Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.582
  • comments
    0
  • views
    767.995

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

შსს-მ თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 46 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, მცხეთა-მთიანეთის, აჭარის, გურიის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, ქვემო ქართლის, სამეგრელო-ზემო სვანეთის და კახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 46 პირი დააკავეს, მათ შორის 36 ნარკორეალიზატორია. აღნიშნულის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვა

შსს-მ დავით კირთაძის წინააღმდეგ, ცესკოს მიმართვის საფუძველზე, გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, დავით კირთაძის წინააღმდეგ გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიება ცესკოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო. “შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მომართვის საფუძველზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ცენტრალურ საარჩევნო

შსს-მ გიორგი გახარიაზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

ბათუმში პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერზე, გიორგი გახარიაზე თავდასხმის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ბათუმში, სასტუმრო „შერატონში” გიორგი გახარიას თავს ღამით დაესხნენ. „პუბლიკის” ინფორმაციით, თავდასხმაში „ქართული ოცნების” პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები მონაწილეობდნენ. თავდამსხმელებს შორის, სავარაუდოდ, იყო დიმიტრი სამხარაძეც.

შსს-მ ბათუმში, ზღვაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

შინაგან საქემთა სამინისტრო ბათუმში, ზღვაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, ადგილზე იმყოფებიან გამნაღმველები და „ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება“. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა შეტყობინება ქალაქ ბათუმში, ზღვაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით. შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე გამოცხადნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფებ

შსს-მ 2002 წლიდან განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ძებნის სამმართველოს თანამშრომლებმა 2002 წელს ჩადენილი დანაშაულისთვის ძებნილი პირი – 1975 წელს დაბადებული კ.ც. დააკავეს. იგი დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობის მცდელობისთვის იძებნებოდა. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „გამოძიებით დადგენილია, რომ მსჯავრდებულმა კ.ც.-მ 2002 წლის 4 სექტემბერს, ჭიათურაში, ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე სკვერთან, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით გ.ტ.-ს სხეულზე ხუთი ჭრილობა მიაყენა, ხოლო მისმა

შსს-მ 2 პირი დააკავა, მათ შორის ერთ-ერთია დედა, რომელიც არასრულწლოვან შვილს ფსიქოლოგიური ზეწოლით თბილისში მოწყალების თხოვნას აიძულებდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, არასრულწლოვანით ვაჭრობის დანაშაულებრივი სქემა გამოავლინეს, 2 პირი დააკავეს, ხოლო ერთ პირს ბრალი წარედგინა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, 1989 წელს დაბადებული ნ.ა.-ს ბრალი არასრულწლოვანით ვაჭრობაში ედება, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანა

შსს-მ „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

„საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღების საქმეზე, ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის უაკნონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1999 წელს დაბადებული პირი დააკავა. დანაშაული 4-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 14 დეკემბერს, ბრალდებული თავს დაესხა „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალს, იარაღის მუქარით თანხა გასტაცა ბანკის თანამშრომელს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებულ

შსს-ის ცნობით, ბათუმში აქციაზე 9 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში აქციაზე ადმინისტრაციული წესით 9 პირი დააკავა, – ამის შესახებ „პუბლიკას” უწყებაში განუცხადეს. „სამართალდამცველების არაერთი მოწოდების მიუხედავად, აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ მათ კანონიერ მოთხოვნას, რის შედეგადაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაკავდა 9 პირი. აქციის მონაწილეებს მოვუწოდებთ, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს”, – აცხადებს შსს. რუსეთიდან წამოსული საკრუიზ

შსს-ის განცხადებით, დღეს პარლამენტთან 20 ადამიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დღეს, 13 მაისს პარლამენტთან 20 ადამიანი დააკავეს პოლიციის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად. ეს მუხლები წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩლებლობას გულისხმობს. შსს-ის ცნობით, დაკავებულთაგან სამი პირი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, კერძოდ, 2002 წელს დაბადებული რუსეთის ფედერაციის მოქალაქე გ.ბ., ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე 1995 წელს დაბადებული პ.ჰ. და ამავე ქვეყნის კიდევ ერთი მოქა

შსს წუხანდელ აქციაზე 7 ადამიანის დაკავებას ადასტურებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში „ნეტგაზეთს“ დაუდასტურეს, რომ 2 ივნისს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 7 პირი დააკავა, თუმცა უწყების პრესსამსახურში არ გვითხრეს რამდენი მათგანი რჩება ამ დრომდე დროებითი მოთავსების იზოლატორში. განახლება: სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, ნეტგაზეთს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დაუკავშირდნენ. უწყების პრესსამსახურში განგვიცხადეს, რომ მათ მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში იგულისხმებოდა, რომ ხელწერილის საფუძველზე არავინ გათა

