Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    901.113

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

კიევის განცხადებით, წუხელ რუსეთის მასშტაბური საჰაერო იერიში მოიგერიეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის განცხადებით, 29 მაისს, გამთენიისას უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის მასშტაბური საჰაერო შეტევა მოიგერიეს და 67 სამიზნის ჩამოგდება შეძლეს. უკრაინელი გენერლის განცხადებით, რუსეთმა უკრაინის ქალაქების მიმართულებით 40-მდე ფრთოსანი რაკეტა ისროლა, ჩრდილოეთ და სამხრეთ მიმართულებებზე კი რუსეთმა ირანული წარმოების 35 საბრძოლო დრონი გამოიყენა. კიევის მერიის განცხადებით, გასული ღამის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კიევის

კიევიდან ხერსონში ომის დაწყების შემდეგ პირველი მატარებელი ჩავიდა - ვაგონები უკრაინელი მხატვრების მიერ იყო მოხატული

კიევიდან ხერსონში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ პირველი მატარებელი ჩავიდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მატარებელი დედაქალაქიდან 18 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 22:14 საათზე გავიდა. ვაგონებში 200 მგზავრი იმყოფებოდა. ხერსონში მატარებელი უკრაინელი მხატვრების მიერ, პროექტის „მატარებლები გამარჯვებისკენ“ ფარგლებში, მოხატული ვაგონებით ჩავიდა. პროექტი „უკრზალიზნიცისა“ და UNITED 24-ის ერთობლივი მონაწილეობით განხორციელდა. ვაგონებს „უკრზალიზნიცის“ ობიექტებზე კაპიტალურ

კიევი: უკრაინის ჯარებმა შეძლეს რუსეთის იერიშების მოგერიება ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში

უკრაინის გენერალურმა შტაბმა 5 ნოემბერს განაცხადა, რომ მისმა ჯარებმა პარასკევს შეძლეს რუსეთის იერიშების შეჩერება ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში. ამასთან, უკრაინის ჯარებმა 11 დარტყმა განახორციელეს მტრის პოზიციების წინააღმდეგ. ამავე დროს კიევმა განაცხადა, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო Orlan-10 ტიპის დრონი, თერთმეტი Shahed-136 დრონი და ორი ფრთოსანი რაკეტა Kalibr-ი. ვინიცის გუბერნატორმა სერჰი ბორზოვმა თქვა, რომ წუხელ ცენტრალურ უკრაინაში მდებარე რეგიონში რუსეთმა კამიკაძე დრონებით განახო

კიევი: რუსეთი უარს ამბობს „ილ-76“-ის ჩამოვარდნის საერთაშორისო გამოძიებაზე

უკრაინული მხარის განცხადებით, რუსეთი უარს ამბობს სამხედრო  თვითმფრინავ „ილ-76“-ის ჩამოვარდნის საერთაშორისო გამოძიებაზე. საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც რუსეთმა განაცხადა, რომ თვითმფრინავით, რომელიც მისი განცხადებით, უკრაინამ ჩამოაგდო, უკრაინელი ტყვეები გადაჰყავდა. უკრაინაში არც ადასტურებენ და არც უარყოფენ  მათი ძალების მიერ თვითმფრინავის ჩამოგდებას. მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსპიკერის, ანდრიი იუსოვის განცხადებით, კონკრეტულად ეს თვითმფრინავი „არაერთხელ გამოუყენებიათ“ რუსული

კიევი ისრაელს საჰაერო თავდაცვის სისტემებით დახმარებას სთხოვს

კიევი ისრაელს საჰაერო თავდაცვის სისტემებით დახმარებას სთხოვს. როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა, ის ტელეფონით ესაუბრა ისრაელის პრემიერ-მინისტრს იაირ ლაპიდს, რა დროსაც მასთან დეტალურად განიხილა უკრაინის თხოვნა ისრაელის მიმართ, მიაწოდოს საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემები და ტექნოლოგიები. „ვესაუბრე ისრაელის პრემიერ-მინისტრ იაირ ლაპიდს და მივაწოდე მას ინფორმაცია რუსული რაკეტებითა და ირანული წარმოების დრონებით გამოწვეული სიტყვით აღუწერ

