Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    10.273
  • comments
    0
  • views
    366.768

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ლევან გოგიჩაიშვილი - ივანიშვილი საკუთარი ქვეყნის მომავალს სცემს

"ოცნებაში" რაციონალურობა აღარ დარჩა, ერთი ადამიანის გადაწყვეტილებაზე არიან დამოკიდებული და რასაც ივანიშვილი ეტყვის იმას აკეთებენ, ერთ ადამიანს არგებენ სახელმწიფო სისტემას. ივანიშვილი საკუთარი ქვეყნის მომავალს სცემს.  ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.  ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/429987179753909/

ნათია მეზვრიშვილი - ივანიშვილს პანიკურად ეშინია არჩევნების, სწორედ ამიტომ უქვემდებარებს პარტიას ყველა სახელმწიფო უწყებას და ახორციელებს სადამსჯელო ღონისძიებებს

ივანიშვლს თუ ჰგონია, რომ მოქალაქეებს კობახიძით და "ოცნებით" შეაშინებს, ძალიან ცდება. რასაც დღეს ხელისუფლება აკეთებს არის აბსოლუტურად არალეგიტიმური. ივანიშვილს პანიკურად ეშინია არჩევნების, სწორედ ამიტომ უქვემდებარებს პარტიას ყველა სახელმწიფო უწყებას და ახორციელებს სადამსჯელო ღონისძიებებს.    ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე.  ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1516499182236206/

ბექა ლილუაშვილი -  ხელისუფლებამ კანონი უკვე აამოქმედა საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ, დაიწყო აგენტის იარლიყების მიწებება

ხელისუფლებამ კანონი უკვე აამოქმედა საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ, დაიწყო აგენტის იარლიყების მიწებება, წაახალისა მოქალაქეებს შორის ძალადობა ქოცური ზონდერ ჯგუფებით და საბოლოოდ დაემსგავსა "ნაც.მოძრაობის" რეჟმს.      ბექა ლილუაშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის". ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/2421615601377505/

ალექსანდრე მოწერელია - არ მიიღოთ ეს კანონი! კანონი, რომელიც არის რუსული და რომელიც აპირისპირებს ჩვენს მოსახლეობას

არ მიიღოთ ეს კანონი! კანონი, რომელიც არის რუსული და რომელიც აპირისპირებს ჩვენს მოსახლეობას. დღეს, მთელი საქართველო გამოსულია ქუჩაში, მსგავსი კონსოლიდაცია საქართველოში არ ყოფილა ბოლო 30 წლის განმავლობაში. ყველა გვეუბნება, რომ ამ კანონით ვერ შევალთ ევროპაში!  ალექსანდრე მოწერელია, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/454197380495812/

ბექა ლილუაშვილი - შეუმდგარი პრემიერი და შემდგარი მატყუარა კობახიძე რას იტყვის საკუთარი გუნდის გასამხნევებლად ქართველ ხალხს დიდი ხანია აღარ აინტერესებს

შეუმდგარი პრემიერი და შემდგარი მატყუარა კობახიძე რას იტყვის საკუთარი გუნდის გასამხნევებლად ქართველ ხალხს დიდი ხანია აღარ აინტერესებს. არაფერი აღარ დარჩა “ოცნებისთვის” სათქმელი, ყველა სიტყვა ითქვა "რუსულ კანონთან" დაკავშირებით ჩვენი პარტნიორებისა და მოქალაქეების მხრიდან. ახლა ჩვენ უნდა გადავიდეთ გრძელვადიანი, მშვიდობიანი, სამართლიანი პროტესტის ტალღაში და ხელისუფლება აუცილებლად გატყდება, ეს გარდაულია, ისინი ერთად უნდა გავისტუმროთ პოლიტიკურ სანაგვეზე. ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს ჩვენი ქვე

სტივენ ბლოკმანსი - კანონის დამტკიცებამდეც კი მისი ამოქმედება მოხდა: ვხედავთ დაშინების, პოსტერების კამპანიას - მსგავსი რეპრესიული მექანიზმები გამოყენებულია რუსეთში, ბელარუსში, ნაცისტურ გერმანიაში

