Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.098.883

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ანა ბუჩუკური - მეგობრებო, მთავარია თქვენ მოხვიდეთ არჩევნებზე -  ქართველი ხალხის გასაკეთებელს ვერავინ გააკეთებს, პარტნიორები მოგვეხმარებიან ხმების დაცვაში, მაგრამ გადაწყვეტილებას ჩვენს ნაცვლად ვერავინ მიიღებს (ვიდეო)

მეგობრებო, მთავარია თქვენ მოხვიდეთ არჩევნებზე -  ქართველი ხალხის გასაკეთებელს ვერავინ გააკეთებს, პარტნიორები მოგვეხმარებიან ხმების დაცვაში, მაგრამ გადაწყვეტილებას ჩვენს ნაცვლად ვერავინ მიიღებს, არც უნდა მიიღოს, ეს ქვეყანა არის ჩვენი! ხელისუფლების ერთადერთი წყარო არის ხალხი.  ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1078979910304047/

„პრეზიდენტისთვის მოღალატე არ მიწოდებია, არც ვუწოდებ“ – ლაშა ტალახაძე კობახიძეს არ ეთანხმება

ძალოსანი ლაშა ტალახაძე, რომელიც ცოტა ხნის წინ „ქართულ ოცნებას“ შეუერთდა, არ იზიარებს პრემიერ კობახიძის განცხადებას, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ქვეყნის მოღალატეა“. ტალახაძე დღეს პრეზიდენტის მიერ ოლიმპიელებისა და პარაოლიმპიელების დაჯილდოების ცერემონიაზე იყო, ხოლო მის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა: „[სალომე ზურაბიშვილისთვის] არ მიწოდებია ქვეყნის მოღალატე, და არც ვუწოდებ“. ტალახაძემ ასე უპასუხა ჟურნალისტის რეპლიკას, რომ მისი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, პრემიერი ირაკლი კობ

გიორგი გახარია - მოლაპარაკებებისას ერთ-ერთი პუნქტი იყო, რომ „გახარია არ უნდა იყოს სიაში“ - პრეზიდენტმა დამიცვა

[მოლაპარაკებებისას] ერთ-ერთი ასეთი პუნქტი იყო, რომ გახარია არ უნდა იყოს სიაში - ისეთი სიდიდის და მნიშვნელობის საკითხი იყო მაგიდაზე, რომ მე ამაზე დავთანხმდი, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა მე დამიცვა,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ კოალიცია „ძლიერი საქართველოსა“ და მის პარტიას შორის შეჩერებულ მოლაპარაკებებზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა. რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას, არის თუ არა ახლა აღნიშნული პრობლემა, გახარიამ აღნიშნა, რომ მას საკუთარი თავ

ექიმების თქმით, შუქრუთელი მოშიმშილე გიორგი ბიწაძის მდგომარეობა დამძიმდა

ექიმების თქმით, შუქრუთელი მოშიმშილე გიორგი ბიწაძის მდგომარეობა დამძიმდა, ის კლინიკაში გადაჰყავთ – დღეს შუქრუთელების შიმშილობის 30-ე დღეა. დღეს დილით შუქრუთელები მთავრობის კანცელარიასთან იმყოფებოდნენ, რათა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისგან მათ მიერ შეტანილ წერილთან დაკავშირებით პასუხი მოესმინათ, თუმცა, როგორც შუქრუთელები ამბობენ, პოლიციამ კანცელარიასთან დარჩენის საშუალება არ მისცა და მათ წინააღმდეგ ფიზიკური ძალა გამოიყენა. მათი თქმით, პარლამენტის ტერიტორიიდან ლეიბების გასატანად პოლიცი

თეონა აქუბარდია - ბრძოლა გაგრძელდება იქამდე, სანამ არ მოხდება ისეთი არჩევნების ჩატარება, სადაც ქართველი ხალხის ნება იქნება ასახული (ვიდეო)

