Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.099.271

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ანა ბუჩუკური - ლევან იოსელიანის მიმართ ჩემს პატივისცემას ვადასტურებ, მაგრამ ჩვენი გუნდის პოზიციაა, რომ სახალხო დამცველობის კანდიდატი არ უნდა იყის პოლიტიკურად აფილირებული რომელიმე პარტიასთან

პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, ანა ბუჩუკურის განცხადებით, სახალხო დამცველობის კანდიდატი პოლიტკურ პარტიასთან აფილირებული არ უნდა იყოს. მისი თქმით, „საქართველოსთვის“ ლევან იოსელიანს მხარს არ დაუჭერს. „ლევან იოსელიანის მიმართ ჩემს პატივისცემას ვადასტურებ, მაგრამ ჩვენი გუნდის პოზიციაა, რომ სახალხო დამცველობის კანდიდატი არ უნდა იყის პოლიტიკურად აფილირებული რომელიმე პარტიასთან. მიუხედავად იმისა, რომ ლევან იოსელიანის მიმართ დადებითად ვართ განწყობილი, ის ოპოზიციური პარტიის ლიდერია და ე

ჩოხატაურელმა მარი კუტუბიძემ “გადარია დუნია” _ შეთავაზებები მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან

მეგობრებო, მოქუჩდით უნდა ვიტრაბახო! გული რომ გაგიჩერდება ისეთი ამბავია, ჩემი უფროსი ძმის Zaza Kutubidze და უმცროსი დაიკოსს თამარ ბერძენიშვილი , შვილმა ,, გადარია დუნია” Mari Kutubidze მსოფლიოს პირველი ხუთეულის ყველა უნივერსიტეტმა არამარტო მიიღო, გრანტები და სიკეთეებიც დააყარა: ჩიკაგოს უნი, ჰარვარდი, პენსილვანია, ვაშინგტონის სენტ ლუისის უნი, კოლუმბიის უნი, ნიუიორკის უნი. მარი ირჩევს ჰარვარდს! სსიპ – ნიკო მარის

ირაკლი პეტრიაშვილი - კერძო დასაქმების კომპანიები, რომლებიც სტუდენტებს საზღვარგარეთ ასაქმებენ, სახელმწიფომ უნდა გააკონტროლოს - სურათი იმაზე მძიმეა, ვიდრე ვსაუბრობ

„საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების" თავმჯდომარის, ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით, სახელმწიფომ უნდა გააკონტროლოს კერძო დასაქმების კომპანიები, რომლებიც სტუდენტების საზღვარგარეთ დასაქმებას უზრუნველყოფენ, რათა სტუდენტების უფლებები არ დაირღვეს.როგორც ირაკლი პეტრიაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში აღნიშნა, უცხოეთში დასაქმების მიზნით წასულ სტუდენტებს როგორც საცხოვრებლისა და სამუშაო ადგილის, ისე გადასახადებისა და ხელშეკრულებების მიმართულებით უამრავი პრობლემა ექმნებათ. „ჩვენ გერმ

ანა ნაცვლიშვილი - ჯერ არშექმნილმა კომისიამ სამჯერ აჩვენა, რომ სასამართლო „კლანი“ „ოცნების“ გარეშე არ არსებობს და პირიქით, „ოცნება“ ამ „კლანის“ გარეშე ხელისუფლებას ვერ შეინარჩუნებს

ჯერ არშექმნილმა კომისიამ სამჯერ აჩვენა, რომ სასამართლო „კლანი“, რომელიც სანქცირებულია, „ოცნების“ გარეშე არ არსებობს და პირიქით, „ოცნება“ ამ „კლანის“ გარეშე ხელისუფლებას ვერ შეინარჩუნებს,- ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა. მისი თქმით, სწორედ ამით აიხსნება, რომ თანაბარ პირობებშიც კი, „ქართულ ოცნებას“ არ სურს საგამოძიებო კომისიის შექმნა, რადგან ზუსტად იცის, რა და რამდენი აქვს დასამალი. „ჯერ არშექმნილმა კომისიამ თ

სოფლის მეურნეობის მინისტრის I მოადგილე გადადგა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე თანამდებობას ტოვებს. ინფორმაცია, გელა ხანიშვილის გადადგომის შესახებ თავდაპირველად BMG-მ გაავრცელა. სოფლის მეურნეობის სამინისტროში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ ხანიშვილი პოსტს პირადი განცხადების საფუძველზე ტოვებს, თუმცა განცხადება ჯერ არ დაუკმაყოფილებიათ. გელა ხანიშვილი 2016 წლიდან იკავებს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის პოსტს. ნეტგაზეთი ცდილობს ხანიშვილთან დაკავშირებას. ნეტგაზეთი

რუსებმა კონსტანტინოვკა დაბომბეს - დაიღუპა ორი ადამიანი, მათ შორის 15 წლის მოზარდი

რუსული ძალების მიერ დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკას დაბომბვის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, ერთ-ერთი დაღუპული 15 წლის გოგონაა. „13 მაისს რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ჯარებმა კიდევ ერთხელ დაბომბეს ქალაქი კონსტანტინოვკა. ოკუპანტების თავდასხმის შედეგად ქალაქის ორი მცხოვრები, მათ შორის 15 წლის გოგონა, დაიღუპა. ათმა ადამიანმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო. დაშავებულებს შორის ორი მოზარდია, რომე

კობახიძე: ტექნიკური დოკუმენტების არგაგზავნა „როსავიაციაში“ ნიშნავს სანქციების დაწესებას

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გუშინ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ფრენებთან დაკავშირებით ტექნიკური დოკუმენტების არგაგზავნა „როსავიაციაში“ ნიშნავს სანქციების დაწესებას. „როსავიაცია“ რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოა. 15 მაისიდან  ძალაში შევიდა კრემლის განკარგულება საქართველოსთან უვიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ. ასევე, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით აღდგა პირდაპირი ფრენები საქართველოსთან. დღეს განცხადება გაავრცელა სამოქალაქო ავიაციის სააგენტ

„ქართუს“ ლაგუნა ვერესთან ცათამბჯენების აშენება კვლავ სურს – ახალი პროექტი

თბილისში, „ლაგუნა ვერესთან“ ახლოს, „ქართუ“ ცათამბჯენების აშენებას კვლავ გეგმავს. ამისთვის კომპანიამ შესაბამისი დოკუმენტაცია უკვე წარუდგინა თბილისის მერიას. მას შემდეგ, რაც თბილისის მერიამ პირველადი პროექტი დაახარვეზა, ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებული ფონდის დაქვემდებარებაში მყოფმა კომპანიამ ხელახალი პროექტი წარადგინა. ვიზუალურად ცვლილებები მცირეა, თუმცა ძველი პროექტისგან განსხვავებით, ორს შორის უფრო მაღალი ცათამბჯენი ახლა 52-სართულიანია — ნაცვლად 65 სართულისა. შედარებისთვის, ცვლილება გამ

ვიოლა ფონ კრამონი პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე - ეს რეალური პრობლემებიდან საზოგადოების ყურადღების გადატანის მცდელობაა

ჩემი აზრით, ეს რეალური პრობლემებიდან საზოგადოების ყურადღების გადატანის მცდელობაა, - ასე უპასუხა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტთან დაკავშირებით ხელისუფლების გადაწყვეტილების შესახებ დასმულ შეკითხვას. კერძოდ, ოძისში, საოკუპაციო ხაზთან მყოფ ევროპარლამენტარს ჟურნალისტებმა დაუსვეს შეკითხვა, როგორ აღიქვამენ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას დასავლელი პარტნიორები. „ჩემი აზრით, ე

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებლის მშენებლობას იწყებს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებლის მშენებლობას იწყებს. სამშენებლო სამუშაოების განხორციელებაზე ტენდერი უკვე გამოცხადდა. 300-მდე სტუდენტზე გათვლილი საერთო საცხოვრებელი, მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის ტერიტორიაზე განთავსდება.  

