Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.108.581

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

„გაიყოლე“ – მოქალქეები ერთმანეთს ხმის მისაცემად რეგიონებში გამგზავრებაში ეხმარებიან

თბილისში, დიდუბის ავტოსადგურზე რეგიონებში მიმავალი ტრანსპორტის ფაქტობრივად არყოფნის პირობებში, მოქალაქეები ერთმანეთს რეგიონებში წასასვლელად დახმარებას სთავაზობენ. ეს ჯგუფ „დაიტოვეში“ ხდება, რომელიც რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტისას შეიქმნა. ჯგუფში უკვე ათობით პოსტია, სადაც ავტომობილის მფლობელები წერენ, რომ ამა თუ იმ რეგიონში მიდიან და რამდენიმე ადამიანის წაყვანა შეუძლიათ, ხშირად – სრულიად უსასყიდლოდ. კომენტარების მიხედვით, წასვლის მსურველი მრავლადაა. ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლია

გიორგი გახარია - ყველამ ხმა უნდა მივცეთ ქვეყნის დაბრუნებას ნორმალურ მდგომარეობაში

„გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ საკუთარი პოლიტიკური არჩევანი გააკეთა. მან ხმა 42-ე საჯარო სკოლაში განთავსებულ საარჩევნო უბანზე მისცა. გახარია საარჩევნო უბანზე მეუღლესთან, მარიკა ფანცულაიასთან ერთად მივიდა. გიორგი გახარიამ მოსახლეობას მოუწოდა, რომ არჩევნებზე მივიდნენ და საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ. „დღეს არის მნიშვნელოვანი დღე. პირველ რიგში, მინდა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვთხოვო, რომ აუცილებლად მივიდნენ საარჩევნო უბნებზე. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ვერავინ ვერა

VoA: აშშ-ის ოფიციალური პირი საქართველოს მთავრობას საარჩევნო დარღვევების დამოუკიდებელი მექანიზმით გამოძიებისკენ მოუწოდებს

საქართველოში გამართულ არჩევნებთან დაკავშირებით, „ამერიკის ხმა” შეერთებული შტატების, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ოფიციალურ პირს, ანონიმურობის პირობით ესაუბრა. ამ პირობით საუბრის მიზეზი, საკითხის მიმართ შეერთებული შტატების პოზიციის უფრო ფართო განხილვის შესაძლებლობაა. კითხვაზე, შეუძლია თუ არა საქართველოს ხელისუფლებას გამოიძიოს მის წინააღმდეგ წამოყენებული ბრალდებები, როდესაც არსებობს შეშფოთება სასამართლოზე არსებული პოლიტიკური გავლენების თაობაზე, შეერთებული შტატების ოფიციალური პირი ამბო

კახა გოგოლაშვილი - ევროკომისიის გაფართოების ანგარიშით საქართველოს არანაირი შანსი არ აქვს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს

საგარეო და საშინაო პოლიტიკის „ინტერპრესნიუსი“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორსა და რონდელის ცენტრის მკვლევარს კახა გოგოლაშვილს ესაუბრა. - ბატონო კახა, ევროკომისიამ გაფართოების ანგარიში წარმოადგინა. ამ თემაზე ვრცელი კომენტარები გააკეთეს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ბორელმა და გაფართოების კომისარმა ვარჰეიმ. გაფართოების ანგარიშის ტექსტის გაცნობის შემდეგ ცხადი გახდა, რომ საქმე უფრო რთულადაა, ვიდრე ჩანდა. თუმცა, ვნახეთ, რომ ანგარიშის ტექსტის აღქმაში განსხვავებული პოზიციები აქვთ როგორც 

მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა - რაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოითხოვეს, ყველაფერი გაუქმდა, დაახლოებით 30 საარჩევნო უბანი - სასამართლომ დაადასტურა, რომ ფარულობა ირღვეოდა

