ყველა ვხედავთ როგორ იქცევა “ოცნება”, მათ მიერ დაინიცირებულ საკითხზე - თანამდებობის პირების გადაყენების საკითხზე არ გამოცხადდნენ. ეს არის დამარცხებული “ოცნების” სახე, მაგრამ სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ისინი ამ ქმედებით საბოტაჟს და ბოიკოტს უცხადებენ ზუგდიდს და ჩვენს თანამოქალაქეებს.
მოვუწოდებთ “ოცნებას” პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ ქმედებაზე, კეთილი ინებონ და დაესწრონ საკრებულოს სხდომას, რომ მათ მიერ დაწყებული ეს პროცესი მიიყვანონ ბოლომდე.
გიგა ფარულავა, ზუგდიდის საკრებულოს თა
აშშ რუსეთის სავიზო ცენტრებს ხურავს, - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ში რუსეთის ელჩი, ანატოლი ანტონოვი ავრცელებს.
ანატოლი ანტონოვის ცნობით, აშშ ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში მდებარე რუსეთის სავიზო ცენტრებს დახურავს და რუს დიპლომატებს საგადასახადო შეღავათებს გაუუქმებს.
„ჩვენს წინააღმდეგ ყოველდღიური თავდასხმები ხორციელდება და დღეს, სულ რაღაც ერთი საათის წინ, ამერიკელებმა შეტყობინება გამოგვიგზავნეს, რომ სავიზო ცენტრი იხურება. მინდა ვთქვა, რომ ჩვენ მუშაობას გავაგრძელებთ. ჩვენს თანამემამულეებს არ
საქართველომ ისტორია დაწერა და ევრო-2024-ზე პორტუგალიასთან გამარჯვებით, მისთვის პირველი მსხვილი ტურნირის პლეი ოფში გადავიდა.
ამის შესახებ „ბიბისი სპორტი“ წერს.
როგორც მედიასაშუალება აღნიშნავს, პორტუგალია ჯგუფიდან უკვე გასული იყო, თუმცა შოკირებული იყო ჯგუფის დასკვნითი მატჩის დროს, როდესაც თამაშის დაწყების მეორე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ პორტუგალიელ მეკარე დიეგო კოშტას გოლი გაუტანა.
აუტსაიდერებს დომინირება არ სჭირდებოდათ და ისარგებლეს თავიანთი შანსით, როდესაც მეორე ტაიმში გიო
"ბარსელონასა" და ესპანეთის ნაკრების ამომავალი ვარსკვლავი ლამინ იამალი დღეს, 13 ივლისს, 17 წლის გახდა, მაგრამ "ფურია როხას" შემადგენლობაში მას შესაძლოა საერთოდ არ ეთამაშა და ამაში გასაკვირი არაფერი იქნებოდა.
ფეხბურთელი ესპანეთში დაიბადა, მაგრამ მამამისი მაროკოელია, დედა კი ეკვატორული გვინეიდან. მაროკოელები იამალის ხელში ჩასაგდებად და მათ ნაკრებში სათამაშოდ დასათანხმებლად ყველაფერს აკეთებდნენ, თუმცა ლამინმა ბოლოს ესპანეთი აირჩია.
მიუხედავად ამისა, ახალგაზრდა ვარსკვლავი მშობლების სამშობლოს ა
საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებები და ტყუილის შემცველი განცხადებები არ შეესაბამება ევროკავშირსა და ნატოში წევრობის ნორმებს, აშშ საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონ დოლარზე მეტ პირდაპირ დახმარებას აჩერებს. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
ამასთან, ბლინკენის განცხადებაში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს პროგრამებისა და აქტივობების მხარდაჭერას, რომელსაც სა
ივანიშვილს პოზიტიური დაპირების გაცემის ლეგიტიმაცია აღარ აქვს, იმიტომ, რომ ხალხს უბრალიდ აღარ სჯერა მისი.
ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1202566154285534/
26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის 27 პარტიაა რეგისტრირებული. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.
პარლამენტის არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციის პროცესი 30 აგვისტოს ამოიწურა.
პოლიტიკური პარტიებისთვის შემდეგი ეტაპი პარტიული სიების წარდგენას მოიცავს, რისთვისაც მათ ვადა 26 სექტემბრამდე აქვთ.
კანონმდებლობის თანახმად, საარჩევნო სუბიექტმა პარტიული სია ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარუდგინოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა. ყოველ პარტიას უფლება ა
„ნამდვილი გლობალური ომის პარტიის შტაბ-ბინა მოსკოვშია. ბოლოსდაბოლოს, რუსეთის ჯარების მიერ არის ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების 20% და არა — ამერიკულის“, — განაცხადა ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა დევიდ კრამერმა თბილისის მე-8 საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელსაც მაკკეინის ინსტიტუტი, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) მასპინძლობენ.
წელს პირველად, კონფერენციაზე სპიკერებად მიწვეული არ არიან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, რაც კრამერმა
- პაპუაშვილი არის “ოცნების” მთავარი დეზინფორმატორი და პროპაგანდისტი.
