Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    12.120
  • comments
    0
  • views
    692.733

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

უკრაინის გენშტაბი - უკრაინის დამცველები მიღწეულ საზღვრებზე ფეხს იკიდებენ

უკრაინის არმია აგრძელებს აღმოსავლეთის ფრონტზე რუსული ძალების მხრიდან ყველა თავდასხმის მოგერიებას, წარმატებულ შეტევას ახორციელებს მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებებით და ფეხს იკიდებს ახალ პოზიციებზე. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, რუსები აგრძელებენ ძალების ძირითადი ნაწილის გადასროლას ლიმანის, ბახმუტის, ავდიიკასა და მარინკას მიმართულებებით და ფრონტის ამ სექტორებში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, 38 შეტაკება მოხდა. ლიმანის მიმართულებით, ოკუპანტები წარუმატებლ

ლვოვში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 4-მდე, დაშავებულების კი 34-მდე გაიზარდა

უკრაინის ქალაქ ლვოვში რუსული ძალების მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 4-მდე, დაშავებულების კი - 34-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ამასთან, ლვოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მაქსიმ კოზიცკი „ტელეგრამში“ წერს, რომ რუსებმა“კალიბრის“ რაკეტები შავი ზღვიდან გაუშვეს. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 7 მათგანი ჩამოაგდეს. „ოთხი ადამიანის გარდაცვალება დადასტურდა. თავდასხმის დროს ისინი ყველა სახლში იმყოფებოდნენ. დაშავდა 3

სუს-ი - 2022 წელს გამოძიება დაიწყო 3 საქმეზე, მათ შორის საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმის მომზადების ფაქტზე - განზრახვის სისრულეში მოყვანის ხელშეშლის მიზნით გატარდა პრევენციული ზომები

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმა მზადდებოდა, რა განზრახვის სისრულეში მოყვანის ხელშეშლის მიზნითაც პრევენციული ზომები გატარდა. ამის შესახებ სუს-ის 2022 წლის ანგარიშშია ნათქვამი, რომლის განხილვასაც პარლამენტი ხვალ დაიწყებს. უწყების განმარტებით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო და ხელისშეშლის მიზნით პრევენციული ღონისძიებები გატარდა. „2022 წელს სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში გამოძიება დ

დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას დედა - ბავშვს 39 დაზიანება აქვს, რასაც თავისით ვერ მიიღებდა - ფრჩხილში გაჩხერილია მამაკაცის თმა - ჩემი შვილის მკვლელს აუცილებლად იპოვიან ან პირადად ვიპოვი და დავსჯი

დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას, ანა იანუშაიტიტეს დედის, ნატო ხუტაშვილის განცხადებით, საქმეზე გამოძიება არა სამსახურეობრივი გულგრილობის, არამედ განზრახ ან გაუფრთხილებლობით ექსპერტის მიერ საექსპერტო ობიექტის დაუცველობის დაზიანების ფაქტზე უნდა დაიწყოს. როგორც ნატო ხუტაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, საყურადღებოა ის ფაქტი, რომ მხოლოდ გარდაცვლილი 12 წლის გოგონას დნმ-ანაწმენდია დაზიანებული და არა საქმეში არსებული საეჭვო პირების დნმ-ანაწმენდები. „ექსპერტ-ბიო

ქართული მედიის ინფორმაციით, საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო მოწამლეს და სამედიცინო კვლევებმა მის სისხლში დარიშხანის კვალი აჩვენა

საქართველოს საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე, შიო მუჯირი, სავარაუდოდ, მოწამლეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება. უფრო კონკრეტულად, „რუსთავი 2“-ინფორმაციით, მეუფე შიოსთვის ჩატარებული კვლევების შედეგად, ანალიზებში არაერთი საეჭვო ნივთიერება აღმოჩნდა. ასევე ტელეკომპანიის ცნობით, საპატრიარქოში ეჭვობენ, რომ პატრიარქის თანამოსაყდრეს დროთა განმავლობაში, ეტაპობრივად წამლავდნენ. უმაღლესი იერარქიის სასულიერო პირის სავარაუდო მოწამვლის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა „მთავარმა არხმაც“. ტელ

