ირჩევენ ხელისუფლებას გლოვის გამოცხადებისთვის? – რა [არ]ვიცით 8 დღის შემდეგ რაჭის სტიქიაზე
რაჭაში, 3 აგვისტოს მომხდარი სტიქიიდან 8 დღე გავიდა. მედიას/საზოგადოებას აქვს კითხვები ხელისუფლებასთან, მაგრამ ვერ იღებს ადეკვატურ პასუხებს. მმართველი პარტია სტიქიის ზონაში ჟურნალისტების მუშაობას პერიოდულად ზღუდავს და თავს ესხმის დამოუკიდებელ მედია საშუალებებს, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ინფორმირებას.
ჟურნალისტ ზვიად ქორიძის აზრით, ერთი საკითხია რა უნდა გაეკეთებინა ხელისუფლებას, რომ წარმატებული
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ 2023 წლის პირველი ექვსი თვის პერიოდში, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით აივ/შიდსის ახლად გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა გაზრდილია 6%-ით.
ცერცვაძე აღნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობის აივ ინფექციაზე უსაფრთხოება საიმედოდაა დაცული. მაგრამ ამის მიუხედავად, ვინაიდან გაზრდილი მიგრაციის პირობებში მაინც არსებობს აივ ინფექციის გავრცელების მატების რისკები. ის მოუწოდებს მოსახლეობას, განსაკუთრებით ახალგაზრდობას, რომ ზედმ
“ვერტმფრენში რომ ავედი, შეშლილი სახით შემომხედა იმ კაცმა [იგულისხმება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი - რ.თ.], ისე გამოვიყურებოდი. შარვალიც კი აღარ მეცვა. ვიყავი ტრუსით, ყელამდე ტალახში, თავი მქონდა ტალახით გაზელილი, ვკანკალებ, ისე ვტირი და ამ კაცს ვეხვეწები, ვერტმფრენი ისე არ დაძრა, ჩემი ქმარი რომ არ წამოიყვანო,” - უთხრა რადიო თავისუფლებას მარიამ ბერიანიძემ, შოვის სტიქიის ერთ-ერთმა გადარჩენილმა.
ის 3 აგვისტოს ღვარცოფში ქმართან და 4 წლის შვილთან ერთად მო
შოვში ერთ-ერთი დაღუპული სოფო ბაკურაძეა. ინფორმაცია ფორმულას ოჯახმა დაუდასტურა.
სოფო ბაკურაძე 23 წლის მარტოხელა დედა იყო სოფელ გლოლადან. ის შოვში, კოტეჯებში მუშაობდა. მას 4 წლის შვილი, ლუსი დარჩა. ლუსის დასახმარებლად არასამთავრობო ორგანიზაციას რაჭის ახალგაზრდულ ასამბლეას ანგარიში აქვს გახსნილი:
599700499 — ანი
59821195 — ლამარა
TBC #GE67TB7993945064300064 — მიმღები ლამარა ბოჭორიშვილი
Bank of Georgia #GE27BG0000000565975342 — მიმღები ნინო (ნანა) სოხაძე
3 აგ
თავდაცვის სამინიტროს განცხადებით, სტიქიის ზონაში ძებნა-შველის ღონისძიებების არეალი გაფართოვდა. დამეწყრილი ტერიტორიის პარალელურად, ძებნის ღონისძიებები მდინარეების ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში მიმდინარეობს.
ეროვნული გვარდიის სამხედროებისგან, რეზერვისტებისა და შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებისგან შემდგარი 18 ჯგუფი შოვიდან 54 კილომეტრის მანძილზეა გადანაწილებული. თითო ჯგუფი ოთხკაციანი შემადგენლობით სამ კილომეტრიან დისტანციაზე ახორციელებს მდინარეების კალაპოტების მონიტორ
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თემურ მღებრიშვილის განცხადებით, შოვში, სტიქიის ეპიცენტრში მიწის მასის 60% უკვე გადამოწმებულია.
მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ მსხვერპლთა რიცხვი არ შეცვლილა - დაღუპულია 24 ადამიანი, ეძებენ 9-ს და 4 ფრაგმენტია ნაპოვნია.
„მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები, როგორც სტიქიის ზონაში, ასევე რიონისა და ჭანჭახის მდინარის კალაპოტებში. საძიებო სამუშაოების მიზნით, სტიქიის ეპიცენტრში მიწის მასის 60% უკვე გადამოწმებულია. ასევე, მინდა მოგახსენოთ, რომ მ
რუსულმა ძალებმა დღეს დილით ხერსონის ოლქი არტილერიით დაბომბეს, რის შედეგადაც სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დაღუპულებს შორის 23 დღის ბავშვია.
ამასთან, თავდასხმის შედეგად დაშავდა 12 წლის ბავშვი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მისი მდგომარეობა კრიტიკულია.
უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 13 აგვისტოს დილის მდგომარეობით რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის შედეგად უკრაინაში 500 ბავშვი დაიღუპა.
ამასთან, უწყების ცნობით, რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის შედეგად უკრაინაში 1 097-ზე მეტი ბავშვი დაშავდა.
უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი, 485, დონეცკის ოლქში დაიღუპა და დაშავდა, ხარკოვის ოლქში - 298, კიევის ოლქში - 129, ხერსონის ოლქში - 118, ზაპოროჟიეში - 99, მიკოლაივის ოლქში - 9
ჩვენ ღამის ფრენის საშუალებები გვაქვს, შეძენილი გვაქვს, შეგვიძლია ვიფრინოთ, თუმცა არის ძალიან დიდი რისკი - ასე რომ ვთქვათ, თუ მართლა ადამიანის სიცოცხლეს არ ემუქრება იმ წამს რაღაცა, რომ პილოტებმა გარისკოს, არ არის მიზანშეწონილი და დაშვებული , - ასე გამოეხმაურა შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური შოვში, სტიქიის ზონაში ღამით ვერტმფრენების ფრენის შეჩერებასთან დაკავშირებთ დასმულ კითხვას.
მისივე თქმით, ვერტმფრენის ფრენა მთებში რისკთან არის დაკავშირებული.
„რაც შეეხება რატომ არ დაფრინავ
“აზერბაიჯანი მზადაა ახალი ჰუმანიტარული ტვირთი გადმოგვცეს, მათ შორის გამნაღმველი აღჭურვილობა. განაღმვის საკითხი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობის დროს. უკრაინა საჭიროებს ამ დახმარებას პატნიორებისგან”, – განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას. უკრაინის პრეზიდენტს აზერბაიჯანის სახელმწიფო მედია ციტირებს.
ზელენსკის განცხადებითვე, უკრაინაში ამჟამად 174 ათასი კვ. კილომეტრი ფართობის ტერიტორია ამ კუთხით საფრთხეს წარმოადგენს.
აზერბაიჯანული მედიის ცნობითვე, ზელენსკის მიმ
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, თემურ მღებრიშვილის თქმით, შოვში უკვე გადამოწმებულია სტიქიის ეპიცენტრი 60%. მაშველები ამ დრომდე ეძებენ 9 დაკარგულს.
3 აგვისტოს, რაჭაში, შოვში მეწყერი ჩამოწვა. სტიქიის ზონაში მეთერთმეტე დღეა, სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ დროისთვის ცნობილია 24 დაღუპულის შესახებ, 11 ადამიანის ძებნა კი ამ დრომდე გრძელდება.
ნეტგაზეთი
საწვავი გაძვირებულია ყველა ბენზინგასამართ სადგურზე. ნეტგაზეთმა მოიკვლია ფასები, თუ რა ღირს ერთი ლიტრი საავტომობილო საწვავი სხვადასხვა ბენზინგასამართ სადგურზე და ბოლო თვეებში როგორი იყო ფასების ზრდის დინამიკა. ფასების არქივი აჩვენებს, რომ გაძვირების ტენდენცია მიმდინარე წლის მაის-ივნისში დაიწყო.
გალფი
მაგალითად, გალფის ქსელში მაისიდან აგვისტომდე 1 ლიტრი დიზელის ღირებულებამ 80 თეთრით მოიმატა. თუ 1 ლიტრი ევრო დიზელი მაისში 2.09 ლარი ღირდა, დღეს, 14 აგვისტოს, მისი ღირებულება 2.89 ლარია. მაი
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განახლებული მონაცემებით, 2023 წლის II კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების (პირი, რომელიც გადაადგილდება სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალს შორის ნებისმიერი ხანგრძლივობითა და მიზნით) 1.7 მილიონი შემოსვლა, რაც 57.4 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 1.5 მილიონი შეად
14 აგვისტოს, აფხაზეთის ომის დაწყებიდან 31 წელი გავიდა.
