Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.108.648

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

საქართველოს მოქალაქეობის ტესტში აღარ არის კითხვები ოკუპაციასა და სააკაშვილზე

საქართველოს მოქალაქეობის მისაღებ ტესტებში აღარ არის კითხვები მიხეილ სააკაშვილის, ვარდების რევოლუციისა და ოკუპაციის შესახებ. ინფორმაცია თავდაპირველად „რადიო თავისუფლების” რუსულენოვანმა გამოცემამ, Ekho Kavkaza-მ გაავრცელა. საუბარია საქართველოს ისტორიის ტესტებზე, რომლის ახალი წესები 2024 წლის პირველი მაისიდან ამოქმედდა. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ძველ ტესტში იძებნება კითხვები შემდეგი ფორმულირებით: – დღეს რომელი სახელმწიფოს მიერაა საქართველოს ტერი

საფრანგეთში საქართველოს ელჩი გოჩა ჯავახიშვილი თანამდებობას ტოვებს

საფრანგეთში საქართველოს ელჩი გოჩა ჯავახიშვილი თანამდებობას ტოვებს. დიპლომატი სოციალურ ქსელში წერს, რომ „ვეღარ ხედავს საკუთარ როლსა და რესურსს ამ მიმართულებით: - ევროპისკენ მივდიოდე და ევროპისგან ვიცავდე თავს“. როგორც ჯავახიშვილი განმარტავს, ის გარემოება და განწყობა, რომელიც “რეინკარნირებული კანონპროექტის გამო“ ქვეყნის მეგობრებთან და უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობაში შეიქმნა, უკიდურესად ართულებს პირადად მისი, როგორც საფრანგეთის რესპუბლიკასა და მონაკოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი

ომბუდსმენი: იკვეთება მათ შორის პოლიტიკოსთა მხრიდან ბავშვების მასტიგმატიზებელი განცხადებები

სახალხო დამცველი აცხადებს, რომ გმობს მიმდინარე დღეებში სოციალურ ქსელებში საპროტესტო აქციების მონაწილე არასრულწლოვანების ფოტოების, ტელეფონის ნომრების გავრცელებას და მათ მიმართ გამოთქმულ მუქარას, სიძულვილის ენის შემცველ და შეურაცხმყოფელ მიმართვებს. ომბუდსმენის შეფასებით, შექმნილი პოლიტიკური ვითარების ფონზე, იკვეთება მათ შორის პოლიტიკოსთა მხრიდან ბავშვებისადმი მასტიგმატიზებელი განცხადებები. სახალხო დამცველი ასევე მიუთითებს, რომ უაღრესად მიუღებელია, რომ როგორც სამოქალაქო აქტივისტების, ასევ

თსუ-ს სტუდენტი: ორშაბათიდან უარს ვამბობთ აუდიტორიაში შესვლაზე, დილიდან რუსთაველზე ვიდგებით

თსუ-ს სტუდენტების ნაწილი ორშაბათიდან უარს ამბობს აუდიტორიაში შესვლაზე. მათი განცხადებით, ახლა რუსთაველზე დგომისა და რუსული კანონის გაპროტესტების დროა. ამის შესახებ განცხადება უნივერსიტეტის ეზოში თსუ-ს სტუდენტმა, გიორგი წოწორიამ სხვა სტუდენტების სახელითაც წაიკითხა. თსუ-ს სტუდენტის განცხადებით, ახლა „აუდიტორიებში მშვიდად ჯდომის დრო არაა”, რის გამოც გადაწყვიტეს, რომ 13 მაისიდან, რუსული კანონის მესამე მოსმენით განხილვების პარალელურად, აუდიტორიებში ყოფნის ნაცვლად პარლამენტთან იყვნენ. სტუდენ

