სერიოზულად მეკითხებით, დავით კეზერაშვილი გვაფინანსებს თუ არა?! - სისულელეა! ჩვენთან არანაირი კავშირი არ აქვს, - ასე უპასუხა ჟურნალისტებს პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა.
მისივე თქმით, საინტერესოა, რას ემსახურებოდა თავდაცვის ყოფილი მინისტრის ინტერვიუ, რადგან კითხვა უფრო მეტი გაჩნდა, ვიდრე საზოგადოებამ რაიმეზე პასუხი გაიგო.
„პოლიტიკაში მონაწილეობის უფლება ყველას აქვს. მიუღებელია ჩრდილიდან გაურკვეველი წარმომავლობის ფულით პროცესების მართვა და კეთება. ამას უნდა ვ
უფფ, არაუშავს, რა ვქნათ ეხლა, ცხოვრება გაგრძელდება, რა. არ მეკუთვნის დასანქცირება. რავიცი ეხლა, თუ დამასანქცირებენ, თავს ხო არ მოვიკლავ ეხლა, ხო? რა გავაკეთო. ძაან ცუდი იქნება ჩემთვის პირადად, მაგრამ გაგრძელდება ცხოვრება.
თუმცა, პირდაპირ გეტყვით, რომ არაფერი ისეთი მე არ ჩამიდენია, დასანქცირება რომ მეკუთვნოდეს, მაგრამ ნუ, რა ვქნათ ეხლა, ლევან მურუსიძე ამას როგორმე გადაიტანს, თუმცა მიმაჩნია, რომ თუ ეს ესე არის, ნამდვილად ძალიან დიდი უსამართლობაა, მაგრამ ეხლა რომ ვთქვა, რომ მუხლები ამ
დეპუტატმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”, თინა ბოკუჩავამ, საქართველოს განათლების მინისტრს შვილების განათლებაზე დახარჯული თანხა შეახსენა. ბოკუჩავამ გიორგი ამილახვარს მოსწავლეთა უფასო კვების პროგრამის კონტექსტში ჰკითხა, მისი ან მმართველი პარტიის სხვა რომელიმე დეპუტატის შვილები თუ დადიან საჯარო სკოლაში. მინისტრმა დეპუტატის ეს კითხვა გააკრიტიკა.
ამილახვრის ბოლო ფინანსური დეკლარაციის მიხედვით, გასულ წელს მისმა ოჯახმა, ჯამში, 40 000 ლარამდე დახარჯა შვილების განათლებაზე.
“მინდა თქვენ გკით
სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი გზავნილები გულწრფელი იყო და სამართლიანი, რასაც ღარიბაშვილზე ვერ ვიტყვი - საქართველო იმ გზაგასაყარზეა, როდესაც დემაგოგია, პოპულიზმი და ფარისევლობა დამღუპველია, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა კახა ქემოკლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რითაც საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის და პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს წარმოთქმული სიტყვა შეაფასა.
როგორც მან აღნიშნა, დღევანდელი ხელისუფლე
თავდაცვა ესკალაცია არ არის. კრემლის სამარცხვინო პროპაგანდა საქართველოს პრემიერის მხრიდან, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელი, ალისია კერნსი „ტვიტერზე“ წერს, რითაც ის საქართველოს პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
მისი თქმით, დასავლეთმა საქართველოს მიმართ თავის პოლიტიკას უნდა გადახედოს.
პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფორუმზე უკრაინაში ომის დაწყების მიზ
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ბრიუსელში შეხვედრა გამართეს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ევროპული მომავალი, 12 რეკომენდაციისა და რეფორმების განხორციელებაში არსებული გამოწვევების საკითხი.
მათივე ცნობით, პრეზიდენტმა შარლ მიშელი საქართველოში ვიზიტით მოიწვია, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მოწვევა მიიღო და უახლოეს პერიოდში ვიზიტისათვის მზადყოფნა გამოთქვა.
