ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის ინფორმაციით, რაჭასა და გურიაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს 20 მლნ ლარი მოხმარდება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
„რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი 20მლნ ლარით იზრდება. ძირითადად, ეს მიმართულებები იქნება სტიქია და სტიქიის წინააღმდეგ ბრძოლა როგორც რაჭაში, ასევე გურიაში. აღნიშნული 20 მლნ ლარიც მოხმარდება სტიქიის ლიკვიდაციის სამუშაოებს“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში, 2023 წლის 18 მაისს მოკლული გიორგი ალხანიშვილის ადვოკატი, მარიამ ბარსონიძე ითხოვს, რომ საქმის განხილვა ჯგუფური მკვლელობის კვალიფიკაციით მოხდეს.
როგორც ადვოკატი წერს, საგამოძიებო უწყება მომხდარის ჯგუფურ მკვლელობად განხილვას თავს არიდებს და ლოიალურად უდგება იმ ადამიანების ქცევის შეფასებას, რომელიც საქმეში ფიგურირებენ.
„ოთხმა მეგობარმა - ალექსანდრე ბაჟუნაიშვილმა, ლუკა ჯიბლაძემ, ალექსანდრე ახვლედიანმა და დავით მენაბდემ გიორგი სტუმრად წაიყვანეს ერთ-ერთის, ალექსანდრ
სანაძლეოს ვდებ, რომ პრეზიდენტს ვერ გადააყენებენ - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისი თქმით, კენჭისყრაზე დასწრებას გეგმავს, თუმცა მასში მონაწილეობას არ აპირებს და მხოლოდ კოლეგებს დააკვირდება.
,,ამ პროცესს რომ ჩემთვის ინტერესი მიეცეს, ვაპირებ სანაძლეო დავდო, რომ პრეზიდენტს ვერ გადააყენებენ და დავდო მილიონი ქართული დოლარი - ესა ,,გირჩის" ვალუტა, ვინც დამენიძლავება. შესაბამისად, დარბაზში უნდა ვიყო, რომ საკუთარ მოგებას თვალებში ჩავხედო. გადაბირების რ
სააკაშვილის იმპიჩმენტი უნდა მოითხოვოს „ქართულმა ოცნებამ", აბსურდში არიან! - ამის შესახებ ,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ახლა გაიაშვილს სურს, რომ ის რაც ღარიბაშვილზე მედიას უთხრა, სააკაშვილზე საუბრით გადაფაროს.
„ვფიქრობ, სწორი კომენტარია, რომ სააკაშვილის იმპიჩმენტი უნდა მოითხოვოს ქართულმა „ოცნებამ", ისეთ აბსურდში არიან! სააკაშვილის ფრენები და აქტიური მუშაობა რომ არა, დღეს ჩვენ ვიქნებოდით საბჭოთა წუმპეში, რომელშიც უნდა ახლა ,,ქართულ ოცნება
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს და საკითხის განხილვისას დარბაზში არ შევა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქციის თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განუცხადა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია პარლამენტში იმპიჩმენტის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს, იმისთვის, რომ გამოირიცხოს ყოველგვარი ინსინუაციები,
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ აშშ-ის საელჩოს მიერ საქართველოში სამხედრო ბაზების შექმნის შესახებ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განმარტებები გააკეთა და აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს მატთვის საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზის შექმნა არ შეუთავაზებია.
კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩი ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაღრმავებისთვის ობიექტურად იმუშავებს.
„ეს არის სპეკულაციები, ისინი ცდილობენ, გადა
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე თავდაცვის სამინისტროს მიერ მიხეილ სააკაშვილის საჰაერო ხომალდებით მგზავრობასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებების განსაიდუმლოების პროცესის დაწყებას გამოეხმაურა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სასააკაშვილი რომელი ნარკობარონის საფლავზე გადაფრინდა და რომელ ცოცხალ ნარკობარონს მოინახულებდა, ამასთან დაკავშირებული ხარჯი უნდა გასაჯაროვდეს.
მისივე თქმით, პირადი მიზნებისთვის სახელმწიფოს 14 მილიონის გაფლანგვა წარმოუდგენელი ამბავია.
„რ
ჩვენ სხვა პარტიაში მოღალატეს არ ვეძებთ და ყველამ თავის პარტიას მიხედოს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბოტკოველმა პრეზიდენტის იმპიჩმენტზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, „რუსული ოცნების" თამაშის მონაწილე არ უნდა გახდეს არც ერთი პროევროპული პოლიტიკური ძალა.
„მიმდინარეობს იმ პროცესის განხილვა რა გაიარა ამ პერიოდის განმავლობაში „ნაციონალურმა მოძრაობამ" და ასევე, სამომავლო გეგმები. მათ შორის, ფრაქციის სამოქმედო გეგმა - იმპიჩმენტთან დაკავშირებით და ყველა იმ
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, პარტიის პოზიცია არის ის, რომ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტში მონაწილეობას არ მიიღებს.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭო ამ საკითხზე იმსჯელებს და ოფიციალურ გადაწყვეტილებას მიიღებს.