შსს შოვში, სტიქიის ზონაში მიმდინარე სამაშველო ღონისძიებების შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ონის მუნიციპალიტეტში, შოვში სტიქიის ზონაში მიმდინარე სამაშველო ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარეობს გარდაცვლილების ამოყვანა, სამაშველო ღონისძიება მთელი ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება. “შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების შედეგად, ორი პირის ცხედარია ნაპოვნი. ამ დროისთვი

შსს ყიდულობს სისტემას, რომლითაც დაშიფრულ მოწყობილობებში შეღწევა იქნება შესაძლებელი

შინაგან საქმეთა სამინისტრო ისრაელური კომპანია Cellebrite-სგან ყიდულობს ციფრულ სისტემას, რომლითაც შესაძლებელი გახდება დაშიფრულ და დაბლოკილ ტელეფონებში, კომპიუტერებსა და სხვა ელექტრონულ მოწყობილობებში შეღწევა. შესყიდვის ღირებულება 6 796 092 ლარია. შესაბამისი კონტრაქტი გაფორმდა Cellebrite-ის ოფიციალურ წარმომადგენელთან საქართველოში, შპს „ქომუნალ ტექნოლოჯისთან“. ვებგვერდის თანახმად, Cellebrite ციფრული დაზვერვის კომპანიაა და კრიმინალური გამოძიებისთვის საჭირო პროდუქციით ვაჭრობს, ხოლო მის

შსს უსაფრთხო ტურიზმზე ვიდეოს დამზადებაში 160 ათასი ლარის დახარჯვას გეგმავს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გეგმავს ქვეყანაში უსაფრთხო ტურისტული გარემოს შესახებ ვიდეორგოლის დამზადებას. ამ მომსახურების შესყიდვას სახელმწიფო უწყება ტენდერის გარეშე აპირებს და გათვლილი აქვს 159 777 ლარი. შესყიდვების სააგენტომ თანხმობა უკვე გასცა - უწყების ვებგვერდზე წერია, რომ ამ რგოლის დასამზადებლად 10 დღე საკმარისია. "გადაღების სპეციფიკიდან გამომდინარე (სცენების უმეტესობა არის ღია ცისქვეშ), დიდი მნიშვნელობა ენიჭება მომსახურება განხორციელდეს კარგ მეტეოროლოგიურ პირობებში, რი

შსს სტიქიის ადგილზე ძებნა-შველის ღონისძების ფარგლებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო შოვში, სტიქიის ადგილზე ძებნა-შველის ღონისძების ფარგლებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. შსს-ს ცნობით, სამუშაოებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 400 მეხანძრე- მაშველი, პოლიციის დანაყოფები, დრონები, სპეცტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენია ჩართული. „ონის მუნიციპალიტეტში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველების მიერ ძებნა-შველის ღონისძიების ფარგლებში 11 ადამიანის ცხედარია ნაპოვ

შსს სასტუმრო „ამბასადორის“ ტერიტორიაზე ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისში, სასტუმრო „ამბასადორის“ ტერიტორიაზე ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. შსს-ს ცნობით, ამ ეტაპზე ადგილზე რჩებიან მეხანძრე-მაშველები და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. „თბილისში, სასტუმრო „ამბასადორში“ გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 16 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობს. მეხანძრე-მაშველები ხანძრის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე გამოცხადდნენ

შსს მუხიანში მომხდარ მკვლელობაზე - ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით ათეულობით ჭრილობა მიაყენა ნაცნობ მამაკაცს, შემდეგ კი, კვალის დაფარვის მიზნით, ცხედარს ცეცხლი წაუკიდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო მუხიანში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. შსს-ს ცნობით, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 39 წლის მამაკაცი დააკავეს. უწყების ცნობითვე, დაკავებულმა მამაკაცმა მის ნაცნობს ცივი იარაღით ათეულობით ჭრილობა მიაყენა, შემდეგ კი, ცხედარს კვალის დაფარვის მინიზნით ცეცხლი წაუკიდა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგ

შსს ერთ-ერთი დაკავებულის ჩვენებას ვიდეოს სახით ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულების შესახებ განცხადებას ავრცელებს და ერთ-ერთი ბრალდებულის ჩვენების ვიდეოკადრებსაც ავრცელებს. უწყების მტკიცებით, დაკავებული აღიარებს ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერებისგან ფულის აღების ფაქტს. უწყებას ეხმაურებიან განცხადებაში ჩამოთვლილი პოლიტიკოსები. პუბლიკა

