Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.101.270

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

„მზიურში“ ევროპის სპორტის კვირეული გაიხსნა #1TVSPORT

„მზიურის“ პარკში „ევროპის სპორტის კვირეული“ გაიხსნა, რომელიც ევროკომისიის ინიცირებული პროექტია. „მზიურის“ პარკში მოეწყო სპორტული სოფელი, სადაც წარმოდგენილი იყო სახალისო და გასართობი სპორტული აქტივობები როგორც ბავშვებისთვის, ასევე უფროსებისთვის. პროექტი ზედიზედ მეხუთედ ჩატარდა. ევროპის სპორტის კვირეულზე წარმოდგენილი იყო მხიარული სტარტები, ფრისბი, სახალისო ხელბურთი, ამერიკული ფეხბურთი, ბეისბოლი, მაგიდის ჩოგბურთი, სკეიტბორდი, ბავშვთა ძიუდო, უშუ, ფარიკაობა, ბადმინტონი, სამაგიდო თამაშ

უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე 248 ბავშვი დაკარგულად ითვლება

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ 248 ბავშვი დაკარგულად ითვლება. ამავდროულად, ნაპოვნია 7049 ბავშვი. მონაცემები გენერალური პროკურატურის პრესსამსახურმა Telegram-ზე გაავრცელა. როგორც მედია წერს, უკრაინაში რუსული აგრესიის შედეგად 430 ბავშვი დაიღუპა. 30 ოქტომბრის დილის მდგომარეობით, დაშავებულია 823 ბავშვი. ამავე ცნობებით, სულ დაზიანდა 2688 სასწავლო დაწესებულება, საიდანაც 331 მთლიანად განადგურდა. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მონაცემები არ არის საბოლოო, რადგან მიმდინარეო

ვახტანგ მეგრელიშვილი - დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღება სისულელეა, ამ კანონის მიღება არ შეიძლება

დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღება სისულელეა, ამ კანონის მიღება არ შეიძლება, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, პრობლემაა არა ოლიგარქები, არამედ ერთპიროვნული მართვა და აღნიშნა, რომ არ შეიძლება, ერთპიროვნული მმართველობის დასაძლევად ადამიანებს პოლიტიკური საქმიანობა აეკრძალოთ. „საქართველოსთვის ამ კანონის მიღებას არანაირი დადებითი შედეგის მოტანა არ შეუძლია, ვინც არ უნდა ითხოვდეს. ჩვენი პრობლემაა არა ოლიგარქები, არამედ

ნათია მეზვრიშვილი - ორჯერ ორი ოთხია, რომ გვარამიას საქმე გაცდენილია სამართლებრივ ჩარჩოს მინიმუმ განაჩენის გამოტანის დროის, კონტექსტის, სასჯელის სახის და მოსამართლის მიმართ არსებული კითხვების გამო

გვარამიას პროცესზე - რომ ვთქვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გამიკვირდათქო, მოვიტყუები და მიზეზებს აღარ დავასახელებ. რა დღეშია მართლმსაჯულების სისტემა ამაზე არაერთხელ მისაუბრია, - წერს თავის ფეისბუქ გვერდზე პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი. მისივე განცხადებით, მიუხედავად იმისა, ვის რა დამოუკიდებულება აქვს გვარამიას მიმართ, ნათელია, რომ ეს საქმე გაცდენილია სამართლებრივ ჩარჩოს მინიმუმ განაჩენის გამოტანის დროის, კონტექსტის, სასჯელის სახის და მოსამართლის

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ელექტროენერგიით მომარაგება აღდგა

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარე ელექტროენერგიით მომარაგება აღდგა, - ამის შესახებ ინფორმაციას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) ავრცელებს. საინფორმაციო სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, ბირთვული ობიექტის გარე ელექტროენერგიით მომარაგება ორი დღის შემდეგ აღდგა. ის ელექტროგადამცემი ქსელიდან გათიშული მას შემდეგ იყო, რაც რუსეთის იერიშების შედეგად მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები დაზიანდა. ბირთვული ავარიის თავიდან აცილების მიზნით, ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის ირგვლივ ბირთვული უ

სამწლიანი პაუზის შემდეგ, პარლამენტი „იარაღის შესახებ“ კანონს დაუბრუნდა, რომლის საფუძველზეც ცივი იარაღის ტარებასთან დაკავშირებული ნორმები და პასუხისმგებლობა მკაცრდება