კანონის დამტკიცებამდეც კი მისი ამოქმედება მოხდა - თქვენ ხედავთ პოსტერების კამპანიას, რომელიც თითქმის ფაშისტურ მეთოდებს მოიცავს და განთავსებულია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სამუშაო სივრცეებთან, ან მათ სახლებთან და ოჯახის წევრების საცხოვრებლების კედლებზე. ხედავთ, დაშინების კამპანიას, რომელიც ცხადია, რომ მასობრივად არის ორკესტრირებული ქოლ-ცენტრებიდან, - ამის შესახებ ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროსმა მკვლევარმა სტივენ ბლოკმანსმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროე

ადვოკატი: დაკავებულ აშშ-ის მოქალაქეს აიძულებდნენ ესაუბრა ქართულად, ვერ საუბრობდა და ამის გამო ურტყამდნენ

გუშინ, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულები, ამ დრომდე იზოლატორში რჩებიან, მათ შორის არის ამერიკის ორი მოქალაქე, ბრაიან ჯეიმს ბინგამს და პატრიკ ჰენდერსენი. როგორც ადვოკატი, გიორგი ტაბატაძე „ტვ პირველთან“ საუბარში ამბობს, ორივე მათგანს ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება. მისივე თქმით, მათ აიძულებდნენ ქართულ ენაზე ესაუბრათ და პოლიციელების კითხვებისთვის ეპასუხათ. გიორგი ტაბატაძის ცნობით, პატრიკ ჰენდერსენი საქართველოში რამდენიმე თვეა რაც ცხოვრობს, ის ინგლისურის მასწავლებელია, რ

ანა ბუჩუკური - ხელისუფლება ჩვენს წყობიდან გამოყვანას ცდილობს - მათ ჭკუით უნდა ვაჯობოთ, ჩვენი თავი, ემოციები ხელში ავიყვანოთ, რომ ეს ქვეყანა მშვიდად მივიყვანოთ არჩევნებამდე იმიტომ, რომ არჩევნებზე რეჟიმი დამარცხებული იქნება

ხელისუფლება ჩვენს წყობიდან გამოყვანას ცდილობს - მათ ჭკუით უნდა ვაჯობოთ, ჩვენი თავი, ემოციები ხელში ავიყვანოთ, რომ ეს ქვეყანა მშვიდად მივიყვანოთ არჩევნებამდე იმიტომ, რომ არჩევნებზე რეჟიმი დამარცხებული იქნება, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, რაც ახლა საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ხდება, ტერორია და თუ ვინმეს ჰქონდა კითხვა, „რატომ არის ეს კანონი რუსული, ზუსტად ამიტომ“. „მე თვითონ შევესწარი, შემოსვლისას,

EU-ის წევრი 12 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსულ კანონთან დაკავშირებით ბორელს მიმართავს

12 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელს  საქართველოს შესახებ წერილით მიმართავენ. წერილს ხელს აწერენ: ჩეხეთის, ესტონეთის, საფრანგეთის, ირლანდიის, ლიეტუვის, პოლონეთის, დანიის, ფინეთის, გერმანიის, ლატვიის, ნიდერლანდების და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები. წერილში ნათქვამია, რომ „ახლა პირდაპირ და მკაფიო გზავნილს დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად”.

ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ იფიცებიან

ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტს უერთდებიან და სხვა უნივერსიტეტის სტუდენტების მსგავსად იფიცებიან. გარდა ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტებისა, გაიფიცნენ შემდეგი უნივერსიტეტების სტუდენტები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი; საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები გაფიცვას უერთდებიან

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი გაიფიცა. ისინი რუსულ კანონს აპროტესტებენ და აპირებენ, მსვლელობით ქუთაისში დაგეგმილ ძირითად აქციას შეუერთდნენ. სტუდენტების თქმით, პროტესტს არ შეწყვეტენ მანა, სანამ „ქართული ოცნება“ რუსულ კანონს არ გაიწვევს. აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტები გაფიცვას ოფიციალურად დღეს, 13 მაისს, 14:00 საათზე გამოაცხადებენ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; თბილისის სახელმწიფო სა

