Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    869.089

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

დაატოვებინებენ თუ არა თანამდებობას მწერალთა სახლის დირექტორს? – სამინისტროდან არ პასუხობენ

მწერალთა სახლის დირექტორი ნატა ლომოური აცხადებს, რომ უფლებამოსილება გუშინ ამოეწურა, თუმცა სამინისტროდან ამ დრომდე არ მიუღია პასუხი ვადის შესაძლო გაგრძელების შესახებ. როგორც ლომოური „ნეტგაზეთთან“ საუბრისას აცხადებს, რამდენიმე დღის წინ მას კულტურის სამინისტროდან დაუკავშირდნენ და განუცხადეს, რომ 5 დღეში თანამდებობაზე ყოფნის ოთხწლიანი ვადა ეწურებოდა, რის შემდეგაც უწყებას წერილობით მიმართა, რომ დაინტერესებული იყო უფლებამოსილების გაგრძელებით, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღია: „არანაირი კომუნ

ვოლოდიმირ ზელენსკი - კონტრშეტევა რთულია, მაგრამ ინიციატივა უკრაინის მხარესაა

კონტრშეტევა რთულია, მაგრამ ინიციატივა უკრაინის მხარესაა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხრეთ ამერიკულ მედია საშუალებებთან ინტერვიუში განაცხადა. “კონტრშეტევა რთულია. მიმდინარეობს, ალბათ, უფრო ნელა, ვიდრე ვინმეს სურს… ძალიან რთულია ასე დიდ ხანს ომი. ძალიან რთულია, როდესაც ამა თუ იმ იარაღის დეფიციტი გაქვს. ყველაფერი ეს ძალიან რთულია, ვინაიდან, ეს ომია. უბრალოდ ვიცი, რომ ჩვენთვის რთულია, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ რუსებისთვის უფრო რთულია. ჩვენს თვალებში დაღლილობაა, მათ თვ

ენტონი ბლინკენმა რაჭის სტიქიის გამო სამძიმარი გამოთქვა

რაჭაში, კურორტ შოვში განვითარებულ სტიქიას გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი. მან სამძიმარი „ტვიტერზე" გამოაქვეყნა. „შეერთებული შტატები სამძიმარს აცხადებს მათთვის, რომლებიც საქართველოში მეწყერის შედეგად დაზარალდნენ. ჩვენ ვდგავართ ჩვენი მეგობარი საქართველოს გვერდით და პატივისცემას ვადასტურებთ იმ პირველი მაშველების საოცარ თავდადების მიმართ, რომლებიც დაუღალავად მუშაობენ, რომ გადაარჩინონ სიცოცხლე და დახმარება აღმოუჩინონ დაშავებულებს", - წერს ბლინკენი.

თბილისში ნაპოვნი პირი შოვში დაკარგულთა სიაში შეცდომით აღმოჩნდა – ქარსელაძე

მოქალაქე, რომელიც შოვში დაკარგულთა სიაში ირიცხებოდა და პოლიციამ დღეს იპოვა, შოვში საერთოდ არ ყოფილა, ხოლო სიაში სახელი და გვარი არასწორად იყო შეყვანილი, განმარტა ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ. დღეს, 8 აგვისტოს, ცნობილი გახდა, რომ პოლიციამ თბილისში მიაკვლია მოქალაქეს, რომელიც შოვში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაკარგულთა სიაში იყო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის ცნობით, „იყო კითხვები“, ნამდვილად იმყოფებოდა თუ არა ეს პირი შოვში, მ

შოვში დაღუპულთა შორის ამოიცნეს გენადი სულთანიშვილი

შოვში სტიქიას ემსხვერპლა არის რაჭის ანსამბლ „ბუბას“ წევრი გენადი სულთანიშვილი. ინფორმაციას ამის შესახებ მისი ოჯახის წევრი, მამუკა ცერცვაძე ადასტურებს ადასტურებს. გენადი სულთანიშვილი სოფელ გლოლის მკვიდრი იყო, ანსამბლის გარდა, ის შოვში კოტეჯებთან არსებული სასადილოს შემზარეული იყო. ოჯახი ამბობდა, რომ 3 აგვისტოს, ის სწორედ კოტეჯებთან იმყოფებოდა – სტიქიის ეპიცენტრში. გარეკანი ფოტო: მთის ამბები ამ დრომდე არსებული ოფიციალური ცნობებით, შოვში სტიქიას ემსხვერპლა 19 ადამიანი. ჯერ კიდე

