Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.457
  • comments
    0
  • views
    748.433

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

დიმიტრი ცქიტიშვილი - ამ პროტესტის სიმწვავის მიხედვით ივანიშვილმა დროულად უნდა გაანალიზოს, რომ ის არის მარცხისთვის განწირული

ამ პროტესტის სიმწვავის მიხედვით ივანიშვილმა დროულად უნდა გაანალიზოს, რომ ის არის მარცხისთვის განწირული.   დიმიტრი ცქიტიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/891837119769175

მაიკლ კარპენტერი - სასწორზე საქართველოს დემოკრატია დევს

სასწორზე საქართველოს დემოკრატია დევს, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსმა დირექტორმა, მაიკლ კარპენტერმა „ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა. მისი შეფასებით, ყველაფერი, რისკენაც საქართველო წლების, ათწლეულების განმავლობაში მიისწრაფოდა, ახლა სასწორზე დევს და ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. "სასწორზე საქართველოს დემოკრატია დევს. მართლაც, ახლა სასწორზე ქვეყნის მომავალი დევს. ის, რასაც ქუჩებში ვხედავთ, შ

უკრაინაში ქართველი მებრძოლი ჯაბა კვარაცხელია დაიღუპა

რუსეთის მიერ უკრაინისადმი გამოცხადებულ სრულმასშტაბიან ომს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი შეეწირა. „თავისუფალი საქართველოს“ დანაყოფის მეთაური, ჯაბა კვარაცხელია კურსკის ოლქში კონტაქტურ ბრძოლაში დაპირისპირებისას დაიღუპა. ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა. ომის დაწყების პირველივე დღეებიდან უკრაინაში რამდენიმე ასეული (არაოფიციალური ინფორმაციით, 2000-მდე) ქართველი მოხალისე იბრძვის. ისინი სხვადასხვა ბატალიონში ირიცხებიან და

“შშმ პირები შესაძლოა დარჩნენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მომსახურებებს მიღმა” – განცხადება

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მათი მშობლები და ოჯახის წევრები, უფლებადამცველ ორგანიზაციები და აქტივისტები ხელახალი არჩევნების დანიშვნას და დაკავებულთა გათავისუფლებას მოითხოვენ. ისინი აცხადებენ, რომ დაკავებულთა შორის არიან შშმ პირებიც. მათ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ არსებული კრიზისი განსაკუთრებით უარყოფითად სწორედ შშმ პირებზე აისახება. “ქვეყანა შესულია უკიდურეს კრიზისულ სიტუაციაში, რომლის დიდი ხნით გაგრძელება გამოიწვევს უდიდეს ზიანს, როგორც ქვეყნისთვის, ისე მოქალაქეები

თურქეთში ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა, დაიღუპა 4 ადამიანი

თურქეთის სამხრეთ-დასავლეთით სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა და ჩამოვარდა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ვერტმფრენი მუღლას სასწავლო და კვლევით საავადმყოფოს ტერიტორიიდან აფრინდა და მასში ორი პილოტი, ექიმი და კიდევ ერთი სამედიცინო მუშაკი იმყოფებოდნენ. მუგლას რეგიონის გუბერნატორმა, იდრის აკბიიკმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვერტმფრენი ჯერ საავად

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური - ჭავჭავაძის გამზირზე შენობაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებისას გადმოინგრა კედელი, რასაც მეხანძრე-მაშველი ემსხვერპლა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 21 დეკემბერს, თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე შენობაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების დროს კედლის გადმონგრევის შედეგად, მეხანძრე-მაშველი დაიღუპა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველის ოჯახს, ახლობლებსა და თანამშრომლებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მეხანძრე

„ხორუმით ევროპისკენ“ - ამ ლოზუნგით ქართველი მოცეკვავეები პარლამენტთან ხორუმის ცეკვით მივიდნენ

„ხორუმით ევროპისკენ“ - ამ ლოზუნგით ქართველი მოცეკვავეები პარლამენტთან ხორუმის ცეკვით მივიდნენ. მათ საკანონმდებლო ორგანოს წინ შეკრებილი აქციის მონაწილეები ტაშითა და ოვაციებით შეხვდნენ. აქციის მონაწილეებს მოცეკვავეებისთვის სპეციალურად დერეფანი ჰქონდათ გაკეთებული. მოცეკვავეების ხორუმი დღეისთვის ბოლო პერფორმანსია. შესაბამისად, პარლამენტთან აქცია დაიწყო. როგორც მოცეკვავეების პერფორმანსის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ომიკო ხოფერიამ განაცხადა, ისინი შეიკრიბნენ იმისთვის, რომ აჩვენონ მსოფლ

