Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.108.631

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ბექა ლილუაშვილი - რეკომენდაციების შესრულებისას არ გვჭირდება, პარტნიორებმა დაინახონ, რომ მმართველ პარტიასა და პრეზიდენტს შორის პოლარიზაცია შეუქცევადია, სჯობს, საქმით შეეჯიბრონ ერთმანეთს

რეკომენდაციების შესრულებისას არ გვჭირდება, პარტნიორებმა დაინახონ, რომ მმართველ პარტიასა და პრეზიდენტს შორის პოლარიზაცია შეუქცევადია, სჯობს, საქმით შეეჯიბრონ ერთმანეთს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. ლილუაშვილი გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, სადაც საქართველოს პრეზიდენტი ამბობს: „ჩვენი დეფეტიზმი უნისონშია მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ნარატივთან, ეხმიანება მხოლოდ რუსეთის პროპაგანდას. ამის არც ახსნა შემიძლია, არც გაგება და არც გაზიარება“

უკრაინის გენშტაბი - ხუთი მიმართულებით ხორციელდება შეტევა, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოიგერია თავდასხმები ხარკოვის, დონეცკის, ლუგანსკისა და ზაპოროჟიეს ოლქების ათ დასახლებულ პუნქტში

რუსეთის საოკუპაციო ძალები უკრაინაში ხუთი მიმართულებით ახორციელებს შეტევას. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოიგერია რუსი სამხედროების თავდასხმები ხარკოვის, დონეცკის, ლუგანსკისა და ზაპოროჟიეს ოლქების ათ დასახლებულ პუნქტში, – მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის არმიის გენშტაბის განცხადებაშია აღნიშნული. რუსეთის არმია ძირითად ძალისხმევას მიმართავს შეტევითი ოპერაციების ჩატარებაზე კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკისა და ნოვოპავლოვკის მიმართულებებზე. რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრა

დიკ დურბინი გავლენის შესახებ კანონზე - მთავარია, კანონმა არ წაიყვანოს სიტუაცია იქით, რომ ორგანიზაციებმა საქმიანობა შეწყვიტონ - ეს ის მიმართულებაა, რაც რუსეთმა და ვენესუელამ აირჩია

მთავარი არის ის, რომ კანონმა არ უნდა წაიყვანოს სიტუაცია იქეთ, რომ ორგანიზაციებმა საქმიანობა შეწყვიტონ და მათ საქმიანობის უფლება არ მიეცეთ , - ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა, დიკ დურბინმა განაცხადა, რითაც ის „ხალხის ძალის“ მიერ შექმნილ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს გამოეხმაურა. მისივე თქმით, ამ საკითხზე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე ისაუბრეს. „ამ საკითხებზე ჩვენ ვისაუბრეთ პრემიერ მინისტრთან და ეს საკითხები შეხვედრებზე წამოვჭე

ბორის ჯონსონი - ნატო-ს სათავეში ჩადგომა? მშვენიერი აზრია - საკუთარ თავს განვიხილავ კანდიდატად

დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობის დაკავების სურვილი გამოხატა. ამის შესახებ მან უკრაინულ ტელეარხ RADA TV-ს ეთერში ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის დროს განაცხადა. “ნატო-ს სათავეში ჩადგომა? მშვენიერი აზრია. იცით, სავსებით კარგი აზრია. მინდა ხაზი გავუსვა, ძვირფასო მეგობრებო, რომ ასეთი ჩანაფიქრი მაქვს და არავის დაავიწყდეს, რომ ასეთი კანდიდატი არის მარაგში. ამჯერად, ვფიქრობ, გამიმართლებს”, - თქვა ჯონსონმა. მან გაიხსენა, რომ იტალიი

გაჯავრდი და განაწყენდი, ხმამყივარი შეიქენი - ბესიკ ხარანაულის „შეძახილი"