კიევი დგას, უკრაინელი ხალხი არნახული სიმამაცით იბრძვის და დასავლეთი ისეთი ერთიანია, როგორც არასდროს – აშშ-ის საელჩო

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ერთი წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით მტრის ხატის შექმნა და მასთან ბრძოლა დიქტატორების შეუცვლელი სტრატეგიაა. ასევე არახალია, რომ დიქტატორები ერთმანეთის შეცდომებს იმეორებენ. პუტინი საკუთარ ხალხს ეუბნება, რომ მთელი ცივილიზებული სამყარო მათი მტერია, რომ მხოლოდ ის დგას ჭეშმარიტების გზაზე. პუბლიკა

კიევ-პეჩორის ლავრის მიტროპოლიტი პაველი დაკითხვაზე დაიბარეს, მის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს

მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მიტროპოლიტი პაველ ლებედი დაკითხვაზეა დაბარებული, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აღკვეთის ღონისძიების არჩევის საკითხი დაკითხვის დასრულების შემდეგ გადაწყდება. მიტროპოლიტი პაველის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს. უკრაინული მედია წერს, რომ პაველ ლებედი დაკითხვაზე დაიბარეს უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსი ორი მუხლის საფუძველზე, რომელიც მოქალაქეთა თანასწორობის უფლების დარღვევასა და რუსე

კიევ-პეჩერის ლავრაში მიტროპოლიტი ეპიფანე ბზობაზე წირვას აღავლენს

კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე 9 აპრილს, ბზობის დღესასწაულზე კიევ-პეჩერის ლავრაში წირვას აღავლენს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ავტოკეფალიური ეკლესია (ПЦУ) ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ მიტროპოლიტი ეპიფანე ლოცვას აღავლენს სამშობლოს მცველთა, უკრაინის გამარჯვებისა და სრულიად უკრაინული ერისთვის. 29 მარტს ამოიწურა ვადა, რომელიც უკრაინის ხელისუფლებამ მისცა მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას (УПЦ МП) კიევ-პეჩერის ლავრის დასატოვებლად.

კიდევ ორი კლინიკა გამოთქვამს მზადყოფნას, უანგაროდ დაეხმაროს დაშავებულებს

კიდევ ორი კლინიკა გამოთქვამს მზადყოფნას, უანგაროდ დაეხმაროს დაშავებულებს. „კლინიკა ინოვა და მისი სამედიცინო პერსონალი სრულ სოლიდარობას უცხადებს და გვერდით უდგას საქართველოს მოსახლეობას. ჩვენ, მუდმივ რეჟიმში, მზად ვართ უანგაროდ გავუწიოთ საჭირო დახმარება – იქნება ეს ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა თუ გამოკვლევა – ყველა იმ ადამიანს, რომელიც ბოლო დღეებში მომხდარი ძალადობის შედეგად დაშავდა“, — წერს სამედიცინო ცენტრი Innova. მსგავსი განცხადება ასევე გამოაქვეყნა ნ.ბოხუას სახელობის კარდიოვასკულურ

კიდევ ერთი სენსაცია მსოფლიო ჩემპიონატზე - იაპონიამ გერმანია დაამარცხა

მსოფლიოს მიმდინარე ჩემპიონატზე მეორე სენსაცია დაფიქსირდა – გერმანიის ნაკრები იაპონიასთან დამარცხდა. გერმანელებმა მატჩის პირველი ტაიმი მაღალ დონეზე ჩაატარეს, გოლის გატანის არაერთი შანსი ჰქონდათ, მაგრამ მხოლოდ ერთი გაიტანეს. იაპონიამ კი მეორე ტაიმში თამაში გამოასწორა ორი გოლი გაიტანა და საბოლოოდ 2:1 გაიმარჯვა.   ტური თარიღი დრო თამაში ანგარიში I ტური 23.11.2022 17:00

