Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.098.880

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

რასა იუკნევიჩიენე - ევროპარლამენტი ძალიან მკაფიო შეტყობინებას უგზავნის ბიძინა ივანიშვილსა და მის კოლაბორანტებს „ქართული ოცნებიდან“: ევროკავშირში გაწევრიანება შეუთავსებელია მათ პოლიტიკასთან

ევროპარლამენტი ძალიან მკაფიო შეტყობინებას უგზავნის ბიძინა ივანიშვილსა და მის კოლაბორანტებს „ქართული ოცნებიდან“: ევროკავშირში გაწევრიანება შეუთავსებელია მათ პოლიტიკასთან. არ შეიძლება იყოთ პროევროპელები და ამავდროულად პროკრემლისტები, არ შეიძლება მხარს უჭერდეთ ევროპული ცხოვრების წესს და ამავდროულად ადიდებდეთ სტალინს , - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტში, საქართველოს საკითხზე მიმდინარე დებატებისას განაცხადა. მან მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტის სხვა ჯგუფებს, რომ

თეონა აქუბარდია - კითხვებზე პასუხგაუცემლობით, კიდევ ერთხელ დასტურდება, თუ რამხელა საფრთხეს უქმნის ივანიშვილის „ოცნება“ ქვეყნის ნამდვილ სუვერენიტეტს და როგორი ყალბია მისი ბუნდოვანი დაპირება ქვეყნის გამთლიანებასთან დაკავშირებით

ზუგდიდში ბიძინა ივანიშვილმა კვლავ დააბრალა საკუთარ ქვეყანას რუსეთთან ომის დაწყება, ხოლო ეთნიკურ წმენდაზე პასუხისმგებელი სეპარატისტებისთვის ცალმხრივი სამარცხვინო ბოდიშის შემდეგ, კვლავ მოითხოვა ქვეყნის ილუზორული ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის საკონსტიტუციო უმრავლესობა, ისე, რომ კვლავ არ ხსნის, თუ როგორ და რა გზით აერთიანებს ქვეყანას დასავლეთისგან იზოლაციის ფონზე, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თეონა აქუბარდიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. აქუბარდიამ

საია - თეთრიწყაროს სასამართლო სხდომაზე დადგინდა, რომ ბიულეტენების აპარატში მოთავსებისას, უკანა მხარეს გაკეთებული არჩევანი ხილვადია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის ინფორმაციით, თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ საიას შუამდგომლობა დააკმაყოფილა. „ერთადერთმა სასამართლომ დააკმაყოფილა საიას შუამდგომლობა ბიულეტენების გამოთხოვაზე და დადასტურდა ის, რაც ამ საქმისთვის არსებითია”, - წერს ქურდოვანიძე „ფეისბუქზე“. თეთრიწყაროს სასამართლოში ხმის ფარულობის საკითხზე საიას სარჩელის განხილვა მიმდინარეობს. საიას ინფორმაციით, მიმდინარე პროცესის ფარგლებში, მოსამართლემ საიას შუამდგომლობის ს

გიორგი შარაშიძე - ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ელჩებს, რომ 25 ნოემბრის სხდომაზე დასწრებით “ოცნებას” არ მისცენ საშუალება, რომ ეს სათავისოდ გამოიყენოს (ვიდეო)

ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ელჩებს, რომ 25 ნოემბრის სხდომაზე დასწრებით “ოცნებას” არ მისცენ საშუალება, რომ ეს სათავისოდ გამოიყენოს. გიორგი შარაშიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/584979613935940

გიორგი გახარია - ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ დღევანდელი კრიზისი მარტო „ოცნების“ ბრალი არ არის, ჩვენი ბრალიც არის - გადამეტებული მოლოდინების შექმნას, ადამიანების ემოციებსა და სენტიმენტებზე თამაშს, დიდი იმედგაცრუება და გაბრაზება მოჰყვება