ქართველი პოეტი ბესიკ ხარანაული ფეისბუქის გვერდზე ლექსს აქვეყნებს. პარლამენტი რუსული კანონპროექტების განხილვას, 9 მარტის ნაცვლად, დღესვე იწყებს. პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატები, ასევე სხვა მოქალაქეები საზოგადოებას პარლამენტთან მისვლისა და პროტესტისკენ მოუწოდებენ. პუბლიკა

ისრაელში 500 000-მდე ადამიანი გამოვიდა სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ

ისრაელში იმართება აქციები სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ - დემონსტრაციებს უკვე შეუერთდა ნახევარი მილიონი ადამიანი (ისრაელში დაახლოებით 8 მილიონიანი მოსახლეობაა) და ეს არის ყველაზე მასშტაბური პროტესტი ისრაელის ისტორიაში. ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის მიერ შემოთავაზებული სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ მასიური პროტესტი უკვე 10 კვირაა გრძელდება. რეფორმა ითვალისწინებს იმას, რომ საპარლამენტო უმრავლესობა განსაზღვრავს რეალურად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევანს, ხოლო თავად სასამართლო

გერმანიას ფემინისტური პოლიტიკის ელჩი ეყოლება

გერმანიაში ფემინისტური საგარეო პოლიტიკის ელჩის პოსტს შემოიღებენ. ინფორმაციას „ევროპულსი“ ავრცელებს. ფემინისტური პოლიტიკის ელჩი მონიტორინგს გაუწევს ქალთა წარმომადგენლობას ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ასევე, გენდერული თანასწორობის საკითხებში ახალი თანამშრომლების კომპეტენციას შეამოწმებს. ამასთან, გერმანიის მთავრობა დიპლომატიურ უწყებებში მაღალ თანამდებობებზე ქალების პროპორციის გაზრდას აპირებს. ამჟამად ქალები გერმანიის ელჩების მხოლოდ 26%-ს შეადგენს. ისინი უფრო მეტს იმუშავებენ იმისთ

შალვა პაპუაშვილი - ვენეციის კომისია აცხადებს, რომ ვერ დაადასტურებს ქართულ სასამართლოში კორპორატივიზმს, თუმცა ბრალდებები ესმის

ვენეციის კომისია აცხადებს, რომ ვერ დაადასტურებს ქართულ სასამართლოში კორპორატივიზმს, თუმცა ბრალდებები ესმის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა. „„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტში ერთმანეთისგან სამი საკითხი უნდა გამოვყოთ. ის ცვლილებები, რომლებიც პარლამენტში დაინიცირდა და წარდგენილი იყო ვენეციის კომისიაში მოსაზრებებისთვის, ვენეციის კომისიას ამაზე შენიშვნები არ აქვს, თუმცა ამ შემთხვევაში ვენეციის კომისია უფრო

კალაძე კანცელარიასთან მიმდინარე სამუშაობზე: ხდება სივრცის გალამაზება, ამაში ცუდი არაფერია

თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა მთავრობის კანცელარიასთან მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით. მისი თქმით, მთავრობის ადმინისტრაციისგან შევიდა მერიაში წერილი, მაგრამ ჯერ თანხმობა არ გაუციათ. კახა კალაძე ამბობს, რომ ყოველთვის ხდება მანიპულაცია ამგვარი თემებით. გუშინ გახდა ცნობილი, რომ კანცელარიის წინ სკვერის მოწყობა იგეგმება.   პუბლიკა

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა დაიწყებს კონტრშეტევას და არ დაელოდება პარტნიორებისგან სამხედრო თვითმფრინავების მიღებას

უკრაინა დაიწყებს კონტრშეტევას და არ დაელოდება პარტნიორებისგან სამხედრო თვითმფრინავების მიღებას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უცხოურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დასავლეთის სამხედრო თვითმფრინავები უკრაინას ომში დაეხმარებოდა, თუმცა ქვეყანა კონტრშეტევას მანამდე დაიწყებს, ვიდრე „ეფ 16“-ის ტიპის ან სხვა ტიპის სამხედრო თვითმფრინავებს მიიღებს. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის კონტრშეტევისთვის კვლავ საჭიროა ის იარაღი, რომელსაც

