"ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, გაგახსენებთ 2012 წელს, არ წავლ შორს 90-იან წლებში, სად იყო მაშინ საერთოდ დამკვირვებელი? ეს თუ იქნა საერთო სახალხო ნების გამოხატულება, რომლისთვისაც ახლა ყველაფერი კეთდება, მერწმუნეთ, რომ ვერანაირი გაყალბება ვერ უშველით. მთავარი ამ აქციის მუხტი რა უნდა იყოს იცით? ის ახალგაზრდები, რომლებიც საერთოდ არ დადიოდნენ არჩვენებზე , უნდა მივიდნენ უბანზე და უნდა მისცენ ხმა"
გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
ლაზარე გრიგორიადისის დედა, თამთა კალანდაძე ადასტურებს, რომ ლაზარე რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე დააკავეს.
„პუბლიკა” ინფორმაციის დასადასტურებლად და დაკავების მუხლის გასარკვევად დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროსაც. უწყებისგან პასუხის მიღებისთანავე, მასალა განახლდება.
პუბლიკა
პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძე განცხადებით, ევროპის მატჩზე დასწრების მსურველებისთვის ფრენებზე სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში ბილეთები კვირის ბოლომდე შესაბამის პლატფორმაზე განთავსდება.
ერთი ფრენის ფასი სუბსიდირების ფარგლებში 195 ევრო, ხოლო ორი ფრენის ფასი 390 ევრო იქნება. კობახიძის თქმით, ბილეთების შეძენას შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც მატჩის ბილეთები უკვე შეძენილი აქვთ.
„ჩვენ ვსაუბრობდით ავია ბილეთების სუბსიდირებაზე, რაც უკავშირდება გერმანიაში
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესს წარედგინება კანონპროექტი, რომლითაც საქართველოში რუსული სტილის „უცხოური აგენტების“ წარდგენაზე პასუხისმგებელ პირებს აქტივების გაყონვა და მოგზაურობის აკრძალვა ემუქრებათ, - ინფორმაციას Politico ავრცელებს.
გამოცემის მტკიცებით, კანონპროექტში აღნიშნულია, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ „მზარდად და სამწუხაროდ ადგას რუსეთის ფედერაციასთან შეთანხმების პოლიტიკას“. კანონპროექტის თანახმად, თბილისი ღიად ესხმის თავს აშშ-სა და დასავლური დემოკრატიის სხვა ხელშემწყობ
ოფშორების კანონი ჩვეულებრივად შეიძლება იყოს რუსული კაპიტალის თავისუფლად შემოდინებისთვის “კარგი არხი”, რომლითაც შესაძლოა ჩვენი ბმა რუსეთთან ფინანსური სისტემის თვალსაზრისით გაიზარდოს და როგორ იყენებს რუსეთი ამას, ჩვენი უახლესი ისტორია ძალიან კარგ და მძიმე მაგალითებს გვაძლევს.
ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/459072529843122/
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, არმიის წინაშე სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტი ქვეყნის ღალატში დაადანაშაულა. თქვა, რომ ქვეყნის მთავარსარდალი ქვეყანას ღალატობს.
კობახიძე ამბობს, რომ საქართველო და მისი დამოუკიდებლობა დღესაც გამოწვევების წინაშე დგას.
თუმცა მისი თქმით, დღეს ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის სადარაჯოზე დგას და მის ეროვნულ ინტერესებს იცავს.
მისივე თქმით, საქართველო „მოსეს
პირველ რიგში თუ ვინმემ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა, ეს არის საქართველოს ხელისუფლება, რომელიც პირდაპირ შეტევაზე გადავიდა, - ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მეთიუ მილერის განცხადებას სანქციების შესახებ.
ლილუაშვილის თქმით, სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის გაფუჭების პირველი ნაბიჯები საქართველოს ხელისუფლების მხრიდან იყო, როდესაც, აშშ-ის ელჩს და მთლიანად ს
კონკრეტული სახელების თქმა არ შემიძლია, ეს ჩვენი ქმედებების სერიაში მხოლოდ პირველი ნაბიჯია - ჯერ კიდევ არის დრო შემობრუნებისთვის, ჩვენი პოლიტიკა დამოკიდებული იქნება პოლიტიკაზე, რომელსაც საქართველო აირჩევს , - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა.
ამასთან, მილერის განცხადებით, აშშ-ის ქმედებები არა მხოლოდ სანქციებს ეხება, არამედ აშშ მზად არის საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობების სრული გადახედვისთვის.