ყველას ძალიან კარგად უნდა ესმოდეს, რომ დღევანდელი კრიზისი, სადაც ვართ, მარტო „ოცნების“ ბრალი არ არის, ჩვენი ბრალიც არის , - ამის შესახებ „გახარია საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა. გახარიას მოსაზრებით, აქციის შედეგების ხალხზე დაბრალება „არის ისეთი წარმოუდგენელი შეცდომა, რომელსაც ხალხი არავის აპატიებს“. „ნებისმიერი რადიკალიზაცია, სადაც არ უნდა იყოს: ქუჩაში, დაპირისპირება.... ეს ივანიშვილისთვის ისეთი საჩუქარი იქნება, რომ ამის გაკეთება არცერთ შემთხვევაში არ შე

პეტრას აუსტრევიჩუსი - მოვუწოდებთ, დაიწყოს საერთაშორისო გამოძიება, რომელსაც სათავეში ევროკავშირი ჩაუდგება, რაც შეიძლება სწრაფად - ამ არჩევნებს საქართველოში ექნება უზარმაზარი გავლენა ევროკავშირთან ურთიერთობებზე

როცა საქმე ეხება ევროკავშირის კანდიდატი წევრი სახელმწიფოებისაგან აუცილებელ სტანდარტებს, საქართველოში დაფიქსირდა არაერთი გაყალბება, რომელიც ძირს უთხრის არჩევნების თავისუფლებას, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა სტრასბურგში პრესკონფერენციაზე განაცხადა. აუსტრევიჩუსი მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაიწყოს საერთაშორისო გამოძიება 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით, რომელსაც სათავეში ევროკავშირი ჩაუდგება. „ველოდებით ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას საქართველოში არსებულ საკმაოდ

მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის დედა შვილის დაკავების დეტალებზე საუბრობს

მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის დედა, ლიკა გუნცაძე მისი შვილის დაკავების დეტალებზე საუბრობს. როგორ ის აცხადებს, დაკავების შემდეგ ანდრო ჭიჭინაძეზე ფიზიკური ზეწოლა არ განხორციელებულა. „მე სანდრო დავტოვე სახლში, რაღაც პროექტზე მუშაობდა. ჩემს საქმეებს რომ მოვრჩი, ძალიან ბევრი ადამიანის გამოტოვებული ზარი ვნახე. შემდეგ მითხრეს, რომ სანდრო დაიჭირეს. შემოვედი ეზოში თუ არა, ვნახე, ალბათ, 60 პოლიციელი. ამასობაში ხელბორკილებით გამოიყვანეს ანდროც. ბოლოს იყო, რომ მითხრა „დედა არ ინერვიულოო“. მერე სამმა პოლიციელ

“ქართული ოცნება” პროტესტის ნიშნად PACE-ში მუშაობას წყვეტს

“ქართულმა ოცნების” დეპუტატები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) “მუშაობას წყვეტენ”. ამის შესახებ “ოცნების” დელეგაციის სახელით თეა წულუკიანმა განაცხადა. მანამდე PACE-მ  “ოცნების” დელეგაციის უფლებამოსილება ცნო, თუმცა, დროში გაწერილი პირობებითა და გარკვეული შეზღუდვებით. კერძოდ, იმისათვის, რომ “ოცნების” დეპუტატებს PACE-ში მუშაობის გაგრძელება შესძლებოდათ, 2025 წლის აპრილამდე უნდა გაეთავისუფლებინათ პოლიტპატიმრები და გამოაცხადებინათ ახალი არჩევნები. წულუკიანის განცხადებით, ეს პირობები

ლევან გოგიჩაიშვილი - როდესაც გახსნი პანდორას ყუთს და გამოუშვებ დემონებს, შემდეგ ამ დემონებს ვეღარ აკონტროლებ

"როდესაც შენ გახსნი პანდორას ყუთს და გამოუშვებ დემონებს, შემდეგ შენ ამ დემონებს ვეღარ აკონტროლებ. რადგან ეს პანდორას ყუთი გახსნილია, ჩვენ ხელს შევუწყობთ, რომ ეს ყუთი არასდროს დაიხუროს. კითხვებს უნდა გაეცეს პასუხი. გადაიხადა თუ არა ბიძინა ივანიშვილმა 7 ნოემბრის დარბევის შემდგომ თანხა პოლიციაში?" ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1315858989463964

აღდგა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის კავშირი ერთადერთ ელექტროგადამცემ ხაზთან