ზაზა თავაძე - ივანიშვილის დაკვეთით და ჩინჩალაძის მონაწილეობით ექვსი მოწყვლადი მოსამართლე გამოვლენილია. მათ იმპიჩმენტი გამოუცხადეს არა სალომე ზურაბიშვილს, მათ ხელი მოაწერეს საქართველოს ევროინტეგრაციის წინააღმდეგ (ვიდეო)

“ივანიშვილის დაკვეთით და ჩინჩალაძის მონაწილეობით ექვსი მოწყვლადი მოსამართლე გამოვლენილია. მათ დღეს იმპიჩმენტი გამოუცხადეს არა სალომე ზურაბიშვილს, მათ ხელი მოაწერეს საქართველოს ევროინტეგრაციის წინააღმდეგ.”  ზაზა თავაძე, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე.  393362631_625039516475409_2886523053256752217_n.mp4

ლილუაშვილი - საჯაროდ მივმართავთ ხელისუფლებას, ასევე წერილობით მივმართავთ პაპუაშვილს, რომ მზად ვართ შესაბამისი ფორმატის პირობებში, მონაწილეობა მივიღოთ კონკრეტული გეგმის შემუშავებაში რეკომენდაციების შესასრულებლად ყველა მიმართულებით (ვიდეო)

"საჯაროდ მივმართავთ ხელისუფლებას, ასევე წერილობით მივმართავთ პაპუაშვილს, რომ მზად ვართ შესაბამისი ფორმატის პირობებში, მონაწილეობა მივიღოთ კონკრეტული გეგმის შემუშავებაში რეკომენდაციების შესასრულებლად ყველა მიმართულებით, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გარანტირებისთვის." ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსვის" წევრი, დეპუტატი.    402162087_1021735962262629_4295629948337637152_n.mp4

ანა ბუჩუკური - „ოცნებას“ მოვუწოდებთ მორჩეს საკუთარი ჯიბის ორგანიზაციით- „გორბით“ თამაშს და ნაცების პიარ კამპანიას, ამის ნაცვლად 8 ნოემბრის ევროკომისიის შეფასებების საფუძველზე, ძალიან ბევრი სამუშაო აქვს (ვიდეო)

„ოცნებას“ მოვუწოდებთ მორჩეს საკუთარი ჯიბის ორგანიზაციით- „გორბით“ თამაშს და ნაცების პიარ კამპანიას, ამის ნაცვლად 8 ნოემბრის ევროკომისიის შეფასებების საფუძველზე, ძალიან ბევრი სამუშაო აქვს გასაწევი, სრულფასოვანი ევროინტეგრაციის პროცესისთვის." ანა ბუჩუკური, საპრლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. 402655903_2613258642174318_7497220121788482169_n.mp4

ბექა ლილუაშვილი - აქამდე თუ ვამბობდით, რომ ამ ქვეყანას სტატუსი უკვე აქვს, რაც ძალიან მალე დადასტურდება კიდევაც, ახლა ვამბობთ, რომ არჩევნების შემდეგ ეს ქვეყანა სწრაფად ჩაერთვება გაფართოების მოლაპარაკების პროცესში (ვიდეო)

ახლა ყველაზე მთავარი არის ინკლუზიურობა. სხვა დანარჩენს არაფერს მნიშვნელობა არ აქვს, არც იმას, რას იტყვის კობახიძე, რომელიც ხვალ შეიძლება აღარც იყოს, რომელიც უტიფრად იტყუება, როცა ამბობს, რომ არანაირ პროცესებში ოპოზიციას მონაწილეობა არ მიუღია. ამ ტყუილების თქმას ალბათ მათი დაქირავებული პიარტექნოლოგები ურჩევენ. ჩვენ პროცესებში არათუ ჩართულები ვიყავით, ინიციატივებითაც გამოვდიოდით. აქამდე თუ ვამბობდით, რომ ამ ქვეყანას სტატუსი უკვე აქვს, რაც ძალიან მალე დადასტურდება კიდევაც, ახლა ვამბობთ, რომ არჩ

