Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.099.873

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

მერია, აქციის გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების სქემას ცვლის

თბილისის მერია უნივერსიტეტთან მიმდინარე აქციის გამო დროებით ცვლის საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების სქემას. ამის შესახებ მერიის 18 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი:   “თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მიმდინარე აქციის გამო, ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია ვარაზისხევიდან კეკელიძის ქუჩამდე. ასევე, კეკელიძის ქუჩაზე,  კეკელიძის ქუჩიდან მელიქიშვილის გამზირისა  და ჭავჭავაძის გამზირიდან მელიქიშვილის ქუჩის მიმართულებით.  ავტომანქანები ჭავჭავაძის გამზირზე მოხვედრას შე

გლდანში, 80 წლამდე ქალის მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

გლდანში, 80 წლამდე ქალის მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ადგილობრივები აცხადებენ, მკვლელობის მოტივი სავარაუდოდ, ყაჩაღობაა. მათივე თქმით, ქალს თავი გატეხილი და სახეზე დაზიანებები ჰქონდა. მეზობლების თქმითვე, მოხუცი ქალი მარტო ცხოვრობდა, რამდენიმე ჯიხური გაქირავებული ჰქონდა და თავადაც, სახლიდან სიგარეტსა და ალკოჰოლურ სასმელს ჰყიდდა. როგორც ერთ-ერთი მაღაზიის გამყიდველი ჰყვება, ისინი ქირის მისაცემად აღნიშნულ ადამიანს რამდენიმე დღის განმავლ

კიმბერლი ლოუ ამბობს, რომ მისი ინტერვიუს ნაწილი არასწორად გაახმოვანეს

„ინტერვიუს ნაწილი არასწორად გახმოვანდა“ — ამბობს ამერიკელი პოლიტიკოსი კიმბერლი ლოუ, რომლის, როგორც ტრამპის ადმინისტრაციის ევროკავშირში შესაძლო წარმომადგენლის ინტერვიუს ამონარიდები პირველმა არხმა და „იმედმა“ გამოაქვეყნეს. მას არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად ინტერვიუს რა ნაწილებზე საუბრობს, ან ვინ დგას ამ „არასწორი გახმოვანების“ უკან. „ვიდეოს ნაწილი არასწორად იყო გახმოვანებული და მაკავშირებდა მე, კიმბერლი ლოუს, ირანულ რეჟიმთან და სხვა ტყუილებთან. ავტივრთავ სრულ ვიდეოს ინგლისურად, ყველამ რომ ნა

რუსეთი ირანული დრონების გამოყენებას უარყოფს და გაეროსთან ურთიერთობის გადაფასებით იმუქრება

გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის პირველმა მოადგილემ დმიტრი პოლიანსკიმ დეზინფორმაცია უწოდა დასავლეთის სახელმწიფოთა განცხადებებს, რომ რუსეთი ირანისგან იღებს უპილოტო საფრენ აპარატებს, რომლებსაც უკრაინის წინააღმდეგ იყენებს. გაეროს უშიშროების საბჭოში 19 ოქტომბერს გამართული დახურული სხდომის შემდეგ, პოლიანსკიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ დასავლეთის ქვეყნების მიზანია გამოგონილი საბაბით ზეწოლა მოახდინონ რუსეთსა და ირანზე და ყურადღება გადაიტანონ უკრაინის კონფლიქტში თავად მათი ჩართულობიდან. პოლიანსკ

ჩეხეთმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მოამზადა

ჩეხეთმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მოამზადა. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, იანა ჩერნოხოვამ განაცხადა. „ჩვენ ვასრულებთ ჩვენს პირობას და ვაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას სამხედრო აღჭურვილობით. მთავრობის სხდომაზე მე ვაგრძელებ წინადადებების გატანას სამხედრო აღჭურვილობის გადაცემის შესახებ, რომელიც შეგვიძლია, გავცეთ. ორი კვირის წინ – თითქმის 400 მილიონი კრონის, დღეს კი – 22 მილიონი კრონის ღირებულების“, – წერს ჩეხეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი „ტვიტერში“.