სამწლიანი პაუზის შემდეგ, პარლამენტი “იარაღის შესახებ“ კანონსა და სხვა საკანონმდებლო აქტებში დაგეგმილი ცვლილებების პროექტს დაუბრუნდა, რომლის საფუძველზეც ცივი იარაღის ტარებასთან დაკავშირებით არსებული ნორმები და პასუხისმგებლობა მკაცრდება. საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც შს სამინისტროს ინიციატივით პარლამენტში ჯერ კიდევ 2019 წლის მაისში დაინიცირდა, დღეს პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს. კანონპროექტი პრინციპების დონეზე დეპუტატებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახვ

კოლორადოს შტატში, ერთ-ერთ ღამის კლუბში სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა

ხუთი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა კოლორადოს შტატის ერთ-ერთ ღამის კლუბში სროლის შედეგად. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს. სამართალდამცველების განცხადებით, თავდამსხმელი დაკავებულია. ის კლუბში მყოფმა პირებმა გააუვნებელყვეს, თუმცა მიღებული დაზიანებების გამო, საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამ დროისთვის თავდასხმის მოტივი უცნობია.   ავტორი - სალომე თორაძე

ცენტრ „ემპათიას“ ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს დაახლოებით, 10 დიაგნოზი აქვს, რაც შეუთავსებელს ხდის მის პატიმრობას

ცენტრ „ემპათიას“ ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს დაახლოებით, 10 დიაგნოზი აქვს, რაც შეუთავსებელს ხდის მის პატიმრობას. როგორც ცენტრ „ემპათიას“ დასკვნაშია ნათქვამი, მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება დაუდგენელი ეტიოლოგიის ცხელება, ანორექსია, წონაში სწრაფი კლება, კუნთების, სახსრების ძვლების ტკივილი, სხეულზე ექსკორიაციები - ნაკაწრები - ფხანის კვალი, კუნთების განლევა, რომელიც შესაძლოა, წარმოადგენდეს დაუდგენელი ინფექციური პროცესის ან/და შესაძლო ინტოქსიკაციის შედეგებსაც.

ბერდია სიჭინავა - რუსთავი არის კლანური მმართველობის ქალაქი, სადაც მერს წყალმომარაგების პრობლემაც ვერ მოუგვარებია

„რუსთავი არის კარგი მაგალითი, რეალურად რომ დავინახოთ, რასთან გვაქვს საქმე. რუსთავი არის კლანური მმართველობის ქალაქი, სადაც მერს, რომელიც წინასაარჩევნო დაპირებებით მოვიდა, ისიც ვერ მოუხერხებია, რომ წყალმომარაგების პრობლემა არ იყოს ამხელა ქალაქში.'' ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში განაცხადა.  ვიდეო იცილეთ ბმულზე: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/2014994972022429

ბექა ლილუაშვილი - სანამ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ბოიკოტი გამოუცხადა პარლამენტის დღევანდელ სხდომას, "ქართულმა ოცნებამ" ისარგებლა და განიხილა 2 უმნიშვნელოვანესი კანონპროექტი - ჩატარებული და ჩასატარებელი არჩევნების შედეგების მოსაპარად

ამასობაში, სანამ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ბოიკოტი გამოუცხადა პარლამენტის დღევანდელ სხდომას, "ქართულმა ოცნებამ" ისარგებლა და განიხილა 2 უმნიშვნელოვანესი კანონპროექტი, ორივე საარჩევნო კონტექსტის მქონე, ერთი - ჩატარებული არჩევნების შედეგების მოპარვისთვის, მეორე ჩასატარებელი არჩევნების მოპარვისთვის, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" წევრი და დეპუტატი ბექა ლილუაშვილი წერს.      მისი თქმით, თვითმმართველობის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებებით, ოცნებამ ყოველგვარი

ავტოსატრანსპორტო საშუალებების განმეორებითი ტექნიკური ინსპექტირება პირველი თებერვლიდან ფასიანი ხდება

2023 წლის პირველი თებერვლიდან, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის ფარგლებში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების განმეორებითი ტექნიკური ინსპექტირება ფასიანი ხდება. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აღნიშნავენ, რეფორმის საწყის ეტაპზე 2017 წლიდან, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ავტომფლობელების განმეორებითი ტექნიკური ინსპექტირების საფასურისაგან დროებით გათავისუფლებასთან დაკავშირებით (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განმეორებითი ინსპექტირება ტარდებოდ

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის მთავრობაში საკადრო ცვლილებები გაგრძელდება

