საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის, კერძოდ 3 მილიონ ლარზე მეტის გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, კერძოდ ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი და ფაქტობრივი მფლობელი, შემოსავლებს სისტემატურად არასწორად ადეკლარირებდა, რის შედეგადაც, მან 2014-2018 წლებშ
"სანქციები გზავნილია იმასთან დაკავშირებით, რომ ურთიერთობა გამწვავდა. ინდივიდუალური პირები, რომლებიც სანქციების ქვეშ ხვდებიან, არღვევენ საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ ნორმებს. ქვეყანაში სერიოზული დემოკრატიული კრიზისი შეიქმნა და ეს არის პასუხი."
ნატალია საბანაძე.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/375289772225961/
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი დასავლეთს რუსეთის მეზობელ ქვეყნებზე, მათ შორის საქართველოზე, კონტროლის მოპოვების მცდელობაში ადანაშაულებს.
„უნდა ვაღიაროთ: ნეოკოლონიალიზმი დიდი ხანია ძალიან მოუახლოვდა ჩვენი ქვეყნის საზღვრებს. პირველი ნაბიჯი ამ მიმართულებით იყო რუსეთის მეზობლებზე კონტროლის მოპოვება. მათ შორის საქართველოსა და უკრაინაში „ფერადი რევოლუციების“ გაღვივება, როდესაც თბილისსა და კიევში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სტიპენდიატის, მ.სააკაშვილისა და ყო
20 ივნისის ტრაგიკულ მოვლენებს, პოლიტიკური მხარეები იყენებენ, მათი პოლიტიკური ინტერესების გასატარებლად და არავის ობიექტური ჭეშმარიტება არ აინტერესებს.
ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/808614914319056/
საერთაშორისო პარტნიორები არ ენდობიან იმ კვლევებს, რომლებსაც კარდაკარ დაატარბს ოპოზიციის ნაწილი. არსებობს საერთაშორისო კვლევა, ძალიან ავტორიტეტული, ეს იციან ოპოზიციურმა პარტიებმაც და აი იმ კვლევაში ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა.
ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1155647969099933/
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის კურსის გამო ქვეყნის EU-შო გაწევრების პროცესი შეჩერდა. მის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
ამასთან, ელჩის თქმით, გერმანიამ გადაწყვიტა, რომ საქართველოსთან ახალი ფინანსური ვალდებულებები ამ ეტაპზე არ აიღოს.
გახარიას პარტიის „საქართველოსთვის” განცხადებით, ევროპული მომავლის დასაცავად გამართული აქციების მონაწილე ახალგაზრდების მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე და ძალადობის მუქარაზე სახელმწიფო უწყებების უმოქმედობა კრიმინალებთან ხელისუფლების წინასწარი გარიგების დასტურია.
პარტიის განცხადებით, საგამოძიებო უწყებები პირდაპირ ჩაერთნენ ხელისუფლების დანაშაულებრივ გარიგებაში კრიმინალებთან.
პარტიის განცხადებით, „გახარია – საქართველოსთვის“ წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებულ დანაშაულს არასათანადო რე
აზერბაიჯანში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ილჰამ ალიევის პარტიამ „ენი აზერბაიჯან“ უმრავლესობა შეინარჩუნა და მმართველი პარტია ახალ პარლამენტში 125 ადგილიდან 68-ს დაიკავებს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა 37% მივიდა.
აზერბაიჯანში ხმის მიცემის პროცესი გუშინ, 1-ელ სექტემებერს, ადგილობრივი დროით 19:00 საათზე დასრულდა.
არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც მიმდინარე წლის ივლისში
„გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, გიორგი გახარიას პარტია მზად არის ხვალ, ორბელიანების სასახლეში შეხვდეს „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლებს.
როგორც ლილუაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში აღნიშნა, „გახარია საქართველოსთვის“ ყოველთვის პატივს სცემდა პრეზიდენტს, ამიტომ მის მოწოდებას გაითვალისწინებენ.
„ჩვენ პატივს ვცემთ პრეზიდენტს, ეს არ არის ჩვენ და პრეზიდენტს შორის ახალი პოზიცია, ამიტომ მის მოწოდებასაც გავითვალისწინებთ. შეხვედრასთან დაკავშირებით პრ
შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, უწყების სანქცირებული თანამშრომლები, ზვიად ხარაზიშვილი (ხარება) და მილერი ლაგაზაური ხელფასს „ჩვეულებრივად იღებენ“.
