Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.108.694

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ადვოკატი: ლაშა გოგებაშვილი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული, დაკავებამდე ფიზიკურად გაუსწორდნენ

ადვოკატი ვასილ ჟიჟიაშვილი „პუბლიკას“ ეუბნება, რომ ლაშა გოგებაშვილი და მასთან ერთად მყოფი კიდევ ერთი პირი, გ.წ. დაახლოებით 01:30 საათზე ქაშვეთის ეკლესიის ქვედა ქუჩაზე დააკავეს. უფლებადამცველმა დაკავებულები დიღმის იზოლატორში მოინახულა. მისი თქმით, სპეცრაზმელები ორივე დაკავებულს ფიზიკურად გაუსწორდნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. დაკავებულებს სახეზე ემჩნევათ ცემის კვალი. ადვოკატი ვარაუდობს, რომ დაკავებულებს 173-ე და 166-ე მუხლებით გათვალისწინებულ დარღვევას ედავებიან, რაც სამართალდა

გადადგა მარტვილის კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის დირექტორი

მარტვილის კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის დირექტორი, გიორგი ყურუა, თანამდებობას ტოვებს. ამ გადაწყვეტილებასა და მის მიზეზებზე ყურუამ „ფეისბუქზე“ დაწერა. „დღეს ჩემს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ გარკვეულწილად საზოგადოებრივი ინტერესი გამოიწვია. ყოველი ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე მინდა უპირველეს ყოვლისა მივმართო იმ ადამიანებს, ვისთანაც გარკვეული წლების განმავლობაში მქონდა სამსახურეობრივი შემხებლობა როგორც, თანამშრომელს და ასევე როგორც ხელმძღვანელს, მადლობა ყველას დაწყებ

ადვოკატი აცხადებს, რომ ლაშა ფურცხვანიძემ მერიისთვის ყალბი დოკუმენტების გადაცემის შესახებ არაფერი იცოდა და ბრალს არ აღიარებს

„გრინსერვის პლუსის“ დირექტორის ლაშა ფურცხვანიძისა და ამავე კომპანიის ორი თანამშრომლის ადვოკატი მამუკა ბლიაძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფები ბრალს არ ეთანხმებიან. მისივე თქმით, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და ყველაფერი დადგინდება. „გუშინ მოვინახულე სამივე ბრალდებული წინასწარი დაკავების იზოლატორში. ბრალი ოფიციალურად ჯერ არ აქვთ წარდგენილი. ჩემი დაცვის მყოფები ბრალს არ ეთანხმებიან. ვაცადოთ გამოძიებას და ყველაფერი გაირკვევა. სხვა დეტალებზე ვერ ვისაუბრებ“, – განაცხადა მ

პუტინი უკრაინის ანექსირებულ ოლქებში "საომარ მდგომარეობას" აცხადებს

რუსეთის პრეზიდენტი პუტინი 20 ოქტომბრიდან "საომარ მდგომარეობას" აცხადებს ანექსირებულ დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქებში. პუტინის მიერ გამოცემული განკარგულება დასამტკიცებლად გაეგზავნა რუსეთის ფედერაციის საბჭოს. რუსეთის პრეზიდენტმა გადაწყვეტილება დღეს, 19 ოქტომბერს გამოაცხადა უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომელიც ვიდეოკონფერენციის ფორმატით ჩატარდა. პუტინის განკარგულების მიხედვით, "საომარი მდგომარეობის" გამოცხადების საფუძვლად დასახელებულია „რუსეთის ფედერაციის ტერიტორიული მთლ

პარტია "საქართველოსთვის" იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ლევან მურუსიძისა და დიმიტრი გვრიტიშვილის არჩევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა   ვეხმაურებით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ლევან მურუსიძისა და დიმიტრი გვრიტიშვილის არჩევას. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ნაბიჯი ძირს უთხრის სასამართლოს მიმართ სანდოობას და მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობას, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის რეკომენდაციებს და ბარიერია კანდიდატის სტატუსის მისაღებად. იუსტიციის უმაღლეს საბჭო კონსტიტუციური ორგანოა და კანონით სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტია. კანონის საპირისპიროდ, დღეს აღნიშნული ორგანო გადა