უკრაინის პრეზიდენტმა ახალი საკადრო ცვლილებები დააანონსა. ამის შესახებ განცხადება ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში გააკეთა. მისი თქმით, მას ჯერ არ დაუსრულებია მთავრობაში ცვლილებების პროცესი და ყველას, ვინც არ შეესაბამება სახელმწიფო მოთხოვნას, გათავისუფლება ელოდება. „ახლა ერთგვარი საკადრო სიჩუმეა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა საჭირო ნაბიჯები უკვე გადადგმულია. კიდევ იქნება გადაწყვეტილებები. ვინც სახელმწიფოსა და საზოგადოების პრინციპულ მოთხვნებს არ შეესაბამება, მათი სა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამ ოლქში ახალი გუბერნატორები დანიშნა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების სახელმწიფო ადმინისტრაციების ახალი ხელმძღვანელები დანიშნა. შესაბამისი განკარგულებები უკრაინის სახელმწიფოს მეთაურის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. კერძოდ, სერგეი ლისაკი დნეპროპეტროვსკის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელად, იური მალაშკო ზაპოროჟიეს ოლქის, ალექსანდრე პროკუდინი კი ხერსონის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დაინიშნა. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ოლექსი კულება კიევ

გერმანიის თავდაცვის მინისტრი კიევში ჩავიდა

გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი ვიზიტით კიევში ჩავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი “ტვიტერის” პირად გვერდზე ავრცელებს. “BREAKING: უკრაინაში “პირველი” Leopard 2 ჩამოვიდა. მეტი იქნება. მადლობა კანცლერს, ჩემს კოლეგას ბორის პისტორიუსსა და გერმანელ ერს. სატანკო კოალიცია მიდის… გამარჯვებისკენ!” , - წერს რეზნიკოვი. ცნობისთვის, სამშაბათს გერმანიის უშიშროების ფედერალურმა საბჭომ სამრეწველო მარაგებიდან უკრაინისთვის 178 Leopard 1 ტანკის გადაც

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის ბიურო ე.წ აგენტების შესახებ კანონპროექტზე - ძირს გამოუთხრის საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას

[ე.წ აგენტების შესახებ] კანონპროექტი ძირს გამოუთხრის საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის ბიურო „ტვიტერის“ საკუთარ ოფიციალურ გვერდზე წერს. როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ასისტენტმა დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში, ერინ ბარკლიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განიხილეს თანამშ

გიორგი გახარია - ახლა პარლამენტში ის ცდილობს დაასრულოს ქართული დემოკრატია - ჩვენ დავიცავთ საქართველოს ევროპაში და ევროპას საქართველოში!

ჩვენ დავიცავთ საქართველოს ევროპაში და ევროპას საქართველოში! - ასე ეხმაურება საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე პროცესებს პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია. როგორც გახარია სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ახლა პარლამენტში ცდილობს დაასრულოს ქართული დემოკრატია. „ივანიშვილი მოქმედებს ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ. ახლა პარლამენტში ის ცდილობს დაასრულოს ქართული დემოკრატია, ჩვენი თავისუფლება და ჩვენს შვილებს წაართვას ევროპ

“გაურკვეველი კანონპროექტი” – “ოცნების” მთავრობის ყოფილი მინისტრი და ელჩი

“დღეს ეს გაურკვეველი კანონპროექტი და ქმედებები ღია დაპირისპირებაა ჩვენს მეგობრებთან/პარტნიორებთან”, – ასე აფასებს გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი და საქართველოს ყოფილი ელჩი გერმანიაში ელგუჯა ხოკრიშვილი „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის ანალოგს, რომლის მიღებასაც „ქართული ოცნება“ აპირებს. ელგუჯა ხოკრიშვილის ზემოხსენებულ კანონპროექტს ფეისბუკზე გამოეხმაურა. “ხვალიდან საქართველო ტურიზმის სფეროში ერთ-ერთ მთავარ გამოფენაზე ITB Berlin – 2023-ზე მასპინძელი ქვეყანის სტატუსით წარ

„დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია" - იუთუბერი სოსო ნებიერიძე კოლეგებს მიმართავს

ვლოგერი სოსო ნებიერიძე რუსულ კანონპროექტს ეხმაურება და მოუწოდებს კოლეგებს, დააფიქსიროთ მოქალაქეობრივი პოზიცია ამ საკიხთან დაკავშირებით. მისი თქმით, „ცენზურა და კონტროლი საბჭოთა კავშირში დავტოვეთ და იქ აღარ დავბრუნდებით”.

