პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პარლამენტის ვიცე-სპიკერის, დავით სერგეენკოსათვის დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი დაუჭირა.
სერგეენკოსთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მის მიერ საგაზაფხულო სესიის განმავლობაში პლენარული სხდომების ნახევარზე მეტის არასაპატიო მიზეზით გაცდენა იწვევს.
„კომიტეტის მიერ შესაბამისი პროცედურები გავლილი იქნა, გამოკვლეული იქნა ეს მასალა და ნამდვილად არის 32 სხდომიდან 25 გაცდენილი არასაპატიო მიზეზით. გამომდინარე
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის უსაფრთხოების მომავალი გარანტიების შესახებ დეკლარაციას კიდევ ექვსი ქვეყანა შეუერთდა.
"ჩვენი ძალიან წარმატებული შეთანხმება ნატო-სკენ მიმავალ გზაზე უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ გრძელდება ქვეყნებთან შეთანხმებების მომზადებით. ორმხრივი შეთანხმებებით. მხოლოდ ერთი დღე გავიდა ვილნიუსიდან და ექვსი ქვეყანა უკვე შეუერთდა მსოფლიოს შვიდ უდიდეს დემოკრატიას“, - განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.
კერძოდ, მისი ინფორმაციით, შეთანხ
“საქართველო, ფაქტობრივად, ნატოს დღის წესრიგიდან სრულად არის ჩახსნილი, ეს კი გეოპოლიტიკური თვალსაზრისით არის უკიდურესად დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნისთვის.”
კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი
360126817_818919879531044_2163372382875490963_n.mp4
პარტია "საქართველოსთვის" ნატო-ს ვილნიუსის სამიტს ეხმიანება და განცხადებას ავრცელებს, რომელსაც planeta.ge უცვლელად გთავაზობთ:
"11-12 ივლისს ქ. ვილნიუსში გაიმართა ნატოს ისტორიული სამიტი, სადაც რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე სრულმასშტაბიანი აგრესიის ფონზე, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღეს.
სამიტის შედეგად, უკრაინამ გადადგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ნატოში ინტეგრაციის გზაზე. კერძოდ, ალიანსმა ღიად განაცხადა, რომ გაწევრიანების პროცესში უკრაინა აღარ საჭიროებს წევრობის სამ
13 წლის შვილის გაუპატიურებაში ბრალდებული კაცს ბათუმის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა.
40 წლამდე კაცი ბათუმში, 11 ივლისს დააკავეს. მას ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ე’’ და მეოთხე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტებით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი ოჯახის წევრის გაუპატიურებას გულისხმობს.
დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პუბლიკა
თბილისის აეროპორტში იქმნება ახალი სატრანზიტო ჰაბი, რომლის გავლითაც რუსეთის მოქალაქეებს ევროპაში ფრენა შეეძლებათ. ამის შესახებ რუსულ მედიასაშუალება RBK-ს განუცხადა მოსკოვის აეროპორტ „ვნუკოვოსა“ და ავიაკომპანია „აზიმუტის“ თანამფლობელმა ვიტალი ვანცევმა.
„აზიმუტი“ „ჯორჯიან ეარვეისთან“ ერთად არის ავიაკომპანია, რომელმაც 2023 წლის მაისიდან მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების შესრულება დაიწყო.
ვანცევის თქმით, რუსებისთვის თბილისი არის მეოთხე სატრანსპორტო ჰაბი — სტამბოლის, ბა
სანქციები მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი გახლავთ და როგორც კი ვიღებთ საკმარის სანდო ინფორმაციას კორუფციის ან სხვა უკანონო საქმიანობის შესახებ, ვმოქმედებთ, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, როდის დასანქცირდებიან საქართველოს ხელისუფლების წევრები და რატომ არ ასანქცირებს შეერთებული შტატები მათ.