შეხვედრა გუნდის წევრებთან და მხარდამჭერებთან - ბათუმი საქართველოსთვის (ფოტორეპორტაჟი)

შეხვედრა გუნდის წევრებთან და მხარდამჭერებთან ბათუმი #საქართველოსთვის

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში, ადგილობრივი დროით 23:53 საათზე, მიწისძვრა მოხდა. ცენტრის ცნობით, ბიძგების სიმძლავრემ 3.6 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრის ეპიცენტრი თბილისიდან 56 კილომეტრში, ქალაქ წალკის სამხრეთ-დასავლეთით 13 კილომეტრში, სოფელ სალამალეიქში იყო. ნეტგაზეთი

გაერო-ს უშიშროების საბჭო ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეზოლუციას უყრის კენჭს

გაერო-ს უშიშროების საბჭო დღეს შეიკრიბება და კენჭს უყრის რეზოლუციას ისრაელი-ჰამასის ომში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ. ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა საბჭოს შეხვედრა გაერო-ს წესდების 99-ე მუხლის გამოყენებით მოითხოვა, სადაც ნათქვამია, რომ გენერალურ მდივანს შეუძლია, საბჭოს ყურადღება მიმართოს ნებისმიერი საკითხისკენ, რომელიც, მისი აზრით, შეიძლება საფრთხეს უქმნიდეს საერთაშორისო ურთიერთობების შენარჩუნებას, მშვიდობასა და უსაფრთხოებას. საბჭოსთვის გაგზავნილ წერილშ

შარლ მიშელი ქართველ ხალხს - ჩემთვის გადაწყვეტილება ერთ-ერთ ყველაზე ემოციურ მომენტად დარჩება - ჩემი მესიჯია: მოდით, სწრაფად ვიმუშაოთ, ყველამ ერთად

ქართველი ხალხისადმი ჩემი მესიჯია: მოდით სწრაფად ვიმუშაოთ, ყველამ ერთად, გადადგით საჭირო ნაბიჯები და გაატარეთ საჭირო რეფორმები. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. შარლ მიშელის თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება მისთვის ერთ-ერთ ყველაზე ემოციურ მომენტად დარჩება. “გუშინ ღამე, მას შემდეგ რაც გადაწყვეტილება მივიღეთ, ძალიან მალე სატელეფონო საუბრები გავმართე პრეზიდენტ ზელენსკისთან, პრეზიდენტ სანდუსთან, პრეზიდენტ ზ

რუსი ოკუპანტების მიერ დონეცკის ოლქის დაბომბვის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 5 ბავშვი

რუსი ოკუპანტების მიერ დონეცკის ოლქის დაბომბვის შედეგად 11 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, 5 ბავშვი. ამის შესახებ ინფორმაციას დონეცკის საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ვადიმ ფილაშკინი “ტელეგრამის” პირად არხზე ავრცელებს. „11 გარდაცვლილი, მათ შორის 5 ბავშვი - ასეთია პოკროვსკის რაიონის დაბომბვის წინასწარი შედეგები. რუსებმა რაიონს C-300 რაკეტებით დაარტყეს, 11 ადამიანი მოკლეს და კიდევ 8 დაჭრეს. ძირითადი დარტყმა პოკროვსკსა და როვნოზე მოვიდა,” - წერს ფილაშკინი. უკრაინის პრეზიდენტი