ბილეცკის თანახმად, უკრაინელებმა ბახმუტში თითქმის 9 კმ² კილომეტრი გაათავისუფლეს

უკრაინელმა სამხედროებმა ბახმუტის რაიონში 3 კილომეტრის სიგანისა და 2,6 კილომეტრის სიგრძის ტერიტორიის გათავისუფლება შეძლეს, ამბობს „აზოვის პოლკის“ ყოფილი ხელმძღვანელი ანდრეი ბილეცკი, რომელიც ახლა ბახმუტში იბრძვის. ამავე ცნობას ადასტურებს ბრიგადა, რომელშიც ის ახლა იბრძვის. უკრაინული გამოცემა „გორდონი“ წერს, რომ უკრაინამ თითქმის 9 კვადრატული კილომეტრის გათავისუფლება მოახერხა. ბილეცკის თქმითვე, უკრაინელთა შეტევის შედეგად განადგურებულია რუსეთის შეიარაღებული ძალების 72-ე ბრიგადის ქვედან

კოალიცია „ფორმულას“ ჟურნალისტებისთვის პარლამენტის აკრედიტაციის შეჩერებას გმობს

მედიის ადვოკატირების კოალიცია ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტებისთვის პარლამენტში აკრედიტაციის შეჩერებას გმობს. ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციით პარლამენტმა ტელევიზიის გადამღებ ჯგუფს, ჟურნალისტ გიორგი კიკაბიძესა და ოპერატორ თედო ქვაჩახიას მმართველი პარტიის წევრი ირაკლი ზარქუასთვის პუტინის გადაწყვეტილების შესახებ კითხვების დასმის გამო აკრედიტაცია 1 თვით შეუჩერა. ტელეკომპანიაში აცხადებენ, რომ აკრედიტაციის შეჩერების მოთხოვნით თავად დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ პარლამენტის თავმჯდომარეს, შ

ნათია მეზვრიშვილი - "ოცნებასთან" და "ნაცმოძრაობასთან" კოალიციას გამოვრიცხავთ, როგორც არჩევნებამდე, ისე არჩევნების შემდეგ - ეს ორი პარტია აფერხებს ქვეყანას (ვიდეო)

"ოცნებასთან და ნაცმოძრაობასთან კოალიციას გამოვრიცხავთ, როგორც არჩევნებამდე, ისე არჩევნების შემდეგ. ეს ორი პარტია აფერხებს ქვეყანას. ამიტომ პარტიები, რომლებსაც უნდათ ოცნების და ნაცმოძრაობის „დასრულება“ და მოჯადოებული წრის გარღვევა, უნდა გაძლიერდნენ ისე, რომ პარლამენტში დამოუკიდებლად მოხვდნენ და მათი კოალიცია გამორიცხონ. მათი კოალიცია სავსებით მოსალოდნელია, თუ მაგალითებს გადავხედავთ." პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე  ნათია მეზვრიშვილი 355644740_1574582646404134_255264454

პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის აღძვრის უფლება პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს - 50 დეპუტატი გააჩნია, მის თანამდებობიდან გადაყენებას კი 100 ხმა სჭირდება

პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის აღძვრის უფლება პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს - 50 დეპუტატს გააჩნია, პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენებას კი - 100 ხმა სჭირდება. კონსტიტუციის თანახმად, კონსტიტუციის დარღვევის ან ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობის საფუძვლით პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრის უფლება პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს აქვს. საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს გ

„კარგი ამბავია“ – აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტი სტატუსის მონიჭების რეკომენდაციაზე

აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტი ეხმაურება ევროკომისიის რეკომენდაციას, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. როგორც კომიტეტის განცხადებაშია აღნიშნული, ეს „კარგი ამბებია“, ვინაიდან „უკრაინის, საქართველოს და მოლდოვას ადგილი ევროატლანტიკურ ოჯახშია“. 8 ოქტომბერს, ევროკომისიამ გამოაქვეყნა გაფართოების პაკეტის ანგარიში და საბჭოს რეკომენდაცია მისცა, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, უკრაინასთან და მოლდოვასთან კი გაწევრიანების მოლ