სენაკის საკრებულოს თავმჯდომარე "ქართული ოცნების" წევრი გახდა

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში „ქართული ოცნების“ 17-მა დეპუტატმა ერთხმად, ოპოზიციის ბოიკოტის მიუხედავად, აირჩია თავმჯდომარედ მმართველი გუნდის წარმომადგენელი საბა ოდიშარია. კენჭისყრამდე საკრებულოს სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა ოპოზიციამ - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 12-მა და ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიიდან 4-მა წევრმა. მიზეზად თქვეს, რომ არ აპირებენ მონაწილეობის მიღებას სხდომაში, რომლის მიზანიც მხოლოდ თანამდებობების გადანაწილება და არა მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვ

ხოშტარია, ჯაფარიძე და ვაშაძე: "ოცნებას" თქვენივე კონტროლირებად არხზე შეხვედრას გთავაზობთ

სამი ოპოზიციური პარტიის ლიდერები ერთობლივ განცხადებაში მმართველ პარტიას, "ქართულ ოცნებას", სატელევიზიო ეთერებში შეხვედრასა და ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების ხარვეზების განხილვას სთავაზობენ. "სტრატეგია აღმაშენებლიდან" გიორგი ვაშაძე, "დროადან" ელენე ხოშტარია და "გირჩი-მეტი თავისუფლებიდან" ზურა ჯაფარიძე მმართველი პარტიის პასუხს ელოდებიან. "მივმართავთ "ქართულ ოცნებას", თუ ივანიშვილი ნებას დაგრთავთ, მზად ვართ თქვენთან ერთად ნებისმიერ თქვენს მიერ კონტროლირებად სატელევიზიო არხზე დავსხდეთ,

სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთს ეწვია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთს ეწვია. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მაღალი რანგის შეხვედრები სტრასბურგსა და პარიზში გაიმართება, სადაც პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს „დემოკრატიის მსოფლიო ფორუმსა“ და „პარიზის მშვიდობის ფორუმში“. „დემოკრატიის მსოფლიო ფორუმი“ ყოველწლიურად ევროპის საბჭოსა და საფრანგეთის მთავრობის პატრონაჟით ტარდება. დემოკრატიის მეათე საიუბილეო ფორუმის მიზანს დემოკრატიის დაღმასვლის ძირითადი ფაქტორების გამოვლენა და ამ საკითხის

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7272 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7272 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7272 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7396 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0124 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8207 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8563 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0356 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედ

რუსეთში დააპატიმრეს გენერალური შტაბის პოლკოვნიკი, რომელმაც ქრთამად სარეცხი მანქანა მიიღო

მოსკოვის გარნიზონის სამხედრო სასამართლომ ქრთამის გამოძალვის მუხლით ორთვიანი შინაპატიმრობა მიუსაჯა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პოლკოვნიკ ივან მერტვიშჩევს. გამოძიების თანახმად, მან მოსკოვის სამხედრო კომისარს ქრთამის სახის სარეცხი მანქანა გამოსძალა. გაზეთ „კომერსანტის“ ცნობით, რუსეთში საშემოდგომო გაწვევის კამპანიის დაწყების შემდეგ, მერტვიშჩევი, რომელიც პასუხისმგებელი იყო გაწვევაზე, მოსკოვის რამენსკის რაიონის კომისარიატის შემოწმებას გეგმავდა. შემოწმებამდე ერთი კვირით ადრე, მე

ბოდბეში ქმრის მიერ დაჭრილი ქალი სამთვიანი მკურნალობის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში ქმრის მიერ დაჭრილი ქალი სამთვიანი მკურნალობის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა. 27 წლის მარიამ აბაზაძეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭრილობა თავის არეში ჰქონდა მიყენებული. ფაქტი 4 სექტემბერს მოხდა. მომხდარის კონკრეტული მოტივი ამ დრომდე უცნობია. თუმცა ფაქტზე ადგილობრივებს და ახლობლებს ორი ვერსია აქვთ. ისინი ფიქრობენ, რომ ქმარს შესაძლოა, იარაღი გაუვარდა, ნაწილი კი ფიქრობს,რომ ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე მოხდა. პოლიციამ 27 წლის შმაგი ხუნა

