Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.108.647

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

აქონდროპლაზია: მშობლებმა კანცელარიასთან მეექვსე ღამე გაათენეს

აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლებმა მთავრობის კანცელარიასთან მეექვსე ღამე გაათენეს. ისინი კანცელარიასთან დარჩენას გეგმავენ მანამ, სანამ ხელისუფლება მათი შვილებისთვის აუცილებელ პრეპარატს არ დააფინანსებს. “მშობლები არ დავიღლებით ამ პროტესტით. ერთმანეთს ვეცვლებით ყოველ საღამოს. 12 მშობელი ვართ. სანამ წამალს სახლში არ მივიტანთ მანამდე აქ ვიქნებით”, – უთხრა “ფორმულას” ერთ-ერთმა მშობელმა დღეს, 25 აპრილს. უკვე რამდენიმე თვეა, რაც მშობლები აქტიური საპროტესტო აქციებით ითხოვენ აქონდროპლაზიი

პრიგოჟინი: ჭურვებს ისევ არ გვაძლევენ, მოგვატყუეს, ბახმუტში კიდევ რამდენიმე დღე დავრჩებით

კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელი რუსი ოლიგარქი, ევგენი პრიგოჟინი საკუთარი პრესსამსახურის მეშვეობით ავრცელებს ვიდეოს სათაურით – "ჭურვებს კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერს ჯერ კიდევ არ აძლევენ".  პრიგოჟინის მტკიცებით, მან რუსეთის თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო განკარგულება, რომელშიც ნათქვამია, რომ პოზიციების დატოვება აღქმული იქნება როგორც სამშობლოს ღალატი. პრიგოჟინის თქმით, თუ ვაგნერი ჭურვებს ვერ მიიღებს, ისინი ფრონტს მაინც დატოვებენ და დასვამენ კითხვებს, თუ ვინ ღალატობს ქვე

რუსული პროპაგანდის საპასუხოდ უკრაინა ზალუჟნის ვიდეოს აქვეყნებს

უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიცერმა, ანატოლი შტეფანმა შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის ვიდეო გამოაქვეყნა, რომლითაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მანამდე გავრცელებული ცნობები გააბათილა. ინფორმაციას “უკრაინსკაია პრავდა” ავრცელებს. “ცუდი ამბებია რუსული პროპაგანდისტებისთვის! ვალერი ფედოროვიჩი თავს კარგად გრძნობს და აგრძელებს უკრაინული მიწების გათავისუფლების დაგეგმვას რუსი ოკუპანტებისგან! მთავარსარდალთან ერთად და მხოლოდ წინ ჩვენი საერთო გამარჯვებისაკენ”, — ამბობს შ

ნათია მეზვრიშვილი - "ოცნება" რუსეთს გულშემატკივრობს და ღმერთმა ნუ ქნას მიზანში ამოგვიღონ, 1 საათიც არ დასჭირდება ხელისუფლებას ისე მოკურცხლავს - სხვათა შორის გაქცევაში კობახიძე ჩემპიონია

ეს კაცი, ირაკლი კობახიძე, რომელმაც შესანიშნავად იცის, რომ ქვეყნის უსაფრთხოების საკითხები კონსტიტუციის მის მიერ დაწერილი კომენტარებითაც კი არ არის მისი საქმე, პრეზიდენტს უწუნებს მანდატის ცოდნას (რომელიც სხვათაშორის გუშინ სწორედ რომ მის მანდატში მოქმედებდა), მაგრამ არ მიკვირს, ასეთია მისი ბუნება - რასაც ჩასძახებ, იმას ამოსძახებს, ავტომატურ რეჟიმზეა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრისვილი წერს. მეზვრიშვილის განცხადებით, გუშინდელმა დღემ