სალომე ზურაბიშვილი - ცეკვით მხოლოდ ჩვენ ვაპროტესტებთ: ხორუმი! ეს უკვე გამარჯვების ცეკვაა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეხმაურება, რომლის დროსაც გუშინ ცეკვა „ხორუმი“ შესრულდა. „საქართველო აპროტესტებს: ცეკვით მხოლოდ ჩვენ ვაპროტესტებთ: ხორუმი! ეს უკვე გამარჯვების ცეკვაა 23-ე დღეს!“- წერს პრეზიდენტი. შეგახსენებთ, „ხორუმით ევროპისკენ“ - ამ ლოზუნგით ქართველი მოცეკვავეები გუშინ პარლამენტთან ხორუმის ცეკვით მივიდნენ.   იპნ

დიმიტრი ცქიტიშვილი - დღეს ერთადერთი გზა დემოკრატიულ კალაპოტში ქვეყნის დაბრუნების, არის ახალი არჩევნები (ვიდეო)

დღეს ერთადერთი გზა დემოკრატიულ კალაპოტში ქვეყნის დაბრუნების, არის ახალი არჩევნები. დიმიტრი ცქიტიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1250335146255083

„23 ყალბი დამკვირვებელი, რომელმაც არჩევნების გაყალბებას ხელი შეუწყო" | ანგარიში

„დემოკრატიული არჩევნების ევროპულმა პლატფორმამ” (EPDE), ატლანტიკური საბჭოს DFRLab-ის მკვლევარ ეთო ბუზიაშვილთან ერთად თანამშრომლობით, გამოავლინა 23 პოლიტიკურად მიკერძოებული დამკვირვებელი, რომელმაც საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას ხელი შეუწყო, – ამის შესახებ ორგანიზაცია წერს დასკვნაში – „დასავლელი კონსპიროლოგების დაბრუნება: ყალბი დამკვირვებლები საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე”. როგორც დასკვნაში წერია, ყალბ დამკვირვებლებს იყენებენ ისეთი ავტორიტარული რეჟიმებ

„კიდევ ერთი საფუძველია ახალი არჩევნებისთვის" - ადგილობრივი ორგანიზაციები ეუთო/ოდირზე

„ანგარიში უკიდურესად კრიტიკულია და დეტალურად ასახავს დარღვევათა იმ ერთობლიობას, რაც გამოვლინდა საპარლამენტო არჩევნების დროს”, – ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები ეხმაურებიან  ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის საბოლოო ანგარიშს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. ხელმომწერები: „სამართლიანი არჩევნები” (ISFED); ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია); სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმა” (კოალიცია აერთიანებს 30 სამოქალაქო ორგანი

სალომე ზურაბიშვილი დღეს პარლამენტთან დაგეგმილ აქციას შეუერთდება და სიტყვით გამოვა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს პარლამენტთან აქციას შეუერთდება და 21:00 საათზე, სიტყვით გამოვა. როგორც მან შაბათს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ყველამ ერთად კიდევ ერთხელ უნდა დააფიქსიროს, რომ ახალი არჩევნები მთელი ქვეყნის მოთხოვნაა. “სასწრაფოდ უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები. ამისთვის მე ხვალ ვიქნები პარლამენტის წინ ხალხთან ერთად. 21:00 საათზე გამოვალ სიტყვით, რათა ყველამ ერთად - არა მხოლოდ მათ, ვინც აქ არიან და მუშაობენ, არამედ იმ ადამიანებთან ერთადაც, ვინც სხვადასხვა ფ

მარგუს ცაჰკნა - ქართველები კვლავ ხმამაღლა და გარკვევით საუბრობენ იმაზე, თუ რას ფიქრობენ საქართველოს ხელისუფლებაზე, რომელიც ზურგს აქცევს ევროპასა და დემოკრატიას

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ქართველები კვლავ ხმამაღლა და გარკვევით საუბრობენ იმაზე, თუ რას ფიქრობენ საქართველოს ხელისუფლებაზე. „ქართველები კვლავ ხმამაღლა და გარკვევით საუბრობენ იმაზე, თუ რას ფიქრობენ საქართველოს ხელისუფლებაზე, რომელიც ზურგს აქცევს ევროპასა და დემოკრატიას“, - წერს მარგუს ცაჰკნა.   იპნ

სალომე ზურაბიშვილი არის ქვეყნის ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერი – ჯო უისლონი

ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი ჯო უილსონი აცხადებს, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი ხელახალი არჩევნებია. სალომე ზურაბიშვილთან საუბრის შემდეგ მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის არის ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერი ქვეყანაში. თავის მხრივ, სალომე ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა რესპუბლიკელ კონგრესმენს ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის. ნეტგაზეთი

ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი - "ქართული ოცნების" უკანასკნელ ფანტაზიას - თითქოს ეუთო/ოდირმა ამ არჩევნების ლეგიტიმაცია მოახდინა, სიმართლის შენიღბვა არ შეუძლია

"ქართული ოცნების" უკანასკნელ ფანტაზიას - თითქოს ეუთო/ოდირმა ამ არჩევნების ლეგიტიმაცია მოახდინა, სიმართლის შენიღბვა არ შეუძლია,- ასე პასუხობს ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი შალვა პაპუაშვილის განცხადებას, თითქოს ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნა "ქართული ოცნების" შეფასებებს დაემთხვა. "ტყუილები იქამდე იზრდებიან, სანამ თავიანთ მთქმელებს არ გადაყლაპავენ. "ქართული ოცნების" უკანასკნელ ფანტაზიას - თითქოს ეუთო/ოდირმა ამ არჩევნების ლეგიტიმაცია მოახდინა - სიმართლის შენიღბვა არ შეუძლია: ამომრჩეველთა დაშინება

"გახარია საქართველოსთვის" - ანგარიშში გამოთქმული უკიდურესად კრიტიკული შეფასებების ერთობლიობა ქმნის არჩევნების გაყალბების სისტემურ და კომპლექსურ სურათს და ცალსახად უნდა ითქვას, რომ არჩევნების შედეგები არ ასახავს საქართველოს მოსახლეობის ნებას

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ შეფასება 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშის შესახებ:   "26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული ეუთო/ოდირის საბოლოო ანაგარიშის თანახმად, ამომრჩეველთა დაშინების, მედია მიკერძოების, არათანაბარი პირობების და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ერთობლიობა ცხადყოფს, რომ არჩევნებმა ვერ დააკმაყოფილა ძირითადი დემოკრატიული სტანდარტები და ეუთოს წინაშე აღებული ვალდებულებები, რაც თავისუფალი და სამართლიანი

„ანგარიში არის ძალიან კრიტიკული, ისეთი, როგორიც არ ყოფილა საქართველოსთან მიმართებით არასდროს“ - ქურდოვანიძე

ეუთო და მისი დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (ODIHR) საქართველოს 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო დასკვნას აქვეყნებს. „ფორმულას“ ეთერში ანგარიშის ძირითადი დასკვნების შესახებ ისაუბრა საია-ს თავმჯდომარემ ნონა ქაურდოვანიძემ. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადება ანგარიშთან დაკავშირებით, რომ თითქოს ანგარიშის სულისკვეთება მიანიშნებს, რომ „არჩევნები თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩატარდა“ სიმართ

„უკვე ოდირის შეფასებითაც - ეს არის ყველაზე ცუდი არჩევნები, რაც ამ საუკუნეში საქართველოში ჩატარებულა“ - ბრაჭველი

ეუთო და მისი დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (ODIHR) საქართველოს 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო დასკვნას აქვეყნებს. პრესრელიზში აღნიშნულია, რომ არჩევნები ჩატარდა სერიოზული შეშფოთების ფონზე, რომელიც უკავშირდება ახლახან მიღებული კანონმდებლობის გავლენას ფუნდამენტურ თავისუფლებებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე, ნაბიჯებს საარჩევნო პროცესში ჩართული ინსტიტუტების დამოუკიდებლობის შესამცირებლად და ამომრჩევლებზე ზეწოლას, რაც საარჩევნო დღის პრაქტიკას

ლატვიამ საქართველოს კიდევ 13 მოქალაქეს აუკრძალა ქვეყანაში შესვლა

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველოს 13 მოქალაქე პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა და ლატვიაში შესვლა განუსაზღვრელი დროით აეკრძალათ. გადაწყვეტილება ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბაიბა ბრაჟემ დღეს მიიღო. საქართველოს 13 მოქალაქის პერსონა ნონ გრატად გამოცხადება ბალტიის ქვეყნების მიერ პროევროპული აქციების ძალადობრივად დაშლის შემდეგ „ქართული ოცნების“ წევრების ნაწილისა და მაღალჩინოსნებისთვის დაწესებული სანქციების გაგრძელებაა.   პუბლიკა

სალომე ზურაბიშვილი - ტყუილ-მართლის ტოტალური ინვერსიის და ღირებულებების თავდაყირა დაყენების ლოგიკური გაგრძელებაა, როცა შენი ქვეყნის რეპრესიის კრიმინალურ ვერტიკალს „ღირსების“ ორდენით დაჯილდოებას უპირებ!