განათლების სფეროს მკვლევრები რუსულ კანონს ეწინააღმდეგებიან

განათლების სფეროს მკვლევრები რუსულ კანონს ეწინააღმდეგებიან. განათლების დარგის აკადემიური სფეროს წარმომადგენლების განცხადება ჩვენ, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების განათლების მეცნიერებების დარგის წარმომადგენლები – პროფესორები, მკვლევრები თუ დოქტორანტები ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ და აცხადებენ, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანად მიიჩნევენ ისეთი საზოგადოების შენებას, რომელიც დაფუძნებულია პერსონალური და საზოგადოებრივი გაძლიერების და თავისუფლების, დიალოგისა და თანამშრომლობის,

პარტია "გახარია საქართველოსთვის" უმრავლესობას - თქვენ ვერ შეძლებთ ხელის გაშვერას მხოლოდ ივანიშვილისკენ - ჯერ კიდევ გაქვთ შანსი, გაიწვიოთ კანონი და უარი თქვათ ქვეყნის ღალატში მონაწილეობაზე

სამწუხაროა, რომ აქამდე მივედით, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვამბობდი, რომ პასუხისმგებლობა იქნებოდა პერსონალიზებული, - ასე ეხმაურება პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებას. პარტია ხელისუფლებას მიმართავს და მოუწოდებს, გაიწვიოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი. პარტია „საქართველოსთვის“ შეფასებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხვედრი იქნება მძიმე, ხოლო ფასი, რომლის გადახდაც მოუწევთ, დიდი. „ქართულმა ოცნებამ" და მისმა ლიდერმა წყალს

ხელისუფლების კრიტიკოსებს ისევ ურეკავენ, აგინებენ და ემუქრებიან

ხელისუფლების კრიტიკოსებს ისევ ემუქრებიან, ურეკავენ და აგინებენ. უცხო ნომრებიდან მუქარის ზარები შევიდა როგორც ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან და მათი ოჯახის წევრებთან, ისე – მოქალაქეებთან, რომლებიც ხელისუფლების კრიტიკულ პოზიციას ღიად გამოხატავენ. მოქალაქე გიგა გარუჩავამ „ფეისბუქზე” დაწერა: მანვე დაურთო შემომავალი ზარის სქრინშოთები:   აქვე გთავაზობთ სხვა მოქალაქეების პოსტებს, რომლებშიც ისინი მათთან ზარებსა და მუქარებზე საუბრობენ:        

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყება გაერო-ს რეზოლუციაზე - სამწუხაროდ, ყოველწლიურად იზრდება იმ ქვეყნების რიცხვი, რომლებიც მხარს უჭერენ ამ რეზოლუციას - დოკუმენტი ღიად მიკერძოებულია

ეს დოკუმენტი, რომელიც ყოველწლიურად წარედგინება გაერო-ს გენერალურ ასამბლეას საქართველოს ინიციატივით, არის ღიად მიკერძოებული, ყველა მხარის აზრის გათვალისწინების გარეშე შედგენილი და არ ასახავს რეგიონში არსებულ რეალურ ვითარებას, - ასე ეხმაურება ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას “აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. „ყველაზე სე

ახალი ფურცელი ქართული ჭიდაობის ისტორიაში - მირანდა კაპანაძე ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია #1TVSPORT

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, სერბეთში, ნოვი სადში მიმდინარე ტურნირზე მირანდა კაპანაძემ თავისუფალ ჭიდაობაში ოთხივე ორთაბრძოლა მოიგო და 17-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, რომ ქართული ჭიდაობის დიდ ისტორიაში, ჯერჯერობით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩვენი ქვეყნის ქალთა ეროვნული ან ასაკობრივი ნაკრების წევრი ამ რანგის შეჯიბრებაზე ჩემპიონი გახდა. მირანდა კაპანაძემ ევროპის ჩემპიონატის ფინალამდე ჩეხი ლანა პეზიჩი

ვინ არიან საქართველოსა და ესპანეთის ეროვნული ნაკრებების ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები - Top-5

დღეს 30 ივნისს, ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრები ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება. შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატზე 26 ივნისს, ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში, საქართველომ პორტუგალიის ნაკრები 2:0 დაამარცხა. ამ შედეგით საქართველოს ნაკრებმა 4 ქულა მოიპოვა და ევროპის ჩემპიონატზე მერვედფინალში გავიდა. მატჩის პირველი გოლი შეხვედრის დაწყებიდან მეორე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, ხოლო მეორე გოლი, მეორე ტაიმში პენალტით გიორგი მიქაუტაძემ.

