Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.083.507

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

სართიჭალაში მშენებლობაზე მძღოლი დაიღუპა

სართიჭალაში მშენებლობაზე მძღოლი დაიღუპა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლს რამდენიმეტონიანი ბეტონის ფილა დაეცა. როგორც „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. publika

ანაკლია გაუკაცრიელებულია, ყველა პროექტი გაჩერებული – DRI

“ანაკლია გაუკაცრიელებულია, ყველა ძველი და ახალი პროექტი გაჩერებულია”, – ვკითხულობთ დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის [DRI] ახალ ანგარიშში, რომელიც 2023 წლის ივლისში საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში არსებული ვითარებას შეეხება. ორგანიზაციის ცნობით, მათ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის პრობლემების შესწავლის მიზნით წალენჯიხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების სოფლები – განმუხური, ხურჩა, ორსანტია, რუხი, ტყაია, რიყე, ანაკლია, მუჟავას თემი, ფახულანის თემი, ფოცხო-ეწერის  დევნილთა ჩასახლება და გა

დაბა ჩაქვში 50 წლამდე მამაკაცი მძიმე ტექნიკის დაცემის შედეგად გარდაიცვალა

დაბა ჩაქვში ერთ-ერთ სახელოსნოში 50 წლამდე მამაკაცი მძიმე ტექნიკის დაცემის შედეგად გარდაიცვალა. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. შუახნის მამაკაცი ტრაქტორის მძღოლი იყო, რომელიც ამავე სახელოსნოში იყო დასაქმებული. „როგორც გავიგეთ სახელოსნოში მუშაობდა, ტრაქტორიდან ჩამოვარდა და შემდეგ კი ტრაქტორი ამოყირავდა და მძღოლს დაეცა. სასწრაფო დამხმარების ბრიგადა მოვიდა, თუმცა სამწუხაროდ მამაკაცი გარდაიცვალა“, - ამბობენ ადგილობრივები. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იყვნე

ნობელის პრემიის დაჯილდოებაზე რუსეთის, ბელარუსისა და ირანის ელჩების მოწვევები გაუქმდა

ნობელის პრემიის დაჯილდოებაზე რუსეთის, ბელარუსისა და ირანის ელჩების მოწვევები გაუქმდა. ამის შესახებ განცხადებას ნობელის ფონდი ავრცელებს. ნობელის ფონდის ინფორმაციით, ნობელის პრემიის დაჯილდოების ცერემონიაზე ყველა ელჩის მოწვევის გადაწყვეტილებამ მხურვალე რეაქცია გამოიწვია. „ასეთი გადაწყვეტილების საფუძველი გახდა ის, რომ ჩვენ მნიშვნელოვნად და სწორად ვთვლით, რაც შეიძლება ფართოდ გავავრცელოთ ღირებულებები და მესიჯები, რომლებსაც ნობელის პრემია იცავს“, - წერია განცხადებაში. მათი თქმით, სწ

დავით არახამია რუსეთთან მოლაპარაკების პირობებს ასახელებს

უკრაინის საპარლამენტო ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელი დავით არახამია რუსეთთან მოლაპარაკების პირობებს ასახელებს. უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლის თქმით, უკრაინა მზად არის, უზრუნველყოს რუსეთის უსაფრთხოების გარანტიები, თუმცა მოლაპარაკებების დასაწყებად რუსეთმა ოთხი პირობა უნდა შეასრულოს. არახამიას თქმით, რუსეთმა შემდეგი ნაბიჯები უნდა გადადგას: დატოვოს უკრაინა, გადაიხადოს რეპარაციები, დაისაჯოს ომის ყველა დამნაშავე, ნებაყოფლობით დათმოს ბირთვული იარაღი. „ამის შემდეგ ჩვენ მზად

ვოლოდიმირ ზელენსკიმ დანიის პრემიერ-მინისტრთან ერთად მიკოლაევის საავადმყოფოში დაჭრილი სამხედროები მოინახულა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დანიის პრემიერ-მინისტრთან, მეტე ფრედერიქსენთან ერთად მიკოლაევის ერთ-ერთ საავადმყოფოში დაჭრილი უკრაინელი სამხედროები მოინახულა. ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს და სამედიცინო დაწესებულებაში ვიზიტის ვიდეოს აქვეყნებს. „მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მეომრებმა შეძლონ არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის გავლა. მადლობა ყველა მედმუშაკს, რომლებიც ჩვენი დამცველების ჯანმრთელობაზე ზრუნავენ. სწრაფ გამოჯანმრთელებას გ

