Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    868.863

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ანა ბუჩუკური - ევროკავშირის გაფართოებაზე საუბრისას მხოლოდ უკრაინა-მოლდოვას რომ ახსენებენ, ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის კრახს ადასტურებს

ის, რომ ევროკავშირის გაფართოებაზე საუბრისას მხოლოდ უკრაინა-მოლდოვას ახსენებენ და საქართველო ჯერ კიდევ კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია, მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის კრახს ადასტურებს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი, ანა ბუჩუკური წერს.   მისი თქმით, ოცნების წარმომადგენლების მტკიცება, რომ უკრაინამ კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ომში ყოფნის გამო მიიღო, არის მორიგი უსუსური მცდელობა ამით  პასუხისმგე

გრიგორი კარასინი - რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რომ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის სუვერენიტეტი სხვა ქვეყნებმაც, მათ შორის ინდოეთმა და ჩინეთმა აღიარონ

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, გრიგორი კარასინის განცხადებით, რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ „სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის სუვერენიტეტი სხვა ქვეყნებმაც აღიარონ, მათ შორის ინდოეთმა და ჩინეთმა“. აღნიშნული განცხადება კარასინმა Sputnik Южная Осетия-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. მისივე თქმით, ეს რთული საკითხია, რადგან ამ იდეასთან დაკავშირებით დასავლეთს ნეგატიური დამოკიდებულება აქვს, მაგრამ ადრე თუ გვიან ეს აღიარება მოხდება. „რუსეთი სამხრეთ ოსეთ

შოვში სამაშველო სამუშაოებში ჩართული სამხედრო გარდაიცვალა

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შოვში სამაშველო სამუშაოებში ჩართული მათი თანამშრომელი გარდაიცვალა. სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა 50 წლის თემურ ხარჩილავა. უწყების ინფორმაციით, გარდაცვლილი თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული ბრიგადის უფროსი ინსტრუქტორი იყო. "2023 წლის 29 აგვისტოს სასწავლო ცენტრი “სორტას“ მე-2 სასწავლო კურსის ინსტრუქტორი ონის მუნიციპალიტეტში, შოვში სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა და მიმდინარე სამაშველო სამუშაოების დროს, სავარაუდოდ, გულის შე

“იქ დრონს არ უმუშავია” - სამთო გიდი იხსენებს შოვის სტიქიის პირველ ღამეს

„ცოცხალი ადამიანების დასახმარებლად და გადასარჩენად მეგონა, რომ მივდიოდი, და მერე რომ ვნახე იქ სიტუაცია და მივხვდი, რომ ხელით ვერაფერს ვიზამდი და ტრაქტორის სათხრელი იყო იქაურობა, წამოვედი”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას თორნიკე მაცაბერიძე, რომელიც შოვში 3 აგვისტოს ძმასთან ერთად ავიდა. თორნიკე პროფესიონალი სამთო გიდია და იცის, როგორ შეიძლება დაეხმარო ექსტრემალურ პირობებში ადამიანებს. მან და მისმა ძმამ შოვში გაატარეს 3 აგვისტოს ღამე და მთელი 4 აგვისტო. ახლა, როცა შოვის ღვარცოფის თითქმის ყვ

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში, ქვევრში ორი ადამიანი გაიგუდა

ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ქვევრში ორი ადამიანი გაიგუდა. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ, სოფელ დიმში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ ადგილობრივს ქვევრში „ჭაჭა“ ჰქონდა, რომლის გამოსახდელად მეზობლები ეხმარებოდნენ. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ქვევრში ჩასული 40 წლამდე მამაკაცი შეუძლოდ გახდა, უგონო მდგომარეობაში მყოფის დასახმარებლად კი ქვევრში მეზობელი ჩავიდა, თუმცა ორივე მათგანი გარდაიცვალა. სავარაუდოდ, მამაკაცების გარდაცვალება ჭაჭისგან დაგროვილმა აირმა გამოიწვია. იპნ