KIU-ს სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ გაფიცვას უერთდებიან

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ სტუდენტურ გაფიცვას უერთდებიან. უნივერსიტეტს ბიძინა ივანიშვილის ფონდი „ქართუ“ აფინანსებს. უნივერსიტეტის ცნობით, ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტის მშენებლობისთვის მილიარდი ევრო გამოყო. გარდა KIU-ს სტუდენტებისა, გაიფიცნენ სხვა უნივერსიტეტების სტუდენტები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი;

ბექა ლილუაშვილი - როგორც გადაიქცნენ მოძალადე, „დამპადიეზდებელ“ ხელისუფლებად, ასეთი მიჩქმალვით, ასეთი მალვით იქცევიან პარლამენტშიც - კომიტეტზე ვნახეთ უპრეცედენტო შიში

როგორც გადაიქცნენ მოძალადე ხელისუფლებად, „დამპადიეზდებელ“ ხელისუფლებად, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის განმახორციელებელ ხელისუფლებად, აი ასეთი მიჩქმალვით, ასეთი მალვით იქცევიან პარლამენტშიც - კომიტეტზე ვნახეთ უპრეცედენტო შიში,- ამის შესახებ პარტიის - „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, რასაც მმართველი პარტია აკეთებს, 60%-იანი მხარდაჭერის მქონე ხელისუფლების მოქმედებას არ ჰგავს და პირიქით, „ხელისუფლებას ხალხის ლეგიტიმაცია ფაქტობრივად გამოც

ანა ბუჩუკურის განცხადებით, ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეებთან შეხვედრისას მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს

პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატის ანა ბუჩუკურის განცხადებით, ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეებთან შეხვედრისას მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს და „ყველასთვის გასაგებია, რომ საქმე არა მხოლოდ ერთი კანონის მიღებას, არამედ ბევრად სისტემურ პრობლემას ეხება“. როგორც შეხვედრის შემდეგ ბუჩუკურმა ჟურნალისტებს განუცხადა, „მათ [პარტნიორებს] ვითარების სირთულე ძალიან კარგად ესმით“. „ოპოზიციის ბევრი წარმომადგენელი იყო. საუბარი იყო მიმდინარე პროცესებზე, რაც ძალი

გიორგი გახარია - ჩვენი ქვეყნის ბედი, ჩვენს ხელშია... ქვეყნის ყველაზე დიდი გამოწვევაა - 2024 წლის 26 ოქტომბერს გავიმეოროთ 2012 წლის 1 ოქტომბერი

"ჩვენი ქვეყნის ბედი, ჩვენს ხელშია. ცალკე აღებული გარე ფაქტორი ვერაფერს მოაგვარებს, საჭიროა შიდა წნეხის გაგრძელება. მხოლოდ კომპლექსური მიდგომების პირობებშია შესაძლებელი არ დავკარგოთ ქვეყნის ევროპული პერსპექტივა და საბოლოოდ არ გავანადგუროთ ურთიერთობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან. მშვიდად უნდა მივიდეთ არჩევნებამდე, რაც რთული იქნება ცხადია. ჩვენი ყველაზე დიდი გამოწვევაა - 2024 წლის 26 ოქტომბერს გავიმეოროთ 2012 წლის 1 ოქტომბერი. თუ ვერ მოვახერხეთ შიდა და გარე წნეხის ერთდროულად გამოყენება, შესაძლოა

გიორგი გახარია - ამ კანონის ნებისმიერი მოდიფიცირება არის ილუზია, კიდევ ერთი აფიორა და თაღლითობა, რომელშიც ცდილობს ახლა "ოცნება" ქართული საზოგადოება შეიყვანოს (ვიდეო)

"ამ კანონმა საქართველოს მოქალაქეები უკვე დააპირისპირა. მის მოდიფიცირებას აზრი არ აქვს. ამ კანონის ნებისმიერი მოდიფიცირება არის ილუზია, კიდევ ერთი აფიორა და თაღლითობა, რომელშიც ცდილობს ახლა "ოცნება" ქართული საზოგადოება შეიყვანოს. არ არსებობს არც ერთი ობიექტური ფაქტორი, რომლითაც შეიძლება აიხსნას, რატომ დააინიცირა "ოცნებამ" ხელმეორედ ეს კანონი. საამისოდ შიდა პოლიტიკური ფაქტორები არ არსებობს. ანუ არის რაღაც გარე პოლიტიკური ფაქტორები, რასაც ჯერ ვერ გვეუბნებიან, გვიმალავენ. მხოლოდ ამით შეიძლება აიხსნა