ბრძოლა გაგრძელდება იქამდე, სანამ არ მოხდება ისეთი არჩევნების ჩატარება, სადაც ქართველი ხალხის ნება იქნება ასახული. თეონა აქუბარდია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1659436914639266

თბილისის სააპელაციომ ხმის ფარულობის დარღვევაზე სარჩელი არ დააკმაყოფილა

თბილისის სააპელაციომ არჩევნებზე ხმის ფარულობის მასობრივ დარღვევაზე სარჩელი არ დააკმაყოფილა – გაუქმდა მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილებაც. სასამართლოში 22 საათი მიმდინარეობდა უწყვეტი პროცესი, რომლის ფარგლებშიც 26 საქმე გაერთიანებულად განიხილებოდა. ამ საქმეთა შორის გაერთიანებული იყო საიას 12 საქმე, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოს ყველა (1293) ტექნოლოგიური უბნის ბათილობას ეხებოდა. სასამართლომ არ დააკმაყოფილა საიას მოთხოვნა საქმეთა გაყოფის თაობაზე. საქმეს განიხილავდა მოსამართლეთა კ

ჯგუფ „დაიტოვეს“ ორგანიზებული აქციის მონაწილეები თსუ-ს პირველ კორპუსთან მივიდნენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან ჯგუფ „დაიტოვეს“ ორგანიზებული აქციის მონაწილეები მივიდნენ, რომლებიც რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობას მართავდნენ. როგორც საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები აცხადებენ, ისინი თსუ-ს პირველ კორპუსთან სტუდენტების მხარდასაჭერად მივიდნენ. თსუ-ს სტუდენტების ნაწილის განცხადებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის კარი სტუდენტებისთვის ჩაკეტილია. როგორც შეკრებილი სტუდენტები აცხადებენ, ისინი უნივერსიტეტში საორიენტაციო შეხვედრას ა

შსს-მ დავით კირთაძის წინააღმდეგ, ცესკოს მიმართვის საფუძველზე, გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, დავით კირთაძის წინააღმდეგ გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიება ცესკოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო. “შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მომართვის საფუძველზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ცენტრალურ საარჩევნო

ბჟანია დე ფაქტო პრეზიდენტის პოსტს ტოვებს, ოპოზიცია იშლება – ახალი შეთანხმება სოხუმში

აფხაზეთში ოპოზიციური ძალების რამდენიმედღიანი პროტესტის შემდეგ, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ და ოპოზიციამ რამდენიმესაათიანი შეხვედრის შემაჯამებელ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომლის შესაბამისად, დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია გადადგომის შესახებ განცხადებას დაწერს, ოპოზიციის მხარდამჭერები კი დატოვებენ დაკავებულ სამთავრობო შენობებს. ამავე შეთანხმების მიხედვით, ასლან ბჟანიას გადადგომის შესახებ განცხადებას სახალხო კრება, ანუ აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი განიხილავს. პრეზიდენტის მოვალეობის შემ

ლევან გოგიჩაიშვილი - ჩვენზე ზეწოლას ვერც “ნაცები” და ვერც “ოცნება” ვერ განახორციელებს, ჩვენ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ მხოლოდ ჩვენი ამომრჩევლის წინაშე (ვიდეო)

სააკაშვილმა როგორც გააყალბა 2008 წელს არჩევნები, იგივენაირად გააყალბა “ოცნებამ” 26 ოქტომბრის არჩევნები. ჩვენზე ზეწოლას ვერც “ნაცები” და ვერც “ოცნება” ვერ განახორციელებს. ჩვენ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ მხოლოდ ჩვენი ამომრჩევლის წინაშე. ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/539207068980088