კიბო განაჩენი არ არის, მაგრამ საქართველოში არის – ასმათ მიქაძის ამბავი

“საყოველთაოდ დამკვიდრებული ფრაზა – კიბო განაჩენი არ არის, დღეს შეუსაბამო სიტყვებია ჩვენი ქვეყნისა და რეალობისთვის”, – ამბობს ასმათ მიქაძე, ორგანიზაციის “კავშირი სიცოცხლისთვის” წევრი, რომელმაც კიბო დაამარცხა და ახლა სხვების უფლებებისთვის იბრძვის.   მე ვარ ასმათ მიქაძე, 53 წლის, პროფესიით პედაგოგი. ჩემი პროფესიით მხოლოდ 11 წელი ვიმუშავე.  დაქორწინების შემდეგ თბილისში ჩამოვედი და  აქაც ვიმუშავე სკოლაში, დაახლოებით ორი წელი. საზღვარგარეთ მომიწია წასვლა –  ცხრა წელი ევროპაში ვცხოვრობდი, შე

კვორუმის არარსებობის გამო სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა ვერ შედგა

კვორუმის არარსებობის გამო, პარლამენტის პლენარული სხდომა, სადაც სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის სამართალდარღვევების შესწავლის მიზნით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს განიხილავდნენ, კენჭისყრების გარეშე დასრულდა. უმრავლესობის გადაწყვეტილებით, მათ კენჭისყრისთვის რეგისტრაცია არ გაიარეს, რაც უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ქართველი მოსამართლეების მიმართ "სოლიდარობის აქტად" შეაფასა. სხდომაზე რეგისტრაცია მხოლოდ 51 - მა დეპუტატმა გაიარა. "ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, არ

კვლევის მიხედვით, საქართველოში ყოველი მეხუთე მოქალაქე უმუშევარია - უმუშევართა უმრავლესობა ამბობს, რომ სამსახურს ან საერთოდ ვერ პოულობს ან არ არის შესაფერისი ანაზღაურება

საქართველოში ყოველი მეხუთე მოქალაქე უმუშევარია, - ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევაში - „საზოგადოების განწყობა საქართველოში“ არის აღნიშნული, რომელიც პირისპირ გამოკითხვის მეთოდით 2022 წლის დეკემბერში ჩატარდა. ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2022 წლის დეკემბრის მდგომარეობით, ურბანული დასახლებების მაცხოვრებელთა უმრავლესობა დასაქმებულია. მათივე ცნობით, ქალების უმეტესობა ამბობს, რომ დაუსაქმებელი ან დიასახლისია. NDI-ს ცნობით, უმუშევართა უმრავლესობა ამბობს,

კვლევის მიხედვით, საქართველოში ბავშვების 38% მატერიალურ და სოციალურ დანაკლისს განიცდის

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ჩატარებული ბავშვთა კეთილდღეობის 2022 წლის კვლევის თანახმად, საქართველოში ბავშვების 38% მატერიალურ და სოციალურ დანაკლისს განიცდის. კვლევის მიხედვით, სოფლად მცხოვრებ ბავშვებში 7-ჯერ და მეტად მაღალია ალბათობა იმისა, რომ ხელი სკოლამდელ განათლებაზე არ მიუწვდებოდეთ, ვიდრე ქალაქში მაცხოვრებელ ბავშვებში. „სკოლამდელი ასაკის ბავშვების 28% საბავშვო ბაღში არ დადის. მათგან, ბავშვების 22% მშობლის არჩევანის საფუძველზე

კვლევის მიხედვით, საქართველოში აუნაზღაურებელ საოჯახო შრომას ქალები 5-ჯერ მეტ დროს უთმობენ, ვიდრე კაცები - ბავშვის აღზრდაში დედების 80%, ხოლო მამების 38.6%-ია ჩართული