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში დაახლოებით 30 უბნის საარჩევნო შედეგები გაუქმდა. შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ მიიღო. როგორც მან "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, დღეს სხდომათა დარბაზში კენჭისყრის იმიტაციისას სასამართლომ დაადასტურა, რომ ხმის მიცემის დროს ამომრჩევლის ნების ფარულობა ირღვეოდა. "რაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოითხოვეს, ყველაფერი გაუქმდა. დაახლოებით 30 საარჩევნო უბანი იყო. სასამართლომ დაადასტ

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან შეკრებილებმა ცესკო-ს ტერიტორია დატოვეს და მსვლელობით დავით აღმაშენებლის ძეგლის მიმართულებით მიდიან

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან შეკრებილებმა ცესკო-ს ტერიტორია დატოვეს და ისინი ამ წუთებში მსვლელობით დავით აღმაშენებლის ძეგლის მიმართულებით მიდიან. ცესკო-ს ეზო აქციის მონაწილეებმა მას შემდეგ დატოვეს, როდესაც აქციის მონაწილეებს აცნობეს, რომ მათ ინდივიდუალური განცხადებები უნდა შეეგროვებინათ და ისე უნდა წარედგინათ ცესკო-ში. მსვლელობაში მონაწილეობენ ოპოზიციონერი ქალი პოლიტიკოსებიც. ხატია დეკანოიძემ სამართალდამცველებს მიმართა, რომ მსვლელობის დროს აქციის მონაწილეების უსაფრთხოება დაცული იყოს

ახალსოფელში ქმარმა ცოლის დაწვა სცადა - მამაკაცი დაკავებულია

თიანეთში, სოფელ ახალსოფელში, ქმარმა ცოლის დაწვა სცადა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა სამი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მოხდა. ცოლზე ძალადობაში ბრალდებული მამაკაცი დაკავებულია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.   იპნ

აშშ-ში თვითმფრინავი, რომლის ბორტზე 64 ადამიანი იმყოფებოდა, ვერტმფრენს შეეჯახა

ვაშინგტონში, American Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი სამხედრო ვერტმფრენს შეეჯახა, ორივე მდინარე პოტომაკში ჩავარდა. თვითმფრინავში 60 მგზავრი და ეკიპაჟის ოთხი წევრი იმყოფებოდა, ხოლო სამხედრო ვერტმფრენზე – აშშ-ის არმიის სამი ჯარისკაცი. პოლიციამ CBS News-ს განუცხადა, რომ 18 ცხედარი იპოვეს, მაგრამ მსხვერპლის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ არის. შეჯახება მოხდა რეიგანის ვაშინგტონის ეროვნულ აეროპორტში ასაფრენ ბილიკთან მიახლოებისას, ადგილობრივი დროით საღამოს 9 საათზე. აშშ-ს პრეზ

თეონა აქუბარდია „სტრატეგია აღმაშენებელს" ტოვებს

საქართველოს პარლამენტის წევრი თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ „სტრატეგია აღმაშენებლის" რიგების დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ის მიზეზად ასახელებს პარტიის დისტანცირებას მხრიდან საპარლამენტო სამუშაო ჯგუფებისგან, რომელიც შეეხება ევროკავშირის მიერ საქართველოს წინაშე დაყენებულ 12-პუნქტიან პირობას. „მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“, თუმცა ვრჩები საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის რეფორმების შემადგენლობაში, სადაც პარტია "სტრატეგია აღმაშენებელთან" ერთად წარმოდგენილია "რესპუ

ყაზახეთის პრეზიდენტი - არსებულ ვითარებაში ტრანსკასპიური მარშრუტის განვითარება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, პარტნიორ სახელმწიფოებთან ამ საკითხზე ურთიერთგაგება გვაქვს

