკავშირის დროშა, რომელსაც ნანა მალაშხია წყლის ჭავლის წინ აფრიალებს და რომელიც მან წყლის ჭავლთან ბრძოლისას დაკარგა, გამოჩნდა. დროშა, რომელიც ნანას მას შემდეგ გაუვარდა ხელიდან, რაც ჭავლმა აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად წააქცია, 28 წლის შოთა კასრაძემ იპოვა. შოთამ დროშა სწორედ იქ იპოვა, სადაც 7 მარტს, რამდენიმე წუთით ადრე, წყლის ჭავლმა აქციის მონაწილეები დაშალა. თუმცა, მაშინ არ იცოდა, რომ დროშა, რომელსაც დამტვრეული ტარი მოხსნა, გაწურა, დაკეცა

შოთა ბურჯანაძე - რუსეთიდან საქართველოში ფრენების ფასი არასწორად გაითვალა - იმხელა ფასებია, რომ ჩვენი მოქალაქეები, რომლებსაც გადმოფრენის სურვილი ჰქონდათ, ისევ ლარსით გადმოსვლას ამჯობინებენ

„რესტორატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, შოთა ბურჯანაძის განცხადებით, 2023 წელს შავი ზღვის პირას დამსვენებელთა რაოდენობაზე რუსეთ-უკრაინის ომმა და რუსეთის მიერ უკრაინაში კახოვკის ჰესის აფეთქებამ, შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედოს. ამის შესახებ მან მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, ამის მიუხედავად, დიდია იმის მოლოდინი, რომ საქართველოს ბევრი ტურისტი ეწვევა. „მოლოდინი იმისა, რომ საქართველოს ბევრი ტურისტი ეწვევა, ძალიან დიდია. შეიძლება ითქვას,

შოთა არველაძე უკრაინის მხარდასაჭერ მატჩში ითამაშებს

5 აგვისტოს, ლონდონის „ჩელსის“ საშინაო სტადიონზე „სტემფორდ  ბრიჯზე“ უკრაინის მხარდასაჭერი მატჩი გაიმართება. Game4Ukraine-ს საქველმოქმედო ხასიათი ექნება და შემოსული თანხა ჩერნიგოვის ოლქში დაზიანებული სკოლების აღდგენას მოხმარდება. გუნდების კაპიტნები „არსენალის“ ფეხბურთელი, ოლექსანდრ ზინჩენკო და ლეგენდარული  უკრაინელი თავდამსხმელი, ანდრეი შევჩენკო არიან. ცნობილია, იმ ფეხბურთელთა ვინაობა, რომლებიც საქველმოქმედო მატჩში მიიღებენ მონაწილეობას. მათ შორისაა, შოთა არველაძე. არველაძე ზინჩენკოს გუნ

შოთა არველაძე უკრაინის მხარდამჭერ მატჩში ითამაშებს

ფეხბურთის სხვადასხვა დროის ვარსკვლავების ამხანაგური მატჩი უკრაინის მხარდასაჭერად 5 აგვისტოს ლონდონის „ჩელსის“ სტადიონზე გაიმართება. ერთმანეთს ანდრეი შევჩენკოსა და ოლეკსანდრ ზინჩენკოს გუნდები დაუპირისპირდებიან. ზინჩნენკოს გუნდში ქართველი ვეტერანი ფეხბურთელი შოთა არველაძეც ითამაშებს.  რადიო თავისუფლება

შოთა არველაძე - ჩვენი მომავალი მხოლოდ ევროპული შეიძლება იყოს

ჩვენი მომავალი მხოლოდ ევროპული შეიძლება იყოს, - წერს სოციალურ ქსელში შოთა არველაძე. მისი თქმით,  დამოუკიდებლობის დღიდან, ავად თუ კარგად, შევძელით და უკეთესი ქვეყანა გავხდით, მაგრამ ასეთ გადამწყვეტ ეტაპზე, პრობლემები ძალით არ უნდა შევქმნათ. დაუშვებელია ჩვენი არჩევანისთვის კითხის ნიშნის დასმა, დაუშვებელია მისი გადახედვა. ჩვენ არ შევდივართ არანაირ ევროპაში, ჩვენ მისი ნაწილი ვართ.   "თითქმის საუკუნის წინ, საბჭოთა კავშირმა აგენტებად და ჯაშუშებად მიიჩნია სანდრო ახმეტელი, მიხეილ