უკრაინის რადაში ვადიმ რაბინოვიჩისთვის და იგორ ვასილკოვსკისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის ინიციატივით გამოვიდნენ

უკრაინის რადაში სახალხო დეპუტატისთვის, ვადიმ რაბინოვიჩისთვის და „ხალხის მსახურის“ წევრი დეპუტატისთვის, იგორ ვასილკოვსკისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის ინიციატივით გამოვიდნენ. შესაბამისი ინიციატივა უმაღლეს რადას რეგლამენტის, სადეპუტატო ეთიკისა და პარლამენტის მუშაობის ორგანიზების კომიტეტის თავმჯდომარემ, სერგეი კალჩენკომ წარუდგინა. შესაბამისი დადგენილებების პროექტები უკვე რეგისტრირებულია. ორივე დოკუმენტის თანახმად, დეპუტატის მანდატის შეწყვეტის მიზეზად რაბინოვიჩისა და ვას

„ასოშიეითიდ პრესის“ ცნობით, პოლონეთის ტერიტორიაზე რუსეთიდან ორი რაკეტის ჩავარდნას აშშ-ის დაზვერვის წარმომადგენელი ადასტურებს

„ასოშიეითიდ პრესის“ ცნობით, პოლონეთის ტერიტორიაზე რუსეთიდან ორი რაკეტის ჩავარდნას აშშ-ის დაზვერვის წარმომადგენელი ადასტურებს. სააგენტო აღნიშნავს, რომ ამერიკის დაზვერვიდან წყარო ანონიმურობას ინარჩუნებს. გავრცელებული ვერსიით, სარაკეტო იერიშის შედეგად, დაღუპულია ორი ადამიანი. ამასთან, პოლონური მედიის ინფორმაციით ამ წუთებში, პოლონეთის პრემიერი უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას მართავს. მანამდე, ქვეყნის ტერიტორიაზე ორი რაკეტის ჩავარდნის შესახებ ინფორმაცია პოლონურ მედიაში არაოფიც

მსოფლიო ჩემპიონატი - არგენტინელი რეპორტიორის მტკიცებით, პირდაპირ ეთერში ჩართვისას გაძარცვეს

არგენტინული ტელეარხის Todo Noticias-ის რეპორტიორი დომენიკა მეცგერი კატარში მსოფლიო ჩემპიონატის დაწყების წინ, პირდაპირ ეთერში ჩართვისას, გაძარცვეს – ამის შესახებ Daily Mail იტყობინება. მეცგერს კატარი-ეკვადორის (0:2) მატჩის წინ, ჩართვა ჰქონდა დოჰას კორნიშის რაიონიდან. პირდაპირ ეთერში გულშემატკივრებთან ინტერვიუებს იწერდა, რა დროსაც მისი ჩანთიდან ფული და დოკუმენტები გაქრა. მიუხედავად იმისა, რომ ქურდობის მომენტი კადრებში არ მოხვდა, ჟურნალისტი დარწმუნებულია, რომ ის გადაღების დროს გაძარცვეს.

ანა ბუჩუკური - გუშინ გაირკვა, რომ არჩევნებთან დაკავშირებით "ნაცმოძრაობას" და "ლელოს" არაერთი კულუარული შეხვედრა ჰქონდა “ოცნებასთან”

გუშინ გაირკვა, რომ არჩევნებთან დაკავშირებით ნაცმოძრაობას და ლელოს არაერთი კულუარული შეხვედრა ჰქონდა “ოცნებასთან”, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრი და დეპუტატი ანა ბუჩუკური სოციალურ ქსელში წერს.     "ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებაზე შექმნილ სამუშაო ჯგუფებში მუშაობა არ შეიძლება და ხელისუფლებასთან ფარული მოლაპარაკებები მისაღებია? თუ არ გამოხვალთ და არ ახსნით საჯაროდ, რატომ ფარულად და რატომ კულუარულად, ნუ გაგიკვირდებათ, რომ ხელისუფლებასთან ვაჭრობა დაერქმე