"მგონი, მართლა შემოგზავნილია, როგორ არ რცხვენია, ასეთ ტყუილებს რომ იძახის" - დოლიძე მერაბიშვილზე

ენმ-ს წევრი ბაჩო დოლიძე ვანო მერაბიშვილის სკანდალური ინტერვიუთი აღშფოთებულია და ყოფილ მინისტრს ტყუილშა ადანაშაულებს. დოლიძე ამბობს, რომ მერაბიშვილს უნდა შერცხვეს, რადგან მისი საქციელები არაფერში აღარ ჯდება. დოლიძე პირდაპირ ამბობს, რომ მერაბიშვილს დესტრუქციის მეტი არაფერი არ მოაქვს საერთო საქმეში.  ვანო მერაბიშვილმა პოლიტიკური აღსარება უკრაინულ მედიას ჩააბარა. შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ფაქტობრივად აღიარა, რომ ნიკა მელიას განეიტრალების სპეცოპერაციას სათავეში თავა

ჯანდაცვის მინისტრი თანამდებობიდან მისი წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სპეკულაციას უწოდებს

ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი მისი თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სპეკულაციას უწოდებს. როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ცვლილებები არ იგეგმება. მისი თქმით, აღნიშნული სპეკულაციები მის მიერ განხორციელებულ რეფორმებს უკავშირდება. „ჩვენ დავიწყეთ ჯანდაცვის სისტემაში ფარმაცევტული ბაზრის მოწესრიგებისა და კლინიკური სექტორის მოწესრიგების კუთხით რეფორმები. რასაკვირველია, მესმის, რომ დაურეგულირებელი ბაზარი გაცილებით

"ხვიჩა რომ დაინახა, გიორგის ცრემლები წამოუვიდა..." - როგორ აუხდინა "კვარამ" ოცნება მის პატარა გულშემატკივარს, რომელიც უმძიმეს დაავადებას ებრძვის

სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი­სა და იტა­ლი­უ­რი "ნა­პო­ლის" ქარ­თვე­ლი ვარ­სკვლა­ვი ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის­თვის, გან­სა­კუთ­რე­ბით კი პა­ტა­რე­ბის­თვის უსაყ­ვარ­ლეს ფეხ­ბურ­თე­ლად იქცა. მის გულ­მხურ­ვა­ლე გულ­შე­მატ­კი­ვარ­თა შო­რის 14 წლის გი­ორ­გი მურ­ვა­ნი­ძეც აღ­მოჩ­ნდა, რო­მე­ლიც ბერი ან­დრი­ას ფონდში 2 წე­ლია ცხოვ­რობს. მას უმ­ძი­მე­სი და­ა­ვა­დე­ბა აქვს, რო­მელ­საც ვაჟ­კა­ცუ­რად ებ­რძვის. გი­ორ­გის ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას ფა­ნო­ბის შე­სა­ხებ ბერი ან­დრი­ას დე­დამ, თი­ნა­თი

იტალიაში ქართველი ქალი დაჭრეს

იტალიის ქალაქ ბარიში 32 წლის ქართველი ქალი ყელის არეში დაჭრეს, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, ქალი საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დანაშაულში ეჭვმიტანილ პირს სამართალდამცავები ეძებენ. მომხდარზე გამოძიება დაწყებულია. დანაშაულის მოტივი, სავარაუდოდ, ოჯახური კონფლიქტია.   იპნ

შსს სასტუმრო „ამბასადორის“ ტერიტორიაზე ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისში, სასტუმრო „ამბასადორის“ ტერიტორიაზე ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. შსს-ს ცნობით, ამ ეტაპზე ადგილზე რჩებიან მეხანძრე-მაშველები და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. „თბილისში, სასტუმრო „ამბასადორში“ გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 16 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობს. მეხანძრე-მაშველები ხანძრის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე გამოცხადდნენ

ჟვანიას მოედნიდან ონიაშვილის ქუჩაზე გადაადგილება ცალმხრივი ხდება

ზურაბ ჟვანიას მოედნის, ასევე ყაზბეგისა და პეკინის გამზირების ახალი გეგმარებითი სქემის მიხედვით, ტრანსპორტის გადაადგილების სქემაში გარკვეული ცვლილებები შედის, – ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. „კერძოდ, 3 აპრილის 20:00 საათიდან ონიაშვილის ქუჩაზე მოძრაობა ცალმხრივი გახდება და ავტომობილები გადაადგილდებიან მხოლოდ ბუდაპეშტის ქუჩის მიმართულებით“, – აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.    

კალაძე კანცელარიასთან მიმდინარე სამუშაობზე: ხდება სივრცის გალამაზება, ამაში ცუდი არაფერია

თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა მთავრობის კანცელარიასთან მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით. მისი თქმით, მთავრობის ადმინისტრაციისგან შევიდა მერიაში წერილი, მაგრამ ჯერ თანხმობა არ გაუციათ. კახა კალაძე ამბობს, რომ ყოველთვის ხდება მანიპულაცია ამგვარი თემებით. გუშინ გახდა ცნობილი, რომ კანცელარიის წინ სკვერის მოწყობა იგეგმება.   პუბლიკა
×
×
  • შექმენი...