Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.108.639

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

აზერბაიჯანის საპარლამენტო არჩევნებში ალიევის პარტიამ გაიმარჯვა

აზერბაიჯანში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ილჰამ ალიევის პარტიამ „ენი აზერბაიჯან“ უმრავლესობა შეინარჩუნა და მმართველი პარტია ახალ პარლამენტში 125 ადგილიდან 68-ს დაიკავებს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა 37% მივიდა. აზერბაიჯანში ხმის მიცემის პროცესი გუშინ, 1-ელ სექტემებერს, ადგილობრივი დროით 19:00 საათზე დასრულდა. არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც მიმდინარე წლის ივლისში

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავებული სამხედრო, კაპრალი ზურაბ ფისენკო თურქეთის კლინიკაში გარდაიცვალა

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურის, კაპრალ ზურაბ ფისენკოს გარდაცვალების გამო და თანგრძნობას უცხადებს მის ოჯახსა და ახლობლებს. „უწყების მიერ გავრცელებული განცხადებიდან საზოგადოებისათვის უკვე ცნობილია, რომ კაპრალი ფისენკო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავდა, მიიღო სხეულის დამწვრობა და საქართველოში გაწეული სამედიცინო მომსახურების შემდგომ გადაყვანილ იქნა თურქეთის სპეციალიზებუ

„გახარია საქართველოსთვის“ - „ოცნებამ“ პროცედურული მანიპულაციებით არ მოგვცა საშუალება, მხარი დაგვეჭირა იმ კანონპროექტებისთვის, რომლებიც დაკავშირებულია ბაღებსა და სკოლებში ბავშვების პროპაგანდისგან დაცვასთან

პარლამენტის თავმჯდომარემ დაგვაბრალა, თითქოს, ჩვენ არ გვსურს ბავშვები დავიცვათ პროპაგანდისგან - დღეს, „ოცნებამ" პროცედურული მანიპულაციებით არ მოგვცა საშუალება, მხარი დაგვეჭირა იმ კონკრეტული კანონპროექტებისათვის, რომლებიც დაკავშირებულია ბაღებსა და სკოლებში ბავშვების პროპაგანდისგან დაცვასთან, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო პოლიტიკურმა ჯგუფმა განაცხადა. მათი განცხადებით, „ქართული ოცნების" რეალური მიზანი არა ოჯახების დაცვა ან ბავშვთა უფლებებია, არამედ წინასაარჩევნოდ

ჯავახიშვილი: ჩვენი დამოუკიდებლობის მტერი იყო და არის რუსეთი, ვინც ასე არ ფიქრობს, ბოდიში მას აქვს მოსახდელი

საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩის, გოჩა ჯავახიშვილის განცხადებით, 2008 წლის ომის გამჩაღებელი რუსეთია და ვინც ასე არ ფიქრობს, ბოდიში მას აქვს მოსახდელი. „2008 წლის ომისაც და მანამდეც, ყველა ჩვენთვის საზიანო პროვოკაციის, ბლოკადის, ქართველთმოძულეობის გამჩაღებელი, ოსი და აფხაზი ძმების წამქეზებელი, ჩვენს მიწა-წყალს უკანონოდ დაპატრონებული და ჩვენი დამოუკიდებლობის დაუძინებელი მტერი იყო და არის ვერაგი რუსეთი. ვინც ასე არ ფიქრობს, ვისაც მისი კეთილი მეტამორფოზისა და ფოჩიანი კანფეტების სჯერა,

რის საფუძველზე ცნეს ორგანიზაციები და მათი ხელმძღვანელები გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად | დოკუმენტი