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საქართველოში დროის გამოყენების გამოკვლევის ძირითადი შედეგები წარადგინეს. კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში აუნაზღაურებელ საოჯახო შრომასა და ბავშვებზე ზრუნვას ქალები 5-ჯერ მეტ დროს უთმობენ, ვიდრე კაცები. „შედეგები ადასტურებს, რომ საქართველოში ოჯახებში ზრუნვის პასუხისმგებლობების უდიდესი ნაწილი ქალების მხრებზე გადადის. ეს მათ არა მხოლოდ დასაქმებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობებს უზღუდავს, ასევე, უზღუდავ

კვლევის თანახმად, პანდემიის შემდეგ გამოკითხულ ხანდაზმულთა 31.1% განსაკუთრებით იზოლირებული გახდა და არასდროს, ან თითქმის არასდროს ხვდება მეგობრებს და ახლობლებს

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) კვლევის თანახმად, ხანდაზმულთა 4.7% ერთჯერადად, 10 წუთის ხანგრძლივობით, ვერც ერთ დღეს ვერ ახერხებს ფეხით სიარულს, ან სხვა ზომიერი ფიზიკური აქტივობის შესრულებას. მათივე ცნობით, პანდემიის პერიოდში სოციალური კონტაქტების სიხშირე მკვეთრად შემცირებულია - თითქმის მესამედი (31.1%) განსაკუთრებით იზოლირებული გახდა და არასდროს ან თითქმის არასდროს ხვდება მეგობრებს/ახლობლებს. „კვლევაში მონაწილე ხანდაზმულთა დიდი ნაწილი ფიზიკურ აქტივობებს ყოველდღიურად ა

კვლევების თანახმად ევროკავშირი კვლავ რჩება ქართველებისთვის ყველაზე სანდო საერთაშორისო ინსტიტუტად

საზოგადოებრივი აზრის ყოველწლიური, 2023 წლის კვლევით, რომელიც ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს პროგრამამ ჩაატარა, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქვეყანას ევროკავშირთან კარგი ურთიერთობა აქვს.  ამავე კვლევის თანახმად, ეს მაჩვენებელი, 2016 წელთან შედარებით (როდესაც გამოკითხვა პირველად ჩატარდა), ცხრა პუნქტით არის გაზრდილი   ამასთან, გამოკვლევის მიხედვით, საქართველოში რეფერენდუმის გამართვის შემთხვევაში, მოქალაქეების 74% ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს და

კვირის ბოლოს ვიმსჯელებთ რიკოთზე მოძრაობის აღდგენის შესაძლებლობაზე - საავტომობილო გზების დეპარატამენტის თავმჯდომარე

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის გიორგი წერეთლის განცხადებით, 30 მარტიდან რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა მეწყრული პროცესების გამო შეზღუდეს. ავტომობილებს ახლა გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზით უწევთ გადაადგილება, რიკოთზე კი მიმდინარეობს გეოლოგიური კვლევა და კვირის ბოლოს წინასწარი შედეგებით იმსჯელებენ მოძრაობის აღდგენის შესაძლებლობაზე. „დაკვირვების შედეგად, გამოვლინდა ბზარების ზრდის და აღნიშნულ მონაკვეთზე მეწყრული პროცესების განვითარების და ჩამოსვლის ტენდენცია. ამიტომ, სპეციალი

კვირის აქცენტი: "გახარია საქართველოსთვის"

„სამხრეთის კარიბჭე“ წინასაარჩევნოდ მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილე, სამცხე–ჯავახეთში აქტიურად მომუშავე პარტიებს და მათ საარჩევნო პროგრამებს აცნობს. მომდევნო ეპიზოდის სტუმარი პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელი, სოფიო ხორგუანი. წინასაარჩევნო გადაცემების სერიებში, თქვენ შეგიძლიათ მოისმინოთ პასუხები შემდეგ კითხვებზე: როგორ აფასებენ პარტიები წინა მოწვევის პარლამენტის ოთხწლიან მუშაობას; რას ფიქრობენ ისინი პრეზიდენტის „ქართულ ქარტიაზე“; რა პრობლემების მოგვარებას ჰპირდებიან ისინი მო

კვირას, 28 აპრილს რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია დაანონსდა

