“ჩვენი შვილების ევროპული მომავალი არ არის დამოკიდებული სააკაშვილის გათავისუფლებაზე, მსგავსი რიტორიკით საუბარი არის ანტიეროვნული საქმე, რომელიც არ უნდა აკეთოს არავინ. სააკაშვილს მისჯილი აქვს კონკრეტული სასჯელი, რომელიც უნდა მოიხადოს. მეორეს მხრივ "ოცნებასაც" გაუხარდა, რომ რეზოლუცია ვერ მივიღეთ და ფარისევლური წუხილით ოპოზიციის დისკრედიტაციისთვის იყენებს ამ საკითხს.”
ბერდია სიჭინავა, პარტია “გახარია საქართველოსთვის” აღმასრულებელი მდივანი.
ვიდეო: https://www.facebook.com/For
"ამ საკითხებს სჭირდება მხოლოდ პოლიტიკური ნება, რომელიც სამწუხაროდ არ არსებობს. აი ეს არის რეალური პრობლემა, რატომაც არ ხდება სინათლის გარეშე დარჩენილი სოფლების განათების პროექტების განხორციელება."
პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/938528994409965/
ეს კანონპროექტი აშშ-ში მოქმედი კანონმდებლობის მსგავსი არ არის, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს გამოეხმაურა.
როგორც ელჩმა აღნიშნა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კანონპროექტთან დაკავშირებით, როგორც საჯაროდ, ისე პირადად საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან სერიოზული შეშფოთება გამოხატა.
„ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ კანონპროექტი საქართველოს ევროპული გზიდან გადახვევას გამოიწვე
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, არასრულწლოვანის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, დაკავებულია 19 წლის მამაკაცი.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის აპრილში, ბრალდებულმა, გამოგონილი სახელით სოციალური ქსელ FACEBOOK-ის საშუალებით 13 წლის გოგო გაიცნო. გაცნობიდან მალევე, მათ შორის მიმოწერამ მიიღო ინტენსიური ხასიათი, ისინი ყოველდღიურად საუბრობდნენ ერთმანეთთან Facebook/Messenger-ის ვიდეოზარების საშუალებით, რა დროსაც ბრა
საპენსიო სააგეტო სრულად კარგავს დამოუკიდებლობას, რადგან მისი ხელმძღვანელობა უკვე ერთპიროვულად ინიშნება.”ოცნება” გვართმევს უფლებას გადავწყვიტოთ ვინ უნდა მართოს ჩვენი აქტივები. მათი მთავარი ინტერესი არის კორუფციის სივრცის გაზრდა.
ბექა ლილუაშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/450224650958854/
ჰააგის სასამართლომ რუსეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრის, სერგეი შოიგუსა და რუსეთის გენერალური შტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვის დაკავების ორდერები გასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრესსამსახური ავრცელებს.
ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, სერგეი შოიგუსა და ვალერი გერასიმოვს ბრალი ომის დანაშაულებსა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში ედებათ.
„მოსამართლეებმა დაადგინეს, რომ არსებობს გონივრული საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ ორ ეჭვმი
“ოცნებაში”, მაშინდელი ჭეშმარიტი "ანტი-ნაცებისგან“ და „ოცნებისტებისგან“ არავინ აღარ დარჩა - 70% პორტირებული ხალხია.
საბოლოო ჯამში, როდესაც „ოცნებას“ არ აქვს რესურსი, შესთავაზოს საზოგადოებას პოზიტიური დღის წესრიგი, გადადის საზოგადოების დაშინებაზე ომით და მიშა სააკაშვილით - ამის ირგვლივ ტრიალებს დღეს “ოცნება”, მაშინ, როდესაც ჩვენ გვიგზავნიან ზონდერებს, ჯერ ერთი, იმ ზონდერებმა ვინ უნდა შეაშინონ? სასაცილოა ეს ყველაფერი, ღიმილის მომგვრელია."
გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის"
საქართველო განუხრელად აგრძელებს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის განხორციელებას და მიზნად ისახავს, რომ დიპლომატიური და სამართლებრივი ინსტრუმენტების გამოყენებით, საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, უზრუნველყოს ქვეყნის დეოკუპაცია, მშვიდობიანი გამთლიანება და განვითარება,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა
“ოცნებას” არაფერი ახლის შეთავაზება არ შეუძლია და ერთადერთი, რაც დარჩენიათ - ხელის გადაგრეხვის პრინციპი და ძალადობაა, რომელიც წახალისებულია ფულით.
დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოქალაქეები ამას არ წამოეგებიან და ამ გამოწვევებს გაუძლებენ.
კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1664827727704075/
"გუშინ 2 სექტემბერს ჭუბერის მოსახლეობამ გზის გაკეთების მოთხოვნით გადაკეტა ჯვარი-მესტიის ცენტრალური გზა. ათწლეულებია ეს ადამიანები ითხოვენ გაკეთდეს სოფლამდე მისასვლელი მონაკვეთი, თუმცა მხოლოდ დაპირებები ესმით, გამონაკლისი არც 2021 წლის არჩევნები ყოფილა.
აღნიშნული გზა სიცოცხლისთვის სახიფათოა, ზამთარში ფაქტობრივად შეუძლებელია გადაადგილება და არაერთი სავალალო შემთხვევაც მომხდარა. ამიტომ მოსახლეობის მხრიდან გზის გადაკეტვა და საპროტესტო გამოსვლა იყო სრულიად ლეგიტიმური.
მათ გვ
მუქარის გამჟღერებლის მთავარი როლის მორგება პაპუაშვილისთვის უნდოდათ, მაგრამ პირველივე მცდელობაზე მოსრიალდა ...
დღეს კობახიძის გამოყვანით ცდილობდნენ მისი ბოდვები პაპუაშვილის მუქარასთან გაეტოლებინათ და ფასი დაეკარგათ იმ მუქარისთვისაც.
ინტერესთა კონფლიქტის მქონე პაპუაშვილი აპირებს ამნისტიის არეალი გააფართოვოს და თავის 26 ივლისის დანაშაულებრივ განცხადებას ამნისტია შეახოს.
მის მუქარას ისეთი ხანდაზმულობის ვადა აქვს, რომ ოცნების შეცვლის შემდეგ სამართლიანი მართლსაჯულების პირობე
პარლამენტის თავმჯდომარემ დაგვაბრალა, თითქოს, ჩვენ არ გვსურს ბავშვები დავიცვათ პროპაგანდისგან - დღეს, „ოცნებამ" პროცედურული მანიპულაციებით არ მოგვცა საშუალება, მხარი დაგვეჭირა იმ კონკრეტული კანონპროექტებისათვის, რომლებიც დაკავშირებულია ბაღებსა და სკოლებში ბავშვების პროპაგანდისგან დაცვასთან, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო პოლიტიკურმა ჯგუფმა განაცხადა.
მათი განცხადებით, „ქართული ოცნების" რეალური მიზანი არა ოჯახების დაცვა ან ბავშვთა უფლებებია, არამედ წინასაარჩევნოდ
საქართველოს პროკურატურის ცნობით, გამოძიების მიერ საბანკო სექტორიდან ამოღებული ინფორმაციის ანალიზით დგინდება, რომ შპს ,,მორგან ლიმიტედის“ სახელით მოქმედი თაღლითური ქოლ-ცენტრის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პირმა, რომელიც გატარებული ღონისძიების ფარგლებში მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია, ევროპელი მოსახლეობისგან თანხების თაღლითურად დაუფლების პერიოდში ჯამში მილიონ დოლარზე მეტი თანხა ჩარიცხა დავით კეზერაშვილის, კეზერაშვილის დის და კეზერაშვილის დის შვილის საბანკო ანგარიშებზე.
როგორც საქართ
ჩვენ შეგვიძლია ვუმასპინძლოთ [დინამო არენაზე] ოქტომბრის თამაშს, მაგრამ უფრო დეტალურად ამაზე პასუხი გვეცოდინება შემდეგ კვირას, - აღნიშნულის შესახებ „თბილისის დინამოს" პრეზიდენტმა, რომან ფიფიამ „კვირის პალიტრას“ განუცხადა.