ყაზახეთის პრეზიდენტის განცხადებით, არსებულ ვითარებაში ტრანსკასპიური დერეფანი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. კასიმ-ჟომარტ ტოკაევის თქმით, ასევე იგეგმება ყაზახეთის პორტ აქტაუსა და კურიკის სიმძლავრის გაზრდა, რის შედეგადაც აღნიშნული პორტები 20 მილიონ ტონა ნავთობს გაატარებენ. „მსოფლიო ბაზრებზე არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, ტრანსკასპიური მარშრუტის შემდგომი განვითარება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ამ საკითხზე პარტნიორ სახელმწიფოებთან ურთიერთგაგება გვაქვს. ჩვენ უნდა გავააქტ

თამარ ბარკალაია - სოციალური პაკეტის ზრდა შეეხება დაახლოებით 132 ათას პირს, აქედან 45 ათასი მკვეთრად გამოხატული შშმ პირი და შშმ ბავშვია

მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებისთვის 2023 წელს სოციალური პაკეტის გაზრდა იგეგმება. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე დღეს განიხილეს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“. კანონპროექტის დეტალები დეპუტატებს საქართველოს ოკუპირებულ

უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერის ცნობით, ვიქტორ ორბანმა უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა ჩანიშნა

პოლონეთში რუსული რაკეტების ჩავარდნის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, უნგრეთში უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა ჩაინიშნა. ინფორმაციას უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი, ზოლთან კოვაჩი მიკრობლოგ „ტვიტერზე“ ავრცელებს. „მილსადენ „მეგობრობის“ გავლით ნავთობის მიწოდების შეწყვეტასთან და პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტების ჩამოვარდანასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა თავდაცვის საბჭოს შეხვედრა მოიწვია“, – წერს ზოლთან კოვაჩი.     ავ

ყვარელში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

ყვარელში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა წუხელ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ენისელში მოხდა. 40 წლამდე მამაკაცმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 25 წლამდე ახალგაზრდას ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა, რაც სასიკვდილო აღმოჩნდა. რა გახდა დაპირისპირების მიზეზი უცნობია.

პროტესტის შედეგად, თსუ იწყებს საერთო საცხოვრებლის მშენებლობას - სტუდენტური მოძრაობა

„მაისის სტუდენტური მოძრაობის“ ცნობით, ხანგრძლივი პროტესტის შედეგად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იწყებს სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობას. მოძრაობა აღნიშნავს, რომ ამ მიზნით უნივერსიტეტში შეიქმნა ორი სამუშაო კომისია, რომელიც, სტუდენტებთან ერთად, შეისწავლის მიწისა და კალკულაციის საკითხებს. დასკვნის საფუძველზე კი უნდა დაიწყოს სამშენებლო სამუშაოები. მოძრაობა აღნიშნავს, რომ პირველი საცხოვრებელი უნდა აშენდეს იმ განწყობით, „რომ პარალელურად, სახელმწიფო და უნივერსიტეტები დაიწყებე

გახარიას გუნდი თბილისის საკრებულოში სახალხო ბიუჯეტირების ინიციატივით გამოდის

თბილისის საკრებულოს სხდომაზე გიორგი შარაშიძემ დეპუტატებს ფრაქცია „თბილისი საქართველოსთვის“ ინიციატივა გააცნო, რაც მიზნად ისახავს თვითმმართველობის პროცესში მოქალაქეთა აქტიურ ჩართულობას და „სახალხო ბიუჯეტირების“ პროცესში მონაწილეობას.   "მინდა გაგაცნოთ ფრაქცია „თბილისი საქართველოსთვის“ ინიციატივა, რაც მიზნად ისახავს თვითმმართველობის პროცესში მოქალაქეთა აქტიურ ჩართულობასა და მონაწილეობას „სახალხო ბიუჯეტირების“ ფორმით. დღეს, როცა საქართველოს აქვს ისტორიული შანსი, კანდ

ურსულა ფონ დერ ლაიენი - რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინაში 20 000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე და უკრაინის არმიის 100 000-მდე სამხედრო დაიღუპა

რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინაში 20 000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე და უკრაინის არმიის 100 000-მდე სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, – ამის შესახებ განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გააკეთა. „რუსეთის შეჭრამ უკრაინაში სიკვდილი, განადგურება და აღუწერელი ტანჯვა მოიტანა. ვარაუდობენ, რომ დღემდე დაიღუპა 20 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე და 100 000-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო“, – თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა.     ავტორი - გივი ბარამიძე

უკრაინის გენშტაბი - რუსეთის ძალებმა უკრაინის რეგიონებში სამოქალაქო ობიექტები და დასახლებული პუნქტები დაბომბეს, უკრაინის არმიის პოზიციების წინააღმდეგ კი 13 საავიაციო დარტყმა განახორციელეს

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის რეგიონებზე სარაკეტო იერიშები განახორციელეს. უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა დნეპროპეტროვსკის, დონეცკის და ზაპოროჟიეს რეგიონებში სამოქალაქო ობიექტები და დასახლებული პუნქტები დაბომბეს. გასული დღე-ღამის განმავლობაში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის არმიის პოზიციების წინააღმდეგ 13 საავიაციო დარტყმა განახორციელეს. ასევე, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 10-ზე მეტი თავდასხმა ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტე

ბერლინში გიგანტური აკვარიუმი გასკდა

ბერლინის ცენტრში მდებარე სასტუმრო „რადისონ ბლუში“ გიგანტური აკვარიუმი გასკდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, 14-მეტრიან აკვარიუმში 1 500 ტროპიკული თევზი ცხოვრობდა. როგორც პოლიციაში აცხადებენ, შუშის ნამსხვრევებით ორი ადამიანი დაშავდა. ამასთან, პოლიციის ინფორმაციით, დაიტბორა სასტუმროს ტერიტორია და მიმდებარე ქუჩები. სასტუმროდან სტუმრების ევაკუაცია განხორციელდა. ადგილზე საგანგებო რეჟიმში მუშაობენ სამაშველო სამსახურები. გადაკეტილია სასტუმროს მიმდებ

35 წლის ელისო გაფრინდაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება

35 წლის ელისო გაფრინდაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მას დაუდგინდა მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია. ელისოს სასწრაფოდ ესაჭიროება ძვლის ტვინის ალოგენური ტრანსპლანტაცია. ოჯახს ფინანსური დახმარება სჭირდება, რისთვისაც თქვენი გვერდში დგომაა საჭირო. დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ ანგარიშებზე: „თიბისი“: GE77TB7918345061100045 „საქართველოს ბანკი“: GE43BG0000000528295889 მიმღები ელისო გაფრინდაშვილი.

მიხაილ პოდოლიაკი - ჰენრი კისინჯერმა ვერაფერი გაიგო ვერც ამ ომის ბუნების და ვერც მისი გავლენის შესახებ მსოფლიო წესრიგზე

უკრაინის ხელისუფლება ომის შეწყვეტასთან დაკავშირებით აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, ჰენრი კისინჯერის პოზიციას აკრიტიკებს. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი აცხადებს, რომ უკრაინის ტერიტორიების ხარჯზე „ცუდი მშვიდობა“ იქნება პუტინის გამარჯვება, ასევე წარმატების რეცეპტი ავტოკრატებისთვის მთელ მსოფლიოში. „ბატონმა კისინჯერმა ვერაფერი გაიგო… ვერც ამ ომის ბუნების და ვერც მისი გავლენის შესახებ მსოფლიო წესრიგზე. რეცეპტი, რომელსაც ყოფილი სახელმწიფო მდივანი აყალი

„დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია" - იუთუბერი სოსო ნებიერიძე კოლეგებს მიმართავს

ვლოგერი სოსო ნებიერიძე რუსულ კანონპროექტს ეხმაურება და მოუწოდებს კოლეგებს, დააფიქსიროთ მოქალაქეობრივი პოზიცია ამ საკიხთან დაკავშირებით. მისი თქმით, „ცენზურა და კონტროლი საბჭოთა კავშირში დავტოვეთ და იქ აღარ დავბრუნდებით”.

