Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.099.117

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

გიორგი გახარია - „ოცნებამ“ ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, რატომღაც ბოდიშის მოხდა გადაწყვიტა - ამ ბოდიშით ივანიშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა პირველ რიგში ვეტერანებს, ჯარისკაცებს, მაშველებს, დევნილებს

„ოცნებამ“ ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, რატომღაც ბოდიშის მოხდა გადაწყვიტა, გაუგებარია ვისთვის, რისთვის ან რატომ. ამით პირველ რიგში რისკის ქვეშ დააყენა ქვეყნის სუვერენიტეტი, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, გარდა ამისა ამ ბოდიშით ივანიშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა, პირველ რიგში ქართველ ვეტერანებს, ჯარისკაცებს, მაშველებს, დევნილებს, რომელთაც ეთნიკური წმენდა გამოიარეს, - ამის შესახებ „გახარია - საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მისი თქმით, ძლიერი სახელმწიფო ძლიერი ჯარისა და გაა

მერიის განცხადებით, თემქის ახლად გახსნილ პარკში წყლის ცენტრალური მილი დაზიანდა

თბილისის მერიის განცხადებით, თემქის ახლად გახსნილ პარკში წყლის ცენტრალური მილი დაზიანდა, რის გამოც წყალმა ზედაპირული მიწა ჩამოიტანა საფეხმავლო ბილიკზე. როგორც მერიაში აცხადებენ, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს წყლის მილის შეკეთება და ტერიტორიის დასუფთავება. „სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეო მასალის საპასუხოდ გაცნობებთ, რომ ზღვისუბნის პარკში, რომელაშვილის ქუჩის მიმდებარედ, ფერდზე დაზიანდა წყლის ცენტრალური მილი, რის გამოც წყალმა ზედაპირული მიწა ჩამოიტანა საფეხმავლო ბილიკზე. შემთხვევის შ

ისანში 56-ე უბანთან ფიზიკური დაპირისპირება იყო

ისანში, 56-ე საარჩევნო უბანთან, ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. მედიის გავრცელებულ კადრებში ფიზიკური კონფლიქტი ნათლად ჩანს. კონკრეტულად რა მიზეზით და ვის შორის მოხდა დაპირისპირება, ამ ეტაპზე უცნობია. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ნეტგაზეთმა დამატებითი ინფორმაციისთვის შსს-ს მიმართა.   ნეტგაზეთი

აშშ-ში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება

აშშ-ში დღეს რიგით მე-60 საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. ამერიკის მოქალაქეები და შემდგომ საარჩევნო კოლეგია განსაზღვრავს, ვინ მართავს ქვეყანას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში - „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატი, ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი თუ „რესპუბლიკელი“ კანდიდატი, ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. საარჩევნო უბნები ყველაზე ადრე ვერმონტის შტატში იხსნება და ყველაზე გვიან - ჰავაის შტატში. დასავლური მედია წერს, რომ აშშ-ის არჩევნების შედეგები, როგორც წესი, უბნების დახურვიდან რამდენიმე ს

“ოცნებას” საქართველო რუსული ტიპის ავტოკრატიისკენ მიჰყავს- ამერიკელი სენატორები

„მკაცრად ვგმობთ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ გაჩაღებულ ძალადობას“, – აცხადებენ ამერიკელი სენატორები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ „თბილისის ქუჩები ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიების, წყლის ჭავლის, ცემისა და მასობრივი დაკავებების ადგილი არ არის”.  ამის შესახებ ნათქვამია 3 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც ხელს აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე სენატორი ბენ კარდინი,  სენატორი როჯერ ვიკერი და სენატორმა ჯონ კორნინი აწერენ.   „ქართული ოცნების” ნაბიჯი, შეაჩეროს  ევროკა