ცაგერის მუნიციპალიტეტ სოფელ ქულბაქში ზვავი ჩამოწვა

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქულბაქში ზვავი ჩამოწვა, – ამის შესახებ რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, პაპუნა მარგველიძემ განაცხადა. მისივე თქმით, უხვი ნალექის შედეგად ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქულბაქთან დამაკავშირებელ გზაზე ზვავი ჩამოწვა და მსუბუქი ავტომანქანა მოიყოლა. ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.   ავტორი - ირმა ჭოლაძე

ვის შეხვდება ბორელი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში და ევრკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი საქართველოს 7-8 სექტმებრს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ჯოზეფ ბორელი საქართველოში მისი პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში განიხილავს ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნის პროგრესს. ბორელი ქართულ მხარესთან ასევე განიხილავს უფრო ფართო საგარეო პოლიტიკასა და რეგიონულ საკითხებს. საქართველოში ვიზი

ანასტასია გუბანოვამ ლომბარდიის თასი მოიგო

საქართველოს სახელით მოასპარეზე მოციგურავე ანასტასია გუბანოვამ მოიგო ფიგურული სრიალის ჩელენჯერ კატეგორიის ტურნირი – ლომბარდიის თასი. გუბანოვამ მოიგო მოკლე პროგრამა, ხოლო თავისუფალ პროგრამაში გავიდა მეოთხე ადგილზე. ორი პროგრამის ჯამში დაგროვილი ქულები საკმარისი აღმოჩნდა ტურნირზე მისი გამარჯვებისთვის. ანასტასია გუბანოვა მესამე სეზონია, რაც საქართველოს სახელით ასპარეზობს, იქამდე იგი წარადგენდა რუსეთის  ფედერაციას. 2022 წელს, მოციგურავემ საქართველოს სახელით  მოიგო ფიგურული სრიალის ევრ

ომბუდსმენი 16-17 აპრილის აქციის მონიტორინგის პირველადი შედეგებს აქვეყნებს

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება 2024 წლის 16-17 აპრილის ღამეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავთა მხრიდან ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების ფაქტებს და ასაჯაროვებს მონიტორინგის პირველად შედეგებს: შეკრების თავისუფლების დარღვევა ომბუდმსენი აცხადებს, რომ ჩატარებული მონიტორინგის საფუძველზე გამოვლინდა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებაში უსაფუძვლო ჩარევის შემთხვევები: 16 აპრილს საღამოს საათებში მას შემდეგ, რაც სამართალდამცავებმა სპეციალური გასასვლელის 

საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრი კიევში ჩავიდა

საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრი, სებასტიან ლეკორნუ კიევში ჩავიდა. ინფორმაციას გამოცემა The Kyiv Post ავრცელებს. როგორც მედია აღნიშნავს, ეს მისი პირველი ვიზიტია უკრაინაში მას შემდეგ, რაც 2022 წლის მაისში თანამდებობაზე დაინიშნა. France 24-ის რეპორტიორის ცნობით კი, ლეკორნუ, სავარაუდოდ, დღეს ომში დაღუპულთა მემორიალს ეწვევა. ამასთან, მედია იუწყება, რომ ლეკორნუ კიევს ემანუელ მაკრონის იმ განცხადების შემდეგ სტუმრობს, რა დროსაც საფრანგეთის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ მისი ქვეყან

ბათუმში ლიფტი ჩავარდა, დაშავდა 3 ადამიანი

ბათუმში, ერთ-ერთ კორპუსში ლიფტი ჩავარდა, შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა, – ინფორმაციას ამის შესახებ შსს-ში ადასტურებენ. „ერთი პაციენტი კლინიკა „ბრაზერში“, ხოლო ორი კი სამედიცინო ცენტრში არიან გადაყვანილი. ხუთიდან ორი მოქალაქე თავს კარგად გრძნობს, კლინიკაში გადაყვანაზე უარი განაცხადეს. საბედნიეროდ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – უთხრეს IPN-ს შესაბამის უწყებაში. როგორც „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყ

წვევამდელებისთვის სამხედრო სამსახურის ვადა შემცირდება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა „თავდაცვის კოდექსის“ პროექტი, რომელიც ახლებურად დაარეგულირებს თავდაცვის სამინისტროს მოწყობის, საქმიანობისა და სამხედრო სამსახურთან დაკავშირებულ საკითხებს. პროექტის თანახმად, სავალდებულო სამხედრო სამსახურს შეეცვლება სახელი და ეწოდება - „წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური“. კოდექსის თანახმად, იგეგმება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ვადის შემცირება. კერძოდ, 12-თვიანი ვადის ნაცვლად შემოთავაზებულია სამსახურის დიფერე

სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ აქციას აანონსებენ

სტუდენტური მოძრაობა „სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ“ აქციას აანონსებენ. ისინი დღეს, 18:00 საათზე თბილისის სახელმწიდო უნივერსიტეტის I კორპუსის ეზოში იკრიბებიან, შემდეგ კი საქართველოს პარლამენტთან მთავარ აქციას შეუერთდებიან. „კანონპროექტების საკომიტეტო განხილვა, რომელიც 9 მარტს უნდა გამართულიყო, მოულოდნელად დაიწყო დღეს. ეს ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა მოსახლეობის მოტყუებით, შეუქცევადი საფრთხის წინაშე აყენებს ქვეყნის მომავალს, რადგან რუსული კანონის სწრაფად მიღების საშუალებას იძლევა. კან

ნათია მეზვრიშვილი - დღეს(აც) ვანო მერაბიშვილი ბიძინა ივანიშვილის დავალებას ასრულებს

დღეს (აც) ვანო მერაბიშვილი ბიძინა ივანიშვილის დავალებას ასრულებს, - ამის შესახებ, სოციალურ ქსელში პარტია "სქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი წერს. მისი თქმით, ნაცმოძრაობა ყოველთვის მაშინ ჩნდებოდა, როცა ოცნებას სჭირდებოდა.   "ვხედავ, მისმა კომენტარებმა აღაშფოთა ის ხალხი, რომელიც თავს გვესხმოდა, როცა ვამბობდით, რომ ნაცმოძრაობა ოცნების საქმეს აკეთებს და პირიქით - ოცნება ნაცმოძრაობით არსებობს; როცა ვამბობდით, რომ ნაცმოძრაობის არჩევნების შედეგი მხოლოდ ბიძი

ფინეთი ნატო-ს წევრი ოფიციალურად გახდა

ფინეთი უკვე ოფიციალურად ნატო-ს 31-ე წევრი სახელმწიფოა. ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეკა ჰავისტომ გაწევრიანების ოფიციალური პროცესი ცოტა ხნის წინ დაასრულა, როდესაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში ოფიციალური დოკუმენტი გადასცა. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ალიანსში გაწევრიანება „ფინეთს უფრო უსაფრთხოს და ნატო-ს უფრო ძლიერს გახდის“. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადი

2022 წელს მივლინებებში პარლამენტის წევრებზე 1.7 მლნ ლარი დაიხარჯა – TI

2022 წელს საზღვარგარეთ მივლინებებში პარლამენტის 84 წევრზე 1,739,782 ლარი დაიხარჯა. ამის შესახებ ინფორმაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“(TI) ანგარიშშია მოცემული, რომელიც პარლამენტის 2022 წლის საქმიანობას აფასებს. რაც შეეხება პარლამენტის წევრთა აქტიურობას, TI-ის ანგარიშის თანახმად: 2022 წელს საკანონმდებლო ინიციატივის უფლებით ისარგებლა პარლამენტის 99-მა წევრმა, აქედან ყველაზე მეტი კანონპროექტის ინიციატორია ოპოზიციიდან დავით უსუფაშვილი (39 კანონის პროექტი) და უმრავლესობიდან

რუსების მიერ ჩერნიგოვის ცენტრის დაბომბვის შედეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა და 117 დაშავდა

რუსების მიერ ჩერნიგოვის ცენტრის დაბომბვის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 117-მდე გაიზარდა, გარდაცვლილია 7 პირი, - ამის შესახებ ინფორმაციას ჩერნიგოვის მერის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრ ლომაკო “ტელეგრამის” პირად გვერდზე ავრცელებს. „15:25 საათის მდგომარეობით ჩერნიგოვის ცენტრზე ტერორისტების დარტყმის შედეგად დაშავდა 117 ადამიანი, მათგან 7 გარდაიცვალა,” - წერს ლომაკო. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის ჩერნიგოვზე ტერორისტული დარტყმის გამო 19-21 აგვისტო გლოვის დღეებად არის გამოცხა