“აზერბაიჯანთან ჩვენი თანამშრომლობის შედეგად მას ყარაბაღი დაუბრუნდა” – ერდოღანი

აზერბაიჯანის სახელმწიფო მედია თურქეთის პრეზიდეტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის განცხადების ამონარიდს აქვეყნებს, სადაც ის აზერბაიჯანთან თანამშრომლობის შედეგზე საუბრობს. “30 წლიანი ოკუპაციის შემდეგ, აზერბაიჯანთან ჩვენი თანამშრომლობის შედეგად დაბრუნდა ყარაბაღი, აზერბაიჯანის განუყოფელი ნაწილი”, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა. მისივე თქმით, როგორც მას მედია ციტირებს, ის მომავალშიც გააღრმავებს აზერბაიჯანთან სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობას. ყარაბაღის 2020 წლის ომის დასრულებიდან რამდენიმე თვე

უკრაინის გენშტაბი - უკრაინელები მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებებზე შეტევით ოპერაციას აგრძელებენ და მიღწეულ პოზიციებზე მაგრდებიან

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და საოკუპაციო ძალებს შორის, გასული დღის განმავლობაში, ფრონტზე 30-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული. გენშტაბის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, უკრაინის ტერიტორიაზე 4 სარაკეტო და 53 საჰაერო დარტყმა განახორციელეს და უკრაინის ჯარების პოზიციებსა და დასახლებებს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 86-ჯერ გაუხსნეს. "რუსული ტერაქტების შედეგად არიან დაღუპულე

ოლექსი დანილოვი - ევგენი პრიგოჟინის ამბოხი პუტინთან შეთანხმებული ოპერაცია იყო

რუსული კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" ლიდერის, ევგენი პრიგოჟინის ამბოხი რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეთანხმებული იყო, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა. „დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო ოპერაცია, რომელიც შეთანხმებული იყო პუტინთან იმ გენერლების იდენტიფიცირებისთვის, რომლებიც პუტინისა და მისი გარემოცვის მიმართ არც ისე კარგად იყვნენ განწყობილები. არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენი გენერალია გა

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი მადლობელი უნდა იყოს თუ უკრაინა ნატო-ში იქნება, ვინაიდან, ეს უსაფრთხოებაა რუსეთისთვის, რომ უკრაინა მომავალში არასდროს მივა მათ ტერიტორიაზე

უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება რუსეთისთვის უსაფრთხოება გახდება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხრეთ ამერიკულ მედიასაშუალებებთან ინტერვიუში განაცხადა. “იქ, სადაც ნატოა - იქ ომი არ არის. და ყველა ქვეყანა ნატოში შედიოდა იმიტომ, რომ ეშინოდათ, რომ საბჭოთა კავშირი ფეხებით, ხელებით და პუტინის ცდუნებით უკან დაბრუნდებოდა. ნატო უკრაინისთვის - ეს შეტევითი მისია არ არის, არასდროს არსად არ შეგვიტევია. ყველგან, სადაც ვუტევთ, ეს ჩვენი ტერიტორიაა, მას აღვადგენთ, არ ვუტევთ, ამას რუს

"ჩემი ბიძაშვილის ბავშვებს ვეძებდი, ვერ ვიპოვე... მერე ხრამში ჩავვარდი და ძლივს ამოვედი" - რას ჰყვება კაცი, რომლის ფოტომ ინტერნეტი მოიცვა

3 აგ­ვის­ტოს მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ სტი­ქი­ის ზო­ნა­ში გა­და­ღე­ბულ­მა ფო­ტომ, რო­მე­ლიც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის“ ფო­ტო­კო­რეს­პონ­დენ­ტმა გი­ორ­გი ნი­კო­ლიშ­ვილ­მა გა­და­ი­ღო, სრუ­ლი­ად ინ­ტერ­ნე­ტი მო­ი­ა­რა. კადრში ასა­ხუ­ლია შუა ხნის მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც მე­წყრის ად­გილ­ზე სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ებ­შია ჩარ­თუ­ლი. ფო­ტო­ზე სო­ფელ გლო­ლას მკვიდ­რი ელ­გუ­ჯა გუ­ტაშ­ვი­ლია, რო­მე­ლიც ბი­ძაშ­ვი­ლის, გელა გუ­ტაშ­ვი­ლის ოჯა­ხის წევ­რებს ეძებ­და. რო­გორც ამ­ბობს, როცა ტრა­გე­დი

შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა

შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა. შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაღუპულია 20 ადამიანი, სტიქიის ზონაში კიდევ რამდენიმე ადამიანს ეძებენ. საქართველოში 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა. 1tv

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს აქვეყნებს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს აქვეყნებს. როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მაღალი ტემპერატურით გამოწვეული მთავარი რისკებია: დეჰიდრატაცია (გაუწყლოვნება, ორგანიზმში წლის დეფიციტი); გადახურება, რომელმაც შესაძლოა გააუარესოს გულის დაავადებებისა და სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობა; ასევე სითბური გამოფიტვა და სითბური დაკვრა. გარდა ამისა, დაავა