კელი დეგნანი ქართულ საზოგადოებას გამოსამშვიდობებელი წერილით მიმართავს

აღტაცებული ვარ იმ ყველაფრით, რაც ქართველმა ხალხმა გააკეთეთ და რასაც მომავალში გააკეთებთ თქვენი ქვეყნის უსაზღვრო სიყვარულისა და შეუპოვრობის გამო, რომ საქართველომ მიაღწიოს ნათელ, დემოკრატიულ მომავალს, რომელიც ქართველებს გსურთ და ასე უხვად იმსახურებთ, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი, სოციალურ ქსელში წერს. როგორც ის ამბობს, „ძალა ერთობაშია" ზედგამოჭრილი დევიზია საქართველოსა და ამერიკისთვის. “საქართველოში სამწლინახევრის წინ ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მოვალეობის შეს

ჯანდაცვის სამინისტრო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შოვში სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალება დაგვიანებულ, ან არასათანადო სამედიცინო მომსახურებას უკავშირდება

ჯანდაცვის სამინისტრო ონში, სტიქიის ზონაში მიმდინარე სამუშაოებისას, სავარაუდოდ, გულის შეტევით, სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყებაში განმარტავენ, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ბრიგადა, შემთხვევის ადგილზე, შეტყობინების მიღებიდან 10 წუთში გამოცხადდა, თუმცა ექიმებს, სამხედრო მოსამსახურე, გარდაცვლილი დახვდათ. „ონში, სტიქიის ზონაში მიმდინარე სამუშაოებისას, სავარაუდოდ, გულის შეტევით, სამხედრო მოსამსახ

სამხრეთ კორეა 2024 წელს უკრაინას 394 მლნ დოლარით დაეხმარება

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი იუნ სუკ იოლი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. APA (AP Photo/Jae C. Hong) სამხრეთ კორეამ უკრაინისთვის გამოყოფილი 394 მილიონი დოლარის (520 მილიარდი კორეული ვონი) ღირებულების ფინანსური დახმარების პაკეტი დაამტკიცა, რაც 2023 წელს გამოყოფილ ფინანსურ დახმარებაზე 8-ჯერ მეტია. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს. ფინანსური დახმარებიდან 98 მილიონი დოლარი გამოყოფილია უკრაინის რეკონსტრუქციისთვის, 197 მილიარდი ჰუმანიტარული დახმარებისთვ

იდენტიფიცირებულია შოვში ნაპოვნი ყველა ადამიანი — ეძებენ ზაზა მესხის 2 შვილს

29 აგვისტოს არაოფიციალური მონაცემებით, შოვის სტიქიის შემდეგ რაჭაში ამ დრომდე ნაპოვნი 31 ცხედრიდან ყველა იდენტიფიცირებულია. როგორც ერთ-ერთი დაღუპულის, ზაზა მესხის დის ქმარი, რაფაელ გოგიტიძე ფესიბუკზე წერს, “დნმ” ანალიზმა დაადასტურა, რომ ბოლოს ნაპოვნი კაცი სწორედ ზაზა მესხია. რაც შეეხება იდენტიფიცირებულ ბავშვს, ის ზაზა მესხის დაკარგული შვილი არაა. „დარჩენილია 2 პიროვნება და ეს ჩვენი 2 ბიჭია. მათ ჯერ კიდევ ეძებენ. ისინი ცელქად დახტუნავენ სადღაც ტყეში – ტყეში, ჩვენს გულებში“, — წერს რაფაელ

ნათია მეზვრიშვილი - ელექტრონული ხმის მიცემა არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების გარანტი ვერ იქნება - არჩევნები არჩევნების დღეს დიდი ხანია არ ყალბდება

ელექტრონული ხმის მიცემა არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების გარანტი ვერ იქნება - არჩევნები არჩევნების დღეს დიდი ხანია არ ყალბდება, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი წერს. მისი განცხადებით, ირაკლი კობახიძემ ახლახანს დაადასტურა, რომ არ გადაუდგამთ არც ერთი ნაბიჯი არჩევნებზე „შავი ფულის“, ანუ პოლიტიკური კორუფციის და ამომრჩევლის მოსყიდვის კონტროლისთვის. ასევე, "ჩვეული მანიპულაციით" აუდიტის სამსახურის ანტი-კორ