როგორც რომან ფიფიამ განმარტა, დინამო არენასთან დაკავშირებით ექსპერტიზის პასუხს მომდევნო კვირისთვის ელოდებიან.
"დინამო არენა ორი დამოუკიდებელი შენობისგან შედგება. პირველი იარუსი უფრო ძველია, გასული საუკუნის 30-იან წლებშია აშენებული, მეორე კი შედარებით ახალია. მისი მშენებ
26 ოქტომბერს, ვერც “ოცნება” დარჩება ხელისუფლებაში და ვერც “ნაცები” დაბრუნდებიან.
ბექა ლილუაშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1286798402731575/
„თბილისობისადმი“ მიძღვნილი ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოებისა და მათი მიმდინარეობის პერიოდში, დედაქალაქის ზოგიერთ ქუჩაზე ავტომობილების გადაადგილება ეტაპობრივად შეიზღუდება. შეზღუდვა 30 სექტემბრის 23:00 საათიდან 8 ოქტომბრის 08:00 საათამდე იმოქმედებს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
30 სექტემბრის 23:00 საათიდან 2 ოქტომბრის 00:00 საათამდე ნაწილობრივ გადაიკეტება გრიგოლ ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორია - გიორგი ათონელის ქუჩიდან ვახტანგ ორბელიანის შესახვევის N13-მდე
სამწუხაროა, რომ დღეს გვყავს ხელისუფლება, რომლის არადემოკრატიული ქმედებებით ზიანდება ჩვენი ქვეყნის ინტერესები და ჩვენი მოქალაქეების ინტერესები.
დიმიტრი ცქიტიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/509006425273908/
პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ სამცხე-ჯავახეთის წარმომადგენელი სოფიო ხორგუანი საქართველოს მთავრობის მეთაურს, პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს მიმართავს.
მისი თქმით, რეგიონში მცხოვრებთა დასახმარებლად, თუ დაუყოვნებლივ რაიმე გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, ადგილობრივების შრომა წყალში ჩაიყრება და მათი ყოფა კიდევ უფრო გაუსაძლისი გახდება.
„მოგეხსენებათ, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში კარტოფილის რეალიზაცია მოსახლეობისათვის თავის რჩენის ერთ-ერთ ძირითადი საშუალებაა. იმის გათვალისწინებით, რომ
მოლდოვის პროევროპელმა ლიდერმა, მაია სანდუმ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა.
მან ხმების 55.4% მიიღო, მისმა კონკურენტმა, მოლდოვის ექსპრეზიდენტის, პრორუსი იგორ დოდონის პროტეჟე ალექსანდრ სტოიანგლომ კი – 44.58%.
სანდუს ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა სტანისლავ სეკრიეუმ განაცხადა, რომ მეორე ტური რუსეთის უპრეცედენტო ჩარევის ფონზე წარიმართა – პრორუსულმა ძალებმა მოახდინეს ამომრჩევლის მობილიზება.
მისი თქმით, რუსეთი ცდილობდა საზღვარგარეთ არსებულ უბნებზე ხმის მიცემის პროცესის სა
ევროპარლამენტარმა ნატალი ლუაზომ, რომელიც საქართველოში არჩევნებს ევროპარლამენტის სადამკვირვებლო დელეგაციის ფარგლებში აკვირდებოდა, ერთ-ერთ ფრანგულ გადაცემაში იმ დარღვევებზე ილაპარაკა, რომლებიც აქ თავისი თვალით ნახა და აღბეჭდა.
ნატალი ლუაზოს თქმით, ის აკვირდებოდა არჩევნებს თბილისის გარეუბანსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოში.
რაც შეეხება დარღვევებს, ლუაზოს თქმით, მან მარნეულში ნახა დაშინება, გაყალბება, ხმების ყიდვის შემთხვევები.