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6019 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6019 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6019 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6055 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0036 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8316 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8408 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0092 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედ

რაფაელ გროსი - ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე დანაღმვის ნიშნები ვერ დავაფიქსირეთ, მაგრამ ძალიან ყურადღებით ვართ - მოდუნება არ შეიძლება

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დანაღმვის ნიშნები ვერ აღმოაჩინა. ამის შესახებ სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა რაფაელ გროსიმ იაპონიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, სააგენტო ყურადღებით აკვირდება. “დღეს კონტაქტი მქონდა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მუდმივი მისიის ექსპერტებთან, სულ რამდენიმე საათის წინ. ვიცით ორივე მხარის მტკიცებები და განცხადებები… ცოტა ცოტა ხნის წინანდელი ინსპექციის დროს დანაღმვის არანაირი ნიშნები ვერ დავაფიქსი

„ფორმულას“ ცნობით, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმაში სუსის გამომძიებელი ფიგურირებს

„ტელეკომპანია „ფორმულას“  ერთ-ერთ დამფუძნებელზე, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმაში სუსის გამომძიებელი, გიორგი მუმლაძე ფიგურირებს“ – ამის შესახებ ინფორმაციას და ვიდეოკამერების ჩანაწერებს ტელეკომპანია ავრცელებს. „ფორმულას“ ცნობით, ერთ-ერთი პირი, რომელიც ამ კადრებში ჩანს სუსის გამომძიებელი გიორგი მუმლაძეა. მათივე ინფორმაციით,  გიორგი მუმლაძე სუსის უფროსის მოადგილის, ლევან ახობაძის ნათლულია. „ფორმულაში“ ამბობენ, რომ მიშა მშვილდაძეზე თავდასხმას სწორედ ლევან ახობაძე კურირებდა. „გიორგი მულაძე მუშა

გიტანას ნაუსედა - ნატო-ს სამიტი უკრაინელებს იმედებს არ გაუცრუებს

ლიეტუვის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას განცხადებით, ნატო-ს სამიტი უკრაინელებს იმედებს არ გაუცრუებს. ნაუსედა იმედოვნებს, რომ ვილნიუსის სამიტზე ჩასული უკრაინის პრეზიდენტი „აუცილებლად მიიღებს ბევრ რამეს, თუმცა შესაძლოა, არა ყველაფერს, რასაც ელოდება თავისი გეგმების მაქსიმუმიდან“. „მაქვს შეგრძნება, რომ ჩვენ ვიპოვით იმ ფორმულირებას, რომელიც იმედებს არ გაუცრუებს უკრაინელებს და იტყვის იმაზე მეტს, ვიდრე მივეჩვიეთ გაჟღერებას“, – აცხადებს ნაუსედა. პრეზიდენტის თქმით, წარმატება იქნება

ქართული ლურჯი მოცვი გერმანიისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების წამყვან სუპერმარკეტებშია ხელმისაწვდომი

ქართული ლურჯი მოცვის შეძენა გერმანიისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების წამყვანი სუპერმარკეტების ქსელებში უკვე შესაძლებელია,- ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ქართული საექსპორტო პროდუქტი, გერმანიაში Rewe-ს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, კერძოდ დუბაიში კი, Westzone-ის, Lulu-ს და Wemart-ის სუპერმარკეტებში იყიდება. „ეს წარმატება ექსპორტის საბაზრო კავშირების გენერირების პროგრამის შედეგია, რომელსაც USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამ

პროკურატურის ინფორმაციით, დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას გვამიდან აღებული მასალების დაზიანების გამო, სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგოს, ანი იანუშაიტიტეს სისხლის სამართლის საქმეზე, გამოძიების ფარგლებში ჩადენილი სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, გამოძიება მიმდინარეობს. პროკურატურის განმარტებით, ანი იანუშაიტიტეს გვამიდან აღებული მასალების სავარაუდოდ, შენახვის პირობების დარღვევამ საკვლევ მასალაზე ობის მაგვარი დანაშრევების წარმოშობა გამოიწვია. უწყების ცნობით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პ