„თავად მოიგონა ბიძინა ივანიშვილმა, რუსულმა პარტიამ მისივე ხელდასმული პრეზიდენტის იმპიჩმენტი. ეს ქალბატონი არავის აურჩევია, დასვეს კრიმინალურად. მოჰპარეს ხალხს არჩევნები და ისეა ქალბატონი ზურაბიშ
პოლიტიკური პარტია „საქართველოსთვის“ გამოდის ინიციატივით, რომელიც პოლიტიკური თანამდებობის პირთა მიერ დეკლარაციაში წარსადგენ ნათესავთა წრის გაფართოებისა და მასში მშობლებისა და დედმამიშვილების შემოსავლებისა და ქონების დეკლარირებას ეხება.
პარტის დეპუტატებმა შესაბამის კანონში ცვლილებების პროექტი უკვე დააინიცირეს და მის განხილვას დაჩქარებული წესით ითხოვენ.
როგორც კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა და ინიციატორმა ბექა ლილუაშვილმა განმარტა, კანონში ცვლილება ირაკლი ღარიბაშვილის მამის და მიხეილ საა
მე, ზოგადად შემიძლია გითხრათ, შემდეგი - ღია კარში ყოფნა, ამაზე ერთ-ერთი წინა პრეზიდენტი საუბრობდა და ორპირ ქარში ყოფნა არის ძალიან საშიში. მე იმედი მაქვს, რომ ქვეყნის ამ მდგომარეობაში დიდხანს დატოვება ვიღაცის მიზანი არ არის. ორპირმა ქარმა იცის გაციება. შესაბამისად, ეს მდგომარეობა არ არის კარგი და სწორი, - ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ გენერალურ მდივნის კახა კალაძის განცხადება ნატო-სთან მიმართებით, რომ თუ რაიმეს „ერთი ადგილი აქვთ“ საქართველო ნატო-შ
ძალიან სასაცილოა, რომ პრემიერის ამ ძალიან მძიმე კორუფციული ნაბიჯის დროს, ხელისუფლება კვლავ წინა ხელისუფლებაზე იწყებს საუბარს - აღარ არის წინა ხელისუფლებაზე საუბარი საინტერესო, მაშინ როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი ცნობილია, როგორც ერთ-ერთი გამორჩეული კორუფციონერი და სხვათა შორის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაგდებული, ზუსტად ,,კლანთან" დაკავშირებით სხვადასხვა შავ საქმეებში ეჭვმიტანილი, - ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რითაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მი
„ქართულ ოცნებას“ თავიანთი შვილებისთვის საუკეთესო სასწავლებლები და მათ შორის შვილები სასწავლებლებში რომ წაიყვანონ, ასობით ათას ლარის გადახდისთვის არიან მზად ჩარტერულ რეისებში, მაგრამ ჩვენი შვილებისთვის, თქვენი შვილებისთვის, არ ემეტებათ ნორმალური საჯარო სკოლებიც კი, - ამის შესახებ საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ირაკლი ნადირაძემ, პარტ
პარტია ,,ლელოს“ წევრი, თაზო დათუნაშვილი აცხადებს, რომ იმ ჩარტერული რეისის საბაზრო ფასი, რომლითაც ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენში გაფრინდა, 110 000-დან 130 000 ევრომდეა. დათუნაშვილის თქმით, ადგილი აქვს კორუფციასა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებას, რომლითაც სახელმწიფომ 80-90 ათასი ევრო იზარალა.
,,რეალურად, ის თვითმფრინავი, რომელიც საქართველოს პირველ პირებს ატარებს, არის, სადღაც 30-40 მგზავრიანი. მოკლედ რომ გითხრათ, ასეთი თვითმფრინავის, თბილისსა და მიუნხენს შორის ასეთი რეისის, ზუსტად იმის ანალო
თავდაცვის სამინისტრომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, საჰაერო ხომალდებით მგზავრობასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებების განსაიდუმლოების პროცესი დაიწყო. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მოცემული განსაიდუმლოება შეეხება 2010, 2011 და 2012 წლებში თავდაცვის სამინისტროსა და შპს „ჯორჯიან ეარვეისს“ შორის დადებულ ხელშეკრულებებს.
ამასთან, როგორც თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, მინისტრის 2012 წლის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, უკვე განსაიდუმლოებუ
ბატონო მინისტრო, კეთილი ინებეთ და გამობრძანდით კაბინეტიდან! ნაძალადევის რაიონში როგორ მოახერხეთ, რომ ერთდროულად 5 სკოლა დაანგრიეთ და ბოლო 3-4 წელია ქვა ქვაზე არ დადებულა, - ასე ეხმაურება პოლიტიკური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტსაბჭოს წევრი, ნანა ტოხვაძე სასკოლო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებას.