დავით გარეჯის საქმეზე სასამართლოში ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ზურაბ ნოღაიდელი იკითხება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩვენებას ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ზურაბ ნოღაიდელი აძლევს. ის საქართველოს საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმეზე მოწმის სახით იკითხება. სხდომის დაწყებამდე მას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია, მხოლოდ ის განაცხადა, რომ ყველაფერს სასამართლოში იტყვის. საქმის პროკურორის, მიხეილ სადრაძის განცხადებით, ნოღაიდელის ჩვენება მნიშვნელოვანია. „ზურაბ ნოღაიდელს, 2005-2007 წლებში საქართველოს პრემიერ-მ

არასამთავრობოები - 9 დეკემბერს, ევროპის მოედანზე, სახალხო მარშის ფარგლებში, მსოფლიოში ყველაზე დიდი ზომის, ევროკავშირის დროშა გაიშლება, რომლის ვარსკვლავები, სიმბოლურად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იკერება

თბილისში, 9 დეკემბერს, სახალხო მარში იგეგმება. როგორც „ინტერპრესნიუსთან“„დემოკრატიის მცველების“ დირექტორმა გიორგი მშვენიერაძემ განაცხადა, აღნიშნული მარშის მთავარი მიზანია, რომ სტატუსის მონიჭებამდე, ქართველმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ მიაწვდინოს საკუთარი ხმა ევროპას. გიორგი მშვენიერაძის თქმით, ამ მიზნით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები 27-ვე სახელმწიფოს ელჩს ხვდებიან და მათ 70-ზე მეტი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის სურვილს აწვდიან. „როცა უკვე ქართველი ხალხის მონდომების ხარჯზე

ბერდია სიჭინავა - სააკაშვილი არ უნდა იყოს პრივილეგირებულ მდგომარეობაში სხვა პატიმრებთან მიმართებით. ხელისუფლებამ უნდა გაქვცეს პასუხი, რატომ არის პრივილეგირებული სააკაშვილი? (ვიდეო)

სააკაშვილი არ უნდა იყოს პრივილეგირებულ მდგომარეობაში სხვა პატიმრებთან მიმართებით. ჩვენ ვხედავთ პრეზიდენტს, რომელმაც საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობა ნებით დათმო, სასამართლო სხდომიდან ატარებს საარჩევნო კამპანიას. პატიმარი რას გვიპასუხებს, ჩვენ სააკაშვილთან არ გვაქვს კითხვები, ხელისუფლებასთან გვაქვს კითხვები და ხელისუფლებამ უნდა გაქვცეს პასუხი, რატომ არის პრივილეგირებული სააკაშვილი?      დღეს უმნიშვნელოვანესი ამოცანა გვაქვს, “ნაც.მოძრაობას” და მიხეილ სააკაშვილს გვერდით უნდა მივუ

საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში დანიის ელჩი ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული განცხადების გამო, უწყებაში დაიბარა

საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში დანიის ელჩი ანე ტოფტ სორენსენი განმარტებისთვის უწყებაში დაიბარა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამინისტროში განუცხადეს, დანიელ დიპლომატს მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია ამ წუთებში ხვდება. ოფიციალური თბილისი დანიის ელჩისგან განმარტებას მის მიერ დანიურ მედიაში გამოქვეყნებულ წერილთან დაკავშირებით ითხოვს, რომელშიც დიპლომატი ბიძინა ივანიშვილს უწოდებს ოლიგარქს, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა. იპნ

დასავლეთ საქართველოში, 17 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს, გოგონამ კი ნაადრევად იმშობიარა

დასავლეთ საქართველოში, 17 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს. ამასთან, არსებული ინფორმაციით, მოზარდმა რამდენიმე დღის წინ ნაადრევად იმშობიარა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბავშვი დაიღუპა, თუმცა ეს ოფიციალურად დადასტურებული არაა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11-137-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 15-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. დაკავებულს აღკვეთის ღონისძიე

