"ნუ ეცდებით მიგვაწებოთ "ნაციონალურ მოძრაობას" - ეს ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც თქვენივე შეთითხნილი "კოკაინშიკობის" კამპანია იყო."
”ჩვენთვის და რაც მთავარია ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის, განსხვავება თქვენ ორ პარტიას შორის აღარ არსებობს. ორივე ხართ წარსული და ამ ქვეყანას წარსულში ექაჩებით. სწორედ ამიტომ, არც დღეს, არც ხვალ და ზეგ, ჩვენ არ ვაპირებთ არანაირ კოალიციას არც ნაციონალურ მოძრაობასთან, არც ქართულ ოცნებასთან.
ახლა, ოცნების წარმომადგენლები შემოტრიალდებით და იტყვით, აბა
ფეხბურთის სხვადასხვა დროის ვარსკვლავების ამხანაგური მატჩი უკრაინის მხარდასაჭერად 5 აგვისტოს ლონდონის „ჩელსის“ სტადიონზე გაიმართება. ერთმანეთს ანდრეი შევჩენკოსა და ოლეკსანდრ ზინჩენკოს გუნდები დაუპირისპირდებიან. ზინჩნენკოს გუნდში ქართველი ვეტერანი ფეხბურთელი შოთა არველაძეც ითამაშებს.
რადიო თავისუფლება
მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, კასპის მუნიციპალიტეტში კაცი 11 წლის ბიჭს აქეზებდა, რომ 9 წლის ბავშვი ეცემა და მოეკლა, გამოძიება დაიწყო.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
თვითმხილველთა ინფორმაციით კი, დაშავებულ მოზარდს სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები აღენიშნება და მას სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
სოფლის მცხოვრებთა განცხადები
თვითმფრინავი Embraer Legacy 600 (ბორტის ნომერი – RA-02795), რომელიც, დიდი ალბათობით, ევგენი პრიგოჟინს ეკუთვნის, მინსკთან, სამხედრო აეროდრომ მაჩულიშისთან, დილით, ადგილობრივი დროით 07:40-ზე დაეშვა, იტყობინება სამონიტორინგო ჯგუფი „ბელარუსკი გაიუნ“.
ამავე წყაროს ცნობით, 07:58-ზე აეროდრომზე დაეშვა კიდევ ერთი ბიზნეს-ჯეტი სანქტ-პეტერბურგიდან.
აქამდე, „ვაჟნიე ისტორიი“ და OCCRP წერდნენ, რომ სავარაუდოდ პრიგოჟინის ბიზნეს-ჯეტი „ამბოხის“ მეორე დღეს როსტოვიდან სანქტ-პეტერბურგში გაფრინდა, იქამდე კი ფ
„ღირსეული შრომის პლატფორმა“ რიკოთის უღელტეხილზე ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული მუშის დაღუპვის ფაქტს ეხმიანება.
პლატფორმა ხაზს უსვამს, რომ აღნიშნული საავტომობილო გზის მშენებლობაზე დასაქმებულების სამუშაო ადგილზე დაშავებისა და გარდაცვალების პირველი შემთხვევა არ არის — 2021 წლის იანვრის ბოლოს სამუშაო ადგილზე დაშავდა რიკოთის საავტომობილო გზების მშენებელი კომპანია „ჩინეთის სახელმწიფო შპს“-ის ერთი დასაქმებული, რისი შეუტყობინებლობის გამოც კომპანია 1000 ლარით დაჯარიმდა.
„ღირსეული შრომის პლა
გლდანის პარკში ცისარტყელას ფერებში ქოლგები ჩამოხსნეს.
ქოლგის ფერის გამო „საზოგადოებაში შექმნილ აჟიოტაჟს” პარკი დღის განმავლობაში სოციალურ ქსელში განცხადებითაც გამოეხმაურა, თუმცა როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ქოლგების ჩამოხსნის გადაწყვეტილება მაინც მიიღეს.
