ფრანგი მსახიობი და მომღერალი - ჯეინ ბირკინი, 77 წლის ასაკში პარიზში გარდაიცვალა. მას მონაწილეობა აქვს მიღებული ათეულობით ფილმში, ჩაწერილი აქვს მუსიკალური ალბომები. მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ბირკინი აქტიურად ეხმარებოდა ჩეჩენ ლტოლვილებს და სიმღერაც კი ჩაწერა ჩეჩნურ ენაზე, რომელსაც შემდეგ თავის კონცერტებზე ასრულებდა. ისტორიკოსი მაირბეკ ვაჩაგაევი გვიყვება, თუ როგორ ცდილობდა ჯეინ ბირკინი ყურადღების მიპყრობას ჩეჩნეთის ომსა და ჩეჩნების ცხოვრებაზე.
პრეზიდენტმა, ემანუილ მაკრონმა 16 ივლისს გარდაცვლილ
”ჩვენთვის წითელი ხაზი არის „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“, იმიტომ რომ ამ პარტიებს არ აქვთ მომავლის რესურსი, რაც ორივემ ბევრჯერ დაადასტურა.
ჩვენს გუნდი მუშაობს იმაზე, თუ როგორ დავიცვათ მომავალი არჩევნები იმიტომ, რომ “ოცნებას”არჩევნების გაყალბება უკვე აქვს დაწყებული.
ჩვენ ვართ ორიენტირებული შედეგზე. პოლიტიკა ბიზნესი ან მათემატიკა არ არის. ამ ხელოვნურ გაერთიანებებს ფიზიკურად არ მოაქვს შედეგი და ეს ბევრჯერ ვიხილეთ.”
ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვი
ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებით, დარწმუნებული არაა, რომ საქართველოს მთავრობას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება სურს.
ევროპარლამენტარის თქმით, ამის ვარაუდის საფუძველს მას აძლევს საქართველოს ხელისუფლების ქმედებები. ამის შესახებ ანდრიუს კუბილიუსმა „ფორმულასთან“ განაცხადა.
ანდრიუს კუბილიუსი მიხეილ სააკაშვილის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ექსპრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა არა პოლიტიკური, არამედ ჰუმანიტარული საკითხია.
„ცხადია, რ
პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეხმაურება თავიანთი ყოფილი თანამშრომლის, პიერ-ალექსანდრე კრევოს განცხადებებს, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუერთდა.
ალექსანდრ კრევო ენმ-ში გაწევრიანებამდე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კომუნიკაციის სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობდა.
დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ალექსანდრ კრევო „ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. ენმ-ში დანიშვნის შემდეგ მან „ტვ პირველთან“ სალომე ზურაბიშვილზე ისაუბრა. მისი თქმით, პრეზიდენტო
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელგიაში, ვახტანგ მახარობლიშვილი ამბობს, რომ ბელგიის მხრიდან საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოღება შეიძლება, დაკავშირებული იყოს ტექნიკურ შეცდომასთან.
მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებებს იღებენ წელიწადში ერთხელ, თუმცა ნამდვილად ვერ გამოვრიცხავ, რომ სხვადასხვა მოცემულობიდან გამომდინარე მოხდეს გადახედვა და უფრო დაჩქარებულად მოხდეს რაიმე გადაწყვეტილებების მიღება. რაც შეეხება უვიზო რეჟიმს, შემიძლია გითხრათ, რომ მას საფრთხე არ ემუქრება, აღნიშნულთან
თბილისის ზღვაზე მაშველებმა ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს, რომელიც არაოფიციალური ინფორმაციით, 22 წლის ლუკა ლაცაბიძეა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ოჯახის ნათესავებიც ადასტურებენ.
ლუკა ლაცაბიძეს ოჯახი ბოლო რამდენიმე დღეა ეძებდა.
როგორც „პუბლიკას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მიმდინარეობს ცხედრის ექსპერტიზა.