ომი აფხაზეთში, რომელიც 1992-1993 წლებში, 13 თვეს გაგრძელდა, საქართველოს სამთავრობო ჯარებს, რუსულ სამხედრო შენაერთებსა და სეპარატისტულად განწყობილ ეთნიკურ აფხაზთა ერთ ნაწილს შორის მიმდინარეობდა.
სხვადასხვა მხარის ოფიციალური მონაცემებით, კონფლიქტის შედეგად დაიღუპა 10 ათასზე მეტი მშვიდობიანი ქართველი და 4 ათასი აფხაზი. ასევე 2 ათასი მოხალისე მებრძოლი ჩრდილოეთ კავკასიიდან. 300 ათასზე მეტი ადამიანი კი დევნილად იქცა.
ნეტგაზეთი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია, აბედათის ციხე-დარბაზი სასწრაფო გადარჩენას საჭიროებს, - ამის შესახებ "მარტვილი საქართველოსთვის" სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე ინფორმაციას აქვეყნებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშბული, აბედათის ციხე-დარბაზის კომპლექსი შეტანილია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. იგი მრავალფენიანი ძეგლია, უძველესი ფენა კი IV-VI საუკუნეებით თარიღდება, ხოლო შუასაუკუნეებში აგებულ ციხე-დარბაზსა და კოშკს დადიანების საგვარეულოს მიაკუთვნებენ.
"აბედათის ციხე-
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ შოვში სტიქიის ღამეს სამაშველო ვერტმფრენების ჩართვას რაციონალური საფუძველი არ ჰქონდა, რადგან ტერიტორია შესაბამისი დრონებით უკვე დათვალიერებული იყო.
ამის შესახებ მან დღეს, 14 აგვისტოს, ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც შს მინისტრ ვახტაგნ გომელაურის კომენტარი განმარტა.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ვერავითარი დამატებითი რესურსის ჩართვით მეტი ადამიანის გადარჩენა ვერ მოხერხდებოდა.
„არსებობს დრონები, რომლებიც აქვს სამაშველ
ფოტო გადაღებულია სტიქიის პირველ წუთებში. თავდაპირველად ის "მთის ამბებმა" გაავრცელა.
ფოტოზე ასახულია ჯელაძეების ოჯახის არასრულწლოვანი წევრი, რომელიც შოვში სხვა ადამიანებთან ერთად მოყვა 3 აგვისტოს ღვარცოფცში.
გადარჩენილებმა თქვეს, რომ თითქმის სამი საათის განმავლობაში დამოუკიდებლად და ასევე ადგილობრივების დახმარებით ცდილობდნენ გადარჩენას. მათივე თქმით, სამაშველო სამსახურები იმ დროს გამოჩნდნენ, როცა, პრაქტიკულად, უკვე შედარებით უსაფრთხო ადგილას იყვნენ.
"გადარჩენა დაგვამადლეს, მატყუარებიც გვიწოდეს და რა იქნება შემდეგი? 3 აგვისტოდან 11 დღე გავიდა იქნებ ჯერ მოგეკითხეთ მაინც რომელიმე" | წერს შოვის სტიქიას გადარჩენილი მარიამ ბერიანიძე და კობახიძეს პასუხობ.
"3 აგვისტოდან 11 დღე გავიდა იქნებ ჯერ მოგეკითხეთ მაინც რომელიმე. როცა გგონია, რომ ამაზე მეტი ფსკერი რა უნდა მოხდეს მაგრამ ყოველ ჯერზე ცდები. ბატონო ირაკლი 11 დღის განმავლობაში ერთხელ რომ დაინტერესებულიყავით გადარჩენილების მდგომარეობით და მომხდარით იქნებ გაგეგოთ, რომ ტალღა რ
"ვაიმეე , ამას რას მოვუსმინე, ეს რა თქვი ირაკლი კობახიძე / Irakli Kobakhidze" | წერს შოვში სტიქიას გადარჩენილი დავით ჯელაძე და "ქართული ოცნების" თავმჯდომარის განცხადებას პასუხობს
ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე "წარმოუდგენელი ტყუილი" უწოდა ინფორმაციას, რომ ღვარცოფს ერთ-ერთი ბავშვი 3 საათის განმავლობაში ებრძოდა.