„ფერადი ქოლგები ცისარტყელას ფერებში ბავშთა მხიარული განწყობისთვის შეირჩა და მას სხვა არანაირი დატვირთვა ჩვენთვის არ აქვს, არ ვეწევით არანაირ პროპაგანდას. თქვენ ჩვენ ქართველობას არ გართმევთ და მოდით, ნუ წავართმევთ ბავშვებს ბავშვობა
საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო „საარჩევნო კოდექსში“ მიღებულ ცვლილებებს, რომლითაც იცვლება ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევის პროცედურა, – ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ზურაბიშვილის შეფასებით, 100 ხმის ნაცვლად, თავმჯდომარისა და წევრების 76 ხმით არჩევა აუქმებს კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების საჭიროებას და ზრდის პოლარიზაციის რისკს.
პრეზიდენტი სთავაზობს პარლამენტს, რომ ცესკოს თავმჯდომარე და წევრები არჩეულ იქნენ არანაკლებ 90 ხმით.
ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად წვრილმან ხულიგნობაში ცნო.
მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ბექა გრიგორიადისს ადმინისტრაციული სახდელის სახით 800 ლარი დააკისრა.
მოსამართლის განმარტებით, ბექა გრიგორიადისის მხრიდან პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს ადგილი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს არ ჰქონია, შესაბამისად, ის აღნიშნულ ნაწილში სამართალდამრღვევად არ ცნო, თუმცა, სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი სიტყ
„ქართულ ოცნებას“ დაწყებული აქვს 2024 წლის არჩევნების გაყალბება და ამისთვის სრულად იქვემდებარებს ცესკოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა, რითაც საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს გამოეხმაურა.
როგორც მან აღნიშნა, პრეზიდენტის ვეტოს იზიარებს, თუმცა, არ აქვს მოლოდინი რომ „ქართული ოცნება“ სალომე ზურაბიშვილის მოტივირებულ შენიშვნებს გაიზიარებს.
„პრეზიდენტის ვეტოს საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე ვიზიარებ და მივესალმებ
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინელი სამხედროები ფრონტის ყველა მიმართულებით წინ წავიდნენ.
ზელენსკის თქმით, დონეცკისა და ზაპოროჟიეს ოლქებს ეწვია.
"ჩვენი ჯარისკაცები, ჩვენი მოწინავე პოზიციები, ფრონტზე აქტიური ოპერაციების ზონები. დღეს ჩვენმა ჯარისკაცებმა მიაღწიეს წინსვლას ყველა მიმართულებით და ეს ბედნიერი დღეა. ბიჭებს ვუსურვე მსგავსი დღეები", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, შეხვედრები გამართა გენერლებთან : ვასილი ზუბანიჩთან, ალექსანდრე ტარნავ
“რა გააკეთა ოცნებამ რუსეთში მიმდინარე პროცესების დროს? ოცნებას შეეშინდა და დაიმალა. მხოლოდ მაშინ გამოჩნდა, როცა გაირკვა რომ ე.წ “ვაგნერის” დაჯგუფება მოსკოვში ვეღარ შევიდა.”
პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი - მიხეილ დაუშვილი
356591568_930216628147818_6826040482296644503_n.mp4
"მიხეილ სააკაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებებით და მოქმედებებით რომ სარგებლობს ძალიან ხშირად "ქართული ოცნება", ეს უკვე უბრალოდ მოცემულობაა."
”ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა, რატომ თამაშობენ ოცნების თამაშს?
საჭირო დროს რატომ გამოჩნდებიან და ყველაზე მეტად რომ უჭირს ოცნებას, მაშინ რატომ მოაქვთ ეს მაშველი რგოლი? “
პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი - მიხეილ დაუშვილი
356615040_263666482917601_7906528792947620498
“ეს ხელისუფლება გახდა ძალიან საშიში ამ ქვეყნის მომავლისთვის. არ იკმარეს ის, რომ მაქსიმალურად დიდი ზიანი მიაყენეს ქვეყნის ევროპული განვითარების გზას, კანდიდატის სტატუსის მოპოვების პერსპექტივას და სანქციების ბენეფიციარიც გახადეს.”
პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი - ბექა ლილუაშვილი
356554572_246785534741807_7906175858497667879_n.mp4
რეალურად, ეს ყვითელი ბარათები უკვე ნაჩვენებია ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიმართ.
- ბუნებრივია, ისინი შეეცდებიან შეცდომაში შეიყვანონ სანქციების ჯგუფის წარმომადგენლები, მაგრამ ეს იქნება უსუსური მცდელობა იმიტომ, რომ ყველამ ყველაფერი კარგად იცის შეერთებულ შტატებშიც, ევროკავშირშიც, რომ საქართველო შესაძლებელია იმ ნაცრისფერ ზონაში შედიოდეს, რომელიც გამოიყენება რუსეთისთვის დაწესებული სანქციებისთვის თავის ასარიდებლად.
- შესაბამისად, ჩვენ უნდა ველოდოთ მწვავე
დღეს დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ გიორგი გახარიას პოლიტიკური გუნდი, ერთადერთია პოლიტიკურ ველზე, რომელსაც შესწევს როგორც მორალური, ასევე კომპეტენციით და ინსტიტუციური მეხსიერებით დაგროვილი უნარები, ქვეყნის მართვის სადავეები ჩამოართვას ,,ოცნებას” და მასზე ფითრივით შეზრდილ ,,ნაცმოძრაობას”, რითაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ცალსახად გადაჭრის ქვეყნის წინაშე არსებულ უდიდეს გამოწვევას: “ქოცები” გაშვებული იქნებიან ხელისუფლებიდან “ნაცების” ხელისუფლებაში დაბრუნების გარეშე, - ამის შესახებ სოციალურ
რუსული შეიარაღებული ძალების მიერ ოკუპირებულ ბერდიანსკში ორი უკრაინელი არასრულწლოვნის, ტიგრან ოგანესიანისა და ნიკიტა ხანგანოვის მკვლელობა 25 ივნისს დაადასტურა ბერდიანსკის საოკუპაციო ხელისუფლებამ. მოზარდების ლიკვიდაციის შესახებ გავრცელებულ ინფორმაცია დაადასტურა უმაღლესი რადის კომისარმა ადამიანის უფლებების საკითხებში, ომბუდსმენმა დმიტრი ლუბინეცმაც.
მანამდე, 24 ივნისს, რუსული მედიასაშუალებები იტყობინებოდნენ, რომ „ორმა მოზარდმა, რომლებიც ავტომატებით იყვნენ შეიარაღებულნი, ცეცხლი გახსნეს“, დაჭრ
აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები აცხადებენ, რომ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, თამარ გაბუნიას 5 და 6 ივნისს წერილებით მიმართეს, რომლებზეც პასუხი დღემდე არ მიუღიათ. ისინი განცხადებების შინაარსს ასაჯაროებენ და მისგან პასუხს მოითხოვენ:
„1. როდის დაარეგისტრირებთ მედიკამენტ ვოზორიტიდი (Voxzogo) საქართველოში. პრეპარატს აქვს FDA და EMA ლიცენზიები, რათა არ შეფერხდეს მისი ქვეყანაში შემოტანა და ჩვენი შვილებისთვის მკურნალობის დაწყება?
2. რა სახის სამედიცინო გამოკვლევები უნდა ჩაუტარდეთ აქონ
საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე პრეზიდენტის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილი ორი კანდიდატი – დავით ბაქრაძე და დიმიტრი ჯაფარიძე განიხილეს და მხარი არ დაუჭირეს.
კანდიდატები კომიტეტს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ გააცნო, დეპუტატებმა მოუსმინეს თავად კანდიდატებსაც.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დავით ბაქრაძე და დიმიტრი ჯაფარიძე 16 ივნისს წარადგინა.