ნათია მეზვრიშვილი 5 ივლისის მოვლენებზე - სამართლებრივად ეს იყო ორგანიზებული ძალადობა, რომელსაც ჰყავდა კონკრეტული აქტორები, მათ შორის უშუალოდ კობახიძის სახით

კობახიძემ, 5-6 ივლისის ძალადობას სამართლებრივად არ ჰყავდა ორგანიზატირიო -  არ არსებობს თეთრი, რაზეც შავის თქმა არ შეუძლია, თუ დასჭირდა იტყვის, რომ ირაკლი კობახიძე კი არა, ირაკლი ღარიბაშვილია, არ არსებობს კანონმდებლობის ასეთი განზრახ არაკეთილსინდისიერი ინტერპრეტატორი, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი წერს და დასძენს, რომ 5-6 ივლისის ძალადობას პირდაპირი ეთერიდან უშუალოდ ახალისებდნენ ალტ-ინფოს „წამყვანები“. მისივე განცხადებით

დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას დედა - ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გაგზავნილი დნმ-ანაწმენდები არის დაობებული, პაკეტი გახსნილი - ეს არის დანაშაული

დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას, ანა იანუშაიტიტეს დედის, ნატო ხუტაშვილის განცხადებით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის დეტალურმა შესწავლამ გამოავლინა, რომ საქმისათვის საკვანძო მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები დაზიანებულია. როგორც მან “უფლებები საქართველოს“ იურისტთან, ელისო რუხაძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ეს არის დანაშაული და „ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს ექსპერტიზის ბიუროში, რომ

ნათია მეზვრიშვილის LIVE ჩართვა - კობახიძის ტყუილები ევროკავშირის 12 პუნქტზე  - რა არ შეასრულა ხელისუფლებამ ?

კობახიძის ტყუილები ევროკავშირის 12 პუნქტზე  - რა არ შეასრულა ხელისუფლებამ ? ნათია მეზვრიშვილი, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე LIVE 10000000_817683632872253_1319175661755318188_n.mp4

ანა ბუჩუკური - პარადოქსია, ყველა კვლევით ჯარს აქვს ავტორიტეტი, თუმცა დიდ ნაწილს ჯარში წასვლა არ უნდა, რადგან პირობები არ მოსწონს (ვიდეო)

“როგორი პარადოქსული სიტუაცია გვაქვს- ყველა კვლევით ჯარს აქვს ავტორიტეტი და ჯარისკაცს ჩვენს ქვეყანაში ყველა პატივს სცემს, თუმცა დიდ ნაწილს ჯარში წასვლა არ უნდა. მიზეზი ერთია - იქ არსებული პირობები არ მოსწონს. პროფესიული ჯარი უნდა გააძლიერონ და სისტემა ისეთი გახადონ, მათ შორის სოციალური პირობები ისეთი შექმნან, რომ ახალგაზრდას ჯარში წასვლა მოუნდეს და არ ცდილობდეს მისგან დამალვას ან თავის არიდებას.”   ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი 358231341_6

“ჯორჯიან ეარვეისი” მოსკოვიდან ნიცაში თბილისის გავლით იფრენს

„საქართველოს ავიახაზები“ მოსკოვიდან ნიცის მიმართულებით ტრანზიტულ ფრენებს იწყებს. ტრანზიტული რეისი სრულდება თბილისის გავლით, სადაც მგზავრებს გადაჯდომისთვის 1 საათი და 10 წუთი აქვთ. “ჯორჯიან ეარვეისი” საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ფრენები 8 ივლისიდან, კვირაში ორჯერ შესრულდება. ბილეთების ფასი 1422 ლარიდან 2026 ლარამდე მერყეობს. ნიცას გარდა, Georgian Airways ასევე ახორციელებს ტრანზიტულ ფრენებს მოსკოვიდან პარიზში, ამსტერდამში, ვენაში, სალონიკში, თელ-ავივში, მილანში, ბერლინს