ზურაბიშვილი: საქართველოს პარლამენტის სხდომა არაკონსტიტუციურია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი X-ზე წერს, რომ „საქართველოს პარლამენტის სხდომა არაკონსტიტუციურია”. მისი თქმით, არჩევნების მასობრივმა გაყალბებამ მის ლეგიტიმურობას ძირი გამოუთხარა. დღეს, 25 ნოემბერს 12:00 საათზე ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომაა ჩანიშნული. კონსტიტუციით გათვალისწინებულია, რომ პარლამენტის პირველ სხდომას პრეზიდენტი იწვევს, თუმცა სალომე ზურაბიშვილმა არჩევნების შედეგები არ აღიარა და საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. ამის მიუხედავად, ცესკოს შემ

საქართველოს მეექვსე პრეზიდენტს პირველად, არაპირდაპირი წესით, 300 წევრისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია აირჩევს

საქართველოს რიგით მეექვსე პრეზიდენტს პირველად, არაპირდაპირი წესით, 300 წევრისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია აირჩევს. პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს, 09:00 საათიდან, პარლამენტის სასახლეში გაიმართება. საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის გათვალისწინებით, საარჩევნო კოლეგიაში წარმოდგენილი უნდა იყვნენ პარლამენტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების ყველა წევრი და ასევე, პოლიტიკური პარტიების მიერ, პროპორციულობის თანაფარდობით, დასახელებული საკრებულოების წე

„საკუთარი საწვიმარი თავზე გადამაფარეს და მცემეს. ორს ვეჭირე, დანარჩენები სახეში მირყამდნენ“ - მოქალაქე

2 დეკემბერს საპროტესტო აქციაზე ნაცემი მოქალაქე ლაზარე მაღლაკელიძე „ტვ პირველთან“ საუბრისას ამბობს, რომ გუშინ გამთენიისას დააკავეს და სპეცრაზმელებმა  რამდენჯერმე სცემეს. მან ინგოროყვას კლინიკა ამ დილით დატოვა. ლაზარე მაღლაკელიძე ჰყვება, რომ ცემის შემდგომ გონება დაკარგა, გამოფხიზლებულს კი ისევ თავიდან დაუწყეს ცემა. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ სამართლებრივი დახმარების ქსელის ადვოკატებზე დაყრდნობით ავრცელებს განცხადებას და ამბობს, რომ 2 დეკემბერს დაკავებული პირების უმეტ

უკრაინამ სანქციები დაუწესა ბიძინა ივანიშვილს და 19 პირს, რომელთა შორის არიან: კახა კალაძე, ირაკლი კობახიძე, გრიგოლ ლილუაშვილი, ვახტაგ გომელაური, მამუკა მდინარაძე და ირაკლი ქარსელაძე

უკრაინამ სანქციები დაუწესა ივანიშვილს და მასთან დაკავშირებულ 19 პირს, რომლებიც ყიდიან საქართველოსა და მისი ხალხის ინტერესებს - ახლახან მოვაწერე ხელი უსაფრთხოებისა და თავდაცვის ეროვნული საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების აღსრულებას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ამასთან, სასანქციო სიაში მოხვდნენ: პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი

„მორიგი პროვოკაცია და მუქარა“ – გამოხმაურებები სუს-ის განცხადებაზე

დღეს, 10 დეკემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მორიგი განცხადება გაავრცელა, სადაც ირწმუნება, რომ ქვეყანაში საპროტესტო მუხტის გასაზრდელად „ 2-3 ადამიანის“ მკვლელობა იგეგმება, რასაც შემდეგ „ხელისუფლებას დააბრალებენ“. სუსი კვლავ ირწმუნება,  რომ საპროტესტო მუხტის ხელოვნურად გაზრდა  ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობისთვის უნდა იქნეს გამოყენებული. სუსი ისევ იმეორებს, რომ უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების კოორდინაციით ქვეყანაში „ფერადი რევოლუციებისთვის“ დამახასიათებელი აპრობირ

„ვიზიტი არ უნდა იქნას განხილული, როგორც ლეგიტიმაცია" | ევროსაბჭოს კონგრესის დელეგაცია საქართველოში ჩამოდის

3-4 თებერვალს საქართველოში ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ორგანოთა კონგრესის საპრეზიდენტო დელეგაცია ჩამოდის. როგორც კონგრესის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ეს ვიზიტი „არ უნდა იქნას განხილული როგორც ლეგიტიმაცია და მხარეთა შეხედულებების პოლიტიკური მხარდაჭერა”. პრესრელიზის მიხედვით, მისიის მიზანია, არსებული პოლიტიკური ვითარების ფონზე ადგილობრივი ხელისუფლების წინაშე მდგარი გამოწვევების შეფასება, განსაკუთრებით მომავალი ადგილობრივი არჩევნების კონტექსტში.