პუბლიკა
რუსი ბლოგერი დმიტრი შილოვი, რომელიც ცოტა ხნის წინ მამასთან ერთად თბილისში იმყოფებოდა, ქართულ მედიას ცილისწამებაში ადანაშაულებს.
საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ, თბილისის აეროპორტში დმიტრი შილოვმა ვიდეო ჩაწერა და ტიკტოკის არხზე გაავრცელა. ვიდეოში ისმის მისი ფრაზა. ის გაკვირვებით ამბობს, რომ აქამდე არ იცოდა, რომ საქართველოში არ უშვებენ "აფხაზეთში ნამყოფებს".
სადაო გახდა მისი ერთი წინადადება, რომელიც ვიდეოს სუბტიტრში ასე წერია: „აღმოჩნდა, რომ აფხაზეთში ჩასვლა არ შეიძლება, ჩვენ არც ვყოფ
ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი TDI საქართველოში უცხოელთა უფლებრივ მდგომარეობაზე ანგარიშს აქვეყნებს და ამ კუთხით გასული წელს აჯამებს.
დოკუმენტის ავტორები აღნიშნავენ, რომ საანგარიშო პერიოდში მკვეთრად გაუარესდა საჯარო უწყებებიდან საჯარო ინფორმაციის მიღების ხელმისაწვდომობა. საჯარო უწყებების ამგვარი პრაქტიკა დაბრკოლებებს უქმნის არასამთავრობო და კვლევით ორგანიზაციებს, რომ მათ სრულად შეაფასონ სახელმწიფო პოლიტიკა ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით.
ამასთან, TDI აღნიშნავს, რომ
სახალხო დამცველის აპარატის შეფასებით, 2023 წლის 15 იანვარს შსს-ს წარმომადგენლებმა არ შეასრულეს თავიანთი ვალდებულება და არ უზრუნველყეს ლევან ბერძენიშვილის ლექციის უსაფრთხოება.
ამის შესახებ ლევან იოსელიანი შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის სახელზე დაწერილ წერილში წერს. იოსელიანი განმარტავს, რომ აპარატი აქტიურად ადევნებს თვალს გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის კუთხით არსებულ მდგომარეობას:
აპარატი მიმართავს წინადადებით სამინისტროს, მომავალში გაატაროს ყველა აუცილებელი ღონისძიება უ
უკრაინის დაზვერვის ცნობით, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ კრასნოდარის მხარეში მდებარე ბაზას ხურავს და ბელარუსის ტერიტორიაზე გადადის.
გავრცელებული ინფორმაციით, „ვაგნერის“ მებრძოლები ბელარუსის ტერიტორიაზე 100-ზე მეტ სატრანსპორტო საშუალებისგან შემდგარი კოლონით, შეიარაღების გარეშე შევიდნენ.
სამონიტორინგო ჯგუფის ცნობით, ბოლო დღეების განმავლობაში ეს კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ უკვე მესამე კოლონაა, რომელიც ბელარუსის ტერიტორიაზე შევიდა და მოგილევის ოლქში მდებარე საველე ბანაკში დაბინა
გაგიკვირდებათ, რომ არჩევნების შემდეგ კოალიცია „ნაცებმა“ და „ქოცებმა“ შექმნან?! - ეჭვიც არ მეპარება, რომ იზამენ! გაიხსენეთ, როდესაც "ქართულ ოცნებას" იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ლევან მურუსიძის გამყარება დასჭირდა, ვინ დაეხმარა მათ, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა გააკეთა.
ბუჩუკურის შეფასებით, ფაქტები ადასტურებს, რომ როდესაც "ქართულ ოცნებას" უჭირს, მას ყოველთვის "ნაციონალური მოძრაობა" ეხმარება.
მისივე თქმით, პარტია „საქართველოსთვის“ კოალიციას
ორგანიზაცია „საფარი“ ქალის გაუპატიურების საქმეზე სამართალდამცველებს გულგრილობაში ადანაშაულებს. ორგანიზაციაში მოითხოვენ, ჩატარდეს ყველა საგამოძიებო მოქმედება საქმის ეფექტიანად გამოძიებისთვის.
