Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.108.509

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

გიორგი გახარია - ოქტომბრის არჩევნები გადამწყვეტია საქართველოს ევროპული მომავლისთვის - როგორც კი „ოცნება“ დამარცხდება, მოქალაქეებთან ერთად დავაჩქარებთ ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების გახსნის გადაწყვეტილებას ულოცავს. გახარიას თქმით, როგორც კი არჩევნებში „ქართული ოცნება“ დამარცხდება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს დააჩქარებენ. „ვულოცავ უკრაინას და მოლდოვას გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას. ოქტომბრის არჩევნები გადამწყვეტია საქართველოს ევროპული მომავლისთვის. როგორც კი „ოცნება“ დამარცხდება, საქართველოს მოქალაქეებთან ერთად დავაჩქარებთ ქვეყნის

სალომე ზურაბიშვილი - გილოცავთ უკრაინას და მოლდოვას ამ მნიშვნელოვან ეტაპს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე! - დარწმუნებული ვარ, ევროპელი ქართველი ერიც მალე შეუერთდება თქვენს რიგებს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ჩარჩოებზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების შეთანხმებას ეხმაურება. „გილოცავთ უკრაინას და მოლდოვას ამ მნიშვნელოვან ეტაპს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე! გულწრფელად ვულოცავ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და პრეზიდენტ მაია სანდუს ამ მნიშვნელოვან მიღწევას. დარწმუნებული ვარ, ევროპელი ქართველი ერიც მალე შეუერთდება თქვენს რიგებს“, - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ში.

მიშა დაუშვილი -  “ოცნების” მთავარი მიზანია ძალაუფლების შენარჩუნება, ამბობენ ერთს და აკეთებენ მეორეს, ამიტომ არ არსებობს მათ მიმართ ნდობა, არც ქვეყნის შინგით და არც ქვეყნის გარეთ (ვიდეო)

“ოცნების” მთავარი მიზანია ძალაუფლების შენარჩუნება, ამბობენ ერთს და აკეთებენ მეორეს, ამიტომ არ არსებობს მათ მიმართ ნდობა, არც ქვეყნის შინგით და არც ქვეყნის გარეთ.    მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/824171973111431

მეფუტკრეობით „მოწამლულნი“ - ქალაქიდან სოფლად წასული ძმები წლებია, მუხლჩაუხრელად შრომობენ

მიხეილ და გიორგი ჯაშიაშვილები ახმეტის რაიონის სოფელ აწყურში საფუტკრე მეურნეობას უძღვებიან. ქალაქიდან სოფლად წასული ძმები წლებია, მუხლჩაუხრელად შრომობენ. მიხეილი პიანისტია და წლების წინ სხვადასხვა ადგილზე მუშაობდა, მათ შორის, მამასთან სტუდიაში, წერდა ფონოგრამებსაც მომღერლებისთვის, ინსტრუმენტალისტებისთვის. გიორგი ჯაშიაშვილს სპორტისა და ფიზკულტურის აკადემია აქვს დამთავრებული კარატეს განხრით. შავი ქამრის, პირველი დანის მფლობელია და თბილისში ბავშვებს ავარჯიშებდა, შეჯიბრებებზე გაჰყავდა, პარალელურად პრ

კახაბერ ქემოკლიძე -  “ოცნებას” არაფერი ახლის შეთავაზება არ შეუძლია და ერთადერთი, რაც დარჩენიათ, არის ფულით წახალისებული ძალადობა (ვიდეო)

“ოცნებას” არაფერი ახლის შეთავაზება არ შეუძლია და ერთადერთი, რაც დარჩენიათ - ხელის გადაგრეხვის პრინციპი და ძალადობაა, რომელიც წახალისებულია ფულით. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოქალაქეები ამას არ წამოეგებიან და ამ გამოწვევებს გაუძლებენ.  კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1664827727704075/