როგორც ადმინისტრაცია აცხადებს, მიშელმა
ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს: "აბიტურიენტებო, წარმატებები! გახსოვდეთ, ეს ქვეყანა თქვენია, როგორიც იქნებით თქვენ - ისეთი იქნება საქართველო"
357195153_229994323294704_8463348673689453465_n.mp4
თბილისის მერიის ინფორმაციით, ტექნიკური ხარვეზის გამო თბილისის ბაღებისა და სკოლების პედაგოგთა ნაწილმა დღეს კუთვნილი სამგზავრო ბარათებით ვერ ისარგებლა.
უწყების ცნობით, ხარვეზი დღის ბოლომდე აღმოიფხვრება.
„დღეს, 2 სექტემბერს, თბილისის მუნიციპალიტეტის სერვისების სისტემაში დაფიქსირდა ტექნიკური ხარვეზი, რის გამოც თბილისის ბაღებისა და სკოლების პედაგოგთა ნაწილმა კუთვნილი სამგზავრო ბარათებით ვერ ისარგებლა.
პრობლემაზე მუშაობა მყისიერად დაიწყო. ხარვეზი დღის ბოლოს სრულად იქნება აღმოფხვრილი და
პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო.
კერძოდ, კონსტიტუციური წარდგინება ეხება საქართველოს პარლამენტის წევრების (ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, მამუკა მდინარაძის და სხვების, სულ 80 წევრის) საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციის სავარაუდო დარღვევის საკითხს.
საქმეს არსებითად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი, ზეპირი მოსმენით, წარდგინების ავტორთა და საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობი
პარტია „საქართველოსთვის“ წევრი დეპუტატის, ანა ბუჩუკურის შეფასებით, „ქართულ ოცნებას“ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებაზე უარი აქვს გაცხადებული.
მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სასამართლო რეფორმის შესახებ ვენეციის კომისია დასკვნა შეაფასა, სადაც ნათქვამია, რომ რეკომენდაციების ნაწილი შესრულებული არ არის. ანა ბუჩუკურის აზრით, რეფორმების ნაცვლად, ხელისუფლება მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლო კლანს მფარველობს.
„ყველაფერი მოსწრებადია, თუკი პოლიტიკური ნება არსებობს, მაგრამ ამ პ
დღეს დიდი ნიკო ნიკოლაძის მაგალითი მახსენდება, რომელიც გაასამართლეს, გადააყენეს, მაგრამ ვერაფერი დააკლეს. ამის მიუხედავად, მან ამ ქვეყანაში მრავალგზით და ფორმით ევროპა შემოიყვანა - მე, მის შთამომავალს, როგორ გგონიათ, რამ უნდა შემაშინოს, თუნდაც პროკურატურის ხსენებამ? რამ უნდა დამაღონოს, რამ უნდა მაიძულოს ეს ქვეყანა მივატოვო? - ამის იმედი ნუ გექნებათ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მისი იმპიჩმენტის საკითხის განხილვა მიმდინა
შეერთებულმა შტატებმა მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, როგორც კონფლიქტის მხარეს, დაუყოვნებლივ შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებული, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ცალსახა ვალდებულება და გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდე პოზიციებზე , - ამის შესახებ ჟენევაში გაერო-სა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში ამერიკის შეერთებული შტატების მისიის განცხადებაშია აღნიშნული, რომელშიც 5-6 დეკემბერს გამართულ ჟენევის მოლაპარაკებების 59-ე რაუნდზეა საუბარი.
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, 31 წლის ნიკა გელენიძე საქართველოში ჩამოასვენეს.
ცხედარს აეროპორტში ოჯახის წევრები და რიგითი მოქალაქეები დახვდნენ.
ნიკა გელენიძე, დღესვე, ფოთში საკუთარ სახლში გადაასვენეს.