„ეს იყო გაყალბების ფესტივალი“, – თქვა ნატალი ლუაზომ.
ევროპის ქვეყნების პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების, დეპუტატების და ევროპარლამენტარების ერთობლივი განცხადება სრულად ასახავს ჩვენს მოთხოვნას, რომ ამომრჩეველთა ბაზები ხელმისაწვდომი და საჯარო გახდეს. ამ დოკუმენტების გამჟღავნებას 29 ოქტომბრიდან ვითხოვთ, რადგან სწორედ ეს მიგვაჩნია არჩევნების გაყალბების დადასტურების ყველაზე მოკლე გზად. მიუხედავად მრავალი მოწოდებისა, ცენტრალური საარჩევნო კომისია მალავს მტკიცებულებებს, ხოლო პროკურატურას მნიშვნელოვანი მტკიცებულებები მძევლად ა
შვედი აქტივისტი, გრეტა თუნბერგი მოქალაქეებს მოუწოდებს 11 ნოემბერს, 19:00 საათზე თავისუფლების მოედანზე (პუშკინის პარკი) შეიკრიბონ.
„შემოგვიერთდით, როდესაც გავერთიანდებით ავტორიტარიზმისა და ექსპლუატაციის ტალღის წინააღმდეგ, რომელიც ვრცელდება კავკასიაში“, - წერს აქტივისტი პლატფორმა X-ზე.
როგორც თუნბერგი აღნიშნავს, „ჩვენ მხარს ვუჭერთ რეალურ თავისუფლებას, თანასწორობას, სამართლიანობას და რეგიონს, სადაც ხალხი პირველ ადგილზეა და არა სარგებელი“.
იპნ
"ნაციონალურ მოძრაობას" სჩვევია პოპულისტური განცხადებები და ამ ქმედებებით საკუთარ ამომრჩევლებში კიდევ უფრო მეტ იმედგაცრუებას გამოიწვევენ. მსგავსი ქმედების საფუძველი კანონში არ არსებობს. ჩვენ ვუსმენთ ჩვენს ამომრჩეველს და მივყვებით გეგმას. ჩვენზე ზემოქმედებას ვერავინ მოახდენს, მათი ქმედება კი პოტენციურად შეიძლება "ქართული ოცნების" ინტერესებს წარმოადგენდეს, იმ თვალსაზრისით, რომ ამაზე შეიძლება გამოვიდნენ და პირდაპირ დასცინონ. ვამბობდით, ვამბობთ და მომავალშიც ამას ვიტყვით - ჩვენ, ამ პარლამენტს ლეგიტი
ოკუპირებულ აფხაზეთში მომიტინგეები ე.წ. პარლამენტში შევიდნენ – ისინი უშიშროების ძალებს ხალხის მხარეს გადასვლისკენ მოუწოდებენ.
როგორც Ekho Kavkaza წერს, ასლან ბჟანიას პრესსამსახური იუწყება, რომ მისი ადმინისტრაცია ამზადებს დოკუმენტს „შეთანხმების რატიფიცირების შესახებ” პროექტის უკან გაწვევის შესახებ.
მანამდე გავრცელდა ე.წ. ოპოზიციის განცხადება, რომლებიც ამბობენ, რომ „მომიტინგეთა ქმედება არ არის მიმართული რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობების წინააღმდეგ“.
პროტესტი დილიდან დაიწყო, რასაც
თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე, მოქალაქეები იკრიბებიან. ისინი საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით საპროტესტო მსვლელობას გამართავენ.
მსვლელობის ორგანიზატორი ჯგუფი „დაიტოვე“ არის, რომლის ორგანიზებითაც საპროტესტო მსვლელობა წინა კვირაშიც გაიმართა.
„პროტესტი გრძელდება! ერთად უკვე დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია მშვიდობიანად გავაჩინოთ წინააღმდეგობის კერა“, – აცხადებენ ორგანიზატორები.
მსვლელობას შეუერთდებიან სტუდენტებიც, რომლებმაც დღეს საპროტესტო აქცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტ