Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    872.054

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

„დედამ-შვილი, დამ ძმა, ნათესავებმა ნათესავი, საქართველომ კი პატრიოტი დაკარგა“ - ზაზა მესხს გლოვობენ

3 აგვისტოს, შოვში სტიქიის შედეგად დაკარგული, ზაზა მესხის სიკვდილი დადასტურდა. „ზაზა, მქონდა პატივი შენთან მეგობრობის! მადლობა ყველაფრისთვის! დედამ-შვილი, დამ ძმა, ნათესავებმა - ნათესავი, საქართველომ კი ერთგული, პატრიოტი, თანამემამულე დაკარგა ძალიან მძიმეა, ზაზასთან ერთად საქართველომ მისი შვილების სახით ღირსეული ქართველები დაკარგა! როგორი რთულია ეს ყველაფერი, ვუსამძიმრებ ოჯახს, ნათესავებს და საქართველოს ზაზა მესხის დაღუპვა დადასტურდა - მისი ცხედარი ეპიცენტრიდან თითქმის 60 კმ-ის მოშორებით,

მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა სადებიუტო შეხვედრაში კაბო-ვერდე დაამარცხა

მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა სადებიუტო შეხვედრაში კაბო-ვერდე 85:60 დაამარცხა. საქართველოს ნაკრებმა მატჩი შემდეგი ხუთეულით დაიწყო - რატი ანდრონიკაშვილი, ტად მაკფადენი, დუდა სანაძე, თორნიკე შენგელია, გიორგი შერმადინი, თუმცა მატჩის დასრულებამდე, მსოფლიო ჩემპიონატის სადებიუტო თამაშში მონაწილეობის მიღება საქართველოს ნაკრების 12-ვე მოთამაშემ შეძლო. საქართველოსა და კაბო-ვერდეს შორის მატჩი იაპონიის კუნძულ ოკინავაზე შედგა. შემდეგი თამაში 28 აგვისტოს, 15:30 საათზე,

დუდაშვილის ოჯახთან გამოსამშვიდობებლად და მარტო დარჩენილი მამის სანუგეშებლად, ქაშვეთის ეკლესიასთან უამრავი ადამიანი შეიკრიბა

"კაცი თოჯინით," - ასე შეარქვა ხალხმა გიორგი დუდაშვილს, რომლის ოჯახიც შოვის სტიქიას ემსხვერპლა. მეუღლისა და ორი ვაჟის ცხედრის პოვნის შემდეგ, დუდაშვილი ნაბოლარა შვილის, ანასტასიას თოჯინით ხელში ეძებდა ანასტასიას. დღეს, შოვის სტიქიიდან 23 დღის შემდეგ, გიორგი დუდაშვილმა ოჯახის ოთხივე წევრი ერთად მიაბარა მიწას. დუდაშვილის ოჯახთან გამოსამშვიდობებლად და მარტო დარჩენილი მამის სანუგეშებლად, ქაშვეთის ეკლესიასთან უამრავი ადამიანი შეიკრიბა.  მთავარი არხი

რუსებმა კუპიანსკის რაიონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი

რუსებმა კუპიანსკის რაიონი დაბომბეს, შეტევის დროს ორი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ხარკოვის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს. „ოკუპანტებმა კუპიანსკის რაიონი სოფელი პოდოლი დაბომბეს. წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია 2, დაიჭრა - 1 ადამიანი“, - წერს სინეგუბოვი. მისივე თქმით, რუსმა სამხედროებმა სამოქალაქო ობიექტი - კაფე დაბომბეს, სადაც ადგილობრივი მცხოვრებლები იმყოფებოდნენ. იპნ

დიმიტრი მედვედევი - საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება პრაგმატიზმით გამოირჩევა, მათთან ურთიერთობები ვითარდება - საქართველოს პრეზიდენტი ფრანგია, რომელიც კატეგორიულად გამოდის ქვეყნის ეკონომიკის განვითარების წინააღმდეგ

რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება პრაგმატიზმით გამოირჩევა. აღნიშნულის შესახებ მედვედევმა RT-სთან ინტერვიუში განაცხადა. „პოლიტიკაში ყველაფერი ხდება, ამიტომ პრაგმატიზმი ძალიან მნიშვნელოვანია. ყველას აქვს ემოციები, მაგრამ გადაწყვეტილებების მიღების დროს ემოციები გვერდზე უნდა გადაიდოს. აი, დღევანდელი საქართველოს გენერაცია პრაგმატიზმით გამოირჩევა, ეს არ შეიძლება არ აღენიშნოს. ამიტომ მათთან ვითარდება ურთიერთო

კანონპროექტის მიხედვით, საპენსიო დანაზოგის ყველა ბენეფიციარი, 6 სექტემბრის ნაცვლად, დაბალრისკიან პორტფელში 2028 წლის იანვრამდე ავტომატურად დარჩება

საქართველოს პარლამენტში აცხადებენ, რომ სექტემბრის ბოლომდე მიიღებენ ახალ კანონს, რომლის მიხედვითაც, საპენსიო დანაზოგის ბენეფიციარებისთვის პორტფელების არჩევის ვადა გახანგრძლივდება და ყველა ბენეფიციარი, 6 სექტემბრის ნაცვლად, 2028 წლის იანვრამდე დაბალრისკიან პორტფელში ავტომატურად დარჩება. საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, პაატა კვიჟინაძის განმარტებით, შესაბამისი კანონპროექტი მეორე მოსმენით ჯანდაცვის კომიტეტმა 4 სექტემბერს უნდა განიხილოს. „მოსახლეობა

გიორგი შარაშიძე კახი კალაძეს - რა ბედი ეწია "ლაგუნა ვერეს" თბილისისთვის ჩუქების ამბავს? (ვიდეო)

კითხვა კალაძეს - "რა ბედი ეწია ლაგუნა ვერეს თბილისისთვის ჩუქების ამბავს?" გიორგი შარაშიძე, პარტია "საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს წევრი. 370481916_1436510563809559_8856089455351165941_n.mp4

გიორგი შარაშიძე - გვაქვს დასაბუთებული ეჭვები, რომ ყველა ამ სამშენებლო პროექტს აერთიანებს პოლიტიკური კორუფციის სერიოზული ნიშნები - მივმართავთ პროკურატურას დაიწყოს გამოძიება

”გვაქვს დასაბუთებული ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა ამ სამშენებლო პროექტს აერთიანებს პოლიტიკური კორუფციის სერიოზული ნიშნები და სწორედ იმისათვის, რომ ეს ფაქტი იქნას გამოძიებული და დადგენილი, არის თუ არა აქ პოლიტიკური კორუფცია, ჩვენ მივმართეთ საქართველოს პროკურატურას, რომ ყველა ამ პროექტთან დაკავშირებით დაიწყოს გამოძიება.” გიორგი შარაშიძე, პარტია “საქართველოსთვის” თბილისის საკრებულოს წევრი.  შარაშიძე.mp4

"ყველაფერი, რაც ქართულ კულტურას უკავშირდება, გარკვეულწილად აღიქმება როგორც ჩვენი კულტურის ნაწილი..." - დიმიტრი მედვედევი

რუ­სე­თის უსაფრ­თხო­ე­ბის საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლის, დი­მიტ­რი მედ­ვე­დე­ვის გან­ცხა­დე­ბით, ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რა რუ­სე­თის კულ­ტუ­რის ნა­წი­ლად აღიქ­მე­ბა - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი მე­დია ავ­რცე­ლებს. "ყვე­ლა­ფე­რი, რაც ქარ­თულ კულ­ტუ­რას უკავ­შირ­დე­ბა, გარ­კვე­ულ­წი­ლად აღიქ­მე­ბა რო­გორც ჩვე­ნი კულ­ტუ­რის ნა­წი­ლი... თუ ინ­ტერ­ნეტ­ში ეძებთ მწვადს ან რა­ი­მე მსგავსს, მა­შინ უმე­ტეს ქვეყ­ნებ­ში ის აღიქ­მე­ბა არა რო­გორც კავ­კა­სი­უ­რი სამ­ზა­

საავტომობილო გზების დეპარტამენტი - რაჭის გზაზე კედლის გამაგრების სამუშაოებისას მიწის მასა ჩამოიშალა - შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 107-ე კმ-სა და საჩხერე-რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მიერთების გაუმჯობესების მიზნით, მიმდინარე სამუშაოებისას, ჩამოიშალა მიწის მცირე მეტრიანი მასა, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე მტკიცებით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მიწის ჩამოშლა გამოიწვია ხიდის მშენებლობისას კლდის მოჭრამ, არ შეესაბამება სინამდვილეს. „შემთხვევის გამო, არავინ დაშავე

ნატო-ს მეთაურობამ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან პოლონეთის საზღვარზე საიდუმლო თათბირი გამართა

ნატო-ს მეთაურობამ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან ვალერი ზალუჟნისთან პოლონეთის საზღვარზე საიდუმლო თათბირი გამართეს, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Guardian ავრცელებს. გამოცემის ცნობით, შეხვედრა 11 დღის წინ გაიმართა. ზალუჟნის გარდა მასში მონაწილეობა მიღეს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთლიანმა სამეთაურო შტაბმა, ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლესმა სარდალმა კრისტოფერ კავოლიმ და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის შტაბის ხელმძღვანელმა ტონი რადაკინმა. „ხუთსაათიანი შეხვედრის

კირილ ბუდანოვი - ყირიმის გათავისუფლება სამხედრო მოქმედებების გარეშე შეუძლებელია

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, კირილ ბუდანოვი დარწმუნებულია, რომ უკრაინა ყირიმს „კომბინირებული გზით“ გაათავისუფლებს, მაგრამ ეს სამხედრო მოქმედებების გარეშე შეუძლებელია. „კომბინირებული გზით - ეს არ არის მხოლოდ დიპლომატიური, მხოლოდ სამხედრო, კიდევ ბევრი განსხვავებული ვარიანტია. მაგრამ სამხედრო მოქმედებების გარეშე ეს შეუძლებელია, როგორც მთელი ამ წლების განმავლობაში ვამბობდი... კომბინირებულად ყველაფერს დავიბრუნებთ. რას ნიშნავს- ახლა ახსნა-განმარტებას არ გავაკეთებ", - აღნი

ქუთაისში მაღაზიათა ქსელის საწყობში ხანძარი გაჩნდა

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მაღაზიათა ქსელ „ჯიბეს” საწყობში ხანძარი გაჩნდა. თვითმხილველების თქმით, ადგილზე მათ აფეთქების ხმაც გაიგონეს. პერიმეტრზე ამ დროისთვის ძლიერი დაკვამლიანებაა, ადგილზე კი სახანძრო-სამაშველო სამსახურები მუშაობენ. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ასევე უცნობია, შემთხვევას შედეგად დაშავდა თუ არა ვინმე.

პუტინი, ერდოღანი, ბაშარ ალ-ასადი - ვინ არიან და რა ქონებას ფლობენ მსოფლიოს ყველაზე მდიდარი პოლიტიკური ლიდერები დღეს

გარდა იმისა, რომ მსოფლიოს მრავალი ლიდერი უზარმაზარ პოლიტიკურ ძალაუფლებას ფლობს, მათ კარიერის განმავლობაში შეძლეს და მილიონებიც გამოიმუშავეს. პოლიტიკურ ლიდერებს შორის განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ ნაწილი ხალხს უყვარს და გულშემატკივრობს, ნაწილის ბედი კი საზოგადოებას ნამდვილად არ აღელვებს. ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერი საოცრად მდიდარია, თუმცა მისი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა სიღატაკეს ებრძვის. საინტერესოა, როგორ გამოიმუშავეს მათ ფული? კანადა: ჯასტინ ტრუდო -5 მილ

ნიჩბოსნობა I ბადრი ყაველაშვილი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა #1TVSPORT

გერმანიის ქალაქ დუისბურგში კანოე-კაიაკიში მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს, რომელშიც ასევე თამაშდება პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის ლიცენზიები. ტურნირზე ვერცხლის მედალი მოიპოვა კაიაკით ცურვაში 27 წლის ქართველმა ნიჩბოსანმა, ბადრი ყაველაშვილმა. მან ფინალურ ეტაპზე 200-მეტრიანი დისტანცია 35.364 წამში გაცურა და მხოლოდ ლიეტუველ სპორტსმენს ვერ აჯობა. მსოფლიო ჩემპიონატზე ასევე გამოვიდა ზაზა ნადირაძე. მან კანოეთი 200 მეტრზე ფინალურ გაცურვაში მეოთხე შედეგი დააფიქსირა და მედლის გარეშე დარჩა.

თბილისში პარკირებისთვის გამოწერილი ჯარიმების მოცულობა 308%-ით გაიზარდა

2023 წელს 7 თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დედაქალაქში პარკირებისთვის გამოწერილი ჯარიმების მოცულობა 308%-ით გაიზარდა. კერძოდ, საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე), მიხედვით, 2023 წლის იანვარ-ივლისში დედაქალაქში პარკირების წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმებით ბიუჯეტში 9,371 მლნ ლარი შევიდა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში - 2,294 მლნ ლარი. ამასთან, გაზრდილია ზოგადად საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო ბიუჯეტში

რუსეთის ქალაქ კემეროვოში ფეიერვერკების საწყობში ხანძარია

რუსეთის ქალაქ კემეროვოში ფეიერვერკების საწყობის ტერიტორიაზე ხანძარია. რუსული მედიის ცნობით, ხანძრის ადგილზე ფეიერვერკები ფეთქდება, რისი ხმაც მთელ ქალაქში ისმის. ასევე გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ კონსტრუქციაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად, შენობა ჩამოინგრა. ასევე ვრცელდება ცნობები იმის შესახებ, რომ საწყობის ტერიტორიაზე ბუნებრივი აირის ავზებიც ინახებოდა. „ხანძარს სირთულის მეორე ხარისხი მიენიჭა. დაზარებულებზე ინფორმაცია არ არის“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

უკრაინის საჰაერო ძალები - საბრძოლო მისიის დროს ცნობილი მფრინავი, მეტსახელად „ჯუსი", დაიღუპა

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, საბრძოლო მისიის დროს საბრძოლო თვითმფრინავების ცნობილი პილოტი, მეტსახელად "ჯუსი", დაიღუპა. საჰაერო ძალების ცნობით, ანდრეი პილშჩიკოვი ერთ-ერთია იმ სამი მფრინავისგან, რომლებიც ორი დღის წინ, ჟიტომირის ოლქში მაშინ დაიღუპნენ, როდესაც ორი L-39 საბრძოლო საწვრთნელი თვითმფრინავი ჰაერში ერთმანეთს შეეჯახა. ანდრეი პილშჩიკოვის გარდა დაიღუპნენ მფრინავები: სერგეი პროკაზინი და ვიაჩესლავ მინკა.   იპნ

შიომღვიმის მონასტერთან მთის ნაწილი ჩამოიშალა

მოქალაქეების ინფორმაციით, შიომღვიმის მონასტერთან კლდის ნაწილი ჩამოიშალა. შესაბამისი კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება. ამ ეტაპზე, უცნობია არიან თუ არა დაშავებულები. მომხდარის შესახებ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აზუსტებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინისთვის მძლავრი სექტემბრის მომზადება დავიწყეთ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის საერთაშორისო აქტივობა სექტემბერში წინა კვირებზე ნაკლები არ იქნება. „უკვე დავიწყეთ უკრაინისთვის მძლავრი სექტემბრის მომზადება. პირველი - ჩვენი თავდაცვა. ახალი თავდაცვითი პაკეტები უკრაინელი ჯარისკაცებისთვის, არტილერია, ჯავშანტექნიკა, საჰაერო თავდაცვა და რაკეტები, განაღმვისთვის საჭირო აღჭურვილობა. თითოეული პარტნიორი ინფორმირებულია ჩვენი საჭიროებების შესახებ, ველოდებით გადაწყვეტილებებს", - აღნიშნა ზელენსკიმ. ამასთან, მისი თქმით

