Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.108.754

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, სამხედროებმა ლუგანსკისა და დონეცკის ოლქის ოთხი დასახლებიდან ოკუპანტების განდევნა შეძლეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, სამხედროებმა ლუგანსკისა და დონეცკის ოლქის ოთხი დასახლებიდან ოკუპანტების განდევნა შეძლეს. საუბარია კარმაზინოვის, მიასოჟაროვის, ნევისა და ნოვოსადოვის დასახლებებზე. გენშტაბის ცნობით, უკრაინულმა ავიაციამ 17 დარტყმა განახორციელა, რის შედეგადაც მოწინააღმდეგის საბრძოლო მასალებისა და აღჭურვილობის 13 წერტილი და საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების ოთხი პოზიცია გაანადგურეს. ასევე, გასული დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინულმა ძალებმა მოიგერიეს ოკუპანტების ი

საქართველოში მცხოვრები უკრაინელები დახმარებას ითხოვენ

საქართველოში მცხოვრები უკრაინელების ნაწილი პრემიერს დახმარებას სთხოვს. მათი სახელით გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მესამე თვეა, უშედეგოდ ელიან დაპირებულ ფულად დახმარებას. "გაირკვა, რომ ეს შემწეობა, გაცხადებულის საწინააღმდეგოდ, არც სასტუმროში მცხოვრებებს მიუღიათ. მოგმართავთ ბატონ პრემიერ-მინისტრს და ყველას, ვისაც ეს კითხვა ეხება. ჩვენ მადლობელი ვართ იმისთვის, რაც გააკეთეთ ჩვენთვის, მადლობელი ვართ ქართველი ხალხის, მაგრამ გთხოვთ, განიხილოთ შეღავათების საკითხი. თქვენ თვითონ გესმით, რომ

ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ევროკომისიის პრეზიდენტმა მაკროფინანსური დახმარების საკითხი განიხილეს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს ესაუბრა. როგორც ზელენსკიმ „ტვიტერზე“ დაწერა, საუბარი ეხებოდა უკრაინის მაკროფინანსური დახმარების საკითხს. შეხვედრაზე აღინიშნა მარცვლეულის ინიციატივის გაგრძელების მნიშვნელობა, მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოებისთვის. ამასთან, ზელენსკის თქმით, განიხილეს სანქციების გაზრდის საკითხი და ქმედებები ირანის წინააღმდეგ, რომელიც მხარს უჭერს აგრესიას.

NASA-მ მთვარისკენ წარმატებით გაუშვა ისტორიაში უმძლავრესი რაკეტა

ორი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, NASA-მ მისია „არტემის 1“ წარმატებით გაუშვა. ეს გახლავთ პირველი ნაბიჯი უკიდურესად კომპლექსური მისიისა, რომელმაც პირველად 1972 წლის შემდეგ, ადამიანები მთვარეზე უნდა დააბრუნოს.  საკუთარ ისტორიაში ყველაზე მძლავრი რაკეტის გასაშვებად, NASA-მ ახალი კოსმოსური გაშვების სისტემა (Space Launch System) გამოიყენა. რაკეტა მთვარის ორბიტაზე რამდენიმე პატარა თანამგზავრსაც გაიტანს, შემდეგ კი თავადაც ორბიტაზე განთავსდება. მსგავსი: დღეს NASA მთვარისკენ თავის

რუსთავში აზოტის ქარხნის ტერიტორიაზე ხარაჩო ჩამოიშალა, დაიღუპა ერთი მუშა

რუსთავში აზოტის ქარხნის ტერიტორიაზე ხარაჩო ჩამოიშალა და რამდენიმე მუშა მოიყოლა. შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ერთი ადამიანია გარდაცვლილი და ორი დაშავებული. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ორივე დაშავებული მუშა რუსთავის ცენტრალურ საავდამყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე მუშაობენ სამართალდამცავები.