- “ოცნება” უკვე დამარცხებულია, ეხლა მიმდინარეობს ამ მარცხის გააზრების პროცესი.
ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1049663503225095/
ჩვენი მხარიდან ყველაფერი ნათელია, პოზიცია დაფიქსირებულია, არაფერი საიდუმლო არ არის, ხაზარაძემ ითხოვა დრო, - ამის შესახებ „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ ორბელიანების სასახლეში „ძლიერი საქართველოს“ ლიდერთან მამუკა ხაზარაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მან მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს ინიციატივისთვის.
„რა თქმა უნდა, მადლობა ხაზარაძეს, რომ როგორც იქნა, ეს საუბარი შედგა. არ მინდა ბევრ დეტალზე ვისაუბრო. შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი მხარიდან ყველაფერი ნათელია, პოზიცია დაფიქსირებუ
თბილისის მერიის განცხადებით, თემქის ახლად გახსნილ პარკში წყლის ცენტრალური მილი დაზიანდა, რის გამოც წყალმა ზედაპირული მიწა ჩამოიტანა საფეხმავლო ბილიკზე.
როგორც მერიაში აცხადებენ, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს წყლის მილის შეკეთება და ტერიტორიის დასუფთავება.
„სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეო მასალის საპასუხოდ გაცნობებთ, რომ ზღვისუბნის პარკში, რომელაშვილის ქუჩის მიმდებარედ, ფერდზე დაზიანდა წყლის ცენტრალური მილი, რის გამოც წყალმა ზედაპირული მიწა ჩამოიტანა საფეხმავლო ბილიკზე.
შემთხვევის შ
სამცხე–ჯავახეთში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლის, სოფიო ხორგუანის განცხადებით, ადიგენის მუნიციპალიტეტი, საკრებულოს განხილვის გარეშე, უფლებას აძლევს საჯარო რეესტრს, ადიგენის მუნიციპალიტეტის ნაწილი აჭარის რეგიონს გადასცეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, პარტიის წარმომადგენელი ადიგენის საკრებულოს თავმჯდომარესა და მერს კითხვებით მიმართავს.
სოფიო ხორგუანის ინფორმაციით, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2022 წლის 4 მაისის წერილით ადიგენის მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართა. სააგ
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მოქალაქეებს მიმართავს და მოუწოდებს, მივიდნენ არჩევნებზე.
პრეზიდენტმა მოქალაქეებს მიმართა, რომ „ვერავინ ნახავს ვის მიეცით ხმა და ამის გამო, ხვალ ვერავინ ვერ დაგსჯით!“. ამასთან, პრეზიდენტის თქმით, ‘არანაირი რევანში არ იქნება”.
“ჩემო თანამემამულენო, პირველ რიგში, მინდა ყველას ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ. მადლობა ყველას, ვინც დღეს სადღაც რიგში დგას, იმისთვის, რომ თავის რეგიონში ჩავიდეს და იქიდან მისცეს ხმა, რადგან იქაა რეგისტრირებული, რაც არ უ
ისანში, 56-ე საარჩევნო უბანთან, ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი.
მედიის გავრცელებულ კადრებში ფიზიკური კონფლიქტი ნათლად ჩანს. კონკრეტულად რა მიზეზით და ვის შორის მოხდა დაპირისპირება, ამ ეტაპზე უცნობია.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ნეტგაზეთმა დამატებითი ინფორმაციისთვის შსს-ს მიმართა.
ნეტგაზეთი
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News-ის წამყვანი და არმიის ვეტერანი, პიტ ჰეგსეთი თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დაასახელა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
„პიტმა მთელი ცხოვრება გაატარა, როგორც მეომარმა ჯარებისა და ქვეყნისთვის. პიტი მკაცრი, ჭკვიანი და ჭეშმარიტად სწამს „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“. პიტის სათავეში ყოფნით ამერიკის მტრები გაფრთხილებულები არიან - ჩვენი არმია კვლავ დიდი იქნება და ამერიკა არასოდეს დაიხევს უკან“, - აღნიშნა ტრამპმა.
ჰეგსეთს სამხედრო სამსახურში ყ
ოკუპირებულ აფხაზეთში მომიტინგეები ე.წ. პარლამენტში შევიდნენ – ისინი უშიშროების ძალებს ხალხის მხარეს გადასვლისკენ მოუწოდებენ.
როგორც Ekho Kavkaza წერს, ასლან ბჟანიას პრესსამსახური იუწყება, რომ მისი ადმინისტრაცია ამზადებს დოკუმენტს „შეთანხმების რატიფიცირების შესახებ” პროექტის უკან გაწვევის შესახებ.
მანამდე გავრცელდა ე.წ. ოპოზიციის განცხადება, რომლებიც ამბობენ, რომ „მომიტინგეთა ქმედება არ არის მიმართული რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობების წინააღმდეგ“.