მიშა დაუშვილი - კვლევებით და სხვა ფაქტორებითაც ძალიან კარგად ჩანს, რომ ჩვენი პარტიის რეიტინგი მზარდია, ამას ყველაზე კარგად არჩევნებზე დავინახავთ (ვიდეო)

“კვლევა ნამდვილია და ზუსტად გადმოსცემს მოქალაქეების ნებას მაშინ, როცა შიშის ფაქტორი არ არსებობს. შესაბამისად, შესაძლოა ხალხის ნება ზუსტად არ იყოს გადმოცემული შედეგებში. კვლევებით და სხვა ფაქტორებითაც ძალიან კარგად ჩანს, რომ ჩვენი პარტიის რეიტინგი მზარდია. ამას ყველაზე კარგად კი არჩევნებზე დავინახავთ.”  მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  399856634_3590090021310655_6700786098600773953_n.mp4

ინიციატივა, რომლის მიხედვით, ახალგაზრდობის მიმართულება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ბრუნდება, პარლამენტის ბიუროს ხვალ წარედგინება

პარლამენტის ბიუროს, 20 ნოემბრის სხდომაზე, მთავრობის ინიციატივა წარედგინება, რომლის მიხედვით, ახალგაზრდობის მიმართულება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ბრუნდება. "მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, 2024 წლიდან იქნება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და კულტურისა და სპორტის სამინისტრო. პროექტის თანახმად, ახალგაზრდობის მიმართულებით კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტ

ევროპარლამენტში თამაზ გინტურის მკვლელობაზე რეზოლუციას უყრიან კენჭს

ხვალ, 22 ნოემბერს, ევროპარლამენტში კენჭს უყრიან  რეზოლუციას რუსი ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით. თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით ევროპარლამენტში დებატები  და რეზოლუციის მიღება ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ მოითხოვა. „საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოში“ – ასე ჰქვია რეზოლუციის პროექტს, რომელიც უკვე ასახულია ევროპარლამენის პლენარული სხდომის დღის წესრიგში. ევროპარლამენტარი მირიამ ლე

კახაბერ ქემოკლიძე - მოქმედ ოლიგარქს უნდა, რომ ხელისუფლება შეინარჩუნოს, წასულს უნდა, რომ ხელისუფლებაში დაბრუნდეს - ერთიც და მეორეც არის გვერდით გასაწევი (ვიდეო)

“მოქმედ ოლიგარქს უნდა, რომ ხელისუფლება შეინარჩუნოს, წასულს უნდა, რომ ხელისუფლებაში დაბრუნდეს. ერთიც და მეორეც არის გვერდით გასაწევი და ფუნდამენტურად, შინაარსობრივად დემოკრატიული მმართველობის სესტემაა ჩამოსაყალიბებელი.”    კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი.  402662852_2468464333326107_7051877532622112904_n.mp4

უკრაინა საზღვარგარეთ მცხოვრები უკრაინელი მამაკაცების სამხედრო სამსახურში გაწვევას გეგმავს

უკრაინა, რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვითი ომისთვის ახალი ჯარისკაცების ძიებაში, აპირებს მომავალ წელს საზღვარგარეთ მცხოვრები უკრაინელი მამაკაცები სამხედრო სამსახურში გამოიძახოს, - ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა Bild-თან, Welt TV-სთან და Politico-თან ინტერვიუში განაცხადა. მინისტრის განმარტებით, გერმანიასა და სხვა ქვეყნებში მცხოვრები 25-დან 60 წლამდე უკრაინელებს მოუწევთ უკრაინის შეიარაღებული ძალების გამწვევ პუნქტებში გამოცხადდნენ და მათ, ვინც თავს აარიდებს, სანქციები დაემ