მდინარაძე მედიის ფინანსების გაუმჭვირვალეობაზე საუბრობს, სხვას ამბობს კანონი

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, გაზაფხულზე ომის პროპაგანდის გაძლიერება იგეგმება, რასაც გაორმაგებული ფინანსები სჭირდება. მდინარაძე ამბობს, რომ მედია და არასამთავრობო სექტორი „აგენტების“ შესახებ კანონპროექტის მიღებას სინამდვილეში გამჭვირვალობის ვალდებულების გამო ეწინააღმდეგებიან და არა „აგენტის“ იარლიყის შიშით. მდინარაძე დასავლეთის დაფინანსებაზე კრიტიკოსების აქცენტს პროპაგანდის ნაწილად მიიჩნევს, ამბობს რა, რომ ექსტრემისტული მოძრაობები ყველა მხრიდან ფინა

ნათია მეზვრიშვილი - ოცნებამ რუსული კანონპროექტის „წინააღმდეგ ხმა არ მისცა“, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებას თავის განზრახვაზე - ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და გაყალბდეს არჩევნები - ხელი არ აუღია

პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ოცნებამ რუსული კანონპროექტის „წინააღმდეგ ხმა არ მისცა“,  პოლიტიკურად ეს ნიშნავს იმას, რომ: ხელისუფლებას თავის განზრახვაზე - ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და გაყალბდეს არჩევნები - ხელი არ აუღია.  როგორც ნათია მეზვრიშვილი აღნიშნავს, ოცნება ისევ არ აპირებს კონსტიტუციური ვალდებულების შესრულებას.  "კარგია, რომ კანონპროექტი ოფიციალურად ჩავარდა, მადლობა ყველას ბრძოლისთვის, მ ა გ რ ა მ უმნიშვნელოვანესი დეტ

უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ყირიმის დეოკუპაციის 12 ნაბიჯი წარადგინა

უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა ყირიმის დეოკუპაციის 12 ნაბიჯი წარადგინა. დოკუმენტი რუსეთის მეირ ანექსირებული ნახევარკუნძულის უკრაინის იურისდიქციაში დაბრუნებას ითვალისწინებს. პროგრამა მოიცავს ყირიმის ხიდის სრულ დემონტაჟს, იმ რუსი მოქალაქეების გასახლებას, რომლებიც ყირიმში 2014 წლის შემდეგ ჩავიდნენ, სევასტოპოლისთვის სახელის გადარქმევას. დანილოვის თქმით, სევასტოპოლისთვის სახელის შეცვლა აუცილებელია, რადგანაც „ის გარკვეულ როლს თამაშობს რუსულ იდეოლ

შალვა კერესელიძე - ნუ დაგენანებათ მთაში ფულის დახარჯვა, თორემ, ასეთი მიდგომით, მალე მთაში ახალგაზრდები აღარ ეყოლება ქვეყანას (ვიდეო)

ნუ დაგენანებათ მთაში ფულის დახარჯვა, თორემ, ასეთი მიდგომით, მალე მთაში ახალგაზრდები აღარ ეყოლება ქვეყანას, - ამის შესახებ, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, პარტია "საქართველოსთვის" წევრმა და დეპუტატმა შალვა კერესელიძემ განაცხადა. მისი თქმით, მთას ნამდვილად აქვს იმის რესურსი და ბუნებრივი პოტენციალი, რომ მაღალმთიან დასახლებებში ადამიანებმა ნორმალურად იცხოვრონ. "მთას ნამდვილად აქვს იმის რესურსი და ბუნებრივი პოტენციალი, რომ თავიდან ბოლომდე ჩამოკიდებული კი არ იყოს, მხოლოდ სუბსიდიებსა და
×
×
  • შექმენი...