Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.099.746

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ბერდია სიჭინავა - გახსოვთ მამუკა ხაზარაძემ რამდენჯერ მოითხოვა პროცესის გადადება, იმისთვის, რომ კონსესუსი მოეტანა საკუთარი პარტიიდან, ესეც ვერ შეძლო და რა თქმა უნდა ჩვენ ამისთვის წერტილი უნდა დაგვესვა

გახსოვთ მამუკა ხაზარაძემ რამდენჯერ მოითხოვა პროცესის გადადება, იმისთვის, რომ კონსესუსი მოეტანა საკუთარი პარტიიდან, ესეც ვერ შეძლო და რა თქმა უნდა ჩვენ ამისთვის წერტილი უნდა დაგვესვა. არსებობს სამი პოსტულატი რითიც ჩვენ ვხემძღვანელობთ- 1. ნეიტრალურ პოლიტიკურ პლათფომაზე ჩვენი პოლიტიკური პარტიის შეკრება, რომ საარჩევნოდ წარვსდგეთ. 2. თანაბარი სამართლიანი პარიტეტი ორ სუბიექტს შორის. 3. "ლელომ" აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომ, როგორც “ოცნებას” არ შეუკრავს კოალიციას

გიორგი გახარია - როდესაც პრემიერს კარებს უკეტავენ და ამბობენ, რომ „ამ კაცთან საუბარი არ გვსურს“, ეს ძალიან მძიმე მესიჯია - ეს ნიშნავს დღევანდელი ხელისუფლების დელეგიტიმაციას საერთაშორისო დონეზე

როდესაც პრემიერს კარებს უკეტავენ და ამბობენ, რომ ამ კაცთან საუბარი არ გვსურს , ეს ძალიან მძიმე მესიჯია , - ამის შესახებ პარტია “გახარია - საქართველოსთვის” თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ განაცხადა, რითაც აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიღებაზე ირაკლი კობახიძისთვის მიწვევის გაუქმებას გამოეხმაურა. გახარიას შეფასებით, აშშ-პრეზიდენტთან მიღების გაუქმება ნიშნავს ჩვენი დღევანდელი ხელისუფლების დელეგიტიმაციას საერთაშორისო დონეზე. “ეს ძალიან მძიმე შემთხვევაა. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს

მოსკოვი მზადაა, დაეხმაროს თბილისს აფხაზეთთან და ოსეთთან, როგორც “მეზობელ ქვეყნებთან” შერიგებაში

„საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება უბრალოდ გულახდილად აფასებს წარსულს“, — ასე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვის „ქართული ოცნების“ განცხადებებს, რომ 2008 წლის ომის სააკაშვილმა დაიწყო. ლავროვის თქმით, ის, რომ ომი სააკაშვილმა დაიწყო ყველასთვის ცნობილი იყო, „შესაძლოა გარდა დასავლელი კოლეგებისა და საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა“. ამ კონტექსტში ლავროვმა დაიმოწმა ევროკავშირის გადაწყვეტილებით, საქართველოში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებული ფაქტების დამდგ

ისაუბრა წინასაარჩევნო გარემოზე, რომელიც ინსპირირებულია რუსეთისაგან - ზურაბიშვილი შტაინმაიერს შეხვდა

Gespräch mit der Staatspräsidentin von Georgien, Salomé Surabischwili საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ბერლინში გერმანელ კოლეგას, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა. ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრაზე ისაუბრა რამდენიმე თემაზე, მათ შორის, ქვეყანაში შექმნილ წინასაარჩევნო გარემოზე, „რომელიც ინსპირირებულია რუსეთისაგან“, ასევე, ქართულ დიასპორაზე, რომელსაც „ხელოვნური ბარიერები ექმნება არჩევნებში მონაწილეობისათვის“. publika

სოფიო ხორგუანი - ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენ ვიდექით გზაგასაყარზე, ყოველთვის ვაკეთებდით ყველაზე სწორ არჩევანს