მსხვერპლი მოჰყვა მოსკოვის ოლქში, სავაჭრო ცენტრში გაჩენილ ხანძარს

დაცვის სამსახურის თანამშრომელი დაიღუპა მოსკოვის ოლქში, სავაჭრო ცენტრ „მეგა ხიმკის“ ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად. ამის შესახებ რუსული სააგენტოები იწყებიან საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით. მთლიანად განადგურებულია სამშენებლო მასალების გერმანული კომპანიის, OBI-ს ჰიპერმარკეტი, რომელიც სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე მდებარეობდა. სააგენტო „ტასი“ საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერდა, რომ ხანძარი აფეთქებამ გამოიწვია. მოგვიანებით, ამავე სამსახურში "ტასს"

თბილისის მეტრო ტექნიკური ხარვეზის გამო მგზავრებს უფასოდ ემსახურება

თბილისის მეტრო ტექნიკური ხარვეზის გამო მგზავრებს უფასოდ ემსახურება. როგორც „ინტერპრენიუსს“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, პრობლემა ტურნიკეტებს შეექმნა, რის გამოც, თბილისის მეტრო მგზავრებს დროებით უფასოდ მოემსახურება. მათივე ცნობით, შესაბამისი ჯგუფები პრობლემის აღმოსაფხვრელად მუშაობენ.

პრემიერ-მინისტრი - ხაზარაძე-ჯაფარიძემ 5 წელში ვერ შეასრულეს ვერც ერთი ვალდებულება, პორტი არ ააშენეს და დღეს ქვეყანას 1.5 მილიარდს ედავებიან - ეს არის ხალხის ძარცვის კლასიკური სქემა

ადამიანმა 5 წელში ვერ შეასრულა ვერც ერთი ვალდებულება, ჩააგდო პროექტი, პორტი არ ააშენა და დღეს ქვეყანასა და ჩვენს ხალხს 1.5 მილიარდს ედავება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე, ანაკლიის პორტის პროექტზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ანაკლიის პორტის პროექტის ჩაგდების შემდეგ, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ქვეყნის გაძარცვა გადაწყვიტეს და ქვეყანას არბიტრაჟში უჩივლეს. „ყველას კარგად მოეხსნება, რომ, ჯერ კიდევ, 20016 წელს მიღებული იქნა გადაწყვეტი

„ქართული ოცნება“ ოპოზიციის წარმომადგენლებს სახალხო დამცველის საკითხზე უმრავლესობის მიერ შეჯერებულ პოზიციას ხვალ გააცნობს

ხვალ, ომბუდსმენის საკითხთან დაკავშირებით უმრავლესობა გარკვეულ პოზიციას დააფიქსირებს - ვფიქრობ, რომ ამან შეიძლება დამატებითი სტიმული მისცეს ჩვენს ოპოზიციას, რომ გარკვეულ კონსენსუსთან დაკავშირებით საერთო შეთანხმება იყოს, მათ შორის, კომპრომისი შეიძლება გაუადვილდეთ , - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, უმრავლესობამ სხდომაზე რამდენიმე საკითხი განიხილა და ყველაზე მეტი დრო სწორედ ომბუდსმენის საკითხის გ

სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების შემადგენლობის დადგენილი ნორმის დარღვევაზე ადმინისტრაციული სანქციები წესდება

სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების შემადგენლობის დადგენილი ნორმის დარღვევაზე ადმინისტრაციული სანქციები წესდება. "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებები მთავრობის ინიციატივით პარლამენტის ბიუროს 19 დეკემბრის სხდომაზე დაინიცირდა. კანონის პროექტის მიხედვით, იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების შემადგენლობა დადგენილ ნორმას არ შეესაბამება, გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას - 100 ლარის

საგარეო საქმეთა სამინისტრო ელჩების კონფერენციაზე განცხადებას ავრცელებს და წუხილს გამოთქვამს, რომ პროტოკოლური განლაგების „მსოფლიოში აღიარებული წესი“ პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის მიუღებელი აღმოჩნდა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ელჩების კონფერენციაზე განცხადებას ავრცელებს და პროტოკოლური განლაგების წესს განმარტავს. საგარეო უწყება წუხილს გამოთქვამს, რომ პროტოკოლური განლაგების „მსოფლიოში აღიარებული წესი“ პრეზიდენტისთვის მიუღებელი აღმოჩნდა და იმედს იტოვებს, რომ ტექნიკური ხასიათის გარემოება არ აღმოჩნდება დამაბრკოლებელი ფაქტორი საქართველოს პრეზიდენტისთვის მომავალში მონაწილეობა მიიღოს ქართველ დიპლომატებთან მაღალი დონის შეხვედრებში. “ელჩების ყოველწლიურ კონფერენციაზე, ტრადიციულად