ნათია მეზვრიშვილი - შალვა პაპუაშვილი  არჩევნებში დასავლურ ჩარევაზე ერთადერთი მიზნით საუბრობს: გადაფაროს მისი პერსონალური როლი ძალადობრივი წინასაარჩევნო გარემოს შექმნაში

"შალვა პაპუაშვილი  არჩევნებში დასავლურ ჩარევაზე ერთადერთი მიზნით საუბრობს: გადაფაროს მისი პერსონალური როლი ძალადობრივი წინასაარჩევნო გარემოს შექმნაში. მას აბარია არჩევნებან დაკავშირებული დეზინფორმაციის და ტყუილების გავრცელება, შეითავსა მოძალადის როლიც და მისი მუქარის საფუძველზე რეალიზებული ძალადობის გადაფარვასაც დასავლეთის წინააღმდეგ სიცრუის გავრცელებით ცდილობს: 1. 26 ივლისს მან ბრიფინგზე დააანონსა ძალადობრივი წინასაარჩევნო გარემო და დაემუქრა ოპოზიციას ზონდერების ძალადობით. მისი მუქარა

ბერდია სიჭინავა - მზად ვიყავით პარტიულ ინტერესებზე მაღლა სახელმწიფოს ინტერესები დაგვეყენებინა, თუმცა “ლელომ” თავის პარტნიორებთან შეთანხმებას ვერ მიაღწია

"ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის, ყოველთვის ამოსავალი წერტილი იქნება სახელმწიფოს ინტერესები, მისი მსახურება და მზად ვიყავით ამ მიზნის გარშემო გადაგვედგა კომპრომისული ნაბიჯები, პარტიულ ინტერესებზე მაღლა სახელმწიფოს ინტერესები დაგვეყენებინა, თუმცა “ლელომ” თავის პარტნიორებთან შეთანხმებას ვერ მიაღწია." ბერდია სიჭინავა, პარტია "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/845456494242424/

ექიმების თქმით, შუქრუთელი მოშიმშილე გიორგი ბიწაძის მდგომარეობა დამძიმდა

ექიმების თქმით, შუქრუთელი მოშიმშილე გიორგი ბიწაძის მდგომარეობა დამძიმდა, ის კლინიკაში გადაჰყავთ – დღეს შუქრუთელების შიმშილობის 30-ე დღეა. დღეს დილით შუქრუთელები მთავრობის კანცელარიასთან იმყოფებოდნენ, რათა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისგან მათ მიერ შეტანილ წერილთან დაკავშირებით პასუხი მოესმინათ, თუმცა, როგორც შუქრუთელები ამბობენ, პოლიციამ კანცელარიასთან დარჩენის საშუალება არ მისცა და მათ წინააღმდეგ ფიზიკური ძალა გამოიყენა. მათი თქმით, პარლამენტის ტერიტორიიდან ლეიბების გასატანად პოლიცი

ნათია მეზვრიშვილი - გუშინ, პრეზიდენტის მიმართ ყოვლად მიუღებელი ქმედება „ქართული ოცნების“ დაკვეთით ზუსტად იმ დაჯგუფებამ განახორციელა, ვინც 9 ოქტომბერს, ამაღლების ქუჩაზე ჩვენი გუნდის წარმომადგენლებს თავს დაესხა

გუშინ, პრეზიდენტის მიმართ ყოვლად მიუღებელი ქმედება „ქართული ოცნების“ დაკვეთით ზუსტად იმ დაჯგუფებამ განახორციელა, ვინც 9 ოქტომბერს, ამაღლების ქუჩაზე ჩვენი გუნდის წარმომადგენლებს თავს დაესხა, - ასე გამოეხმაურა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი იმ ფაქტს, რომ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გუშინ, თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე, გარკვეული პირები ლაზერს ანათებდნენ. მისივე შეფასებით, მმართველი პარტია უკვე ოპონენტების წინააღმდეგ ახალგაზრდებს იყენე

გიორგი გხარია 20 ივნისის ღამეზე - ვნანობ, რომ ყოველთვის შეიძლება უკეთ გაკეთება - პარლამენტს მაინც დავიცავდი, მაგრამ დაშლის ღონისძიებას ჩავატარებდი სხვანაირად