სამცხე-ჯავახეთის რეგიონის განვითარების პერსპექტივებზე იურისტი სოფიო ხორგუანი საუბრობს.   - რას პირდებით ამომრჩეველს სამცხე-ჯავახეთში?   მე არ ვპირდები, ახლა რასაც გეტყვით არის ის, რის გაკეთებასაც ვაპირებ. პირველი, ჩემი ღრმა რწმენით, ეს არის რეგიონი, რომელსაც აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა საქართველოსთვის, ისტორიულად ასეა. როცა ეს რეგიონი იქნება წარმატებული და განვითარებული, მაშინ მთელი საქართველოც იქნება წარმატებული და განვითარებული. ღრმად მჯერა ამის და ვხედავ, როგორ შეიძლებ

ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ 12-წლიანი მმართველობის შედეგებს აჯამებს და აცხადებს, რომ „არ არსებობს თუნდაც ერთი სფერო, რომელზეც ყველაზე მიკერძოებული ადამიანიც კი იტყვის, რომ 2012 წლამდე იყო კარგად, ხოლო 2012 წლის შემდეგ გაუარესდა“. ამასთან, როგორც ივანიშვილი აღნიშნავს, „ქართულ ოცნებას“ 12 წლის განმავლობაში ბეწვის ხიდზე უწევს სიარული. „დღეს 1-ელი ოქტომბერია... თავისუფლების დაბრუნების

კახაბერ ქემოკლიძე -  ახლა, ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე გარდამტეხი მომენტია და ჩემი აზრით, ყველა ადამიანი, ვისაც შეუძლია საქართველოში დაბრუნება, აუცილებლად უნდა დაბრუნდეს, რათა გახდეს ამ პროცესის მონაწილე, იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი ვალი

ახლა, ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე გარდამტეხი მომენტია და ჩემი აზრით, ყველა ადამიანი, ვისაც შეუძლია საქართველოში დაბრუნება, აუცილებლად უნდა დაბრუნდეს, რათა გახდეს ამ პროცესის მონაწილე, იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი ვალი.  კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/520342010812181/

17 ნოემბერს, დილის 04:00 საათიდან 05:00 საათამდე 112-ში ზარების მიღება შეიზღუდება - ქვეყნდება ალტერნატიული ნომრები

17 ნოემბერს, დილის 04:00 საათიდან 05:00 საათამდე 112-ში ზარების მიღება შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს და საზოგადოებას ალტერნატიულ ნომრებს სთავაზობს. „გაცნობებთ, რომ გეგმური ტექნიკური სამუშაოების გამო, 17 ნოემბერს, დილის 04:00 საათიდან 05:00 საათამდე, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემომავალი ზარების მიღება შეიზღუდება. გადაუდებელი დახმარების მისაღებად დაგვიკავშირდით შემდეგ ალტერნატიულ ნომრებზე: 599842206; 598087761; 57701

ბექა ლილუაშვილი - თუ პარტიები არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით შეთანხმებას შეძლებენ, გაგვიხარდება - აუცილებლად შევუერთდებით მერობის ნეიტრალური კანდიდატების შესახებ განხილვას

თუ პარტიები არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით შეთანხმებას შეძლებენ, გაგვიხარდება - აუცილებლად შევუერთდებით მერობის ნეიტრალური კანდიდატების შესახებ განხილვას,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, თუ ოპოზიციური პარტიები თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწევენ, ეს „სწორი, პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება იქნება“. „ჩვენ არჩევნებში მონაწილეობა-არ მონაწილეობაზე მსჯელობის

ლავროვი: რუსეთის საგარეო-პოლიტიკური ყურადღება უნდა გადაერთოს „მესამე მსოფლიოზე“

რუსეთისთვის აზრი არა აქვს დასავლეთის ქვეყნებში ადრინდელი დიპლომატიური ყოფნის შენარჩუნებას, განაცხადა სამშაბათს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალ თანამშრომლებთან შეხვედრაზე. ლავროვს მიაჩნია, რომ პირობებს, რომლებშიც მუშაობენ დასავლეთში რუსეთის დიპლომატები, „ძნელია ვუწოდოთ ადამიანური“, ამასთან ევროპა ცდილობს მინიმუმამდე დაიყვანოს რუსეთთან თანამშრომლობა. ლავროვმა ასევე თქვა, რომ რუსეთის საგარეო-პოლიტიკური ყურადღება უნდა გადაერთოს „მესამე