შოთა არველაძე - როგორ მივედით იქამდე, რომ ჩვენივე სისხლს და ხორცს თანადგომას ვერ ვუცხადებთ და ხმამაღლა ვერ ვამბობთ, რომ ტრაგედია დაგვემართა

"თუ ასე უერთმანეთოდ, შეურიგებლად და უმისამართოდ ვაპირებთ ცხოვრების გაგრძელებას, თუ იქამდე მივალთ, რომ დაღუპული ხალხის მშობლებს თანადგომას არ ვაგრძნობინებთ და ღირსეული შვილის აღზრდისთვის მადლობას ვერ ვიტყვით,   ფასი არ ექნება ჩვენი შვილებისთვის ნათქვამ არც ერთ სიტყვას, შეგონებას და რჩევას. როგორ მივედით იქამდე, რომ ჩვენივე სისხლს და ხორცს თანადგომას ვერ ვუცხადებთ და ხმამაღლა ვერ ვამბობთ, რომ ტრაგედია დაგვემართა. ძალიან უცხოა ეს მდგომარეობა და მიჭირს გაგება, მაშინ როცა ბიჭები იღუპებიან, ჩ

შოთა არველაძე - მე გუშინდელმა ღამემ ვერ გამაძლებინა, რომ დღეს არ მოვსულიყავი და ჩემი პროტესტი არ გამომეხატა - ძალიან რთული, აუტანელი საყურებელი, შოკი იყო ის, რაც გუშინ ვნახე

მე გუშინდელმა ღამემ ვერ გამაძლებინა, რომ დღეს არ მოვსულიყავი აქ და ჩემი პროტესტი არ გამომეხატა. ძალიან რთული, აუტანელი საყურებელი, შოკი იყო ის, რაც გუშინ ვნახე, - ამის შესახებ ფეხბურთელმა შოთა არველაძემ რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა. „საიდან დავიწყო რთულია, ალბათ, ყველას თავისი პროტესტი აქვს საერთოდ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე - ზოგი წერს, ზოგი მოდის და აქ აპროტესტებს. მე გუშინდელმა ღამემ, რა თქმა უნდა, ვერ გამაძლებინა, რომ დღეს, არ მოვსულიყავი აქ და ჩემი პროტესტი არ გამომეხატა

შოთა არველაძე - თურქები აფასებენ ჩვენს მხარდაჭერას და დიდ სითბოს გამოხატავენ

საქართველოს ნაკრებისა და „ტრაბზონსპორის“ ყოფილი თავდამსხმელი შოთა არველაძე ეხმაურება თურქეთში დატრიალებულ ტრაგედიას. მან ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზეც, რომ ტრაბზონში მატჩისას გამართულ პერფომანსზე, იმ ქვეყნების დროშებს შორის, რომლებიც თურქეთს ეხმარებიან, საქართველოს დროშა არ იყო. „თურქეთში რთული დროა და დღემდე გრძელდება მაშველი ჯგუფების უწყვეტი მუშაობა. ამაყი ვარ, რომ ჩვენი სახელმწიფოს შეთავაზებით და ძალისხმევით თურქეთში ქართველი მაშველები ამ დრომდე მუშაობენ. ეს ძალიან დიდი მხარდაჭერაა. თუ

შოთა არველაძე - დაუშვებელია მომავალი თაობის მიმართ მოქნეული ხელი ვინმეს შერჩეს - არ გვჭირდება არავინ და არაფერი, რომელიც ძირს გამოგვითხრის, ყველას და ყველაფერს დაგვაპირისპირებს, გაიწვიეთ უკან ეს კანონი

არ შეგვარგეს ის ზეიმი, რომელიც კვირების და თვეების განმავლობაში უნდა გაგრძელებულიყო, არ შეარგეს განსაკუთრებით იმ მოზარდებს, რომლებიც სიხარულით სტადიონზე გადახტნენ და მთელი ღამე, დროშით ხელში, რუსთაველიდან თავისუფლების მოედნამდე იარეს,- ამის შესახებ ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი შოთა არველაძე სოციალურ ქსელში წერს. როგორც ის აღნიშნავს, დაუშვებელია მომავალი თაობის მიმართ მოქნეული ხელი ვინმეს შერჩეს. „არ შეგვარგეს ის ზეიმი, რომელიც კვირების და თვეების განმავლობაში უნდა გაგრძელებულიყო, არ შე
×
×
  • შექმენი...