საქართველოს რომელ მაღალმთიან რეგიონებში გაიზარდა და შემცირდა მოსახლეობა

ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს მაღალმთიან დასახლებებში მოსახლეობის სიმჭიდროვე ერთ კვ.კმ-ზე შემცირდა 6 ადამიანით, 366-დან 360 ადამიანამდე. ამის შესახებ ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს „საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2024-30 წლების სტრატეგიის“ დოკუმენტშია აღნიშნული. მონაცემების თანახმად, 2015 წელთან შედარებით, 2023 წელს საქართველოს მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში გარდაცვალების მაჩვენებელი, ქვეყნის მთლიან მოსახლეობაში, შემცირებულია 0,36%-ით და შეადგ

„გაფართოვდეს ამნისტიის კანონი" — ადვოკატების თქმით, პატიმრები რამდენიმე ციხეში შიმშილობენ

რამდენიმე ციხეში პატიმრებმა ამნისტიის კანონის გაფართოების მოთხოვნით შიმშილობა დაიწყეს. ამის შესახებ პატიმრების ოჯახის წევრები და უფლებადამცველები საუბრობენ. ადვოკატების თქმით, ქუთაისის N2 დაწესებულებაში 20 პატიმარი შიმშილობს. რუსთავის N5 პენიტენციურ დაწესებულებაში 50 პატიმარი შიმშილობს. ამის შესახებ „მთავარ არხს“ ციხიდან პატიმარი თავად ეუბნება. მისი თქმით, მოშიმშილე პატიმრები ამნისტიის კანონის უფრო მეტ მუხლზე გავრცელებას მოითხოვენ. ქსანში 30 პატიმარი შიმშილობს – ეუბნება პ

თბილისში ახალგაზრდა კაცს ეძებენ

თბილისში ახალგაზრდა კაცს ეძებენ. ახლობლების ცნობით, ბაკურ თოლორაია ორი დღეა სახლში არ მისულა და ოჯახი მასთან დაკავშირებას ვერ ახერხებს.  ის პატარა გლდანში, ჯანჯღავას ქუჩაზე ცხოვრობს.  ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ დარეკოთ ნომრებზე: 592 003 823 574 25 13 45.

მოტოციკლის მძღოლის დაღუპვის საქმეზე საპატრულო პოლიციის თანამშრომელს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მოტოციკლის მძღოლის დაღუპვის ფაქტზე დაკავებულ პოლიციელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. ცნობისთვის, 19 ივლისს, საპატრულო ეკიპაჟთან შეჯახების შედეგად მოტოციკლის მძღოლი დაიღუპა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის, მე-6 ნაწილითაა დაწყებული, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაცი

მიხეილ დაუშვილი - ჩვენს გუნდს ხაზარაძის ბოდიში არ გვჭირდება, მან ბოდიში უნდა მოუხადოს ქართველ ხალხს, რადგან მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მათ ატყუებდა

"მამუკა ხაზარაძემ ანაკლიის თემაზე არბიტრაჟი წააგო, სადაც იგი ჩვენს ქვეყანას 5 მილიარდ ლარს ედავებოდა. ადამიანმა, რომელმაც მთელი თავისი 4 წლიანი პოლიტიკური პიარკამპანია ამ ტყუილებზე ააგო და ჩვენ გვადანაშაულებდა, გუშინ ამ ტყუილებს საერთაშორისო არბიტრაჟმა წერტილი დაუსვა. ჩვენს გუნდს მისი ბოდიში არ გვჭირდება, მან ბოდიში უნდა მოუხადოს ქართველ ხალხს, რადგან მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მათ ატყუებდა." მიხეილ დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი.