მათივე თქმით, ორგანიზაციის ჩართვის შემდეგ გამოძიება დაიწყო და ქალს ექსპერტიზა ჩაუტარდა. თუმცა, როგორც ამბობენ, პოლიციის გულგრილი, არაპროფესიონალური და დისკრიმინაციული დამოკიდებულების გამო, მთელი რიგი მნიშვნელოვანი მტკიცებულებები განადგურდა.
ორგანიზაცია, როგორც ქალის ინტერესების დამცველი, მოი
„ქართული ოცნების“ შემომწირველის კომპანიამ შპს „დ-კ ქონსტრაქშენმა“ დაარსებიდან თვენახევარში 214,524 ლარის კონტრაქტი გამარტივებული (პირდაპირი) შესყიდვის გზით მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო“ ავრცელებს.
ორგანიზაციის ცნობით, შპს „დ-კ ქონსტრაქშენი“ 2023 წლის 4 აპრილს დაარსდა და თვენახევარში, 18 მაისს, ქუთაისის მერიისგან 214,524 ლარის კონტრაქტი მიიღო.
„საერთაშორისო გამჭვირვალობაში“ აცხადებენ, რომ მერიამ პირდაპირი შესყიდვით ხელშეკრულება ბიზნესსაქმიანობი
”ცალკე აღებული „ოცნება“, „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე არ არსებობს, როგორც სახელისუფლებლო პარტია და არც „ნაციონალური მოძრაობა“ არ არსებობს „ოცნების“ გარეშე.
ეს შემდგარი მოცემულობაა.
ნაც-ქოცური კარუსელი, რომელიც ორივე მხარისთვის სარფიანი შეთანხმებაა, უნდა დამთავრდეს მომდევნო არჩევნებზე.”
ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი
10000000_274494255201097_7780686750980229236_n.mp4
მეორე დღეა ზესტაფონის სოფელ ქვედა საზანოში 18 წლის ბიჭს ეძებენ. არსებული ინფორმაციით, ახალგზარდა სამცვერას ჩანჩქერიდან გადახტა და მდინარეში გაუჩინარდა.
როგორც ნეტგაზეთს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მეორე დღეა ბიჭის საპოვნელად სამაშველო სამსახურის მიერ სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.
ფოტო: Georgian Travel Guide
netgazeti
პუტინის კრიტიკოსი, ცნობილი რუსი ჟურნალისტი და მწერალი, ვიქტორ შენდეროვიჩი საქართველოში არშემოშვების გამო სასამართლოს მიმართავს. ამის შესახებ მან თავად დაწერა Facebook-ზე.
ამის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას ვიქტორ შენდეროვიჩის უფლებადამცველიც მარია არხიპოვაც. ის ამბობს, რომ ადმინისტრაციული სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 17 ივლისს შეიტანეს.
publika
უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, რუსეთის მიერ ოდესასა და მიკოლაევზე რაკეტების და „კამიკაძე“ დრონების გამოყენებით განხორციელებული თავდასხმა კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ტერორისტი ქვეყანა უკრაინის სურსათის ექსპორტისგან დამოკიდებულ ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის, მსოფლიოს მასშტაბით კი, ასეთი ადამიანების რაოდენობა 400 მილიონს აღწევს.
მან ასევე ეფექტური მუშაობისთვის უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალებს მადლობა გადაუხადა.
„მსოფლიომ უნდა გაიგოს, რომ რუსეთის ფედე
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივიდან რუსეთის გასვლის შემდეგ გაერო-ში „სასწრაფო კონსულტაციებს“ მართავს.
„ვოლოდიმირ ზელენსკის დავალებით, ნიუ-იორკში სასწრაფო კონსულტაციებს ვაწარმოებ გაერო-ში ჩვენს პარტნიორებთან რუსეთის მარცვლეულის ინიციატივიდან გასვლის შემდეგ ჩვენი შემდგომი ნაბიჯების შესახებ,“ - დაწერა კულებამ „ტვიტერზე“.