ამის შესახებ მან „ტვ პირველთან“ განაცხადა.
„ძალიან კარგად ვუხდით ხელფასს. ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს“, – განაცხადა გომელაურმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, ხელზე იღებენ თუ არა ხელფას შსს-ის სანქცირებული თანამშრომლები, გომელაური პასუხობს:
„ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს? რა მნიშვნელობა აქვს [რომ
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ შინაგან საქმეთა მინისტრს მოუწოდებს, "დაუყოვნებლივ შეცვალოს თავისი ბრძანება და გააუქმოს როგორც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ზვიად ხარაზიშვილის („ხარება“) წარმომადგენლის მონაწილეობა ე.წ. „ტერიტორიულ ჯგუფებში“, ისე საპოლიციო ძალების უფლებამოსილება, მიიღონ ე.წ. „პრევენციული ზომები“ საარჩევნო უბნებთან მშვიდობიანად შეკრებილი ამომრჩევლების წინააღმდეგ".
აღნიშნულის შესახებ ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ არჩევნებ
სინამდვილეში ნამდვილი აგენტები, რომლებიც ფინანსდებიან რუსეთიდან არიან ჩანერგილები საქართველოს სხვადასხვა სოციუმებსა და სამთავრობო აპარატებში,მათ შორის ძალოვან სტრუქტურებში.
ეს ხალხი არის სწორედ იმ წრეში, რომლებიც პირდაპირ ასაზრდოებენ, ერთი მხრივ, “ოცნებას” და ,მეორე მხრივ ,პირდაპირ კვებავენ ბიძინა ივანიშვილს.
კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/8592246164203769/
პარლამენტის შენობას მაინც დავიცავდი, აქ ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ ვეცდებოდი, რომ ეს გაკეთებულიყო ბევრად ნაკლები დაზიანებებით, რომელიც, რა თქმა უნდა, სამწუხაროა , - ასე უპასუხა პარტია “გახარია საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგი გახარიამ პალიტრანიუსის გადაცემის “თავისუფალი სტუდიის” წამყვანის შეკითხვას, რა ემოციას იწვევს მასში ის პოლიტიკური ზედმეტსახელი, რომელიც ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ შეარქვეს.
გახარიას თქმით, ამ ღამესთან დაკავშირებით განიცდის სინანულს, მაგრამ ეს სახელს არ ეხება. როგორც
„ჩვენ თუ დღეს ამ ყველაფერს გონიერად, ცივსისხლიანად არ ვუპასუხეთ, მუნიციპალურ არჩევნებში იგივე ცესკო-ს ადმინისტრაციით, სუს-ის იგივე ადმინისტრაციით, რა უნდა გავაკეთოთ?“ — გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
ინტერვიუ სრულად: youtu.be/h5T7ALkqp-o?si=hPUutz3LraL-yO_4
გგგ.mp4
ცესკოსთან ერთად პროკურატურაც ჩაერთო სიების და სხვა მტკიცებულებების ფალსიფიკაციის პროცესში - სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა ცესკოს სერვერებზე და ხმის მიცემის აპარატებში არსებული მონაცემების გადაუდებელი აუცილებლობით დაცვაზე, - ამის შესახებ ნათქვამია პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადების თანახმად, პროკურატურა ყალბი გამოძიების ფარგლებში ცდილობს ვერიფიკაციის აპარატების წაღებას.
„როგორც მოსალოდნელი იყო, ცესკოსთან ერთად პროკურატურაც ჩაერთო სიე
როდესაც ცესკო არის დისკრედიტირებული, რომელიც პირდაპირ იყო ჩართული არჩევნების გაყალბების პროცესში, არ შეიძლება ასეთ დროს შენი უპასუხისმგებლო ქმედებებით ცესკო გამოიყვანო რაღაცაში მაინც მართალი.
ბერდია სიჭინავა, პარტია "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1849231912276077
„რესპუბლიკელები“ წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლს შეინარჩუნებენ, - ამის შესახებ CBS News-ი საკუთარ შეფასებაზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის პროგნოზით, კონგრესის ქვედა პალატაში „რესპუბლიკელებს“ მინიმუმ 218 ადგილი ექნებათ, ხოლო „დემოკრატიულ პარტიას“ - მინიმუმ 211.