მსახიობი მედეა ლორთქიფანიძე გარდაიცვალა

86 წლის ასაკში მსახიობი მედეა ლორთქიფანიძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ოჯახის წევრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. მათივე ცნობით, მსახიობს, 13 აგვისტოს თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალავენ. იპნ

მისაქციელში თერმულად დამუშავებული ინგრედიენტების საწარმო ამოქმედდა

მისაქციელში თერმულად დამუშავებული პირველადი ინგრედიენტების საწარმო Georgian Greens-ი ამოქმედა. როგორც საწარმოს თანადამფუძნებელმა ეკატერინე ვეფხვაძემ BM.GE-თან განაცხადა, უკვე 13 სახის პროდუქტს, მათ შორის ნივრის, ჯინჯერის, კამის და ქინძის პასტას აწარმოებს. მისივე თქმით, პროდუქცია საქართველოს მარკეტებში 2023 წლიდან გამოჩნდება. "ყველაფერი თერმულადაა დამუშავებული, არ შეიცავს არანაირ დანამატებს და ყველას შეუძლია სამზარეულოში გამოიყენოს. ჯერ-ჯერობით ადგილობრივ ბაზარზე არ ვართ წარმოდგენილი, თუმცა

ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა - მედია

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია. უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის წლისთავის წინ ბაიდენი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის ხვდება. ინტერნეტში ვრცელდება ვიდეოკადრებიც, რომელშიც ჩანს, რომ ბაიდენი და ზელენსკი, სავარაუდოდ კიევში, მიხაილოვსკაიას მოედანზე არიან. ამავდროულად, უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა, მედიის ინფორმაციით, ბელარუსში რუსული ავიაცია გააქტიურდა და

ბექა ლილუაშვილი - ხვალ დაგეგმილ აქციაზე მისვლას ვაპირებ

ხვალ დაგეგმილ აქციაზე მისვლას ვაპირებ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია "საქართველოსთვის" წევრმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, პარტიაში აღნიშნულთან დაკავშირებით ყველა ინდივიდუალურად მიიღებს გადაწყვეტილებას. „პარტიას რაც შეეხება, ჩვენ ყოველთვის გვქონდა პოზიცია, რომ ყველას თავის შეხედულების შესაბამისად შეუძლია დააფიქსიროს პოზიცია და ჩვენ არ ვუკრძალავთ არავის, ვისაც სურვილი აქვს შეუძლია შეუერთდეს პარტიიდან. ჩემი მიზანი აქციაზე მისვლის უკრაინის მხარდაჭერაა, მე იქ მივდივარ,

ცესკო მედიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრებს ახალ ფორმატში იწყებს

საარჩევნო ადმინისტრაცია მედიის წარმომადგენლების ინფორმირებისა და მათთან კომუნიკაციის გაძლიერების მიზნით, სამუშაო შეხვედრებს ახალ ფორმატში იწყებს. ინფორმაციას ცესკო-ს პრესსამსახური ავრცელებს. ცესკო-ს ცნობით, პირველი სამუშაო შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან დღეს გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა მედიასთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და საზოგადოების სწორად ინფორმირების პროცესში მედიის როლზე ისაუბრა. ცესკო-ს თავმჯდომარემ მედიის წარმომადგ

ნიჩბოსნობა I ბადრი ყაველაშვილი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა #1TVSPORT

გერმანიის ქალაქ დუისბურგში კანოე-კაიაკიში მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს, რომელშიც ასევე თამაშდება პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის ლიცენზიები. ტურნირზე ვერცხლის მედალი მოიპოვა კაიაკით ცურვაში 27 წლის ქართველმა ნიჩბოსანმა, ბადრი ყაველაშვილმა. მან ფინალურ ეტაპზე 200-მეტრიანი დისტანცია 35.364 წამში გაცურა და მხოლოდ ლიეტუველ სპორტსმენს ვერ აჯობა. მსოფლიო ჩემპიონატზე ასევე გამოვიდა ზაზა ნადირაძე. მან კანოეთი 200 მეტრზე ფინალურ გაცურვაში მეოთხე შედეგი დააფიქსირა და მედლის გარეშე დარჩა.
×
×
  • შექმენი...