დღეს, 7 ივლისს საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. კენჭისყრა ადგილობრივი დროით დილის 08:00 საათზე დაიწყო. ეგზიტპოლების შედეგები საარჩევნო უბნების გახსნიდან 12 საათში იქნება ცნობილი.
პირველი ტური 30 ივნისს გაიმართა. შედეგების თანახმად ლიდერობს მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტია. მეორე ადგილზე გავიდა მემარცხენე პარტიების ალიანსი, ხოლო მესამეზე ემანუელ მაკრონის ცენტრისტული გაერთიანება.
ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში
ჩვენი რეიტინგი არის ორნიშნა, დანარჩენი პარტიები არიან გაცილებით ქვემოთ.
ამ დამოუკიდებელი კვლევის შესახებ უფრო კონკრეტულად ჰკითხეთ იმ პარტიების წარმომადგენლებს, რომლებიც ბრიუსელში იყვნენ ჩასულები და სადაც გააცნეს ეს რეალური კვლევები.
ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/975478434053143/
ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს მაღალმთიან დასახლებებში მოსახლეობის სიმჭიდროვე ერთ კვ.კმ-ზე შემცირდა 6 ადამიანით, 366-დან 360 ადამიანამდე. ამის შესახებ ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს „საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2024-30 წლების სტრატეგიის“ დოკუმენტშია აღნიშნული.
მონაცემების თანახმად, 2015 წელთან შედარებით, 2023 წელს საქართველოს მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში გარდაცვალების მაჩვენებელი, ქვეყნის მთლიან მოსახლეობაში, შემცირებულია 0,36%-ით და შეადგ
არასამთავრობო ორგანიზაციები იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, მოუწოდებენ დაიცვას კანონის მოთხოვნები თავისი საქმიანობის საჯაროობასთან დაკავშირებით და უზრუნველყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებზე დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლების დასწრება მონიტორინგის მიზნით.
განცხადების ხელმომწერები აღნიშნავენ, რომ მრავალი წინაღობის მიუხედავად არასამთავრობო ორგანიზაციები წლებია, მონიტორინგს უწევენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომათა მიმდინარეობას, თუმცა უკანასკნელ პერიოდში საბჭომ სრულად აღკვეთა აღნი
ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი არის გაყინული, ეს მანამდე არასოდეს მომხდარა.
ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1023968675742582/
რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ ურბანული ლაბორატორიის ხელმძღვანელმა გიორგი ბაბუნაშვილმა თბილისის ტრანსპორტის პრობლმების შესახებ რადიო მსმენელების კითხვებს უპასუხა და განმარტა, თუ რომელ კომპანიებსა და დაწესებულებებს უნდა მიმართონ დედაქალაქის მცხოვრებლებმა ამ საკითხებზე.
„მოქალაქეებმა ხშირად, ზუსტად არ იციან ვის მიმართონ, როდესაც რაღაც პრობლემას აწყდებიან. მაგალითად, ტრანსპორტში არის გამოკრული ცხელი ხაზის ნომერი. ახლა გადის „ფეისბუკზე“ სასტრანსპორტო კომპანიის სარეკლამო რგოლი, იმის შე
პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე ქართველი სპორტსმენების ხილვით ვამაყობ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე ქართველი სპორტსმენების ხილვით ვამაყობ. საქართველოს გუნდს წარმატებებს ვუსურვებ! დარწმუნებულები ვართ, რომ ოლიმპიური თამაშები ეროვნული სიამაყისა და სიხარულის მომენტებით იქნება სავსე“, - წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე.
შეგახსენებთ, გუშინ პარიზში, ზაფხულის 33-ე
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის თქმით, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტის საქმეზე დაწყებული დავა საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში, წააგეს. ამის შესახებ კობახიძემ „იმედის” ეთერში განაცხადა.
საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სარჩელზე, რომელიც 2020 წელს, საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ ანაკლიის პორტის სხვა უცხოელ ინვესტორებთან ერთად შეიტანეს, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ პორტის მშენებლობა
"ჩვენი სტრატეგიული ამოცანაა ამ ქვეყანაში დამარცხდეს “ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” ერთად, როგორც ერთმანეთის გამაძლიერებელი და სულის ჩამდგმელი ორი პოლიტიკური ძალა."
ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/997742485384257/
ის, რაც „ლელომ" პირველი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში უნდა გააკეთოს, ანაკლიის პორტზე საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნებაა - გამოაქვეყნონ გადაწყვეტილება და საარჩევნო კამპანია მერე გააგრძელონ! - ეს განცხადება მედიასთან პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა გააკეთა.
როგორც ლილუაშვილმა ამ კონტექსტში აღნიშნა, არ სურს, რომ "ლელომ" რაიმე ტყუილითა და ტყუილის ტირაჟირებით დაიწყოს.