როგორც ტოხვაძე აღნიშნავს, უკვე წლებია, რაც „ქართული ოცნება“ სასკოლო განათლების მიმართ გულგრილ დამოკიდებულებას იჩენს. მისივე თქმით, თბილისის სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებ
ჩვენ გვსურს, საქართველო იყოს სტაბილური, ძლიერი ქვეყანა, ძლიერი ინსტიტუტებით. ასე რომ, იმპიჩმენტის პროცედურა ხელს არ უწყობს საქართველოს გახდეს ძლიერი, სტაბილური ქვეყანა, ძლიერი ინსტიტუტებით, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
„მე, როგორც უცხოელი დიპლომატი, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყო პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით, რადგან არ მსურს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა. ის, თუ რა გვსურს საქართველოსთან დაკავშირებით, ჩვენ გვსურს, ს
ევროკავშირის კომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ კიდევ ერთხელ აღნიშნა,რომ საქართველოს მთავრობას ევროპული საბჭოს მიერ მიცემული 12 პუნქტიდან მხოლოდ 3 აქვს შესრულებული, ამიტომ ახლა ყოველი წუთი მნიშვნელოვანია, რადგან ოქტომბერში მათი ანგარიში მზად იქნება.
,,ვფიქრობ ძალიან ცხადია, რა არის პირობები საქართველოსთვის, რომ კანდიდატი ქვეყანა გახდეს. გასულ წელს ევროპულმა საბჭომ ძალიან ცხადი პირობები წამოაყენა. ვიმედოვნებ, საქართველო მათ შეასრულებს, რათა მათთვის დადებ
გეოლოგების მიერ შემოწმებულია 643 სახლი, საიდანაც 306 მათგანზე დაწერილია უარყოფითი დასკვნა, ანუ 306 ოჯახი ექვემდებარება განსახლებას, - ამის შესახებ გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ განაცხადა.
მისი განცხადებით, სასტუმროში გადაყვანილია 218 ადამიანი. უსაფრთხო ადგილას კი, 514 ოჯახი.
მისივე ინფორმაციით, ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება 40 აბონენტს, ხოლო ბუნებრივი აირის გარეშე 432 აბონენტია დარჩენილი.
„ჰუმანიტარული დახმარება 1200-ზე მეტ ოჯახს გაეწია. არცერთ სოფ
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, წელს სტუდენტი 16 მსჯავრდებული გახდა.
უწყების ცნობით, სამსახურისთვის პრიორიტეტულია მსჯავრდებულთა განათლებაზე ზრუნვა.
„სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულთა უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდისა და ხარისხის ასამაღლებლად ზრუნვას აგრძელებს. ამ მიმართულებით სისტემაში წარმატებულად გატარებული რეფორმების შედეგად წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები მსჯავრდებულებმა წარმატებით ჩააბარეს – სტუდენტი გახდა დამატებით 16 მსჯავრდებული.
პ
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1972 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ე.მ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დანაშაული 5-იდან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ბათუმში, ერთ-ერთ სუპერმარკეტს ყაჩაღურად თავს დაესხა და თანამშრომელ
სალომე ზურაბიშვილმა თავის დროზე სწორედ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ იმედით, უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია, თუმცა, როგორც ჩანს, მაინც აქვს გარკვეული შიშები, თავს იზღვევს, ესაუბრება რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ დადგება იმ ადამიანის მხარეს, რომელსაც თავის დროზე მას მოღალატედ აცხადებდა.
„სალომე ზურაბიშვილმა თავის დროზე სწორედ კოლექტიური „ნა
იმ ფონზე, რა რეაქციაც მოჰყვა პრემიერის ჩარტერს, მას აქვს ვალდებულება დაასაბუთოს, საიდან არის ამხელა თანხა მისი მშობლის ხელში - კორუფციის დადასტურების შემთხვევაში, არათუ თანამდებობიდან არის გადასაყენებელი ღარიბაშვილი, არამედ, დასაჭერია! - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის" წევრმა, ანა ბუჩუკურმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ამ საკითხის გამოსაძიებლად, მისმა პარტიამ უკვე მიმართა პროკურატურას, თუმცა, რაიმე რეაგირების შესახებ დღემდე არაფერი სმენიათ.
ამასთან, ბუჩუკურ
ევროკავშირი „2030+“ წლისთვის 30-ზე მეტი სახელმწიფოს გაწევრიანებისთვის უნდა მოემზადოს და თუ ეს ორგანიზაციის საბაზისო შეთანხმებებში ცვლილებების შეტანას მოითხოვს, ეს უნდა გაკეთდეს, - აღნიშნული განცხადება დღეს ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გააკეთა.
„უკრაინის, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების, მოლდოვის და, პერსპექტივაში, საქართველოს ადგილი ევროკავშირშია, ამიტომ ორგანიზაციამ არსებულ გეოპოლიტიკურ გამოწვევაზე პასუხი უნდა მოძებნოს და ამ ქვეყნების დემ
აგრარულ საკითხთა კომიტეტმა „სურსათის დანაკარგებისა და სურსათის ნარჩენების შემცირებისა და სურსათის შეწირულობის შესახებ" კანონპროექტი თანმდევ კანონპროექტებთან ერთად, მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა.
როგორც კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა და მომხსენებელმა, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ხატია წილოსანმა განმარტა, ქვეყანაში არ არსებობს საკანონმდებლო ბაზა, რომელიც დაარეგულირებს და წაახალისებს სურსათის შეწირულობას და ეს კანონპ