ანტიკორუფციულმა ბიურომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილებები, რომლის საფუძველზეც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, ეკა გიგაური, „აირჩიე ევროპა“, ხათუნა ლაგაზიძე და თანადამფუძნებლები გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად ცნო და 5 დღის ვადაში ფინანსური ანგარიშების და საბანკო რეკვიზიტების წარმოდგენა დაავალა. გადაწყვეტილებებში ვკითხულობთ, რომ იურიდიულ/ფიზიკურ პირს შეიძლება ჰქონდეს გაცხადებული საარჩევნო მიზანი. სამოტივაციო ნაწილი განმარტავს, რომ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახ

ბექა ლილუაშვილი - 26 ოქტომბერს, ვერც “ოცნება” დარჩება ხელისუფლებაში და ვერც “ნაცები” დაბრუნდებიან (ვიდეო)

26 ოქტომბერს, ვერც “ოცნება” დარჩება ხელისუფლებაში და ვერც “ნაცები” დაბრუნდებიან. ბექა ლილუაშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1286798402731575/

პარტია "გახარია საქართველოსთვის" აგრძელებს წინასაარჩევნო კამპანიას (ფოტოები)

პარტია "გახარია საქართველოსთვის" აგრძელებს წინასაარჩევნო კამპანიას:                  

თეონა აქუბარდია - სასაცილოა ახალი პირობის გაჩენა დეკემბერში პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით, დეკემბერში პრეზიდენტს საპრეზიდენტო ვადა ისედაც ეწურება

ჩემთვის სასაცილოა ახალი პირობის გაჩენა, პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით დეკემბერში, როდესაც დეკემბერში პრეზიდენტს საპრეზიდენტო ვადა ისედაც ეწურება, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ეს დაპირება კიდევ ერთხელ აჩვენებს „ქართული ოცნების“ სისუსტეს და შიშს მათ მოსალოდნელ მარცხთან დაკავშირებით. „ქართული ოცნება“, რომელიც პრეზიდენტის იმპიჩმენტის პრო

ელგუჯა ხოკრიშვილი - ამ არჩევნების შედეგებს არ აქვს ლეგიტიმაცია, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ (ვიდეო)

ამ არჩევნების შედეგებს არ აქვს ლეგიტიმაცია, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ. ელგუჯა ხოკრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1295574548102579

მედია - წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობას „რესპუბლიკელები“ შეინარჩუნებენ

„რესპუბლიკელები“ წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლს შეინარჩუნებენ, - ამის შესახებ CBS News-ი საკუთარ შეფასებაზე დაყრდნობით იუწყება. გამოცემის პროგნოზით, კონგრესის ქვედა პალატაში „რესპუბლიკელებს“ მინიმუმ 218 ადგილი ექნებათ, ხოლო „დემოკრატიულ პარტიას“ - მინიმუმ 211. შეგახსენებთ, აშშ-ში 5 ნოემბერს ჩატარებული არჩევნების შედეგად „რესპუბლიკელებმა“ კონტროლი სენატზეც მოიპოვეს.   იპნ

ზურაბიშვილი: საქართველოს პარლამენტის სხდომა არაკონსტიტუციურია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი X-ზე წერს, რომ „საქართველოს პარლამენტის სხდომა არაკონსტიტუციურია”. მისი თქმით, არჩევნების მასობრივმა გაყალბებამ მის ლეგიტიმურობას ძირი გამოუთხარა. დღეს, 25 ნოემბერს 12:00 საათზე ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომაა ჩანიშნული. კონსტიტუციით გათვალისწინებულია, რომ პარლამენტის პირველ სხდომას პრეზიდენტი იწვევს, თუმცა სალომე ზურაბიშვილმა არჩევნების შედეგები არ აღიარა და საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. ამის მიუხედავად, ცესკოს შემ

გიორგი გახარია - ხელისუფლება თავად პროვოცირებს სამოქალაქო დაპირისპირებას და ჩვენ, ფაქტობრივად, ქაოსის საზღვარზე ვდგავართ - ფაქტია, ივანიშვილს მძევლად ჰყავს აყვანილი სამართალდამცავი სისტემა