ფონ დერ ლაიენი: უკრაინის ინფრასტრუქტურაზე რუსეთის თავდასხმები ომის დანაშაულებია

რუსეთის მხრიდან უკრაინის ელექტროსადგურებსა და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რაკეტებით და დრონებით მიტანილი იერიშები წარმოადგენს "ნამდვილი ტერორის აქტებს", რომლებიც ომის დანაშაულებს უტოლდება - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურზულა ფონ დერ ლაიენმა 19 ოქტომბერს. "გუშინ კვლავ ვიხილეთ რუსეთის მიზანმიმართული თავდასხმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. ეს წარმოადგენს კიდევ ერთ თავს უკვე ძალიან სასტიკ ომში. საერთაშორისო წესრიგი ძალიან მკაფიოა. ესენი ომის დანაშაულებია" - უთხრა ფონ დერ ლაიენმა ე

ქართული ვირტუალური კაზინოს საქმიანობას აშშ უკანონოდ მიიჩნევს

აშშ-ის ოთხი შტატის (ტეხასი, ნიუ-ჯერსი, კენტუკი და ალაბამა) სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელი „უკანონოდ და თაღლითურად“ მიიჩნევს საქართველოდან მოქმედ ვირტუალურ კაზინო Slotie-ის NFT საქმიანობას. აშშ-ის მარეგულირებლები თვლიან, რომ არაჩანაცვლებადი ტოკენი (non-fungible tokens NFT), რომელსაც ვირტუალური კაზინო სთავაზობს, სინამდვილეში არარეგისტრირებული ფასიანი ქაღალდებია, რომლებიც აშშ-ის კანონმდებლობის დარღვევითაა გამოშვებული. თუ Slotie ამერიკის ამ შტატებში საქმიანობას არ შეაჩერებს,

ვახტანგ მეგრელიშვილი - დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღება სისულელეა, ამ კანონის მიღება არ შეიძლება

დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღება სისულელეა, ამ კანონის მიღება არ შეიძლება, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, პრობლემაა არა ოლიგარქები, არამედ ერთპიროვნული მართვა და აღნიშნა, რომ არ შეიძლება, ერთპიროვნული მმართველობის დასაძლევად ადამიანებს პოლიტიკური საქმიანობა აეკრძალოთ. „საქართველოსთვის ამ კანონის მიღებას არანაირი დადებითი შედეგის მოტანა არ შეუძლია, ვინც არ უნდა ითხოვდეს. ჩვენი პრობლემაა არა ოლიგარქები, არამედ

ანა ბუჩუკური - პრაიმერიზზე საუბარი „ქართული ოცნების“ დახმარება და ოპოზიციურ სპექტრში მასკარადის მოწყობის მცდელობაა

ეს არის „ოცნების“ დახმარება და ოპოზიციურ სპექტრში ასე ვთქვათ, მასკარადის მოწყობის მცდელობა, სირცხვილია და უხერხულია, – ასე უპასუხა პარტია „საქართველოს“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა ჟურნალისტების კითხვას, პრაიმერზით ოპოზიციური პარტიების სიაში წევრთა რიგითობის განსაზღვრასთან დაკავშირებით. „ვიდრე გავიგებდი, ვისგან მოდის ეს ინიციატივა, მაშინვე მივხვდი, რომ ეს იქნებოდა სავარაუდოდ ბატონი ვაშაძე, რადგან ის გამოირჩევა ასეთი ინიციატივებით, რომელიც საბოლოო ჯამში ერთადერთი, რასაც აკეთებს, ეს არის „ოცნების“ გ

კელი დეგნანი - ყველაფერი, რასაც თუნდაც პოლიტიკური დევნის სახე აქვს, საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს რისკის ქვეშ აყენებს

მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის მნიშვნელობა არის საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის ცენტრალური ნაწილი და ყველაფერი, რასაც თუნდაც პოლიტიზირების, პოლიტიკური დევნის სახე აქვს, ამ ევროატლანტიკურ მომავალს რისკის ქვეშ აყენებს, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რითაც ის ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. „ყველამ ნახეთ აშშ-ის საელჩოს და ევროკავშირის განცხადებები, ასევე საქართველოს სხვა ევროპელი მეგობრების გან

სოფო ხორგუანი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე (ვიდეო)

მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, სოფო ხორგუანი. სტუმრად  "ჯორჯიან თაიმსში"  გადაცემაში "ტელეგრამი".  ererh.mp4

გარდაიცვალა საქართველოს ტელემაუწყებლობის პირველი ტელეწამყვანი ლია მიქაძე

გარდაიცვალა საქართველოს ტელემაუწყებლობის პირველი ტელეწამყვანი ლია მიქაძე. ინფორმაციას ოჯახის წევრები ადასტურებენ. ლია მიქაძე დაიბადა 1936 წლის 3 მაისს, თბილისში. 1954 წელს ჩააბარა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ უნივერსიტეტში. ლია მიქაძე ტელევიზიაში მისი გახსნის დღიდან, 1956 წლის 30 დეკემბრიდან მუშაობდა. მან საქართველოს ტელევიზიაში თითქმის ნახევარი საუკუნე გაატარა. 2013 წლის 30 დეკემბერს, საქართველოს ტელევიზიის დაარსების 57 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს პირველმ

ევროპარლამენტის საიტი "პრო-კრემლისტური ჯგუფის" კიბერშეტევამ გათიშა

ევროპარლამენტის საიტი გათიშულია. რამდენიმე საათის წინ დეპუტატებმა რუსეთი "ტერორირზმის ხელშემწყობ სახელმწიფოდ" გამოაცხადეს. ევროპული პარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ ტვიტერზე დაწერა, რომ "საიტზე კომპლექსური კიბერშეტევა მიმდინარეობს. პასუხისმგებლობა პრო-კრემლისტურმა ჯგუფმა აიღო".     23 ნოემბრის სხდომაზე დეპუტატებმა განაცხადეს, რომ ნიადაგს ამზადებენ საიმისოდ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და მისი მთავრობა საერთაშორისო ტრიბ

ცენტრ „ემპათიას“ ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს დაახლოებით, 10 დიაგნოზი აქვს, რაც შეუთავსებელს ხდის მის პატიმრობას

ცენტრ „ემპათიას“ ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს დაახლოებით, 10 დიაგნოზი აქვს, რაც შეუთავსებელს ხდის მის პატიმრობას. როგორც ცენტრ „ემპათიას“ დასკვნაშია ნათქვამი, მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება დაუდგენელი ეტიოლოგიის ცხელება, ანორექსია, წონაში სწრაფი კლება, კუნთების, სახსრების ძვლების ტკივილი, სხეულზე ექსკორიაციები - ნაკაწრები - ფხანის კვალი, კუნთების განლევა, რომელიც შესაძლოა, წარმოადგენდეს დაუდგენელი ინფექციური პროცესის ან/და შესაძლო ინტოქსიკაციის შედეგებსაც.

ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთი ალბათ გეგმავს ბახმუტის ალყაში მოქცევას

რუსეთი, ალბათ გეგმავს უკრაინის დონეცკის ოლქის ქალაქი ბახმუტი ალყაში მოაქციოს და ტაქტიკური გაჭრა განახორციელოს ჩრდილოეთით და სამხრეთით, იტყობინება ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო 3 დეკემბერს სადაზვერვო მონაცემებზე დაყრდნობით. სამინისტრო აცხადებს, რომ მართალია, ბახმუტის დაკავებას შეზღუდული ოპერატიული მნიშვნელობა ექნება, ის რუსეთის არმიას მისცემს შესაძლებლობას, დაემუქროს კრამატორსკს და სლოვიანსკს. Twitter-ით გავრცელებულ ცნობაში სამინისტრო აცხადებს, რომ „არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ ბახმუ

ავტოსატრანსპორტო საშუალებების განმეორებითი ტექნიკური ინსპექტირება პირველი თებერვლიდან ფასიანი ხდება

2023 წლის პირველი თებერვლიდან, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის ფარგლებში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების განმეორებითი ტექნიკური ინსპექტირება ფასიანი ხდება. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აღნიშნავენ, რეფორმის საწყის ეტაპზე 2017 წლიდან, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ავტომფლობელების განმეორებითი ტექნიკური ინსპექტირების საფასურისაგან დროებით გათავისუფლებასთან დაკავშირებით (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განმეორებითი ინსპექტირება ტარდებოდ