"ამ საკითხთან დაკავშირებით დაკავებული არიან მითქმა-მოთქმით, ინფორმაციის ფ
ჩვენ გვახსოვს 2008 წლის აგვისტოს მოვლენები და მათი მტკივნეული გავლენა, რომელიც ქართველ ხალხზე დღემდე მოქმედებს-რუსეთის მიერ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მუდმივი დარღვევა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის მიმდინარე ბრძოლას უსვამს ხაზს,- ამის შესახებ საქართველოში აშშ-ს საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.
ამასთან, განმარტავენ, რომ შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ადვოკატირებას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
„დღეს რუსეთ
არჩევნებზე „ოცნების“ „ფეისები“ იქნებიან კორუმპირებული ფეოდალები, რომლებსაც 4 წლის განმავლობაში ხმა არ ამოუღიათ პარლამენტში და ტრიბუნა არასდროს გამოუყენებიათ, მხოლოდ ხალხის ფულს იპარავდნენ და “ოცნების” პარტიულ სალაროს ავსებდნენ, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის” წევრმა, ანა ბუჩუკურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, გუშინ „ქართული ოცნების” მიერ დასახელებული დელეგატების ძირითადი ნაწილი 2012 წლამდე „ნაციონალური მოძრაობის” სალაროს ავსებდა.
„არჩევნებზე „ოცნების” „ფეისე
აშშ-მ დაასანქცირა რუსი პროპაგანდისტი და რუსული პროპაგანდისტული მედიები „რია ნოვოსტი“, „RT“, „ტვ-ნოვოსტი“, „Rutply“ და „სპუტნიკი“. მიზეზი, ოფიციალური განცხადების თანახმად, „მოსკოვის მიერ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენის მცდელობებია“. ამის შესახებ „მედუზა“ წერს.
ფიზიკურ პირებს სანქციის სახით სავიზო შეზღუდვები დაუწესდათ. სიმონიანის გარდა სანქცირებულნი არიან მისი ჰოლდინგის ტოპ-მენეჯერები.
გარდა ამისა, ვაშინგტონი ათმილიონიან ჯილდოს აწესებს ინფორმაციისთვის, რომელიც ამერიკულ ა
მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა, დასრულდება ხვალ, - ამის შესახებ პარტია "გახარია - საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ ორბელიანების სასახლეში კოალიცია "ძლიერი საქართველოს“ ლიდერთან, მამუკა ხაზარაძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, გარკვეული შეთანხმება შედგა, თუმცა დარჩენილია რაღაც საკითხები, რომელზე მოლაპარაკებებიც დასასრულებელია.
„მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა. ძალიან დიდი იმედი მქონდა, რომ დღეს დასრულდებოდა. დასრულდება ხვალ. გარკვე
ჩემთვის სასაცილოა ახალი პირობის გაჩენა, პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით დეკემბერში, როდესაც დეკემბერში პრეზიდენტს საპრეზიდენტო ვადა ისედაც ეწურება, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ეს დაპირება კიდევ ერთხელ აჩვენებს „ქართული ოცნების“ სისუსტეს და შიშს მათ მოსალოდნელ მარცხთან დაკავშირებით.
„ქართული ოცნება“, რომელიც პრეზიდენტის იმპიჩმენტის პრო
ძალიან დიდი სიფრთხილე არის საჭირო, რომ არჩევნებამდე დარჩენილი 19 დღე არ მოვანდომოთ წინ და უკან სიარულს და დრო არ დავკარგოთ , - ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემა “პოლიტიკურ სივრცეში” პრეზიდენტთან ჩანიშნულ შეხვედრებთან დაკავშირებით განაცხადა.
მეზვრიშვილის განმარტებით, აქამდე არ ყოფილა კანდიდატებზე თუ კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე საუბარი, თუმცა მის გუნდს ამ საკითხზე ხისტი დამოკიდებულება არ აქვს.
“ძალიან დიდი
განცდა მაქვს, რომ ისეთ რაღაცას ეწევიან, რომელიც დღემდე ვერ დავადგინე რა არის, - ასე ეხმაურება „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, კახა ქემოკლიძე "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომ „გიორგი გახარიას პრემიერად დანიშვნა იყო მის პატრონებთან გადახდილი ერთგვარი ხარკი“.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ გიორგი გახარიას იყენებდა, როგორც კარგ და ეფექტიან ხელმძღვანელს.