შალვა კერესელიძე - რატომ გააჩერეთ ხევსურეთის ელექტოენერგიით უზრუნველყოფის 3-წლიანი პროგრამა, რომლის განხორციელება 2019-2020 წლებში დაიწყო ჩემი ინიციატივითა და პრემიერ გიორგი გახარიას მხარდაჭერით

მინდა გამოვეხმაურო უშუქო სოფლების პრობლემებს ხევსურეთში. მართლაც, ძალიან ძნელია ადამიანებისთვის ასეთ ყოფაში ცხოვრება. თუმცა, ლეგიტიმური კითხვა მიჩნდება ხელისუფლებასთან, საინტერესოა, რატომ გააჩერეთ 2019 წელს დაწყებული ხევსურეთის ელექტოენერგიით უზრუნველყოფის 3-წლიანი პროგრამა, რომელიც გასულ წელს პრაქტიკულად უნდა დასრულებულიყო და ხევსურეთის ელექტროენერგიით უზრუნველყოფა სრულად უნდა მოგვარებულიყო?, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი, შალვა კერესელიძე წერს.

ძლიერი წვომა თბილისში - დატბორილია ქუჩები, ავტომანქანებს გადაადგილება უჭირთ (ვიდეო)

ძლიერი წვომა თბილისში - დატბორილია ქუჩები, ავტომანქანებს გადაადგილება უჭირთ. ვიდეო გადაღებულია გლდანში, სადაც წყალმა ავტობუსშიც შეაღწია. ნეტგაზეთი 372905440_269844422486267_8479632896927238246_n.mp4

გიორგი შარაშიძე - "ნაციონალური მოძრაობის" მიერ პროკურატურაში დღეს შეტანილი განცხადება კენჭისყრის პროცედურის დარღვევით ჩატარებაზე, "ოცნებას" პასუხისმგებლობიდან გაქცევაში დაეხმარება

"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 25 აგვისტოს თბილისის საკრებულოს სხდომის დაწყებამდე პროკურატურას მასტაბურ სამშენებლო პროექტებზე პოლიტიკური კორუფციის ნიშნით გამოძიების დაწყებისკენ მოვუწოდეთ!  რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობის მიერ პროკურატურაში დღეს შეტანილ განცხადებას კენჭისყრის პროცედურის დარღვევით ჩატარებაზე, მიგვაჩნია, რომ მაშინ, როცა ოცნებას დაწყებული აქვს არჩევნების გაყალბების კომპლექსური კამპანია, რომლის შემადგენელ ნაწილს თბილისში დაგეგმილი სამშენებლო პროექტებიდან უკანონ

იტალიაში ბინების ძარცვის ბრალდებით საქართველოს 8 მოქალაქე დააკავეს

იტალიაში ბინების ძარცვის ბრალდებით საქართველოს რვა მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია და იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრი მატეო პიანტედოსი ავრცელებენ. პიანტედოსის თქმით, იტალიის ქალაქ სალერნოში საქართველოს რვა მოქალაქე დააკავეს, რომელთაგან უმრავლესობა ქვეყნის ტერიტორიაზე არალეგალურად იმყოფებოდა. იტალიის პოლიციამ მათგან 100 000 ევროზე მეტი ღირებულების საიუველირო ნაკეთობებისა და ძვირადღირებული საათების კონფისკაცია მოახდინა. „კმაყოფილებას და მადლიერებას ვგრძნობ დღე