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორის, რაფაელ მარიანო გროსის ინფორმაციით, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე აღდგა კავშირი ერთადერთ დარჩენილ, 750-კილოვოლტიან ელექტროგადამცემ ხაზთან. კავშირის აღდგენა სადგურის უკრაინელმა თანამშრომლებმა 18 ოქტომბერს დაუდასტურეს ადგილზე მყოფ, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტებს. რაფაელ მარიანო გროსის განცხადებით, ბოლო ათ დღეში სადგურსა და ელექტროგადამცემ ხაზს შორის კავშირი სამჯერ შეწყდა, რაც აჩვენებს რამდენად არასტაბილურია ბირთვული უს

იენს სტოლტენბერგი - ნატო-ს მოკავშირეები უზრუნველყოფენ საქართველოს მხარდაჭერას, საქართველო ჩვენი მჭიდრო პარტნიორია

უნდა გავაძლიეროთ ჩვენი პოლიტიკური პარტნიორობა, თანამშრომლობა და დიალოგი იმ ქვეყნებთან, რომლებიც რუსეთის შეჭრის მიმართ მოწყვლადები არიან, საქართველო ერთ-ერთი ასეთი ქვეყანაა, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბერლინში საგარეო პოლიტიკის ფორუმზე განაცხადა. საქართველოს მხარდაჭერის კონტექსტში ალიანსის გენერალურმა მდივანმა რეფორმების განხორციელებაში თანამშრომლობის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი. „ამაზე ნაწილობრივ პოლიტიკური, ნაწილობრივ კი სამხედრო რეაგირება არსებობს.

ISW: რუსეთმა შესაძლოა, ჰიდროელექტროსადგური გაანადგუროს ხერსონიდან უკან დახევის გადასაფარად

ამერიკული ანალიტიკური ცენტრი, ომის შემსწავლელი ინსტიტუტი(ISW) არ გამორიცხავს, რომ რუსეთი ამზადებს დარტყმას მის მიერ ოკუპირებულ ხერსონის ოლქში მდებარე კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე, რაშიც უკრაინას დაადანაშაულებს. ამერიკელი ანალიტიკოსების თანახმად, შესაძლოა, რუსული სარდლობა ვარაუდობს, რომ კაშხლის ჯებირის დანგრევის შედეგებით გადაფარავს მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირიდან რუსეთის სამხედრო ქვედანაყოფების უკან დახევას და აღკვეთს ან შეანელებს უკრაინის ჯარების წინსვლას. ISW ყურადღებას ამახვილებ

ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე მოსამართლე განაჩენს დღეს გამოაცხადებს

ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მოსამართლე განაჩენს დღეს გამოაცხადებს. გუშინდელ პროცესზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა, ასევე საბოლოო სიტყვით ისარგებლა ბრალდებულმა ბასილაშვილმა, თუმცა, აღნიშნული ეპიზოდი დახურულ სხდომაზე მიმდინარეობდა. გუშინ იყო პირველი სასამართლო პროცესი, რომელსაც დაზარალებული ნელი დოროყაშვილი არ დასწრებია. ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორ

ღალატის ბრალდებით დააკავეს უკრაიანის ბოლო „წითელი დირექტორი“

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ზაპოროჟიეში დააკავა სააქციო საზოგადოება „მოტორ სიჩის“ პრეზიდენტი 83 წლის ვიაჩესლავ ბოჰუსლაევი, რომელიც ეჭვმიტანილია ღალატსა და რუსეთთან თანამშრომლობაში. „მოტორ სიჩი“ მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი საწარმოა თვითმფრინავის ძრავების, ვერტმფრენებისა და სამრეწველო გაზის ტურბინების წარმოებაში. „მოტორ სიჩი“ აწარმოებდა ძრავებს „Ми“ ვერტმფრენებისთვის, რომლებსაც ადრე რუსეთიც ყიდულობდა. გარდა ამისა, ქარხანა აწარმოებდა ძრავებს თვითმფრინავებისთვის "Ил", "Ан" და სხვა.