აღმოჩენილია უზარმაზარი, ამ დროისათვის ყველაზე მასიური სუპერდედამიწის ტიპის პლანეტა — #1tvმეცნიერება

ჩვენგან 200 სინათლის წლის მანძილზე აღმოჩენილმა ეგზოპლანეტამ შეიძლება ახალი სინათლე მოჰფინოს პლანეტური მეცნიერების ყველაზე უცნაურ საიდუმლოებს. მსგავსი: აღმოჩენილია სუპერდედამიწის ტიპის პლანეტა... ობიექტს TOI-1075b უწოდეს, მისი რადიუსი დედამიწისას 1,8-ჯერ აღემატება და წარმოადგენს სუპერდედამიწის ტიპის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ეგზოპლანეტას ამ დრომდე აღმოჩენილთა შორის. ასევე კარგად თავსდება ე. წ. პატარა პლანეტის რადიუსის ნაპრალში, რასაც დედამიწაზე 1,5-დან 2-მდე მეტი რადიუსის მქონ

ესპანეთის იმპერატორის საიდუმლო კოდი ხუთი საუკუნის შემდეგ გაშიფრეს — #1tvმეცნიერება

მკვლევართა ჯგუფმა გაშიფრა ხუთი საუკუნის წინანდელი კოდი, რომელშიც საუბარია საღვთო რომის იმპერატორისა და ესპანეთის მეფე კარლ V-ის მკვლელობის ფრანგულ გეგმაზე . კარლი მე-16 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი კაცი იყო; მართავდა ვრცელ იმპერიას, რომელიც მისი 40-წლიანი მმართველობისას მოიცავდა დასავლეთ ევროპისა და ამერიკის კონტინენტის დიდ ნაწილს. საფრანგეთის ლორიას ლაბორატორიის მკვლევართა ჯგუფს ექვსი თვე დასჭირდა 1547 წელს შესრულებული წერილის გასაშიფრად, რომელიც იმპერატორმა საფრანგეთში

„ბიჭვინთის“ შესახებ კანონპროექტები დე ფაქტო პარლამენტში შევიდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის და მიმდებარე ობიექტების რუსეთისთვის გადაცემაზე შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე კანონპროექტები შევიდა. ამის შესახებ რადიო თავისუფლების პროგრამა „ეხო კავკაზა“ ადგილობრივი ტელეგრამის არხზე დაყრდნობით იუწყება. ეს არის მიმდინარე წლის 19 იანვარს ხელმოწერილი დოკუმენტი, რომლის სახელწოდებაცაა „შეთანხმება რუსეთის ფედერაციის მთავრობასა და აფხაზეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ობიექტ

დნეპროპეტროვსკის გუბერნატორი - რუსებმა ნიკოპოლი მძიმე არტილერიით დაბომბეს

რუსულმა ძალებმა წუხელ დნეპროპეტროვსკის ოლქის ნიკოპოლის რაიონი მძიმე არტილერიის გამოყენებით დაბომბეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ვალენტინ რეზნიჩენკოზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. „რუსებმა ორ თემს დაარტყეს - ნიკოპოლსა და მარგანეცს. ყველაზე მეტად ნიკოპოლი დაზიანდა, სადაც 4 ადამიანი დაშავდა დაშავდა», წერს რეზნიჩენკო. მისი თქმით, ქალაქში 11 მრავალსართულიანი და კერძო

ლიეტუვის პრეზიდენტი - ბელარუსის წინადადება უკრაინული მარცვლეულის ტრანსპორტირების შესახებ ხაფანგია