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის მთავრობაში საკადრო ცვლილებები გაგრძელდება

უკრაინის პრეზიდენტმა ახალი საკადრო ცვლილებები დააანონსა. ამის შესახებ განცხადება ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში გააკეთა. მისი თქმით, მას ჯერ არ დაუსრულებია მთავრობაში ცვლილებების პროცესი და ყველას, ვინც არ შეესაბამება სახელმწიფო მოთხოვნას, გათავისუფლება ელოდება. „ახლა ერთგვარი საკადრო სიჩუმეა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა საჭირო ნაბიჯები უკვე გადადგმულია. კიდევ იქნება გადაწყვეტილებები. ვინც სახელმწიფოსა და საზოგადოების პრინციპულ მოთხვნებს არ შეესაბამება, მათი სა

რუსეთში ძალაში შევიდა ნავთობის მიწოდების აკრძალვა „არამეგობრული“ ქვეყნებისთვის

რუსეთში 1 თებერვლიდან ძალაში შევიდა ნავთობის მიწოდების აკრძალვა იმ „არამეგობრული“ ქვეყნებისთვის, რომლებმაც მის ფასებზე მაქსიმალური ზღვარი დააწესეს. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებულების თანახმად, რომელსაც ჯერ კიდევ 27 დეკემბერს მოეწერა ხელი, რუსეთიდან ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მიწოდება იკრძალება უცხოეთის მოქალაქეებისა და კომპანიებისთვის, თუკი კონტრაქტებში „პირდაპირ ან ირიბად არის გათვალისწინებული მაქსიმალური ფასების ფიქსირების მექანიზმის გამოყენება“. შეზღუდული ფასებით ნ

76 წლის ჰენრი კუპრაშვილმა ზამთრის ცურვის მსოფლიო ჩემპიონატზე ექვსი ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვა [ვიდეო]

ლეგენდარულმა ქართველმა მოცურავემ, 76 წლის ჰენრი კუპრაშვილმა მსოფლიო კვლავ გააოცა. 76 წლის სპორტსმენმა სლოვენიაში, ზამთრის ცურვის მე-13 მსოფლიო ჩემპიონატზე ექვსი ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი დაიმსახურა. მასშტაბურ ტურნირში 31 ქვეყნის სხვადასხვა ასაკის მოცურავე მონაწილეობდა, წყლის ტემპერატურა კი 5 გრადუსს შეადგენდა. შეგახსენებთ, რომ 2002 წელს ჰენრი კუპრაშვილმა „მხედრული კოლხურით“ (ხელფეხშეკრულმა) 3 საათსა და 15 წუთში გადაცურა დარდანელის სრუტე – 12 კილომეტრი. მას ეკუთვნის ცურვის ერო

იანვარში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 53 %-ით, რეისების რაოდენობა კი 56%-ით გაიზარდა

2023 წლის იანვარში ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 53%-ით გაიზარდა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, იანვარში, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტით 85,508 მგზავრმა ისარგებლა. შედარებისთვის, 2019 წლის იანვარში, ამავე აეროპორტში 55,895 მგზავრი დაფიქსირდა. მგზავრთნაკადის გარდა, წლის დასაწყისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიარეისების რაოდენობის კუთხითაც ზრდა იყო. იანვარში აეროპორტში რეისები 56%-ით გაიზარდა და 294 რეისს მოემს

საქართველოში მობილიზაციას გამოქცეული რუსები მოსახლეობის თითქმის 8%-ს შეადგენენ

გამოცემა Odessa Journal-ი წერს, რომ მობილიზაციას გამოქცეული და საქართველოში ჩამოსული რუსები მოსახლეობის თითქმის 8%-ს შეადგენენ. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა საქართველოში, ნონა მამულაშვილმა განაცხადა, რომ მობილიზაციისგან საქართველოში გამოქცეული რუსების შემოდინება ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პრობლემად რჩება, რადგან ხალხს ეშინია ამ „მიგრაციის“ უარყოფითი შედეგების. „იმის გათვალისწინებით, თუ რა ხდება ახლა საქართველოში და რა პოლიტიკას ახორციელებს ჩვენი

„დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია" - იუთუბერი სოსო ნებიერიძე კოლეგებს მიმართავს

ვლოგერი სოსო ნებიერიძე რუსულ კანონპროექტს ეხმაურება და მოუწოდებს კოლეგებს, დააფიქსიროთ მოქალაქეობრივი პოზიცია ამ საკიხთან დაკავშირებით. მისი თქმით, „ცენზურა და კონტროლი საბჭოთა კავშირში დავტოვეთ და იქ აღარ დავბრუნდებით”.

ნათია მეზვრიშვილი - ოცნებამ რუსული კანონპროექტის „წინააღმდეგ ხმა არ მისცა“, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებას თავის განზრახვაზე - ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და გაყალბდეს არჩევნები - ხელი არ აუღია

პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ოცნებამ რუსული კანონპროექტის „წინააღმდეგ ხმა არ მისცა“,  პოლიტიკურად ეს ნიშნავს იმას, რომ: ხელისუფლებას თავის განზრახვაზე - ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და გაყალბდეს არჩევნები - ხელი არ აუღია.  როგორც ნათია მეზვრიშვილი აღნიშნავს, ოცნება ისევ არ აპირებს კონსტიტუციური ვალდებულების შესრულებას.  "კარგია, რომ კანონპროექტი ოფიციალურად ჩავარდა, მადლობა ყველას ბრძოლისთვის, მ ა გ რ ა მ უმნიშვნელოვანესი დეტ

"მგონი, მართლა შემოგზავნილია, როგორ არ რცხვენია, ასეთ ტყუილებს რომ იძახის" - დოლიძე მერაბიშვილზე

ენმ-ს წევრი ბაჩო დოლიძე ვანო მერაბიშვილის სკანდალური ინტერვიუთი აღშფოთებულია და ყოფილ მინისტრს ტყუილშა ადანაშაულებს. დოლიძე ამბობს, რომ მერაბიშვილს უნდა შერცხვეს, რადგან მისი საქციელები არაფერში აღარ ჯდება. დოლიძე პირდაპირ ამბობს, რომ მერაბიშვილს დესტრუქციის მეტი არაფერი არ მოაქვს საერთო საქმეში.  ვანო მერაბიშვილმა პოლიტიკური აღსარება უკრაინულ მედიას ჩააბარა. შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ფაქტობრივად აღიარა, რომ ნიკა მელიას განეიტრალების სპეცოპერაციას სათავეში თავა

"ხვიჩა რომ დაინახა, გიორგის ცრემლები წამოუვიდა..." - როგორ აუხდინა "კვარამ" ოცნება მის პატარა გულშემატკივარს, რომელიც უმძიმეს დაავადებას ებრძვის

სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი­სა და იტა­ლი­უ­რი "ნა­პო­ლის" ქარ­თვე­ლი ვარ­სკვლა­ვი ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის­თვის, გან­სა­კუთ­რე­ბით კი პა­ტა­რე­ბის­თვის უსაყ­ვარ­ლეს ფეხ­ბურ­თე­ლად იქცა. მის გულ­მხურ­ვა­ლე გულ­შე­მატ­კი­ვარ­თა შო­რის 14 წლის გი­ორ­გი მურ­ვა­ნი­ძეც აღ­მოჩ­ნდა, რო­მე­ლიც ბერი ან­დრი­ას ფონდში 2 წე­ლია ცხოვ­რობს. მას უმ­ძი­მე­სი და­ა­ვა­დე­ბა აქვს, რო­მელ­საც ვაჟ­კა­ცუ­რად ებ­რძვის. გი­ორ­გის ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას ფა­ნო­ბის შე­სა­ხებ ბერი ან­დრი­ას დე­დამ, თი­ნა­თი
×
×
  • შექმენი...