ცნობისთვის, ნიკოლოზ გელენიძე უკრაინაში 5 სექტემბერს წავიდა, ის ბახმუტთან იბრძოდა, სადაც დაბომბვის შედეგად 18 ნოემბერს დაიღუპა.
იპნ
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჰოლოდომორის ხსოვნის დღესთან დაკავშირებით უკრაინის მიმართ სოლიდარობა გამოხატა.
ზურაბიშვილს პოსტის უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა. ზელენსკი აღნიშნავს, რომ უკრაიანამ და საქართველომ ერთმანეთს მხარი უნდა დაუჭირონ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტთან კონსულტაციების შემდეგ, პარლამენტმა მაუწყებლის დაფინანსების შესახებ პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი შეცვალა. თუ კანონპროექტის ეს ვერსია შევა ძალაში, საზოგადოებრივი მაუწყებელი საქართველოში თითოეული დასაქმებულიდან 64 ლარით დაფინანსდება.
ახალი კანონპროექტით, მაუწყებლის დაფინანსება 2026 წლიდან დამოკიდებული იქნება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ოფიციალურად გამოქვეყნებული სტატისტიკურ მონაცემებში წინა წლის დასაქმებულ ფიზიკურ პირთა
„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობის გამო სამგზავრო მატარებლები სხვადასხვა ლოკაციაზე არიან გაჩერებული.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, უღელტეხილის მონაკვეთზე გათიშულია ქვესადგურები, კერძოდ რკინიგზის საკონტაქტო ქსელს არ მიეწოდება ელექტროენერგია.
„საქართველოს რკინიგზა“ მაქსიმალურად ცდილობს, რომ სამგზავრო რეისები შეფერხებების გარეშე შესრულდეს, თუმცა აქვე აღვნიშნავთ, რომ რკინიგზისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო დასავლეთ საქართველოში არსებული უამინ
“საგადასახადო შეთანხმებებით და შეღავათებით, რომლებიც პირდაპირ კორუფციული სქემების შედეგია, 25 ოჯახი სარგებლობს. ეს არის ის რესურსი, რომელმაც უნდა შექმნას ქვეყანაში საყოველთაო სოციალური დაცვის სისტემა.
განსხვავებით კერძო სექტორში მომუშავე ხალხისგან, ჩვენ სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის ჩარჩო შეგვიმუშავებია, შესაბამისად ვიცით რა შეიძლება რეალურად გაკეთდეს ამ მიმართულებით.”
ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე.
ხარკოვზე დღეს დილით განხორციელებული თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი უცხოელი - საქართველოსა და თურქეთის მოქალაქეები, - ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის საოლქო პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„დაშავებულია 13 ადამიანი, მათ შორის თურქეთის მოქალაქე და საქართველოს მოქალაქე, ორივე თურქული მედიის ჟურნალისტი“, - აცხადებენ პროკურატურაში.
მათივე ინფორმაციით, 10 ადამიანი საავადმყოფოშია, სამს კი ადგილზე მკურნალობენ.
მომხდარზე უკრაინის პროკურატურამ სისხლის სამართლი
წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის რიგითსა და 1-ელი კლასის რიგითს წოდებრივი სარგო მოემატათ.
შესაბამისი ცვლილება თავდაცვის მინისტრის ბრძანებაში შევიდა, რომელსაც მოქმედი თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე აწერს ხელს.
მინისტრის ბრძანების მიხედვით, წვევამდელთა ეროვნული სამსახურის რიგითის ხელფასი 400, ხოლო წვევამდელთა ეროვნული სამსახურის 1-ელი კლასის რიგითის წოდებრივი სარგო 440 ლარი იქნება.
წვევამდელები გაზრდილ ხელფასს, მიმდინარე წლის იანვრიდან მიიღებენ.
ipn
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის წარმომადგენლები განცხადებას ავრცელებენ და გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე, 23 იანვარს დაკავებული გიორგი ხასაიას გათავისუფლებას ითხოვენ.