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ჰორმონოთერაპია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია და მედიკამენტები, ქვეყნის მასშტაბით, ყველა ონკოლოგიურ პაციენტს დაუფინანსდება

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ჰორმონოთერაპია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია და მედიკამენტები, ქვეყნის მასშტაბით, ყველა ონკოლოგიურ პაციენტს დაუფინანსდება. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მათ შორის არიან ის პაციენტებიც, რომელთა წლიური შემოსავალი 40 000 ლარზე მეტია. „ონკოლოგიური პაციენტებისთვის, სრულფასოვან მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. ჯანდაცვის სა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, აპლიკაცია Yandex.Go-ის მეშვეობით, პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების შესწავლა დაიწყო

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა, მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, აპლიკაცია Yandex.Go-ის მეშვეობით, პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების შესწავლა დაიწყო. ინფორმაციას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ავრცელებს. „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, სამსახური შესწავლის შედეგების შესახებ დაუყოვნებლივ გაცნობებთ. ამასთან, მნიშვნელოვანია, ნებისმიერი აპლიკაციის გადმოწერამდე, მოქალაქეები დეტალურად გაეცნონ ინფორმაციას მათ მოწყობილობაში არს

შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს - დაღუპულთა რაოდენობა 21-მდე გაიზარდა

შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. ცნობისთვის, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ადგილზე, 10-მდე ლოკაციაზე სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები ამ დრომდე მიმდინარეობს. სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებში ჩართულნი არიან პოლიციის დანაყოფები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, კინოლოგთა ჯგუფი, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები, დრონ

რუსული მედია - წუხელ, მოსკოვის და ბელგოროდის ოლქის გარდა, აფეთქების ხმა ვლადივოსტოკშიც ისმოდა

რუსული მედიის ცნობით, დღეს ღამე, მოსკოვის და ბელგოროდის ოლქის გარდა, აფეთქების ხმა ვლადივოსტოკშიც გაისმა, სადაც რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზაა განლაგებული. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, აფეთქებები კორვეტ „გრომკის“ წვრთნასთან იყო დაკავშირებული. თუმცა მედიის ცნობით, არ არის გამორიცხული, რომ სამხედრო-საზღვაო ბაზას მოსკოვისკენ მიმავალმა დრონმა შეუტია. „აფეთქებების ხმა სამხედრო-საზღვაო ბაზის ტერიტორიიდან ისმოდა. ადგილზე არა მარტო საგანგებო სამსახურები, არამედ რუსეთის ფედერალ

„დროებითი ხიდი, რომელიც შოვში დავამონტაჟეთ მდინარემ წაიღო, ვაწყობთ ახალს“ — ქარსელაძე

საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, შოვში დამონტაჟებული დროებითი ხიდი მდინარემ წაიღო და ამჟამად სპეციალისტები სტიქიის ზონაში ახალ ხიდს ამონტაჟებენ: „ინტენსიურად გრძელდება სამუშაოები. მოვახერხეთ კალაპოტიდან მისვლა მძიმე ტექნიკითაც კოტეჯების სასადილოსთანაც. ჩვენ ახლა ვდგავართ იმ ადგილას, სადაც მეორე დროებითი ხიდი, რომელიც დამონტაჟებული იყო მდინარემ წაიღო და ახლა ვამონტაჟებთ ახალ ხიდს. მანამდე ამოვიღეთ ის წაღებული ხიდი, შევამოწმეთ, მაგრამ არ ექვემდებარება განმეორებით

რა კითხვებს უნდა უპასუხოს გამოძიებამ შოვში მომხდარზე — „ადამიანის უფლებათა ცენტრი“

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით, რომელსაც ამ დროის მონაცემებით 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ადამიანის სიცოცხლის უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მე-10 მუხლით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მიხედვით, კი „ყოველი ადამიანის სიცოცხლის უფლება კანონით არის დაცული“, ხოლო სიცოცხლის დაცვის პოზიტიური ვალდებულება ხელისუფლებას აკისრია. უფრო კონკრეტულად, ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ადამიანის

შსს-ს ინფორმაციით, შოვში დაღუპული მოზარდის ცხედარი იპოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი ამბობს, რომ დღის განმავლობაში შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპული ორი ადამიანი იპოვეს. "დღეს 2 ცხედრის პოვნა მოხერხდა. ერთი ცხედარი ნანახია ე.წ. კოტეჯების მიმდებარე ტერიტორიაზე, მოზარდის ცხედარია და მეორე ცხედარი ნანახია მდინარის კალაპოტში, სტიქიის ეპიცენტრიდან დაახლოებით 2 კილომეტრში", - თქვა მან.     ბოლო მონაცემებით [14:30 სთ], სტიქიის ზონაში ნაპოვნია 21 ადამიანის ცხედარი, ეძებ