ემანუელ მაკრონმა პარიზში ვიზიტით მყოფი ვოლოდიმირ ზელენსკი საპატიო ლეგიონის ორდენით დააჯილდოვა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პარიზში ვიზიტით მყოფი უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საპატიო ლეგიონის ორდენით დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაცია მაკრონმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გაავრცელა. „პატივისცემა უკრაინას და მის ხალხს. პატივისცემა თქვენ, ძვირფასო ვოლოდიმირ, თქვენი სიმამაცისა და ერთგულებისთვის“, – წერს მაკრონი. საპატიო ლეგიონის ორდენი საფრანგეთის უმაღლესი ჯილდოა, რომელსაც რესპუბლიკის პრეზიდენტი სამხედრო ან სამოქალაქო დამსახურებებისთვის გასცემს.

უკრაინაში შეჭრიდან ერთი წლისთავზე კანადამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა

უკრაინაში შეჭრიდან ერთი წლისთავზე კანადამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. როგორც პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო განმარტავს, სასანქციო სიაში 129 ფიზიკური და 63 იურიდიული პირი მოხვდა. მათ შორის, ჰოკეისტ ვლადისლავ ტრეტიაკოვის წინააღმდეგ, რომლის სახელიც როგორც ლეგენდარული ჰოკეისტი, ტორონტოს დიდების დარბაზშია გამოფენილი. ე.წ. შავ სიაში ექსპრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის ყოფილი ცოლი, სვეტლანა და მათი შვილი ილიაც მოხვდნენ. კანადამ ასევე აკრძალა რუსეთს ზოგიერთი პროდუქციის ექსპორტ

2022 წელს რეკორდულ რიცხვს მიაღწია საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობამ

ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს (EUAA) მონაცემებით, 2022 წელს წინა წელთან შედარებით ევროკავშირისა და შენგენის ზონის ქვეყნებში საქართველოდან თავშესაფრის მოთხოვნის განაცხადების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა. ანგარიშის მიხედვით, ეს რეკორდული მაჩვენებელია. 2022 წელს საქართველოს მოქალაქეების განცხადებების რაოდენობამ 28 797-მდე გაიზარდა. ანგარიშის მიხედვით, სულ მცირე 2008 წლის შემდეგ 2022 წელს ყველაზე მეტმა ქართველმა მოითხოვა თავშესაფარი. თავშესაფრის მიღების მთხოვნელთა რაოდენობა ქვეყნების მ

მედია - იტალიაში მიგრანტების გემი ჩაძირვის შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

მედიის ცნობით, 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 40-ზე მეტის გადარჩენა მოხერხდა სამხრეთ იტალიაში, მიგრანტების გემის ავარიის შედეგად. 27 პირის ცხედარი კალაბრიის რეგიონში, სტეკატო დი კუტროს სანაპიროზე იპოვეს. “მიგრანტებს შორის რამდენიმე დაღუპულია და დაახლოებით 40 გადარჩენილი“, - დაწერა იტალიის მეხანძრე-მაშველების ეროვნულმა დეპარტამენტმა. საინფორმაციო სააგენტო Adnkronos-ის ცნობით, გემზე 100-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა და დაახლოებით 50 პირის გადარჩენა მოხერხდა. გემი, რომელსაც სავ

რომელიმე ოპოზიციონერს ესიამოვნება, მათ კოლეგებს რომ ჩაუტარონ აქციები?! - პაპუაშვილი საშვის გაუქმებაზე

საქართველოს პარლამენტში დღეს ჟურნალისტების ნაწილი არ შეუშვეს. როგორც მედიის წარმომადგენლებს განუმარტეს, პარლამენტის დეპუტატების მიერ მათ სახელზე დაშვებული საშვები შალვა პაპუაშვილის გადაწყვეტილებით გაუქმდა. ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ პარლამენტის დეპუტატები ბოროტად იყენებენ იმ პრივილეგიას, რომელიც მათ პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან აქვთ მინიჭებული. მედიის წარმომადგენლები პარლამენტის შენობაში რუსულ კანონპროექტს აპროტესტებენ, რომელიც კანონად მიღების შემთხვე