წელს საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმზეა — სსც

2023 წლის მაისის მონაცემებით, სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 668 555 პირს შეადგენს. “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” თანახმად, ეს მაჩვენებელი წელს ისტორიულ მაქსიმუმზეა. “მარტში შემწეობის მიმღებთა რიცხვი 676 641 ადამიანი იყო. ამ წლის მაისის მონაცემებით, სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 668 555 პირია, რაც ქვეყნის საერთო მოსახლეობის 17.9%-ს შეადგენს. ეს მაჩვენებელი სერვისის ამოქმედებიდან დღემდე ყველა წლის საშუალო მაჩვენებლებს აღემატება”, — დასძენს ორგანიზაცია.

ჯერაც არ დასჯილან ძალადობის ორგანიზატორები — საიას განცხადება 5 ივლისზე

2021 წლის 5-6 ივლისის ძალადობრივი მოვლენებიდან 2 წელი გავიდა, თუმცა შესაძლო დანაშაულების ყველა ეპიზოდი სათანადოდ გამოძიებული ამ დრომდე არ არის — აღნიშნავს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ოთხშაბათს, 5 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში. ორგანიზაციის სიტყვებით, ნათელია, რომ “მიუხედავად კონკრეტული მოძალადე პირების დასჯისა”, შესაბამის სახელმწიფო უწყებას “არ აქვს ნება, დასაჯოს ძალადობის ორგანიზატორი, ხელმძღვანელი ან ძალადობრივი ქმედებების საჯაროდ მომწოდებელი პირები”. საია ასევე დასძენს, რომ

ბერდია სიჭინავა - ჩვენსა და უკრაინას შორის კონკრეტული ადამიანები გახდნენ პოლიტიკის მსაზღვრელი ფაქტორები - ეს არის “ოცნების” პოლიტიკით შექმნილი ბუნდოვანება (ვიდეო)

სამწუხაროა, რომ ჩვენსა და უკრაინას შორის კონკრეტული ადამიანები გახდნენ პოლიტიკის მსაზღვრელი ფაქტორები - ეს არის “ოცნების” პოლიტიკით შექმნილი ბუნდოვანება, - ამის შესახებ გადაცემაში "კომენტარი", პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.   როგორც ბერდია სიჭინავამ გადაცემის მსვლელობისას აღნიშნა, უკრაინაში ომის დაწყების დღიდან “ოცნების” განცხადებები ემსახურება ქართულ-უკრაინული ურთიერთობების გაცივებას.   "ამასთან, “ოცნების” მხრიდან რო

"45 წლის ვარ - 7 შვილის დედა და 2 შვილიშვილის ბებია. წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებს ვაბარებ" - ვინ არის ქალი, რომელიც სტერეოტიპებს ამსხვრევს

ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებს წელს 45 წლის ქალი, 7 შვი­ლის დედა და ორი შვი­ლიშ­ვი­ლის ბე­ბია აბა­რებს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე, "ფე­ის­ბუქ­შია" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი. მეგი თა­თეშ­ვი­ლი თა­ვის ამ­ბავს სა­ზო­გა­დო­ე­ბას უყ­ვე­ბა: "45 წლის ვარ - 7 შვი­ლის დედა და 2 შვი­ლიშ­ვი­ლის ბე­ბია. წელს ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებს ვა­ბა­რებ. ამ ასაკ­ში მი­ღე­ბუ­ლი ჩემი ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ბევ­რის­თვის ალ­ბათ უც­ნა­უ­რია…1995 წელს ჟურ­ნა

თბილისში სამშენებლო ობიექტიდან მუშა გადმოვარდა

თბილისში, ერთ-ერთი სამშენებლო ობიექტიდან მუშა გადმოვარდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი, სავარაუდოდ, მე-8 სართულიდან გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა. როგორც “ინტერპრესნიუს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის 240-ე მუხლით დაიწყო. მომხდარის სხვა დეტალები უცნობია. იპნ