აშშ-ის საელჩო - არც დეზინფორმაციას, არც სპეკულაციას არ შეუძლია უთანხმოებების მოგვარება - აშშ-ს სურს საქართველოსთან კარგი ურთიერთობა, გზაზე დაბრუნების პირველი ნაბიჯი საქართველოს მთავრობის მხრიდან უნდა იყოს, მათ წინადადებას ველით

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სენატორ ჯინ შაჰინისა და კონგრესმენ მაიკ ტერნერის ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც საელჩო განმარტავს, „არც დეზინფორმაციას, არც სპეკულაციას არ შეუძლია უთანხმოებების მოგვარება“. საელჩო განცხადებაში აღნიშნავს, რომ სენატორი შაჰინისა და კონგრესმენი ტერნერის „ბოლო ვიზიტის დროს პრეზიდენტი სააკაშვილი განხილვის თემა არ ყოფილა“. „განხილვის თემა იყო ის, რომ შეერთებულ შტატებს სურს საქართველოსთან კარგი ურთიერთობა და გზაზე დაბრუ

აშშ-მა პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი დაასანქცირა

აშშ-მ დაასანქცირა რუსი პროპაგანდისტი და რუსული პროპაგანდისტული მედიები „რია ნოვოსტი“, „RT“, „ტვ-ნოვოსტი“, „Rutply“ და „სპუტნიკი“. მიზეზი, ოფიციალური განცხადების თანახმად, „მოსკოვის მიერ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენის მცდელობებია“. ამის შესახებ „მედუზა“ წერს. ფიზიკურ პირებს სანქციის სახით სავიზო შეზღუდვები დაუწესდათ. სიმონიანის გარდა სანქცირებულნი არიან მისი ჰოლდინგის ტოპ-მენეჯერები. გარდა ამისა, ვაშინგტონი ათმილიონიან ჯილდოს აწესებს ინფორმაციისთვის, რომელიც ამერიკულ ა

TI: უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მერაბ გაბინაშვილი დეკლარაციაში უძრავ ქონებას არ უთითებს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს მერაბ გაბინაშვილს 2024 წლის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში საკუთარი უძრავი ქონება არ მიუთითებია. ორგანიზაციის ცნობით, მერაბ გაბინაშვილს დეკლარაციაში არ შეუტანია მის საკუთრებაში არსებული 121.16 კვ.მ. ფართი თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე; 801 კვ.მ. მიწა და მასზე მდებარე შენობა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფელში. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მიმართავს ანტიკორუფც

ნათია მეზვრიშვილი - “ოცნებამ” ომი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს გამოუცხადა და ამდენწლიანი ნაშენები ურთიერთობა დაანგრია

“ოცნებამ” ომი ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებს გამოუცხადა და ამდენწლიანი ნაშენები ურთიერთობა დაანგრია.     ”ოცნება” ჩამოყალიბდა თაღლითთა დაჯგუფებად, რომლებიც გამუდმებით იტყუებიან და ყველას აბრალებენ იმას რაც თვითონ არიან.   ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/551871360594762/

კალაძე ჰერჩინსკიზე: ყველა განვითარებულ ქვეყანაში გამოაპანღურებდნენ ქვეყნიდან

თბილისის მერი და „ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, კახა კალაძე ამბობს, რომ „განვითარებული ქვეყნიდან” ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის „გააპანღურებდნენ“. კახა კალაძისთვის მიუღებელია ჰერჩინსკის განცხადება, რომლითაც საქართველოში ევროკავშირის ელჩმა „ქართული ოცნების” საარჩევნო ბანერებს, რომლებიც რუსეთის მიერ დაბომბილ უკრაინაა გამოსახული, „აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და ამაზრზენი” უწოდა. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა კახა კალაძე სიტყვა „გაპანღურებას” იყენებს ევროპელი პარტნიორების