პარლამენტის შენობას მაინც დავიცავდი, აქ ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ ვეცდებოდი, რომ ეს გაკეთებულიყო ბევრად ნაკლები დაზიანებებით, რომელიც, რა თქმა უნდა, სამწუხაროა , - ასე უპასუხა პარტია “გახარია საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგი გახარიამ პალიტრანიუსის გადაცემის “თავისუფალი სტუდიის” წამყვანის შეკითხვას, რა ემოციას იწვევს მასში ის პოლიტიკური ზედმეტსახელი, რომელიც ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ შეარქვეს. გახარიას თქმით, ამ ღამესთან დაკავშირებით განიცდის სინანულს, მაგრამ ეს სახელს არ ეხება. როგორც

საპროტესტო მსვლელობისთვის მოქალაქეები რესპუბლიკის მოედანზე იკრიბებიან

თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე, მოქალაქეები იკრიბებიან. ისინი საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით საპროტესტო მსვლელობას გამართავენ. მსვლელობის ორგანიზატორი ჯგუფი „დაიტოვე“ არის, რომლის ორგანიზებითაც საპროტესტო მსვლელობა წინა კვირაშიც გაიმართა. „პროტესტი გრძელდება! ერთად უკვე დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია მშვიდობიანად გავაჩინოთ წინააღმდეგობის კერა“, – აცხადებენ ორგანიზატორები. მსვლელობას შეუერთდებიან სტუდენტებიც, რომლებმაც დღეს საპროტესტო აქცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტ

ჯგუფ „დაიტოვეს“ ორგანიზებული აქციის მონაწილეები თსუ-ს პირველ კორპუსთან მივიდნენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან ჯგუფ „დაიტოვეს“ ორგანიზებული აქციის მონაწილეები მივიდნენ, რომლებიც რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობას მართავდნენ. როგორც საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები აცხადებენ, ისინი თსუ-ს პირველ კორპუსთან სტუდენტების მხარდასაჭერად მივიდნენ. თსუ-ს სტუდენტების ნაწილის განცხადებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის კარი სტუდენტებისთვის ჩაკეტილია. როგორც შეკრებილი სტუდენტები აცხადებენ, ისინი უნივერსიტეტში საორიენტაციო შეხვედრას ა

შსს: მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, პოლიტიკურ ლიდერებს პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში

შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციას ეხმაურება და აქციის ორგანიზატორებს, პოლიტიკურ ლიდერებს და მონაწილეებს მოუწოდებს, „პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში”. უწყების განცხადებით, „თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება”. პუბლიკა

აშშ-ს საელჩო - „ქართულმა ოცნებამ“ შეაჩერა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, „ქართულმა ოცნებამ“ დაკარგა სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან - ნუ აბრალებთ სხვებს

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების შესახებ აშშ-ს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში პოსტით და „ქარდით“ ეხმაურება. „ნუ აბრალებთ სხვებს“ - წერს საელჩო. აშშ-ის დიპლომატიური უწყება ასევე აღნიშნავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შეაჩერა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. „ქართულმა ოცნებამ“ დაკარგა სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. #ყველაფერიგასაგებია“, - აღნიშნავს საელჩო. იპნ

გახარია: „ოცნებამ" „ნაცებს" გაასწრო

„დღეს სამწუხაროდ „ოცნებამ”„ ნაცებს” გაასწრო, ყველაფერში გაასწრო”, – ამის შესახებ გახარია საქართველოსთვის ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა. ის გამოეხმაურა როგორც აქციის მონაწილეების ძალადობრივად დაშლის მეთოდებს და ასევე პარალელი გაავლო წინა ხელისუფლებასთან. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი ხალხს მშვიდობას დაჰპირდა, თუმცა ომი გაუმართა რუსთაველზე, დაჰპირდა ევროპა, თუმცა მოკლა ქვეყნის ევროპული პერსპექტივა. მედიისთვის მიცემულ კომენტარს გახარია საკუთარ facebook-გვერდზე ავრცელებს.