ამავე პროგრამის დოქტორანტის და მოძრაობა “ხმის” აქტივისტი გიორგი ხასაია, სხვა აქტივისტებთან ერთად, 2024 წლის 23 იანვარს, მარინა ხატიაშვილის ოჯახის გამოსახლებისას დააკავეს თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე. 25 იანვარს გიორგი ხასაიას და კაკო ჩიქობავას პროკურატურამ ბრალი ოფიციალ
ქართველი მწერლები, მთარგმნელები და გამომცემლები აკაკი ჩიქობავას და გიორგი ხასაიას მხარდასაჭერად წერილს აქვეყნებენ:
„ბოლო პერიოდში გახშირდა სესხების გამო ოჯახების გამოსახლება უტიფარი და ბრუტალური მეთოდებით. არავინ უარყოფს, რომ აღებული კრედიტი უნდა გადაიხადო, თუმცა ისეთ დაუცველ სახელმწიფოში, როგორიც ჩვენი ქვეყანაა, სადაც ხარისხიანი ჯანდაცვა, განათლება, ცხოვრების პირობები და ა.შ. ფაქტობრივად არ არსებობს, ხშირად გვჭირდება ფინანსური რესურსების მოძიება. შექმნილი ვითარება არაკეთილსინდისიერმა გამსე
„საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის” განცხადებით ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას „ორბი ჯგუფის” მიერ ბახმაროში დაგეგმილი მრავალსართულიანი კომპლექსის მშენებლობასთან დაკავშირებით.
მათი თქმით, კურორტზე პროექტის მშენებლობა ავტომატურად გამოიწვევს მისი იერსახის დამახინჯებასა და ამასთანავე, დიდი ზიანის მომტანი იქნება ეკოლოგიისთვის.
გარდა ამისა, საყდრისის კომიტეტი გარემოს დაცვის სამინისტროსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს მოუწოდებს, შეჩერდეს დაგეგმილი მშენებლობა, წინააღმდეგ შემთ
"როგორც ჩანს, შოთაძეს არ ყოფნის ძალა ივანიშვილის ბრძანების გარეშე დაიწყოს გამოძიება."
ზაზა თავაძე, ფრაქცია "თბილისი საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/721953583382502/
"ივანიშვილის შემობრუნება წყალში ჩაეყარა "ოცნებას", თვეზე მეტია ვერ ბედავს ვერც ივანიშვილი და ვერც მისი რომელიმე თოჯინა დებატებში დაჯდომას, პასუხის გაცემის რესურსიც კი არ აქვთ. ვნახეთ, რა ცლილების შეტანის შესაძლებლობა აქვს ივანიშვილს როგორც მთავრობაში, ასევე პროგრამაში, ნულოვანის.
ყველას მოვუწოდებ, თქვენ საქმეს მიხედეთ, ჩვენ ჩვენი გეგმის მიხედვით მივდივართ. თუ არა და გეყოთ გამბედაობა, გამოდით და დაუჭირეთ მხარი ჩვენს ინიციატივას ბარიერის გაზრდასთან დაკავშირებით, იქ გამოჩნდება ყველაფერი, ვ
ორგანიზაციები „საია” და „სოციალური სამართლიანობის ცენტრი” აცხადებენ, რომ გამოსახლების აქციაზე დაკავებული მოქალაქეების დაჯარიმება ეწინააღმდეგება კონსტიტუციით/საერთაშორისო აქტებით გარანტირებულ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების სტანდარტებთან და ამასთანავე, მიზნად ისახავს კრიტიკული აზრის ჩახშობას საზოგადოებაში.
23 იანვარს კეკელიძის ქუჩაზე ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების პარალელურად გამართულ აქციაზე 18 ადამიანი დააკავეს, მათგან 2-ის – კაკო ჩიქობავას და გიორგი ხასაიას მიმართ კი გამოძიება სის