თითოეულმა დეპუტატმა, ვინც რუსულ საქმეს დაუჭერს მხარს, გაიაზროს რომ ინდივიდუალურად იღებენ პასუხისმგებლობას ჩვენი ქვეყნის ისტორიის წინაშე. მათ ისტორიული სასჯელი ელით, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ვინც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს მხარს დაუჭერს რუსულ საქმეში მიიღებს მონაწილეობას.
„დღეს, რაც საქართველოს პარლამენტში ხდება, რასაც „ქართული ოცნება" აკეთებს, ანტიქართული საქმეა. თითოეულმა დეპუტატმა, ვინც რუსულ საქმეს
მმართველი პარტია ვერავის ვერც გაათავისუფლებს და ვერც დაიჭერს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, აპირებენ თუ არა, რომ შესაბამისმა უწყებებმა აქციაზე დაკავებული ადამიანები გაათავისუფლონ.
მისი თქმით, აღნიშნული საკითხი შესაბამისი უწყებების საქმეა.
„უწყებები მოქმედებენ არა პოლიტიკური მოთხოვნების შესაბამისად, არამედ კანონების შესაბამისად. რაც კანონით იქნება გათვალისწინებული, გაკეთდება ზუსტად ისე“, - განაცხადა კობახიძემ.
ცნობი
რუსებს მოსკოვი-ქუთაისის რეისის განახლება ევროპაში იაფი ფრენებისთვის ეჩქარებათ. რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის სააგენტოების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე, დიმიტრი გორინი Forbes-თან ინტერვიუს დროს აცხადებს, რომ ქუთაისის მიმართულებით ფრენა „მეტად საინტერესოა,“ რადგან იქიდან უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, Wizz Air ევროპის მიმართულებით, კერძოდ, ვარშავაში, ლარნაკაში, ბარსელონაში, რომში, პარიზში და სხვა ქალაქებში დაფრინავს.
გორინს Tutu Travel Service-ის ავიაბილეთების მიმართულების ხელმძღვანე
ძლიერმა წვიმამ იმერეთის რეგიონში პრობლემები შექმნა. სტიქიამ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები და სათავსოები დატბორა.
ადგილობრივების თქმით, დაუზიანდათ ტექნიკა, ავეჯი, პროდუქტი. წყალმა დახოცა შინაური ფრინველი და გაანადგურა სახნავ-სათესი სავარგულები. მოსახლეობის თქმით, მოსავლის გარეშე დარჩნენ და დახმარებას ითხოვენ.
„ძლიერი წვიმა მოვიდა, მთელი ღამე წვიმდა, დილით წყალი მოვარდა, სახლები და სათავსოები დატბორილია. სახლებში ვერ შევდივართ. განადგურდა ტექნი
რატომ არ აწყობს “ოცნებას” დაშლილი “ნაც.მოძრაობა”?
მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
407872180_318748191050262_1453286728745746072_n.mp4
რუსეთის ფედერაციის საბჭომ საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს დანიშნა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შესაბამისი დადგენილება პალატამ ხუთშაბათს გამართულ სხდომაზე მიიღო.
„დადგენილება ძალაში შედის ოფიციალური გამოქვეყნების დღიდან“, - ნათქვამია საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ დადგენილებაში.
ფედერაციის საბჭოს საკონსტიტუციო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ვლადიმერ პოლეტაევის განმარტებით, დადგენილების ძალაში შესვლიდან, ანუ ოფიციალური გა
სირიის ლიდერმა, ბაშარ ალ ასადმა გუშინ, 13 დეკემბერს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბა მიიღო. შეხვედრა ალ-მუჰაჯირინის პრეზიდენტის სასახლეში შედგა.
საოკუპაციო რეჟიმის ე.წ საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არძინბამ სირიის ლიდერს დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიასგან აფხაზეთში მიწვევა გადასცა. ასადმა მიწვევა მიიღო და აფხაზურ მხარეს სოხუმში 2024 წლის განმავლობაში ვიზიტს დაჰპირდა.