გახარიას პარტია პრეზიდენტის შეთავაზებულ ფორმატს არ შეუერთდება

გიორგი გახარიას თანაგუნდელი ანა ბუჩუკური აცხადებს, რომ პარტია „საქართველოსთვის“ პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ შემოთავაზებულ ფორმატში მონაწილეობას არ მიიღებს. ბუჩუკური აღნიშნავს, რომ პრეზიდენტის დღევანდელი გამოსვლა პარლამენტში იყო ძალიან კარგი, სწორი გზავნილებით და სწორი აქცენტებით და ფაქტობრივად დაემთხვა მათი გუნდის ლიდერისა და გუნდის პოზიციებს. დეპუტატის თქმით, „საქართველოსთვის“ გააგრძელებს პრეზიდენტის ინსტიტუციის მხარდაჭერას, სალომე ზურაბიშვილთან კომუნიკაციასა და თანამშრომლობას და მიიჩ

გალში თემურ კარბაიას მკვლელობის საქმეზე ე.წ. მილიციის თანამშრომლები დააკავეს

ოკუპირებულ გალის რაიონში საქართველოს მოქალაქის, ვიტალი (თემურ) კარბაიას მკვლელობის საქმეზე ე.წ. მილიციის ორი თანამშრომელი დააკავეს, მესამე მიმალვაშია. გალის რაიონის დე ფაქტო პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ალბერტ ზარაქუას, ვიანორ აბშილავას და დავით კვეკვესკირის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ჯგუფურად განზრახ სხეულის მძიმე დაზიანების მიყენებისა და ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, რასაც მძიმე შედეგები მოჰყვა. გამოძიების თა

შალვა კერესელიძე - კორუფციული პროექტები კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ხელისუფლებას სრული თავისუფლება აქვს ფული კორუფციული დანაშაულებრივი გზით აკეთოს

"კორუფციული პროექტები კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ხელისუფლებას სრული თავისუფლება აქვს ფული კორუფციული დანაშაულებრივი გზით აკეთოს და სახელმწიფო სამსახური ქვეყნის და ხალხის მსახურების ნაცვლად, ქვეყნის და ხალხის ხარჯზე გამდიდრების სამსახურად იქცეს."  შალვა კერესელიძე, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. 

გზების დეპარტამენტი - სამტრედია-გრიგოლეთის ხიდის აღდგენისთვის საპროექტო კვლევებში ევროპელი სპეციალისტები ჩაერთნენ

სამტრედია-გრიგოლეთის პირველ მონაკვეთზე, მდინარე რიონზე დაზიანებული მშენებარე ხიდის აღსადგენად, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, საპროექტო კვლევებისთვის ევროპელი სპეციალისტები მოიწვია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ქართველი, ავსტრიელი და გერმანელი ექსპერტებისგან დაკომპლექტებული საერთაშორისო ჯგუფი, ხიდის აღდგენის პროექტის შესამუშავებლად, სტრუქტურულ, გეოლოგიურ, ჰიდროლოგიურ და სხვა ტიპის კვლევებს ჩაატარებს. „მშენებარე ხიდის ბურჯისა და მალების ჩ

„გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტს გრანტის მიმღები ორგანიზაციებისთვის დამატებითი ანგარიშგების მექანიზმებს სთავაზობს

პოლიტიკური ჯგუფი „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტს გრანტის მიმღები ორგანიზაციებისთვის დამატებითი ანგარიშგების მექანიზმებს სთავაზობს. მათ მიერ “გრანტების შესახებ“ კანონსა და “ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ კანონში მომზადებული ცვლილებებით, რაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის კიდევ ერთი ალტერნატივაა, ნებისმიერი როგორც ქართული, ასევე უცხოური წყაროებიდან დაფინანსებული გრანტის მიმღები ვალდებული იქნება შესაბამის ორგანოს წარუდგინოს საქმიანობის წლი

გიორგი გახარია კახა კალაძეზე - ახლახან ვურჩიე, ან ფეხბურთისთვის მიეხედა, ან თავისთვის ეშველა, ვერ მიხვდა, მისი არჩევანი გასაგებია