„წარმოდგენა არ აქვთ ამ ადამიანებს, რას ლაპარაკობენ, რადგან მათ ენას ძვალი არ აქვს. რა
„ოცნებამ“ ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, რატომღაც ბოდიშის მოხდა გადაწყვიტა, გაუგებარია ვისთვის, რისთვის ან რატომ. ამით პირველ რიგში რისკის ქვეშ დააყენა ქვეყნის სუვერენიტეტი, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, გარდა ამისა ამ ბოდიშით ივანიშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა, პირველ რიგში ქართველ ვეტერანებს, ჯარისკაცებს, მაშველებს, დევნილებს, რომელთაც ეთნიკური წმენდა გამოიარეს, - ამის შესახებ „გახარია - საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
მისი თქმით, ძლიერი სახელმწიფო ძლიერი ჯარისა და გაა
თბილისის მერიის განცხადებით, თემქის ახლად გახსნილ პარკში წყლის ცენტრალური მილი დაზიანდა, რის გამოც წყალმა ზედაპირული მიწა ჩამოიტანა საფეხმავლო ბილიკზე.
როგორც მერიაში აცხადებენ, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს წყლის მილის შეკეთება და ტერიტორიის დასუფთავება.
„სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეო მასალის საპასუხოდ გაცნობებთ, რომ ზღვისუბნის პარკში, რომელაშვილის ქუჩის მიმდებარედ, ფერდზე დაზიანდა წყლის ცენტრალური მილი, რის გამოც წყალმა ზედაპირული მიწა ჩამოიტანა საფეხმავლო ბილიკზე.
შემთხვევის შ
ისანში, 56-ე საარჩევნო უბანთან, ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი.
მედიის გავრცელებულ კადრებში ფიზიკური კონფლიქტი ნათლად ჩანს. კონკრეტულად რა მიზეზით და ვის შორის მოხდა დაპირისპირება, ამ ეტაპზე უცნობია.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ნეტგაზეთმა დამატებითი ინფორმაციისთვის შსს-ს მიმართა.
ნეტგაზეთი
აშშ-ში დღეს რიგით მე-60 საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. ამერიკის მოქალაქეები და შემდგომ საარჩევნო კოლეგია განსაზღვრავს, ვინ მართავს ქვეყანას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში - „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატი, ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი თუ „რესპუბლიკელი“ კანდიდატი, ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.
საარჩევნო უბნები ყველაზე ადრე ვერმონტის შტატში იხსნება და ყველაზე გვიან - ჰავაის შტატში.
დასავლური მედია წერს, რომ აშშ-ის არჩევნების შედეგები, როგორც წესი, უბნების დახურვიდან რამდენიმე ს
„მკაცრად ვგმობთ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ გაჩაღებულ ძალადობას“, – აცხადებენ ამერიკელი სენატორები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ „თბილისის ქუჩები ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიების, წყლის ჭავლის, ცემისა და მასობრივი დაკავებების ადგილი არ არის”.
ამის შესახებ ნათქვამია 3 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც ხელს აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე სენატორი ბენ კარდინი, სენატორი როჯერ ვიკერი და სენატორმა ჯონ კორნინი აწერენ.
„ქართული ოცნების” ნაბიჯი, შეაჩეროს ევროკა
სოლიდარობა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, “ოცნების” რეჟიმის ყველა პოლიტიკურ პატიმარს , - ამის შესახებ პარტიის “გახარია-საქართველოსთვის“ განცხადებაშია ნათქვამი.
„არაადეკვატურობის ზღვარზე მყოფი “ოცნება” ოპონენტებს მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით უსწორდება და ამით, კიდევ უფრო იმძიმებს საკუთარ მდგომარეობას და აზიანებს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.
ქართველი ხალხის ბრძოლა არ გაჩერდება. "ოცნების” რეჟიმის ყველა პოლიტიკური პატიმარი მალე იქნება თავისუფალი!“, - ნათქვამია განცხ
აშშ-ის ოთხი შტატის (ტეხასი, ნიუ-ჯერსი, კენტუკი და ალაბამა) სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელი „უკანონოდ და თაღლითურად“ მიიჩნევს საქართველოდან მოქმედ ვირტუალურ კაზინო Slotie-ის NFT საქმიანობას.
აშშ-ის მარეგულირებლები თვლიან, რომ არაჩანაცვლებადი ტოკენი (non-fungible tokens NFT), რომელსაც ვირტუალური კაზინო სთავაზობს, სინამდვილეში არარეგისტრირებული ფასიანი ქაღალდებია, რომლებიც აშშ-ის კანონმდებლობის დარღვევითაა გამოშვებული.
თუ Slotie ამერიკის ამ შტატებში საქმიანობას არ შეაჩერებს,
დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღება სისულელეა, ამ კანონის მიღება არ შეიძლება, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, პრობლემაა არა ოლიგარქები, არამედ ერთპიროვნული მართვა და აღნიშნა, რომ არ შეიძლება, ერთპიროვნული მმართველობის დასაძლევად ადამიანებს პოლიტიკური საქმიანობა აეკრძალოთ.
„საქართველოსთვის ამ კანონის მიღებას არანაირი დადებითი შედეგის მოტანა არ შეუძლია, ვინც არ უნდა ითხოვდეს. ჩვენი პრობლემაა არა ოლიგარქები, არამედ