მისი თქმით, რუსეთი გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას საფრთხეში აყენებს.
„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ შავი
ევროკავშირი ცალსახად გმობს რუსეთის გადაწყვეტილებას შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის შეწყვეტის შესახებ, - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებაშია აღნიშნული.
„რუსეთი თავისი გადაწყვეტილებით კიდევ უფრო ამწვავებს სასურსათო უსაფრთხოების გლობალურ კრიზისს, რომელიც შეიქმნა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის გაჩაღებისა და უკრაინის საზღვაო პორტების ბლოკადის შედეგად. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს უკრაინის საზღვაო პორტების უ
რუსეთი უკრაინას Shahed-ის დრონების გამოყენებით წუხელ კიდევ ერთხელ დაესხა თავს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, აფეთქებების ხმა თავდაპირველად მიკოლაივში გაისმა, შემდეგ კი - ოდესაში. საჰაერო ძალების ცნობით, მიკოლაივისა და ოდესის გარდა უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის საფრთხე არსებობს ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში. ბალისტიკური იარაღის გამოყენების საფრთხე კი პოლტავას, ჩერკასის, დნეპროპეტროვსკის, ხარკოვის, კიროვოგრადის ოლქებში.
სტიქიამ კახეთის ორი მუნიციპალიტეტი დააზარალა. ყვარელსა და ლაგოდეხში მოსახლეობა ზარალს დილიდან ითვლის.
ყვარელში ქინძმარულის ზონაში ჰექტრობით ვენახია დასეტყვილი. მევენახეების თქმით, განადგურებულია მოსავლის 80%. გარდა ვენახებისა, დასეტყვილია ერთწლიანი კულტურები, მათ შორის საზამთროს და ნესვის ბაღები.
ლაგოდეხში კი რამდენიმე სოფელში ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა. დაზიანებულია 60-ზე მეტი საცხოვრებელი სახლის სახურავი. მოგლეჯილია ელექტროგადამცემი ბოძები.
სტიქიის ზონაშ
რუსი ტურისტების მოსალოდნელი ბუმის შესახებ მოლოდინი არ გამართლდა. ჰორეკა სექტორმა უკვე აქტიურად დაიწყო საუბარი იმაზე, რომ რუსეთიდან ძირითადად მიგრანტების მატებაა და არა ტურისტების, რის გამოც, სასტუმროების და რესტორნების სექტორში ეს თანხები არ აკუმულირდება.
სასტუმრო „კოლხიდას“ მფლობელი ხათუნა ლაგაზიძე „კომერსანტთან“ ამბობს, რომ ზოგიერთი ბიზნესის მოლოდინები, რომ რუსები ქართულ ტურიზმს და სტუმარმასპინძლობის სფეროს ააშენებდნენ, რეალობასთან შეუსაბამო აღმოჩნდა.
„ჩვენ სასტუმროში რუსი ტურისტ
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5731 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5731 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5771 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0040 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8909 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8910 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0001 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედ
2023 წლის უიმბლდონის საჩოგბურთო ტურნირი კაცებში დასრულდა. ესპანელმა ამომავალმა ვარსკვლავმა, 20 წლის კარლოს ალკარასმა ფინალში ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელად მიჩნეული სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი დაამარცხა და პრესტიჟული გათამაშება პირველად მოიგო.
ნერვიული სტარტისა და პირველ სეტში მარცხის შემდეგ, ესპანელმა თამაშში დაბრუნება შეძლო და 4 საათიანი და 42 წუთიანი მატჩი, საბოლოოდ, მისი გამარჯვებით დასრულდა. უიმბლდონის 4-გზის ჩემპიონისთვის, ნოვაკ ჯოკოვიჩისთვის ეს მატჩი კარიერაში ერთ-ერთი ყველაზ