„კონკრეტული სახელების თქმა არ შემიძლია… ყველას
დღეს ხელისუფლების წყარო არის ძალადობა, საგარეო კურსის ცვლილება და კორუფცია, არც ერთი საგამოძიებო ორგანო კი ამ ვითარებას არ ეხმიანება. ყველასთვის ნათელია, რატომ დაიქვემდებარა და მორჩილი გახადა ყველა უწყება ივანიშვილმა - ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ყოველ ჯერზე, როცა გვგონია, რომ აღარაფერი აღარ დარჩა "ოცნებას" საკადრებელი, ძალაუფლების შესანარჩუნებლად უფრო და უფრო მეტს კადრულობენ.
ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე.
ვიდეო: https://www.facebook.com/Fo
ამერიკის შეერთებული შტატები გმობს და არ ცნობს ყალბ „საპარლამენტო არჩევნებს“ რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რომელიც საქართველოს თანხმობის გარეშე ჩატარდა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო’ბრაიენი აცხადებს.
„ამერიკის შეერთებული შტატები გმობს და არ ცნობს ყალბ „საპარლამენტო არჩევნებს“ რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში, რომელიც საქართველოს თანხმობის გარეშე ჩატარდა. ჩვენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საე
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიების განახლების მიზანშეწონილობა არ არსებობს.
საგამოძიებო სამსახურმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის საფუძველზე ,,ცინცაბაძის ჯგუფის“ საქმეებზე გადაწყვეტილებები მიიღო.
უწყება წერს, რომ 2024 წლის მარტში მინისტრთა კომიტეტმა გამოსცა რეკომენდაცია „მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ საქმესთან დაკავშირებით, რომელიც არ ითვალისწინებს საქართველოს მიმართ მოწოდებას გამოძიების განახლე
ვენეციის კომისიამ საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით 2 ახალი მოსაზრება გამოაქვეყნა – ერთი გენდერული კვოტების გაუქმებას ეხება, მეორე კი – ცესკოს დაკომპლექტებისა და მისი თავმჯდომარის არჩევის წესს.
გენდერულ კვოტებთან დაკავშირებით ვენეციის კომისია ხაზს უსვამს, რომ როგორც მუდმივად აცხადებს, ნებისმიერი წარმატებული ცვლილება საარჩევნო კანონმდებლობაში უნდა იყოს აგებული მინიმუმ შემდეგ სამ არსებით ელემენტზე:
მკაფიო და ყოვლისმომცველი კანონმდებლობა, რომელიც აკმაყოფილ
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” განცხადებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, შოთა სირაძე, რომელიც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვაჟა სირაძის მამაა, დეკლარაციაში 7 უძრავ ქონებას და შემოსავალს მალავს.
საუბარია, შოთა სირაძის 2024 წლის დეკლარაციაზე, რომელშიც მას მისი და მისი მეუღლის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება არ აქვს მითითებული.
TI-ს განცხადებით, შოთა სირაძემ დეკლარაციაში არ ასახა შემდეგი უძრავი ქონება: 873 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შ
ეს ევროკავშირის გადაწყვეტილებაა, მაგრამ მათაც და ჩვენც ნათლად ვთქვით, რომ საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლას შედეგები მოჰყვებოდა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა.
„რა თქმა უნდა, ეს ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა და ამაზე უფრო კომპეტენტურად კომენტარის გაკეთება მათ შეუძლიათ. თუმცა ვიცი, რომ მათ ნათლად თქვეს, ისევე როგორც ჩვენ ნათლად ვთქვით, როდესაც საქმე საქართველოსთან ჩვენს ურთიერთობებს ეხება, რომ საქართველოს დემოკრატიუ
უკრაინაში მებრძოლ ნადიმ ხმალაძეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ტერორიზმისა და სახელმწიფო გადატრიალების მუხლით უწყებაში იბარებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ნადიმ ხმალაძე საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
„მე, ნადიმ ხმალაძეს, ტერორიზმის და სახელმწიფო გადატრიალების მუხლით მიბარებს სუსი",- წერს ხმალაძე.
იპნ
მასალა მომზადებულია „ამერიკის ხმის“ მიერ.
ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ჯეიმს ო’ბრაიენის განცხადებით, საქართველოში სანქციები შეიძლება დაუწესდეთ არა მხოლოდ მათ, ვინც კორუფციით სარგებელს იღებს, ასევე მათ, ვინც ადამიანის უფლებების დარღვევაშია მხილებული.
ამის შესახებ ო’ბრაიენმა შეერთებული შტატების სენატში მიმდინარე მოსმენაზე განაცხადა.
რას ამბობს ო’ბრაიენი?
„როგორც ჩანს, საქართველოში არის ელიტები, რომლებიც თითქოს სხვა მოსახლეობას ხედავენ.
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ანგარიში წარმოადგინა, რომელიც მოიცავს პერიოდს 1 ივნისიდან 27 აგვისტომდე, ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდე.
ორგანიზაციის შეფასებით, ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებას საქართველო ძლიერი პოლიტიკური პოლარიზაციის პირობებში ხვდება.