ბათუმის პორტში გამნაღმველები მუშაობენ

ბათუმის პორტში საათზე მეტია, სამართალდამცველები და გამნაღმველები არიან მობილიზებული. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ გემზე ნაღმს ეძებენ. როგორც პორტის პროფკავშირების წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, პორტის ადმინისტრაციაში უცნობმა პირმა დარეკა და აღნიშნა, რომ გემი, რომელიც გასვლას გეგმავდა, დანაღმულია, თუმცა ეს მხოლოდ ერთ-ერთი ვერსიაა. პორტი ამ დროისთვის ჩაკეტილია. შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერ განმარტებები არ გაკეთებულა.   ავტორი - მერაბ წულუკიძე

თბილისის მერია მეტროს სისტემის გაუმჯობესებისთვის საკონსულტაციო მომსახურებას ყიდულობს

თბილისის მერია მეტროს სადგურების მისადგომობის გასაზრდელად და ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად საკონსულტაციო მომსახურებას ყიდულობს. პროექტი აზიის განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდება და მისი ღირებულება 16 მილიონი დოლარია. პროექტი მოიცავს როგორც კვლევას და პროექტირებას, ასევე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს. მეტროს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის დაგეგმილ ღონისძიებებზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მას იმედი აქვს, რომ კვლევისთვის გამოცხადებულ ტენდერში გამარჯ

რიში სუნაკი: გაერთიანებული სამეფო საქართველოს გვერდით დგას რუსეთის აგრესიის პირობებში

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნავს, რომ "ომმა უხეშად შეგვახსენა ის საფრთხე, რომელსაც რუსეთი უქმნის საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლურ პრინციპებს, მათ შორის ტერიტორიულ მთლიანობას". წერილს, რომელიც 23 ნოემბრით არის დათარიღებული, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. რიში სუნაკის წერილი ირაკლი ღარიბაშვილს

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 57 კილომეტრში, რუსეთში, დაღესტანში იყო. მიწისძვრის სიმძლავრე 5.5. მაგნიტუდას შეადგენდა.

ქართველი მოდელის დიდი წარმატება - მატილდა გვარლიანი გამოკითხვის მიხედვით რჩეული ამომავალი ვარსკვლავი გახდა

გამოცემა Models.com-მა ახალბედა მოდელების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, მკითხველის რჩეული ამომავალი ვარსკვლავი მატილდა გვარლიანი გახდა. „მადლობა ყველას, ვინც ხმა მომცა და მადლობა Modelsdot-ს ამ შესაძლებლობისთვის“ - დაწერა მატილდამ. marao.ge მატილდამ კარიერა პატარა ასაკში დაიწყო და როგორც თავად არაერთ ინტერვიუში აღნიშნავს, ეს პროფესია მისთვის ბავშვობიდან საოცნებო იყო: „მთელი ბავშვობა მიზნად მქონდა დასახული, რომ როცა გავიზრდებოდი, უნდა ვყოფილიყავი მოდელი“ - ამბობდა მატი

არავის შეურაცხყოფა არ გვინდოდა - რუსი ბლოგერები კახეთის ციხესიმაგრეში გადაღებული ვიდეოსთვის ბოდიშს იხდიან

რუსი ბლოგერები და მუსიკოსები რომან კონოგრაი და რაილ არსლანოვი საჯარო ბოდიშს იხდიან კახეთში ნიახურის ციხეში გადაღებული ვიდეოსთვის.       "ბოდიშს გიხდით მომხდარის გამო, ჩვენ არავის შეურაცხყოფა არ გვინდოდა", - ასეთი სათაურით სოციალურ ქსელ Youtube-ში მათ მიმართვა გაავრცელეს. მანამდე კონოგრაი და არსლანოვი 15 დეკემბერს გამოჩნდნენ სოციალურ ქსელ ფეისბუკის ერთ-ერთ ჯგუფში გავრცელებულ ვიდეოში, რომელიც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ

კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის აღსაყდრებიდან 45 წელი სრულდება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის დღევანდელი დღე ისტორიული მნიშვნელობისაა. კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის აღსაყდრებიდან 45 წელი სრულდება. 1977 წლის 23 დეკემბერს მაშინდელი ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი სიონის ტაძარში გამართულ მეთორმეტე საეკლესიო კრებაზე კათოლიკოს-პატრიარქად ერთხმად აირჩიეს. იმავე წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის ტაძარში პატრიარქის ინტრონიზაცია გაიმართა. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ისტორიაში ახალი ერა დაიწყო.