გიორგი გახარია - "ოცნება" უკვე დამარცხებულია, უბრალოდ ამის გააზრების მძიმე პროცესი იწყება

"ოცნება" უკვე დამარცხებულია, უბრალოდ ამის გააზრების მძიმე პროცესი იწყება, ეს არის ახლა რაც ხდება. ის ადამიანი, რომელიც ამათ ალაპარაკებს, დამალულია.თუ ვინმე იცავს ამ ქვეყანასა და ტერიტორიულ მთლიანობას ბოლო 30 წლის განმავლობაში, ეს არის დასავლური, ევროპული, დემოკრატიული სამყარო.  ის დასავლური, ევროპული, დემოკრატიული სამყარო ეუბნება "ოცნებას", რომ, თუ ამ კანონს მიიღებთ, მაშინ ჩვენი ურთიერთობა, როგორც ადრე, ისე ვეღარ გაგრძელდებაო. თურმე ახლა სუვერენიტეტს იცავენ... ვისგან იცავენ, ევროპელებისგან იცავე

გახარია - სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლებსაც მართლწესრიგის და სიმშვიდის დაცვა უნდა ევალებოდეთ, გამოყენებულია ტერორისთვის, ადამიანების ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისთვის, იმისთვის, რომ ადამიანები დააშინონ და არჩვენებზე მიიღონ რაღაც პროცენტით მეტი ხმა

"დიდი ხნით ხელისუფლებაში დაყოვნებული ძალა ადეკვატურობას კარგავს. ეს არის დღეს, რაც ემართება "ოცნებას". ბოლო რამდენიმე წლის და განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში "ოცნებას" ადეკვატურობა სრულად აქვს დაკარგული. მათი ქმედებები უკვე ანალიზს არ ექვემდებარება, ამიტომ არიან ასეთი სახიფათო. მეტიც, "ოცნება" იმდენად არაადეკვატურ მდგომარეობაშია, რომ მათ ძალაუფლების ლეგიტიმური გამოყენების უფლება, სისტემურ ტერორში ერევათ. მაგალითად - ცემა, თავდასხმები, ადამიანების დევნა, სატელეფონო ზარები... სასაცილოა, უკ

შსს-ის განცხადებით, დღეს პარლამენტთან 20 ადამიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დღეს, 13 მაისს პარლამენტთან 20 ადამიანი დააკავეს პოლიციის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად. ეს მუხლები წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩლებლობას გულისხმობს. შსს-ის ცნობით, დაკავებულთაგან სამი პირი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, კერძოდ, 2002 წელს დაბადებული რუსეთის ფედერაციის მოქალაქე გ.ბ., ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე 1995 წელს დაბადებული პ.ჰ. და ამავე ქვეყნის კიდევ ერთი მოქა

საია: ვრცელდება უმძიმესი კადრები, გომელაურმა დაუყოვნებლივ გააკეთოს განცხადება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სპეცრაზმელების მიერ მოქალაქის ცემის კადრებს ეხმაურება და მოუწოდებს შინაგან საქმეთა მინისტრს, დაუყოვნებლივ გააკეთოს განცხადება მომხდართან დაკავშირებით. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კოკა კაციტაძეს, ჩაატაროს ეფექტიანი გამოძიება 2024 წლის 13 მაისის დილით მომხდარ ძალადობის ფაქტებზე, ვინაიდან ამ უწყების არასათანადო რეაგირება, ასევე, თამაშობს წამახალისებელ როლს სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ სერიოზულ უფლება დარღვევებზე”, – ნათქვამია განცხადებ

იურიდიულმა კომიტეტმა რუსულ კანონს III მოსმენით დაუჭირა მხარი, სხდომა ერთ წუთს გაგრძელდა