დიმიტრი ცქიტიშვილი - მაქსიმალურად ზღუდავენ ჩვენს საარჩევნო კამპანიას, ზოგჯერ ფარულად ხდება ეს, ზოგჯერ დაშინებით, ზოგჯერ ხალხის დათხოვნით სამსახურებიდან, შევიწროვებით

მაქსიმალურად ზღუდავენ ჩვენს საარჩევნო კამპანიას, ზოგჯერ ფარულად ხდება ეს, ზოგჯერ დაშინებით, ზოგჯერ ხალხის დათხოვნით სამსახურებიდან, შევიწროვებით, ესმით, რომ ერთ-ერთი ძლიერი პოლიტიკური დარტყმა ჩვენ შეგვიძლია მივაყენოთ მათ და ამიტომაც სამიზნეში ვყავართ ამოღებული. დიმიტრი ცქიტიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1491806441523166/

გიორგი გახარია ადასტურებს, რომ დღეს პრეზიდენტს შეხვდა

გიორგი გახარია ადასტურებს რომ დღეს პრეზიდენტს შეხვდა.  “მე ქალბატონ სლომესთან ძალიან სასიამოვნო საუბარი მქონდა“,- თქვა გახარიამ “დღის ამბებში“. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილთან პრემიერობის კანდიდატზე არ უსაუბრია, მხოლოდ რეფორმების დღის წესრიგი განიხილეს, რომელიც პარლამენტმა არჩვენების შემდეგ უნდა განახორციელოს. ვისაუბრეთ ყევლაფერზე, რაც აქტუალურია დღევანდელ დრეს ჩვენი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით არჩევნებამდე 4 დღით ადრე, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოსთვის ყველაზე დიდ

მოლდოვის პოლიციამ პრო-რუსული პარტიის მიერ ამომრჩეველთა მოსყიდვის საქმის ფარგლებში ჩხრეკა ჩაატარა

მოლდოვის პოლიციამ პრო-რუსული პარტიის მიერ ამომრჩეველთა მოსყიდვის საქმის ფარგლებში ჩხრეკები ჩაატარა. ამის შესახებ განცხადებას მოლდოვის პოლიციის გენერალური ინსპექტორატი ავრცელებს. მათი ცნობით, მოლდოვის პოლიციამ კიშინიოვსა და რიშკანებში რუსეთიდან შემოსული ფულით "შორის" პარტიისა და წინასაარჩევნო ბლოკის "გამარჯვება" მიერ ამომრჩეველთა მოსყიდვის საქმეზე ჩხრეკები ჩაატარა. როგორც აღინიშნება, ჩხრეკების ფარგლებში კვლაც დადასტურდა, რომ ილან შორის ქსელის მონაწილეები და პრო-რუსული ძალების ჯგუფი

გიორგი გახარია - ფაქტობრივად, გამოდის, რომ საკონსულოები არჩევნების გაყალბებაში თავისი ფუნქციით და როლით იყვნენ ჩართული (ვიდეო)

„ფაქტობრივად, გამოდის, რომ საკონსულოები არჩევნების გაყალბებაში თავისი ფუნქციით და როლით იყვნენ ჩართული“ — გიორგი გახარია ინტერვიუ სრულად youtu.be/h5T7ALkqp-o?si=hPUutz3LraL-yO_4  

აშშ-ში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება

აშშ-ში დღეს რიგით მე-60 საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. ამერიკის მოქალაქეები და შემდგომ საარჩევნო კოლეგია განსაზღვრავს, ვინ მართავს ქვეყანას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში - „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატი, ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი თუ „რესპუბლიკელი“ კანდიდატი, ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. საარჩევნო უბნები ყველაზე ადრე ვერმონტის შტატში იხსნება და ყველაზე გვიან - ჰავაის შტატში. დასავლური მედია წერს, რომ აშშ-ის არჩევნების შედეგები, როგორც წესი, უბნების დახურვიდან რამდენიმე ს
×
×
  • შექმენი...