„თქვენ ნახეთ სავიზო სანქციები 4 კორუმპირებული მოსამართლის წინააღმდეგ, ისინი ხელს უშლიდნენ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, ისინი ხელს უშლიდნენ საქ
ჩვენ არ ვართ ევროკავშირის წევრი, ჩვენ ვართ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ძლიერი მხარდამჭერები, რადგან ვიცით, რომ ეს არის უმრავლესობის, ქართველების აბსოლუტური უმრავლესობის მკაფიო არჩევანი და სწორედ ამიტომ ვეხმარებით საქართველოს რამდენადაც შეგვიძლია, განახორციელოს რეფორმები, რომლებიც საჭიროა იმისათვის, რომ იყოს შესაბამისი და იყოს მზად საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე შემდეგი მნიშვნელოვანი ნაბიჯისთვის, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ
ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ნატო-ს ვილნიუსის სამიტს ეხმიანება.
გახარიას თქმით, საქართველო უკრაინას ჩამორჩა ხელისუფლების არასწორი უმოქმედობის გამო.
„ვილნიუსში ნატო-ს სამიტზე უკრაინამ მაქსიმალურ შესაძლო შედეგს მიაღწია. საქართველო ჩამორჩება ხელისუფლების არასწორი უმოქმედობის გამო. ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაცია ქვეყანაში გრძელვადიანი მშვიდობის ერთადერთი გარანტიაა. სანამ ქართველი ხალხი ამისთვის იბრძვის, ჩვენ ამ მიზანს მივაღწევთ“, – წერს გახ
უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიული მეთაურობის „სამხრეთი“-ს შტაბის განცხადებით, დღეს რუსმა სამხედროებმა ტაქტიკური ავიაციის გამოყენებით შავ ზღვაში მდებარე კუნძული ზმეინი დაბომბა.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ფრონტის ხაზზე რუსი სამხედროები თავდაცვით ღონისძიებებს ატარებენ, მაგრამ აგრძელებენ აეროდაზვერვას და აქტიურად იყენებენ ტაქტიკურ ავიაციას და დამრტყმელ უპილოტოებს. გარდა ამისა, საბრძოლო მორიგეობაზე შავ ზღვაში 9 რუსული გემი იმყოფება, მათ შორის 3 რაკეტამზიდი (ერთ-ერთი მათგანი წყალქვე
აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, შვედეთისთვის ნატო-ში გაწევრიანებაზე თანხმობის მიცემა იმ ბევრ დიდ საქმეს შორისაა, რასაც ლიეტუვაში გამართულ ალიანსის სამიტზე მიაღწიეს.
„თავიდან პუტინი ფიქრობდა, რომ მას შეეძლო ნატო-ს დაშლა და ჩვენი გაყოფა - ნატო ფაქტობრივად, უფრო დიდი გახდა“, - განაცხადა ოსტინმა და ამ კონტექსტში ფინეთის ალიანსში გაწევრიანებასა და შვედეთის გაწევრიანებაზე თურქეთის თანხმობაზე ისაუბრა.
კითხვაზე, როგორ რეაგირებს რუსეთის ლიდერი ალიანსის გაფართოებაზე, ლოიდ ოსტ
"ვილნიუსში ნატოს სამიტზე უკრაინამ მაქსიმალურ შესაძლო შედეგი მიიღო. საქართველო ჩამორჩება ხელისუფლების მავნე უმოქმედობის გამო. ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაცია ქვეყნის გრძელვადიანი მშვიდობის ერთადერთი გარანტიაა. რადგან ქართველი ხალხი მისკენ ისწრაფვის, მიზანს აუცილებლად მივაღწევთ."
გიორგი გახარია, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე
საქართველო „ნატო-ს გაძლიერებული შესაძლებლობების“ მტკიცე პარტნიორია. ეს არის ნატო-ს უახლოესი პარტნიორებისთვის განკუთვნილი კატეგორია, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ეს განცხადება ვილნიუსის სამიტთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა. კერძოდ, მას ჰკითხეს, რა კომენტარს გააკეთებდა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს შესახებ ვილნიუსში გაკეთებულ არცერთ განცხადებაში საუბარი არ ყოფილა.