ხელისუფლება თავად პროვოცირებს სამოქალაქო დაპირისპირებას და ჩვენ, ფაქტობრივად, ქაოსის საზღვარზე ვდგავართ, ფაქტია, რომ ივანიშვილს მძევლად ჰყავს აყვანილი სამართალდამცავი სისტემა და სამართალდამცავი სისტემაზე უკანონო დავალებებით - დღეს სამართალდამცავი სისტემა და პოლიცია არა მოქალაქესა და სახელმწიფოს, არამედ, ერთი არანორმალური ადამიანის ახირებებს ასრულებს,- ამის შესახებ „გახარია - საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, საერთაშორისო პარტნიორებმა სანქცირების პროცე

„მორიგი პროვოკაცია და მუქარა“ – გამოხმაურებები სუს-ის განცხადებაზე

დღეს, 10 დეკემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მორიგი განცხადება გაავრცელა, სადაც ირწმუნება, რომ ქვეყანაში საპროტესტო მუხტის გასაზრდელად „ 2-3 ადამიანის“ მკვლელობა იგეგმება, რასაც შემდეგ „ხელისუფლებას დააბრალებენ“. სუსი კვლავ ირწმუნება,  რომ საპროტესტო მუხტის ხელოვნურად გაზრდა  ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობისთვის უნდა იქნეს გამოყენებული. სუსი ისევ იმეორებს, რომ უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების კოორდინაციით ქვეყანაში „ფერადი რევოლუციებისთვის“ დამახასიათებელი აპრობირ

გიორგი შარაშიძე - თუ იქნება ღია, გახსნილი კომისიის სხდომა, მივესალმებოდი, რომ მივიდეს გიორგი გახარია და მათივე მოედანზე ახადოს ფარდა სიმართლეს, პირში უთხრას, ვინ არის ნამდვილი „ნაცი“

თუ იქნება ღია, გახსნილი სხდომა, პირადად მე მივესალმებოდი და დავეთანხმებოდი, რომ გიორგი გახარია მივიდეს კომისიაზე და მათივე მოედანზე ფარდა ახადოს სიმართლეს, პირდაპირ უთხრას პირში, ვინ არის ნამდვილი „ნაცი“, - ამის შესახებ პარტიის “გახარია საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა გიორგი შარაშიძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა “რეზიუმეში” განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, უნდა მივიდეს თუ არა გიორგი გახარია საგამოძიებო კომისიაზე დაბარების შემთხვევაში. გიორგი შარაშიძის განმარტებით, საგამოძიებო კომისი

შსს-ს განცხადებით, ვაკის პარკის შადრევანში 22 სექტემბერს ელექტროშემდუღებლების მიერ სამუშაოები უსაფრთხოების ნორმების დარღვევით განხორციელდა, რის შედეგადაც ელექტროსადენის იზოლაცია დაზიანდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვაკის პარკის შადრევანში მიმდინარე წლის 22 სექტემბერს ელექტროშემდუღებლების მიერ სამუშაოები უსაფრთხოების ნორმების დარღვევით განხორციელდა, რის შედეგადაც ელექტროსადენის იზოლაცია დაზიანდა. ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმესთან დაკავშირებულ დეტალებზე შსს-ში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს. კერძოდ, უწყების ცნობით, „2022 წლის 22 სექტემბერს, ელექტროშემდუღებლებმა სამუშაოს წარმოების დროს დაარღვიეს უსაფრთხოების ნორმები, კერძოდ: წყლის მილებზე, უჟანგავი ლითონ

სტოლტენბერგი: ნატო უკრაინას უახლოეს დღეებში მიაწვდის საჰაერო თავდაცვის სისტემებს

ნატო უკრაინას უახლოეს დღეებში მიაწვდის საჰაერო თავდაცვის სისტემებს, თქვა 18 ოქტომბერს ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მას შემდეგ, რაც უკრაინამ განაცხადა, რომ რუსეთის ავიადარტყმების შედეგად, რაც ერთ კვირაზე მეტ ხანს გრძელდება, განადგურებულია უკრაინის ელექტროსადგურების თითქმის მესამედი. ბერლინში, უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე გამოსვლისას სტოლტენბერგმა თქვა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემები უკრაინას დაეხმარება, თავი დაიცვას ავიადარტყმებისგან, მათ შორის ირანული