სააპელაციო სასამართლო ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენს ხვალ გამოაცხადებს

„მთავარი არხის" დამფუძნებლის ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მოსამართლეთა კოლეგია გადაწყვეტილებას ხვალ, 2 ნოემბერს გამოაცხადებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ნიკა გვარამიას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განუცხადა, განაჩენის გამოცხადება 11:00 საათზეა ჩანიშნული. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ საქმეზე მოსამართლეთა კოლეგია სათათბიროდ 24 ოქტომბერს გავიდა. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებული აქვს როგორც ბრალდები

2023 წელს სახელმწიფო მედიკამენტების მაქსიმალურ ფასს განსაზღვრავს

2023 წლის იანვრიდან ჯანდაცვის სამინისტრო დაიწყებს მედიკამენტებზე მაქსიმალური ფასის დადგენას და წლის ბოლომდე განსაზღვრავს ყველა წამლის ფასის ზედა ზღვარს. ინფორმაცია ამ გადაწყვეტილების შესახებ დღეს, 9 ნოემბერს, მედიას ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მიაწოდა. ზურაბ აზარაშვილის თქმით, რეფერენტული ფასის დაწესება დაახლოებით 40%-ით გააიაფებს მედიკამენტებს და მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება მოსახლეობისთვის. მინისტრის თქმითვე, ჯერ არ არის განსაზღვრული, რომელ ქვეყნებს აიღებს საქართვე

რუსეთმა ისევ შეუტია კიევს და უკრაინის რამდენიმე ოლქს

რუსეთის სამხედრო ძალებმა დღეს ისევ მიიტანეს სარაკეტო იერიში უკრაინის დედაქალაქ კიევსა და რამდენიმე ოლქზე. კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო 2 ფრთოსანი რაკეტა და 2 უპილოტო საფრენი აპარატი. ინფორმაცია მსხვერპლის და ნგრევის შესახებ, ჯერ დაზუსტებული არ არის. წინასწარი ინფორმაციით, 4 ადამიანი დაიღუპა ზაპოროჟიეს ოლქში. უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, სარაკეტო დარტყმის შედეგად დანგრეულია საცხოვრებელი სახლები. ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციი

უკრაინის გათავისუფლებულ ტერიტორიებზე 700 ცხედარი იპოვეს

ბოლო ორი თვის განმავლობაში უკრაინელი სამხედროების მიერ გათავისუფლებული ხარკოვის, დონეცკისა და ხერსონის რეგიონების ტერიტორიებზე 700-ზე მეტი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ანდრია კოსტინმა განაცხადა. მისივე თქმით, დაღუპულთა 90 პროცენტზე მეტი უკრაინის მშვიდობიანი მოქალაქეა. გენერალურმა პროკურორმა ასევე აღნიშნა, რომ გამოვლენილია 20-ზე მეტი ე.წ. წამების კამერა - ადგილები, სადაც, გამოძიების თანახმად, რუსი სამხედროები უკრაინის დატყვევებულ მოქალაქეებს აწამებდნ

უკრაინის პარლამენტში შევიდა კანონპროექტი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის აკრძალვის თაობაზე

უკრაინის პარლამენტში შევიდა კანონპროექტი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და ყველა დაწესებულებისა და რელიგიური ორგანიზაციის აკრძალვის თაობაზე, რომლებიც შედიან რმე-ს შემადგენლობაში ან ექვემდებარებიან მას. ამის შესახებ ფეისბუკში იტყობინება დეპუტატი ირინა ფრიზი. მისი სიტყვებით, კანონპროექტი წარადგინა ფრაქცია „ევროპულმა სოლიდარობამ“. მან განაცხადა, რომ ეკლესია „ძალზე დიდხანს აწარმოებდა აშკარა ანტიუკრაინულ და დივერსიულ საქმიანობას და ხელს უწყობდა რუსეთის დანაშაულებრივი რეჟიმის ყველა მოქმედებას“

მსხვერპლი მოჰყვა მოსკოვის ოლქში, სავაჭრო ცენტრში გაჩენილ ხანძარს

დაცვის სამსახურის თანამშრომელი დაიღუპა მოსკოვის ოლქში, სავაჭრო ცენტრ „მეგა ხიმკის“ ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად. ამის შესახებ რუსული სააგენტოები იწყებიან საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით. მთლიანად განადგურებულია სამშენებლო მასალების გერმანული კომპანიის, OBI-ს ჰიპერმარკეტი, რომელიც სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე მდებარეობდა. სააგენტო „ტასი“ საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერდა, რომ ხანძარი აფეთქებამ გამოიწვია. მოგვიანებით, ამავე სამსახურში "ტასს"