სოხუმის რეჟიმის ინფორმაციით, ასადმა პირობა დადო, რომ „ძალ-ღონეს არ დაიშურებს
„ევროკავშირში გაწევრიანება და 2024 წლის არჩევნები საქართველოსთვის უნიკალური შანსია და ეს შანსია ოცნებისთვისაც, რომ თავი დააღწიოს იმ ჩიხს, რომლისკენაც ქვეყანა და საკუთარი თავი ყოველდღიურად მიჰყავს. როდესაც წითელ ხაზზე ვლაპარაკობ, ვგულისხმობ არჩევნების სამართლიანად ჩატარებას - ესაა წითელი ხაზი, რომელიც ოცნებას ჯერ არ გადაულახავს. ამიტომ ძალა უნდა მოიკრიბოს და საკუთარ ფულზე ზრუნვის ნაცვლად, საქართველოზე იზრუნოს, გადადგას სწორი ნაბიჯები - ცუდს ცუდი დაარქვას და კარგს - კარგი, ვიდრე იმას რასაც ჯერ კიდ
წინასაახალწლოდ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები წიწვოვანი მცენარეების მოპოვებასა და ტრანსპორტირებაზე კონტროლს ამკაცრებენ. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ეროვნული სატყეო სააგენტოს კამპანიას - „ ნუ მოჭრი ნაძვს“ საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები შეუერთდნენ და მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდეს, სადღესასწაულოდ ხელოვნური ნაძვის ხე გამოიყენონ.
წიწვოვანების უკანონოდ მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეა
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, შესაძლოა, მიმდინარე კვირაში სამუშაო ვიზიტით დასავლეთ ევროპას ეწვიოს, - ამის შესახებ Bloomberg-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის ცნობით, ზელენსკიმ, შესაძლოა, მონაწილეობა მიიღოს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში, რომელიც 16-18 თებერვალს გაიმართება. ევროპული ტურნეს ფარგლებში ზელენსკი პარიზსა და ბერლინსაც ეწვევა. ასევე განიხილება ლონდონში ვიზიტის შესაძლებლობა.
Bloomberg-ის წყაროების ცნობით, ზელენსკი გეგმავს ფოკუსირება მოახდინ
გურიაში ეროვნული პარკი შეიქმნება. აღნიშნულს გულისხმობს მთავრობის მიერ „გურიის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ“ მომზადებული კანონპროექტი.
პროექტის წარდგენა პარლამენტში გასული წლის მიწურულს მოხდა და ახლა მისი საკომიტეტო განხილვები მიმდინარეობს.
კანონპროექტის მიღების შედეგად, ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 15 310 ჰა ფართობს მიენიჭება ეროვნული პარკის სტატუსი და შეიქმნება ახალი დაცული ტერიტორია გურიის ეროვნული პარკი.
დღეს დილიდან, ჩვენ კიდევ ერთხელ ვაკვირდებით ქართული ოცნების მავნებლობას, ნებისმიერი გზებით, მებისმიერი საშუალებებით გაიხანგრძლივოს საკუთარი ძალაუფლება. სამწუხაროდ, ხშირად ეს ხდება ქვეყნის მნიშვნელოვანი მიღწევების, პროგრესის ფასადაც კი.
ძალიან კარგად ჩანს, რომ ოცნების მთავარი მოტივი და მიზანი, ქვეყნის განვითარება კიარა, პოლიტიკური თვითგადარჩენაა. პარტია, რომელიც ამბობს რომ აქვს 60% იანი მხარდაჭერა, ჯერ მისი წინამორბედის მსგავსად, საკუთარ საარჩევნო ისტერიულ შიშებზე არგებს კანონებს, და იქვემ
„ოცნებამ“ ევროპას უთხრა, არა - „ოცნება“ არის დაკავებული ჩვენი ევროპული გზის და ჩვენი მომავლის საბოტაჟით, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რითაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პარლამენტში კვლავ დაინიცირებას გამოეხმაურება.
მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ თავისი განაცხადი ძალიან მკაფიოდ გააკეთა.
„[ქართულმა ოცნებამ“] ევროპას უთხრა არა, ყველა მიმართულებით, რაც წინა რეკომენდაციებში ეწერა, რაც დღევანდელ 9 რეკომენდაციაში
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარტიის წევრებთან ერთად 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო.
როგორც გახარიამ აღნიშნა, 9 აპრილი ტრაგიკული დღეა, თუმცა ამავე დროს, გარკვეული იმედის მომტანი დღეც უნდა იყოს.