ISFED ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ წინასაარჩევნო ღონისძიებების დაწყებისთანავე „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერები საკუთ
ქუთაისის #2 პენიტენციური დაწესებულებაში პატიმარმა დაზიანებები მიიღო. ის ჯერ ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში, მოგვიანებით კი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო თბილისში, ვივამედში გადაიყვანეს.
ახალგაზრდა კაცის ოჯახის წევრები ფიქრობენ, რომ ის ნაცემია. მათ ამის საფუძველს აძლევს მისი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია რომელიც კლინიკისგან მიიღეს. ასევე, მისი ვიზუალური შეფასება – მათი თქმით, ქუთაისიდან თბილისში გადაყვანის დროს, კლინიკიდან რეანიმობილში მიყვანამდე მონაკვეთში მათ შორიდან დაინახე
“ოცნებას” მოვუწოდებ, რომ დაანებონ თავი შუშის აკვარიუმებიდან საუბარს და გავიდნენ ხალხში.
დღეს “ოცნება” არის ერთი მუჭა ადამიანების, რომლებიც დახარბებული და დახამებული არიან თავიანთი ძალაუფლების გახანგრძლივებაზე, მხოლოდ და მხოლოდ მეტი ფულის საკეთებლად, მათ არ აინტერესებთ მოქალაქეები.
ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/868895311818403/
რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენლის, გიორგი ბურჯანაძის განცხადებით, კანონი საფრთხეს უქმნის იმ ადამიანებსაც, რომლებიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ და ქართული ორგანიზაციებთან თანამშრომლობენ.
ამის შესახებ ბურჯანაძემ დღეს, 29 აგვისტოს, საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა, სადაც რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა დაიწყო.
ბურჯანაძის თქმით, საფრთხის შემცველია რუსული კანონის ფარგლებში გამოცემული იუსტიციის მინ
საქართველოში მცხოვრები ცნობილი ბელარუსი ჟურნალისტი და აქტივისტი ანდრეი მიალეშკა ქვეყანაში არ შემოუშვეს. როგორც თემო კიღურაძე სოციალურ ქსელში წერს, მიალეშკა არასრულწლოვან შვილთან ერთად ქუთაისის აეროპორტში დააკავეს და სავარაუდოდ, პოლონეთში აბრუნებენ.
უარის თქმის დოკუმენტში მიზეზი დაკონკრეტებული არ არის და მითითებულია, რომ ის „არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს”.
პუბლიკა
ექიმების თქმით, შუქრუთელი მოშიმშილე გიორგი ბიწაძის მდგომარეობა დამძიმდა, ის კლინიკაში გადაჰყავთ – დღეს შუქრუთელების შიმშილობის 30-ე დღეა.
დღეს დილით შუქრუთელები მთავრობის კანცელარიასთან იმყოფებოდნენ, რათა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისგან მათ მიერ შეტანილ წერილთან დაკავშირებით პასუხი მოესმინათ, თუმცა, როგორც შუქრუთელები ამბობენ, პოლიციამ კანცელარიასთან დარჩენის საშუალება არ მისცა და მათ წინააღმდეგ ფიზიკური ძალა გამოიყენა.
მათი თქმით, პარლამენტის ტერიტორიიდან ლეიბების გასატანად პოლიცი
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დღეს, ის საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდა.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ელჩმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა ქარტიის და სამოქმედო გეგმის, ასევე კიდევ აღნიშნა, რომ „როგორც კი დაინახავენ საქართველოს მოსახლეობამ გამოთქვა არჩევნებში თავისი მშვიდი, მაგრამ ურყევი ნება დაუბრუნდეს ევროპას, მაშინვე ამოქმედდება ყველაფერი ის, რაც საჭიროა“.
„მინდა, გითხრათ, რომ ეს არის ჩემი ძალიან ღრმა თვითდაჯერების მეორე მიზ
14 ნოემბერს ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერა დაიწყო, რომელიც ყოველ 10 წელიწადში ერთხელ ტარდება.
საქსტატის ინფორმაციით, მონაცემთა შეგროვების პროცესი 19 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
აღწერა ორ ეტაპად ჩატარდება: პირველ ეტაპზე, 14 ნოემბრიდან 23 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში მონაცემები შეგროვდება თვითრეგისტრაციის მეთოდით (CAWI). თვითრეგისტრაციის დროს რესპონდენტები დამოუკიდებლად, ინტერვიუერების გარეშე, კომპიუტერის/პლანშეტის/სმარტფონის მეშვეობით, სტანდარტული ინტერ
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, დავით კირთაძის წინააღმდეგ გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიება ცესკოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო.
“შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მომართვის საფუძველზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ცენტრალურ საარჩევნო