ფონ დერ ლაიენი: უკრაინის ინფრასტრუქტურაზე რუსეთის თავდასხმები ომის დანაშაულებია

რუსეთის მხრიდან უკრაინის ელექტროსადგურებსა და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რაკეტებით და დრონებით მიტანილი იერიშები წარმოადგენს "ნამდვილი ტერორის აქტებს", რომლებიც ომის დანაშაულებს უტოლდება - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურზულა ფონ დერ ლაიენმა 19 ოქტომბერს. "გუშინ კვლავ ვიხილეთ რუსეთის მიზანმიმართული თავდასხმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. ეს წარმოადგენს კიდევ ერთ თავს უკვე ძალიან სასტიკ ომში. საერთაშორისო წესრიგი ძალიან მკაფიოა. ესენი ომის დანაშაულებია" - უთხრა ფონ დერ ლაიენმა ე

მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებენ - კიევის თავზე რამდენიმე რუსული რაკეტა გაანადგურეს

კიევის დროით 15:00 საათზე უკრაინის დედაქალაქში ძლიერი აფეთქებების ხმა გაისმა. კიევის თავზე რამდენიმე რუსული რაკეტა ჩამოაგდეს. ცნობა დედაქალაქის მერმა ვიტალი კლიჩკომ გაავრცელა. მან მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემა მუშაობას განაგრძობს. საჰაერო მართვის ცენტრის ცნობით, უკრაინის თავდაცვის სისტემამ გაანადგურა მტრის 12 სამიზნე, მათ შორის ორი ფრთოსანი რაკეტა და რვა უპილოტო საფრენი აპარატი. იუწყებიან, რომ დამატებით ორი ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდო ს

ანდრეი ერმაკი - უკრაინამ უკვე გაანადგურა ნატო-ს მთავარი საფრთხის პოტენციალის თითქმის 50% - რუსეთის ფედერაციის სახით

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი აცხადებს, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება ალიანსს გააძლიერებს. „უკრაინამ უკვე გაანადგურა ნატო-ს მთავარი საფრთხის პოტენციალის თითქმის 50% - რუსეთის ფედერაციის სახით. უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება აუცილებლად გააძლიერებს ალიანსს“, - წერს ერმაკი სოციალურ ქსელში. უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 66 650 რუსი ჯარისკაცი, 2 567 ტანკი, 5 255 ერთეული ჯავშანტექნი

ღალატის ბრალდებით დააკავეს უკრაიანის ბოლო „წითელი დირექტორი“

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ზაპოროჟიეში დააკავა სააქციო საზოგადოება „მოტორ სიჩის“ პრეზიდენტი 83 წლის ვიაჩესლავ ბოჰუსლაევი, რომელიც ეჭვმიტანილია ღალატსა და რუსეთთან თანამშრომლობაში. „მოტორ სიჩი“ მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი საწარმოა თვითმფრინავის ძრავების, ვერტმფრენებისა და სამრეწველო გაზის ტურბინების წარმოებაში. „მოტორ სიჩი“ აწარმოებდა ძრავებს „Ми“ ვერტმფრენებისთვის, რომლებსაც ადრე რუსეთიც ყიდულობდა. გარდა ამისა, ქარხანა აწარმოებდა ძრავებს თვითმფრინავებისთვის "Ил", "Ан" და სხვა.