შსს დღევანდელი აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს აფრთხილებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომლითაც დღეს დაგეგმილი აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს აფრთხილებს, რომ არ გასცდნენ შეკრება/მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს და თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისგან. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია მიიღებს ყველა შესაბამის სამართლებრივ ზომას უკანონო ქმედების აღსაკვეთად.“ დღეს, 24 ნოემბერს თბილისში დაგეგმილია ოთხი საპროტესტო მარში. 15:00 საათზე, თავისუფლების მოედნიდან დაიწყება ქა

შსს გაუჩინარებულ რუს აქტივისტზე: საკუთარი ნებით გადაკვეთა საოკუპაციო ხაზი

შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოში რუსი აქტივისტის, რაფაილ შეპელევის შესაძლო გაუჩინარების შესახებ აცხადებს, რომ მან საოკუპაციო ხაზი თავისი ნებით გადაკვეთა. შსს-ის განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს. უწყება აცხადებს, რომ რაფიელ შეპელევის გაუჩინარების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყეს მოკვლევა და გაესაუბრნენ ყველა შესაძლო მოწმეს. ინფორმაცია რუსი აქტივისტის საქართველოდან გაუჩინარების შესახებ რუსულენოვანმა მედიებმა 8-9 ნოემბერს

შსს ბოჭორმის ქუჩაზე აფეთქებაზე, რის შედეგადაც, სამი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა, ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბოჭორმის ქუჩაზე, მაღაზია "ბეთლგრაუნდის" სასროლეთში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების განმარტებით, აფეთქების შედეგად დაიღუპა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი და დაშავდა ორი. ამასთან, როგორც შსს-ში აღნიშნავენ, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო-ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულის

შსს ბლოგერ უჩა აბაშიძის დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო სამხედრო ბლოგერ უჩა აბაშიძის დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, აბაშიძე იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით არის დაკავებული. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვადასხვა სამთავრობო უწყების, კერძოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის ვებგვერდებზე განხორციელებული კიბერშეტევის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლ

შსს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებს განმარტავს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებები განმარტა. კერძოდ, უწყება გამოეხმაურა სამოქალაქო ორგანიზაციების განცხადებას პირის პრევენციული დაკავების შესაძლებლობის შესახებ. 13 დეკემბერს „ოცნების“ მიერ მიღებული ცვლილების მიხედვით, პირის დაკავების საფუძველი შეიძლება გახდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის პრევენცია. როგორც შსს განმარტავს, საკანონმდებლო ცვლილებით დადგინდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ პი

შსს - შოვში, შემთხვევის ადგილზე სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით მიემგზავრებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და სხვა საპოლიციო დანაყოფის წარმომადგენლები

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შოვში, სადაც მეწყერი ჩამოწვა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით მიემგზავრებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და სხვა საპოლიციო დანაყოფის წარმომადგენლები. მათივე ცნობით, ამ ეტაპზე, დაშავებულების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ არის. „საზოგადოებრივ მართვის ცენტრ 112-ში შემოსულია არაერთი შეტყობინება შოვში მდებარე სასტუმრო „სანსეტ შოვში“ მეწყერის შედეგად მიწის მასის ჩამოშლასთან დაკავშირებით. გვსურ

შსს - ქართველმა მეხანძრე-მაშველებმა თურქეთში სამაშველო ღონისძიების დროს ნანგრევებიდან ახალგაზრდა ქალი ამოიყვანეს, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ადიამანში მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სამაშველო ღონისძიების დროს ნანგრევებიდან ახალგაზრდა ქალი ამოიყვანეს, რომელიც კონტაქტურ მდგომარეობაში სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. ინფორმაციას შსს ავრცელებს. შსს-ს ცნობით, სამაშველო ღონისძიებაში ქართველი მაშველები ქალაქ ადიამანში მთელი ღამის გამავლობაში, უწყვეტ რეჟიმში მონაწილეობდნენ. ადგილზე მოწყობილია საველე

შსს - სტიქიის ზონაში ძებნა-შველის ღონისძიება სპეციალური განათების საშუალებით უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

სტიქიის ზონაში ძებნა-შველის ღონისძიება ამ წუთებშიც სპეციალური განათების საშუალებით უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის უფროსი თემურ მღებრიშვილი, ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლერი ბარნაბიშვილი, მედიის წარმომადგენლებთან ერთად სტიქიის ეპიცენტრში იმყოფებოდნენ, სადაც ძებნ
×
×
  • შექმენი...