ბერდია სიჭინავა საგამოძიებო კომისიაზე - აბა გაბედონ და დაგვიბარონ!

ამ ქვეყანაში ძალაუფლების ერთადერთი პატრონი, რომელიც საჭადრაკო დაფას მართავს, არის ბიძინა ივანიშვილი. ახლა ვიღაცას მინისტრს დაარქმევენ თუ „მინისტრობანას“ ითამაშებენ, მნიშვნელობა არ აქვს, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბერდია სიჭინავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა. მან მთავრობაში განხორციელებული საკადრო ცვლილებები შეაფასა და აღნიშნა,რომ ამ ქვეყნის მთავარი გამოწვევა და პრობლემა არის ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ყველა უწყება „ჯიბეში უდევს

სტოლტენბერგი: ნატო უკრაინას უახლოეს დღეებში მიაწვდის საჰაერო თავდაცვის სისტემებს

ნატო უკრაინას უახლოეს დღეებში მიაწვდის საჰაერო თავდაცვის სისტემებს, თქვა 18 ოქტომბერს ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მას შემდეგ, რაც უკრაინამ განაცხადა, რომ რუსეთის ავიადარტყმების შედეგად, რაც ერთ კვირაზე მეტ ხანს გრძელდება, განადგურებულია უკრაინის ელექტროსადგურების თითქმის მესამედი. ბერლინში, უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე გამოსვლისას სტოლტენბერგმა თქვა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემები უკრაინას დაეხმარება, თავი დაიცვას ავიადარტყმებისგან, მათ შორის ირანული

პარლამენტმა გენერალური პროკურორის არჩევის თაობაზე საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო

საქართველოს პარლამენტმა გენერალური პროკურორის არჩევის თაობაზე საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო. ცვლილებებისთვის საჭირო იყო 113 დეპუტატის მხარდაჭერა. ცვლილებებს მხარი დაუჭირა 126-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი არც ერთი არ იყო. კერძოდ, კანონპროექტს მხარი დაუჭირეს „ქართული ოცნების“,  „ლელოს“, „სტრატეგია აღმაშენებლის“, პარტია „საქართველოსთვის“, „გირჩისა“ და „ხალხის ძალის“ წარმომადგენლებმა. კენჭისყრის დროს დარბაზში არ იმყოფებოდნენ პარტია „მოქალაქეების“ წევრები. კანონ

ყაზახეთის ხელისუფლების თქმით, 50-ზე მეტი საერთაშორისო კომპანია გადავიდა რუსეთიდან ყაზახეთში

ყაზახეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, 50-ზე მეტი საერთაშორისო კომპანია გადავიდა რუსეთიდან ყაზახეთში მას შემდეგ, რაც თებერვალში რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. პრემიერ-მინისტრმა ალიხან სმაიილოვმა 19 ოქტომბერს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ კიდევ 56-მა კომპანიამ, რომელმაც რუსეთი დატოვა უკანასკნელ თეებში, „სურვილი გამოთქვა, ყაზახეთში დაიდოს ბინა“. პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა თქვა, რომ ქვეყნის უდიდესი ქალაქის, ალმა-ატის ხელისუფლებამ გადაბარგებული კომპანიები ყაზახეთის საფინ

რუსეთმა სირიიდან 1000-ზე მეტი ჯარისკაცი და С-300 სარაკეტო კომპლექსი გადაისროლა უკრაინაში - NYT