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია, ფეხბურთელ გიორგი ქოჩორაშვილის მამასთან დაკავშირებით თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას ეხმაურება. „ამას ახლახან ვურჩიე, ან ფეხბურთისთვის მიეხედა, ან თავისთვის ეშველა. ვერ მიხვდა. მისი არჩევანი გასაგებია. ჯერ სააკაშვილის და ახლა ივანიშვილის პრომო ბიჭუნამ ფეხბურთიც დაყო „ნაცებად“ და „ქოცებად“. ქოჩორაშვილი და ნაკრების ბიჭები მიხედავენ ფეხბურთს და საქართველოს ევროპაშიც ასახელებენ. კალაძეს და მის ამჟამინდელ პატრონს კი ქ

კუპატაძე: პოლიცია შეკრება-მანიფესტაციების დროს, ყოველთვის მოქმედებს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის უფროსმა, თეიმურაზ კუპატაძემ ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, ბოლო პერიოდში, სხვადასხვა პოლიტიკური ლიდერისა და აქციის ორგანიზატორების მხრიდან, მედიასაშუალებებსა და სოციალურ ქსელებში გავრცელდა არაერთი დეზინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალას გადაამეტეს და განახორციელეს კანონსაწინააღმდეგო ქმედებები. კუპატაძის განცხადებით, „იმ დროს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს აქციის მ

ბექა ლილუაშვილი - უბედურება, რომელიც შეიძლება თავს დაატყდეს ქვეყნის ეკონომიკას ამ შიდა პოლიტიკური პრობლემების ფონზე ეს არის მისი ფინანსური სისტემის ჩამოშლა

პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, შიდა პოლიტიკური პრობლემების ფონზე შესაძლოა ქვეყნის ფინანსური სისტემა ჩამოიშალოს. მისივე განცხადებით, თუ ხელისუფლებამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ვეტო დაძლია, ამ კანონით გამოწვეული პრობლემები ყველას შეეხება, მიუხედავად განწყობებისა. ბექა ლილუაშვილი სოციალურ ქსელში საქართველოში მოქმედი ბანკების აქციების ფასების ვარდნის ამსახველ დიაგრამას აქვეყნებს. „შესაძლო უბედურება, რომელიც შეიძლება თავს

ცაჰკნა: საკითხს EU-ს დონეზე წამოვჭრით, კანდიდატის სტატუსი, ვიზალიბერალიზაცია ნაჩუქარი არაა

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ DW-ის ეთერში საქართველოში ვიზიტსა და რუსულ კანონზე ილაპარაკა. მან ხაზი გაუსვა, რომ კანდიდატის სტატუსი და ვიზალიბერალიზაცია ნაჩუქარი არ არი და ის შეიძლება, გადაიხედოს. ასევე, აღნიშნა, რომ ხელისუფლება ვალდებულია, შეასრულოს მოსახლეობის მოთხოვნები და მათთვის მიცემული დაპირებები. ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ამით გასულ წელს „ქართული ოცნების” მიერ რუსული კანონის გაწვევასა და გაკეთებულ გაცხადებაზე მიუთითა, რომ ისინი მას ხელახლა აღ

ზაზა თავაძე - დაშინების მცდელობა, ცემა და ძალადობა პირდაპირი პასუხია იმისა, რომ ხელისუფლება თავად შეშინებულია და მსგავსი მეთოდებით ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას (ვიდეო)

"დაშინების მცდელობა, ცემა და ძალადობა პირდაპირი პასუხია იმისა, რომ ხელისუფლება თავად შეშინებულია და მსგავსი მეთოდებით ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას."  ზაზა თავაძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/798873098865113/

ირაკლი კობახიძე - ჩვენ გვჯერა, რომ უკრაინელი ხალხი მალე მიაღწევს მშვიდობას და ჩვენ ერთად ვიზეიმებთ ჩვენს სრულფასოვან გაწევრებას ევროკავშირში