შეგახსენებთ, აშშ-ში 5 ნოემბერს ჩატარებული არჩევნების შედეგად „რესპუბლიკელებმა“ კონტროლი სენატზეც მოიპოვეს.
იპნ
ფოტო: ნათია ლევერაშვილი/პუბლიკა
თბილისსა და ბათუმში სტუდენტების საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
მოქალაქეები შეიკრიბნენ როგორც ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობასთან, ისე თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე.
რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილები, მათ შორის მოძრაობა „დაიტოვეს” წევრები უკვე დაიძრნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისკენ.
თსუ-ის ერთ-ერთმა ლექტორმა, დიპლომატმა გიორგი ბადრიძემ დაწერა, რომ „არ უშვებენ შენობიდან,
თიანეთში, სოფელ ახალსოფელში, ქმარმა ცოლის დაწვა სცადა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა სამი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მოხდა.
ცოლზე ძალადობაში ბრალდებული მამაკაცი დაკავებულია.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
იპნ
საქართველოს ეროვნული ნაკლების ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაძე ეხმაურება ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს და გმობს ძალადობა.
„ყოველთვის ვიდექი და ვიდგები საქართველოს და ქართველი ხალხის გვერდით, რომლებიც იბრძვიან საქართველოს უკეთესი მომავლისთვის. ვგმობ ძალადობას და შეუძლებელია იმის ყურება, რაც დღეს საქართველოში ხდება. საქართველო იმსახურებს იყოს ერთიანი და ევროპული ნაწილი. ჩემი შეხედულება არასდროს შეცვლილა — საქართველოს ადგილი ევროპაშია“, — წერს ზივზივაძე „ინსტაგრამზე“.
მასობრი
100-მდე ქართველი მუსიკოსი უარს ამბობს სახელმწიფო ღონისძიებებში მონაწილეობაზე. ისინი აცხადებენ, რომ “ქართული ოცნება” არალეგიტიმური ხელისუფლებაა.
გარდა ამისა, ისინი გმობენ პროევროპული აქციის მონაწილეებზე ძალადობას შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების მხრიდან.
“ხელოვნება თავისი არსით მუდამ იყო თავისუფლებისა და თვითგამოხატვის სიმბოლო, შესაბამისად, ხელოვნება შეუძლებელია იყოს ჩუმი და შეზღუდული. ჩვენი, როგორც მუსიკოსების როლი მუდამ იყო, არის და იქნება იმ სათქმელის, ემოციისა და განწყო
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი შეგნებულად აფერხებს გემების გასვლას უკრაინის ნავსადგურებიდან და ხელოვნურად შექმნა 150 გემისგან შემდგარი რიგი.
ამის შესახებ მან 21 ოქტომბერს, თავის საღამოს მიმართვაში ისაუბრა. ამ კვირაში ვითარება სულ უფრო იძაბება საექსპორტო მარცვლეულის გატანის შეფერხების გამო, თქვა ზელენსკიმ.
„მტერი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შეაფერხოს ჩვენი სურსათის ექსპორტი. ვთვლი, რომ ამ მოქმედებებით რუსეთი სრულიად შეგნებულად ამწვავებს სასურსათო კრი
„მზიურის“ პარკში „ევროპის სპორტის კვირეული“ გაიხსნა, რომელიც ევროკომისიის ინიცირებული პროექტია.
„მზიურის“ პარკში მოეწყო სპორტული სოფელი, სადაც წარმოდგენილი იყო სახალისო და გასართობი სპორტული აქტივობები როგორც ბავშვებისთვის, ასევე უფროსებისთვის. პროექტი ზედიზედ მეხუთედ ჩატარდა.
ევროპის სპორტის კვირეულზე წარმოდგენილი იყო მხიარული სტარტები, ფრისბი, სახალისო ხელბურთი, ამერიკული ფეხბურთი, ბეისბოლი, მაგიდის ჩოგბურთი, სკეიტბორდი, ბავშვთა ძიუდო, უშუ, ფარიკაობა, ბადმინტონი, სამაგიდო თამაშ