ჩვენ, რა თქმა უნდა, ყურადღებით ვაკვირდებით მსგავს შემთხვევებს. ვიცი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო იკვლევს ამ საკითხს. ვიმედოვნებ, რომ მას კონსტიტუციით დაცული უფლებებით სარგებლობის საშუალება ექნება, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა შსს-ს თანამშრომლის, გოგა რაზმაძესთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„ვფიქრობ, ამას სახალხო დამცველიც აკვირდება, რადგან მათი პასუხისმგებლობაა, როგორც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურებმა, გამოიძიონ სამართალდამცავების მიმ
ჩვენ არავისთან შერწყმას და გაერთიანებას არც ვგეგმავთ, არც ვგეგმავდით და არც დავგეგმავთ, განსაკუთრებით „ნაციონალურ მოძრაობასთან“, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ არის პარტია, რომელიც ყველაზე ეფექტურად და ხშირად ეხმარება „ქართულ ოცნებას“ ძალაუფლების შენარჩუნებაში.
„არავითარ გაერთიანებას ჩვენ განსაკუთრებით „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არ განვიხილავთ. ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით ნებისმიერ ძალებთან თან
საქართველოს სასამართლოს გუშაგმა, საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ (GDI) და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებასთან დაკავშირებით ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.
ორგანიზაციების შეფასებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ცდილობს თავიდან აირიდოს დამკვირვებლები და ჩაკეტილად, ყოველგვარი გამჭვირვალობის სტანდარტების გვერდის ავლით მიიღოს გადაწყვეტილებები.
ორგანიზაციების შეფასებით, ბოლო 1 წლის განმავლობაში მონიტორინგის განმახორცი
ქართულ ენაზე მომსახურების ვერმიღების გამო გაზრდილი უკმაყოფილების შემყურემ ფეისბუქ-გვერდზე ვიკითხე, თუ ჰქონიათ ჩემს ნაცნობ-მეგობრებს მსგავსი გამოცდილება? რამდენად რეალურია ეს პრობლემა? – პასუხებმა მოლოდინს გადააჭარბა.
ამ თემაზე პირადი შეტყობინებები დღემდე არ წყდება. ერთმა მოქალაქემ ვეტკლინიკაში გამოწერილი რუსულენოვანი რეცეპტიც კი გამიზიარა.
გადასამოწმებლად რამდენიმე კაფეს მისამართი მოვინიშნე და ჩემს კოლეგასთან, ნათიასთან ერთად წავედი თბილისის ცენტრალური უბნებისკენ. ნათია გზად მ
ბებიამ მთელი ცხოვრება აფხაზეთში გაატარა. შვილი ომის დროს წამებით მოუკლეს. მისი საფლავი არც მაშინ მიატოვა, როდესაც სოფელში არავინ იყო და ჯიუტად ყოველდღე დადიოდა სასაფლაოზე. მის სიფრიფანა სხეულში ძლიერი ნებისყოფისა და ვაჟკაცობის ქალი ცხოვრობდა – აი, ისეთი, ზოგიერთ წიგნში რომ აღწერენ. ტრაგედია ჩაანაცვლა მომავალზე, შვილიშვილებზე ზრუნვით და ამისთვის იბრძოდა. როდესაც 2023 წლის მაისში თბილისში გარდაიცვალა, უმთავრესი პრობლემა მისი აფხაზეთში გადასვენება და შვილის და მეუღლის გვერდით დაკრძალვა იყო. ეს მი
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ვილნიუსში ნატო-ს ორდღიანმა სამიტმა გააქარწყლა ყოველგვარი ეჭვი და გაურკვევლობა იმასთან დაკავშირებით, იქნება თუ არა უკრაინა ნატო-ს წევრი.