იურიდიულმა კომიტეტმა კანონპროექტი მესამე მოსმენით უკვე მიიღო. სხდომა ერთ წუთსა და 6 წამს გაგრძელდა – 09:01:10 საათზე გაიხსნა და 09:02:16-ზე დაიხურა. რეგლამენტის მიხედვით, მესამე მოსმენაზე მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნებს განიხილავენ. ანრი ოხანაშვილმა დეპუტატებს განუცხადა, რომ მათ დარიგებული ჰქონდათ რედაქტირებული ვერსია, რის შემდეგაც საკითხი კენჭისყრაზე დააყენა და კენჭი უყარა. კანონპროექტი მესამე მოსმენით პლენარულ სხდომაზე უნდა განიხილონ. მესამე მოსმენაზე კენჭისყრის შემდეგ კანონპრო

მიშა დაუშვილი - ხელისუფლების მოვალეობა არის მოქალაქეების დაკვეთის, სიტყვის და არა ცალკეული ადამიანების დავალებების შესრულება

ხელისუფლების მოვალეობა არის მოქალაქეების დაკვეთის, სიტყვის შესრულება და არა ცალკეული ადამიანების დავალებების შესრულება. ეს აღარ ესმის ამ ხალხს, მათ უკვე ლეგიტიმაცია აღარ აქვთ, ფაქტობრივად რა პოლიტიკური რესურსი გააჩნდათ გაანიავეს. მოვუწოდებ ყველას, პროკურატურას, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ არ დაუშვან, არ დაარღვიონ აი ამ ადამიანების გამოხატვის თავისუფლება. რა თქმა უნდა, არ შეიძლება მოხდეს ძალადობა, მუქარა მოქალაეების მიმართ, ეს არის კატეგორიულად მიუღე

"გახარია საქართველოსთვის" - ხელისუფლებამ დღეს ხალხის მიმართ ძალადობა კიდევ ერთხელ დააანონსა... უმოქმედობა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ხელისუფლების დანაშაულში თანამონაწილეობაა, რაზეც პასუხისმგებლობას დაეკისრება ყველა პასუხისმგებელ პირს

პარტია "გახარია საქართველოსთვის": "ხელისუფლებამ დღეს ხალხის მიმართ ძალადობა კიდევ ერთხელ დააანონსა. გუშინ ხალხის მიერ მოპოვებულ გამარჯვებას დამარცხებულმა „ოცნებამ" კვლავ ძალადობის მუქარა წინმსწრებად დაუპირისპირა. ივანიშვილი ჯერ პრემიერ-მინისტრის და შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრის პირით საქართველოს მოქალაქეებს დასჯით დაემუქრა. ე.წ. დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტების - საქართველოს პროკურატურის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მენეჯმენტს და სახალხო დამცველს, შევახსენე

ნათია მეზვრიშვილი ლევან იოსელიანს - უნდა გამობრძანდეთ, ბრიფინგი ჩაატაროთ და ხელისუფლებას მოუწოდოთ უკანონობის აღკვეთისკენ... თუ ისევ აპირებთ უკვე ნაცემ ხალხზე თქვათ, რომ პროცესებს აკვირდებით, რასაც 1 წელია აკეთებთ

"როგორც დაგპირდით, ვაგრძელებ ყველა უმოქმედო უწყებისთვის მისი ვალდებულებების შეხსენებას. ყველაზე არასახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის  ჯერიც დადგა. მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ არალეგიტიმური და არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე ძლივს გაინძერით, უსუსტესი განცხადებით. დღეს პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი ხალხს დაემუქრა. თქვენ შეიძლება არ იცით, მაგრამ თქვენმა კომპეტენტურმა თანამშრომლებმა, რომლებთანაც წლები ვთანამშრომლობდი, იციან 222-ე მუხლის შინაარსი. მათვე კარგად იციან, რომ თქვე

გიორგი გახარია - დიდი ხნით ხელისუფლებაში დაყოვნებული ძალა, ადეკვატურობას კარგავს - ეპიზოდი #14 (ვიდეო)

"დიდი ხნით ხელისუფლებაში დაყოვნებული ძალა, ადეკვატურობას კარგავს " გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე. ვიდეო სრულად იხილეთ:    
×
×
  • შექმენი...