კრემლმა პუტინის ყოველწლიური პრესკონფერენცია გადადო

წელს არ გაიმართება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ტრადიციული, დიდი პრესკონფერენცია. ამის შესახებ მისმა პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა. „ამასთან ვიმედოვნებთ, რომ პრეზიდენტი მაინც მოახერხებს ჟურნალისტებთან გასაუბრებას“, - თქვა პესკოვმა და დასძინა, რომ პრეზიდენტი ამას ყოველთვის აკეთებს, მათ შორის უცხოეთში ვიზიტების დროსაც. უკრაინაში შეჭრის შემდეგ პუტინი საზღვარგარეთ ოფიციალური ვიზიტით შვიდჯერ იმყოფებოდა: ერთხელ ირანში და ექვსჯერ - დსთ-ს ქვეყნებში. ნოემბერში გამოცემა "Р

ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, ბოსნია და ჰერცეგოვინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა

ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, ბოსნია და ჰერცეგოვინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მიკრობლოგ „ტვიტერზე“ წერს. შარლ მიშელის თქმით, კანდიდატის სტატუსის მინიჭება ძლიერი სიგნალია ხალხისთვის, თუმცა ასევე არსებობს ხელისუფლებისგან რეფორმების გატარების მოლოდინი. „დასავლეთ ბალკანეთის მომავალი ევროკავშირშია, გილოცავთ“, – წერს შარლ მიშელი. ამასთან, „როიტერის“ ცნობით, ბოსნია და ჰერცეგოვინა უკრაინის, მოლდოვის,

ურსულა ფონ დერ ლაიენი - მზად ვართ გავაგრძელოთ მუშაობა საქართველოსთან ერთად იმისთვის, რომ ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შერულების კუთხით ქვეყანამ პროგრესს მიაღწიოს

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ეხმაურება. როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენი აღნიშნავს, ევროკავშირი მზად არის გააგრძელოს მუშაობა საქართველოსთან ერთად იმისთვის, რომ ევროკომისიის მიერ, 2022 წლის ივნისში განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით ქვეყანამ პროგრესს მიაღწიოს და მაქსიმალურად იქნას გამოყენებული ევროკავშირის ეკონომიკური საინვესტიციო გეგმა, განსაკუთრებით შავი ზღვის დამაკავშირებელი პრ

ირაკლი კობახიძე: რომ არა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ 2018-21 წლებში საქართველოს არა უარყოფითი, არამედ დადებითი მიგრაციული სალდო ექნებოდა.

საქართველოს დემოგრაფიული მდგომარეობა და ტენდენციები სერიოზულ ყურადღებას საჭიროებს, თუმცა, ამ თემაზე ჭარბობს სპეკულაციური და უტრირებული განცხადებები, რაც სათანადო პასუხს მოითხოვს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება მის „ფეისბუქის“ გვერდზე ვრცელდება. კობახიძე მოქალაქეების მიგრაციაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ „როდესაც ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანა ეკონომიკურად შედარებით სუსტი ქვეყნის მოსახლეობას სავიზო რეჟიმს უმარტივებს, ბუნებრივია, ეს ფაქტი მოსახლეობის გად

ბორის ჯონსონი - ნატო-ს სათავეში ჩადგომა? მშვენიერი აზრია - საკუთარ თავს განვიხილავ კანდიდატად

დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობის დაკავების სურვილი გამოხატა. ამის შესახებ მან უკრაინულ ტელეარხ RADA TV-ს ეთერში ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის დროს განაცხადა. “ნატო-ს სათავეში ჩადგომა? მშვენიერი აზრია. იცით, სავსებით კარგი აზრია. მინდა ხაზი გავუსვა, ძვირფასო მეგობრებო, რომ ასეთი ჩანაფიქრი მაქვს და არავის დაავიწყდეს, რომ ასეთი კანდიდატი არის მარაგში. ამჯერად, ვფიქრობ, გამიმართლებს”, - თქვა ჯონსონმა. მან გაიხსენა, რომ იტალიი
×
×
  • შექმენი...