კელი დეგნანი - საქართველოსა და უკრაინას ერთი მტერი ჰყავს, ამ აგრესიულ მოწინააღმდეგესთან გაერთიანებულები უნდა იყვნენ - იმედი მაქვს, დიპლომატიური დისკუსიების, პირადი საუბრების მეშვეობით მოახერხებენ, განსხვავებულობის დაძლევას

საქართველოსა და უკრაინას ერთი მტერი ჰყავთ, ამ ძალიან აგრესიულ მოწინააღმდეგესთან გაერთიანებულები უნდა იყვნენ. ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. “რა თქმა უნდა, ჩემზე არ არის უკრაინასა და საქართველოს შორის ოფიციალური კომუნიკაციის კომენტირება დამოკიდებული. თვალსაჩინოა, რომ ახლა ძალიან დაძაბული პერიოდია. რუსეთი უზარმაზარ ზეწოლას ახორციელებს უკრაინაზეც და საქართველოზეც. დასაწყისიდან ჩვენ რაც ბევრჯერ ვთქვით, არის ის, რომ ძალიან მნიშვნელოვა

ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი გამარჯვების შემდეგ მსოფლიო კიდევ ერთხელ დარწმუნდება, რომ ყოველთვის იმარჯვებს ის, ვინც თავისუფლებას აფასებს, გილოცავ 4 ივლისს, ამერიკა - უკრაინის იმედი გქონდეთ

აშშ-ს ყოველთვის შეუძლია უკრაინის, როგორც მოკავშირის, იმედი ჰქონდეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ვიდეომიმართვაში განაცხადა. “მსოფლიო ნათლად ხედავს, რომ ახლა ის, ვინც უკრაინასთან დგას, თავისუფლებას იცავს. და ჩვენი გამარჯვების შემდეგ მსოფლიო კიდევ ერთხელ დარწმუნდება, რომ ყოველთვის იმარჯვებს ის, ვინც თავისუფლებას აფასებს. გილოცავთ 4 ივლისს, ამერიკა! და, გთხოვთ, გახსოვდეთ, რომ თავისუფალთა და მამაცთა კოალიციაში თქვენ ყოველთვის შეგ

სურსათის ეროვნული სააგენტო - ბოლო ორ თვეში საქართველოში ტრიქინელოზის მეოთხე შემთხვევა დაფიქსირდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბოლო ორი თვის განმავლობაში საქართველოში ტრიქინელოზის მეოთხე დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. სააგენტო განმარტავს, რომ 3 ივლისს, სურსათის ეროვნულ სააგენტოში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან შევიდა შეტყობინება ტრიქინელოზის კლინიკურად დადასტურებული შემთხვევის შესახებ. პაციენტების განცხადებით, ისინი რეგულარულად ყიდულობდნენ ღორის ხორცს ხუდადოვის ქუჩაზე, სადაც სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფლებამოსი

სამხედრო სავალდებულო სამსახურის ერთი წლით გადავადების მოსაკრებელი 5 ათასი ლარი იქნება

სამხედრო სავალდებულო სამსახურის ერთი წლით გადავადების მოსაკრებელი 5 ათასი ლარი იქნება. ამჟამად სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებელი, 18 თვით გადავადებისათვის 2 000 ლარს შეადგენს. „თავდაცვის კოდექსის“ პროექტის პირვანდელი ვარიანტით მოსაკრებლის ოდენობა 10 ათასი ლარის ოდენობით იყო განსაზღვრული, რაც საკანონმდებლო ინიციატივის საკომიტეტო განხილვის დროს პროექტიდან ამოიღეს. დღევანდელ სესიაზე კი ცნობილი გახდა, რომ კანონით ჯარში გაწვევის გადავადების მოსაკრებელი 5 ათასი ლარი იქნ
×
×
  • შექმენი...