რუსეთის დუმის სპიკერი აცხადებს, რომ საზღვარგარეთ გაქცეული რუსეთის მოქალაქეებისთვის გადასახადებს გაზრდიან

რუსეთში საზღვარგარეთ გაქცეული მოქალაქეებისთვის გადასახადებს გაზრდიან. ამის შესახებ რუსეთის დუმის თავმჯდომარემ, ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა. „ყველასთვის გასაგებია, რატომ გაიქცნენ ეს ადამიანები. ვინც მიხვდა, რომ შეცდომა დაუშვა, უკვე დაბრუნდა. სხვები უნდა ხვდებოდნენ, რომ რუსეთის საზოგადოების უდიდესი ნაწილი მათ საქციელს არ უჭერს მხარს. მათ მიაჩნიათ, რომ საზღვარგარეთ წასულმა მოქალაქეებმა უღალატეს ქვეყანას, ახლობლებს და ნათესავებს“, – წერს ვიაჩესლავ ვოლოდინი „ტელეგრამის“ არხზე. მისი მოსაზრ

სალომე ზურაბიშვილი - რას ერჩოდნენ სააკაშვილს, როცა აქეზებდნენ, ჩამობრძანდითო, ან ქართულ ხასიათზე თამაშით რომ ეუბნებოდნენ, ვაჟკაცი თუ ხარ, ჩამოდიო, ორივე მხარეს აწყობდა მიშას ჩამოსვლა, მე რა შუაში ვარ, არ ვიცი

ერთი წელია, ჩვენ ვართ სრულიად გაჩერებული მიშას ირგვლივ დავაში, ბრძოლაში, სხვა თემა არ არსებობს, სხვა თემის აწევა შეუძლებელია, ქვეყანა იძირება ამ საკითხის ირგვლივ და ეს ორივე მხარეს აწყობს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. სალომე ზურაბიშვილმა დღეს მის რეზიდენციასთან გამართულ აქციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იქ იდგნენ ადამიანები, რომელთან ერთადაც ის იბრძოდა მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივი და უსამართლო რეჟიმის წინააღმდეგ. „დღევანდ

გერმანიის თავდაცვის მინისტრი კიევში ჩავიდა

გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი ვიზიტით კიევში ჩავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი “ტვიტერის” პირად გვერდზე ავრცელებს. “BREAKING: უკრაინაში “პირველი” Leopard 2 ჩამოვიდა. მეტი იქნება. მადლობა კანცლერს, ჩემს კოლეგას ბორის პისტორიუსსა და გერმანელ ერს. სატანკო კოალიცია მიდის… გამარჯვებისკენ!” , - წერს რეზნიკოვი. ცნობისთვის, სამშაბათს გერმანიის უშიშროების ფედერალურმა საბჭომ სამრეწველო მარაგებიდან უკრაინისთვის 178 Leopard 1 ტანკის გადაც

თურქეთში გაიზარდა გუშინდელი მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი

სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა და 294 დაშავდა თურქეთის სამხრეთში, ჰათაის პროვინციაში 20 თებერვალს, მომხდარი მიწისძვრის შედეგად. დღეს დილამდე დადასტურებული იყო 3 ადამიანის სიკვდილი. თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამმართველოს ინფორმაციით, 6.4 მაგნიტუდის მიწისძვრა ადგილობრივი დროით 20:04 საათზე მოხდა და სამ წუთში მოჰყვა მეორე - 5.8 მაგნიტუდის მიწისძვრა. ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა სირიაში, ლიბანში, იორდანიაში, ერაყში, ისრაელსა და კვიპროსზე. წინასწარი მონაცემებით, სირიაში დაიღუპა 4