7 ი
ვისაც ჯერ კიდევ ეჭვი გეპარებათ, რომ მიხეილ სააკაშვილი და ნაცმოძრაობა წყალწაღებული ოცნების საუკეთესო მაცოცხლებელია, დაელოდეთ მისი ბოლო პოსტზე (კავკასიის გამოცოცხლებაზე) ხელისუფლების პასუხს. აი ასე იქმნება სახელისუფლებო ნარატივი „დასავლეთს ომი უნდა“. ასე იქმნება ოცნების სამარცხვინო fake სტრატეგია - ჩვენ თუ არ აგვირჩევთ, უარესი გელოდებათ ნაცების სახით. ორივე ერთმანეთზე უარესია.
პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე - ნათია მეზვრიშვილი.
დასხივებული და მოწამლული, მომაკვდავი სააკაშვილი გაცოცხლდა და გამოჯანმრთელდა, პოლიტიკიდან არსად წასული ისევ ქართულ პოლიტიკაში “დაბრუნდა” და უკვე ჩრდილოეთ კავკასიის განმათავისუფლებელი სარდალიც გახდა!
ეს ყველა ქაოსსა და ალიაქოთზე თანახმა იქნება, ოღონდ ხელისუფლებაში დაბრუნდეს!
პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი - ბერდია სიჭინავა.
Facebook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგი 10 დღეში ერთხელ 9 სადგურზე ჩატარდება.
როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კვლევების შედეგად განისაზღვრება ზღვის წყლის ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები მარილიანობის ჩათვლით, ასევე, ბიოგენური ელემენტები და სხვა მაჩვენებლები.
7-9 მარტის აქციების საქმეზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძისგან მორალური ზიანის ანაზღაურებასა და ბოდიშის მოხდას მოითხოვს. "ადამიანის უფლებათა ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორის, ალეკო ცქიტიშვილის განცხადებით, ადვოკატებმა შესაბამისი სარჩელი სასამართლოში უკვე შეიტანეს - მორალური ზიანის სახით ისინი 15-15 ლარის დაკისრებას ითხოვენ.
"პირველივე დღეებიდან დაიწყო მისი დისკრედიტაცია, დემონიზება, შეურაცხყოფა. ამ კამპ
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე იუწყება უკრაინელი სამხედროების მიერ დონეცკის ჩრდილოეთში მდებარე სოფელ როვნოპოლის გათავისუფლებას. "მივდივართ წინ" - წერს ჰანა მალიარი ტელეგრამით.
როვნოპოლი მცირე ზომის დასახლებული პუნქტია, ომამდე მისი მოსახლეობა 100 ადამიანამდე იყო. ის მდებარეობს ე.წ. ვრემიევსკის შემაღლებიდან ჩრდილოეთით, და უკრაინის კონტრშეტევის დაწყებიდან, ივნისის პირველ რიცხვებში ფაქტობრივად ნახევრად იყო ალყაში. ცნობა თუ დადასტურდება, ეს ნიშნავს, რომ უკრაინის ძალებმა ფაქტობრივად "ჩაჭრე
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრძოლაში გამოჩენილი თავდადებისთვის, სიკვდილის შემდგომ მესამე ხარისხის „მამაცობის ორდენით“ დააჯილდოვა უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი მიხეილ ყაფლანიშვილი (კაპლანი).
ჯილდოსა და უკრაინის პრეზიდენტის ხელმოწერილი სიგელის სურათებს თავიანთ ფეისბუკის გვერდებზე აქვეყნებენ უკრაინაში მებრძოლი ქართველი მოხალისეები. ისინი წერენ, რომ ორდენს მიშა კაპლანის დედას საქართველოში უკრაინის დიპლომატიური წარმომადგენლობა გადასცემს.
მიხ
რუსეთში შაბათ-კვირას განვითარებული მოვლენები აჩვენებს, რომ პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრით "დიდი სტრატეგიული შეცდომა" დაუშვა, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში ვიზიტისას განაცხადა, რითაც რუსეთში „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის მიერ სამხედრო ხელმძღვანელობის წინააღმდეგ განხორციელებულ ამბოხების მცდელობას გამოეხმაურა.
„შაბათ-კვირის მოვლენები რუსეთის შიდა საქმეა და კიდევ ერთი დემონსტრირება იმისა,