ტყუილ-მართლის ტოტალური ინვერსიის და ღირებულებების თავდაყირა დაყენების ლოგიკური გაგრძელებაა, როცა შენი ქვეყნის რეპრესიის კრიმინალურ ვერტიკალს “ღირსების” ორდენით დაჯილდოებას უპირებ! - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, სახელმწიფოსგან მუდმივი ტყუილი საბჭოთა კავშირის მართვის მთავარი ხერხი იყო. “სახელმწიფოსგან მუდმივი ტყუილი შიდა პოლიტიკაზე, სოციალურ მდგომარეობაზე და გარე სამყაროზე იყო საბჭოთა კავშირის მართვის მთავარი ხ

გულდასაწყვეტია, რომ ჩვენი მოქალაქეები თავიანთი არჩევანის გამო ისჯებიან - ბუნიათიშვილი CNN-თან

პიანისტმა ხატია ბუნიათიშვილმა CNN-თან ინტერვიუში საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა და თქვა, რომ საქართველოს მოქალაქეები თავიანთი ევროპული არჩევანის გამო ისჯებიან. მისი თქმით, რასაც ივანიშვილის რეჟიმი ქუჩაში გასული ადამიანების წინააღმდეგ სჩადის, მტკივნეული და გულდასაწყვეტია.   ტვ პირველი

ვუსამძიმრებ "ოცნებას"... ოდირმა ამ არალეგიტიმურ ხელისუფლებას განაჩენი გამოუტანა - ნათია მეზვრიშვილი

ვუსამძიმრებ "ოცნებას" - ასე ეხმაურება "გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი ეუთო/ოდირის უმწვავეს დასკვნას.  მისი თქმით, ოდირმა ამ დასკვნით საქართველოს არალეგიტიმურ ხელისუფლებას განაჩენი გამოუტანა.  ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში რომელიც ცოტა ხნის წინ გავრცელდა, ის მძიმე დარღვევებია ასახული, რომელიც დამკვირვებლებმა არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ დააფიქსირეს. დასკვნაში საუბარია ხმ

4 პარტია - ეუთო/ოდირის საბოლოო შეფასება არჩევნებთან დაკავშირებით, კანონიერ და ლოგიკურ საფუძველს ქმნის საზოგადოების უდიდესი ნაწილისა და პროდასავლური, დემოკრატიული ოპოზიციის მოთხოვნის შესასრულებლად და ახალი არჩევნების დასანიშნად

ეუთო/ოდირის საბოლოო შეფასება 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით, კანონიერ და ლოგიკურ საფუძველს ქმნის საზოგადოების უდიდესი ნაწილისა და პროდასავლური, დემოკრატიული ოპოზიციის მოთხოვნის შესასრულებლად და ახალი არჩევნების დასანიშნად. ამის შესახებ 4 ოპოზიციური პარტიის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც ოპოზიციური პარტიები აღნიშნავენ, 2024 წლის არჩევნების შეფასება "ისტორიულად ყველაზე ნეგატიური დასკვნაა", რომელიც ორგანიზაციას საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით ოდესმე დაუწერია.

ჩეხეთის სენატი მთავრობას რეზოლუციით მოუწოდებს, დაასანქციროს ქართველი მაღალჩინოსნები და მოსამართლეები

ჩეხეთის სენატმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ჩეხეთის მთავრობას მოუწოდა, დაუწესოს სანქციები ქართველ მაღალჩინოსნებს, ასევე განიხილოს ამ სანქციების გაფართოება მოსამართლეებზე. რეზოლუციაში მოხსენიებულია ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადება, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი და ნათქვამია, რომ  შედეგად, საქართველო ახლა კონსტიტუციურ და პოლიტიკურ კრიზისშია. ასევე აღნიშნულია, რომ საქართველო ყოველთვის იყო გრძელვადიან პერსპექტივაში პრიორი

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ოფიციალურად შეუჩერდა EQAR-ის რეგისტრაცია

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ოფიციალურად შეუჩერდა EQAR-ის რეგისტრაცია. 6 დეკემბერს დარგის სპეციალისტებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა კარგავდა ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის რეესტრისა და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის წევრობას. ამის შესახებ 6 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე საზოგადოებას უმაღლესი განათლების სფეროს ექსპერტებმა აცნობეს. მედიასთან განცხადებები გააკეთეს უმაღლესი განათლების ექსპერტებმა, ირი
×
×
  • შექმენი...