პროტესტი დილიდან დაიწყო, რასაც
დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მეხუთე შეხვედრას უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
საქართველო - უკრაინის შეხვედრა „აჭარაბეთ არენაზე“ 21:00 საათზე დაიწყება.
დისკვალიფიკაციის გამო შეხვედრას ლაშა დვალი გამოტოვებს.
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B1 ჯგუფში მეორე ადგილზეა და პირველ ადგილზე მყოფ ჩეხეთს ერთი ქულით ჩამორჩება. რაც შეეხება მეტოქეს - უკრაინა 4 ქულით ბოლო ადგილზეა.
როგორც ცნობილია, ამ დროისთვის უეფას „ერთა ლიგის“ B1 ჯგუფში 7 ქულა აქვს ჩეხეთის ნაკრებს. 6
26 ოქტომბერს, არჩევნების დასრულების შემდეგ, კოალიციური მთავრობის მონახაზზე რომ მუშაობდნენ ზოგიერთები და “ვირტუალურ კანცელარიაში” ისხდნენ, ჩვენი გუნდი იბრძოდა (დღემდე იბრძვის) ხმების დასაცავად და მოქალაქეების არჩევანის გადასარჩენად უბნებში, ოლქებში, სასამართლოებში, ქუჩაში, პროტესტში, ჩვენი მეგობარი ქვეყნების საელჩოებში, ბრიუსელსა და ვაშინგტონში,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა აცხადებს.
სოციალურ ქსელში ბერდია სიჭინავა ეხმაურება „გახარია სა
საქართველოს ეროვნული ნაკლების ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაძე ეხმაურება ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს და გმობს ძალადობა.
„ყოველთვის ვიდექი და ვიდგები საქართველოს და ქართველი ხალხის გვერდით, რომლებიც იბრძვიან საქართველოს უკეთესი მომავლისთვის. ვგმობ ძალადობას და შეუძლებელია იმის ყურება, რაც დღეს საქართველოში ხდება. საქართველო იმსახურებს იყოს ერთიანი და ევროპული ნაწილი. ჩემი შეხედულება არასდროს შეცვლილა — საქართველოს ადგილი ევროპაშია“, — წერს ზივზივაძე „ინსტაგრამზე“.
მასობრი
საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეები პროტესტის ნიშნად იფიცებიან და გაკვეთილებზე არ შედიან.
სკოლებს შორის, სადაც მოსწავლეები პროტესტს გამოხატავენ, არის თბილისის 52-ე საჯარო სკოლის, თბილისის 199-ე საჯარო (კომაროვის) სკოლა, ილია მართლის სახელობის სკოლა, ქუთაისის 41-ე ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა, ზუგდიდის მე-4 საჯარო სკოლა, ქობულეთის 138-ე სკოლა, ბათუმის მე-8 საჯარო სკოლა…
ფოტო: Facebook-ის ჯგუფიდან „დაიტოვე“
ნეტგაზეთი
საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორმა გიორგი გვიმრაძემ თანამდებობა დატოვა.
ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.
გვიმრაძე ამ პოზიციაზე 2015 წლის ოქტომბრიდან მუშაობდა.
იპნ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე „ინტერპრესნიუსთან“ იმ პროექტებსა და პროგრამებზე საუბრობს, რომელიც ქვეყანაში ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით განხორციელდა.
როგორც ამირან გამყრელიძე განმარტავს, ამერიკის მხარდაჭერით, ქვეყანაში 250-ზე მეტი დიდი თუ მცირე საზოგადოებრივი ჯანდაცვითი პროექტი განხორციელდა, რომელიც მოგვეხმარა, როგორც პრაქტიკული საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერების კუთხით, ისე თანამედროვე სტანდარტებით ადამიანური რესურსების
მივესალმებით ქართველი ხალხის გამბედაობას, რომელიც დემოკრატიისა და ევროპული ღირებულებების დასაცავად ქუჩაში გამოდის, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა მალტაში, ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 31-ე შეხვედრაზე განაცხადა, რომლის სიტყვებსაც სოციალურ პლატფორმა X-ზე გერმანიის საგარეო უწყება ავრცელებს.
„ჩვენ მივესალმებით ქართველი ხალხის გამბედაობას, რომელიც დემოკრატიისა და ევროპული ღირებულებების დასაცავად ქუჩაში გამოდის. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას ევროპულ გზას დაუ
საქართველოში ვიზიტის შესაძლებლობას განვიხილავთ, - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ ქალაქ კლაიპედაში, ლატვიისა და ესტონეთის პრეზიდენტებთან, ედგარს რინკევიჩსთან და ალარ კარისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
გიტანას ნაუსედას ცნობით, კოლეგებთან შეხვედრაზე საქართველოში არსებული ვითარება განიხილა.
„უპირველეს ყოვლისა, ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოში არსებული ვითარება სრულიად განსხვავდება 2008 წლის ვითარებისგან, როდესაც რუსეთის ფედერაცია შეიჭრა ქვეყან