„უნდა ვეომოთ ოკუპაციას, დამონების ყველა ფორმას - არა მაინცდამაინც ომით“ - ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში ახალგაზრდა ქართველი არტისტების ნამუშევრების გამოფენაზე სიტყვით გამოვიდა და აღნიშნა, რომ „ჩვენი ყველაზე ძლიერი იარაღი და ძალა თავისუფლებაა, რომლითაც უნდა ვებრძოლოთ ოკუპაციას და დამონების ყველა ფორმას!“.

„შევისწავლით ე.წ. აგენტების კანონის შესაბამისობას საერთაშორისო სტანდარტებთან“ — ეუთო/ოდირი

ეუთო/ოდირი განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ გამოხატვის და გაერთიანების თავისუფლება ფუნდამენტურია დემოკრატიისთვის. ორგანიზაციის განცხადებით, ამზადებენ ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ საქართველოში ინიციირებულ კანონპროექტის შეფასებას: „გამოხატვის და გაერთიანების თავისუფლება ფუნდამენტურია დემოკრატიისთვის. ეუთო/ოდირი ამზადებს სამართლებრივ მოსაზრებას ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტზე საქართველოში და მის შესაბამისობასზე საერთაშორისო სტანდარტებთან. ჩვენ ვითანამშრომლე

იტალიაში ქართველი ქალი დაჭრეს

იტალიის ქალაქ ბარიში 32 წლის ქართველი ქალი ყელის არეში დაჭრეს, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, ქალი საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დანაშაულში ეჭვმიტანილ პირს სამართალდამცავები ეძებენ. მომხდარზე გამოძიება დაწყებულია. დანაშაულის მოტივი, სავარაუდოდ, ოჯახური კონფლიქტია.   იპნ

ნათია მეზვრიშვილი - ქოლ-ცენტრებიდან შემოსული შავი ფული "ოცნებას" არჩევნების გასაყალბებლად სჭირდება

"ქოლ-ცენტრებიდან შემოსული შავი ფული "ქართულ ოცნებას" არჩევნების გასაყალბებლად სჭირდება" - ექს-პრემიერის პარტია "ქართულ ოცნებას" ქოლ-ცენტრებისა და დავით კეზერაშვილის მფარველობაში ამხელს. პარტია "საქართველოსთვის" წვერი ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ "ოცნებას" აწყობს, ყველაზე დიდ  ოპოზიციურ პარტიაში არსებობდეს ოლიგარქი, რომელიც დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულით აფინანსებს პარტიას, რათა შემდეგ თქვას, რომ ისინი უარესები არიან. დავით კეზერაშვილის და ხელისუფლების გარიგებაზე თავდაპირველად

დადგენილია უკრაინაში დაღუპული 22 ათასზე მეტი რუსი სამხედროს ვინაობა - BBC და Mediazona

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, სულ მცირე, 22 644 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა ფრონტზე, მათგან 2100 მობილიზებულია. სამხედროების ვინაობა მედიაზონასა და BBC-ის რუსული სამსახურის ჟურნალისტებმა დაადგინეს. ღია წყაროების მონაცემებზე დაყრდნობით (მედიაში ნეკროლოგები, დაღუპულთა ნათესავების პოსტები სოციალურ ქსელებში და ა.შ.), ჟურნალისტებმა და მოხალისეებმა დაადგინეს, რომ 10 230 რუსი სამხედრო დაიღუპა 2022 წლის 1 დეკემბრიდან, როდესაც რუსული არმია ცდილობდა შეტევას დონეცკისა და ლუგანსკის ოლ

ჟურნალისტი ამბობს, რომ „ჯორჯიან მანგანეზზე“ მომზადებული სიუჟეტის გამო სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ

„მთის ამბების“ ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი სოციალურ ქსელში სიცოცხლის მოსპობის მუქარისშემცველ აუდიოჩანაწერს აქვეყნებს. პირი, რომლის ვინაობის იდენტიფიცირებას ჟურნალისტი არ ახდენს, მას ჟურნალისტური მასალის წაშლას სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სიცოცხლის მოსპობით ემუქრება. „მიწიდან ამოგთხრი, თავი თუ არ გაგიხვრიტო… ჩვენ რაც გვჭირს, ეს არის ჩვენი უბედურება… ეს ვიდეო აიღე, მიწიდან ამოგთხრი. ძმის სულს გეფიცები, თავი თუ არ მოგაჭრა…,“ – ისმის ჩანაწერში. სიუჟეტი, რომლის გამოც გელა მთივლიშ

ბექა ლილუაშვილი - ცოტა უცნაურია და ღიმილის მომგვრელი, ხაბეიშვილი გვთავაზობდეს გაერთიანების გასაღებს, როდესაც საკუთარი პარტია განაყოფებად აქვს დაყოფილი (ვიდეო)

ცოტა უცნაურია და ღიმილის მომგვრელი, ხაბეიშვილი გვთავაზობდეს გაერთიანების გასაღებს, როდესაც საკუთარი პარტია განაყოფებად აქვს დაყოფილი. მენეჯმენტი შეეცვალათ პარტიაში იმისთვის, რომ სააკაშვილს დახმარებოდნენ და როგორც ჩანს, იმდენად გაუჭირდათ, ახლა სააკაშვილი იქით ეხმარებათ. სააკაშვილი, მერაბიშვილი და ნაციონალური მოძრაობა ჩვენთვის წითელი ხაზია. -  ბექა ლილუაშვილი - პარტია „საქართველოსთვის" 352716998_6644973535562844_6328519730175539131_n.mp4

ანა ბუჩუკური - რუსების მიერ ქართველების ღირსების შელახვის გაპროტესტება ქაჯობაა და კობახიძე გავრილოვთან ჭიქა ღვინოს რომ აჭახუნებდა ეს იყო “სვეცკობა”?

"რუსების მიერ ქართველების ღირსების შელახვის გაპროტესტება ქაჯობაა და მაგალითად ირაკლი კობახიძე როდესაც გავრილოვთან ჭიქა ღვინოს აჭახუნებდა ეს იყო “სვეცკობა”? რუსეთი რასაც აკეთებს და თან დიდწილად გამოსდის, არის, რომ საქართველო აქციეს სხვადასხვა მომსახურების, სერვისის მიღების ცენტრად. ხან კრუიზი შემოვა, ხან ვიღაცა ქორწილს გადაიხდის ვინც დასანქცირებულია დასავლეთში და ამის თავიდან ასარიდებლად ფაქტია ქართული ოცნება ვერაფერს და არაფერს აკეთებს." ანა ბუჩუკური პარტია "საქართველოსთ

მიშა დაუშვილი - მნიშვნელოვანია მთელ მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ ასეთი საფრთხეების დროს, როგორიცაა ოჩამჩირეში რუსული ბაზის განთავსება, შეგვიძლია გადავდოთ ვიწროპარტიული ინტერესები და ვიმუშაოთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების, მშვიდობის საკითხებზე (ვიდეო)

“მნიშვნელოვანია მთელ მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ ასეთი საფრთხეების დროს, როგორიცაა ოჩამჩირეში რუსული ბაზის განთავსება, შეგვიძლია გადავდოთ ვიწროპარტიული ინტერესები და ვიმუშაოთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების, მშვიდობის საკითხებზე.” მიხეილ დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. 387176047_1067895720906622_8721599661130333189_n.mp4
×
×
  • შექმენი...