ბელარუსის წინადადება უკრაინული მარცვლეულის ტრანსპორტირების შესახებ ხაფანგია, - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. “ბელარუსის საკუთარი ტერიტორიის გავლით ლიეტუვაში უკრაინული მარცვუელის ტრანსპორტირების შესახებ წინადადება სანქციებიდან გამოსვლის მორიგი მცდელობაა. უკრაინული მარვლეული პოლონეთისა და სხვა ქვეყნების გავლით უკვე მიდის ბალტიის პორტებში. ეს ხაფანგია. მოდით მას თავი ავარიდოთ”, - წერს ნაუსედა. ცნობისთვის, პარასკევს ბელარუსმა შეატყობინა გა

აშშ-მა უკრაინას Bradley-ს 60 საბრძოლო მანქანა გაუგზავნა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში 60 ერთეულზე მეტი Bradley-ს საბრძოლო მანქანა გაგზავნა, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების სატრანსპორტო სარდლობა იტყობინება. მათივე ინფორმაციით, ტვირთმა ჩრდილოეთ ჩარლსტონის სანაპიროები გასულ კვირას დატოვა. შეიარაღებული ძალების სატრანსპორტო სარდლობაში აცხადებენ, რომ აღნიშნული დახმარება უზრუნველყოფს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დამატებით შეტევითი და თავდაცვითი შესაძლებლობებით, რათა დაიცვან თავიანთი საზღვრები რუსეთის უკანო

მდინარაძის თქმით, „ოცნებამ" სულ რომ არაფერი გააკეთოს, ქვეყნისთვის ომის თავიდან აცილება არის დიდი საქმე

საქართველოსთვის ომის თავიდან აცილებას უმთავრეს საქმედ ასახელებს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე. მისი თქმით, ხელისუფლებას სულ რომ არაფერი გაეკეთებინა და არც მომავალში გააკეთოს, ქვეყნისთვის ომის თავიდან აცილება არის ძალიან დიდი საქმე. „ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ამ გლობალური კამპანიის მთავარი მიზანი გახლავთ საქართველოს ომში ჩართვა. როდესაც მაღალი ტრიბუნიდან ასეთი არასწორი ინფორმაციები გვესმის, ეს მხოლოდ იმ ვერსიას, ერთადერთს და უალტერნატივოს ამყარებს, რო

არგენტინის მიგრაციულმა სამსახურმა დაიწყო ბინადრობის ნებართვის გაუქმება რუსეთის მოქალაქეებისთვის

რუსეთის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებმაც არგენტინაში ბინადრობის ნებართვა ქვეყანაში ბავშვის დაბადების შემდეგ მიიღეს, მაგრამ შემდეგ ქვეყნის დატოვება გადაწყვიტეს, არგენტინის მიგრაციულმა სამსახურმა დაიწყო ამ ნებართვის გაუქმება, - განაცხადა ამ სამსახურის ეროვნულმა დირექტორმა, ფლორენსია კარინიანომ ტელეარხ C5N-ის ეთერში. მან განმარტა, რომ როცა სასამართლოში მოხდება რუსეთის მოქალაქისთვის არგენტინის მოქალაქეობის მინიჭების საკითხის განხილვა, მიგრაციის სამსახური წარადგენს მონაცემებს ბინადრობის ნებართვის

გიორგი გახარია - ლუკაშენკოს შეხვედრა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტთან არის ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის კრახი - საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს დასავლეთის მხარდაჭერის მობილიზება

ლუკაშენკოს შეხვედრა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტთან არის ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის კრახი, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია „ტვიტერზე“ წერს. მისივე განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს დასავლეთის მხარდაჭერის მობილიზება. „ლუკაშენკოს შეხვედრა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტთან არის ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის კრახი. ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს საქართველოს ეროვნული ინტერესებით, შეწყვიტოს საქართველოს ნამდვილ

გლდანის რაიონში მაგისტრალურ გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო გაზის მიწოდება 25 000 აბონენტს შეუწყდა