რას ნიშნავს პარტია „საქართველოსთვის“ მიერ პარლამენტში დარეგისტრირებული ალტერნატიული კანონპროექტი „ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის გავლენისგან დაცვის შესახებ“ და რატომ არის საჭირო ამ კანონპროექტის მიღება (ვიდეო)

რას ნიშნავს პარტია „საქართველოსთვის“ მიერ პარლამენტში დარეგისტრირებული ალტერნატიული კანონპროექტი „ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის გავლენისგან დაცვის შესახებ“ და რატომ არის საჭირო ამ კანონპროექტის მიღება   forgeo.mp4

“გაურკვეველი კანონპროექტი” – “ოცნების” მთავრობის ყოფილი მინისტრი და ელჩი

“დღეს ეს გაურკვეველი კანონპროექტი და ქმედებები ღია დაპირისპირებაა ჩვენს მეგობრებთან/პარტნიორებთან”, – ასე აფასებს გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი და საქართველოს ყოფილი ელჩი გერმანიაში ელგუჯა ხოკრიშვილი „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის ანალოგს, რომლის მიღებასაც „ქართული ოცნება“ აპირებს. ელგუჯა ხოკრიშვილის ზემოხსენებულ კანონპროექტს ფეისბუკზე გამოეხმაურა. “ხვალიდან საქართველო ტურიზმის სფეროში ერთ-ერთ მთავარ გამოფენაზე ITB Berlin – 2023-ზე მასპინძელი ქვეყანის სტატუსით წარ

პრეზიდენტი გაერო-ში დაგეგმილ ყველა შეხვედრას აუქმებს და მოსახლეობისთვის მიმართვას გეგმავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აუქმებს გაერო-ში დაგეგმილ ყველა შეხვედრას და მოსახლეობისთვის მიმართვას გეგმავს, - ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „საქართველოს პრეზიდენტი იმყოფება აშშ-ში. პრეზიდენტი აუქმებს დღეს გაერო-ში დაგეგმილ ყველა შეხვედრას და ემზადება, რომ მიმართოს მოსახლეობას“, -აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

საფრანგეთში საქართველოს ელჩმა ევროპის მნიშვნელობაზე სტატუსი წაშალა

საქართველოს ელჩმა საფრანგეთში, გოჩა ჯავახიშვილმა პირად ფეისბუკგვერდზე 7 მარტს, რუსული კანონის გარშემო აგორებული პროტესტის ფონზე გამოქვეყნებული ევროპის მხარდამჭერი პოსტი წაშალა. გოჩა ჯავახიშვილი წერდა: საქართველოს პარლამენტის 76-მა დეპუტატმა 7 მარტის სესიაზე პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი რუსულ კანონპროექტს, რომლის მიზანიც ქვეყანაში მედიისა და სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაცია და შეზღუდვაა.მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს და მას შემდეგ ქვეყანაში, ფაქტობრივად, გაქრა დამოუკიდებე

საფრანგეთში პოლონეთის ელჩი - თუ უკრაინა თავის დამოუკიდებლობას ვერ დაიცავს, პოლონეთი იძულებული იქნება, კონფლიქტში ჩაერთოს

თუ უკრაინა რუსეთის ფედერაციასთან ომში დამარცხდება, პოლონეთი იძულებული გახდება კონფლიქტში ჩაერთოს, - ამის შესახებ საფრანგეთში პოლონეთის ელჩმა იან ემერიკ როშიშევსკიმ ტელეკომპანია LCI-ის ეთერში უკრაინისთვის სამხედრო თვითმფრინავების გადაცემაზე საუბრისას განაცხადა. „ამიტომ, დღეს, ან უკრაინა დაიცავს თავის დამოუკიდებლობას, ან თუ ვერ დაიცავს, ჩვენ იძულებულნი ვიქნებით ჩავერთოთ ამ კონფლიქტში, რადგან საფრთხე ემუქრება ჩვენს ფასეულობებს, რომლებიც ჩვენი ცივილიზაციის საფუძველია, ამიტომ, არჩევანი არ გვექნე
×
×
  • შექმენი...