28 მაისს გიორგი გახარია შეხვდა ჩუღურეთის რაიონის მცხოვრებლებს. პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე შეხვედრაზე შეკრებილ მოქალაქეებს არჩევნების მნიშვნელობასა და არჩევნების დაცვის აუცილებლობაზე ელაპარაკა. შეხვედრას პარტიის სხვა ლიდერებიც ესწრებოდნენ, - ინფორმაციას ამის შესახებ პარტია "გახარია საქართველოსთვის" ავრცელებს.
ესტონეთის ელჩი, რიინა კალიურანდი ამბობს, რომ რუსული კანონის გამო ესტონეთი საქართველოსთან ჩვეულ საქმიანობას ვერ გააგრძელებს, ვინაიდან ეს არის ნაბიჯი, რომელიც შეგნებულად გადაიდგა იმ ყველაფრის წინააღმდეგ, რისი გაკეთებაც დასავლეთმა საქართველოს ურჩია.
ამის შესახებ მან ესტონეთის ელჩმა საქართველოში, რიინა კალიურანდმა „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.
რიინა კალიურანდმა განაცხადა, რომ „საქმე მხოლოდ ამ კანონს არ ეხება, არის სხვა კანონებიც, რომლებიც ასევე საკამათოა და ეწინააღმდეგე
კომპანია "სოკარი" ესპანეთის ნაკრების დამარცხების შემთხვევაში პირობას დებს, რომ 1 ივლისს, 2 საათიდან 90 წუთის განმავლობაში ყველა ტიპის საწვავის ღირებულება მათ სადგურებში 2 ლარი იქნება.
ამის შესახებ სპეციალური განცხადება მათ სოციალურ ქსელში განათავსეს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"თუ პორტუგალიას მოვუგებთ, მე....“ ასე ჩავუთქვით ყველამ ერთად დაპირებები და ცოტას თუ გვჯეროდა, რომ მართლაც მოვიგებდით.
„ოცნებამ“ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას საქართველოს დეოკუპაციაზე, ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაზე მხარი არ დაუჭირა, რითაც ჩაიდინა ეროვნული ინტერესების კიდევ ერთი ღალატი, - ამის შესახებ პარტიის „საქართველოსთვის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
მათივე ინფორმაციით, ხელისუფლებამ ძალაუფლების შენარჩუნების და ამ მიზნით არჩევნების გაყალბების ინტერესი ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის ინტერესზე წინ დააყენა.
„რეზოლუცია მოუწოდებს დეო
დღეს, 7 ივლისს საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. კენჭისყრა ადგილობრივი დროით დილის 08:00 საათზე დაიწყო. ეგზიტპოლების შედეგები საარჩევნო უბნების გახსნიდან 12 საათში იქნება ცნობილი.
პირველი ტური 30 ივნისს გაიმართა. შედეგების თანახმად ლიდერობს მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტია. მეორე ადგილზე გავიდა მემარცხენე პარტიების ალიანსი, ხოლო მესამეზე ემანუელ მაკრონის ცენტრისტული გაერთიანება.
ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში
ევროკავშირი სომხეთთან ვიზალიბერალიზაციის თაობაზე დიალოგის დაწყების საკითხს 22 ივლისს განიხილავს. ამის შესახებ სომხეთის პარლამენტის ევროკავშირთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, არმან იეგოიანი “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს.
იეგოიანი აღნიშნავს, რომ ევროავშირი გადაწყვეტილებას არა მხოლოდ ვიზალიბერალიზაციის, არამედ სომხეთისთვის ევროპული სამშვიდობო ინსტრუმენტის (EPF) საკითხზეც მიიღებს გადაწყვეტილებას.
“სომხეთთან ვიზალიბერალიზაციის თაობაზე დიალოგის დაწყების, ასევე ევროპის სამშვიდობო ინსტ
ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს, როგორც დემოკრატების კანდიდატს აშშ-ს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.
შესაბამისი განცხადება ბაიდენმა X-ზე გამოაქვეყნა.
„დღეს მინდა ჩემი სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო კამალა ჰარისს, რომ იყოს ჩვენი პარტიის ნომინანტი წელს. დემოკრატებო - დროა გავერთიანდეთ და დავამარცხოთ ტრამპი. მოდით, გავაკეთოთ ეს“, - წერს X-ზე ბაიდენი.
ჯო ბაიდენმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.
2008 წლის აგვისტოს ომისა და აფხაზეთის ომის ვეტერანი, უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი გელა კახაბრიშვილი სუს-მა ტერორიზმის და შეთქმულების მომზადების საქმეზე გამოკითხა.
გამოკითხვის შემდეგ როგორც კახაბრიშვილმა, ისე ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადეს, რომ კითხვები ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების” მაღალჩინოსნების მიმართ ტერორისტული აქტის მომზადებას ეხებოდა.