ჩვენ გვჯერა, რომ უკრაინელი ხალხი მალე მიაღწევს მშვიდობას და ჩვენ ერთად ვიზეიმებთ ჩვენს სრულფასოვან გაწევრებას ევროკავშირში , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უკრაინის აღდგენის კონფერენციის ფარგლებში გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო ხელმისაწვდომი რესურსების ფარგლებში გააგრძელებს მხარდაჭერის გაწევას უკრაინის აღსადგენად. „ძვირფასო კოლეგებო, ქართველ და უკრაინელ ერებს აერთიანებთ არა მხოლოდ მსგავსი გამოცდილება და მტკიცე მეგობრუ

ნათია მეზვრიშვილი - ჩვენ ვნახეთ, რომ ძალადობაში ჩართულები არიან ძალოვანი უწყების წარმომადგენლები - ივანიშვილი და მისი "ოცნება" ხალხის წინააღმდეგ იყენებს სახელმწიფო უწყებებს, როგორც ინსტრუმენტს (ვიდეო)

ჩვენ ვნახეთ რომ ძალადობაში ჩართულები არიან ძალოვანი უწყების წარმომადგენლები. ივანიშვილი და მისი "ოცნება" ხალხის წინააღმდეგ იყენებს სახელმწიფო უწყებებს, როგორც ინსტრუმენტს. ამ ყველაფერში ჩართულები არიან ეგრედწოდებული ზონდერ ჯგუფები, რომლებიც ადამინებზე ძალადობენ. ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1649316099148499/

გიორგი მამარდაშვილი - ერთად ყველაფერს შევძლებთ

ერთად ყველაფერს შევძლებთ, - ამის შესახებ საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. მამარდაშვილი გულშემატკივარს მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის. „პირველი ისტორიული ქულა ევროპის ჩემპიონატზე. ეს ჩვენი გუნდისა და ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მიღწევაა და ჩემთვის დიდი პატივია ამ ისტორიულ მომენტში მონაწილეობა, როგორც მატჩის MVP. მადლობა გულშემატკივრებს იმ მხარდაჭერისთვის რაც სტადიონზე და მის გარეთ ხდებოდა! ეს მხოლოდ დასაწყისია. ერთად ყველაფერს შევძლებთ”

კახეთში ძლიერი ქარიშხლის გამო ალავერდის ტაძრის გუმბათი დაზიანდა

კახეთში ძლიერი ქარიშხლის გამო დაზიანდა ალავერდის ტაძრის გუმბათი. სოციალურ ქსელში ვრცელდება დაზიანებული ინფრასტრუქტურის ვიდეოები და ფოტოები. ინფორმაციას ადასტურებს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია კახეთის მხარეში. „პუბლიკა” დამატებითი დეტალებისთვის დაკავშირებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ცდილობს. publika

უამინდობის გამო ფესტივალი "დიდი ნაყინობანა" გადაიდო

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაცია გაცნობებთ, რომ უამინდობის გამო, ფესტივალი ნაყინობანა გადაიდო. ღონისძიება 6 და 7 ივლისს გაიმართება. დილას მოსულმა ნალექმა გამოიწვია ტექნიკური დაზიანებები. ბოდიშს გიხდით შექმნილი ვითარების გამო. შევხვდებით მომდევნო უქმეებზე. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი ავრცელებს.  

გიორგი ჭანტურია - ხალხის რაქცია კობახიძეზე არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე სანქცია "ოცნებისთვის", იმაზე უფრო მძიმე, რაც დასავლეთს დაუწესებია

გუშინ, რაც მოხდა არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე სანქცია "ოცნებისთვის", იმაზე უფრო მძიმე, რაც დასავლეთს დაუწესებია, იმიტომ, რომ ეს არის ქართველი ხალხის მიერ დაწესებული სანქცია, რომელსაც დრო არ გააჩნია. გიორგი ჭანტურია, პარტია “გახარია საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/507388168299045
×
×
  • შექმენი...