„35 წელი გავიდა ამ ტრაგიკული დღიდან. თითოეული ქართველისთვის უმძიმესი დღეა, მაგრამ იმედის მომცემი. განსაკუთრებით მაშინ არის იმედის მომცემი, როდესაც ქვეყნის დამოუკიდებლობის, ერთიანობის, გამთლიანების იმედი გვაქვს. მაშინ, როდესაც გვერევა
ერთი მხრივ “ოცნება” გამოდის და უღირსად, უტიფრად ეუბნება საკუთარ მოქალაქეებს, რომ თითქოს ისინი არიან ოჯახური ღირებულებების და ბავშვების დამცველები. საზოგადოებას გავახსენებ გუშინ როგორი უღირსი საქციელით გამოირჩეოდა სააკაშვილის და შემდეგ ივანიშვილის პრომო ბიჭუნა - კალაძე. ბავშვის ფოტო ვერ გაუტარეს და ვერ აპატიეს ნაკრების ერთ-ერთ მთავარ გმირს - ქოჩორაშვილს და მამამისს მიაყენეს შეურაცხყოფა, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენს გუნდშია.
ამ ყველაფერ უღირსობას აქვს ერთი მიზანი - ადამიანების დაპირისპირება,
ჩვენი პარტნიორებისთვის გადამწყვეტი იქნება არჩევნები. არაფერს ჩაგვიკეტავენ, როგორც ქვეყანას. ამათ შეიძლება ჩაუკეტონ, მაგრამ ჩვენ ქვეყანას, საზოგადოებას არაფერს ჩაუკეტავენ არჩევნებამდე! ამიტომ, ჩვენ უნდა მივიდეთ 26 ოქტომბრამდე. ყველას ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რომ ყველა თავის ადგილას იყოს, ყველამ ეს პასუხისმგებლობა გაითავისოს ბოლომდე იმიტომ, რომ რუსეთის გეგმა არის ზუსტად ეს - ჯახი, არეულობა, დესტაბილიზაცია, -ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია "პირველის“ ეთერში განაცხადა.
ლიეტუველი ევროპარლამენტარი, ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, რომ “ქართული ოცნება” ცდილობს რუსული სტილის კანონის მიღებას, მაშინ როცა ქართველი ხალხი პროევროპულადაა განწყობილი და რუსულ კანონს დემონსტრაციებით უპირისპირდება. ასე გამოეხმაურა ევროპარლამენტარი მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველო, ამ ეტაპზე, არ არის მზად ევროინტეგრაციისთვის.
“დეკემბერში ღარიბაშვილმა იზეიმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება და ამას გამარჯვება უწოდა. 4
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის, კერძოდ 3 მილიონ ლარზე მეტის გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, კერძოდ ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი და ფაქტობრივი მფლობელი, შემოსავლებს სისტემატურად არასწორად ადეკლარირებდა, რის შედეგადაც, მან 2014-2018 წლებშ
"სანქციები გზავნილია იმასთან დაკავშირებით, რომ ურთიერთობა გამწვავდა. ინდივიდუალური პირები, რომლებიც სანქციების ქვეშ ხვდებიან, არღვევენ საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ ნორმებს. ქვეყანაში სერიოზული დემოკრატიული კრიზისი შეიქმნა და ეს არის პასუხი."
ნატალია საბანაძე.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/375289772225961/
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი დასავლეთს რუსეთის მეზობელ ქვეყნებზე, მათ შორის საქართველოზე, კონტროლის მოპოვების მცდელობაში ადანაშაულებს.
„უნდა ვაღიაროთ: ნეოკოლონიალიზმი დიდი ხანია ძალიან მოუახლოვდა ჩვენი ქვეყნის საზღვრებს. პირველი ნაბიჯი ამ მიმართულებით იყო რუსეთის მეზობლებზე კონტროლის მოპოვება. მათ შორის საქართველოსა და უკრაინაში „ფერადი რევოლუციების“ გაღვივება, როდესაც თბილისსა და კიევში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სტიპენდიატის, მ.სააკაშვილისა და ყო
20 ივნისის ტრაგიკულ მოვლენებს, პოლიტიკური მხარეები იყენებენ, მათი პოლიტიკური ინტერესების გასატარებლად და არავის ობიექტური ჭეშმარიტება არ აინტერესებს.
ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/808614914319056/
საერთაშორისო პარტნიორები არ ენდობიან იმ კვლევებს, რომლებსაც კარდაკარ დაატარბს ოპოზიციის ნაწილი. არსებობს საერთაშორისო კვლევა, ძალიან ავტორიტეტული, ეს იციან ოპოზიციურმა პარტიებმაც და აი იმ კვლევაში ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა.
ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1155647969099933/
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის კურსის გამო ქვეყნის EU-შო გაწევრების პროცესი შეჩერდა. მის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
ამასთან, ელჩის თქმით, გერმანიამ გადაწყვიტა, რომ საქართველოსთან ახალი ფინანსური ვალდებულებები ამ ეტაპზე არ აიღოს.