დღეს გამართულ ბრიფინგზე სამოქალაქო ორგანიზაციებმა რესპუბლიკის მოედანთან აქცია დააანონსეს, სადაც მათ აღნიშნეს, რომ რუსული კანონის ჩაგდებამდე ხელისუფლებასთან თანამშრომლობას შეაჩერებენ. საზოგადოებრივი ორგანიზაციები ერთობლივი განცხადებით აცხადებენ, რომ რუსული კანონის ჩაგდებამდე აჩერებენ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას. ხელმომწერი ორგანიზაციები აჩერებენ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას, სანამ ხელისუფლება რუსულ კანონს არ გაიხმობს; აცხადებენ, რომ არასოდეს, არავითარი ფორმით არ დარეგისტრირდებიან ღირს

კვარაცხელიამ ტრავმა მოირჩინა და სრული დატვირთვით ემზადება #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა მოირჩინა და თურქეთში „ნაპოლისთან“ ერთად სრული დატვირთვით ემზადება, – ამის შესახებ იტალიური კლუბის პრესსამსახური იუწყება და ფოტოც გამოაქვეყნა, სადაც ქართველი თავდამსხმელი „მაკრატელას“ ურტყამს. „ნაპოლის“ გულშემატკივრებს 21 წლის ქართველი თავდამსხმელის მდგომარეობა აწუხებდათ. კვარაცხელიას ნოემბრის დასაწყისიდან წელის მწვავე ტკივილი აწუხებდა, რის გამოც საქართველოს ეროვნული ნაკრების ბოლო მატჩი და სერია „ა“-ს ბოლო სამი ტური გამოტოვა. იტალიური გამოცემის ცნობით,

კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა

ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა. თვის დასაწყისში კვარაცხელია იტალიის სერია A-მ წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. პუბლიკა

კვარაცხელია სერია A-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

იტალიის სერია A-მ წლის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა. მანამდე, ქართველი ფეხბურთელი სამჯერ დაასახელეს იტალიის ჩემპიონატის თვის საუკეთესო მოთამაშედ. “საუკეთესოთა შორის საუკეთესო” — წერს სერია A კვარაცხელიაზე. ნეტგაზეთი

კვარაცხელია სადებიუტო სეზონში "ნაპოლისთან" ერთად იტალიის ჩემპიონი გახდა!

სერია A-ს 33-ე ტურში „ნაპოლი“ გასვლაზე „უდინეზეს“ დაუზავდა (1:1) და სკუდეტო მოიპოვა. სტუმრები თავიდანვე დაეუფლენ ტერიტორიულ უპირატესობას, მასპინძლები კი კონტრშეტევისას ლოვრიჩმა დააწინაურა. პირველი მომენტი ნეაპოლელებმა 22-ე წუთზე შექმნეს, როდესაც საჯარიმოში შეჭრილი კვარაცხელია ბეკაოსთან კონტაქტისას წაიქცა, მაგრამ VAR-მა პენალტის დანიშვნა საჭიროდ არ მიიჩნია. შემდეგ ოსიმენმა თავით ოდნავ ააცილა მიზანს ბურთი. უდინელები საკმაოდ უხეშობდნენ, მეტადრე ხვიჩას მიმართ, თუმცა მსაჯი მათდამი ლოიალური იყო. მთ

კვარაცხელია განაცხადშია - საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მაროკოსთან მატჩისთვის ცნობილია

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები წლის ბოლო შეხვედრას მაროკოს წინააღმდეგ გამართავს. საერთაშორისო ამხანაგური მატჩი საქართველოსა და მაროკოს შორის არაბეთის გაერთიანებულ საამიროების, ქალაქ შარჯაში, 17 ნოემბერს შედგება. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ამხანაგური მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა. ეროვნული ნაკრებში მაროკოსთან მატჩისთვის 22 ფეხბურთელია გამოძახებული. შემადგენლობაში ორი დებიუტანტია – 21 წლამდე ნაკრების წევრები გიორგი გოჩოლეიშვილი და საბა საზონოვი,
×
×
  • შექმენი...