ზელენსკი, ისრაელს სთხოვს, შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 24 ოქტომბერს მოუწოდა ისრაელს, შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას და გაიმეორა თხოვნა, ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების შესახებ. "აღარ დადგა დრო, რომ თქვენმა სახელმწიფომაც აირჩიოს, ვისთან ერთად ხართ?" თქვა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში ისრაელის გაზეთ Haaretz-ისთვის გამართულ კონფერენციაზე. ხართ "დემოკრატიულ სამყაროსთან, რომელიც გვერდიგვერდ იბრძვის არსებობისთვის ეგზისტენციალური საფრთხის წინააღმდეგ? თუ მათთან, ვინც თვალს ხუჭავს რუსულ ტერორზე

ანა ბუჩუკური - პრაიმერიზზე საუბარი „ქართული ოცნების“ დახმარება და ოპოზიციურ სპექტრში მასკარადის მოწყობის მცდელობაა

ეს არის „ოცნების“ დახმარება და ოპოზიციურ სპექტრში ასე ვთქვათ, მასკარადის მოწყობის მცდელობა, სირცხვილია და უხერხულია, – ასე უპასუხა პარტია „საქართველოს“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა ჟურნალისტების კითხვას, პრაიმერზით ოპოზიციური პარტიების სიაში წევრთა რიგითობის განსაზღვრასთან დაკავშირებით. „ვიდრე გავიგებდი, ვისგან მოდის ეს ინიციატივა, მაშინვე მივხვდი, რომ ეს იქნებოდა სავარაუდოდ ბატონი ვაშაძე, რადგან ის გამოირჩევა ასეთი ინიციატივებით, რომელიც საბოლოო ჯამში ერთადერთი, რასაც აკეთებს, ეს არის „ოცნების“ გ

კელი დეგნანი - ყველაფერი, რასაც თუნდაც პოლიტიკური დევნის სახე აქვს, საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს რისკის ქვეშ აყენებს

მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის მნიშვნელობა არის საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის ცენტრალური ნაწილი და ყველაფერი, რასაც თუნდაც პოლიტიზირების, პოლიტიკური დევნის სახე აქვს, ამ ევროატლანტიკურ მომავალს რისკის ქვეშ აყენებს, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რითაც ის ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. „ყველამ ნახეთ აშშ-ის საელჩოს და ევროკავშირის განცხადებები, ასევე საქართველოს სხვა ევროპელი მეგობრების გან

2023 წელს სახელმწიფო მედიკამენტების მაქსიმალურ ფასს განსაზღვრავს

2023 წლის იანვრიდან ჯანდაცვის სამინისტრო დაიწყებს მედიკამენტებზე მაქსიმალური ფასის დადგენას და წლის ბოლომდე განსაზღვრავს ყველა წამლის ფასის ზედა ზღვარს. ინფორმაცია ამ გადაწყვეტილების შესახებ დღეს, 9 ნოემბერს, მედიას ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მიაწოდა. ზურაბ აზარაშვილის თქმით, რეფერენტული ფასის დაწესება დაახლოებით 40%-ით გააიაფებს მედიკამენტებს და მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება მოსახლეობისთვის. მინისტრის თქმითვე, ჯერ არ არის განსაზღვრული, რომელ ქვეყნებს აიღებს საქართვე

პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილე, დეპუტარი გიორგი ხოჯევანიშვილი ახალგაზრდებთან შეხვედრებს მართავს

ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა ახალგაზრდებთან. შეხვედრაზე ვისაუბრეთ, დღესდღეობით ერთ-ერთ მნიშვნელოვან და მტკივნეულ საკითხზე, რომელიც ბოლო პერიოდში გახშირებულ ფემიციდის შემთხვევებს ეხება, - ამის შესახებ, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე, დეპუტატი გიორგი ხოჯევანიშვილი სოციალურ ქსელში წერს.  "ახალგაზრდებს გავუზიარე გამოცდილება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან გამომდინარე 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე. შეხვედრის ბოლოს კითხვა-პას
×
×
  • შექმენი...