რწმუნებულის მოადგილე - შიომღვიმის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეთა შემოსვლა შეზღუდულია - გეოლოგები შეისწავლიან ვითარებას და კონკრეტულ ღონისძიებას გავატარებთ

ამ წუთისთვის, შიომღვიმის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეთა შემოსვლა შეზღუდულია,- ამის შესახებ მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, გოჩა ქავთარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, გეოლოგები შეისწავლიან ვითარებას და კონკრეტული ღონისძიება გატარდება. „მცხეთაში, შიომღვიმის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანა მხარეს, 200 მეტრის სიმაღლეზე კლდის ფხვიერი მასა ჩამოიშალა, რომელსაც რაიმე დაზიანება, გზის ჩახერგვა, ან შენობის დაზიანება არ მოჰყოლია. ადგილზე ოპერატიულად გამო

28 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მარიამობას აღნიშნავს

28 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის მიძინებას, მარიამობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში საზეიმო ღვთისმსახურება აღესრულება. ქრისტიანულ სამყაროში ყოვლადწმიდა სამების შემდეგ ღვთისმშობელი მარიამი იდიდება. უდიდეს ათორმეტ დღესასწაულთაგან სამი - ღვთისმშობლის შობა, მიძინება და ყოვლადწმიდა მარიამის ტაძრად მიყვანება უშუალოდ ღვთისმშობლისადმია მიძღვნილი. მარიამობის დღესასწაულს წინ მარიამობის ორკვირიანი მარხვა უძღოდა, რომელიც 14

მაია სანდუ - უკრაინას მეტი მხარდაჭერა სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთი უკრაინაში ან მოლდოვაში არ გაჩერდება

მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებით, უკრაინას მეტი მხარდაჭერა სჭირდება და ყველამ უნდა გაიგოს, რომ თუ უკრაინას არ დაეხმარებიან, მაშინ რუსეთი უკრაინაში ან მოლდოვაში არ გაჩერდება. მოლდოვის პრეზიდენტმა CNN-თან ინტერვიუში იმედი გამოთქვა, რომ უკრაინას მალე მეტი მხარდაჭერა ექნება, რათა ქვეყანამ თავისი ტერიტორიები დაიბრუნოს და „ჩვენ ამ გიჟური ომის დასასრული ვნახოთ“. შეგახსენებთ, მოლდოვა დღეს დამოუკიდებლობის 32-ე წლისთავს აღნიშნავს. ქვეყანა უკრაინას ესაზღვრება და რუსეთთან სერიოზული და

რუსულმა ძალებმა პოლტავაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, არის მსხვერპლი

რუსულმა ძალებმა პოლტავას ოლქში სამრეწველო ობიექტზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია პოლტავის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ანდრეი ერმაკზე დაყრდნობით ავრცელებს. ერმაკის განცხადებით, რუსებმა სარაკეტო შეტევა მირგოროდსკის რაიონის გოგოლევოს დასახლებაზე განახორციელეს. აფეთქების შედეგად მცენარეული ზეთის ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. თავდსხმის ადგილზე სამძებრო და გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება.

შიო მღვიმის სამონასტრო კომპლექსთან, სადაც კლდის მასა ჩამოიშალა, გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ოთარ ქურციკიძის განცხადებით, შიო მღვიმის სამონასტრო კომპლექსთან, სადაც კლდის მასა ჩამოიშალა, გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება. ქურციკიძის განმარტებით, გადაადგილების შეზღუდვები ხევის კალაპოტისკენ დაწესდება, რომელიც, როგორც სასულიერო პირებს, ასევე, ტურისტებს შეეხებათ. მისივე თქმით, უახლოეს საათებში, ჩამოშლილი მიწის მასის გაწმენდითი სამუშაოები დაიწყება. „ყველაფერი დაკვირვების პროცესშია. რა თქმა უნდა, კვლევა გაგრძელდე
×
×
  • შექმენი...