კობახიძემ კომენტარი გააკეთა სტიქიას გადარჩენილ დავით ჯელაძის პოსტზეც, სადაც მას აღწერილი ჰქონდა დისშვილთან ერთად რა გზის გავლა მოუწია, კობახიძემ თქვა, რომ "გადასამო
"ბავშვის გადასარჩენად სტიქიასთან გმირულად მებრძოლ კაცზე კობახიძის იერიში ორგანიზებული სამთავრობო კამპანიის ნაწილია.
ავტორიტარულ რეჟიმებს განსაკუთრებით ეშინიათ გმირებისა და ავტორიტეტების. მათთვის მთავარი მხოლოდ მთავრობისადმი ლოალურობაა.
რეჟიმისთვის "არასანქცირებული" გმირობა პრობლემაა და თუ ეს გმირობა სამთავრობო ხაზში არ ჯდება, მაშინ დანაშაულიცაა.
ავტორიტარული რეჟიმი ანადგურებს რეალურს და თავად
"დღევანდელმა განცხადებამ შოკში ჩამაგდო, გამანადგურა" - ასე ეხმაურება შოვში სტიქიას გადარჩენილი დავით ჯელაძე ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას.
"ძალიან შეურაცხყოფილად ვგრძნობ თავს. ყოველ დღე იმის იმედად ვიღვიძებდით, რომ ვიღაც დაგვირეკავდა, გამამხნევებელ შეტყობინებას მაინც მომწერდა, ეს როგორ შეძელიო მეტყოდა, მაგ დღით ვიღვიძებდი. [ირაკლი კობახიძის] დღევანდელმა განცხადებამ შოკში ჩამაგდო, საერთოდ გამანადგურა, ყველაფერი თურმე რაც მოვყევი და გადამხდა თავს, თურმე
თბილისში, ჰუალინგთან ავარიის შედეგად მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. გავრცელებული ცნობით, მძღოლი ადგილზე დაღუპა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია და დაწყებულია გამოძიება.
პუბლიკა
შოვში, სტიქიის ზონაში, კიდევ ერთი გარდაცვლილი იპოვეს. ჯამში, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 25-მდე გაიზრდა.
ამასთან, როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ცხედართან ერთად ნაპოვნია ცხედრის 1 ფრაგმენტი.
ამ დროისთვის, შოვში, სტიქიის ზონაში 8 პირს ეძებენ.
იპნ
ზაპოროჟიეს ოლქში რუსული არმიის ქვედანაყოფებს შორის სერიოზული შეტაკება მოხდა, არის მსხვერპლი.
უკრაინული მედიის ცნობით, დროებით ოკუპირებული ზაპოროჟიეს ოლქში მდებარე დასახლება მიხაილოვკაში „კადიროველებსა“ და დაღესტნელებს შორის, რომლებიც რუსული არმიის სხვა შენაერთებში შედიან, ჯერ სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო, შემდეგ კი სროლაში გადაიზარდა.
„ჩხუბის დროს ერთ-ერთი სამხედრო ცივი იარაღით დაიჭრა, რის შედეგადაც გარდაიცვალა. ამის შემდეგ დაპირისპირება ნაღმმტყორცნების, ხელყუმბარების და ავტომატური ც
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ-მ უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტი მოამზადა, რომელშიც ამ ქვეყნის უსაფრთხოების სფეროსთვის საჭირო ისეთი საშუალებები შედის, როგორებიცა: საბრძოლო მასალა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვისთვის, საარტილერიო ჭურვები, ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები და ტერიტორიის განაღმვისთვის დამატებითი მოწყობილობა.
ბლინკენის განცხადებით, პაკეტის ღირებულება 200 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
"ომი რუსეთმა დაიწყო და მას ჰქონდა საშუალება ეს ომი ნებისმიერ მომენტ