ანა მალიარი - რუსები ბახმუტში ხაფანგში აღმოჩნდნენ

რუსები ბახმუტში ხაფანგში აღმოჩნდნენ და ქალაქის დატოვება არ შეუძლიათ, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა. მისი თქმით, რუსებს თავად ქალაქშიც არ შეუძლიათ სრულფასოვნად გადაადგილება. „აღმოსავლეთზე თუ ვისაუბრებთ - ახალი ამბები - იქ საკმაოდ კარგად მივიწევთ წინ ბახმუტის მიმართულებაზე. ეს არის ის, რაც მტერს ყველაზე მეტად აწუხებს. ამიტომ ისინი ცდილობენ ჩვენი ძალისხმევა სხვა მიმართულებებზე გადაიტანონ,” - განაცხადა მალიარმა. მან აღნიშნა, რომ უკრაინელი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე დაშავებულების შესახებ შეტყობინება არ შესულა, მაშველები ძირითადად ამოტუმბვით სამუშაოებს აწარმოებენ

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე დაშავებულების შესახებ შეტყობინება არ შესულა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუმარტეს, მეხანძრე-მაშველები ძირითადად ამოტუმბვით სამუშაოებს აწარმოებენ. ცნობისთვის, ძლიერმა წვიმამ დედაქალაქში პრობლემები შექმნა. მოქალაქეების ინფორმაციით, უხვი ნალექის გამო, დატბორილია საავტომობილო გზები და ტროტუარები. იპნ

ოთხი რუსული სამხედრო თვითმფრინავი ილ-76 დრონებით დააზიანეს

ფსკოვის აეროპორტზე, რომელიც უკრაინისგან 700 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს და რომელშიც რუსეთის 334-ე სამხედრო-სატრანსპორტო პოლკია დისლოცირებული, დრონებით განხორციელდა შეტევა. რუსული სამთავრობო მედიის ცნობით, დაზიანებულია ოთხი სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავი „ილ-76“. „ფსკოვსკაია გუბერნია“, ერთ-ერთი პირველი გამოცემა, რომელმაც აეროპორტის რაიონში აფეთქებების შესახებ დაწერა, იტყობინება, რომ ადგილობრივებმა გაიგეს აფეთქების და ავტომატის ჯერის ხმა. სხვადასხვა მონაცემით, აეროპორტზე იერიში მიიტა

რუსეთმა კიევზე მასიური თავდასხმა განახორციელა

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კიევზე მასიური საჰაერო თავდასხმა განახორციელეს. ქალაქი დაიბომბა ფრთოსანი რაკეტებითა და კამიკაძე-დრონებით. მომხდარის შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი, დაშავდა სამი. ასევე, დაზიანდა ქალაქის ინფრასტრუქტურა. უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლის, ვალერი ზალუჟნის თქმით, ჩამოგდებულია 28-ვე ფრთოსანი რაკეტა და 16-დან 15 დრონი. შევჩენკოს რაიონში რაკეტების ნამსხვრევების დაცემის შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი – საწარმოს დაცვის წარმომადგენლები, აღნიშნავს პოპკო. უკრაი

აღმოსავლეთ რაიონებში ნარჩუნდება ძლიერი წვიმის, სეტყვისა და ქარის შესაძლებლობა - სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 აგვისტოს დღის მეორე ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ რაიონებში შენარჩუნდება ზოგან ძლიერი წვიმის, სეტყვის და ქარის შესაძლებლობა. როგორც უწყებაში აცხადებენ, ამ ფაქტორმა აღნიშნული ტერიტორიის მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს. გუშინ, 29 აგვისტოს თბილისში მოსულმა ძლიერმა ნალექმა და ქარმა პრობლემ

ბექა ლილუაშვილი - ხელისუფლების პოლიტიკური კორუფციის ჭაობი, უკვე ყველა სანიაღვრე მილიდან ამოდის

ხელისუფლების პოლიტიკური კორუფციის ჭაობი, უკვე ყველა სანიაღვრე მილიდან ამოდის, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი, ბექა ლილუაშვილი წერს.   მისი თქმით, სახელმწიფო კომპანია, რომელიც პასუხისმგებელია დედაქალაქში სანიაღვრე არხებისა და სადრენაჟო სისტემის გაწმენდა, მოვლა პატრონობა და ა.შ. სწორედ შპს "თბილსერვის ჯგუფია".   "ინფორმაციისთვის ეს ის კომპანიაა, რომელზეც რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დაწერა არაერთი კორუფციუ