მისვე თქმით, გამოკითხვის პროცესში ახსენეს საქართველოს ხელისუფლების უკრაინაში მყოფი ყოფილი მაღალჩინოსნები და იკითხეს,
ევროკავშირმა უკვე თქვა, რომ ევროკავშირში [ინტეგრაციის] პროცესი შეჩერებულია და ეს სრულებით იმის გამო ხდება, რომ მთავრობამ გადაწყვიტა დაეწერა ეს კანონი ისე, როგორც ეს გააკეთეს და ეს სირცხვილია,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბრობს.
აღნიშნულით მან ის ფაქტი შეაფასა, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი აღსრულების ახალ ეტაპზე გადადის. როგორც ჯეიმს ო'ბრაიენ
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპს ტელეფონით ესაუბრა და არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ამის შესახებ ზელენსკი X-ზე წერს.
ზელენსკის თქმით, ისინი შეთანხმდნენ, რომ მჭიდრო დიალოგს შეინარჩუნებენ და თანამშრომლობას გააძლიერებენ.
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა. მას გამარჯვება უკვე მიულოცეს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებმა.
ტრამპმა თავის მხარდამჭერებს ფლორიდაში Fox News-ის მიერ წინასწარი შედეგების გამოც
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
ამასთან, სასამართლომ წარდგენილი სარჩელები ნაწილობრივ დასაშვებად ცნო, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი არსებითი განხილვები დაიწყება.
“არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე“ – წერია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
მასში ასაევე აღნიშნულია, რომ საოქმო ჩანაწერს
პარტია „საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია ეხმაურება „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის განცხადებებს და აღნიშნავს, რომ ეს არ არის პირველი „მუქარა” ბიძინა ივანიშვილის მხრიდან.
„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი იმუქრება, რომ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრებს და მის ლიდერს, მკაცრად მოუწევთ პასუხი აგონ. „იმედთან“ ინტერვიუში ივანიშვილმა თქვა, რომ მათ ვინც გიორგი გახარიას გვერდით დგას გაასამართლებენ და რომ მმართველ გუნდს „სასამართლოს დონეზე“ აქვს ყველა დოკუმენტი
პარტია საქართველოსთვის ლიდერი გიორგი გახარია მის თანაგუნდელზე, ლევან გოგიჩაიშვილზე თავდასხმას ეხმაურება და ამბობს, რომ ქართული ოცნების მოძალადე ჯგუფები პარტიის მხარდამჭერებსაც ესხმიან თავს.
როგორც გახარიამ ფორმულას ეთერში აღნიშნა, მმართელი პარტიის ლიდერების რიტორიკა და საჯარო გამოსვლები მსგავს ფაქტებს ახალისებს.
"ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ოცნების ლიდერების მუქარას მოჰყვება მათივე ზონდერ, მოძალადე ბრიგადების ჩვენი მომხრეების წინააღმდეგ ფიზიკური თავდასხმები. ასეთი იყო ბათუმშ
მოლდოვაში დღეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ტარდება, რომელიც განიხილება, როგორც არჩევანი ევროპულ მომავალსა და რუსეთის გავლენის დაბრუნებას შორის, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ პროევროპული პრეზიდენტი მაია სანდუ უპირისპირდება ყოფილ გენერალურ პროკურორს, ალექსანდრე სტოიანოგლოს, კაცს, რომელიც მან გაათავისუფლა მთავარი პროკურორის თანამდებობიდან. ის დასავლეთსა და რუსეთს შორის დაბალანსებული პოლიტიკის დაპირებას იძლევა და პრორუსული „სოციალისტების პარტიის“ მხარდაჭერა აქვს.
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციას ხვდება. შეხვედრა ორბელიანების სასახლეში იმართება.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის დასრულების შემდეგ პრესკონფერენცია გაიმართება.
ცნობისთვის, თბილისს ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაცია სტუმრობს. კერძოდ, გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ
კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ მხარი დაუჭირა გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის გადაწყვეტილებას პირდაპირ ესაუბრა ვლადიმერ პუტინთან და განაცხადა, რომ ომის დასრულება რუსეთის პრეზიდენტთან გარკვეულ ჩართულობას მოითხოვს, - ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
“ჩვენ ყველას გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინაში ძალადობის დასრულება, კონფლიქტების დასრულება მთელს მსოფლიოში. ეს მოითხოვს გარკვეული დონის ურთიერთქმედებას კოლეგებთან, რომლებთანაც ჩვენ, ხშირ შემთხვევაში, ურთიერთქმედებას არ ვეთანხმ
ფოტო: მინდია გაბაძე/პუბლიკა
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოცაციის“ თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე ავრცელებს ინფორმაციას, რომ ამ დროისათვის არასამთავრობო ორგანიზაციების ერთიან ცხელ ხაზზე შევიდა ინფორმაცია 12 დაკავებულის შესახებ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე არ ავრცელებს ინფორმაციას რამდენი პირი დააკავეს აქციაზე.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ცნობით, დააკავეს კოალიციის წევრი და რუსთავის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, მანუჩარ ჩაჩანიძე, ასევე, საბ
პროკურატურამ 24 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე მსვლელობისას დაკავებულ ანატოლი გიგაურს ბრალდება წარუდგინა. უწყების განცხადებით, აქციის მიმდინარეობისას ის თავს დაესხა პოლიციელს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
25 ნოემბერს დაკავებულის ადვოკატმა თქვა, რომ ანატოლი გიგაურს პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
პუბლიკა
ჩვენს განყოფილებაში კიდევ ერთი მამაკაცი სახის ძვლის მოტეხილობით და კისრის მეშვიდე მალის რკალის ხაზოვანი მოტეხილობით იმყოფება, - ამის შესახებ ინგოროყვას კლინიკის ერთ-ერთმა ექიმმა ჟურნალისტებთან აქციაზე დაშავებული მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მოქალაქეებს ასევე ჰქონდათ სხეულის ზედაპირზე რბილი ქსოვილების დაჟეჟილობა, თუმცა ახლა მათი მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია.