კომპანია „თბილისი ენერჯის“ ცნობით, გლდანის რაიონში მაგისტრალურ გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო, გაზის მიწოდება 25 000 აბონენტს შეუწყდა. ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. „გაზმომარაგება შეუწყდა გლდანულას კორპ. (იგივე გლდანის ხევი) # 1, 1ა, 10, 2, 2ა, 3, 3ა, 4, 5, 6, 6ა, 7, 7ა, 8, 8ა, 9, გლდანის VI მ/რ, კორპ. # 1, 2, 3, 5, 6, 7, 8, 9, 10, 14, 14ა, 15, 16, 17, 18, 20, 21, 22, 23, 23ა, 24, 26, 27, 28, 29, 30, 30ა, 31, 32, გლდანის VI მ/რ, კორპ. 18-ის მიმდებარედ მდ

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ხალხის ძალის“ ორივე კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. „აქ არ არის საუბარი ფიზიკური პირების აგენტად მოხსენიებაზე და არავითარ შემთხვევაში საუბარი რაღაც სტიგმატიზირებით და ნეგატიური კონტექსტით. არც ერთ ფიზიკურ პირს ეს დასახელება არ ეხება, თითქოს ფიზიკური პირი არის აგენტი. ასეთი რამ არ ხდება. რაც შეეხება ტერმინოლოგიას, სხვა საკითხებს,

რუსეთის გუბერნია არ ვიქნებით! - სტუდენტები აქციაზე მისასვლელად ემზადებიან

აქციის დაწყებამდე ორი საათი რჩება.  რუსული კანონს  ხალხი ისევ პარლამენტთან გააპროტესტებს, პროტესტის ავანგარდში კი სტუდენტები დგებიან. დარბეული ღამის შემდეგ ახალაგზრდები უხსნიან ხელისუფლებას, რომ  ეს არცერთი რომელიმე პარტიის აქცია იყო. მათი თქმით,  გუშინ თბილისისს ცენტრალურრ გამზირზე იდგნენ გაბრაზებული ადამიანები, მოქალაქეეები, რომლებსაც საერთო იდეა აერთაინდებდათ. შეგახსენებთ, რომ რუსული კანონის საწინააღნმდეგო აქცია პარლამენტთან დღეს 15:00 საათზეა დაანონსებული.   ტვ პირველი

ურსულა ფონ დერ ლაიენი და ჯო ბაიდენი: ერთად ვდგამთ ახალ ნაბიჯებს, რათა ხელი შევუშალოთ რუსეთის ომის მხარდაჭერას მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან

პუტინი ფიქრობდა, რომ ის დაგვყოფდა, მაგრამ ჩვენ ახლა ისეთი ერთიანები ვართ, როგორც არასდროს - ერთად ვდგავართ უკრაინის ურყევი მხარდაჭერისთვის იმდენხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენისა და აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული. „შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა დაიკავა მტკიცე და ერთიანი პოზიცია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო, გაუმართლებელი და არაპროვოცირებული ომის წინააღმდეგ. ჩვენ, პარტნიორთა ფართო

გერმანიას ფემინისტური პოლიტიკის ელჩი ეყოლება

გერმანიაში ფემინისტური საგარეო პოლიტიკის ელჩის პოსტს შემოიღებენ. ინფორმაციას „ევროპულსი“ ავრცელებს. ფემინისტური პოლიტიკის ელჩი მონიტორინგს გაუწევს ქალთა წარმომადგენლობას ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ასევე, გენდერული თანასწორობის საკითხებში ახალი თანამშრომლების კომპეტენციას შეამოწმებს. ამასთან, გერმანიის მთავრობა დიპლომატიურ უწყებებში მაღალ თანამდებობებზე ქალების პროპორციის გაზრდას აპირებს. ამჟამად ქალები გერმანიის ელჩების მხოლოდ 26%-ს შეადგენს. ისინი უფრო მეტს იმუშავებენ იმისთ
×
×
  • შექმენი...