უარს ვამბობთ სახელმწიფო ღონისძიებებში მონაწილეობაზე – მუსიკოსების მანიფესტი

100-მდე ქართველი მუსიკოსი უარს ამბობს სახელმწიფო ღონისძიებებში მონაწილეობაზე. ისინი აცხადებენ, რომ “ქართული ოცნება” არალეგიტიმური ხელისუფლებაა. გარდა ამისა, ისინი გმობენ პროევროპული აქციის მონაწილეებზე ძალადობას შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების მხრიდან. “ხელოვნება თავისი არსით მუდამ იყო თავისუფლებისა და თვითგამოხატვის სიმბოლო, შესაბამისად, ხელოვნება შეუძლებელია იყოს ჩუმი და შეზღუდული. ჩვენი, როგორც მუსიკოსების როლი მუდამ იყო, არის და იქნება იმ სათქმელის, ემოციისა და განწყო

ნაცემი 20 წლის ბიჭი 35 საათის განმავლობაში უშედეგოდ ითხოვდა კლინიკაში გადაყვანას – უფლებები საქართველო

“უფლებები საქართველოს” ინფორმაციით, 20 წლის ბიჭი, რომელიც ჯერ სასტიკად სცემეს, შემდეგ კი წინასწარი დაკავების იზოლატორში წაიყვანეს, 35 საათის განმავლობაში უშედეგოდ ითხოვდა საავადმყოფოში გადაყვანას. ორგანიზაციის ცნობით, დიღმის იზოლატორის ექიმები გულგრილად მიუდგნენ ნაცემი ახალგაზრდის თხოვნას და უარი თქვეს მის გადაყვანაზე საავადმყოფოში. იზოლატორში მას შეხვდნენ სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლებიც. თუმცა ორივე უწყების წარმომადგენლებმა უგულებელყვეს ნაცემი ახალგ

სპეციალური საგამოძიებო სამსახური „ტვ პირველის“ თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სპეციალური საგამოძიებო სამსახური „ტვ პირველის“ თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც საგამოძიებო სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, ამოღებულია ვიდეოკამერის ჩანაწერები, რომელთა დეტალური შესწავლა და ანალიზი უკვე დაწყებულია. ასევე, მიმდინარეობს სხვა კერძო და საჯარო ობიექტებიდან ვიდეოჩანაწერების გამოთხოვა და შესწავლა. უწყების ცნობით, ჩატარდა ერთ-ერთი იმ პირის პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკაც, რომელთან დაკავშირებითაც ვრცელდება ინფორმაცია, როგორ

ვიკა ფილფანი - დღევანდელი სოციალური პრობლემის ერთ-ერთი მიზეზი არის სწორედ ის, რომ ღარიბების ბედს მდიდრები წყვეტენ (ვიდეო)

"დღევანდელი სოციალური პრობლემის ერთ-ერთი მიზეზი არის სწორედ ის, რომ ღარიბების ბედს მდიდრები წყვეტენ, პოლიტიკურ ველზე ორივე მხარეს გვყავს ელიტები, რომლებიც ვერასდროს ვერ იქნებიან ამ სოციალური გამოწვევების მიმართ მგრძნობიარენი." ვიკა ფილფანი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/2757606127764791

მზია ამაღლობელის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გადაწყვეტილება 18 მარტს გამოცხადდება

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე, გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმის განხილვა დასრულდა. მოსამართლე სალიხ შაინიძემ, რომელიც „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეს განიხილავს, განაცხადა, რომ საპროცედურო ნაწილზე გადაწყვეტილება 18 მარტს გამოცხადდება. „სასამართლო სარგებლობს მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და მხარეებს აცნობებს, რომ საქმეზე საპროც

პარტიის ინფორმაციით, გიორგი გახარია პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 20 ივნისის საქმეზე დაიბარეს