„ძალიან მნიშვნელოვანია: სამიტის ამ ორი დღის განმავლობაში წავშალეთ ყოველგვარი ეჭვი და გაურკვევლობა, იქნება თუ არა უკრაინა ნატო-ში. იქნება! ადრე არასდროს არ გაჟღერებულა ნატო-ს სხვა წევრების მხრიდან სიტყვები : "თქვენ თანასწორები ხართ თანასწორთა შორის". ახლა ყველას ესმის: ეს ფაქტია - თანასწორთა შორის თანასწ
საკუთარი მომავლის განსაზღვრის უფლება ძვირფასია ხალხისთვის არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ ბელარუსშიც, მოლდოვაშიც, საქართველოშიც. შესაბამისი განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვილნიუსის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, „ლიეტუველი ძმები ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ჩემპიონები არიან“ უკრაინის უფლების დაცვაში, რომ თავად აირჩიოს საკუთარი მომავალი - ისეთი, რომელიც თავისუფალია.
„ ვინც უფროსები ხართ, სხვებზე უკეთ იცით, თუ რამდენად ძვირფასია უფლება, თავად განსაზღვრო საკუ
გოგა რაზმაძე 12 წელია შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია. 20 წლის იყო საპატრულო პოლიციელის ფორმა რომ ჩაიცვა. 2018 წლიდან კი როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტში შეიქმნა, გოგა რაზმაძე, კონკურსის გავლის შემდეგ, ამ დეპარტამენტის თანამშრომელი გახდა.
ის დღესაც დეპარტამენტის თანამშრომელია, უფრო ზუსტად კი დეპარტამენტის რეგიონული სამმართველოს უფროსი. თუმცა, კიდევ რამდენ ხანს დარჩება ის შინაგან საქმეთა სამინისტროშ
- ხელისუფლება, რომელიც მზად არის ერთი ადამიანის ინტერესისთვის ქვეყნის ევროპული მომავალი სასწორზე დადოს, ყველაფრის მკადრებელია.
- ოცნებამ გადალახა, მათ შორის, ის ზღვარიც, რითაც ის ნაციონალური მოძრაობისგან განსხვავდებოდა - ხელისუფლებაში მოსვლისას მისთვის მთავარი ადამიანის უფლებების დაცვა იყო და ახლა ვხედავთ ადამიანების ჩაგვრას, ძალადობას, მოქალაქეების ერთმანეთზე გადაკიდებას.
ნათია მეზვრიშვილი, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე
347557499_629582912458289_236537544867093
რეგიონში მნიშვნელოვანი ცვლილებებია, უკრაინის მომავალი რომ ნატოშია და ამ ქვეყნის გზა გასცდა გაწევრების სამოქმედო გეგმის საჭიროებას, - ამის შესახებ ვილნიუსის ნატოს სამიტის კომუნიკეშია ნათქვამი. ამასთან, ერთი შეხედვით, ადგილიდან დაიძრა ევროკავშირში თურქეთის გაწევრების საკითხიც. ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თურქეთისა და შვედეთის ლიდერებს შორის ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ ერდოღანი თანახმაა, შვედეთის ნატო-ში გაწევრების განაცხადს მხარი დ
ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს , - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მირიამ ლექსმანმა სტრასბურგში, „მთავარი არხის“ დამფუძნებელთან, ნიკა გვარამიასთან და სხვა ევროპარლამენტარებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ლექსმანმა აღნიშნა, საქართველოში ღრმა პოლარიზაციაა.
„ჩვენ ყველანი ვართ საქართველოს მეგობრები და გვიხარია, რომ ნიკა გვარამია დღეს ჩვენ გვერდით არის. ჩვენ გვინდა, რომ საქართველოს დავეხმაროთ გახდეს ევროკავშირის წევრი და გახ
ძლიერი ალიანსი საქართველოსა და უკრაინისთვის ერთადერთი გზაა მშვიდობისა და თავისუფლებისთვის , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი “ტვიტერზე“ წერს.
მისი თქმით, ვილნიუსში ატლანტიკურმა ალიანსმა უკრაინისადმი თავისი ერთიანობა და ურყევი მხარდაჭერა აჩვენა.
„გულითადად მივესალმები ამ გადაწყვეტილებებს, რომლებიც აძლიერებენ უკრაინის უსაფრთხოებასა და მიზანდასახულობას.
ძლიერი ალიანსი საქართველოსა და უკრაინისთვის ერთადერთი გზაა მშვიდობისა და თავისუფლებისთვის.
არჩევანი ჩვე