სალომე ზურაბიშვილი საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 31 აგვისტოს გერმანიაში გაემგზავრება. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სალომე ზურაბიშვილი, ბერლინში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან გამართავს შეხვედრას. „საქართველოს პრეზიდენტი სწორედ ამ ვიზიტით იწყებს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს“, - აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

თბილისში წვიმის გამო ელექტროენერგიის მიწოდება 25 000 აბონენტს შეუწყდა - რამდენ მომხმარებელს არ მიეწოდება დენი ამ დრომდე

გუშინ, 29 აგვისტოს თბილისში ძლიერი წვიმის გამო დაიტბორა ქუჩები და მიწისქვეშა გადასასვლელები, წაიქცა ხეები დაზიანდა ელექტროსადენები. შედეგად, 25 000 აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. “თელასის" მიერ ,,ბიზნესპრესნიუსისთვის" მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ამ ეტაპზე მომხმარებელთა დიდ ნაწილთან პრობლემა აღმოფხვრილია. რჩება 5 600 აბონენტი, რომელსაც ამ დრომდე არ მიეწოდება დენი. მათივე ინფორმაციით, ელ.მომარაგება თბილისში სრულად 14:00-მდე აღდგება.

გერმანიის შს მინისტრის განცხადებით, გერმანია საქართველოსა და მოლდოვის უსაფრთხო ქვეყნებად აღიარებას და მიგრაციის სფეროში შეთანხმებების გაფორმებას გეგმავს

გერმანია საქართველოს და მოლდოვის უსაფრთხო წარმომავლობის ქვეყნებად აღიარებას გეგმავს. აღნიშნული განცხადება გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეზერმა გააკეთა. „ორივე ქვეყანას ევროკავშირში შესვლა სურს. ორივე სახელმწიფოში მოქალაქეებს, ძირითადად, პოლიტიკური მიზეზებით დევნის საფრთხე არ ემუქრებათ. გარდა ამისა, გერმანიაში თავშესაფრის თითქმის ყოველი მე-10 მაძიებელი ამ ქვეყნებზე მოდის და უსაფრთხო ქვეყნებად აღიარება არალეგალური მიგრაციის საკმაოდ სწრაფ და ეფექტურ შემცირებას შეუწყობს ხელს”, - გ

თბილსერვისის 4992 თანამშრომლიდან მეეზოვეა 2924, დანარჩენი ოფისში მუშაობს — აუდიტი

„თბილსერვის ჯგუფში“, რომელსაც დედაქალაქის დასუფთავება ევალება, 2021 წლის მონაცემებით, 4992 ადამიანი მუშაობდა, მათგან მეეზოვე იყო მხოლოდ 2924, დანარჩენი თანამშრომლები კი, ძირითადად, საოფისე საქმეს ასრულებდნენ სხვადასხვა დეპარტმანეტში. თბილისის მერმა კახა კალაძემ 29 აგვისტოს საღამოს, თბილისში მოსული წვიმის შედეგად ქუჩების დატბორვის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სანიაღვრე ჭების ნაგვით გავსება დაასახელა. „იყო კონკრეტული ადგილები, რომლებიც გადავსებული იყო, ნაგვით, არ ვიცი საიდან ამდენი ნაგავი, იყო

მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ვენესუელა დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა

კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია საქართველოს ბანკი. მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ვენესუელა 70:59 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა. მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა სასტარტო ხუთეული არ შეცვალა და მატჩი შემდეგი შემადგენლობით დაიწყო - რატი ანდრონიკაშვილი, ტად მაკდაფენი, დუდა სანაძე, თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი. მატჩის საუკეთესო კალათბურთელი გუნდის კაპიტანი თორნიკე შენგელია გახდა, რომელმაც 25 ქულა მოიპოვა, მის ანგარიშზეა 3 მოხსნა და
×
×
  • შექმენი...