„ერთ-ერთ მათგანს ჩაუტარდა ოპერაციული ჩარევა, ამ მომენტისთვის თავს დამაკმაყოფილებლად
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლები ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის პროცესის შეჩერების შესახებ.
მათი შეფასებით, ევროინტეგრაციის პროცესის შეუქცევადად გაგრძელება აუცილებელია იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს ღირსეული ცხოვრების პირობები ჰქონდეთ. სწორედ ამ მიზანს ემსახურება სააგენტოს ყოველდღიური მუშაობა. თუმცა, “ქართული ოცნების” გადაწყვეტილება ამ მიზანს და ზოგადად, ქვეყნის ინტერესებს მნიშვნელოვა
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა სავარაუდოდ დააკავეს აქტივისტი და ბლოგერი დოდი ხარხელი, რომელიც აქტიურად არის ჩართული პროევროპულ საპროტესტო აქციებში.
მოქალაქის მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ხარხელს პოლიციელები აკავებენ ბაღთან, შვილის დატოვების შემდეგ.
შსს-ს ამ დრომდე არ ამბობს მიზეზს და იმას არის თუ არა ოფიციალურად დაკავებული დოდი ხარხელი. პოლიციაში არც იმას აცხადებენ რა მუხლით მიმდნარეობს გამოძიება.
დოდი ხარხელის საცხოვრებელ სახლში პოლიციაა შესული და ჩხრეკა მიმდინ
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ოფისში სამართალდამცველები შევიდნენ, თუმცა მათ შენობა მალევე დატოვეს.
სამართალდამცველების პარტიის ოფისში შესვლისას „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ „ფეისბუქ“ გვერდზე პირდაპირი ეთერი ჩართო და მომხდარის შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, სამართალდამცველები პარტიის ოფისში ჩხრეკის ჩასატარებლად შევიდნენ, თუმცა შენობა მას შემდეგ დატოვეს, რაც დოკუმენტების წარდგენა მოითხოვა.
„პარტიის ოფისში დაახლოებით, 20-ზე მეტი ადამიანი იყო შესული. აპირებდნენ
შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს უფროსი, პოლიციის პოლკოვნიკი ირაკლი შაიშმელაშვილი გადადგა.
გადადგომის განცხადებაში შაიშმელაშვილი შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს სთხოვს, ოჯახური პირობების გამო გაათავისუფლოს დაკავებული თანამდებობიდან და დაითხოვოს შს სამინისტროს რიგებიდან. პატაკი ფეისბუქზე თავად თავად შაიშმელაშვილმა, საქართველოს და ევროკავშირის დროშებთან ერთად გამოაქვეყნა.
netgazeti
10 დღეა ივანიშვილის მხრიდან საკუთარი ხალხის და ქვეყნის წინააღმდეგ მიმდინარეობს გამოცხადებული ომის ქრონიკა,- ამის შესახებ პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ ოპოზიციურ პარტიებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი შეფასებით, მედიაზე თავდასხმა აჩვენებს, რომ სიმართლის თქმა „ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან დანაშაულად არის მიჩნეული“.
„10 დღის მანძილზე, ივანიშვილის „შავრაზმელები“ უპირისპირდებიან ქართველ ხალხს და როდესაც ეს შავნიღბიანები საკმარისი არ აღმოჩნდა რეჟიმის სიმყ
თბილისის საკრებულოს წევრები "ლელოდან", "ნაციონალური მოძრაობიდან" და ანა დოლიძის პარტიიდან "ხალხისთვის" თბილისის მერიის შენობაში არ შეუშვეს. მათ სურდათ დასწრებოდნენ მთავრობის სხდომას და მერისთვის კითხვები დაესვათ 13 სექტემბერს მომხდარ ტრაგედიაზე.
ადგილზე მერიის უსაფრთხოების სამსახურის გარდა, პოლიციის კორდონია ჩაყენებული. რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, ოპოზიციონერებს შენობაში შესვლაზე უარი უთხრეს, დეპუტატები კი ამბობენ, რომ როგორც საკრებულოს წევრებს, სხდომაზე დასწრების კანონიერი უფლება ა