რუსეთმა სირიიდან უკრაინაში გადაისროლა S–300 საჰაერო თავდაცვის სისტემა და ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე, ამის შესახებ New York Times-ი ახლო აღმოსავლეთის საქმეებში გაცნობიერებულ სამი მაღალი რანგის წყაროზე დაყრდნობით იუწყება. უკრაინაში რუსული ჯარები S-300 კომპლექსებს, მათ შორის მიწისზედა სამიზნეებზე დარტყმებისთვის იყენებენ. კერძოდ, ეს მოხდა 10 ოქტომბრიდან რუსეთის მიერ დაწყებული მასიური სარაკეტო დარტყმების პირველ დღეებში. როგორც გაზეთი აღნიშნავს, სარაკეტო სისტემა S-300-ის და რუსეთის ჯარ

ოლენა ზელენსკა: უკრაინაში ჩვენი სიცოცხლის დასაცავად ვიბრძვით

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცოლის, ოლენა ზელენსკის თქმით, მისი ხალხი თავისი სიცოცხლისთვის იბრძვის ქვეყანაში შეჭრილ რუსეთის ძალებთან ომში. "ჩვენ ჩვენი სიცოცხლისთვის ვიბრძვით... ჩვენი გეგმის ჰორიზონტი შესაძლოა ერთი, ან ორი დღე იყოს - ჩვენ არ ვიცით როგორი იქნება ხვალინდელი დღე, ან ზეგინდელი" - უთხრა მან აუდიტორიას 22 ოქტომბერს, გერმანიაში, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე. ზელენსკამ აღნიშნა, რომ წინა ღამით განახლდა რუსეთის ძალების ცეცხლი უკრაინის დედაქალაქზე. "ჩვენ მუდამ სხვა ად

ზელენსკი, ისრაელს სთხოვს, შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 24 ოქტომბერს მოუწოდა ისრაელს, შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას და გაიმეორა თხოვნა, ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების შესახებ. "აღარ დადგა დრო, რომ თქვენმა სახელმწიფომაც აირჩიოს, ვისთან ერთად ხართ?" თქვა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში ისრაელის გაზეთ Haaretz-ისთვის გამართულ კონფერენციაზე. ხართ "დემოკრატიულ სამყაროსთან, რომელიც გვერდიგვერდ იბრძვის არსებობისთვის ეგზისტენციალური საფრთხის წინააღმდეგ? თუ მათთან, ვინც თვალს ხუჭავს რუსულ ტერორზე

ნათია მეზვრიშვილი - "ქართულმა ოცნებამ" სამი უმნიშვნელოვანესი საკითხი ძალაუფლების შენარჩუნების სურვილის გამო ჩააგდო 

სამი უმნიშვნელოვანესი საკითხი - სახალხო დამცველის, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევა - ჩავარდა დღეს ღრმა პოლიტიკური პოლარიზაციისა და ოცნების მიერ ძალაუფლების შენარჩუნების სურვილის გამო, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს.   მისი თქმით, რეალურად ეს ყველაფერი არის ერთი დიდი სცენარის ნაწილი, სცენარის, რასაც 2024 წლის არჩევნების გაყალბება და ოცნების მიერ ძალაუფლების შენარჩუნება ჰქვია

მიხეილ სარჯველაძე - სახალხო დამცველის არჩევის ჩავარდნაზე პასუხისმგებლობა სრულად ოპოზიციას ეკისრება

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სახალხო დამცველის არჩევის ჩავარდნაზე პასუხისმგებლობა ოპოზიციას ეკისრება. როგორც მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ოპოზიციამ არ უერთგულა პირობას, რომ სახალხო დამცველობის შვიდი კანდიდატი ჰყოლოდათ. „პირველივე დღეებიდან ვამბობდით, რომ ოპოზიციამ ზურგი აქცია ჩვენს შეთავაზებას, 12 პუნქტზე ერთად მუშაობის შესახებ და სახალხო დამცველის არჩევნების ჩავარდნა ზუსტ
×
×
  • შექმენი...