“ამ ეტაპზე, ყველაზე მაღალი ტემპერატურა წერეთელზე (58° მზის გულზე) და სოფელ დიღომში (44° მზის გულზე) ფიქსირდება“ - რა ინფორმაცია ვრცელდება თბილისში არსებულ სიცხესთან დაკავშირებით

“როგორც იცით ჩვენს ჰაერის საზომ აპარატებს ტემპერატურის საზომიც აქვს თან. ამ ეტაპზე ყველაზე მაღალი ტემპერატურა წერეთელზე (58° მზის გულზე) და სოფელ დიღომში ( 44° მზის გულზე) ფიქსირდება. ჩვენ გარდა ჰაერის მონაცემებისა ასევე მოგაწვდით ინფორმაციას ტემპერატურის შესახებ. შეეცადეთ მოერიდოთ გარე აქტივობებს და მიიღეთ წყალი სათანადო რაოდენობით დღის განმავლობაში.“ - ავრცელებს “ჩემი ქალაქი მკლავს“.

ნინო თანდილაშვილი - კომპლექსური სტიქიის განვითარებაზე როცა ვსაუბრობთ, სპეციალისტების მოსაზრებით, მსგავსი მასშტაბის სტიქიის წინმსწრებით პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის, ნინო თანდილაშვილის განცხადებით, საქართველოში ადრეული გაფრთხილების სისტემების განვითარების ფარგლებში, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე 200 სადგურია განთავსებული. მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, სპეციალისტების მოსაზრებით, ისეთი მასშტაბის სტიქიის წინმსწრებით პროგნოზირება, როგორიც შოვში მოხდა, პრაქტიკულად შეუძლებელია. „სახელმწიფომ 2014 წლიდან ფაქტობრივად ნულიდან დაიწყო ადრეული გაფრთხილების სისტემების განვითარება ჩვენს ქვეყანა

აშშ-მა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცრა

აშშ-მა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცრა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა „შავ ნუსხაში“ შეიყვანა რვა ფიზიკური და ხუთი იურიდიული პირი. როგორც ვაშინგტონში აცხადებენ, ის პირები, რომელთა წინააღმდეგაც სანქციები დაწესდა, მხილებული არიან ბელარუსის რეჟიმის მიერ სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ჩატარებულ რეპრესიებში, ასევე არიან რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის თანამონაწილეები და ჩართული არიან ალექსანდრ ლუკაშენკოს გამდიდრებაში. კერძოდ, „შავ სიაში“ მოხვდნენ ბელარუსის

თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები სტიქიის ზონაში, კოტეჯების მიმდებარე ტერიტორიაზე განაგრძობენ მუშაობას

საქართველოს თავდაცვის ძალების სტრუქტურული ერთეულები შოვში მიმდინარე სამაშველო-სამძებრო სამუშაოებს აგრძელებენ. დღეს სამხედროები მეექვსე ლოკაციაზე, კერძოდ, კოტეჯების მიმდებარე ტერიტორიაზე გადანაწილდნენ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის მაშველებთან ერთად, კოორდინირებულად მუშაობენ. სამძებრო პროცესში თავდაცვის ძალები შსს-ს შესაბამისი სამსახურების მხარდამჭერ ფუნქციას ასრულებen. სამუშაოებში ჩართულია ცოცხალ

ევროპის ერთ-ერთი უძველესი კინოთეატრი „აპოლო“ ისევ იყიდება

„იყიდება საოფისე კომერციული ფართი ჩუღურეთის რაიონში“, – თითქმის ერთი თვეა, უძრავი ქონების პლატფორმაზე ამ სათაურით იყიდება ევროპის ერთ-ერთი უძველესი კინოთეატრის, „აპოლოს“ შენობა, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. 2 400 კვ. მეტრი ფართობის საწყისი ფასი 6 მილიონი დოლარია. აღმაშენებლის N135-ში მდებარე ძეგლის თანამესაკუთრეა შპს „კონფიდენს გრუპი“, რომელსაც „ელიტ პრო“ ფლობს. თავის მხრივ, „ელიტ პროს“ მფლობელი აზერბაიჯანის მოქალაქე რაუფ ალიევია. ძეგლის მეორე თ

ქეთევან დუმბაძე დეპუტატის მანდატს ტოვებს და საქართველოს მწერალთა სახლს უხელმძღვანელებს

სსიპ საქართველოს მწერალთა სახლს 2023 წლის 4 სექტემბრიდან ქეთევან დუმბაძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანება უკვე გამოიცა. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცნობით, 2023 წლის საშემოდგომო სესიაზე მწერალთა სახლის ახალ ხელმძღვანელს, კანონით დადგენილი წესით, საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდება. „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ქეთევან დუმბაძეს ულოცავს მწერალთა სახლის დი
×
×
  • შექმენი...