გარემოს ეროვნული სააგენტო - 9-11 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალმთაში თოვლი, ქარბუქი, ზვავსაშიშროება, ზღვაზე შესაძლებელია 3-4-ბალიანი შტორმული ღელვა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 9-11 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალმთაში კი თოვლი. სინოპტიკოსების პროგნოზით, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმი დაფიქსირდეს. „9 - 11 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, (10-11 იანვარს შესაძლებელია თოვლი აღმოსავლეთ საქართველოს ბარშიც აღინიშნოს), ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული და ზვავსაშიშროება. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესებ

გერმანია უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას აორმაგებს

გერმანია 2024 წელს უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის დაგეგმილი 4 მილიარდი ევროს ნაცვლად 7.6 მილიარდ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას „Deutsche Welle“ გერმანიის მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. თავდაპირველი გეგმით, ეს თანხა 4 მილიარდი ევრო უნდა ყოფილიყო, თუმცა ჯერ კიდევ 2023 წლის ნოემბერში გახდა ცნობილი, რომ გერმანია დაფინანსების გაორმაგებას აპირებდა. პრესსამსახურის ინფორმაციით, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 16 იანვარს სატელეფონო

ბექა ლილუაშვილი - პოლარიზაციის დაძლევა, როგორც მთავარი საკითხი 9 რეკომენდაციაში, სააკაშვილის გამოშვებით შეუძლებელია განხორციელდეს, რადგან ერთადერთი რესურსი დღეს, რაც სააკაშვილს გააჩნია არის რადიკალიზაცია და პოლარიზაციის გაღრმავება

"პოლარიზაციის დაძლევა, როგორც მთავარი საკითხი 9 რეკომენდაციაში, სააკაშვილის გამოშვებით შეუძლებელია განხორციელდეს, რადგან ერთადერთი რესურსი დღეს, რაც სააკაშვილს გააჩნია არის რადიკალიზაცია და პოლარიზაციის გაღრმავება.შესაბამისად, საფრთხე ექმნება ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს."  ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" თავმჯდომარე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1128117571526000/

ანა ბუჩუკური - სარჯველაძის დანიშვნა ჯანდაცვის მინისტრად ნიშნავს, რომ "ოცნებას" განახლების რესურსი არ აქვს და პოლიტიკურად სრულად დაცლილია

"სარჯველაძის დანიშვნა ჯანდაცვის მინისტრად ნიშნავს, რომ "ოცნებას" განახლების რესურსი არ აქვს და პოლიტიკურად სრულად დაცლილია."  ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1708344072908023/

ქართულის სწავლაში ფულს არ უნდა ვიხდიდეთ – ზიადინ ჰუსეინლის ამბავი

ზიადინ ჰუსეინლი ერთ-ერთია იმ ეთნიკური აზერბაიჯანელებიდან, რომლებმაც ქართული ენის სწავლისთვის ფული გადაიხადა  1+4 პროგრამაში, რათა შემდგომ სწავლა უმაღლეს სასწავლებელში გაეგრძელებინა.   ამიტომ 2024 წლის 5 თებერვალს საქართველოს პარლამენტში, კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე,  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ფაქტობრივად იცრუა, როცა ტყუილი უწოდა იმ ფაქტს, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები სახელმწიფო ენის სწავლებაში თანხას იხდ

ანა ბუჩუკური - კალაძეს, როგორც ჩანს თბილისის მერობა მხოლოდ სკვერების გახსნა ჰგონია. არანაირი ამბიცია ამ ხელისუფლებას აღარ შემორჩა, რომ თბილისი გახადოს ევროპული ქალაქი

"კალაძეს, როგორც ჩანს თბილისის მერობა მხოლოდ სკვერების გახსნა ჰგონია. არანაირი ამბიცია ამ ხელისუფლებას აღარ შემორჩა, რომ თბილისი გახადოს ევროპული ქალაქი. სწორედ ამიტომ ჰქონდათ მათ ისტერიული რეაქცია ჩვენი პროგრამის მნიშვნელოვან ნაწილზე, რომელიც მეტროს გაფართოვებას ეხება."  ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/299535202950983/
×
×
  • შექმენი...