მედიის ცნობით, ირანის ქალაქ არდებილში უსაფრთხოების ძალებმა 15 წლის მოსწავლეს, ასრა ფანაჰის სცემეს, რის შემდეგაც გოგონა დაიღუპა

ირანის ქალაქ არდებილში უსაფრთხოების ძალებმა 15 წლის სკოლის მოსწავლეს, ასრა ფანაჰის სცემეს, რის შემდეგ გოგონა დაიღუპა. ინფორმაციას არდებილის მასწავლებელთა კავშირი ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა სკოლაში რეიდი მოაწყვეს და სკოლის მოსწავლეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, რადგან ზოგიერთმა მათგანმა ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სადიდებელი ჰიმნის შესრულებაზე უარი განაცხადა. ირანის ხელისუფლება ინფორმაციას უარყოფს, ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით კი, სკოლი

ჯონდი ბაღათურია ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმეზე ჩვენებას აძლევს

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმეზე ჩვენებას ყოფილი დეპუტატი, ჯონდი ბაღათურია აძლევს. ის ბრალდების მხარის მოწმეა. დაცვის მხარის განცხადებით, ბაღათურიას დაკითხვა სანახაობის ნაწილია და სასამართლოს არგუმენტებს ვერ მიაწვდის. სხდომას ესწრება ორივე ბრალდებული. ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად საქართველოს სა

პარტია "საქართველოსთვის" წევრებმა, დააყენეს ინიციატივა "სახალხო ბიუჯეტირების" საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს მოქალაქეების პირდაპირ ჩართულობას ბიუჯეტირების პროცესში

პარტია "საქართველოსთვის" წევრებმა, დააყენეს ინიციატივა "სახალხო ბიუჯეტირების" საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს მოქალაქეების პირდაპირ ჩართულობას ბიუჯეტირების პროცესში.   მათი განმარტებით, "სახალხო ბიუჯეტირების" საშუალებით , მოსახლეობას ექნება საშუალება მიიღონ მონაწილეობა ბიუჯეტის განხილვასა და შედგენის პროცესში, ასევე განახორციელონ კონკრეტული ინიციატივები და საჭიროებები.   "ინიციატივა წარდგენილია: ყვარელში ახმეტაში რუსთავში

თბილისში, მეტეხის ხიდზე დღეს საღამოდან ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, თბილისში, მეტეხის ხიდზე 12 ნოემბრის 18:00 საათიდან 13 ნოემბრის 21:00 საათამდე სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება შეიზღუდება. მერია განმარტავს, რომ მიზეზი ასი ათასი მოწამის ხსენების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამართვაა. რამდენიმე საათის განმავლობაში: გორგასლის ქუჩიდან ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ, როგორც ზვიად გამსახურდიას სანაპიროს მიმართულებით, ასევე, კოტე აფხაზის ქუჩის მიმართულებით. ხოლო, თუმანიანის ქუჩიდან გადაადგილება შესაძლებელი იქნებ

კიევის ცენტრში რუსული რაკეტები საცხოვრებელ სახლებს მოხვდა, რამდენიმე საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო

კიევის ცენტრში რუსული რაკეტები საცხოვრებელ სახლებს მოხვდა, რამდენიმე საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო. ინფორმაციას ამის შესახებ კიევის მერი ვიტალი კლიჩკო და უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე, კირილ ტიმოშენკო ავრცელებენ. კლიჩკოს თქმით, კიევის პეჩერსკის უბანში რაკეტები ორ საცხოვრებელ სახლს მოხვდა. ექიმები და მაშველები ადგილზე მუშაობენ. მანამდე კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციამ გაავრცელა ცნობა, რომ ქალაქში საჰაერო თავდაცვა მუშაობს, რის შედეგადაც 4 რაკეტა იქნა ჩამოგდებული.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ალპურ ზონასთან ახლოს, ხანძარია