პარტია „გახარია საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 20 ივნისის საქმეზე დაიბარეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" პარტიაში განუცხადეს. მათივე თქმით, საგამოძიებო კომისიაზე დაბარების შესახებ უწყისი გახარიას მშობლებს ჩაბარდა. „როგორც იცით, გიორგი გახარია საქართველოში არ იმყოფება. გიდასტურებთ, რომ მის ოჯახის წევრებს (მშობლებს) მიუტანეს უწყისი და რა თქმა უნდა, მათაც ჩაიბარეს. უწყისში მითითებულია, რომ 20 ივნისის საქმეზე იბარებენ“, - აცხადებე

აღდგა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის კავშირი ერთადერთ ელექტროგადამცემ ხაზთან

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორის, რაფაელ მარიანო გროსის ინფორმაციით, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე აღდგა კავშირი ერთადერთ დარჩენილ, 750-კილოვოლტიან ელექტროგადამცემ ხაზთან. კავშირის აღდგენა სადგურის უკრაინელმა თანამშრომლებმა 18 ოქტომბერს დაუდასტურეს ადგილზე მყოფ, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტებს. რაფაელ მარიანო გროსის განცხადებით, ბოლო ათ დღეში სადგურსა და ელექტროგადამცემ ხაზს შორის კავშირი სამჯერ შეწყდა, რაც აჩვენებს რამდენად არასტაბილურია ბირთვული უს

სოფო ხორგუანი: მოარული ხმები კორუფციის შესახებ დადასტურდა, ასე რომ არ იყოს, როგორ მოიგებდნენ მსგავსი კომპანიები ტენდერებს (ვიდეო)

-  რთულ რეგიონში ვცხოვრობთ და ბევრი რთული რამ ხდება ჩვენს თავს... ასეც რომ არ იყოს, სად დავბრუნდით, სურათებიც კი გაავრცელეს გიგი უგულავას მერობის დროს გარდაცვლილი ბავშვების. ის რომ უვარგისი იყო, შენც უვარგისი ხარ? ეტოლები?!   - მოარული ხმები კორუფციის შესახებ დადასტურდა, ასე რომ არ იყოს, როგორ მოიგებდნენ მსგავსი კომპანიები ტენდერებს...   -  დამაზიანებლად დიდია დღეს ფულის როლი პოლიტიკაში, დაწესდეს ზედა ზღვარი რამდენი ფულის დახარჯვა შეუძლია პარტიას არჩევნებზე...

ISW: რუსეთმა შესაძლოა, ჰიდროელექტროსადგური გაანადგუროს ხერსონიდან უკან დახევის გადასაფარად

ამერიკული ანალიტიკური ცენტრი, ომის შემსწავლელი ინსტიტუტი(ISW) არ გამორიცხავს, რომ რუსეთი ამზადებს დარტყმას მის მიერ ოკუპირებულ ხერსონის ოლქში მდებარე კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე, რაშიც უკრაინას დაადანაშაულებს. ამერიკელი ანალიტიკოსების თანახმად, შესაძლოა, რუსული სარდლობა ვარაუდობს, რომ კაშხლის ჯებირის დანგრევის შედეგებით გადაფარავს მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირიდან რუსეთის სამხედრო ქვედანაყოფების უკან დახევას და აღკვეთს ან შეანელებს უკრაინის ჯარების წინსვლას. ISW ყურადღებას ამახვილებ

ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე მოსამართლე განაჩენს დღეს გამოაცხადებს

ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მოსამართლე განაჩენს დღეს გამოაცხადებს. გუშინდელ პროცესზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა, ასევე საბოლოო სიტყვით ისარგებლა ბრალდებულმა ბასილაშვილმა, თუმცა, აღნიშნული ეპიზოდი დახურულ სხდომაზე მიმდინარეობდა. გუშინ იყო პირველი სასამართლო პროცესი, რომელსაც დაზარალებული ნელი დოროყაშვილი არ დასწრებია. ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორ
×
×
  • შექმენი...