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემა დაამტკიცა

დღეს დილით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. ამის შესახებ ე.წ. პარლამენტის სპიკერმა, ლაშა აშუბამ შენობის წინ შეკრებილ მომიტინგეებს განუცხადა. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში სულ 35 „დეპუტატია“, გადაწყვეტილებას მხარი 28-დან 25-მა დაუჭირა. შეხვედრაზე დასწრების უფლება მხოლოდ ოკუპირებული რეგიონის ტელევიზიის ჟურნალისტებს მიეცათ. რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის მოწინააღმდეგეებმა ე.წ. პარლამენტის

ვოლოდიმირ ზელენსკი - თუ რუსეთი დაკარგავს კონტროლს ცაზე, ის დაკარგავს მთელ ძალას ბრძოლის ველზე

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას სჭირდება საჰაერო თავდაცვის გაძლიერება, რათა რუსეთს ჩამოართვას ცის კონტროლის უნარი და უზრუნველყოს, რომ მტერმა დაკარგოს ძალა ბრძოლის ველზე. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა შვედეთის ყოველწლიური ეროვნული კონფერენციის „საზოგადოება და თავდაცვა“ მონაწილეებთან ონლაინ საუბრისას გააკეთა. კერძოდ, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინას ფრონტზე სჭირდება საჰაერო თავდაცვის სისტემები, რათა მტერს ჩამოართვას ცის კონტროლი და საჰაერო დარ

კირილ ბუდანოვი - F-16-ების საკითხი მოგვარებულია - იმედი მაქვს, ისინი უკრაინის ცაზე გაზაფხულზე გამოჩნდებიან

უკრაინისთვის F-16 გამანადგურებლების მიწოდების საკითხი უკვე მოგვარებულია, ისინი მალე უკრაინის ცაზე უნდა გამოჩნდნენ, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა. „რაც შეეხება F-16-ებს, საკითხი მოგვარებულია, ვფიქრობ, ეს ყველამ იცის. „რამშტაინზე“ საუბარი იყო დეტალებზე, მაგრამ ტექნიკურ საკითხებს ეხებოდა: გადაცემა, ინფრასტრუქტურის მზადყოფნა, ამ თვითმფრინავების მომსახურებისთვის მზადყოფნა, აეროდრომებისა და საავიაციო პერსონალი

პარტია “გახარია საქართველოსთვის” და ქალთა ორგანიზაციაში, დემოკრატიის ცენტრის (EECMD) დანიის პარტიებისა და დემოკრატიის ინსტიტუტის (DIPD) მხარდაჭერით გენდერული აუდიტი ჩატარდა

პარტია “გახარია საქართველოსთვის” და ქალთა ორგანიზაციაში ჩატარდა გენდერული აუდიტი. გაანალიზდა შექმნის დღიდან არსებული დოკუმენტაცია და გამოიკითხა პარტიის ყველა რგოლის წარმომადგენელი.   შემუშავდა აუდიტის ანგარიში, რომელიც წარედგინა პარტიას რეკომენდაციებთან ერთად.   გენდერული აუდიტი ჩაატარა მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრმა (EECMD) დანიის პარტიებისა და დემოკრატიის ინსტიტუტის (DIPD) მხარდაჭერით. პროექტი პარალელურ რეჟიმში ხორციელდება 6 ქვეყანაში და მინზად ისახავს ქალთა პოლიტიკური

ბექა ლილუაშვილი - ტყუილებში ჩაკარგული "ოცნება" მიზანმიმართულად და პრიმიტიულად ცდილობს საზოგადოების დაყოფას "ნაცებად" და "ქოცებად" ყველა სფეროში - სპორტი, კულტურა, განათლება და ა.შ.

ტყუილებში ჩაკარგული "ოცნება" მიზანმიმართულად და პრიმიტიულად ცდილობს საზოგადოების დაყოფას "ნაცებად" და "ქოცებად" ყველა სფეროში - სპორტი, კულტურა, განათლება და ა.შ.  ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/835501178594272/
×
×
  • შექმენი...