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინიგორის მთებში, ალპურ ზონასთან ახლოს, ხანძარია. ადგილობრივებმა რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ცეცხლის სულ მცირე ერთი კერაა და დაკვამლიანება შეინიშნება. უცნობია, ხანძარი რა ფართობს მოიცავს. მათი თქმით, შესაბამის სამსახურს ცოტა ხნის წინ დაუკავშირდნენ და ინფორმაცია მიაწოდეს. სოფელში მერის წარმომადგენელი ზვიად შარიქაძე ამბობს, რომ ხანძრის კერამდე მისვლა მხოლოდ ფეხით ან ცხენებით არის შესაძლებელი, რასაც დაახლოებით 2 საათი სჭირდება. მისივე ინფორმაციით, შ

„გაწევრიანების მოლაპარაკებები 2030 წლამდე დასრულდეს“ — ევროპარლამენტის რეკომენდაცია გაფართოებაზე

ევროპარლამენტმა 502 ხმით,75 წინააღმდეგ მიიღო რეკომენდაცია ევროკავშირის გაფართოების ახალი სტრატეგიის შესახებ. 61-მა დეპუტატმა პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა. ევროპარლამენტის რეკომენდაციაში საბჭოს, ევროკომისიისა და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლისადმი ნათქვამია, რომ: გაფართოება არცერთმა ალტერნატივამ არ უნდა ჩაანაცვლოს; საჭიროა გაწევრიანების გადაწყვეტილების მიღების პროცესის რეფორმირება და ახალი წევრების მიღება ერთსუ

ბერლინში გიგანტური აკვარიუმი გასკდა

ბერლინის ცენტრში მდებარე სასტუმრო „რადისონ ბლუში“ გიგანტური აკვარიუმი გასკდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, 14-მეტრიან აკვარიუმში 1 500 ტროპიკული თევზი ცხოვრობდა. როგორც პოლიციაში აცხადებენ, შუშის ნამსხვრევებით ორი ადამიანი დაშავდა. ამასთან, პოლიციის ინფორმაციით, დაიტბორა სასტუმროს ტერიტორია და მიმდებარე ქუჩები. სასტუმროდან სტუმრების ევაკუაცია განხორციელდა. ადგილზე საგანგებო რეჟიმში მუშაობენ სამაშველო სამსახურები. გადაკეტილია სასტუმროს მიმდებ

დონეცკში დაჭრილია რუსეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი როგოზინი

რუსეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი, „როსკოსმოსის“ ყოფილი ხელმძღვანელი დმიტრი როგოზინი დაიჭრა ქალაქ დონეცკში, უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევისას. ინფორმაცია რუსულ სააგენტო „ტასს“ დაუდასტურა როგოზინის თანაშემწემ. მისი ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა დაცხრილეს დონეცკის გარეუბანში მდებარე სასტუმრო, სადაც ცხოვრობდნენ სამხედრო მრჩევლები, როგოზინის ხელმძღვანელობით. სხვა წყაროებით, დაიცხრილა რესტორანი, სადაც 21 დეკემბერს როგოზინი დაბადების დღეს აღნიშნავდა. თანაშემწის თანახმად, ზურგში დაჭრილი დმიტრი

კელიაში ხანძრის შედეგად დაშავებული გელათის ტაძრის წინამძღვარი, მამა იოსებ ბურჯანაძე გარდაიცვალა

გელათის ტაძრის წინამძღვარი, მამა იოსებ ბურჯანაძე, გარდაიცვალა. წინამძღვარს კლინიკაში ორი კვირის განმავლობაში მკურნალობდნენ, თუმცა მძიმე მდგომარეობის გამო, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. სასულიერო პირმა დამწვრობა კელიაში გაჩენილი ხანძრის შედეგად, 50%-მდე სხეულის დამწვრობა ჰქონდა. ის ჯერ ქუთაისის დამწვრობის ცენტრში, შემდეგ კი თბილისში გადაიყვანეს. ხანძარი კელიაში 16 იანვარს გაჩნდა. IPN

ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი აპრილიდან ამოქმედდება

ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი პირველი აპრილიდან ამოქმედდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ამ მიმართულებით შემუშავებულ ცვლილებებს ხვალ საზოგადოებას თავად გააცნობს. „სატრანსპორტო რეფორმა ბევრი კომპონენტისგან შედგება. ერთ-ერთი მიმართულება ტაქსების განვითარებაა. 2018 წლიდან ვახორციელებთ ტაქსების რეფორმას. 2019 წელს ამ რეფორმის მეორე ეტაპი განვახორციელეთ. წელს, პირველი აპრილიდან ამოქმედდება ტაქსების რეფორმის

მიხეილ დაუშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებას“ ძალაუფლების შენარჩუნებაში ეხმარება

ჯერ თვითონ გაერკვნენ, წარმოდგენა არ მაქვს, რა შტაბებს ქმნიან, - ასე გამოეხმაურა პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი წევრი, მიხეილ დაუშვილი ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ისინი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბებს ქმნიან. როგორც დაუშვილი განმარტავს, მისთვის მნიშვნელოვანი არ არის, თუ რას აპირებს „ნაციონალური მოძრაობა“. „რა თქმა უნდა, არ შევუერთდებით, რას უნდა ელოდონ, რას აკეთებენ, ჯერ თვითონ გაერკვნენ, წარმოდგენა არ მაქვს, რა შტაბებს ქმნიან. ჩემთვის მნიშვნელოვანი არ

საგარეო უწყება - თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო, საქართველოს საელჩოსა და გენერალურ საკონსულოებში ამოქმედებულია ცხელი ხაზი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთში მიწისძვრასთან დაკავშირებით, საქართველოს მოქალაქეების შესახებ საელჩოსა და საკონსულოში, ჯერჯერობით, ინფორმაცია არ შესულა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. „არანაირი შეტყობინება არ შესულა არც ანკარაში საქართველოს საელჩოში და არც სტამბულში გენერალურ საკონსულოში. თავის მხრივ, საკონსულოც და საელჩოც თურქეთის შესაბამის უწყებებთან მუდმივ კავშირზე არიან“, - განაცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ვახტანგ გომელაური - უმეტეს ბანკს დაცვა არ ჰყავს, როდესაც ვეუბნებით აიყვანონ, გვპასუხობენ: „დაზღვეული გვაქვს და პრობლემა არ გვაქვს“, მერე შსს-ს პრობლემა ხდება

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში საუბრისას, ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ საქართველოში ფინანსური დაწესებულებები სათანადო დაცვით უზრუნველყოფილები არ არიან, რაც შემდეგ შსს-ს პრობლემა ხდება. მინისტრმა უპასუხა დეპუტატ კახა კახიშვილის შეკითხვას, რომლის თანახმად, ბანკებს დაცვა არ ჰყავთ და ამ მხრივ, დაცვის სავალდებულოდ აყვანაზე ხომ არ იფიქრებდნენ. „გეთანხმებით, ეს სერიოზული პრობლემაა. არაერთხელ გაჟღერდა ტელევიზიითაც, თუნდაც ოპოზიციური არხ

მდინარაძემ ბოდიში უნდა მოუხადოს საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს ასეთი შეურაცხყოფისთვის - ნაკაიძე

დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ტარიელ ნაკაიძემ პარლამენტში ბრიფინგზე განაცხადა, რომ მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადება ისლამოფობიის გაღვივებას ემსახურება და მან ბოდიში უნდა მოიხადოს ამისთვის. „მამუკა მდინარაძე „უცხური გავლენის აგენტის შესახებ“ კანონპროექტს უკავშირებს თითქოსდა ქვეყანაში არსებულ რადიკალურ ისლამიზმს.  ამ განცხადებით „ქართული ოცნება“, კერძოდ, მდინარაძე, მართლაც და რუსული კანონის გატანის მცდელობით, მიზანმიმიმართულად ეწევა საქართველოში მცხოვრები მუსლიმები
×
×
  • შექმენი...